ძებნის რეზულტატი:
გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება იგეგმება, რომლითაც საათში 1 800 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი
გუდაურში ახალი საბაგიროს აშენებას ვგეგმავთ, რომლის გამტარუნარიანობა საათში – 1 800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2 800 მეტრი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე გათოვლიანების სისტემა დამონტაჟდება, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება დამსვენებლებისთვის. „გუდაურში ვგეგმავთ ახალი საბაგიროს აშენებას. მისი გამტარუნარიანობა საათში – 1 800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2 800 მეტრი იქნება. ასევე, დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემას გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება ჩვენი დამსვენებლებისთვის, მოქალაქეებისთვის, მათ შორის ისეთ სეზონზე, როცა თოვლის არასაკმარისი რაოდენობაა. გათოვლიანების სიტემა დაეხმარება და უფრო კომფორტულად დაისვენებენ ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ მოქალაქეები, ტურისტებიც“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი: უკრაინის მაგალითმა გვაჩვენა, როცა ერთიანია ქვეყანა, მან შეიძლება, ყველაფერს გაუძლოს
10 თვეა უკვე, რაც რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, გამოავლინა თავისი იმპერიალისტური და აგრესიული სახე. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კერძოდ, ქვეყნის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 10 თვეა რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა „ამ ათი თვის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა, მთელმა საზოგადოებამ გვაჩვენა, რას ნიშნავს ქვეყნის დაცვა; რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა, არამხოლოდ თავიანთი თავისუფლების, არამედ ევროპის და ჩვენი საქართველოსი, როგორც ამ სივრცის ნაწილის; რას ნიშნავს, როდესაც მთელი საზოგადოებაა გაერთიანებული, ამას ვამბობ არამხოლოდ ზოგადად, არამედ საქართველოსთვის. უკრაინის მაგალითმა გვაჩვენა, რომ როცა ერთიანია ქვეყანა და პოლარიზაცია გვერდზე არის გადადებული, ქვეყანამ შეიძლება, ყველაფერს გაუძლოს. ამ წუთებშიც ძლიერი იერიშია უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ამასაც გაუძლებს უკრაინა, რადგან უკრაინა არის ერთიანი და იბრძვის თავისი ქვეყნისთვის. მე აქ წარმოვადგენ, და ჩემი პოზიცია, რომელიც აქ დავაფიქსირე, არის არა ჩემი პირადი პოზიცია, არამედ უფრო საქართველოს მოსახლეობის პოზიცია. საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ. საქართველომ იცის, რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი გადაიხადა და იცის, რომ ჩვენი მომავალი არის ერთი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, არ შეიძლება, საქართველომ თავის შესაძლებლობების ფარგლებში არ დაუჭიროს მხარი უკრაინას. „ყველამ ვიცით, რომ საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, რომ ჩაერთოს ომში და ეს არც იქნებოდა სწორი, მაგრამ მინდა მოგიწვიოთ და ნახოთ, როგორ გამოიხატება საქართველოს სოლიდარობა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა ანდჯეი დუდა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
პრეზიდენტი: მინდა, პატივი მივაგო ქართველ მებრძოლებს, ვინც თავიანთი ნებით და თავდადებით არიან ჩართულნი მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში
პოლონეთში, პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „მე მინდა, დღეს ასევე გამოვიყენო ეს ტრიბუნა და პატივი მივაგო იმ ქართველ მებრძოლებს, ვინც არიან ჩართულნი თავიანთი ნებით და თავიანთი თავდადებით, ჩვენი მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში, ჩვენ დავკარგეთ 33 ქართველი და მათი ხსოვნა იქნება უკვდავი“. პრეზიდენტი: ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ეს არის ისტორიული ბრძოლა. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ციხეში ყველა სახის პაემანი უფასო გახდება
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ახალი პენიტენციური კოდექსის თანახმად, ციხეში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. ამის შესახებ ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ კოდექსზე მუშაობა დასრულებულია და ის პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროექტი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გადაჰყავს კიდევ უფრო მეტად მაღალ ხარისხზე. იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გაუსვა ხაზი: ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა; ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო − დღეს 60 ლარის გადახდა უწევს სრულწლოვან მსჯავრდებულებს, არასრულწლოვნებს კი − 30 ლარის; გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას მიენიჭება უმაღლესი განათლების მიღების უფლება და, შესაბამისად, ის ინოვაციური პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაიწყო − „ციფრული უნივერსიტეტი", ხელმისაწვდომი გახდება მსჯავრდებულთა ფართო მასებისთვის; იზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა, რაც მსჯავრდებულებს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს; გათანაბრდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები, რაც უდავოდ პროგრესული და წინგადადგმული ნაბიჯია; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს; ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და ყველა მოსამსახურე, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებს წელთა ნამსახურობის დანამატს, რაც მათ სახელფასო პირობებზე დადებითად აისახება.
