ძებნის რეზულტატი:
ზელენსკიმ და მონტენეგროს პრემიერმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ზელენსკი პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ესაუბრა. „დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებები მთელ მსოფლიოში გაიგებენ, რომ შეუძლებელია სიკეთისა და ბოროტების დაბალანსება, ბოროტებას თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად გავაკეთებთ მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან მოუწოდა მონტენეგროს პარლამენტს, შეუერთდეს სხვა ქვეყნების პარლამენტებს და აღიარონ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ზელენსკიმ უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო დარტყმის შესახებაც ისაუბრა, რამაც მისი თქმით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ აპირებს, შეაჩეროს თავისი აგრესიული ქმედებები.
დანილოვის თქმით, მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა ნამდვილად რუსულია
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა ნამდვილად რუსულია. შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივანმა ოლექსი დანილოვმა „ტელემარათონის“ დროს გააკეთა. მოლდოვის შსს რაკეტის ნამსხვრევების პოვნის შესახებ ცნობებს განმარტავს „რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტები, ჩვენს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას დაუცველს ხდის. მოლდოვის ტერიტორიაზე ეს ნამდვილად იყო რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული რაკეტა. ჩვენ ვიცით, რამდენი წლის რაკეტებია ესენი, ზოგიერთი მათგანი [რაკეტები - რედ.] გაკეთდა იმ წელს, როცა დავიბადე“, - განუცხადა ოლექსი დანილოვმა. რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, მოლდოვა ზარალდება, რადგან ის უკრაინის ელექტროქსელთან არის ინტეგრირებული. 15 და 23 ნოემბრის მსგავსად, მოლდოვის ენერგოკომპანიამ 5 დეკემბერსაც განაცხადა, რომ ქვეყანას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
ოლექსი დანილოვი: რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტები, ჩვენს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას დაუცველს ხდის
რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტები, ჩვენს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას დაუცველს ხდის. შესაბამისი განცხადება ოლექსი დანილოვმა „ტელემარათონის“ დროს გააკეთა. მოლდოვის შსს რაკეტის ნამსხვრევების პოვნის შესახებ ცნობებს განმარტავს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა ნამდვილად რუსულია. „რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტები ჩვენს ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას დაუცველს ხდის. მოლდოვის ტერიტორიაზე ეს ნამდვილად იყო რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული რაკეტა. ჩვენ ვიცით, რამდენი წლის რაკეტებია ესენი, ზოგიერთი მათგანი [რაკეტები - რედ.] გაკეთდა იმ წელს, როცა დავიბადე“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა. რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, მოლდოვა ზარალდება, რადგან ის უკრაინის ელექტროქსელთან არის ინტეგრირებული. 15 და 23 ნოემბრის მსგავსად, მოლდოვის ენერგოკომპანიამ 5 დეკემბერსაც განაცხადა, რომ ქვეყანას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
რუსეთის მტკიცებით, სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე ორ რუსულ ავიაბაზაზე „უკრაინული თავდასხმისას“ დაიღუპა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე ორ რუსულ ავიაბაზაზე განხორციელებული „უკრაინული თავდასხმისას“ დაიღუპა. მისივე მტკიცებით, კიდევ ოთხი ადამიანი დაიჭრა. მედია: რუსეთში აფეთქება კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომზე მოხდა თავდაცვის უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ორი თვითმფრინავი მსუბუქად დაზიანდა.
