ძებნის რეზულტატი:

კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეის საბოლოო მიზანი დაასახელა

კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეის საბოლოო მიზანი დაასახელა.  მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის მთავარი მიზანია, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბირთვული და სტრატეგიული ძალების ფლობა. კიმ ჩენ ინი სამხედრო პერსონალის, მეცნიერებისა და ტექნიკოსების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომლებიც Hwaseong-17-ის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის ბოლო გაშვებაში მონაწილეობდნენ. თავის გამოსვლაში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, მიუთითა 18 ნოემბერს გაშვებულ Hwaseong-17-ის რაკეტაზე და განაცხადა, რომ ეს „მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სტრატეგიული იარაღია“. მან აღნიშნა, რომ Hwaseong-17-ის რაკეტის შექმნით დადასტურდა, რომ ჩრდილოეთ კორეას, შესწევს უნარი, რომ მსოფლიოში უძლიერესი არმია შექმნას. „ჩვენი საბოლოო მიზანია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სტრატეგიული ძალების შექმნა“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.   

ილჰამ ალიევის ვაჟი დაქორწინდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვაჟმა, ჰეიდარ ალიევმა ოჯახი შექმნა. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. „გუშინ ვიწრო ოჯახურ წრეში აღვნიშნეთ ჩვენი შვილის ჰეიდარის ქორწილი. ბედნიერი ვარ, რომ ახლა მესამე ქალიშვილი გვყავს! როგორც ყველა მშობელს, ვუსურვებთ ჩვენს შვილს დიდხანს და ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას! დაე, ალაჰმა დალოცოს ახალგაზრდა ოჯახი. და დაეხმარეთ ერთმანეთის მეგობრის სიყვარულისა და პატივისცემის შენარჩუნებას წლების განმავლობაში! იყავით ბედნიერი!" - წერს მეჰრიბან ალიევა Instagram-ზე.   

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და გინესის სარეკორდო შედეგი კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ნფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.  60 სმ პლათფორმიდან 1 წუთის განმავლობაში შეასრულა აზიდვების 124 მოძრაობა. მისი ახალი რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა და უახლოეს დღეებში აღნიშნული შედეგი გინესის მსოფლიო რეკორდების ფედერაციის ოფისში გაიგზავნება. ირაკლი როსტომაშვილისთვის სხვადასხვა სტილით აზიდვებში დამყარებული რიგით მეოთხე მსოფლიო რეკორდია და შესულია გინესის რეკორდების წიგნში. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის სარეკორდო გამოსვლა ტექნიკურ-მატერიალური ბაზით უზრუნველყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.   

ციმბირში, ანგარსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია

ციმბირში, ანგარსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „27 ნოემბერს დილით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში სითბოს გადამცვლელის პროცესორის განყოფილებას ცეცხლი გაუჩნდა“, - იტყობინება რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი დირექტორატი. მეხანძრე-მაშველების მისვლამდე ხანძრის ფართობი 200 კვ.მ იყო. 09:12 საათზე ცეცხლი 250 კვადრატულ ფართობზე გავრცელდა.  ხანძრის ჩაქრობაში 104 ადამიანი და 25 ტექნიკა მონაწილეობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „მიმდინარეობს ტექნიკის და მონტაჟის გაგრილება, ჩაქრობა გრძელდება სპეციალური საშუალებებით. ინსტალაციაში მასალების მიწოდება დაბლოკილია“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში. ანგარსკის პეტროქიმიური კომპანია, აღმოსავლეთ ციმბირში ნავთობპროდუქტების გადამუშავებისა და წარმოებისთვის უდიდესი ქარხანაა. ეს საწარმო „როსნეფტის“ ნაწილია. ANHK-ი რუსეთის ფედერაციის 10 უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას შორისაა. საწარმოში ყოველწლიურად 9 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება ხდება.  

ირანის პარლამენტმა, ქვეყნის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება დაამტკიცა

ირანის პარლამენტმა, ქვეყნის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანება დაამტკიცა.  დოკუმენტის მიღებას მხარი 205-მა დეპუტატმა დაუჭირა. როგორც საპარლამენტო კომისიაში განმარტეს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით, ირანმა უნდა აღიაროს ის დოკუმენტები, რომლებიც ორგანიზაციის დაარსების დღიდან დამტკიცდა. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 2001 წლის 15 ივნისს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ლიდერების მიერ დაარსდა. შემდეგ ორგანიზაციას ინდოეთი და პაკისტანი შეუერთდნენ.  

