ძებნის რეზულტატი:
ლაჩინის გზაზე აზერბაიჯანელი აქტივისტების აქცია მიმდინარეობს
რუსი სამხედროების დროებითი კონტროლის ქვეშ მყოფი შუშა-ხანკენდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, აზერბაიჯანელი გარემოსდაცვითი აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ინიცირებული საპროტესტო აქცია უკვე მერვე დღეა გრძელდება. აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა აქცია შუშის მახლობლად ხანკენდის სომხეთთან დამაკავშირებელ გზაზე 12 დეკემბერს დაიწყო. აქციის მონაწილეები სიცივის მიუხედავად ტერიტორიას არ ტოვებენ. აქტივისტები სკანდირებენ ლოზუნგებს გარემოსდაცვითი ტერორის, საბადოების უკანონო ექსპლუატაციის წინააღმდეგ და ასევე ყარაბაღში რუსული სამხედრო კონტინგენტის მეთაურთან, ანდრეი ვოლკოვთან შეხვედრას მოითხოვენ. 11 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსული სამხედრო კონტინგენტის საქმიანობასთან დაკავშირებით. ნოტა გადაეცა ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც აზერბაიჯანელი ექსპერტების ჯგუფი ვერ აკონტროლებდა ეკოლოგიურ მდგომარეობას რუსი სამხედროების დროებითი განლაგების ტერიტორიებზე.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები, მირონიდან ბარში გადაასვენეს.
მასკი Twitter-ის დირექტორობიდან გადადგომას განიხილავს
Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი საჯაროდ აცხადებს, რომ კომპანია Twitter-ი გაკოტრებისაკენ მიმავალ გზაზეა და ის ამჟამად გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას განიხილავს. Reuters: Twitter-ის შეძენის გამო ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა განცხადების გავრცელების შემდეგ, მასკმა საჯარო გამოკითხვაც დაიწყო და აღნიშნა, რომ CEO-ს თანამდებობიდან გადადგომის საკითხს Twitter-ის მომხმარებლები თავად გადაწყვეტენ. გამოკითხვის დასრულებამდე 5 საათია დარჩენილი და ჯერჯერობით 13 მილიონი მომხმარებლიდან 56.4% მასკის გადადგომას უჭერს მხარს. Twitter-ის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ამჟამად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი და პოპულარული პოდკასტის ავტორი, ლექს ფრიდმანი განიხილება. შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
საქსტატი: საქართველოში საგარეო ვაჭრობა 32%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 018.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 5 037.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (31.8 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 11 981.1 მლნ. აშშ დოლარს (32.4 პროცენტით მეტია). „საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში, 6 944.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია. 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (660.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (597.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (595.5 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 143.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 607.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 017.7 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 552.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 205.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 678.4 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 932.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 762.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 454.8 მლნ. აშშ დოლარით (9.0 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 391.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 235.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 725.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.1 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.
ტაილანდში სამხედრო გემი ჩაიძირა
ტაილანდის ყურეში, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარეობს, ქარიშხლის დროს ტაილანდის საზღვაო ძალების სამხედრო გემი ჩაიძირა. ბორტზე ეკიპაჟის ასზე მეტი წევრი იმყოფებოდა. BBC-ის ცნპბით, ავარია HTMAS Sukhotai-თან კვირას საღამოს მოხდა. ტაილანდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ გადაარჩინეს ეკიპაჟის 75 წევრი, მაგრამ 31 კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. „12 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ძებნას", - თქვა საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.
კანადაში, ტორონტოს გარეუბანში სროლა იყო. არის მსხვერპლი
კანადაში, ტორონტოს გარეუბანში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, თავად თავდამსხმელს კი პოლიციამ ესროლა. ამის შესახებ AP იტყობინება. „საშინელი სურათია. ექვსი გარდაცვლილი. ერთ-ერთი მათგანი ეჭვმიტანილია [სროლაში - რედ.] დანარჩენი ხუთი მსხვერპლია“, - განაცხადა იორკის რეგიონული პოლიციის უფროსმა ჯეიმს მაკსვინმა. მისი თქმით, მეშვიდე ადამიანი, რომელსაც ეჭვმიტანილმა ესროლა, საავადმყოფოშია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
საქსტატი: 2022 წლის მესამე კვარტალში, რეალური მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდამ 9.8% შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში მთლიანი შიდაპროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 19 284.3 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდამ 9.8% შეადგინა. საქსტატი: საქართველოში საგარეო ვაჭრობა 32%-ით გაიზარდა „2022 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (74.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (29.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.8 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (34.7 პროცენტი), მშენებლობა (9.1 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5.5 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-14.3 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6.3 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-5.7 პროცენტი). მთლიანი შიდაპროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.8 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.4 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.6 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.0 პროცენტი), მშენებლობა (7.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.8 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (5.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.2 პროცენტი)“, – აცხადებენ საქსტატში.