11 თვეში საქართველოს 5 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნოემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში, საქართველოში 471,165 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ნოემბერთან შედარებით +160.4%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 70%-ით აღდგა. „ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა ნოემბერში. 2022 წლის ნოემბერში 299,605 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ნოემბერთან შედარებით +97.9%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 88.4% აღდგენილია”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას 2022 წლის იანვარ-ნოემბერში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის 11 თვეში საქართველოში 4,862,247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +185.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 55.9%-ს შეადგენს. „2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში 3,348,333 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +133.7%-ით მეტია გასული წლის 11 თვესთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 70.2 % აღდგენილია. საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის კიდევ აეროდრომზე დრონით იერიში განხორციელდა
დრონის თავდასხმის შედეგად, რუსეთის ფედერაციის კურსკის აეროდრომის მიდამოში ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. მედია: რუსეთში აფეთქება კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომზე მოხდა ამის შესახებ დღეს, დილით „ტელეგრამზე“ კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა დაწერა. მისივე თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. მედია: რუსეთში, სარატოვის ოლქის აეროდრომზე, უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განხორციელდა 5 დეკემბერს დილით, რუსულმა მედიამ გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე სამხედრო ბაზების აეროდრომებზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მოხდა. დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ღამით დაადასტურა და შეტევაში უკრაინა დაადანაშაულა. უკრაინულ მხარეს კომენტარი ამ დორმდე არ გაუკეთებია.
ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2021 წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირა 689 763 ლარის ღირებულების 4 180 მ2 ფართობის ორი მიწის ნაკვეთი. „ბრალდებულის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დამატებით 499 556 ლარის ღირებულების 6 387 მ2 ფართობის ორი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ხალხის ძალა“: საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ საზოგადოებას დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრით კიდევ დიდხანს შეაწუხებენ
საქართველოს დემოკრატიული წინსვლა მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება და ამის მიუხედავად, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, - საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს. „2012 წელს ქართული დემოკრატიის 9-წლიანი უკუსვლა დემოკრატიის შეუქცევადმა წინსვლამ ჩაანაცვლა. თუმცა, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრების“ გადმოსახედიდან, ყველაფერი უკუღმა მოჩანს. მათი ე.