ძებნის რეზულტატი:

Financial Times-მა ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანულმა გაზეთმა Financial Times-მა წლის ადამიანად დაასახელა. გაზეთის ცნობით, ეს არჩევანი იმიტომ გაკეთდა, რომ „ზელენსკი გახდა უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობის განსახიერება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“. უკრაინის პრეზიდენტს უწოდეს ვლადიმერ პუტინის ანტიპოდი, რომელიც კრემლში იმალება და იმპერიის აღდგენით გატაცებამ შესაძლოა, ასობით ათასი სიცოცხლე იმსხვერპლოს.  თავის სტატიაში FT ზელენსკის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილს ადარებს, რომელიც რადიოში ქვეყნის გასაერთიანებლად და გასამხნევებლად, ბლიც-კრიგის დროს რადიოში ლაპარაკობდა. „უკრაინის პრეზიდენტი ანალოგიურად იყენებს სოციალურ მედიას დასავლეთის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის დაუნდობელ კამპანიაში. ამ გზაზე, ის გახდა ლიბერალური დემოკრატიის სტანდარტის მატარებელი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ უფრო ფართო გლობალურ ბრძოლაში, რამაც შეიძლება 21-ე საუკუნის კურსი განსაზღვროს.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-6 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 7-8 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სააგენტოს ინფორმაციით, 8 დეკემბრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში 0, -5, დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. 8 დეკემბერს გამოიდარებს, დღისით ტემპერატურა +8 გრადუსამდე მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში 8 დეკემბრამდე ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლოა, მცირე თოვლიც აღინიშნოს. 8 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3 , ხოლო დღის საათებში +3, +5 გრადუსი იქნება.  

პროკურატურამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მდებარე ტყის მასივში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს დანით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

ირაკლი ღარიბაშვილი: უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის ტრაგედიაა

მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.  „აქვე მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ეს ჩვენთვის არის დიდი ტკივილი, დიდი დანაკლისი, უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც რა თქმა უნდა არის ჩვენთვის ტრაგედია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.   უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გადმოსვენება ოჯახებთან შეთანხმებით, მთავრობის ჩართულობით მოხდება და ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.  „ვინაიდან დაღუპულები იყვნენ სამხედროები, ოფიცრები, მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული ჩვენს ტერიტორიულ ომებში, აგვისტოს 2008 წლის ომი იქნებოდა თუ მანამდე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში. ამიტომ ყველა ასეთი შემთხვევა იქნება აღნიშნული და სამხედრო პატივით დაკრძალული. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივუსამძიმრო ეს ტრაგედია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.   უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.   

ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ. ირაკლი ღარიბაშვილი: უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის ტრაგედიაა როგორც მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკოსები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მღელვარების შემოტანას ცდილობენ. "მინდა ყველას შევახსენო, ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, შეიძლება ასე ითქვას, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, ახლაც სამწუხაროდ, ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა თავიდან არიდებული ჩვენი მთავრობის მიერ. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიქცა რეალური მათი ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე, რაზე საუბრობენ საერთოდ, როგორ ბედავენ ეს ადამიანები, საერთოდ როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, თავად გამოიქცნენ, ე.წ. მთავარსარდალმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს, მიწაზე იყო გართხმული და მეორე, თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან. დღეს გამოდიან და ცდილობენ მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

კახა კალაძე: რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.  უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა „ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს! რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს. უმძიმესია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს!“ - განაცხადა კახა კალაძემ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.  

თბილისისა და რომის მერები დედაქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელს მოაწერენ

თბილისის მერი, კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომში იმყოფება. ინფორმაციას მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა რომის მერთან, რობერტო გუალტიერისთან. ვიზიტის ფარგლებში, თბილისისა და რომის მერები ხელს მოაწერენ დედაქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში იმყოფება მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.  

მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დაასუბსიდირებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დაასუბსიდირებს. „საქართველოში 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავლის მიღებაა მოსალოდნელი. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში მივიღებთ. ხოლო, სამრეწველო გადამუშავების, ანუ არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდიას გავცემთ, რაც ჩვენი ფერმერებისთვის კარგი შეღავათი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 15 თეთრიანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. დამატებით 5 თეთრს კი საწარმო გადაიხდის. შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.  

ირაკლი ღარიბაშვილი: 15%-ის ნაცვლად, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 20% იქნება

„ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. პარლამენტში შევდივართ ინიციატივით, რომ ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდეს“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისივე თქმით, „უბრალოდ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ - წელს ბანკების წმინდა მოგება 2 მილიარდი ლარი იქნება“.  „პარლამენტს მივმართავთ, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა. ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ბანკები მოგების გადასახადს გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. რეფორმის მიხედვით, რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. მაშინ ითქვა, რომ საფინანსო სექტორისთვის აღნიშნული მოდელი 2019 წელს ამოქმედდებოდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ კიდევ ერთხელ, 2023 წლამდე გადაიწია.  

აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ლიდერები მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში - ღარიბაშვილი

აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ეს სოლიდარობა სხვა ფორმით გამოხატონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ - ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარი ვალდებულება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც ქვეყნის კეთილდღეობის განმსაზღვრელია. „უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, მეგობრებო, და დღეს მსოფლიოსა და ევროპაში ძალიან რთული ვითარებაა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტით, შემდეგ ევროპის ქვეყნების სახელმწიფოების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და რომ ეს სოლიდარობა გამოხატონ სხვა ფორმით. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ, რომ ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონილი, შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას არ შევუქმნათ პრობლემები. ჩვენი მთავარი ვალდებულება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელია. სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო, სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული, ეროვნული პოლიტიკა და არა – ომით და, მით უმეტეს, წაგებულ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.  

მედია: მონღოლეთში მომიტინგეები მთავრობის შენობაში შეჭრას ცდილობენ

მონღოლეთში მომიტინგეები მთავრობის შენობაში შეჭრას ცდილობენ. პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის გზა პოლიციამ უკვე გადაკეტა. მედიის ცნობით, ქვეყანაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინოვნიკებმა დიდი რაოდენობით ნახშირი მოიპარეს.

მედია: უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ანექსირებული ყირიმის გარდა საჰაერო განგაშია

უკრაინული მედიის ცბოვით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ანექსირებული ყირიმის გარდა საჰაერო განგაშია.  მედიის ცნობითვე, დონეცკის, პოლტავის და ხარკოვის რეგიონებზე რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. გარდა ამისა, ოდესისა და ნიკოლაევის რეგიონების ხელმძღვანელებმა განაცხადეს საჰაერო თავდასხმების შესახებ.  შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მედია: რუსეთში აფეთქება კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომზე მოხდა

რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აეროდრომზე ქალაქ რიაზანთან, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საწვავის ტანკერი აფეთქდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ორი ​​ადამიანი დაშავდა სარატოვის რეგიონში აეროდრომზე მომხდარი აფეთქების შედეგად. უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქებები. ტერიტორია უკრაინის საზღვრიდან 800 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს. აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირას გამოქვეყნდა სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ჩანს ენგელსის საჰაერო ბაზაზე სამხედრო თვითმფრინავების გაზრდილი აქტივობა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორივე ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია.  

მუქარის შემცველი გზავნილები უკრაინელმა დიპლომატებმა ისევ მიიღეს

ესპანურმა პოლიციამ 5 დეკემბერს ამოიღო დიპლომატებისთვის განკუთვნილი სამი კონვერტი, რომლებიც სავარაუდოდ, ცხოველების თვალებს შეიცავდა. კერძოდ, საეჭვო გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოში მადრიდში, გენერალურ საკონსულოში ბარსელონაში და ასევე საკონსულოში, მალაგაში. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გააკეთა. ნიკოლენკოს თქმით, საერთო ჯამში, 12 ქვეყანაში უკრაინის დიპლომატიურ მისიებზე 21 „თავდასხმა“ დაფიქსირდა. „ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტიან მუშაობას უკრაინის მტრისგან დასაცავად და ჩვენი გამარჯვებისთვის“, - განმარტა სპიკერმა. დმიტრო კულება: მუქარის შემცველი წერილები უკრაინის კიდევ ორ საელჩოში მიიღეს სისხლით შეღებილი პაკეტები ცხოველის თვალებით მანამდე გადაეცა უკრაინის საელჩოებს ესპანეთში, უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიასა და ავსტრიაში, გენერალურ საკონსულოებში ნეაპოლსა და კრაკოვში, ასევე, საკონსულოში ბრნოში. მსგავსი ამანათები მიიღეს აშშ-ის საელჩოში მადრიდში, ასევე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა. ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში, უკრაინის საელჩოებმა მუქარის შემცველი გზავნილები მიიღეს

ლევან დავითაშვილი: ე.წ ესტონური მოდელი საშეღავათოა და ის ბანკებს არ სჭირდებათ

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოგების გადასახადის ე.წ ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა, ამ ეტაპზე საბანკო სექტორს არ სჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილი: 15%-ის ნაცვლად, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 20% იქნება „ვხედავთ, რომ დღეს საბანკო სექტორი არის ძლიერი, წამყვანი და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკონომიკისთვის საამაყო. დღეს ასევე ვხედავთ, რომ საბანკო სექტორი მნიშვნელოვნად განვითარებულია, მაშინ როცა ესტონური მოდელი ძირითადად საშეღავათოა და ამიტომ ბანკებს არ სჭირდებათ ამ ეტაპზე ეს მოდელი. ამ საკითხზე იყო ბანკებთან მკაფიო კომუნიკაცია და ეს გადაწყვეტილება მათთან კომუნიკაციის შედეგადაც იქნა მიღებული. ეს ობიექტურ რეალობას ეფუძნება და არ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და ძალიან მკაფიო ლოგიკა არსებობს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, სადაზღვევო კომპანიებისთვის, ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედება ერთი წლით გადავადდა. შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. რეფორმის მიხედვით, რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. მაშინ ითქვა, რომ საფინანსო სექტორისთვის აღნიშნული მოდელი 2019 წელს ამოქმედდებოდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ კიდევ ერთხელ, 2023 წლამდე გადაიწია.  