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა

გასულ კვირას გერმანიამ, უკრაინელ სამხედროებს სპეციალური დანიშნულების მანქანების პარტია გადასცა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ფედერალური მთავრობის ვებგვერდი იტყობინება. გერმანიამ უკრაინას, 30 ერთეული საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი გადასცა ამგვარად, უკრაინას გადაეცა კიდევ 2 Oshkosh-ის მძიმე ტრაქტორი, ჯამში უკვე გადაყვანილია 10 ერთეული; ასევე 14 მანქანა სასაზღვრო სამსახურისთვის (ადრე 39 ერთეული იყო უზრუნველყოფილი). ახალი ვალდებულებებიდან, 14 დისტანციური მართვის სატრანსპორტო საშუალება დამხმარე ამოცანებისთვის. მთელი ეს აღჭურვილობა უკრაინამ უშუალოდ მწარმოებლებისგან მიიღო. გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 ნოემბრამდე, ინდივიდუალური იარაღის ექსპორტის ლიცენზიების ჯამური ღირებულება 1,637 მილიარდ ევროს შეადგენს.  

სალომე ზურაბიშვილი: ფემიციდი არის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემა, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფემიციდი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემაა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა. „ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით. საჭიროა, მიღებული იყოს ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს ამის კრიმინალიზაციას, რომ ამ კუთხით უკვე ნამდვილად პრევენციული ზომები იქნება მიღებული“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხს.  

მეუფე სვიმეონი: წინა დღეებში ეკლესიაზე, ჩემზე და მრავალ სასულიერო პირზე თავდასხმა იყო და შედეგმაც არ დააყოვნა

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი ქადაგების დროს, მის ეპარქიაში, ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებულ დედათა მონასტერში, მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.  ანდრია ჯაღმაიძე ცხრამუხის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „არამარტო ტელევიზიების, ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია ის, რაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ ეპარქიაში მოხდა. მოგეხსენებათ, წინა დღეებში ეკლესიაზე თავდასხმა იყო, პირადად ჩემზე და მრავალ სასულიერო პირზე და შედეგმაც არ დააყოვნა“, - განაცხადა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა.  ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს მისივე თქმით, დაშავებული მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. „ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მეორე თვალშიც მხედველობა აღუდგა და შედარებით უკეთესად არის. ღვთის შეწევნით ის მალე დატოვებს საავადმყოფოს და ჩვენს გვერდით იქნება“.  სვიმეონმა ქადაგების დროს აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე სიძულვილის ენამ მიიყვანა.  „რომელი საუკუნეა? მე მასწავლიან სიკეთის კეთებას? მე მასწავლიან როგორი უნდა ვიყო? საკუთარი სიცოცხლე მაქვს გადადებული და მე მასწავლიან რა არის სწორი ცხოვრება? აი, ამ სიძულვილის ენამ საქართველო იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ქართველი კაცი ეკლესიების წინააღმდეგ გახადა. სახალხო დამცველი ცხრამუხის მონასტერში მომხდარს ეხმაურება ვაი, ქართველებო. ასეთი რამ არ მახსოვს, რომ ეკლესიაში მონაზონზე თავდასხმა მომხდარიყოს. ეკლესიის შეურაცხყოფამ და ამდენმა დევნამ რა მოიტანა, საზოგადოებამ დაინახა. ეკლესიაზე თუ მონაზვნებზე გაჭირვებული ადამიანები როგორ უნდა წააქეზო”,-განაცხადა ეპისკოპოსმა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 ნოემბერს, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად ედებათ 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. „ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა  

უამინდობის გამო, სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ვერ დაჯდა

ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Europetime-ს განუცხადეს, თვითმფრინავი უკან, სათადარიგო აეროპორტში გაბრუნდა ფრენა სავარაუდოდ,  მოგვიანებით შესრულდება. „Pegasus-ის სტამბოლი-თბილისის რეისი ვერ შესრულდა, რადგან ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა და  სათადარიგო აეროდრომზე, თურქეთში დაბრუნდა. ამ მომენტისთვის მხოლოდ ამ რეისზეა საუბარი, სხვა რეისებზე ჯერ არ გვაქვს ასეთი შემთხვევა“, – განუცხადეს Europetime-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.  

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას, Brimstone 2-ის ტიპის რაკეტები გაუგზავნა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკრაინაში ლაზერული მართვადი რაკეტები Brimstone2 იგზავნება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ხდება ყუთების ჩატვირთვა სამეფო საჰაერო ძალების ტრანსპორტში, რომელიც შემდეგ უკრაინაში იგზავნება.  „Brimstone არის ზუსტი მართვადი რაკეტა, რომელიც საჰაერო ხომალდიდან სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად შეიქმნა. თუმცა, უკრაინის სახმელეთო ძალებმა წარმატებით გამოიყენებენ ისეთი სამიზნეების გასანადგურებლად, როგორიცაა ჯავშანტექნიკა და ტანკები", - აღნიშნავს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო. შეგახსენებთ, 22 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა Brimstone-ის გაუმჯობესებული მოდელი, ორმაგი დიაპაზონით. უკრაინამ პირველი Brimstone დაახლოებით ექვსი თვის წინ მიიღო.  

