ძებნის რეზულტატი:

შენი ბრძოლა

შენი ბრძოლა „სიცოცხლე იმად არა ღირს, რომ მისი გულისთვის სიკვდილის შიშს მონად გაუხდე“ © ჯემალ ქარჩხაძე, „ანტონიო და დავითი“   ვიცი, ვინც ხარ. როგორც უნდა დამალო შენი ნამდვილი სახე, მაინც გიცნობ. არ ვიცი, კონკრეტულად რა გქვია, მაგრამ არც აქვს მნიშვნელობა. არც ასაკს აქვს მნიშვნელობა, არც გვარსა და ეროვნებას. მთავარი ისაა, რომ ხარ, მაგრამ ჯერ არ არსებობ. არსებობა ფუფუნებაა - მარტო ისინი ვარსებობთ, ვისაც საკუთარი საზღვრების მოხაზვა და მათი დაცვა შეგვიძლია. შენც შეგიძლია, მაგრამ ჯერ არ იცი, რომ შეგიძლია. იმისთვის, რომ არსებობა დაიწყო, ჯერ საკუთარი თავი უნდა შვა - უნდა დაიბადო. დაბადებისთვის კი ძალიან, ძალიან, ძალიან მძიმე ბრძოლაა საჭირო. ნუ გგონია, რომ შენი დაბადებისთვის მაინცდამაინც „უცხოტომელების“ დამარცხებაა აუცილებელი. ცდები, თუ ფიქრობ, რომ შენს დაბადებას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სჭირდება. ტერიტორიებიც იმიტომაა ოკუპირებული და სხვა, ჯერჯერობით არაოკუპირებულ მიწებსაც იმიტომ გაჭრიან ლუკმა-ლუკმა, რომ შენ არ არსებობ. რომ დაიბადო და არსებობა დაიწყო, მამაშენი უნდა დაამარცხო. ჰო, არ მოგეჩვენა - მამაშენი უნდა დაამარცხო. მამაშენი, რომელმაც გითხრა, რომ შენი კაცობა და ოჯახის ღირსება შენი ოჯახის წევრი ქალების სექსზე გადის. როცა ურტყამ შვილს, რომელიც ვერ დაიცავი და რომელიც შენგან დახმარებას ელოდება, ამ დროს არ არსებობ - ეს მამაშენი მოქმედებს შენი სხეულით. უნდა დაამარცხო მამაშენი, რომელმაც გითხრა, რომ კაცობას განათლება არ სჭირდება და რომ ქუჩა აკადემიაა. შესაძლოა, მამაშენი არც იყო - დედაც შეიძლება, ყოფილიყო, რომელმაც გითხრა, რომ ქალს არ უხდება სხვა სამსახური, გარდა მასწავლებლობისა. ან შენი ბიძაშვილი, რომელმაც გითხრა, რომ ქალს სიტყვა არ უნდა გაატანინო და თუ ძალიან გეჯიუტება, უნდა სცემო, დაასახიჩრო, მოკლა კიდეც. ან შენი უბნის ბირჟავიკი - ბევრ ფულს რომ შოულობდა რუსეთში, ახლა რომ შენთან ერთად დგას ბირჟაზე და გაუთავებლად ჭორაობს შენი უბნის ქალებზე. ან შენი სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო - წიგნი რომ გოიმობა ეგონა და მარად დაძაბული, მარად შავსათვალიანი, მუხლებში ჩაღუნული ტიპები მოსწონდა. ან შენი მოძღვარი, რომელმაც გითხრა, რომ ქმარი თავია ოჯახისა და ცოლს მორჩილება ევალება. ან პაპაშენი, რომელმაც გითხრა, რომ სტალინი მაგარი კაცი იყო. ან ბიძაშენი, რომელმაც გითხრა, რომ მჟავანაძე მაგარი კაცი იყო. ან შენი მასწავლებელი, რომელმაც გითხრა, რომ ჰიტლერი იყო კარგი, იმიტომ, რომ სტალინს ებრძოდა. ან შენი მეზობელი, რომელიც გეუბნება, რომ ლუკაშენკო მაგარი კაცია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო - ყველა მათგანის დამარცხება მოგიწევს. ყველა მათგანმა, ზომბი-ვირუსის მსგავსად, თავისი იდეოლოგიის ნაწილი ჩათესა შენში, შენი პიროვნება გააქრო და მისი ადგილი თავად დაიკავა. ვიცი, რომ ძალიან პატარა იყავი, მარტო დარჩენის, ყველასგან გარიყვის შეგეშინდა, მათი გულის მოგება გინდოდა, ამიტომ პირდაპირ, გაუაზრებლად გადაყლაპე ყველაფერი, რასაც გეუბნებოდნენ და ამიტომ შეუერთდი უსახურ, ნაცრისფერ მასას. ახლა ეს ყველა ნაგავი, რაც გადაყლაპე, შენი აზრები, ფიქრები, შიშები და სირცხვილები გგონია. ამიტომ არ არსებობ. შვილი ხარ, ქმარი, მეზობელი, ნათესავი, გადასახადების გადამხდელი, ამომრჩეველი და მრევლი. შენ - შენ არ ხარ, ანუ არ არსებობ. თუ გინდა, რომ დაიბადო (და ვიცი, რომ გინდა), უნდა განიწმინდო მაგ ინფორმაციისგან. ვიცი, რომ ისევ გეშინია მარტოობის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი მეგობარი გეყოლება, თუ არ არსებობ? უნდა დაამხო შენში ყველა კერპი და ავტორიტეტი, ვინც შენზე გავლენას ახდენდა და ახდენს. უნდა „მოკლა“ შენში მამაშენი. ზევსი ხო გაგიგია? ბერძნების მთავარი ღმერთი, ელვებს რომ ირტყმევინებოდა. ეგეც მაგის შემდეგ გახდა ღმერთი, რაც მამამისი დაამარცხა. უნდა იცოდე, სად მთავრდება „საზოგადოება“ და სად იწყები შენ. ესაა ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელიც უნდა გადაიხადო, რომ არსებობა დაიწყო. დღეს ეგ ბრძოლაა შენი დიდგორი, შენი შამქორი და შენი ბასიანი ვიცი, რომ გამოგივა.                                                                                                P. S. იცი, საიდან ვიცი შენს შესახებ ამდენი რამე? შენ - ეს მე ვარ, ოღონდ ადრე. ამიტომ მჯერა შენი და ვიცი, რომ შეძლებ. სხვანაირად უბრალოდ გაქრები, თითქოს არც ყოფილხარ, და მორჩა.

