ძებნის რეზულტატი:
ტაჯიკეთმა ევროპულ კომპანიებთან მრავალმილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ტაჯიკეთმა გერმანულ და ევროპულ კომპანიებთან 600 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებებს და მემორანდუმებს მოაწერა ხელი, რაც მრეწველობის, წიაღისეულის დამუშავებისა და ახალი საწარმოების შესაქმნელად, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გასაფართოებლად, ასევე, ეკონომიკაში მეტი გერმანული კაპიტალის მოსაზიდად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტაჯიკეთი-გერმანიის შემდეგი ფორუმი 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. ტაჯიკეთის მაღალი რანგის დელეგაცია ჰამბურგის სენატის ხელმძღვანელობამ მიიღო. საუბრისას მხარეებმა შემდგომი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ინტერესი გამოხატეს. ქვეყნის დელეგაცია ტაჯიკეთის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით ეწვია ბერლინს, ჰამბურგსა და ლუბეკს. დელეგაციამ ტაჯიკეთ-გერმანიის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ტაჯიკურმა მხარემ გერმანელ ინვესტორებს თანაშრომლობისკენ მოუწოდა.
საქართველოს საელჩო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს
ჯერ კიდევ 2005 წელს, საქართველოს პარლამენტმა ჰოლოდომორი შეაფასა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი. უკრაინაში საქართველის საელჩო უკრაინელ ხალხს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით სამძიმარს უცხადებს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. მისივე თანახმად, საბჭოთა რეჟიმმა მიზანმიმართულად დახოცა მილიონობით უკრაინელი ხელოვნურად გამოწვეული შიმშილის მეშვეობით. „აღნიშნული წარმოადგენდა გენოციდს - კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულს. ჯერ კიდევ 2005 წელს, საქართველოს პარლამენტმა ჰოლოდომორი შეაფასა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი. დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინა „მარცვლეულის ინიციატივისთვის“ პორტების რაოდენობის გაზრდას ითხოვს
უკრაინა „მარცვლეულის ინიციატივის“ ფარგლებში, პორტების რაოდენობის გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 ნოემბერს კიევში სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტზე განაცხადა. „სამწუხაროდ, მარცვლეულის ინიციატივა ჯერ კიდევ არასრულფასოვნად მუშაობს. რუსეთი გემების გადაადგილების შეფერხებას ცდილობს. ბოსფორში 80-ზე მეტი გემი დგას. ჩვენ მხარს ვუჭერთ პორტების რაოდენობის გაზრდას და ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის გაგრძელებას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, დღეისათვის უკრაინის პორტები თითქმის 500-მა გემმა დატოვა. ეს არის 12 მილიონი ტონა საკვები 40 ქვეყნისთვის. თუმცა ზელენსკის თქმით, მარცვლეულის დერეფნის სრულფასოვანი ფუნქციონირება საკმარისი არ არის იმ ქვეყნების საკვების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც შიმშილის მწვავე საფრთხე ემუქრებათ. 2023 წლის გაზაფხულის ბოლოსთვის უკრაინა გვალვისა და შიმშილის საფრთხის წინაშე მყოფ ქვეყნებში (ეთიოპია, სუდანი, სამხრეთ სუდანი, სომალი, იემენი, კონგო, კენია, ნიგერია) თავისი პორტებიდან სულ მცირე 60 გემის გაგზავნას გეგმავს. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა
უკრაინის გენშტაბი რუსეთის ძალების გადაადგილების შესახებ იუწყება
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 26 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ძალების გადაადგილებას ახდენს, რათა გააძლიეროს ქვედანაყოფები დონეცკის ოლქში, ლიმანისა და ავდიივკის მახლობლად და ზაპოროჟიეს ოლქში, ნოვოპავლივკის მახლობლად. გენერალური შტაბის ცნობით, მოსკოვი აძლიერებს თავდაცვის ხაზებს და „აგრძელებს შეტევას ზოგიერთი მიმართულებით“. რუსეთის არმიამ გასული დღის განმავლობაში ორჯერ დაარტყა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დნიპროში და უკრაინის სამხედრო პოზიციებზე ოთხი თავდასხმა (MLRS) განახორციელა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლუქსემბურგმა უკრაინას ჩეხური წარმოების 6 დრონი გადასცა
ლუქსემბურგმა უკრაინელ სამხედროებს 6 (Primoco UAV One 150) დრონი გადასცა. იტყობინება უკრაინის სამხედრო ცენტრი ლუქსემბურგის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. 21 ნოემბერს, ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრმა ფრანსუა ბაუშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას დამატებით, მაღალი მობილურობის მრავალფუნქციურ ბორბლიან მანქანებს (HMMWV) გადასცემს. ლუქსემბურგმა უკრაინას HUMVEE-ს ტიპის ჯავშანმანქანები გადასცა ლუქსემბურგმა 5,5 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა
ანდრია ჯაღმაიძე ცხრამუხის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ის, რაც დღეს ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს. ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს „გარდა ეროვნული ტრაგედიისა, რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევების დროს თუ მომხდარა საქართველოში და ისიც ყოველთვის არა. როგორ მივედით აქამდე?! - ყოველგვარ ქმედებას წინ აუცილებლად უძღვის მოტივაცია, საკრალურის შეურაცხყოფას კი - დამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც დესაკრალიზაციის გზით ხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმისა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოს ადამიანთა სულიერი ცხოვრებისა. გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების (,,მთავარი არხი", ,,ტვ პირველი", ,,ფორმულა"), „თეოლოგის“ თუ „ექსპერტის“ მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს. ადრეც განვაცხადეთ, რომ 2021 წელს მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა შესაძლოა, „რეპეტიციად“ ქცეულიყო შემდგომი მოვლენებისა. გავიხსენოთ მედიის ცილისმწამებლური კამპანია ბოდბის დედათა მონასტრის დედებისადმი, როდესაც მათ არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი „მთავარმა არხმა“ (ბოდიში არავის მოუხდია დღემდე). რა ხდება ამ ყველაფრის შემყურე ავაზაკის გონებაში, რომელსაც ხალხის არ რცხვენია? თუ ხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებს „ბანდიტები“ უწოდოს (,,ტვ პირველი") ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა (,,მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღა რჩება იქიდან, რისი დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! - ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათა მონასტერში. საქართველოში ქრისტიანული ეკლესიის დაკნინების მცდელობებს უკავშირდება ოჯახური ტრადიციების ნგრევაც, რაც ოჯახური კონფლიქტების სიხშირით ვლინდება. ერთი-ერთი ასეთი შემთხვევა გუშინ მომხდარი ოჯახური ტრაგედიაცაა, ქალზე ძალადობის საშინელი ფაქტით. საზოგადოების კრიზისი და ტრაგედია - სწორედ ასეთი შეიძლება იყოს აღქმა მონასტერში ასაკოვან მონაზონზე განხორციელებული ძალადობისა არა მომხდური მტრის, არამედ საკუთარი თანამოქალაქის მხრიდან. საჭიროა, ეს ტრაგედიები თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც საკუთარი ოჯახის ტრაგედია, ისე მივიღოთ, თითქოს ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახის წევრს მიაყენეს ენით გამოუთქმელი ტკივილი და გავიაზროთ ერთი რამ: თუ საზოგადოებაში ვთესავთ ღვარძლს, მისი ნაყოფი აუცილებლად ჩვენამდეც მოაღწევს და, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე შედეგებით. პ.ს. ჩვენ თვალწინ მზადდება ის სურათი, რაც ხდებოდა ეკლესიის დევნის უმკაცრეს ეტაპებზე. დიოკლეტიანეს დევნაც მოტივირებული იყო სწორედ იმ მოსაზრებით, რომ ქრისტიანები იყვნენ მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი რომის იმპერიის ეკონომიური თუ პოლიტიკური გამარჯვებებისა“, - ნათქმია ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 ნოემბერს, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად ედებათ 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. „ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა
ნონა გაფრინდაშვილი ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონი მერვედ გახდა
ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ამ ტიტულს უკვე მერვედ დაეუფლა. ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია, რომელმაც თერთმეტ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი ხუთჯერ მოიპოვა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ბელგიისა და ლიეტუვის პრემიერებმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კრო და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტი მსხვერპლთა ჰოლოდომორის (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღნილ ცერემონიას დაესწრნენ. ცერემონია კიევში, ეროვნულ მუზეუმში გაიმართა. კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი ასევე მიაგეს პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა, უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა და პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა. ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნება.
