ძებნის რეზულტატი:
უკრაინა: ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 50 სამხედრო დავიბრუნეთ
უკრაინამ ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 50 სამხედრო დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს “დღეს 50 უკრაინელი ჯარისკაცის დაბრუნება მოვახერხეთ რუსული ტყვეობიდან. მათ შორისაა, 20 ეროვნული გვარდიელი”, - წერს ერმაკი. უკრაინა: რუსეთის ტყვეობიდან, კიდევ 36 უკრაინელი გათავისუფლდა 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინაში საქართველოს ელჩი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა
2022 წლის 21 ნოემბერს, უკრაინაში საქართველოს ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მიკოლაევში და დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა. ინფორმაცია, საელჩოს Facebook-ზეა ხელმისაწვდომი. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი, კოლეგებთან ერთად, ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას გაეცნო. ასევე შედგა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც უკრაინულმა მხარემ გააჟღერა ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და ომით დაზარალებული ოლქების, ასევე ოლქებში მცხოვრები პირების მიმდინარე/გადაუდებელი საჭიროებების შესახებ. შეხვედრებისას, ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან უკრაინის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას. ასევე აღინიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური ძალისხმევა როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული დახმარების კუთხით.
მაია სანდუმ და ილია დარჩიაშვილმა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, მოლოდოვას დედაქალაქ კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის წევრობა, საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია „მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთო გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით. მხარეები მიესალმნენ ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც სრულად ახალ ეტაპზე გადაიყვანა მოლდოვასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ასევე, გაცვალეს ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციათა შესრულების მიმდინარეობის თაობაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კახა კალაძის თქმით, წელს ახალი ნაძვის ხის შეძენა არ იგეგმება
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, წელს დედაქალაქისთვის ახალი ნაძვის ხის შეძენა არ იგეგმება. ამასთან, კალაძე აცხადებს, რომ თბილსიში მასშტაბური საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. „წელს თბილისში მასშტაბური ღონისძიებები გვექნება. ძალიან ლამაზი იქნება ქალაქი საახალწლოდ. რაც შეეხება ნაძვის ხეს, დიზაინერები გადაწყვეტენ როგორ მოირთვება. უშუალოდ ღონისძიებებზე - ქალაქის განათება, ნაძვის ხის ანთება, საახალწლო სოფლის გახსნა, კონცერტები - მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, - თქვა თბილისის მერმა.
მედია: რუსეთის ძალებმა ხერსონზე იერიში მიიტანეს
რუსულმა ძალებმა ხერსონი სასტიკად დაბომბეს. ინფორმაცია Unian-სა და ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება. ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლისა და ხანძრის შესახებ, უკრაინულ მხარეს არ გაუვრცელებია, თუმცა გენშტაბის საღამოს ცნობებში მომხდარზე მცირე ინფორმაცია მაინც მოხვდა.
რუსეთში, კრიმსკში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
რუსეთის ფედერაციის, ქალაქ კრიმსკის მცხოვრებმა ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის შენობაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი გარეთ გავიდა და გამვლელებს დაუწყო სროლა. ინფორმაციას რუსული მედია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრასნოდარის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაშავდა სამედიცინო ცენტრის ორი თანამშრომელი და ერთი გამვლელი. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც სროლის დროს სამედიცინო ცენტრთან შემთხვევით იმყოფებოდა. 1956 წელს დაბადებულმა კაცმა, რომელმაც ცეცხლი გახსნა, თავი მოიკლა. პოლიცია მომხდარის გარემოებებს, მათ შორის დანაშაულის ჩადენის მოტივებს იძიებს, განაცხადეს რეგიონის შსს-ს წარმომადგენლებმა. ტელეგრამის არხები, მათ შორის 112 და Mash, წერენ, რომ იარაღიდან ვლადიმერ ჟიროვმა ისროლა, რომელმაც ყოფილ მეუღლესთან სასამართლო პროცესი წააგო. განაჩენის გამოტანის შემდეგ მან ქალის შევიწროება და მუქარა დაიწყო. ტელეგრამის არხის ცნობით, ქალი სავაჭრო ცენტრში შევარდა და დახმარება სთხოვა, მაგრამ ყოფილმა ქმარმა ცეცხლი გახსნა. შემდეგ შვილთან მივიდა და სახლთან თავი მოიკლა.