ანდჯეი დუდა: სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ ღიად დააფიქსირა პოზიცია რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ
საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე მისი პოზიციის გამო, რომელსაც აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან, რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი: უკრაინის მაგალითმა გვაჩვენა, როცა ერთიანია ქვეყანა, პოლარიზაცია კი გვერდზეა გადადებული, ქვეყანამ შეიძლება, ყველაფერს გაუძლოს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა „ჩემთვის უდიდესი პატივია, სალომე ზურაბიშვილს ვუმასპინძლო ამ რთულ პერიოდსა და რთულ დროს, როდესაც რუსეთის აგრესია მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ. ეს ალბათ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჩვენი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არის. ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას. ასევე რა თქმა უნდა, აღსანიშნავია პოლონეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული და მეგობრული ურთიერთობაც, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე მისი პოზიციის გამო, რომელსაც აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან, მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პოზიციის დაფიქსირება და ჩემი დიდი მოწიწება, პატივისცემა მინდა, გამოვხატო სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ის იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად, გეოგრაფიულად ხვდება, რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია, არა მარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის. ამიტომ, მე ძალიან მადლობელი ვარ სალომე ზურაბიშვილის, მისი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო, რაც მან არაერთხელ გააკეთა“, – აღნიშნა ანჯეი დუდამ. მისივე თქმით, პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს. „გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას. ჩვენმა პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ ღია პოზიცია დააფიქსირა 2008 წელს საქართველოში ჩასვლისას, მან საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური იყო. თქვა, რომ დღეს საქართველო, ხვალ – უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთის რიგიც დადგება ამ აგრესიულ ისტორიაშიო. პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ უკვე მაშინ განაცხადა, რომ ჩვენ თუ არ გავაჩერებთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ეს აგრესია უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და საერთაშორისო საზოგადოებამ თუ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მოიცავსო“, – განაცხადა ანჯეი დუდამ. ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ასევე მონაწილეობს უკრაინისთვის დახმარების საკითხში, როგორიც არის ჰუმანიტარული დახმარება საქართველოს მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან. ჩვენ ყველანაირ დახმარებას ვუწევთ უკრაინას, ისევე როგორც სამხედრო დახმარებას, რადგან ახლა აუცილებელია, უკრაინამ თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში კვლავ არის დიდი თავდასხმები უკრაინაზე. არის დაბომბვის ფაქტები უკრაინის ტერიტორიაზე. როგორც ხედავთ, უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს ომი. ვიცით, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას. იმედი გვაქვს, რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მან დაიპყრო, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ეს შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
პრეზიდენტი: არ უნდა იყოს დაშვებული ძველი შეცდომა, რომ თითქოს, „ვიღაც უნდა გაუფრთხილდეს რუსეთის გრძნობებს“
„რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს თავისი საზღვრები და არანირი უფლება არ აქვს, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ძალები განალაგოს, ექსპანსიას ან იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს“, - შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „დღეს ეს არის ისტორიული ბრძოლა ნამდვილად, როდესაც ამ ბრძოლის ბოლო ეტაპზე მივალთ, სხვანაირად არც ხდება ისტორიულად... დრო მოვა, როცა მოლაპარაკებების დრო დადგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც იყო დაშვებული საქართველოს პირობებში, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს თავისი საზღვრები და არანირი უფლება არ აქვს, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ძალები განალაგოს, ექსპანსიას ან იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს. ეს არის ომის ის შედეგები, რაც შეცვლის მსოფლიოს და არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა; ძველი ხედვა, რომ ვიღაც უნდა გაუფრთხილდეს რუსეთის გრძნობებს. ყველა უნდა გაუფრთხილდეს იმ პატარა თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომლებიც რუსეთის ირგვლივ, ამდენი ხანია მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს ის უსაფრთხოების ელემენტალური გარანტია, რასაც ჰქვია: ჩემი საზღვარი ჩემია და შენი საზღვარი შენი უნდა იყოს და შენ უნდა შეეგუო შენს საზღვარს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინას იმისთვის, რომ სწორედ უკრაინის ბრძოლის შედეგად დაჩქარდა ევროკავშირისკენ ინტეგრაციის გზა. „ეს ძალიან ბევრს ნიშნავს; იმას ნიშნავს, რომ ის ძველი ხედვის ნაშთი, რასაც გეოგრაფიული მიდგომა, რომ თითქოს, საქართველო იყო თუ არა ევროპა... ეს დისკუსიაც დამთავრდა და ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო ქვეყანა და აქვე გათქვა პოლონეთის მხარდაჭერის იმედიც. „პოლონეთი მუდამ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მან ძალიან სწორად შეფასა იმდროინდელი საფრთხე მომავალში, როცა არ მივიღეთ ის საერთაშორისო რეაგირება, რაც საჭირო იქნებოდა. დღესაც ჩვენ გვერდით დგას პოლონეთი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ანდჯეი დუდა: პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და NATO-ში
პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და NATO-ში. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ყველანაირ დახმარებას ვუწევთ უკრაინას. ახლა აუცილებელია, რომ უკრაინამ თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში კვლავ დიდი თავდასხმებია რუსეთის მხრიდან უკრაინაზე, არის დაბომბვის ფაქტები, როგორც ვხედავთ, უკრაინა დიდ წინააღმდეგობას უწევს. რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, უნდა შეაჩეროს ეს ომი. ვიცით, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომელიც მან დაიპყრო არამარტო უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებში. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შეეხება ეს საკითხი. იმედია, რომ რუსეთი დამარცხდება და დააბრუნებს ამ ტერიტორიებს. როგორც პოლონეთის პრეზიდენტი ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პოლონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არცთუ ისე დიდი ხნის განმავლობაში საქართველო სტატუსს მიიღებს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და ასევე, შევა NATO-ში. პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ამ მისწრაფებებს და კვლავ მხარს დაუჭერს. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხია. ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება საქართველოს უფრო მეტ კარგ პირობებს მისცემს იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური უსაფრთხოება მოიპოვოს“, - განაცხადა ანდჯეი დუდამ. ანჯეი დუდა: სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ ღიად დააფიქსირა პოზიცია რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ
მოლდოვის შსს რაკეტის ნამსხვრევების პოვნის შესახებ ცნობებს განმარტავს
მოლდოვაში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით, 3 კილომეტრში რაკეტის ნამსხვრევები იპოვეს. მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რაკეტის ნაწილი პოლიციამ იპოვა ჩრდილოეთ მოლდოვის სოფელ ბრიჩენის მახლობლად, უკრაინის საზღვართან ახლოს. მოლდოვის ხელისუფლების ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები უკვე მუშაობენ. რაკეტის წარმომავლობა ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. „მოლდოვის პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურები 5 დეკემბერს უკრაინაზე რუსეთის მასობრივი სარაკეტო დარტყმის დროს მზადყოფნაში იყვნენ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, მოლდოვა ზარალდება, რადგან ის უკრაინის ელექტროქსელთან არის ინტეგრირებული. 15 და 23 ნოემბრის მსგავსად, მოლდოვის ენერგოკომპანიამ დღესაც განაცხადა, რომ ქვეყანას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
აშშ საქართველოსთან ვაჭრობის განსხვავებულ მოდელს განიხილავს
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების საკითხი, სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე დახურული არ არის, თუმცა ამერიკას თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებები ყველა ქვეყანასთან შეჩერებული აქვს. ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მიდის მუშაობა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან ახალი მოდელის შემუშავებაზე. „აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობაზე მუშაობა იცით, რომ მიმდინარეობს, თუმცა ამერიკას თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებები ყველა ქვეყანასთან შეჩერებული აქვს, შესაბამისად მარტივი არ არის რომ ეს საქართველოსთან მოხდეს, მაგრამ საქართველოს აშშ-სთან განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს და ასეთი რამდენიმე ქვეყანაა, რაც ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან (USTR) შეხვედრის დროსაც (ესაა უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საგარეო ვაჭრობაზე) აღნიშნული იყო და განიხილება განსხვავებული მოდელები, ანუ ახალი პრაქტიკა თუ როგორ შეიძლება სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობა. ეს ერთეული ქვეყნებია, მათ შორის ბრიტანეთი, საქართველო და ა.შ. ეს რთული პროცესია, მაგრამ სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე საკითხი დახურული არ არის და ღიაა“, - განაცხადა მინისტრმა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე საუბარი 2012 წლის დასაწყისში დაიწყო, როცა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ კოლეგას ბარაკ ობამას შეხვდა.