ზელენსკი: ენერგომომარაგებაზე შეზღუდვები 14 რეგიონსა და კიევში მოქმედებს
ენერგომომარაგების შეზღუდვა ამჟამად მოქმედებს 14 რეგიონში და უკრაინის დედაქალაქ კიევში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა ქვეყნის ელექტროქსელის აღდგენა 26 ნოემბერს განაგრძეს. ზელენსკის თქმით. ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების მეტი შესაძლებლობა უკვე გვაქვს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მიწოდება სრულად სტაბილური იყოს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ საღამოს ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება, შესაძლოა, ელექტროენერგიის გათიშვის რიცხვი გაიზარდოს. „ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის დაზოგვა და მისი გონივრულად მოხმარება”, - განაცხადა ზელენსკიმ. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ შაბათს, 26 ნოემბერს განაცხადა, რომ ქალაქში მომხმარებელთა 25% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რუსეთი უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. შედეგად, უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემასთან უწევს გამკლავება. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. 23 ნოემბერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლო ფართომასშტაბიანი დარტყმის შედეგად უკრაინის ყველა რეგიონში მასობრივად გაითიშა ელექტროენერგია. ეს იყო რუსეთის მეხუთე მასიური საჰაერო დარტყმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. წინა შეტევა 10 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს, 31 ოქტომბერს და 15 ნოემბერს განხორციელდა. ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა და მისი პარტნიორები ქმნიან სისტემას, რომელიც რუსეთის აგრესიას შეაჩერებს
უკრაინა და მისი პარტნიორები ეტაპობრივად ქმნიან სისტემას, რომელიც რუსეთის აგრესიას შეაჩერებს და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებს მოიტანს უკრაინისა და მსოფლიოსთვის. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. „უკრაინელებმა გაიარეს გენოციდი. და დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევაჩეროთ რუსეთის ახალი გენოციდის პოლიტიკა. ახალი, მაგრამ მსგავსი იმისა, რომელმაც მილიონობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვია მე-20 საუკუნეში. აგრესიას არამხოლოდ ვებრძვით, არამედ, ეტაპობრივად ვქმნით სისტემას, რომელიც შეაჩერებს აგრესიას, აღმოფხვრის მის შედეგებს და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებს მოიტანს უკრაინის, მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 26 ნოემბერს, უკრაინაში სასურსათო უსაფრთხოების შესახებ პირველი საერთაშორისო სამიტი გაიმართა. უკრაინა „მარცვლეულის ინიციატივისთვის“ პორტების რაოდენობის გაზრდას ითხოვს ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, სამიტი შეგნებულად ჩატარდა ამ დღეებში, როდესაც ყველა იხსენებს 1932-1933 წლებში ჰოლოდომორის მსხვერპლებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სასურსათო უსაფრთხოება გლობალური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. სწორედ აქ ვლინდება უკრაინის წამყვანი როლი. მისი თქმით, უკრაინის ინიციატივის საშუალებით, შავი ზღვის სამი პორტიდან, მსოფლიო ბაზარზე, 40 ქვეყანაში დაახლოებით, 12 მილიონი ტონა საკვები გაიგზავნა. ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მედია: მსოფლიო ბრენდები, მასკის გამო Twitter-თან სარეკლამო პარტნიორობას აჩერებენ
მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილმა ბრენდმაTwitter-ზე რეკლამის მოცულობა შეამცირა ან მიატოვა, მას შემდეგ, რაც მილიარდერი ილონ მასკი სოციალური ქსელის მფლობელი გახდა. რეკლამის განმთავსებლები ჩივიან, რომ კომპანიის მენეჯმენტი ქაოსშია მას შემდეგ, რაც მასკმა სარეკლამო განყოფილების თანამშრომლები გაათავისუფლა. FT-ის ცნობით, მასკი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ბრენდის მფლობელებზე, რომლებმაც Twitter-ზე რეკლამა შეამცირეს ან საერთოდ უარი თქვეს. Media Matters-ის ინფორმაცია მიუთითებს, რომ 100 საუკეთესო რეკლამის განმთავსებლიდან 50-მა, Twitter-ზე რეკლამის განთავსება შეაჩერა ან პარტნიორობის შეწყვეტაზე განაცხადი გააკეთა, მას შემდეგ, რაც მასკმა სოციალური ქსელი შეისყიდა.
