ძებნის რეზულტატი:
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი მოამზადა
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა, რომელიც შესაძლოა, ერთ კვირაში დამტკიცდეს. ამის შესახებ Twitter-ზე, „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა. „ევროკომისიამ დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტის შემუშავების შესახებ აცნობა. საინტერესოა, რომ ბელორუსი სანქციების ქვეშ ისევ არ მოექცა", - წერს იოზვიაკი. ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ, ადრე გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ევროკომისია სანქციების ახალ პაკეტზე ნელი ტემპით მუშაობს. პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, კომისიას შეზღუდვების პროექტი რამდენიმე კვირის წინ წარუდგინეს. ამ ქვეყნების მიერ წარდგენილ წინადადებებს შორისაა, ბირთვული ენერგიის სფეროსა და ტექნოლოგიურ სექტორში თანამშრომლობის აკრძალვა, ყველა ტიპის დრონის ექსპორტის აკრძალვა, მათ შორის სამოქალაქო სექტორში მომსახურების შემცირება. სანქციების მე-9 პაკეტის სიაში ასევე შედიოდა რუსეთიდან ბრილიანტის იმპორტის აკრძალვა და ფედერაციის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის შეზღუდვა.
რუსეთის ძალებმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
რუსეთის ძალუების სარაკეტო იერიშის შედეგად, კრივი რიჰზე სამი ადამიანი დაშავდა, ერთი დაიღუპა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ Telegram-ზე განაცხადა. „ტრაგიკული ღამე... ერთი დაღუპული, სამი დაჭრილი. შუაღამის შემდეგ რუსებმა სამი რაკეტა გაუშვეს კრივი რიჰის მიმართულებით. მათ დაარტყეს სამრეწველო საწარმოს", - ნათქვამია ანგარიშში. სარაკეტო იერიშის შედეგად საწარმოს თანამშრომელი დაიღუპა. მაშველებმა მისი ცხედარი დანგრეული საწარმოო სახელოსნოს ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავდა კიდევ სამი ადამიანი. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე ოკუპანტებმა დაბომბეს ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურა და ნიკოპოლის რეგიონიც. თავდასხმის დეტალები ზუსტდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას პირისპირ შეხვდება. სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება. პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრისას განხილული იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები. ,,პოლონეთი, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ტრადიციულად და ისტორიულად მხარს უჭერდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ჩვენთვის დღეს ძალიან აქტუალურია. იმედი მაქვს, რომ ეს ამ შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდება", - განაცხადა ზურა ბერიძემ. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია. სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.
ლიეტუვამ უკრაინას საარტილერიო ჭურვების პარტია გადასცა
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინაში 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების პარტია გაიგზავნა. მანამდე, 3 დეკემბერს ლიეტუვამ უკრაინას კიდევ ორი შეკეთებული PzH2000 ტიპის ჰაუბიცა გადასცა, რომლებიც ლიეტუვამ გერმანიისგან რუსეთის სამხედრო აგრესიის დასაძლევად, დახმარების ფარგლებში მიიღო. ლიეტუვამ უკვე შეაკეთა და უკრაინას გადასცა ექვსი გერმანული ჰაუბიცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ყაზახეთში ბუნებრივი აირის წარმოება შემცირდა
ყაზახეთში ბუნებრივი აირის წარმოების მოცულობამ 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ფულადი თვალსაზრისით 259,9 მილიარდი ტენგე (554 მილიონი დოლარი) შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს 1,5 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ტელეგრამის არხი ავრცელებს. უწყების ცნობით, ყაზახეთმა საანგარიშო პერიოდში 43 366,8 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა, რაც ასევე 1,5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ასევე, წარმოებულია 25 777,1 მლნ კუბური მეტრი ასოცირებული ნავთობგაზი, რაც 2,9 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე. ყაზახეთში ბუნებრივი აირის მოპოვებით 4 საწარმოა დაკავებული. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ყაზახეთმა ნავთობპროდუქტებისა და გაზის ტრანზიტის დივერსიფიცირების შესახებ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დღეებში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას გამოეხმაურა და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა. ბახმუტთან ბრძოლაში, 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა „ბოლო რამდენიმე დღეში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. აშშ-ის დაზვერვა: საბრძოლო მოქმედებები ახლა უმეტესწილად, ბახმუტის გარშემო და დონეცკის ოლქში მიმდინარეობს
ბლინკენი: აშშ-ის ადმინისტრაცია მუშაობს კონგრესთან, რათა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდეს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესთან ერთად მუშაობს კანონპროექტის ფორმაზე, რომელიც აშშ-ს საშუალებას მისცემს, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიაროს. თეთრი სახლი: რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებით შესაძლოა, უკრაინას ზიანი მიადგეს ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა ზომებს, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ ზეწოლის გაზრდის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონგრესთან ერთად კანონმდებლობაზე, რომელიც დაგვეხმარება გადავჭრათ ზოგიერთი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს განმარტებასთან. ეძებენ - მუშაობენ კონგრესთან იმაზე, თუ როგორ უნდა წავიდნენ წინ, რომ მივაღწიოთ იმავე შედეგს“, - თქვა ბლინკენმა. აშშ რუსეთისთვის, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოებისთვის დაწესებული სანქციების მსგავს შეზღუდვებს განიხილავს შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა კენჭისყრისას მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ცნობს. 21 ნოემბერს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია და მისი რეჟიმი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.
პუტინმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებზე - მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა. ევროკომისია, რუსეთის დანაშაულებისთვის სპეციალური სასამართლოს შექმნის მომხრეა მაკრონმა განაცხადა, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულია. ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აგოს თუ არა პუტინმა პასუხისმგებლობა ამ დანაშაულებისთვის, მაკრონმა უპასუხა: „ჩვენ უნდა შევაგროვოთ ომის დანაშაულების ყველა მტკიცებულება და ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ უკრაინაში პოლიციელებისა და ექსპერტების გაგზავნით... ჩვენ უნდა დავიწყოთ ყველა კანონიერი ინიციატივები ასე რომ, ჩემი პასუხი არის დიახ." ამავდროულად, მაკრონი აცხადებს, რომ პუტინთან ღია დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია. შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სთავაზობს სპეციალიზებული სასამართლოს შექმნას (გაეროს მხარდაჭერით), რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და დანაშაულები გამოიძიონ.
მედია: შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს
რამზან კადიროვის კრიტიკოსი, ჩეჩენი ოპოზიციური ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი შვედეთში მოკლეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხი 1ADAT იტყობინება. შვედეთის სამართალდამცავ ორგანოებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, აბდურახმანოვი შვედეთში 2 დეკემბრის ღამეს მოკლეს. „ჩვენ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მისი [აბდურახმანოვის] გარდაცვალებას, ხოლო მისი ძმა, მუჰამედი სპეცსამსახურებმა გადამალეს“, - ნათქვამია ოპოზიციური ტელეგრამის არხის განცხადებაში. როგორც ოპოზიციური მოძრაობა „ადათში“ აცხადებენ, ტუმსოს მკვლელობასთან დაკავშირებით შიდა გამოძიებას რამდენიმე დღე აწარმოებდნენ და მოპოვებული ცნობებით დასტურდება მისი გარდაცვალება. აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ისლამ კადიროვთან კონფლიქტის შემდეგ. ის საქართველოში დასახლდა, სადაც თავშესაფრის მიღებას წარუმატებლად ცდილობდა, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდა. 2021 წელს აბდურახმანოვმა შვედეთში ლტოლვილის სტატუსი მიიღო.
2022 წლის ნოემბერში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის ნოემბრის მგზავრთნაკადი 108%-ით აღდგა
2022 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 232 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობაზე 8%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 42%-იანი ზრდაა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ნოემბერში 34 153 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 15%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 30%-ით აღემატება.
„გაზპრომმა“ მოლდოვაში გაზის ერთადერთი მიმწოდებელის სტატუსი დაკარგა
მოლდოვის გაზის გადამცემი კომპანია Moldovagaz-ი გაზს ორი წყაროდან: „გაზპრომიდან“ და ენერგოკომიდან შეისყიდის. ამის შესახებ Moldovagaz-ის თავმჯდომარემ ვადიმ ჩებანმა განაცხადა, იუწყება NewsMaker-ი. ჩებანის თქმით, „გაზპრომი“ მოლდოვას მოქმედი კონტრაქტით 5,7 მლნ კუბურ მეტრს მიაწვდის, ხოლო „მოლდოვაგაზი“ ენერგოკომისგან კიდევ 3,5 მლნ-ს შეისყიდის. მთლიანობაში მოლდოვა დეკემბერში 9,2 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის. შეძენილი რუსული გაზი მიეწოდება Tiraspoltransgaz-ს ელექტროენერგიის წარმოებისთვის MGREM-ში ეგრეთ წოდებულ დნესტრისპირეთში, ხოლო Energocom-ის გაზი მიწოდება დნესტრის მარჯვენა სანაპიროზე მყოფ მომხმარებლებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინეთმა მოლდოვაში გაზის ექსპორტი „იასი-უნგენის“ მილსადენით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ მოლდოვამ კონტრაქტი ბულგარეთთან, ბუნებრივ გაზზე ხელმისაწვდომობის შესახებ 27 ოქტომბერს გააფორმა.
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1 714.2 ლარს გაუტოლდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 723.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.7 პროცენტით მეტია. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი კი 1 714.2 ლარს გაუტოლდა. "დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.5 პროცენტი ქალია, ხოლო 57.5 პროცენტი - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 35.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე 2022 წლის III კვარტალში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 683.1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 3 579.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტი). 2022 წლის III კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 714.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 258.7 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 317.7 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 174.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 794.4 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 955.2 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 420.4 ლარი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
რუსეთის ქალაქ რიაზანთან მდებარე აეროდრომზე აფეთქება მოხდა
წინასწარი ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა რუსეთის ქალაქ რიაზანთან მდებარე აეროდრომზე ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით წერს. მედიის ინფორმაციით, აფეთქება საავიაციო ტექნიკის სადგომზე მოხდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 91 690; ტანკი - 2 924; ჯავშანტექნიკა - 5 900; საარტილერიო სისტემა - 1 914; სარაკეტო სისტემა - 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 211; თვითმფრინავები - 281; ვერტმფრენი - 264; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 582; საკრუიზო რაკეტები - 531. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით კვლავ შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. „მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
ჩვენ ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს პარტნიორებისგან - პაპუაშვილი
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტების მთავარი მიზანია პარტნიორებთან ევროკავშირში საქართველოს წინსვლაზე საუბარი, ახსნა, თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12 რეკომენდაცია დაკმაყოფილდეს, რომ ჩვენთვის იმედგაცრუება იყო როდესაც ივნისში სტატუსის მონიჭება არ მოხდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტს ჰოლანდიასა და ლუქსემბურგში აგრძელებს. შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი. მისივე თქმით, არსებობს საერთო პოზიცია, რომ ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არასწორად იქნა მიღებული და მასპინძელი ქვეყნები სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მხარდაჭერას გამოხატავენ. "ვაგრძელებთ ვიზიტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის შემდეგ, ჩვენ გვექნება შეხვედრები ნიდერლანდებში და ლუქსემბურგში. ვიზიტების მთავარი მიზანია პარტნიორებთან ევროკავშირში საქართველოს წინსვლაზე საუბარი, ახსნა, თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 12 რეკომენდაცია დაკმაყოფილდეს, რომ ჩვენთვის იმედგაცრუება იყო როდესაც ივნისში სტატუსის მონიჭება არ მოხდა. აქ უკვე არის თანხმობა, რომ ეს არ იყო მართებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს ჩვენი პარტნიორებისგან. ნიდერლანდებში გვექნება შეხვედრები პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის თავმჯდომარეებთან, ასევე ევროჯასტის პრეზიდენტთან. გვექნება საჯარო დისკუსია, დისკუსიები პოლიტოლოგებთან ერთად. ჩვენ, საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. რამდენიმე კანონი უკვე მიღებულია. წლის ბოლომდე კიდევ გვექნება შესაძლებლობა რამდენიმე დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები მივიღოთ. შემდეგ უკვე ჯერი ევროკავშირზე იქნება, რომ მოახდინოს სამართლიანი შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ",- განაცხადა პაპუაშვილმა.
აზერბაიჯანი და თურქეთი ფართომასშტაბიან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ
აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები ტარდება. სამხედრო წვრთნები ბაქოს, ასტარას, ჯაბრაილისა და იმიშლის რეგიონებში მიმდინარეობს. წვრთნებში აზერბაიჯანისა და თურქეთის არმიის სახმელეთო ჯარები, საჰაერო ძალები, სპეცრაზმი, საინჟინრო ჯარები, სარაკეტო და საარტილერიო ჯარების ნაწილები მონაწილეობენ.
მედია: რუსეთში, სარატოვის ოლქის აეროდრომზე, უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განხორციელდა
5 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, საავიაციო აეროდრომზე აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ცნობით, სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა უცნობი დრონის მეშვეობით განხორციელდა. სავარაუდოდ, დაზიანდა ორი Tu-95 ბომბდამშენი. ASTRA-ს წყაროების ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ქალაქი ენგელსი უკრაინიდან 800 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამოწურა თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის რესურსი კლინიკამ, ჩხაიძე ამ კითხვას არ პასუხობს. "რა თქმა უნდა პაციენტს აღენიშნება სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს არის. მე ახლა პროგნოზს ვერ გავაკეთებ ვერანაირად, დეზინტოქსიკაციურ თერაპიაზე ვერაფერს გეტყვით, ამისთვის უნდა არსებობდეს ტოქსიკოლოგის დასკვნა, ჩვენთან დასკვნა არ არის წარმოდგენილი, თუმა ჩვენ გვაქვს ანალიზები შესრულებული ამ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, ასევე კონსულტირებულია ჩვენი ტოქსიკოლოგების მიერ. აღენიშნება წონაში კლება, იცით თქვენ, მეტს ვერაფერს გეტყვით", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ. ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს უჭირს უკრაინის გამარჯვების წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ - კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა გამარჯვების მიმავალ გზაზეა. ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელში წერს. "ძვირფასო პოლიტიკოსებო, ექსპერტებო, მედია და აკადემიკოსებო საზღვარგარეთ. ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს უჭირს უკრაინის გამარჯვების წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ მისკენ მიმავალ გზაზე ვართ. სჯობს ახლავე მოემზადოთ რუსეთის დამარცხებისთვის, იმის ნაცვლად, რომ ახსნათ, რატომ არ შეუძლია ან არ უნდა მოიგოს უკრაინას", - წერს კულება. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.