საქართველოს მთავრობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას ₾200 მილიონის სესხს გამოუყოფს
საქართველოს მთავრობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას ₾200 მილიონის სესხს გამოუყოფს. „ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით გვიწევს მოსახლეობის მხარდაჭერა და სუბსიდირება. ხშირ შემთხვევაში ეს არის არაპირდაპირ გაცხადებული, არამედ ეს არის სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოების მხარდაჭერის გზით. ეს სხვადასხვა სფეროს ეხება. ჩვენ რომ მართლაც პოპულისტი მთავრობა ვიყოთ, ამაზე მეტი აქცენტები გვექნებოდა და ამას სხვანაირი ფორმით წარმოვაჩენდით ხოლმე. პირიქით, თქვენ[მედია] მიგვითითებთ ხშირ შემთხვევაში, რომ აქ არის ფარული თუ კვაზი სუბსიდირება, მხარდაჭერა მოსახლეობის და გვესმის, რომ მოსახლეობას იმ მდგომარეობაში, როცა ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს, სჭირდება მხარდაჭერა. მთავრობა კი ამას აკეთებს. ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ კორპორაციას დავეხმაროთ, თუმცა ეს იქნება სესხი და კორპორაცია მას გაისტუმრებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. რაც შეეხება ზოგადად, ნავთობის და გაზის კორპორაციას, როგორც სახელმწიფო საწარმოს, დავითაშვილის თქმით, გრძელვადიანად მთავრობას წარმოუდგენია, რომ სახელმწიფო საწარმოები იქნებიან ჯანსაღ ფინანსურ მდგომარეობაში და ექნებათ ძალიან კარგი მმართველობა. „სავალუტო ფონდთან ჩვენი რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმად სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებაა გაწერილი, სტრატეგიის დრაფტი უკვე არსებობს, მთავრობა ამას დაამტკიცებს და მომავალ წელს გვექნება ახალი კანონი სახელმწიფო საწარმოების შესახებ, რომელშიც ეს სტრატეგიული მიმართულებები და პრიორიტეტები, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს სრულად იქნება ასახული, რაც გულისხმობს მმართველობის გაუმჯობესებას, კორპორატიზაციას, ფინანსურ სიმყარეს და საბოლოოდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ესაა საწარმოები, რომლებიც შეძლებენ კაპიტალის მოზდვას და სექტორების გაუმჯობესებას“, - განაცხადა დავითაშვილმა.
თურქეთმა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები დაიწყო
თურქულმა საბურღმა ხომალდმა „აბდულჰამიდ ხანმა“, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში „ტაშუჯუ-1“-ის ადგილზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Anadolu, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია TPAO-ზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თურქეთის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ქვეყნის პოზიციის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია TPAO-ს Twitter-ის პოსტში. „აბდულჰამიდ ხანი" მეოთხე და ყველაზე თანამედროვე გემია თურქეთის ფლოტში, რომელიც ბურღვით სამუშაოებს ახორციელებს. საბურღ გემს 200 კაციანი პერსონალი ჰყავს. გემი ბურღვას 12 200 მეტრის სიღრმეზე ახორციელებს.
პაკისტანი რუსულ ნავთობს ფასდაკლებით შეიძენს
რუსეთი ნედლ ნავთობს პაკისტანს შეღავათიან ფასად მიჰყიდის. ამის შესახებ პაკისტანის ნავთობის მინისტრმა მუსადიკ მალიკმა ისლამაბადში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, რუსეთი პაკისტანს ბენზინსა და დიზელის საწვავს ფასდაკლებით მიაწვდის. ამავდროულად, მინისტრმა არ დააკონკრეტა რუსული ნავთობის ფასდაკლებული ფასი და არც უთქვამს, დააკმაყოფილებს თუ არა იმპორტი ბარელზე $60 დოლარს, რომელიც G7-მა და ევროკავშირმა, რუსეთის ოფშორულ ნავთობზე ამ კვირაში დააწესეს. მოსკოვმა განაცხადა, რომ არ მიჰყიდის გაზს იმ ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს იცავენ.
გერმანია აპირებს, ევროპის უსაფრთხოების გარანტი გახდეს - შოლცი
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია აპირებს, ევროპის უსაფრთხოების გარანტი გახდეს. ამის შესახებ ჟურნალ Foreign Affairs-ის სტატიაშია ნათქვამი. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთის დაპყრობით ომმა უკრაინის წინააღმდეგ დაასრულა მთელი ეპოქა და ახლა მსოფლიო „ეპოქალური ტექტონიკური ცვლილების“ წინაშე დგას. „თუმცა, პუტინს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავისი გზა გაიაროს; უნდა შეწყდეს რუსული რევანშისტული იმპერიალიზმი“, - განაცხადა შოლცმა. მისივე თქმით, გერმანიას სურს, რომ ევროპული უსაფრთხოების გარანტი გახდეს. „ამას მოელიან ჩვენგან მოკავშირეები. ეს ერთადერთი საშუალებაა გერმანიისთვის, რომ წარმატებულად გადალახოს ჩვენი დროის გეოპოლიტიკური განხეთქილება“, - აღნიშნა შოლცმა.
მაია სანდუ: მსოფლიომ ომის შესაჩერებლად რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმა დაგმო და მსოფლიო საზოგადოებას, ომის შესაჩერებლად, რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდა. მედია: უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ანექსირებული ყირიმის გარდა საჰაერო განგაშია „ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის განმეორებით თავდასხმებს უკრაინელ სამოქალაქო პირებსა და დანადგარებზე, ასევე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე ომის შესაჩერებლად. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია დავასრულოთ ადამიანების ტანჯვა და სიკვდილი“, - წერს სანდუ Twitter-ზე. დღეს რუსეთის ძალებმა, უკრაინის რამდენიმე რეგიონზე საჰაერო შეტევა განახორციელეს.
მედია: ჩრდილოეთ კორეაში ორი მოზარდი, სამხრეთ კორეული ფილმების გავრცელების გამო, სიკვდილით დასაჯეს
ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ სამი მოზარდი სიკვდილით საჯაროდ დასაჯა. ამის შესახებ dailymail წყაროებზე დაყრდნობით წერს. ორი მოზარდი სამხრეთ კორეული ფილმების ყურებისა და გავრცელებისთვის, ხოლო ერთი დედინაცვალის მკვლელობისთვის გასამართლდა. წყაროს ცნობით მოზარდები სიკვდილით, ოქტომბერში აეროდრომზე დასაჯეს.
ევროკომისია, შეიარაღებისა და ევროპის თავდაცვისთვის €1,2 მილიარდს გამოყოფს
ევროკომისიამ დღეს თავდაცვის კვლევებში, იარაღისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების შესახებ გამოაცხადა, რისთვისაც €1,2 მილიარდი დაიხარჯება. ინფორმაცია დღეს ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დღეს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაახლოებით 1.2 მილიარდი ევროს ინვესტიციას, ერთობლივი თავდაცვის კვლევისა და განვითარების პროექტებისთვის გამოყოფს. პირველი 61 პროექტი დაფინანსდება, რომლებიც ევროპის თავდაცვის ფონდის (EDF) მიერაა მხარდაჭერილი. ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირი აფინანსებს პროექტებს „თანამედროვე თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის, კერძოდ, შემდეგი თაობის საბრძოლო თვითმფრინავების, ჯავშანტექნიკისა და გემების, აგრეთვე კრიტიკული ტექნოლოგიების სივრცეში, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ღრუბლოვანი ტექნოლოგიების, ნახევარგამტარებისა და სამედიცინო კონტრზომების სფეროში“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
პრაღაში, საბჭოთა მარშალ კონევის ქანდაკება, პუტინის გამოსახულებიანი ორკით ჩაანაცვლეს
პრაღაში, იმ ადგილას, სადაც ადრე საბჭოთა მარშალი ივან კონევის ძეგლი იდგა, ორშაბათს ახალი ინსტალაცია გაიხსნა. კერძოდ, საბჭოთა მარშალ კონევის ქანდაკება, პუტინის გამოსახულებიანი ორკით (ფენტეზის ჟანრის გამოგონილი რასა) ჩაანაცვლეს. „ერთი ხელით ის თიშავს გაზის მილის სარქველს, მეორეთი ნაცისტურად ესალმება. ესაა რუსეთის პოზიცია, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და იყენებს ბუნებრივ რესურსებს, მათ შორის გაზს, ევროპული სახელმწიფოების შანტაჟისთვის და გეოპოლიტიკური ინტერესების წინსვლისთვის“, - ნათქვამია უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პუტინის ძეგლის ავტორმა, ჩეხმა მოქანდაკემ დუშან დოსტალმა განაცხადა, რომ ქანდაკების დამზადებას ორი კვირა და 130 კგ ლითონი დასჭირდა.