USAID-მა უკრაინას 1000-ზე მეტი გენერატორი მიაწოდა

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) უკრაინას 1000-ზე მეტი ელექტრო გენერატორი მიაწოდა. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის საელჩო იტყობინება. „აშშ აგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას რუსეთის მუდმივი თავდასხმების ფონზე. როდესაც რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ელექტროსისტემაზე, USAID-მა უკრაინას მიაწოდა 1000-ზე მეტი ელექტრო გენერატორი, რათა საავადმყოფოებს, სკოლებს, სასწრაფო სამსახურებს, სამთავრობო უწყებებს და სხვა საჯარო სერვისების პროვაიდერებს მუშაობის გაგრძელებაში დაეხმაროს“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტში. რუსეთი უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. შედეგად, უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემასთან უწევს გამკლავება. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგეტიკული კომპანიის DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დმიტრო საგარუკმა 24 ნოემბრის საღამოს განაცხადა, ელექტროენერგია აღდგენილია ქალაქის მცხოვრებთა დაახლოებით 30%-სთვის. კიევის მერმა 24 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა.  ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს

სამხრეთ კორეა უკრაინას მაღალი ძაბვის გენერატორებს მიაწვდის

სამხრეთ კორეა უკრაინას 20 მაღალი ძაბვის გენერატორს და ხუთ ელექტრო მინი ექსკავატორს გაუგზავნის. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე კორნიენკომ 25 ნოემბერს განაცხადა. ოფიციალური პირის თქმით, გენერატორები უკრაინას 12 დეკემბერს მიეოდება. Ukrenergo-მ 25 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი 30%-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც 23 ნოემბერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლო ფართომასშტაბიანი დარტყმის შედეგად უკრაინის ყველა რეგიონში მასობრივად გაითიშა ელექტროენერგია. ეს იყო რუსეთის მეხუთე მასიური საჰაერო დარტყმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. წინა შეტევა 10 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს, 31 ოქტომბერს და 15 ნოემბერს განხორციელდა. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს

მოსკოვში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

11-13 დეკემბერს მოსკოვში ფართომასშტაბიანი ღონისძიება, ქართული კულტურის დღეები იგეგმება. რადიო თავისუფლების ცნობით, ორგანიზატორი რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება - „ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა“. გაერთიანების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრები, ასევე გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერ-კლასები და ლექციები. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული კონცერტით „ჩვენ ერთად", რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზ„"კოსმოსში" გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე რუსი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები. კონცერტში მონაწილეთა სიას ქართული დიასპორის ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. იუწყებიან, რომ დამატებითი დეტალები პროგრამის შესახებ პირველ დეკემბრიდან გამოქვეყნდება ეტაპობრივად მათ ტელეგრამის არხზე. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის პრეზიდენტი 1982 წელს ბათუმში დაბადებული დავით ცეცხლაძეა. დავით ცეცხლაძემ და მისმა ორგანიზაციამ 2021 წლის 25 თებერვალს პუტინს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის თხოვნით მიმართეს. ​  

ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, აქცია იმართება

ქალთა მიმართა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყვეს. შეკრებილები, საქართველოში ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობას აპროტესტებენ. აქციის სლოგანია  „თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა!“ როგორც ორგანიზაცია „საფარის“ იურისტმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნაა კანონის ცვლილება. „ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ არასრულფასოვანია ჩვენი კანონმდებლობა. მე პოლიტიკური ნების პრობლემას ვხედავ, იმიტომ, რომ გულგრილად ეკიდებიან ამ საკითხებს. ის რომ, ამ თემაზე მთავრობაში არც კი საუბრობენ, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის პრიორიტეტული. ამით სარგებლობენ მოძალადეები“, - განაცხადა პატარაიამ. საელჩოები: ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის თავიდან ასაცილებლად შს მინისტრის მოადგილე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ  

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის ეპარქიაში ჩხრეკა ჩაატარა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის ეპარქიაში ჩხრეკა ჩაატარეს. შედეგად, აღმოაჩინეს, რომ მის ლიდერებს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეკლესიის წარმომადგენლები სავარაუდოდ, პრორუსული პროპაგანდის გავრცელებაში მონაწილეობდნენ. კერძოდ, ეკლესიის წარმომადგენლებს ევალებოდათ, მრევლთან ესაუბრათ უკრაინაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობისა და ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ და მათთვის დეზინფორმაცია მიეწოდებინათ. შეგახსენებთ, კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში 22 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკისას, უკრაინის უსაფრთების სამსახურმა, რუსული ლიტერატურა, მილიონის ექვივალენტი ნაღდი ფული და რუსეთის „საეჭვო“ მოქალაქეები აღმოაჩინა.  გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა პრორუსული ლიტერატურა, რომელიც სემინარიასა და სამრევლო სკოლებში ტრენინგის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის გამოიყენება.  კიევი-პეჩორას ლავრაში ასევე აღმოჩენილია ნაღდი ფული, 2 მილიონზე მეტი გრივნის ოდენობით, 100 ათასზე მეტი აშშ დოლარი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.        

თათრეთის რესპუბლიკაში დრონების გამოყენება აკრძალეს

თათრეთის რესპუბლიკის (რუსეთის ფედერაციის ფედერალური სუბიექტი) ხელმძღვანელმა რუსტამ მინნიხანოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს რესპუბლიკაში დრონების გამოყენებას ძირითადი მზადყოფნის რეჟიმის გაუქმებამდე. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ღონისძიება მიიღება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის გაძლიერების, სამრეწველო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გამონაკლისი იქნება უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც ხელისუფლების თუ ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურები, ასევე, სხვა ორგანიზაციები და ფიზიკური პირები „კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიყეებენ. მანამდე დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ „სპეცოპერაციის განმავლობაში“ დრონების გამოყენება აკრძალა.

უკრაინამ საწვავი შეშის ექსპორტი აკრძალა

უკრაინის მთავრობამ საწავი შეშის ექსპორტი აკრძალა, რადგან ის უკრაინის ბევრ დასახლებაში გათბობისთვის ძირითადი რესურსია, განსაკუთრებით ფრონტის ხაზთან ახლოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 25 ნოემბერს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები ენერგოსისტემაზე მხოლოდ ზრდის საწვავი შეშის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მოსკოვმა 23 ნოემბერს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ეს იყო რუსეთის მეხუთე მასიური საჰაერო დარტყმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. წინა შეტევა 10 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს, 31 ოქტომბერს და 15 ნოემბერს განხორციელდა. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მიიღებს თუ არა 2023 წლამდე საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ვენეციის კომისიისგან მიიღეს ოფიციალური პასუხი, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, ოფიციალურ პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელზე დასკვნა 2023 წელს იქნება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას „ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით, ვენეციის კომისიისგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ უკრაინულ კანონზე გრძელდება მუშაობა, ის არ არის გაწვეული და მუშა პროცესი მიმდინარეობს. გვითხრეს ასევე, რომ დასკვნა ამ პროექტზე იქნება 2023 წელს, თუმცა თარიღი ვერ დაგვისახელეს, აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ, რამდენად მიზანშეწონილი არის, რომ ჩვენი პროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის. ეს არის ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, უკრაინული კანონის დასკვნა იქნება, თუმცა როდის კონკრეტულ თარიღს ვენეციის კომისია ვერ ასახელებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მიიღებს თუ არა 2023 წლამდე საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების ამ შეკითხვასა 25 ნოემბერს უპასუხა. კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონს ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ „ვნახოთ. ჩვენ სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ ჩვენი მიდგომა იყო, რომ ეს არის უკრაინული კანონის იდენტური, ამიტომ, რაც იქნებოდა უკრაინულ კანონზე დასკვნა, იგივე იქნებოდა ჩვენთვის რელევანტური, თუმცა როგორც გითხარით, პასუხი არის ისეთი, რომ დასკვნა 2023 წელს იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

იენს სტოლტენბერგმა რუსულ პროპაგანდას უპასუხა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ალიანსის ძალების არც ინსტრუქტორები არიან და არც სამხედრო ნაწილები. ამის შესახებ მან პარასკევს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი რუსული პროპაგანდისტული ნარატივია, თითქოს, უკრაინაში NATO-ს ჯარები იბრძვიან. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სტოლტენბერგმა განმარტა, რომ მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე არტილერიის კონტროლის მიზნით, რომელსაც მოკავშირეები აწვდიან უკრაინას, უკრაინელ სამხედროებს უშუალოდ ალიანსის წევრ ქვეყნებში წვრთნიან. მაგალითად, მან მოიყვანა მოწინავე HIMARS-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. მისი თქმით, როდესაც ამ სისტემის მართვისთვის საჭიროა სპეციალისტი, იქნება ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა თუ საარტილერიო სისტემა, უკრაინელები სწავლებას NATO-ს რომელიმე ქვეყანაში გადიან. მაგრამ NATO-ს თანამშრომლები უკრაინის ტერიტორიაზე არანაირ სამუშაოს არ ატარებენ. გენერალური მდივნის თქმით, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ NATO არ არის კონფლიქტის მხარე - მათ არ ჰყავთ ჯარები ადგილზე, მაგრამ NATO-ს მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვის მიზნის განხორციელებაში.

იენს სტოლტენბერგი: საქართველო უაღრესად ღირებული პარტნიორია

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ალიანსის უაღრესად ღირებული პარტნიორია. იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა, რა ხდის საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას უფრო მნიშვნელოვანს. „ბუქარესტში დაგეგმილი შეხვედრა აჩვენებს ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ ერთგულებას, ჩვენს მხარდაჭერას ამ უაღრესად ღირებული პარტნიორების მიმართ. ბუქარესტში დაგეგმილი შეხვედრა აჩვენებს ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ ერთგულებას, ჩვენს მხარდაჭერას ამ უაღრესად ღირებული პარტნიორების მიმართ. საქართველო უაღრესად ღირებული პარტნიორია. საქართველომ რუსული სამხედრო აგრესია ჯერ კიდევ 2008 წელს განიცადა. საქართველოს ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები აკონტროლებენ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საქართველოსთან მუშაობას, მასთან ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, მათი მდგრადობის და თავდაცვის გაძლიერებაში დახმარებას. საქართველოსთვის ჩვენ ასევე შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე და გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგი: ბუქარესტის შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა საქართველოს, დამოუკიდებლობის დაცვაში დავეხმაროთ იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს პარტნიორები, მათ შორის, საქართველო რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდიან

იტალიური და ესპანური მოიერიშე თვითმფრინავები რუმინეთის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ

იტალიური საჰაერო ძალების ოთხი მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რუმინეთში, მიჰაილ კოგალნიჩეანუს საჰაერო ბაზაზე დაეშვა. ესპანეთის საჰაერო ძალების ექვსი F-18 ტიპის თვითმფრინავი კი, ასევე რუმინეთში, ფეტესტიის საჰაერო ბაზაზე განლაგდა. იტალიური მხარის განმარტებით, აღნიშნული აქტივობა ხაზს უსვამს ალიანსის უნარს, გადაწყვიტოს და სწრაფად მოერგოს ნებისმიერ ცვლილებას საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, NATO ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დაცვის ჩათვლით. იტალიური მოიერიშე თვითმფრინავები რუმინულ საბრძოლო თვითმფრინავებთან ერთად, 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ივლისის ბოლომდე იფრენენ. ესპანური F-18 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები კი, გაძლიერებულ საჰაერო პატრულირებას განახორციელებენ და მხარს დაუჭერენ ალიანსის გაძლიერებულ აქტივობებს, იმუშავებენ რუმინეთისა და იტალიის საჰაერო ძალებთან ერთად და მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში დაიცავენ ცას. NATO-მ გაძლიერებული საჰაერო პატრულირება მიჰაილ კოგალნიჩეანუს საჰაერო ბაზიდან, კონსტანცის მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროზე, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ მოკავშირეთა მოიერიშე რაზმებმა, აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო პოლიციის კოლექტიური პოზიციები გააძლიერეს, რაც პოტენციურ აგრესიას ხელს უშლის. იტალია რეგულარულად უჭერს მხარს ამ მისიას როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში, რაც ხაზს უსვამს მის ერთგულებას NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მიმართ და მოკავშირეთა საჰაერო ძალებთან მის თავსებადობას აძლიერებს.

მედია: უნგრეთის პრეზიდენტი კიევში ჩავა

უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი კიევსს ეწვევა. ნოვაკი რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ, უნგრეთის პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იქნება, რომელიც უკრაინაში ჩავა.  უნგრული მედიის ცნობით, ნოვაკი უკრაინაში ვიზიტით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით მიემგზავრება.  ამასთან, უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში ნოვაკის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა

ხაშურში, ცხრამუთის დედათა მონასტერში, გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს უცნობი პირი შეიჭრა. როგორც ცნობილია, მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული მონაზონს და კლინიკაშია გადაიყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხა თუ არა უცნობმა პირმა მონასტრის გაქურდვა და ნივთების წაღება.  ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.  

არასამთავრობო ორგანიზაციები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი შემდგომი მკურნალობის საკითხზე მსჯელობისას ექსპერტთა დასკვნებში მითითებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიხედვით იხელმძღვანელოს და არა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით. ამის შესახებ ორგანიზაციების საერთო განცხადებას „ღია საზოგადოების ფონდი“ ავრცელებს. „ხელისმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუარესებას და მიგვაჩნია, რომ მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია და საჭიროებს მყისიერ რეაგირებას. ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმებას ადასტურებენ ვიზიტორებიც. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხაზს უსვამენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვანი დამძიმების შესახებ დასკვნის არსებობის შემთხვევაში, სამკურნალოდ მისი უცხოეთში გადაყვანა არის „სწორი გზა, სხვა გზა არ არსებობს“. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ხსენებულ განცხადებას პოლიტიკური შინაარსის პასუხები მოყვა, რაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ამრიგად, მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს, სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის, მათ შორის - საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროების საკითხზე მსჯელობისას, იხელმძღვანელოს ექსპერტთა დასკვნებში მითითებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიხედვით და არა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რათა სრულად გამოირიცხოს ჯანმრთელობის შემდგომი დამძიმებისა და სიცოცხლის ხელყოფის რისკები“,- ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“; „პრევენცია პროგრესისთვის“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „მედიის განვითარების ფონდი“; „მწვანე ალტერნატივა“; „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.  

ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა როგორც ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს. ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.  

კაცი, რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა

კაცი, რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა ზვიადაძე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული. კაცს 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. "კლინიკაში განმარტავენ, მდგომარეობა იყო მძიმე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და წუხელ გარდაიცვალა", - აცხადებენ კლინიკაში. ცნობისთვის, ლეონიდე ზვიადაძემ, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით, ყოფილ მეუღლეს ცეცხლი წაუკიდა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება19-109, 376-ე მუხლებით დაიწყო.  

სადახლოზე არადეკლარირებული ძვირფასი ქვებისა და დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.შ.-ს, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები, სხვადასხვა ზომის 2 490 ცალი ძვირფასი ქვა და მობილური ტელეფონი გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 26561.18 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა

ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტის თანამდებობა მან 20 ნოემბერს გამართული ვადამდელი არჩევნების შედეგად მეორე ვადით დაიკავა. პრეზიდენტად ხელახლა დანიშვნის შემდეგ, თოყაევი 28 ნოემბერს შეხვედრას გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. შეხვედრა რუსეთის ქალაქ ორენბურგშია დაგეგმილი.  

შსს ხაშურის სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „მათ ბრალად ედებათ 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.