პროკურატურაში სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეიქმნა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა. გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურაში სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეიქმნა. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენერალურ პროკურატურაში, საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები, მოსამართლეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭოს მიზანია მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დაზარალებულების საჩივრების მოსმენა, მათი უფლებების უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდა. „სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი დევნის და ეფექტიანი სახელმწიფო ბრალდების უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ აღნიშნული საბჭოს შექმნის თაობაზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ თითოეულ მოქალაქეს, დაზარალებულს, რომელსაც შესაძლოა გარკვეული პრეტენზიები გააჩნდეს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც სიცოცხლის უფლების ხელყოფას ეხება, საშუალება ექნება, მიმართოს აღნიშნულ საბჭოს. საჩივრების განმხილველი საბჭო იმსჯელებს იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც დაყენებული იქნება საჩივრის ფარგლებში, მოხდება აღნიშნული პრობლემების გადაჭრა და შესაბამისად, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ღონისძიების ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა „სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა განმხილველი საბჭოს“ თემაზე პრეზენტაცია გამართა და მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებაზე ისაუბრა. როგორც ნინო აღლემაშვილმა განაცხადა, საჩივრების განმხილველი საბჭო უზრუნველყოფს ამ კატეგორიის საქმეებზე გამოძიების ეფექტიანობას და პროცესის მონაწილეთა, მათ შორის, უპირატესად დაზარალებული მხარის უფლებების დაცვას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დაზარალებულს ჰქონდეს ნდობა პროცესის მიმართ და განცდა იმისა, რომ მისი უფლებები საქმის განხილვის ყველა ეტაპზე მაქსიმალურად დაცული იყო. პრეზენტაცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ნინო აღლემაშვილს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. აღსანიშნავია, რომ საბჭო განიხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს, რომელთა შორის მოიაზრება ნებისმიერი დანაშაული, რომელსაც შედეგად ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საბჭო იქნება ქმედითი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე ოპტიმალურ ვადებში ყველა საჭირო გადაწყვეტილების მიღებას და ასევე, დაზარალებულთან სისტემატურ კავშირს, რათა მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია მიმდინარე პროცესის შესახებ. საბჭო ცხრა პროკურორი წევრისგან შედგება, რომელთაც მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მუშაობის ხანგრძლივი და ნაყოფიერი გამოცდილება აქვთ.
პელე არგენტინის გამარჯვებაზე: ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში. მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის გამარჯვებას გამოეხმაურა. ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება, - წერს პელე Instagram-ზე. „დღეს ფეხბურთი საკუთარი ისტორიის მომხიბვლელად თხრობას განაგრძობს. მესიმ დამსახურებულად მოიგო პირველი მსოფლიო თასი. ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, მბაპემ ფინალში გაიტანა 4 გოლი. ჩვენი სპორტისთვის ამ სპექტაკლის ხილვა ნამდვილი საჩუქარი იყო. არ შემიძლია არ მივულოცო შესანიშნავი მუნდიალი მაროკოს ნაკრებს. სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ ბრწყინავს აფრიკა. ვულოცავ არგენტინას! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება", – წერს პელე.