ესტონეთის ხელისუფლება ბომბსაფარებისთვის ადგილებს ეძებს
ესტონეთის მთავრობა ნაჩქარევად ეძებს ობიექტებს, რომლებიც შეიძლება ბომბსაფარებად გამოდგეს. „ეს რუსეთის მხრიდან, შესაძლო თავდასხმის მზარდი შიშის ფონზე კეთდება“, - წერს bloomberg. ხელისუფლება ათვალიერებს საზოგადოებრივ შენობებს, სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებს, ეძებს ადგილებს, სადაც შეიძლება ბომბებისა და რაკეტებისგან ადამიანების დაცვა უზრუნველყონ. ივნისის შემდეგ, ესტონეთის ქალაქების ქუჩებში, ათობით ნიშანი - ლურჯი სამკუთხედები ნარინჯისფერ ფონზე - გამოჩნდა. ეს თავშესაფრის ნიშანია, სადაც დაბომბვის დროს შესაძლებელია შესვლა. „ათი წლის წინ გაბატონებული ნარატივი იყო, რომ აღარ იქნება ჩვეულებრივი ბრძოლები, აღარ იქნება რაკეტები. ის, რომ დღეს ომი არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვჭირდება მომზადება უარესისთვის“, - განაცხადა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაური ლაენემეცმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ თუ საომარი მოქმედებები დაიწყება, ესტონეთის მოსახლეობა უსაფრთხოდ ვერ იქნება. პოტენციური დაბომბვისას, თავშესაფრად მონიშნულ ათეულ ადგილებს შორისაა მრავალი გვირაბი, რომელიც ციხესიმაგრის ქვეშ გადის. ბასტიონი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა თვითმფრინავებმა არაერთხელ დაბომბეს, ასობით ადამიანის შეფარებას შეძლებს.
ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა
ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა „წარმომადგენლობითმა პალატამ, უკრაინაში ომის გამო, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა“, - ნათქვამია განცხადებაში. მედიის ცნობით, შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა. გარდა ამისა, პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, მხარს უჭერს მთავრობის პოლიტიკას უკრაინის შესახებ ჰუმანიტარულ, დიპლომატიურ და სამხედრო სფეროებში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თერჯოლაში, სუპერმარკეტში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა
თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა. ქალი გარდაიცვალა, კაცმა კი დაზიანებები მიიღო. რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს
ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსის ჯარების უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა, ვითარებას მხოლოდ გააუარესებს
ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის დასახმარებლად, ბელორუსის ჯარების შესვლის აუცილებლობას ვერ ხედავს. „მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს მითქვამს უარი იმაზე, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ (რუსეთის ფედერაციის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) ბევრ სფეროში. მაგრამ ჩვენ არ ვერევით, არავის ვკლავთ, იქ არ შემოგვყავს ცოცხალი ძალა, რადგან ამის საჭიროება არ არის. ჩვენი შეიარაღებული ძალები თუნდაც 35-40 ათასი, იქ პრობლემას ვერ მოაგვარებენ. დღეს სხვა ტრენდია, სწორედ ამაზე ვსაუბრობდი. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. საჭიროა მოლაპარაკება, გონივრულია მშვიდობაზე საუბარი“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მან დასძინა, რომ ბელორუსის ჯარების უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა, ვითარებას მხოლოდ გააუარესებს.
მოლდოვის პარლამენტმა ჰოლოდომორი, უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
მოლდოვის პარლამენტმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო დეკლარაცია, რომლითაც, 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს. 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინაში, რუმინეთმა გენოციდად აღიარა დოკუმენტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. მოლდოვის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ოლეგ რეიდმანმა, პარლამენტს კენჭისყრამდე, დეკლარაციის დღის წესრიგიდან ამოღება შესთავაზა. კენჭისყრამდე კომუნისტებისა და „შორის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.
კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, უმიდის საბადოზე, გაზის მოპოვებამ 6 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა
კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, უმიდის საბადოზე, გაზის მოპოვებამ 6 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე, კონდენსატის წარმოებამ 950 000 შეადგინა. აზერბაიჯანული მედია, ინფორმაციას, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ უმიდის ველი 2010 წლის 24 ნოემბერს აღმოაჩინეს. ეს არის პირველი გაზის კონდენსატის საბადო აზერბაიჯანში, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში აღმოაჩინეს. ველი ექსპლუატაციაში 2012 წელს შევიდა. წინასწარი შეფასებით, საბადოს მთლიანი მარაგი 200 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს და 40 მილიონ ტონა კონდენსატს შეადგენს.
ტოივო კლაარი აზერბაიჯანში ჩავა
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი, აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ ტოივო კლაარმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, ჰქონდა სასარგებლო შეხვედრები ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ვენაში და ახლა ბაქოში „მნიშვნელოვან შეხვედრებს“ გეგმავს.
გაერო: ირანში 400-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, 85 ბავშვი კი სიკვდილმისჯილია
მიმდინარე წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე, ირანში, 400-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ფოლკერ თიურქმა 24 ნოემბერს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში, სიკვდილით დასჯილთა რაოდენობამ 400 ადამიანს გადააჭარბა. უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, რომ 2020 წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს 276 ადამიანი, ხოლო 2021 წელს 330. ფოლკერ თიურქმა დასძინა, რომ ამჟამად 85 ბავშვი სიკვდილმისჯილია და განაჩენის აღსრულებას ელოდება. მისივე თქმით, „წელს ორი ბავშვი სიკვდილით უკვე დასაჯეს“.
რა საკითხები განიხილა ილია დარჩიაშვილმა მოლდოვაში გამართულ შეხვედრებზე
მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიცასა და პარლამენტის თავმჯდომარეს იგორ გროსუს შეხვდა შეხვდა. მაია სანდუმ და ილია დარჩიაშვილმა, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის კარგი დინამიკა, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის კავშირების შემდგომ გამყარებასა და გაღრმავებას. ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის წევრობა, საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია ასევე აღინიშნა საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ხელშესახები შედეგები, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებაში გამოიხატა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუსთან შეხვედრაზე, განხილვის მთავარი საკითხები საქართველო-მოლდოვას ორმხრივი ურთიერთობა, ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ამ პროცესში მჭიდრო კოორდინაცია და არსებული გამოწვევები იყო.
ვოლოდიმირ ზელენსკი: 9 თვეა ვუძლებთ სრულმასშტაბიან ომს და რუსეთმა ვერ იპოვა გზა, რომ გაგვტეხოს
თითქმის ყოველ საათში მომდის ცნობები დამპყრობლების შესახებ, რომლებიც ხერსონს და სხვა თემებს ურტყამენ. ასეთი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსული არმია იძულებული გახდა, ხერსონის ოლქიდან გაქცეულიყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ეს არის მათი შურისძიება, ვინც წააგო. მათ არ შეუძლიათ ბრძოლა. ერთადერთი რაც ჯერჯერობით შეუძლიათ არის ტერორი, ენერგოტერორი, არტილერიით ან რაკეტებით. სულ ესაა, რის გამოც რუსეთი დეგრადირდა მისი ამჟამინდელი ლიდერების პირობებში. მხოლოდ ჩვენი მიწის გათავისუფლებასა და უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს შეუძლია დაიცვას ჩვენი ხალხი ნებისმიერი რუსული ესკალაციისგან. ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ პარტნიორებთან. მალე დიდი ამბები გველოდება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას ამ უკიდურესად მძიმე დროს! მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოსთვის! მე და თქვენ 9 თვეა ვუძლებთ სრულმასშტაბიან ომს და რუსეთმა ვერ იპოვა გზა, რომ გაგვტეხოს და ვერც იპოვის. ჩვენ ასე უნდა განვაგრძოთ როგორც ახლა, ერთიანობით და ერთმანეთის დახმარებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო განაგრძობს მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურის დაბომბვას, Twitter-ზე გამოეხმაურა. „რუსეთის მუდმივი თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მილიონობით უკრაინელისთვის დამანგრეველ, ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ეს მიუღებელი ომის დანაშაულებებია, რომელთა სამიზნეც მშვიდობიანი მოსახლეობაა. საქართველო განაგრძობს მტკიცე და ძლიერი უკრაინელი ხალხის თანადგომას“, - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
დანილოვმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ყირიმში, ირანელი ინსტრუქტორები მოკლეს
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ბრიტანულ გაზეთ Guardian-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ირანელი ინსტრუქტორები, რომლებიც რუს სამხედროებს ყირიმში, ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას ასწავლიდნენ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს. ოქტომბერში მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ისრაელის მედიამ გაავრცელა. რუსეთი და ირანი უარყოფენ, რომ ირანელი ინსტრუქტორები ყირიმში იმყოფებიან (ამის შესახებ მანამდე, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა განაცხადეს). „ისინი ჩვენს ტერიტორიაზე იყვნენ. ჩვენ ისინი აქ არ მოგვიწვევია. თუ ისინი ითანამშრომლებენ ტერორისტებთან და მონაწილეობენ ჩვენი ერის განადგურებაში, ჩვენ მათ მოვკლავთ“, - განაცხადა დანილოვმა. რუსეთი ასევე უარყოფს „შაჰედი 136“-ის უპილოტო საფრენი აპარატების ირანისგან შესყიდვას, რაც თეირანმა ნაწილობრივ აღიარა და განაცხადა, რომ რუსეთს უპილოტო დრონების „მცირე რაოდენობა" უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე მიაწოდეს. „ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველაფერი ვერ იფრენს, თუ ადამიანები არ ისწავლიან მათ მართვას. რუსებს არ აქვთ საკმარისი ჭკუა, რომ დამოუკიდებლად გაერკვნენ... თანამედროვე სამყაროში არაფერია დამალული. მალე ყველაფერი გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - აღნიშნა დანილოვმა.
ზელენსკი ხერსონის დაბომბვაზე: ეს არის დამარცხებულების შურისძიება, ენერგოტერორი, არტილერიით ან რაკეტებით
თითქმის ყოველ საათში მომდის ცნობები დამპყრობლების შესახებ, რომლებიც ხერსონსა და სხვა თემებს ურტყამენ. ასეთი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსული არმია იძულებული გახდა, ხერსონის ოლქიდან გაქცეულიყო. მედია: რუსეთის ძალებმა ხერსონზე იერიში მიიტანეს ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ეს არის მათი შურისძიება, ვინც დამარცხდა. მათ არ შეუძლიათ ბრძოლა. ერთადერთი რაც ჯერჯერობით შეუძლიათ არის ტერორი, ენერგოტერორი, არტილერიით ან რაკეტებით. სულ ესაა, რის გამოც რუსეთი დეგრადირდა მისი ამჟამინდელი ლიდერების პირობებში. მხოლოდ ჩვენი მიწის გათავისუფლებასა და უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს შეუძლია დაიცვას ჩვენი ხალხი ნებისმიერი რუსული ესკალაციისგან. ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ პარტნიორებთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი: საკვირველია, ამდენი ცრუ პროვოკატორი ერთად როგორ შეიკრიბა, განზე უნდა გავდგე
რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს. ის ამბობს, რომ ოჯახს ურჩია, ტენდერი გამოაცხადონ, რათა „ყველა კვალიფიციურ ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ოჯახმა შეიძინა-იქნება - ეს „რიყის დოქები“ თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში“. „რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე! საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა. საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს გამოვაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ ადამიანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა-იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში!", - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში აცხადებდა, რომ „დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად, საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა“.