წ. აღქმების მიხედვით, „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმი იყო „დემოკრატიის შუქურა“, რომლის ჩაქრობის შემდეგ ქართულ დემოკრატიას სინათლე აღარ ღირსებია. სინამდვილეში, პოლიტიკაში ფაქტებით ყველაფერი თითქმის მათემატიკური სიზუსტით იზომება, ეს ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ ქართულმა დემოკრატიამ გასული 10 წლის და მათ შორის - გასული 2 წლის მანძილზე, მხოლოდ წინსვლა განიცადა: 2008-12 წლების პარლამენტში ფორმალურად 12, რეალურად კი - მხოლოდ 4 ოპოზიციონერი დეპუტატი იყო წარმოდგენილი, ხოლო დღევანდელ პარლამენტში ოპოზიციას 59 დეპუტატი - 6 სხვადასხვა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი წარმოადგენს; სენატორი რიში 2012 წლის ყოვლად გაუგონარი არჩევნებით აღფრთოვანებას დღემდე ვერ მალავს, თუმცა, ყველამ იცის, რომ 2012 წლის ჩათვლით, საქართველოში ყველა არჩევნები უხეშად ყალბდებოდა. „ქართული ოცნების“ პირობებში კი, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ხელისუფლება არათუ არჩევნებს არ აყალბებს, აგენტურა მას იქით უყალბებს ხმების პარალელური დათვლის შედეგებს; 2012 წლამდე ქვეყანას ჰქონდა დანაშაულებრივი რეჟიმის ინტერესებზე მორგებული, სრულიად დამახინჯებული კონსტიტუცია, რომელიც ავტორიტარიზმის სამართლებრივი გარანტის ფუნქციას ასრულებდა, დღეს კი მოქმედებს ახალი კონსტიტუცია, რომელიც კლასიკურ საპარლამენტო მმართველობის სისტემას ადგენს და ავტოკრატიის ჩამოყალიბებას აბსოლუტური ფორმით გამორიცხავს; 2012 წლამდე, ეროვნული მასშტაბით მოქმედი ყველა ტელევიზია ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქმედებდა, დღეს კი უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმის უმაღლესი ხარისხი, რომლის პირობებში „ნაცმოძრაობა“ 3 ტელეარხს ფლობს, ხოლო ნებისმიერი ახალი მედიასაშუალების დაფუძნება რამდენიმე დღეშია შესაძლებელი; 2012 წელს აღიკვეთა პატიმრების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების სისტემური პრაქტიკა, რომელიც 2012 წლამდე იყო დამკვიდრებული და რითაც წინა ხელისუფლებამ გვანტანამოს ციხის ყველა რეკორდი მოხსნა. 2012 წლიდან, საქართველოში პატიმრების რაოდენობა 24,100-დან 9,200-მდე, ხოლო პატიმრების სიკვდილიანობა ათჯერ შემცირდა; 2012 წელს აღიკვეთა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, რომელიც აგენტოკრატიის ფინანსური უზრუნველყოფისა და მისი პოზიციების გამყარების ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი იყო; 2012 წლამდე სასამართლო ხელისუფლებას სრულად აკონტროლებდა სააკაშვილი-ადეიშვილის ტანდემი, რის შედეგადაც მართლმსაჯულება ხელისუფლების რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად იყო ქცეული. 2012 წელს მოიხსნა პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე, რის შედეგადაც სასამართლო პრაქტიკა თვისებრივად შეიცვალა. გამამართლებელი განაჩენების ნულოვანი მაჩვენებელი ჰუმანურმა სისხლისსამართლებრივმა პოლიტიკამ ჩაანაცვლა. მრავალჯერადად გაუმჯობესდა წინასწარი პატიმრობის, ადმინისტრაციული პატიმრობის, ჯარიმისა და გირაოს შეფარდების, მოქალაქეების მიერ მოგებული ადმინისტრაციული საქმეების მაჩვენებლები, რაც ადასტურებს, რომ სასამართლოში ვითარება არა მხოლოდ ფუნდამენტურად გაუმჯობესდა, არამედ ყველა სისტემური პრობლემა პრინციპულად აღმოიფხვრა. ამ ყველაფერს დამატებით ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ათჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. გასულ წლებში ხელისუფლებამ უზენაესი სასამართლო 28 წევრით აგენტურისა და მისი პატრონების საყოველთაო კრიტიკის ფონზე დააკომპლექტა, თუმცა, დღემდე ვერავინ იხსენებს უზენაესი სასამართლოს მოქმედი შემადგენლობის მიერ განხილულ ვერცერთ საქმეს, რომელზეც ვინმეს რაიმე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს; აღარაფერს ვამბობთ საერთაშორისო რეიტინგებზე და ინდექსებზე, რომლებიც ყველა მიმართულებით საქართველოს 10-წლიან ფუნდამენტურ დემოკრატიულ წინსვლას ადასტურებს. როდესაც საქართველოს დემოკრატიული წინსვლა მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება და ამის მიუხედავად, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, ამაში მხოლოდ ერთი ლოგიკა შეიძლება დავინახოთ: სინამდვილეში, ისინი დემოკრატიაში სრულიად სხვა რამეს, კერძოდ - აგენტოკრატიას გულისხმობენ. საკმარისია სიტყვა „დემოკრატია“ სიტყვა „აგენტოკრატიით“ ჩავანაცვლოთ და მყისიერად ცხადი ხდება, თუ რას უწოდებენ ეს ადამიანები დემოკრატიის უკუსვლას. ე.