სახალხო დამცველი ცხრამუხის მონასტერში მომხდარს ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ხაშურში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ძალადობის მსხვერპლ მონაზონი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. ანდრია ჯაღმაიძე ცხრამუხის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ამასთან, ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ დანაშაულების მიზეზების გადაბრალება კონტრეტული მედიასაშუალებებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. „თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონტრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა. მინდა ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს“, - აცხადებს ლომჯარია. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 ნოემბერს, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად ედებათ 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. „ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა
აზერბაიჯანი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდას გეგმავს
აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაფართოებას გეგმავს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდვები გაიზარდა ამის შესახებ ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ რაჰმან ჰუმმატოვმა განაცხადა. ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია „2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაზიდული სატრანზიტო ტვირთის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75%-ით გაიზარდა - 8,7 მლნ ტონამდე, აქედან 6,7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა სარკინიგზო ტრანსპორტით. ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს ველოდებით სატრანზიტო ტვირთის მოცულობას გაორმაგებას მიმდინარე წლის ბოლოს. ამიტომ ვგეგმავთ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გაფართოებას (მე-2 ფაზის მშენებლობას), ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის გამტარუნარიანობის გაზრდას“, - განაცხადა რაჰმან ჰუმმატოვმა. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს
სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას, 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს
სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ამის შესახებ სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, „სერბეთმა იანვრიდან უნდა დაიწყოს ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან, თუ ყველა წინაპირობა დაკმაყოფილდება“. ჯედოვიჩმა დასძინა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ბულგარეთის გავლით ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებულ დანარჩენ საკითხებზე. აზერბაიჯანისა და სერბეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და ალექსანდრ ვუჩიჩის სატელეფონო საუბრის შემდეგ, 2022 წლის 21 აგვისტოს, სერბეთის სახელმწიფოს მეთაურის ოფისმა განაცხადა, რომ ბელგრადი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შეძენას ხელსაყრელი პირობებით შეძლებს.
ამერიკელებმა „შავ პარასკევს“ ონლაინ შოპინგისას რეკორდული თანხა დახარჯეს
აშშ-ში მომხმარებლებმა, მადლიერების დღის შემდეგ „შავ პარასკევს“ ონლაინ შოპინგისას $9,12 მილიარდი დახარჯეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს. აღნიშნულია, რომ მთლიანი ონლაინ გაყიდვები ამ დღეს, წელიურ ჭრილში 2,3%-ით გაიზარდა, განსაკუთრებით ელექტრონიკის სექტორში. ელექტრონიკის სექტორში ონლაინ გაყიდვები ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 221%-ით გაიზარდა. კიდევ ერთი პოპულარული კატეგორია იყო სათამაშოები, სადაც გაყიდვები 285%-ით გაიზარდა, ასევე ფიტნეს აღჭურვილობა 218%-ით. თუმცა ბევრი მყიდველი დათანხმდა განვადებით გადახდას ფასების ზრდისა და ინფლაციის გამო. ამ გადახდის სქემით შესყიდვების რაოდენობა გასულ კვირასთან შედარებით 78%-ით გაიზარდა. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ წელს ასევე სმარტფონების შესყიდვაზე, ონლაინ შოპინგისას - 48%-ი დაიხარჯა, გასულ წელს გახარჯული თანხის მაჩვენებელმა 44%-ი შეადგინა.
ორბანი: ჩვენ გვჭირდება სუვერენული უკრაინა, რათა რუსეთმა ევროპას საფრთხე არ შეუქმნას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა უნდა დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ, რათა რუსეთმა ევროპას საფრთხე არ შეუქმნას ამის შესახებ ორბანმა, ქრისტიან-დემოკრატთა საერთაშორისო ასოციაციის (CDI) წევრთა კონგრესზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც მას ვიცე-პრეზიდენტის სტატუსი აქვს. ევროპის პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას ორბანმა, ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გამოწვევაზე, მათ შორის უკრაინის ომზე, ეკონომიკურ კრიზისზე, არალეგალურ მიგრაციასა და „დასავლური ნეომარქსისტული იდეოლოგიის გავრცელებაზე“. ომთან დაკავშირებით ორბანმა განაცხადა, რომ ევროპა ერთიანია იმის თაობაზე, რომ უკრაინა უნდა დარჩეს სუვერენულ სახელმწიფოდ, რათა რუსეთმა ევროპას საფრთხე არ შეუქმნას. ამავდროულად, ორბანმა რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რეცესია თავიდან უნდა აიცილონ, ხოლო ომისა და ევროკავშირის სანქციების გამო, ენერგიის მაღალი ფასები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს კრიზისს უქმნის.
რუსეთის ძალებმა კრივი რიჰი დაბომბეს
კვირა დილით, რუსეთის ჯარებმა, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი რიჰზე, სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა. „ორი რუსული რაკეტა მოხვდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტს, რომელიც სრულად განადგურდა“, - თქვა ვალენტინ რეზნიჩენკომ, დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. საჰაერო განგაში გამოცხადდა დილით პოლტავის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, კიროვოგრადისა და ლუგანსკის რეგიონებში. უკრაინული სააგენტოების ცნობით, ღამით დნეპროპეტროვსკის ოლქის კრასნოგრიგორევსკის და მარგანეცკის თემები ენერგოდარის ტერიტორიიდან გრადოვისა და არტილერიის დაბომბვის ქვეშ მოექცა, სადაც საჰაერო იერიში თითქმის 9 საათს გაგრძელდა.
G7-ის იუსტიციის მინისტრები, უკრაინაში ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ ფორმატში პირველად შეიკრიბებიან
G7 ქვეყნების იუსტიციის მინისტრები, ამ ფორმატის ისტორიაში პირველად შეიკრიბებიან შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემა უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლინება და პასუხისგებაში მიცემა იქნება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა, რომელიც ახლა G7-ს თავმჯდომარეობს. შეხვედრა 28-29 ნოემბერს ბერლინში გაიმართება. „ძირითადად ვისაუბრებთ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ საშინელ სამხედრო დანაშაულებზე, რომლის გამოძიებაც და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა გვინდა. ამისათვის ჩვენ შევთანხმდებით კიდევ უფრო ეფექტურ კოორდინაციაზე", - განაცხადა მინისტრმა. გერმანია ასევე ინიციატორია, რომ G7-ის შეხვედრა, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეც გაიმართოს, რათა უკრაინის დახმარების საკითხები განიხილონ, თუ როგორ უნდა მოხდეს, რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასკვნის სასამართლოში წარდგენა არის შანსი, რომ ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგას - ედუარდ სააკაშვილი