რუსმა ქალმა აქტივისტებმა და მობილიზებულების დედებმა ომის შეწყვეტის მოთხოვნით, დუმას ღია წერილით მიმართეს

რუსეთში მობილიზებულთა და წვევამდელთა დედების საინიციატივო ჯგუფმა, რუსეთის დუმას ღია წერილით მიმართა. წერილის ავტორებს ემხრობა ომის საწინააღმდეგო მოძრაობა „ვესნა“, რომლიც ვებგვერდზეც ეს წერილი გამოქვეყნდა. ხელმომწერები მოითხოვენ, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას, ყველა ჯარისკაცის სახლში დაბრუნებასა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობისგან წვევამდელი ჯარისკაცების დაცვას. „სამხედრო ქმედება ყოველთვის კატასტროფაა, რაც უნდა ოფიციალური ეწოდოს. ეს არის სისხლისღვრა, ძალადობა, ადამიანის ღირსების შელახვა, თავისუფლებათა და ადამიანის უფლებების შელახვა. ჩვენ შეშინებულები ვართ იმით, რაც ხდება. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამაში ჩვენი ვაჟების, ძმების, ქმრების, მამების მონაწილეობის, ჩვენ თვითონ არ გვინდა ამაში მონაწილეობა - ბოლოს და ბოლოს, მათ შორის არიან ქალი სამხედრო მოსამსახურეები, ექიმები“, - ნათქვამია წერილში. ღია წერილის ავტორებმა მოუწოდეს რუსეთში მცხოვრებ ყველა დედას, მხარი დაუჭირონ ამ მიმართვას.  შეგახსენებთ, რომ ფემინისტური ანტი-ომის წინააღმდეგობა (ФАС) არის რუსი ფემინისტების ასოციაცია, რომელიც 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაარსდა.   

რუსეთის არმიამ დონეცკთან, ქალაქი კურახოვო დაბომბა. არიან დაღუპულები

კვირას, 27 ნოემბერს, რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოზე იერიში არტილერიით მიიტანა. რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ თავის Telegram-ში განაცხადა. „რუსებმა კურახოვო არტილერიიდან დაბომბეს. 2 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა. დაბომბვის შედეგად 4 სახლი დაზიანდა", - განაცხადა კირილჩენკომ. მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კურახოვო მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. „რუსები თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მონაზონზე ძალადობისთვის დაკავებულებს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  ანდრია ჯაღმაიძე ცხრამუხის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის  მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს პროკურატურა მსგავს დანაშაულებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 ნოემბერს, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად ედებათ 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. „ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა  

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდა

ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე დე კრო, კიევის რეგიონში რეგიონში ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდა. ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ Telegram-ში განაცხადა. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბუჩის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიასთან რუსების მიერ მოკლული და წამებული ადამიანების მასობრივი საფლავი მოინახულა. მან ასევე მოინახულა სოფელი ბოროდიანკა, რომელიც რუსეთის ოკუპაციის შემდეგ თითქმის მთლიანად განადგურდა. „ბელგიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია უკრაინელების გამძლეობითა და ნებით. მე მადლობელი ვარ მოკავშირე ქვეყნის, ომის დროს ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის“, - განაცხადა კულებამ. 26 ნოემბერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროუ უკრაინას პირველი ვიზიტით ეწვია.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა სამახსოვორო მედალი „გმირთა ქალაქი - მარიუპოლი"

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მარიუპოლის გმირების, დამცველებისა და მცხოვრებთა პატივისცემის ნიშნად სამახსოვრო მედალი „გმირთა ქალაქი - მარიუპოლი" გამოუშვა. ამის შესახებ NBU-ის პრესსამსახური იტყობინება. „მედლის დიზაინი შექმნა კიეველმა მხატვარმა მარინა კუტსმა. მისი იდეით, მედლის რევერსზე გამოსახულია უკრაინისადმი თავდადებული მეომრის გამოსახულება, რომლის ირგვლივ არის სტილიზებული ფრაგმენტები, იარაღი, მხედველობის ჯვარი. მედლის ავერსზე გამოსახულია დრამატული თეატრის ფასადი და აზოვსტალის სტილიზებული კონსტრუქციები, რომლის თავზეც ბომბები დაფრინავს. მარიუპოლის მართლწერაში ასო „ი“ ჩანაცვლებულია სანთლით, როგორც მიცვალებულთა ხსოვნის სიმბოლო“, - აცხადებენ უკრაინის ეროვნულ ბანკში. მედალი დამზადებულია ნიკელის ვერცხლისგან, მისი ტირაჟი 100 000 ცალამდეა.   