წ. „დემოკრატიის უკუსვლა“, ანუ აგენტოკრატიის უკუსვლა არის ვითარება, როდესაც: აგენტურა ზედიზედ მესამედ აგებს საპარლამენტო არჩევნებს და ვერ იბრუნებს ძალაუფლებას; აგენტურას ამხელენ ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში; აგენტურა თავის ლიდერს არაჟნის კონტეინერით საქართველოში შემოპარვისთვის იმეტებს და ამითაც ვერ აღწევს მიზანს; აგენტურა რუსთაველის გამზირზე აღმართული სცენიდან ითხოვს მთავრობის გადადგომას და ქუჩის აქციებით ცდილობს ხელისუფლების გადატრიალებას, მაგრამ მიზანს ვერც ამ ფორმით აღწევს; აგენტურა მინიმალური დოზითაც ვერ ახერხებს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური კონტროლის დაბრუნებას; აგენტურის ორი მთავარი ფიგურა თავს ვერ აღწევს სასჯელს ჩადენილი დანაშაულებისთვის და მათ ციხეში უწევთ სასჯელის მოხდა; აგენტურა იმ დონეზეა დეგრადირებული, რომ მისი მთავარი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ერთმანეთს ხაბეიშვილი, მელია და მუმლაძე ეჯიბრებიან; აგენტურა მისი ლიდერის განთავისუფლების მოთხოვნით გამართულ უკანასკნელ აქციაზე ათას კაცსაც კი ვერ უყრის თავს; აგენტურა ვერ ასრულებს მთავარ დავალებას და ვერ აღწევს საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღებას. ტრადიციულად, აგენტურის დასუსტების ფონზე, მათი პატრონები აქტიურდებიან და ასე ცდილობენ ხოლმე მათი თანამშრომლების სისუსტის კომპენსირებას. ამ ტრადიციის გათვალისწინებით, ორი სენატორის - რიშისა და შაჰინის ბოლოდროინდელი გააქტიურებაც სავსებით ლოგიკურია. ასევე, მოსალოდნელია, რომ აგენტურის პატრონები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემის აქტუალიზებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. საქართველოსთვის პრაქტიკული თვალსაზრისით არაფრისმომცემი სტატუსის თემა, თავის დროზე, ჩვენთვის მოიგონეს, რათა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოსთვის სტატუსი არ მიენიჭებინათ და ამით, ხელისუფლებაში აგენტოკრატიის დაბრუნებისთვის გაეხსნათ გზა. თუმცა, საზოგადოებამ მაშინ სცენარი, საბოლოოდ, იოლად გაშიფრა და აგენტურას მისი განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა. ამის მიუხედავად, გამორიცხული არაა, მათ კანდიდატის თემის აქტუალიზება კიდევ ერთხელ სცადონ, თუმცა, დარწმუნებული ვართ, საზოგადოება ამ სცენარსაც ადვილად წაიკითხავს და მას კიდევ ერთხელ სათანადო რეაქციით შეხვდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში დემოკრატიის წინსვლა და აგენტოკრატიის უკუსვლა ერთნაირი მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება. ამასთან, აგენტოკრატიის უკუსვლა სწრაფი ტემპით სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც პარლამენტის საბოტაჟმა, 19 აპრილის ნაძალადევმა შეთანხმებამ და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამ ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო და აგენტოკრატიის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის მოაზრებულმა ამ სამივე აქტმა, საბოლოოდ, აგენტურა იქით დაასუსტა. დემოკრატიის ე.წ. ორწლიანი უკუსვლა სინამდვილეში სწორედ იმ უკუსვლას მოიაზრებს, რომელიც აგენტურამ ამ ორი წლის მანძილზე განიცადა. ფაქტია, რომ საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ ქართულ საზოგადოებას დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრით კიდევ დიდხანს შეაწუხებენ. მთავარია, საზოგადოება ამგვარი რიტორიკით არ გადაიღალოს და ამ ფონზე, შეცდომა არ დაუშვას. სწორედ ამისათვის არის საჭირო სიმართლით ხალხის აღჭურვა. მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია საქართველოს თავიდან ააცილოს აგენტოკრატიის დაბრუნება, რაც ქვეყანაში მშვიდობისა და დემოკრატიული წინსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა“, -აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