დიუსელდორფში, ტერორისტული საფრთხის გამო, საშობაო ბაზრობის ევაკუაცია განხორციელდა
დიუსელდორფში, ქალაქის ცენტრში საშობაო ბაზრობის ევაკუაცია ტერორისტული საფრთხის გამო განხორციელდა. ამის შესახებ Bild-ი წერს. ქალაქის ცენტრი გარშემორტყმული იყო პოლიციის კორდონებით, რის გამოც წვდომა მხოლოდ გარკვეულ ქუჩებზე იყო შესაძლებელი. პოლიციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ გადაუდებელი ზომები დაკავშირებულია „აბსტრაქტულ საფრთხესთან“. Bild-მა თავისი წყაროებიდან შეიტყო, რომ დაუდგენელმა პირი, სავარაუდოდ, მერიის წინ გამართულ ბაზრობაზე ხალხის ბრბოში სატვირთო მანქანის შეჭრით დაიმუქრა. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ბერლინში მომხდარი ტერაქტის დროს, როდესაც თავდამსხმელი საშობაო ბაზრობაზე ხალხში სატვირთო მანქანით შეიჭრა, 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ტერორისტიც. 2020 წელს, საეჭვო პაკეტების გამო, ბერლინის ბაზრობის ევაკუაცია განხორციელდა.
ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე, დრონების მონიტორინგის სისტემასა და 15 რადარს განათავსებს
ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე, დრონების მონიტორინგის სისტემასა და 15 რადარს განათავსებს. ამის შესახებ ესტონური მედია, ქვეყნის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. „დღეს ნარვას რეგიონში, რუსეთის ფედერაციასთან, საზღვრის დაახლოებით 70% მონიტორინგის აღჭურვილობითაა დაფარული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს არ აძლევს მესაზღვრეებს სრულ მიმოხილვას, თუ რა ხდება სასაზღვრო ზონაში. განვათავსებთ 15 ახალ სარადარო პოზიციასა და შევქმენით ცალკე სისტემას დრონების აღმოსაჩენად და გასანეიტრალებლად“, - თქვა ტარვო კრუუპმა, იდას სასაზღვრო პრეფექტურის ოპერატიული ხელმძღვანელმა. ესტონელი მაღალჩინოსნის თქმით, საზღვრის გამაგრების მიზნით, რესპუბლიკის ხელისუფლება იძულებული გახდება, სახელმწიფოს სასარგებლოდ შეიძინოს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რომელიც მუნიციპალურ საკუთრებაშია.
რუსეთის ახალმა დარტყმებმა 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უკრაინა ცას კვლავ ვერ ხურავს - ზელენსკი
სპეციალისტები მუშაობენ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციაზე 5 დეკემბერს, რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, მაგრამ არის გამოუსწორებელი მსხვერპლი - ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს მთავარი შედეგი ის არის, რომ 70 რუსული რაკეტიდან, უმეტესობა ჩამოაგდეს. მადლობა ვოსტოკის, სამხრეთისა და ცენტრის საჰაერო სარდლობის ყველა ჩვენს ჯარისკაცს. კარგია! ასევე მადლობა ჩვენს პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რომლებსაც ამჟამად ვიყენებთ. ყოველი ჩამოგდებული რუსული რაკეტა არის კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ ტერორის დამარცხება შესაძლებელია. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ უზრუნველვყოფთ ჩვენი ცის სრულ უსაფრთხოებას - იყო რამდენიმე დარტყმა, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ამ დროისთვის, დღის განმავლობაში რუსული დარტყმების შედეგად დაღუპულთა სიაში ოთხია. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს", - განაცხადა ზელენსკიმ.