ყაზახეთმა შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, პორტის დაღრმავება დაიწყო

საგზაო რუკის ღონისძიებების განხორციელების შედეგად, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გამტარუნარიანობა 2025 წლისთვის წელიწადში 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა. უსკენბაევის თქმით, ტვირთების გადაზიდვის მოცულობის მკვეთრი მატებასთან ერთად მარშრუტზე „ბზარები“ გამოვლინდა. ამასთან დაკავშირებით, ინიცირებული იყო საგზაო რუკის შექმნა. ამჟამად, ყაზახეთი დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მისაღწევად, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურას ავითარებს, ასევე აწარმოებს პორტში დაღრმავების სამუშაოებს.  „ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საკონტეინერო ფლოტისა და გემების ფლოტის შევსების საკითხები, ასევე საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივება. ყაზახეთმა დაიწყო „დოსტიკ-მოინტის“ რკინიგზის მეორე ლიანდაგის მშენებლობა, რომლის სიგრძე 836 კილომეტრია. ასევე შემუშავდა ყაზახეთისა და ჩინეთის საზღვარზე მესამე სასაზღვრო გადასასვლელის გახსნისა და „ბახტი-აიაგოზის“ ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის საკითხები. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. გათვალისწინებულია, რომ თანხების 80 პროცენტს ევრაზიის განვითარების ბანკი, ხოლო დანარჩენ 20 პროცენტს ყაზახეთის რკინიგზა უზრუნველყოფს“, - დასძინა მინისტრმა.  

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჩხრეკას ატარებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიის ტერიტორიაზე ჩხრეკას ატარებს. კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს „ამ პროცესში მონაწილეობს ეროვნული პოლიცია და ეროვნული გვარდია, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი უკრაინაში, რუსული სპეცსამსახურების დივერსიულ მოქმედებებთან დასაპირისპირებლად“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შეტყობინებაში. კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიის ტერიტორიაზე აკრძალულ ნივთებს ეძებენ და ამოწმებენ მონაცემებს არსებობს თუ არა ეპარქიის „რუსული სამყაროს უჯრედად“ გამოყენების საფრთხე. შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა.   

ქართველმა მოკრივეებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოკრივეებმა, ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ვერცხლის მედლებს გოჩა გორდულავა (60 კგ) და დემურ ქაჯაია (63.5 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი გორ აივაზიანი (54 კგ) გახდა. მოკრივეთა ნაკრები ესპანეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდა.   

ენერგოატომი: რუსმა სამხედროებმა შესაძლოა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური დატოვონ

უკრაინული კომპანია Energoatom-ის პრეზიდენტმა პიოტრ კოტინმა განაცხადა, რომ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსი სამხედროები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან. „ბოლო კვირებში ჩვენ რეალურად მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსმა სამხედროებმა შესაძლოა, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური დატოვონ“, - თქვა კოტინმა უკრაინულ მედიასთან. მისივე თქმით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ რუსი სამხედროები ტოვებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ასეთი ვარიანტისთვის ემზადებიან.  

საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის - ანგარიში

საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (IGB) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის. ამის შესახებ China-CEE ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი. ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ გაზის დერეფანში, საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორით (IGB) მეზობელ ქვეყნებს კასპიის რეგიონში ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე ექნებათ წვდომა და ასევე თხევადი გაზის ტერმინალებზე.   „ეს პროექტი ცვლის თამაშის წესებს ბულგარეთის ენერგეტიკულ ბაზარზე და ზრდის საფასო კონკურენციას, ასევე უზრუნველყოფს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას“, - ნათქვამია ანგარიშში.  IGB, რომელიც პირველ ოქტომბერს ამოქმედდა, ბულგარეთს საშუალებას მისცემს მიიღოს აზერბაიჯანული გაზი, კერძოდ, გაზის ის ნაკადი, რომელიც  აზერბაიჯანული „შაჰდენიზ-2“-ის გაზის კონდენსატის საბადოზეა წარმოებული. IGB უკავშირდება TAP-ს, რომლის მეშვეობითაც შაჰ-დენიზის საბადოდან გაზი ევროპულ ბაზრებს მიეწოდება. გაზსადენის სიგრძე 182 კილომეტრია.