Fitch-მა გლობალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 1,4%-მდე შეამცირა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა 2023 წლისთვის გლობალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 1,4 პროცენტამდე შეამცირა, ნათქვამია Fitch-ის პრესრელიზში. „გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის კვლავ დაქვეითდა, რადგან ცენტრალური ბანკები აძლიერებენ ბრძოლას ინფლაციის წინააღმდეგ და ჩინეთის უძრავი ქონების ბაზრის პერსპექტივა უარესდება“, - ნათქვამია პრესრელიზში. სააგენტომ ასევე დაამატა, რომ მომავალ წელს აშშ-ის მშპ-ს ზრდა 0,5 პროცენტიდან 0,2 პროცენტამდე შემცირდა. Fitch ელოდება, რომ ევროზონის მშპ 0,2 პროცენტით გაიზრდება, ნაცვლად 0,1 %-ისა. Fitch მიიჩნევს, რომ ეროვნული რეგულატორების მიერ ძირითადი განაკვეთების ზრდა არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც აფერხებს აშშ-სა და ევროზონის ეკონომიკის ზრდას. გარდა ამისა, Fitch-ის პროგნოზის მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკური აღდგენა შეზღუდულია კორონავირუსის შედეგად შემოღებული შეზღუდვებითა და უძრავ ქონებაზე ფასების გაჭიანურებული ვარდნით. როგორც ადრე, მოსალოდნელია, რომ ზრდა ამ წელს 2,8 პროცენტამდე შენელდება. მაგრამ აღდგება მხოლოდ 4,1 პროცენტამდე 2023 წელს და არა 4,5 პროცენტამდე, როგორც მანამდე ფიქსირდებოდა.
გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინაში არსებულ ვითარებაზე სხდომას გამართავს
გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინაში ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს სხდომას გამართავს. ამის შესახებ მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა. „6 დეკემბერს დასავლელებმა კვლავ მოიწვიეს უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც თემად აირჩიეს ჰუმანიტარული საკითხები და ბავშვთა დაცვა“, - წერს ის ტელეგრამის არხზე. გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომა უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ 24 ნოემბერს გაიმართა.
თურქეთში, არალეგალური მიგრაცია რეკორდულ ნიშნულზეა
2022 წლის პირველი იანვრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით თურქეთიდან სულ 109 816 არალეგალური მიგრანტია დეპორტირებული. „ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში. ეს, ფაქტობრივად, ანტირეკორდია“, - ამის შესახებ თურქეთის მიგრაციასთან ბრძოლის ოფისის წარმომადგენელმა რამაზან სეჩილმიშმა განაცხადა. მისი თქმით, მიგრანტები დაკავების მომენტიდან დეპორტაციამდე სპეციალურ ცენტრებში იმყოფებიან. „თუ 2015 წელს ეს ცენტრები 1 740 ადამიანზე იყო გათვლილი, დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ 20 540 ადგილზე, 30 ცენტრში“, - განაცხადა სეცილმისმა. მან აღნიშნა, რომ დეკემბრის დასაწყისისთვის ამ ცენტრებში 18 000-მდე მიგრანტი იმყოფებოდა. დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, წლის დასაწყისიდან მხოლოდ ავღანეთში 230 ჩარტერული რეისი მოეწყო თურქეთიდან მიგრანტების ჩასაბარებლად. მისი თქმით, მთლიანობაში 2022 წელს ქვეყნიდან უკვე გააძევეს 61 617 ავღანელი და 12 914 პაკისტანელი. დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წლის 11 თვეში თურქეთში 263 136 არალეგალური მიგრანტი დააკავეს. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთიდან არ განდევნიან პირებს, რომლებსაც დაცვა ესაჭიროებათ.
შალვა პაპუაშვილი: საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას
საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე და უკვე აღარ რჩება კითხვა მის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც მრავალი თაობა ოცნებობდა და რისთვისაც ბევრი თაობა იბრძოდა. საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კლინგენდაელის ინსტიტუტში საჯარო დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჩვენ ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს პარტნიორებისგან - პაპუაშვილი მისი თქმით, ამ ცვლილებების მიუხედავად, საქართველო ახერხებს და საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს ინარჩუნებს. „ჩვენ ცვალებად სამყაროში გვიწევს ცხოვრება. ცვლილებები იწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კლიმატის და სამხედრო სირთულეებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო დაპირისპირება და სხვა გამოწვევები ამის ნათელი მაგალითებია. ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უდიდესი წნეხის ქვეშ მოექცა. აღნიშნული ცვლილებების და ტურბულენტობის პირობებში, საქართველო ახერხებს და ინარჩუნებს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება რეგიონის სხვა ქვეყნებისათვისაც სტიმული იქნება და ამავდროულად, დაიცავს რეგიონს რუსეთის გეოპოლიტიკური ძალისხმევისგან. „ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას დიდი ენთუზიაზმით შევუდექით. იმის მიუხედავად, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა, საქართველომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ჩვენი მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდგომი დაახლოება და ქვეყნის სრული ევროპიზაცია. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მეტ ენერგიას შესძენს საქართველოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ დინამიურად განვითარებად დემოკრატიას და დიდი სტიმული იქნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის. კანდიდატობის სტატუსი ასევე შეამცირებს ისეთი ავისმსურველების ძალისხმევას, როგორიცაა რუსეთი, რომელსაც სურს, ჩვენს რეგიონზე კვლავ ჩამოაფაროს გეოპოლიტიკური რკინის ფარდა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საჯარო დისკუსია „საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, შალვა პაპუაშვილისა და მისი თანხმლების დელეგაციის ნიდერლანდების სამეფოში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში შედგა.
ავღანეთში ავტობუსში აფეთქება მოხდა
ავღანეთის პროვინცია ბალხში აფეთქების შედეგად ავტობუსის 7 მგზავრი დაიღუპა, იტყობინება ადგილობრივი მედია. შემთხვევა ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მოხდა. სამსახურებრივმა ავტობუსმა უზბეკეთის საზღვარზე ჰაირათანის გამშვები პუნქტის თანამშრომლები გადაიყვანა. ბალხის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მუჰამედ ასიფ ვაზირიმ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. დადგენილია, რომ ბომბი ქუჩის მოვაჭრეების დახლის ქვეშ იყო ჩადებული. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.
ევროკავშირის 24 ქვეყანას უკრაინის ახალ სამხედრო მისიაში მონაწილეობა სურს
ევროკავშირის 24-მა ქვეყანამ, უკრაინელი სამხედროების მომზადების ახალ მისიაში მონაწილეობის შესახებ წინადადებები წარადგინა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ბლოგშია ნათქვამი. „ტრენინგი, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. ევროკავშირის 24 წევრმა ქვეყანამ სასწავლო მოდულებისთვის 100-ზე მეტი წინადადება წამოაყენა, რომელთა შესაბამისობაც ახლა უკრაინის საჭიროებებთან დაკავშირებით განიხილება“, - წერს ბორელი. 5 დეკემბრის მდგომარეობით, მიმდინარეობს 15 მოდული 1 125 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით, ხოლო ცხრა მოდული 377 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით უკვე დასრულებულია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები უკვე გადიან წვრთნას ჩეხეთის რესპუბლიკაში, ლიბავას პოლიგონზე. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ახალი სასწავლო მისიამ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის (EUMAM Ukraine) სრულ ოპერატიულ მზადყოფნას მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრუკლინში ქართველებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 2 დაიჭრა
გავრცელებული ინფორმაციით, ბრუკლინში ქართველებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 2 დაიჭრა. დაპირისპირების სავარაუდო მიზეზად თანხა სახელდება. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბანკიდან გამოსულ 2 ქართველ მამაკაცს საქართველოს სამი მოქალაქე აედევნა და ფულის წართმევა სცადა. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები ცნობია.
მონტენეგრომ უკრაინის დასახმარებლად სამხედრო ბიუჯეტის 11% გამოყო
მონტენეგროს მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს, რაც ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის 11 პროცენტს უტოლდება. ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოშეხვედრისას განაცხადა. მონტენეგროს მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ მონტენეგრო სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას აირჩიოს რომელ ორგანიზაციებს შეუერთდეს. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი ისე დასრულდება, რომ უკრაინა თავის ტერიტორიას დაიცავს. მონტენეგროში, რომელსაც 600 ათასი მოსახლე ჰყავს, უკრაინიდან 10 ათასზე მეტი ლტოლვილია“, - განაცხადა დრიტან აბაზოვიჩმ. 5 დეკემბერს მონტენეგრომ ხელი მოაწერა დეკლარაციას უკრაინასთან, რომელიც მხარს უჭერს მის ევროატლანტიკურ პერსპექტივას. ბელგიისა და ჩეხეთის შემდეგ, ჩერნოგორია NATO-ს მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც ხელი მოაწერა მსგავს დოკუმენტს.
საქართველოში აკრედიტებული NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები, თავდაცვის უწყების NATO-ს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესს ეცნობიან
თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები, თავდაცვის უწყების NATO-ს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესსა და სამომავლო გეგმებს ეცნობიან. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დიპლომატებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. მან მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების მიზნით განხორციელებული პროექტები და რეფორმები გააცნეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს მომავალი წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზეც მიაწოდეს ინფორმაცია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მსგავსი სახის შეხვედრები სისტემის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის დამადასტურებელია.
უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომში 92 200 ჯარისკაცი დაკარგა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 92 200 ; ტანკი - 2 929 ; ჯავშანტექნიკა - 5 905; საარტილერიო სისტემა - 1 915; სარაკეტო სისტემა - 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 2 211; თვითმფრინავები - 281; ვერტმფრენი - 264; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 587; საკრუიზო რაკეტები - 592. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვის შემდეგ, თურქეთის სანაპიროებთან ნავთობის ტანკერების საცობი წარმოიქმნა
თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობის გადამზიდავამა ტანკერებმა საცობი წარმოქმნეს. 19 ტანკერმა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებთან, რუსულ ნავთობზე ფასის ზღვრის ამოქმედების შემდეგ, ღუზა ჩაუშვა. ამის შესახებ Financial Times-მა გადაზიდვის ბროკერების, ნავთობით მოვაჭრეებისა და სატელიტური თრექინგის სერვისების მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა. რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარის გამო, რომელიც 5 დეკემბერს ამოქმედდა, ტანკერებს, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ, საქონლის დასავლეთში დაზღვევა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ნავთობის ფასი, ბარელზე $60-ის ზღვარს აღემატება. შეზღუდვების დაწესების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ მოითხოვა ნავთობის დაზღვევის დამადასტურებელი საბუთი. თურქეთის სანაპიროებთან გემებზე, ნავთობის უმეტესი ნაწილი ყაზახური წარმოშობისაა. ყაზახეთიდან ნავთობი რუსეთში მილსადენით შემოდის და არ ექვემდებარება დასავლეთის სანქციებს. 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების შესახებ, რომელიც საზღვაო ტრანსპორტით ნავთობის გადაზიდვებზე ფასის ჭერს ითვალისწინებს. რუსული ნავთობის ჭერის ფასი, სამომავლოდ ფასის შეცვლის შესაძლებლობით, 60 დოლარით განისაზღვრა. „მიღებული შეზღუდვები გავლენას ახდენს რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სერვისების ფართო სპექტრზე“, - წერს მედია.
გაერო: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 6702 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
24 თებერვლიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 6702 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ მონაცემებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომში 92 200 ჯარისკაცი დაკარგა "დაჭრილია 10 479 მშვიდობიანი მოქალაქე. მოკლულთა შორის 424 ბავშვია. გაეროს მონაცემებით, მხოლოდ ნოემბერში, უკრაინაში 162 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 ბავშვი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.