ედუარდ სააკაშვილი „ნეტგაზეთთან“ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, დასკვნის სასამართლოსთვის წარდგენის შემთხვევაში, არის შანსი, რომ ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯი და ექსპრეზიდენტის უცხოეთში მკურნალობაზე, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. თეა წულუკიანი: იმედია, სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა „მათ იციან რეალობა და მგონი, ეს [ემპათიის] დასკვნა და შემდეგ მისი სასამართლოში წარდგენა არის შანსი, ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯი. მე ოპტიმისტურად ვუყურებ, იმიტომ რომ მათ იციან, ასე ვერ გაგრძელდება და მე იმედი მაქვს, ამ შანსს გამოიყენებენ. მათ ადგილას მე გამოვიყენებდი. რაღაც მომენტში ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ უკეთესი იქნება ეს მოხდეს უფრო ადრე, რათა მამაჩემის ჯანმრთელობა ისე შეუქცევად არ დაზიანდეს. შეიძლება რაღაცები უკვე შეუქცევადია. ეს არის უკვე რისკთან თამაში, რომელიც რაც დიდხანს გაგრძელდება, იზრდება შანსები, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს“, - აცხადებს ედუარდ სააკაშვილი. მისივე თქმით, გასაგებია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო და მიხეილ სააკაშვილი ეგრევე არ გაუშვეს. „ადამიანურად არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის. მათ ეს სჭირდებოდათ საკუთარ ამომრჩეველთან ლეგიტიმაციისთვის, მაგრამ რაღაც მომენტში, მისი იქ დატოვების მორალური და პოლიტიკური ზიანი გადაწონის მისი იქ დატოვების სარგებელს. ეს როდის მოხდება და გვიანი იქნება თუ არა, უკვე სხვა საკითხია. მე უკვე მაშინებს, ხვალ რომ გამოვიდეს, გადაიყვანონ სადმე და იმკურნალოს, არ ვიცი, რამდენად შეიძლება დაუბრუნდეს ჯანმრთელობის ნორმალურ მდგომარეობას. აქამდეც არ უნდა მისულიყო საქმე. ხელისუფლებას შეეძლო, რაღაცები თავიდან სხვანაირად გაეკეთებინა და ეს სიმძაფრე არ დამდგარიყო. სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა თუ დაიდება, ის სასამართლოს უნდა წარედგნოს - ზურაბიშვილი ეს არის უპასუხისმგებლობის ან შეცდომის შედეგი, მაგრამ შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შესაძლებელია. თუ შევხედავთ, რა შედეგი მოჰყვება — მიხეილ სააკაშვილი ციხეში ნამყოფი, გაუბედურებული, ქვეყნიდან გაყვანილი, იქ მკურნალობენ… ოპოზიცია მგონი ამ ყველაფრის გამო შეიძლება დასუსტდა კიდეც, იმიტომ რომ გამოჩნდა, რომ მისი ჩამოსვლა არ იყოს საკმარისი არაფრისთვის. ხოლო „ქართული ოცნება“ გამოჩნდება როგორც ძლიერი ძალა, რომელმაც გადადგა სწორი, სახელმწიფოებრივი, პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი. მგონი, საკმაოდ კარგი სცენარი გამოდის მათთვის, მაგრამ მე არ ვიცი, შეიძლება მათი მრჩევლები სხვა რამეს ეუბნებიან, მაგრამ მე ამას ვურჩევდი. ოპტიმიზმი საჭიროა, იმიტომ რომ იმდენად მძიმე სიტუაცია, ერთი წელია სულ ცუდი ამბები გვესმის ამ საკითხზე, ოპტიმიზმის გარეშე დიდი ხნის წინ ფარ-ხმალს დავყრიდით. მე მაქვს იმედი, რომ პოლიტიკურად არა, მაგრამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით პრობლემა მოგვარდება, რადგან მართლა არ მგონია, რომ მათ გულის სიღრმეში უნდოდეთ, რომ მიშა სააკაშვილი მოკვდეს ან სამუდამოდ დაინვალიდდეს. არც პოლიტიკურად უნდა უნდოდეთ წესით ეს, მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ და შეიძლება, რაღაცას ბოლომდე ვერ ვხდები“, - აცხადებს ედუარდ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
არახამია: მომავალი კვირა შესაძლოა, რთული იყოს. ხელისუფლება და სამხედროები ემზადებიან
უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის დავით არახამიას თქმით, მომავალი კვირა შესაძლოა, რთული იყოს და ხელისუფლება, სამხედრო და სასწრაფო სამსახურები ამისთვის ემზადებიან. „რუსები ენერგეტიკულ ობიექტებზე, ახალ ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ. საგანგებო სიტუაციების სამსახური და ხელისუფლება სხვადასხვა სცენარზე მუშაობენ. ბევრი ტრენინგი ჩატარდა, დამუშავდა ენერგეტიკოსების მოქმედებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ყველამ იცის, რა უნდა გააკეთონ. ვემზადებით,სამხედროები ემზადებიან“, - განაცხადა დავით არახამიამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.