იაპონია თავდაცვის შენაერთების რაოდენობის გაზრდას გეგმავს

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილების ფონზე, იაპონია მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, თავდაცვის ქვედანაყოფების რაოდენობის გაზრდის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ Anadolu წერს. ტოკიომ შესაძლოა, განაახლოს თავდაცვის ეროვნული პროგრამის სახელმძღვანელო პრინციპები, 10-წლიანი თავდაცვის გაძლიერების პოლიტიკა, რომელიც 2022 წლის ბოლოს განახლდება. ამასთან, იაპონური მედიის ცნობით, ტოკიო 2031 წლის ფისკალური წლის ბოლომდე, ქვეყნის შორეულ სამხრეთ-დასავლეთ კუნძულებზე ბალისტიკური რაკეტების განეიტრალების შესაძლებლობებით აღჭურვილი თავდაცვითი ძალების ქვედანაყოფების თითქმის გასამმაგებას განიხილავს.      

სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული - ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სრული რეალიზებისთვის სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს. „რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც იცით, უმჯობესია, ექიმებმა ისაუბრონ. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს, როგორც ამ კონკრეტული მსჯავრდებულისთვის, ასევე, ყველა სხვა იმ პირისთვის, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება, ასე გაგრძელდება შემდეგშიც“, - განაცხადა ბრეგაძემ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად იყო აქამდე გამოხატული ინტერესი რაც შეეხება უშალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცულობას. ამის კონკრეტული მაგალითია, როცა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, იმის ნაცვლად, მოეწოდებინათ შიმშილობის შეწყვეტისკენ, გარკვეულ ტელეარხებზე პირდაპირ მოუწოდებდნენ იმას, რომ შიმშილობის შეწყვეტა პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი იქნებოდა და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა და ცდილობდნენ, რომ ეს გმირულ საქციელთან გაეიგივებინათ, რაც ყოვლად მიუღებელი იყო. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოშიმშილე ადამიანს არ მოუწოდებს შიმშილობის შეწყვეტისაკენ, მორალთან ძალიან მწყრალად არის და ნამდვილად მეპარება ეჭვი იმაში, ადამიანი, რომელიც მოშიმშილეს პირიქით ეუბნება, რომ შიმშილობა გააგრძელოს, ის გულწრფელად იყოს დაინტერესებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ სურდეს. რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც არსებობს მორალი, არსებობს წითელი ხაზები და ეს ყველამ უნდა დაიცვას, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ნაბიჯები მაინც იდგმება და ირღვევა ეს წითელი ხაზები, ადამიანური და მორალური“, - განაცხადა ბრეგაძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ელჩი ბრინკი: აშშ დაეხმარება უკრაინას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვასა და აღდგენაში

შეერთებული შტატები უკრაინას საჰაერო თავდაცვას და ენერგეტიკულ დახმარებას გაუწევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვასა და შეკეთებას. შესაბამისი განცხადება ამერიკის ელჩმა გააკეთა.  „რადგან რუსეთი მიზნად ისახავს სითბოს, წყალსა და ელექტროენერგიას უკრაინაში ყველა ადამიანისათვის, მათ შორის ბავშვებისა და მოხუცებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას რუსეთის ბარბაროსული ესკალაციის წინააღმდეგ. ასვვე გავუწევთ ენერგეტიკულ დახმარებას უკრაინას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვასა და აღდგენაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა უკრაინაში.  მანამდე შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაზიანებული ელექტრო ქსელების შეკეთებისა და აღდგენისთვის 53 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.   

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6987 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7056 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.69 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფრომაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8431 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8466 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.35 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1448 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3048 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 დეკემბრიდან შევა ძალაში.  

აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი და საქართველო მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ

17 დეკემბერს ბუქარესტში, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი და საქართველო ევროპის ამ ქვეყნებისთვის მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.    აზერბაიჯანიდან ელექტრო კაბელი რუმინეთამდე, შემდეგ უნგრეთამდე გაგრძელდება, ხოლო საქართველო სატრანზიტო ფუნქციას შეასრულებს. პროექტის დეტალები, დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, რუმინელ კოლეგასთან ბოგდან აურესკუსთან ეუთოს მინისტერიალის საბჭოს შეხვედრის ფარგლებში განიხილა. „აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ, გამოიყენონ თავიანთი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ევროპის ელექტროენერგიით მომარაგების ახალი მარშრუტის შესაქმნელად“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. „ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. ასევე წაიკითხეთ: რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო