ძებნის რეზულტატი:

უცხოური მედია: პოლონეთში ერთ-ერთ აფთიაქში საქართველოს მოქალაქე ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს

პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში აფთიაქის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. ინფორმაცია პოლონურ მედიაში ვრცელდება.  გამოცემის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე, საქართველოს მოქალაქე, უკვე დაკავებულია. "შემთხვევა პარასკევს, ღამის 12 საათის შემდეგ, ტარგოვას 33-ში მდებარე აფთიაქში მოხდა.- საქართველოს მოქალაქე დაცვის თანამშრომელმა ქურდობის მცდელობისას გამოიჭირა. როდესაც მოპარული ნივთების დატოვება მოსთხოვეს, ჩხუბი დაიწყო და დანით დაცვის თანამშრომელი დაჭრა"- წერს პოლონური მედია.   

ხერსონის დაბომბვის შედეგად, კიდევ 2 ადამიანი დაიღუპა

რუსმა დამპყრობლებმა ხერსონის საცხოვრებელ რაიონებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, იაროსლავ იანუშევიჩიმ განაცხადა. " თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. რუსებმა ცეცხლი გახსნეს ხერსონის ოლქის ჩერნობაევკას, ანტონოვკას, ნიკოლსკოესა და მუზიკოვკას მიმართულებით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კროო კიევში ვიზიტით იმყოფებ და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს მართავს. „მივესალმები უკრაინაში ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოს. ვიწყებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები ორივე ქვეყნისთვის შინაარსიანი და სასარგებლო იქნება“, – აღნიშნავს ზელენსკი. ამასთან, როგორც თავად ბელგიის პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ბელგია უკრაინას დამატებით ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას გადასცემს. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აბაშაში, მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

აბაშის ცენტრში, ლიანდაგის გადასასვლელზე მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა და მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.  

ხაშურის დედათა მონასტერში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებიდან, ერთი ადგილობრივი, მეორე კი მასთან სტუმრად მყოფი პირია

ხაშურის დედათა მონასტერში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებიდან ერთი ადგილობრივი, მეორე კი მასთან სტუმრად მყოფი პირი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა როგორც ცნობილია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს. ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.  

უკრაინული მედია: ოკუპანტებმა დნიპრო დაბომბეს, დაშავდა 6 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი დნიპრო დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. ხერსონის დაბომბვის შედეგად, კიდევ 2 ადამიანი დაიღუპა მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დმიტრო კულება პარტნიორებს: დაგვეხმარეთ. ნუ ცდილობთ, დაგვარწმუნოთ, რომ ჩვენ შეიძლება, წავაგოთ

როგორც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების ერთგულება, რომელსაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ, სწორედ უკრაინა იხდის ყველაზე მაღალ საფასურს ამ ომში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულება განაცხადა. „როგორც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების ერთგულება, რომელსაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ, სწორედ უკრაინა იხდის ყველაზე მაღალ საფასურს ამ ომში. კარგავს სიცოცხლეს, განიცდის ტანჯვას თავის მიწაზე, იცავს საკუთარ თავისუფლებას. საჭიროა ამ მსხვერპლის პატივისცემა. გსურთ დახმარება? – დაგვეხმარეთ. ნუ ცდილობთ, დაგვარწმუნოთ, რომ ჩვენ შეიძლება, წავაგოთ. არ ვიცი ისტორიაში არც ერთი მაგალითი, როდესაც პესიმისტებმა ომში გაიმარჯვეს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე, საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე, საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა მათივე ცნობით, საერთაშორისო ფორუმში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად, მონაწილეობენ კიევში მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი. ამასთან, სამიტს ონლაინ რეჟიმში შეუერთდებიან მსოფლიოს სხვა ლიდერებიც.  

პოლონეთში NATO-ს წვრთნები ჩატარდა

NATO-ს ძალებმა, ჩრდილოეთ პოლონეთში, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაში წვრთნები ჩაატარეს. კერძოდ, ეს არის სუვალკის დერეფანი, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას აკავშირებს და რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელორუსს ჰყოფს ერთმანეთისგან. ამის შესახებ Reuters-ი წერს. წვრთნებში 2000 ჯარისკაცი  მონაწილეობს, განაცხადა პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ. მასში ასევე ჩაერთო 1000-ზე მეტი საბრძოლო და ლოგისტიკური დამხმარე აღჭურვილობა. „ჩვენ ვატარებთ წვრთნებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩვენი გამოცდილების საფუძველზე და ასევე, უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. ვიცით, რა მეთოდებს იყენებს რუსეთი და რა მეთოდებს იყენებს უკრაინის არმია ეფექტიანი თავდაცვისთვის“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა.  

ნიკოლოზ სამხარაძე: რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში აპართეიდის რეჟიმი დაამყარა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში აპართეიდის რეჟიმი დაამყარა. მან რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მათ შორის, ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა დაგმო. „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა მიზნად ისახავს უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნას. რუსეთის ეს მცდელობა ძალიან ჰგავს იმ სცენარს, რომელიც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განახორციელა და სადაც მან ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნა იმ სახით, რომ 250 000-მდე ეთნიკურ ქართველს არ აძლევს საშუალებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში; ქართველ ბავშვებს არ ეძლევათ უფლება, რომ განათლება მიიღონ ქართულ ენაზე და მუდმივად მიმდინარეობს ქართული კვალის წაშლა ოკუპირებულ რეგიონებში. დღეს, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ რეგიონებში დამყარებული აქვს აპართეიდის რეჟიმი, სადაც ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაცია გრძელდება. ეს ფაქტი დადასტურებული აქვს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, სადაც საქართველომ რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. საქართველომ ასევე, მოიგო დავა საქართველოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოშიც, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეები დამნაშავედ სცნეს ომის დანაშაულების ჩადენაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ გამოსვლისას. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს მიერ უკრაინისთვის, მათ შორის, გამოცდილების გაზიარების კუთხით გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა, რათა უკრაინამ რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებში დავები მოუგოს. მისი განცხადებით საქართველო იყო ის ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც უკრაინამ შეიტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში. „საქართველო დაეხმარა უკრაინას, რომელიც არ არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი, შეეტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ და საქართველო მომავალშიც გაუწევს მსგავს დახმარებას ჩვენს მეგობარ უკრაინას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ, მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში, მუდმივმოქმედი კომიტეტის და ბიუროს სხდომებში, რომლებიც ვარშავაში, პოლონეთის პარლამენტში გაიმართა.

უკრაინის დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ბოიკოტი გამოუცხადა

უკრაინის უმაღლესი რადას მუდმივი დელეგაცია, ბოიკოტს გამოუცხადებს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას მას შემდეგ, რაც მუდმივმა კომიტეტმა ვერ შეცვალა წესები, რათა რუსეთის გაეძევებინა რუსეთის დელეგაცია, შესაბამისი განცხადება დელეგაციის წევრმა, ევგენია კრავჩუკმა გააკეთა. იუწყება უკრაინული მედია. „დღეიდან ჩვენ, უკრაინის დელეგაცია, ბოიკოტს ვუცხადებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ვიდრე ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არ ჩამოაყალიბებს თავის დამოკიდებულებას პროპაგანდისტებისა და ტერორისტული სახელმწიფოს, კრიმინალური სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ“, - წერს კრავჩუკი Facebook-ზე. პროტესტის ნიშნად, კომიტეტის სხდომა, ესტონეთისა და ლიეტუვის დელეგაციების წევრებმაც დატოვეს. მანამდე, ეუთო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკრიტიკა. მისი განცხადებით, 9-თვიანი უწყვეტი დანაშაულების შემდეგ, რუსეთი კვლავ რჩება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრად. როგორც ცნობილია, ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის მთავრობამ უარი განუცხადა ვიზების გაცემაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს. ისინი 24-26 ნოემბერს ვარშავაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიაზე დასწრებას გეგმავდნენ. ცნობისთვის, ვარშავაში, ეუთოს საპარლამენტო სესიის სხდომა, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, სიბნელეში დაიწყო.  

ლიეტუვამ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა

ლიეტუვამ უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის 2 მილიონ ევროზე მეტი დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა და პირობას დებს, რომ გააგრძელებს უპილოტო თვითმფრინავების, თბილი ტანსაცმლის, გამათბობლების და გენერატორების კიევისთვის მიწოდებას. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტმა უკრაინელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლიეტუვა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას განაგრძობს.  „დღეს ჩვენ ყველანი ვამბობთ: „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის“. ეს გახდა სლოგანი, რომელიც აერთიანებს ერებს ახლა, როგორც აერთიანებდა მათ საუკუნეების წინ, რადგან დღეს უკრაინა იბრძვის არამხოლოდ მისი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი თავისუფლებისთვისაც, ამიტომ, ის იცავს მთელ ევროპას და იცავს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება თქვენი გამარჯვება და, შესაბამისად, ჩვენი გამარჯვება“, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა. პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრები მატეუშ მორავეცკი და ინგრიდა სიმონიტე უკრაინაში 26 ნოემბერს ჩავიდნენ. კიევში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებს „ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში შეხვდა. „ლუბლინის სამკუთხედი“ არის სამმხრივი რეგიონული ალიანსი, რომელიც ლიეტუვას, პოლონეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ თანამშრომლობას გულისხმობს. მისი მიზნებია ქვეყნებს შორის დიალოგის გაძლიერება, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და უკრაინაში რუსულ აგრესიასთან ერთობლივი გამკლავება. მადლობელი ვარ პოლონეთის და ლიეტუვის მზადყოფნისთვის, გააქტურონ დისკუსია NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე“, - წერს დენის შმიგალი Twitter-ზე.  

რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 12 უკრაინელი გათავისუფლდა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 12 ადამიანი დაიბრუნა. რვა სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან ერთი დაკარგულად ითვლებოდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა. გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის და „გველების კუნძულის“ დამცველები.  „კიდევ ერთი სამხედრო ტყვეების გაცვლა. ჩვენ მოვახერხეთ 12 ჩვენი ადამიანის გათავისუფლება. მათ შორის არის ოთხი საზღვაო ძალების, ორი ეროვნული გვარდიის, მესაზღვრე და ერთი ტერიტორიული თავდაცვის წარმომადგენელი. ასევე არის სამი მშვიდობიანი მოქალაქე. სამხედროებს შორის არის ორი ოფიცერი, ასევე შვიდი რიგითი და სერჟანტი“, - განაცხადა ერმაკმა. ამასთან, პრეზიდენტის აპარატის უფროსმა გაიხსენა, რომ მიმდინარე კვირაში რუსული ტყვეობიდან 98 უკრაინელი დაბრუნდა. „ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ხალხის გათავისუფლებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით“, - აღნიშნა ერმაკმა.  

შალვა პაპუაშვილი: ესპანეთი და პორტუგალია მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო დროული და შინაარსობრივად მნიშვნელოვანი. ესპანეთი და პორტუგალია, მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ესპანეთის სამეფოსა და პორტუგალიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით, მხარდაჭერა, რომელიც შეხვედრებზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ გამოითქვა, უზრუნველყოფს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართ. „ორივე ქვეყანაში მხარდაჭერა მრავალჯერ მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთი, რომელიც მომავალი წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნდა გახდეს, ამ გზაზე ჩვენი უპირობო მხარდამჭერი იქნება. ასევე პორტუგალია, რომელმაც თავადაც გრძელი გზა გაიარა, რომ გაწევრიანებულიყო ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი მოულოდნელად გარდაიცვალა

ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Belta. გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. მაკეი თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.  Reuters-ი წერს, რომ მაკეი ამ კვირის დასაწყისში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) კონფერენციას დაესწრო ერევანში და ორშაბათს უნდა შეხვედროდა რუს კოლეგას სერგეი ლავროვს. 2020 წელს ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მასობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებამდე, მაკეი დასავლეთთან ბელორუსის ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობის ერთ-ერთი ინიციატორი იყო და რუსეთს აკრიტიკებდა . თუმცა მან მოულოდნელად, თავისი პოზიცია საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ შეცვალა და განაცხადა, რომ დასავლეთის აგენტებით იყო შთაგონებული. „ჩვენ შოკირებული ვართ ბელორუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ვლადიმერ მაკეის გარდაცვალების შესახებ ცნობებით", - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა თავის Telegram არხზე.

ინფექციონისტი: რესპირატორული ინფექციები განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებსა და ადამიანებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ

რესპირატორული ინფექციები განსაკუთრებით, საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებში და ასევე ადამიანებში, ვისაც აქვთ ქრონიკული და ფონური დაავადებები, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. „სიმპტომები სხვადასხვაა, ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია მაღალი ტემპერატურა 39/40 გრადუსი, რომელიც შეიძლება 5 და მეტი დღე გაგრძელდეს. ამას თან ერთვის ძლიერი სისუსტე, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გართულებების პრევენცია მოვახდინოთ“, - აღნიშნა ინფექციონისტმა ქართულ მედიასთან საუბრისას. ექიმების ცნობით, საქართველოში რამდენიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს მათ შორის რინო, ადენო და რესპირაციული ვირუსები. ექიმები პიკურ პერიოდს დეკემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.  

ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერმა ევროკავშირსა და NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროუმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ წინსვლაში უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობს. უკრაინული სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, დეკლარაციას კიევში, შაბათს, 26 ნოემბერს მოეწერა ხელი. ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა ეს დოკუმენტი ადასტურებს ბელგიის მხარდაჭერას. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენთვის ამ მნიშვნელოვან შედეგს", - განაცხადა ზელენსკიმ დოკუმენტზე ხელმოწერისას. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეებმა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობა, თავდაცვის მხარდაჭერა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობა განიხილეს. მოლაპარაკებების დროს ასევე განიხილეს უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგომარეობა და უკრაინის რეკონსტრუქციის შესაბამისი მხარდაჭერის საჭიროება. „ბელგია მზად არის, უზრუნველყოს ელექტროენერგიის საჭირო გენერატორები და სხვა აღჭურვილობა, რომლებიც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, მთლიანად უკრაინისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროუ უკრაინაში 26 ნოემბერს ჩავიდა.

რომის პაპის წერილი უკრაინელ ხალხს: თქვენი ტკივილი ჩემი ტკივილია

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ცხრა თვის შემდეგ, რომის პაპი ფრანცისკე უკრაინელ ხალხს წერილს უგზავნის. ამის შესახებ Vatican News-ი იტყობინება. რომის პაპი წერს ქალებს, ძალადობის მსხვერპლს თუ ქვრივებს; ფრონტზე გაგზავნილ ახალგაზრდებს; მარტო დარჩენილ მოხუცებს; მათ, ვინც ლტოლვილად იქცა ან იძულებით გადაადგილებულია; მოხალისეებს და მღვდლებს, ქვეყნის ხელისუფლებას. „დღე არ გავა ისე, რომ თქვენთან ახლოს არ ვიყო და თქვენთვის არ ვილოცო. გულით ვატარებ თქვენს ტკივილს, თქვენი ტკივილი ჩემი ტკივილია.  სხვადასხვა ქალაქებში აღმოჩენილი მასობრივი საფლავები, სხვა უამრავი სისხლიანი გამოსახულებები რომლებმაც ჩვენს სულებამდე მოაღწიეს, გვაიძულებს ვიყვიროთ: რატომ? როგორ შეუძლიათ კაცები სხვა კაცებს ასე მოექცნენ?“. რამდენი ბავშვი დაიღუპა, დაშავდა ან ობლად დარჩა... მე თქვენთან ერთად ვტირი ყველა პატარის გამო, ვინც ამ ომის გამო დაკარგა სიცოცხლე, როგორც კირა ოდესაში, როგორც ლიზა ვინიცაში და ასობით სხვა ბავშვი: თითოეულ მათგანში დამარცხებულია მთელი კაცობრიობა... ახლა ისინი ღმერთთან არიან, ხედავენ თქვენს მწუხარებას და ლოცულობენ მისი დასასრულისთვის“, - ნათქვამია რომის პაპის წერილში. ხელისუფლებისადმი მიმართვისას რომის პაპი წერს: „ტრაგიკულ დროს მათ აქვთ ვალდებულება, მართონ ქვეყანა, მიიღონ შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილებები მშვიდობისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის, სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის განადგურების დროს, როგორც ქალაქში, ისე სოფლად“.

ბელგია უკრაინას წყალქვეშა დრონებს მიაწვდის

ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა განაცხადა, რომ ბრიუსელი უკრაინას 10 წყალქვეშა დრონსა და ორ მობილურ ლაბორატორიას გადასცემს. ამის შესახებ მინისტრმა გაზეთ Le Soir-თან ინტერვიუში განაცხადა. გარდა ამისა, ბელგიის ხელისუფლება ევროკავშირის (EU) სასწავლო მისიის ფარგლებში, უკრაინაში სამხედროების მოსამზადებლად, 100-მდე ინსტრუქტორს გაგზავნის. დედონდერმა აღნიშნა, რომ უპილოტო თვითმფრინავები კიევს დაეხმარება ყველა წყალქვეშა საფრთხის, მათ შორის ნაღმების აღმოჩენაში. მინისტრმა დააზუსტა, რომ მობილური ლაბორატორიები, შეიძლება, განთავსდეს კატასტროფის ზონებში და იმ ადგილებთან, სადაც შესაძლოა, ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, რადიოლოგიური ან ბირთვული ხასიათის ინციდენტი მომხდარიყო.  

თურქეთმა პაკისტანის საზღვაო ძალებისთვის ხომალდი შექმნა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა ერთობლივად წარადგინეს კორვეტის ტიპის ხომალდი, რომელიც თურქეთმა პაკისტანის საზღვაო ძალებისთვის შექმნა. შარიფმა განაცხადა, რომ PNS Khyber-ის ინაუგურაცია, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიუთითებს. პაკისტანის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობა სამშვიდობო ხასიათს ატარებს და ის არ ჩამოყალიბებულა ომისთვის ან აგრესიისთვის.  თავის მხრივ, თურქეთის ლიდერმა შეაქო ორ ქვეყანას შორის თავდაცვითი თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა ღრმა ისტორიულ კავშირებზე დაყრდნობით აშენებს მყარ პარტნიორობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.