ძებნის რეზულტატი:

Forbes-ის შეფასებით, რუსეთმა უკრაინასთან ომში წლიური ბიუჯეტის მეოთხედი დახარჯა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ცხრა თვის განმავლობაში რუსეთმა ომზე 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც მისი წლიური ბიუჯეტის მეოთხედია. Forbes-ის გამოთვლებით, რუსეთი ომში დღეში 10000-დან 50000-მდე ჭურვს იყენებდა, საბჭოთა კალიბრის ჭურვის საშუალო ფასი კი დაახლოებით 1000 დოლარია. მხოლოდ საარტილერიო მიწოდებაზე რუსეთის ხარჯები 5,5 მილიარდ დოლარზე მეტია. რუსეთმა ასევე 4000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინაში. ერთი რუსული რაკეტის საშუალო ღირებულება 3 მილიონი დოლარია. რუსეთმა ასევე დაკარგა 278 საბრძოლო თვითმფრინავი,  რომელთა საშუალო ღირებულება $18 მილიონია და ასევე, 261 ვერტმფრენი, რომლის ღირებულებაც $10,4 მილიონს შეადგენს. რუსული ავიაციის ჯამური ზარალი 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.  

საქართველოს მთავრობა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების გაზრდაა

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების, მგრძნობელობისა და თანამშრომლობის ჩარჩოების გაზრდა, - საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით კოორდინირებული და კომპლექსური მიდგომით მუშაობას. „მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წელს დამტკიცდა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული სისტემისა და ინსტიტუციური დემოკრატიის გასაძლიერებლად. ეროვნული სტრატეგია, სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, მოიცავს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების განმტკიცების საკითხებს და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპებს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობის და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების ეფექტიანად გატარების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შემუშავდა და მთავრობის მიერ დამტკიცდა ცალკე მდგომი „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“ 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების, მგრძნობელობისა და თანამშრომლობის ჩარჩოების გაზრდა. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება.  

Forbes-მა რუსეთის ავიაციის ზარალი დათვალა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ცხრა თვის განმავლობაში რუსეთმა ომზე 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც მისი წლიური ბიუჯეტის მეოთხედია. Forbes-ის გამოთვლებით, რუსეთი ომში დღეში 10000-დან 50000-მდე ჭურვს იყენებდა, საბჭოთა კალიბრის ჭურვის საშუალო ფასი კი დაახლოებით 1000 დოლარია. მხოლოდ საარტილერიო მიწოდებაზე რუსეთის ხარჯები 5,5 მილიარდ დოლარზე მეტია. რუსეთმა ასევე 4000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინაში. ერთი რუსული რაკეტის საშუალო ღირებულება 3 მილიონი დოლარია. რუსეთმა ასევე დაკარგა 278 საბრძოლო თვითმფრინავი,  რომელთა საშუალო ღირებულება $18 მილიონია და ასევე, 261 ვერტმფრენი, რომლის ღირებულებაც $10,4 მილიონს შეადგენს. რუსეთის ავიაციის ჯამური ზარალი 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ხერსონიდან უკან დახევისას რუსმა ოკუპანტებმა უამრავი ობიექტი და ნივთი დანაღმეს - უკრაინის შსს

ხერსონიდან უკან დახევისას რუსმა ოკუპანტებმა უამრავი ობიექტი და ნივთი დანაღმეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, როსტისლავ სმირნოვმა განაცხადა. "ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მაშველებმა უკვე გაანეიტრალეს 5 000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ახლა მთავარი აქცენტი კეთდება განაღმვაზე. დანაღმვის მასშტაბები ძალიან დიდია. ნაღმები საბავშვო სათამაშოებში, ფეხბურთის ორ ბურთს შორისაც კი იყო დადებული", - აღნიშნა სმირნოვმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ისრაელის ახალდანიშნულ ელჩს უმასპინძლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ისრაელის ახალდანიშნულ ელჩს, ჰადას მეიცადს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.   მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.   "გრიგოლ ლილუაშვილმა და ჰადას მეიცადმა ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.   საქართველოში ისრაელის ელჩმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომლის დროსაც საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღიკვეთა. გრიგოლ ლილუაშვილმა ახალდანიშნულ ელჩს საქართველოში ნაყოფიერი და წარმატებული დიპლომატიური საქმიანობა უსურვა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა The Daily Beast-ს განუცხადა, რომ დროა უკრაინამ გამოიყენოს თავისი უპირატესობა რუსეთის შეიარაღებული ძალების „ცუდად გაწვრთნილი, ცუდად აღჭურვილი“ ძალების წინააღმდეგ. „უკრაინელების აღჭურვილობის, წვრთნისა და პერსონალის ხარისხის უპირატესობის გათვალისწინებით, დემორალიზებული, ცუდად გაწვრთნილი, ცუდად აღჭურვილი რუსების წინააღმდეგ, უკრაინის ინტერესში იქნება, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში. შეგახსენებთ, რუსეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. შედეგად, უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემასთან უწევს გამკლავება. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგეტიკული კომპანიის DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დმიტრო საგარუკმა განაცხადა, რომ ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა აღდგენილია. მისივე თქმით, ელექტროენერგია აღდგენილია ქალაქის მცხოვრებთა დაახლოებით 30%-სთვის. კიევის მერმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ დედაქალაქის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ცხრა პირი პასუხისგებაში მისცა - საგამოძიებო სამსახური

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ცხრა პირი, მათ შორის ორი ყოფილი, ერთი მოქმედი საჯარო მოხელე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა მიწის რეფორმის ფარგლებში გაცემული მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, იმერეთის რეგიონში, 2017 წელს, მოტყუებით დაირეგისტრირეს 17 650 მ2 ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი ჯამში 11 მიწის ნაკვეთი. ასევე დადგინდა, რომ პასუხისგებაში მიცემული სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას. გამოძიების პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 332-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 9 მსჯავრდებული პირი გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, 2 მსჯავრდებული ქალია, ხოლო 6 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს

რუსეთი უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. შედეგად, უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემასთან უწევს გამკლავება. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგეტიკული კომპანიის DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დმიტრო საგარუკმა 24 ნოემბრის საღამოს განაცხადა, ელექტროენერგია აღდგენილია ქალაქის მცხოვრებთა დაახლოებით 30%-სთვის. კიევის მერმა 24 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა.  რუსეთის შეტევა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, ომის ახალი ეტაპის ორი ასპექტიდან, ერთ-ერთია, - მიიჩნევს უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი. ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი Europetime-თან ამბობს, რომ მეორე ასპექტი უკრაინის მიმდინარე წარმატებაა. „უკრაინას სირთულეები შეექმნება რუსეთის თავდასხმებთან გამკლავების თვალსაზრისით, მაგრამ ახლა კიევი უფრო მეტ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას იღებს დასავლეთისგან, რომ შეძლოს ასეთ შეტევასთან გამკლავება. ეს თავდასხმები ვერ აჩერებს უკრაინის კონტრშეტევას. დასავლეთი სწორი მიმართულებით მუშაობს, როცა მეტი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაგზავნას აპირებს, მაგრამ ის მაინც ძალიან ნელი ტემპით უგზავნის უკრაინას იმ იარაღს, რომელიც მას კონტრშეტევის შედეგების და წარმატების დასაჩქარებლად სჭირდება“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ჯონ ჰერბსტი უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპზე ამახვილებს ყურადღებას და მის უპირატესობაზე საუბრობს. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს“, - აღნიშნავს ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. ჯონ ჰერბსტის შეფასებით, კიევზე თავდასხმით, პუტინისთვის პრობლემები მხოლოდ გართულდა. ჯონ ჰერბსტი: აშკარაა, რომ მოსკოვი ბრძოლის ველზე მარცხდება შეგახსენებთ, The Wall Street journal-მა სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა აშშ-სა და მოკავშირეებს დამატებით შეიარაღებას სთხოვს რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი კონტრშეტევისთვის. ამერიკული მედიის ცნობით, უკრაინულმა მხარემ ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდა იმ შეიარაღების სია, რომელსაც კიევი აშშ-ისგან ითხოვდა. მათ შორის იყო ტაქტიკური სარაკეტო სისტემები ATACMS-ი. გამოცემა მაშინ წერდა, რომ იმ დრომდე, ვაშინგტონმა უარი განაცხადა უკრაინისთვის ხსენებული შეიარაღების მიწოდებაზე და ამის მიზეზად რუსეთის პროვოცირების რისკს ასახელებდა. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. ასევე შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პროკურატურა ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, მსჯავრდებულები ცოტნე გამსახურდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით და ხელჯოხით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. ასევე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს შეესწრო ორი პირი, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში და სასჯელის სახედ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო დანაშაულის ჩადენის ფაქტის შემსწრე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და სასჯელის სახედ 4 წლით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

გურჯაანში, 8 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა

გურჯაანში, ცხრა აპრილის ქუჩაზე 8 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული მშობლებმა კლინიკაში თავად გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.  მას თავის შიდა დახურული ტრავმები აღენიშნება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

ვიქტორ ორბანის თქმით, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტი 2023 წელს მოახდენს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, რომ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტი 2023 წელს მოახდენს. ვიქტორ ორბანმა სლოვაკეთში, ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, უნგრეთის პარლამენტი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს, როგორც ეს მთავრობამ გააკეთა. უნგრეთსა და თურქეთს ჩრდილოატალანტიკურ ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლი ჯერ არ დაუმტკიცებიათ.  

თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში, რუსეთთან პროგრესს ვერ მივაღწიე, მათ შორის საქართველოს საკითხზეც - მერკელი

მინსკის შეთანხმება ცარიელი გახდა - პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა, - ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. მერკელმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის საქართველოს საკითხზეც. მერკელმა განმარტა, რომ მას და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მოლაპარაკებების ახალი ევროპული ფორმატის შექმნა სურდათ. „მინსკის შეთანხმება ცარიელი გახდა. 2021 წლის ზაფხულში, მას შემდეგ რაც პრეზიდენტები ბაიდენი და პუტინი შეხვდნენ, მინდოდა პუტინთან დამოუკიდებელი, ევროპული დისკუსიის ფორმატის შექმნა, მაგრამ მე აღარ მქონდა ძალაუფლება ამის გასაკეთებლად რადგან, ყველამ იცოდა: ”ის შემოდგომაზე მიდის". განწყობა ძალიან მკაფიო იყო: „ძალაუფლების პოლიტიკის თვალსაზრისით, თქვენ დასრულდით“. პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა მერკელმა.  

კულტურის მინისტრი: მერაბიშვილი ხუმრობს

მერაბიშვილი ხუმრობს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. „მერაბიშვილი ხუმრობს. რა შეიძლება, ამაზე მეტი იფიქრო ადამიანმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ისევ გაიმარჯვებენ".  

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა და ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, კიევში უკრაინის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად ჩავიდა. მან ახალი დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. „სიტყვები არ არის საკმარისი. სიტყვები ვერ შეინარჩუნებს სინათლეს ამ ზამთარში უკრაინაში. სიტყვები ვერ დაიცავს რუსული რაკეტებისგან. დიდი ბრიტანეთი უკრაინაზე მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლება. ჩვენ კონკრეტულ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინის თავდაცვას. გმადლობთ დიმიტრო კულება, რომ მიმასპინძლეთ კიევში“, - დაწერა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე. დიდი ბრიტანეთის ახალი დახმარება მოიცავს 3 მილიონი ფუნტის დაფინანსებას ინფრასტრუქტურის აღდგენაში, როგორიცაა სკოლები და თავშესაფრები, რომლებიც განადგურდა ომის დაწყების შემდეგ. თანხები ასევე გამოყენებული იქნება სექსუალური ძალადობის შედეგად გადარჩენილების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით 11 სასწრაფო დახმარების მანქანას, მათ შორის ექვსი ჯავშანმანქანას, გაგზავნის. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. „პრეზიდენტო ზელენსკი, დიდი ბრიტანეთი მხარს გიჭერთ მოქმედებით - არმხოლოდ სიტყვებით. გაერთიანებული სამეფო აპირებს ამ მხარდაჭერის შენარჩუნებას“, - დაწერა ბრიტანელმა დიპლომატმა Twitter-ზე. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის ვიზიტის შემდეგ ჩავიდა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ხორვატიის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების წვრთნის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა

ხორვატიის მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება ამ ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების მომზადების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  უკრაინა: ხორვატია კიევის დასახმარებლად ორ ვარიანტს განიხილავს „თანამედროვე, კარგად გაწვრთნილი არმია ძლევამოსილ პარტნიორებთან ერთად აუცილებლად დაამარცხებს რუსი მკვლელების, მძარცველებისა და მოძალადეების ხროვას“, - წერს თავდაცვის მინისტრი. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სამხატვრო აკადემიას ახალი რექტორი და კანცლერი ჰყავს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორი – მხატვარი, პროფესორი ყარამან ქუთათელაძე და ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ლალი თარიმანიშვილი წარადგინა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ახალი რექტორის არჩევნები გაუმჯობესებული წესდებით გაიმართა და პროცესი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად წარიმართა. სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორის არჩევნები მიმდინარე წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. კანდიდატურა შეირჩა კონკურსით და აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, რექტორად ოთხი წლის ვადით ყარამან ქუთათელაძე აირჩია. ყარამან ქუთათელაძე 1976-1983 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, 1983-2006 წლებში ამავე აკადემიაში პედაგოგად მუშაობდა, 2005-2006 წლებში კი იყო სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი. ის არის ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, Fest I Nova-ს, დამფუძნებელი, რომელიც 2007 წლიდან იმართება. ასევე, 2000 წლიდან არის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, რეზიდენცია „არტ-ვილა გარიყულას“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე. სხვადასხვა წლებში იყო არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კულტურული ღონისძიების ორგანიზატორი და კურატორი. ამასთან, ყარამან ქუთათელაძე ცნობილი ხელოვანებისა და მოღვაწეების ოჯახიდანაა და თავისი წინაპრების დიდი ტრადიციების გამგრძელებელია. ის გახლავთ ვაჟი ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოღვაწის, აპოლონ ქუთათელაძისა, რომლის სახელსაც თბილისის სამხატვრო აკადემია დღემდე ატარებს და ქართველი მხატვრის, კირილე ზდანევიჩის შვილიშვილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყარამან ქუთათელაძე თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე მუდმივად ზრუნავდა და ზრუნავს ახალგაზრდებზე, მათ შემოქმედებით და კარიერულ განვითარებაზე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) პოზიციაზე ლალი თარიმანიშვილი ასევე კონკურსის წესით შეარჩია აკადემიურმა საბჭომ და დასამტკიცებლად წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინა. ის ამ პოზიციაზე 26 ოქტომბერს ოთხი წლის ვადით დაინიშნა. აკადემიის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროში. 2022 წლის ოქტომბრამდე იყო კულტურის სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსი. მანამდე იყო მიზნობრივი პროექტების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, პროექტების განხილვისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, რეგიონული პროგრამების სამმართველოს უფროსი და სხვა. სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აპარატის ხელმძღვანელი და საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი (1995-2004წწ.). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს აკადემიურმა საბჭომ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსების საფუძველზე ასევე ოთხი წლით შეარჩია აკადემიური პერსონალი. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი გახდა მეგი წითლიძე, დიზაინის ფაკულტეტის დეკანი – გიორგი იაშვილი, რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანი – თამარ ხუნდაძე, არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი – ირაკლი პირმისაშვილი, მედიახელოვნების ფაკულტეტის დეკანი კი – ნანა იაშვილი.  

გიორგი ნემსაძემ ცაგერის მერის თანამდებობა დატოვა

გიორგი ნემსაძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ნემსაძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. „გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა. შესაბამისად, მე კვლავ ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ. პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო“, – წერს გიორგი ნემსაძე.  

დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრი ზელენსკის: მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერში“ წერს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა და ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადა „გაერთიანებული სამეფო მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით. მე დღეს ამას დაგპირდით. გაერთიანებული სამეფო ამ პირობას შეასრულებს“, - აცხადებს ჯეიმზ კლევერლი. დიდი ბრიტანეთის ახალი დახმარება მოიცავს 3 მილიონი ფუნტის დაფინანსებას ინფრასტრუქტურის აღდგენაში, როგორიცაა სკოლები და თავშესაფრები, რომლებიც განადგურდა ომის დაწყების შემდეგ. თანხები ასევე გამოყენებული იქნება სექსუალური ძალადობის შედეგად გადარჩენილების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით 11 სასწრაფო დახმარების მანქანას, მათ შორის ექვსი ჯავშანმანქანას, გაგზავნის.  

ოლენა ზელენსკა და თურქეთის პირველი ლედი, ოდესის რეგიონიდან ორი ბავშვთა სახლის ევაკუაციაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტის მეოღლე ოლენა ზელენსკა და თურქეთის პირველი ლედი, ოდესის რეგიონიდან ორი ბავშვთა სახლის ევაკუაციაზე შეთანხმდნენ. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ჩვენ შევთანხმდით ქალბატონ ემინე ერდოღანთან, ოდესის რეგიონიდან ორი ბავშვთა სახლის ევაკუაციაზე. ესენი არიან სამ წლამდე ბავშვები, რომლებისთვისაც ახლა საშიშია უკრაინაში დარჩენა. ვფიქრობ, ისინი თურქეთში, უკვე რამდენიმე კვირაში წავლენ“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ BBC-სთან ინტერვიუში. უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების ევაკუაცია ომის პირველივე დღეებიდან დაიწყო. ზელენსკამ ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხში დიდი როლი ითამაშეს მისმა კოლეგებმა სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის პოლონეთის პირველმა ლედიმ, აგატა დუდამ, საფრანგეთის პირველმა ლედიმ ბრიჯიტ მაკრონმა და გერმანიის პირველმა ლედიმ ელკე ბუდენბენდერმა.