სააკაშვილს ძალიან მძიმე დიაგნოზები აქვს, საიდანაც უმრავლესობა მოწამვლასთანაა კავშირში - ჯიშკარიანი
ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ძალიან მძიმე დიაგნოზები აქვს, რომელთაგან უმრავლესობა მოწამვლასთან არის კავშირში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაირღვა „სისხლში, თმაში აღმოჩენილია ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ტალიუმი, ტყვია, ბისმუთი, ბარიუმი. ფრჩხილებში კადმიუმი, მანგანუმი, მცირე დოზებით, სიმპტომებთან კორელაციაში მიუთითებს ინტოქსიკაციაზე. დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ, რთულ ქიმიურ ან რადიაქტიურ ნაერთთან. სასწრაფოდ საჭიროა დეტოქსიკაცია, როგორც შესაბამისი კვლევა, ისე მკურნალობა აქ ვერ ხორციელდება და ვერც განხორციელდება. შესაძლოა, მძიმე გამოსავალი. მკურნალობის შემთხვევაში რა აღდგება და რა არა არავინ იცის", - განაცხადა ჯიშკარიანმა. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა $2 მილიარდზე მეტია. იმპორტის ზრდამ 73.1% შეადგინა - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $17.018 მილოარდი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 32.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 31.8%-ით $5.037 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 32.4%-ით $11.981 მილიარდამდეა გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 49.2%-ით გაიზარდა და $2.205 მილიარდი შეადგინა. ამ მონაცემით რუსეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 13%-იანი წილით მეორე ადგილზეა. საქსტატის მონაცემები აჩვენებს,რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა, ამ ქვეყნიდან იმპორტის ხარჯზეა გაზრდილი. 2022 წლის 11 თვეში საქართველოდან რუსეთში საქონლის შესაძენად $1.607 მილიარდი გავიდა, ზრდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 731% იყო. რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ სასაქონლო ჯგუფში, პირველ ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები TOP-5 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი: 1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $561.8 მლნ; 583 322 ტონა; 2. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $71.5 მლნ; 264 747 ტონა; 3. ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი - $59.5 მლნ;159 023 ტონა; 4. კოქსი და ნახევარკოქსი - $55 მლნ; 103 215 ტონა; 5. ხორბალი და მესლინი - $52.3 მლნ დოლარი, 145 776 ტონა; დანარჩენი საქონელი–სულ: $807.5 მლნ. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში მცირედითაა გაზრდილი საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მაჩვენებლებიც. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს საქართველოდან რუსეთში $597.9 მილიონის ექსპორტი განახორციელა. ზრდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8.9%-ია. სტატისტიკიდან ჩანს, რომ მთავარი საექსპორტო საქონელი ამ პერიოდში ყურძნის ნატურალური ღვინოები იყო. რუსეთის ბაზარზე რეალიზებისას უმსხვილესი საექსპორტო საქონლის 64.5% მოდის. 11 თვეში ღირებულებს მიხედვით, რუსეთში ღვინის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა. TOP-5 საექსპორტო საქონლის რეიტინგი: 1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $150 მმლნ; 67 064 ტონა; 2. ფეროშენადნობები - $108.8 მლნ; 57 423 ტონა; 3. მსუბუქი ავტომობილები (ცალი) – $65.2 მლნ; 4 654 ცალი; 4. სპირტიანი სასმელები - $53 მლნ; 10 527 ტონა; 5. მინერალური და მტკნარი წყლები - $46.7 მლნ; 84 467 ტონა; დანარჩენი საქონელი - სულ: $174 მლნ. საქსტატის მონაცემებით, საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი, მეორე რუსეთი, ხოლო მესამეა - ჩინეთი.
უკრაინული მედია: ჩვენმა სამხედროებმა კიევის რეგიონში 30 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კიევის რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. უკრაინელმა სამხედროებმა 30 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მიხაილო პოდოლიაკი: ომის დასრულებაზე რუსეთთან შეთანხმება „არარეალურია“ ამასთან, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ რუსული კამიკაძე თვითმფრინავების თავდასხმასთან დაკავშირებით კიევის რეგიონში სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი: საჯარო მოხელის ხელფასების მატების პროცესი 2022 წლიდან დაიწყო და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება
საჯარო მოხელეთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს და მადლობას ვუხდი მათ ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. „საჯარო მოხელეთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს და მადლობას ვუხდი მათ ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის. მათი წვლილი ფასდაუდებელია, რადგან პროფესიონალი მოხელეები ყველა საჯარო დაწესებულების მამოძრავებელ ძალას, მისი განვითარების მთავარ აქტორებს წარმოადგენენ. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკური აღმშენებლობის, სოციალური და საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით. ამ მიღწევათა გასაგრძელებლად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაძლიერებლად აუცილებელია რეფორმების განგრძობადობის უზრუნველყოფა, პოლიტიკის სისტემური და კოორდინირებული დაგეგმვა, რესურსებისა და პოტენციალის შეფასება და ანალიზი, მათი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება. ამ პროცესებში საჯარო მოხელეებს საკვანძო როლი აკისრიათ. საქართველოს მთავრობა კვლავაც აგრძელებს საჯარო მმართველობისა და მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილის - საჯარო სამსახურის რეფორმას, რაც გულისხმობს ევროპული პრინციპების დამკვიდრებას და ინსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფას. მომავლის საჯარო სამსახურის მშენებლობაში საჯარო მოხელეთა წვლილის დაფასება ხელისუფლების უპირობო პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მათი ხელფასების მატების პროცესი 2022 წლიდან დაიწყო და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს და შემდგომ წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ საჯარო მოხელეს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და ევროკომისარმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს შეხვდა. შეხვედრა ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მე-20 შეხვედრის ფარგლებში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა. განხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანზე როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. აღინიშნა, რომ საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, მეტი აქცენტი გაკეთდა დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროებაზე ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. ამ მხრივ, ისეთი გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამასთან, ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ პოტენციალზეც, რომელიც საქართველოს, როგორც ჰიდრო და სხვა განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ ქვეყანას აქვს. ითქვა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს. ასევე ითქვა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე განახლებადი ენერგორესურსების ათვისების წახალისების სქემის შესახებ, რომელმაც ჯამში, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა მოიტანოს. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ევრიკომისარ კადრი სიმსონის ვიზიტს საქართველოში ევროკომისიასთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით.
რუსებს რაკეტების მარაგი 3-4 შეტევისთვის აქვთ დარჩენილი - დანილოვი
"რუსებს დარჩენილი აქვთ რაკეტების მარაგი 3-4 თავდასხმისთვის, თუმცა ამის შემდეგ მარაგი ამოეწურებათ, რაც სამხედროებისთვის მიუღებელია", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ თავდასხმებს, რაც უკვე განვახორციელეთ, მაშინ მათ დარჩათ მაქსიმუმ ორი-სამი, შესაძლოა ოთხი, შეტევა, მაგრამ შემდეგ ისინი მთლიანად რაკეტების გარეშე დარჩებიან, რაც მიუღებელია, რადგან შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული გამოწვევები და მათ რეზერვი მაინც უნდა დაიტოვონ“, - აღნიშნა დანილოვმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საზოგადოებას უნდა გასცენ პასუხი, რატომ დაადანაშაულეს ჯარი ომის დაწყებაში - წულუკიანი
სტრასბურგსა და ჰააგაში არავითარი მტკიცებულებები არ იყო მოგროვებული და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეულობით საჯარო მოხელეს მოგვიწია, გვემტკიცებინა სიმართლე, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და არა თავდამსხმელები, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაასრულა მინისტრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საზოგადოებას უნდა გასცენ პასუხი, რატომ ჩაიდინეს სამშობლოს წინაშე დანაშაული, როდესაც ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში. „ასევე, პასუხი უნდა გაგვცენ, რატომ არ აგროვებდნენ მტკიცებულებებს, რატომ არ ჰქონდათ და ამბობდნენ დავკარგეთო, მაგალითად ერთ-ერთი ბრძანება, რომლითაც ჩვენ მარტივად დავამტკიცებდით, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ეს ხომ აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობდნენ. ასევე, რატომ გაიტანეს ქვეყნიდან გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დასაბრუნებელი გახდა, რადგან, რუსი სტრასბურგში როდესაც საწინააღმდეგო მხარეს იდგა, დაგვცინოდა, არ ჩამოვარდნილა და ეს ქართველების ფოტოშოპიაო. სად იყო ეს მტკიცებულებები. რატომ არ აწარმოეს დავა, რატომ დაადანაშაულეს საკუთარი ჯარი და სად იყვნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ევალებოდათ სიმართლისთვის ბრძოლა. მინდა, ყველას მოგილოცოთ, რომ ეს სიმართლე დღეს დამტკიცებულია, რომ ჩვენს მომავალ თაობებს ხელში უჭირავთ სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვა სამხედრო ტყვეები აწამეს და მოკლეს რუსებმა, რომ ოკუპაცია მიმდინარეა. ეს სიტყვაც სანატრელი იყო „ნაცების“ დროს, რომ ვინმეს გამოეყენებინა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტში, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოა, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ. ჩვენ ეს ყველაფერი შევძელით, გილოცავთ, თუმცა სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად მოკრძალებითა და სიდინჯით განვაგრძოთ ამ თემებზე საუბარი, ვინაიდან ჰააგაში გამოძიება კი დასრულდა, მაგრამ სასამართლო პროცესები წინ არის“, – განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა და არცერთი ქართველის სამხედროს ბრალი არ გამოკვეთილა.
საუდის არაბეთი მზადაა, შავი ზღვის კაბელის პროექტში ჩაერთოს
საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, რომ აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს ამის შესახებ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ორი ქვეყნის ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარემ ხალიდ ბინ აბდულაზიზ ალ-ფალიჰმა, ბაქოში გამართულ აზერბაიჯანსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-7 შეხვედრაზე განაცხადა. „საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power აზერბაიჯანში 240 მეგავატიან ენერგეტიკულ პროექტს ახორციელებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვსურს, განვახორციელოთ უფრო დიდი ენერგეტიკული პროექტები და შევუერთდეთ აზერბაიჯანის მიერ რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილ შეთანხმებას ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესახებ", - განაცხადა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. ცნობისთვის, დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ევროკომისიის პრეზიდენტი: ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ
აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს
შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერების მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით „შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სამხრეთ კავკასიიდან შავი ზღვის გავლით, ევროკავშირში სუფთა ენერგიის ტრანსპორტირების მიზნით, 1100 კილომეტრიანი წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის განხორციელებას ისახავს მიზნად. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შეთანხმება „ევროკავშირს სამხრეთ კავკასიის რეგიონში პარტნიორებთან დააახლოებს და დაეხმარება ორივე რეგიონს სუფთა ენერგიის ტრანზიტის მიღწევაში“. ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით შედეგებს მსოფლიო ბანკის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის განმეორებითი ჯარიმა დაწესდება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომლითაც იცვლება დაწესებული პასუხისმგებლობა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვისთვის გადაცემისთვის, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.პროექტის თანახმად: ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ან ისეთი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემისთვის, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური ინსპექტირება, ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში თუ განმეორებით ჩაიდენს ამავე ქმედებას დაჯარიმდება:• ფიზიკური პირი 150 ლარით• იურიდიული პირი ან/და ინდივიდუალური მეწარმე - 300 ლარით იმავე პრინციპის შესაბამისად, აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორება გამოიწვევს: • ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით• იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის - 500 ლარით. ამის შემდეგ, ტექნიკური ინსპექტირების არ გავლის გამო სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს: • ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით• იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის - 700 ლარით. მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევის გამოვლენა, ძირითადად, ხდება ვიდეოკამერების მეშვეობით და დაფიქსირებული ჯარიმის ჩაბარებას გარკვეული დრო სჭირდება, სახდელის დადების ვადად, ნაცვლად 2 თვისა, შემოთავაზებულია 6 თვე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პროცესის შეუფერხებლად განხორციელებას გაუადვილებს. „კომიტეტთან შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალურად შემცირება და ასევე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტის ხელშეწყობა. ამ პროცესში გამოვლინდა რამდენიმე საკითხი, რომელიც ხელს უშლის ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ეფექტიანად მუშაობას. კერძოდ, კანონმდებლობით არ არსებობს განმეორებითი ჯარიმა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების არ გატარებისთვის. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია 50 ლარიანი ჯარიმა. 2019 - 2022 წლების დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისადმი სუბიექტების მიმართვამ მკვეთრად იკლო, მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გამოწერილი ჯარიმები პრაქტიკულად გასამმაგებულია. თუ 2019 წელს ჯარიმების რაოდენობა იყო 235 ათასი ლარი, 2022 წელს კი, ამ თანხამ 700 ათასს ლარს მიაღწია, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სუბიექტს უღირს გადაიხადოს 50-ლარიანი ერთჯერადი ჯარიმა, ვიდრე გამოცვალოს ის ნაწილი, რომელიც მათ შორის, საფრთხეს უქმნის მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას და ასევე, ძალიან ბევრ შემთხვევაში, იწვევს ჰაერის დაბინძურებას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
სააპელაციო სასამართლომ ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში ტერორისტული აქტის ჩაგდების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი და ყვარელში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 სექტემბერს, ბრალდებულმა, ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში ტერორისტული აქტი განახორციელა და საქართველოს ხელისუფლებისგან თანხის მოთხოვნის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების მუქარით, 6 მოქალაქე მძევლად აიყვანა. ბრალდებულმა შენობაში მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები აიძულა დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ბანკის შენობაში მყოფ მოქალაქეს მოსთხოვა დაერეკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში და ხელისუფლების ორგანოებისთვის მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა. თავდამსხმელი ცდილობდა საზოგადოებაში მასობრივი პანიკის და შიშის დანერგვით ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა შეესრულებინა მის მიერ დაყენებული მოთხოვნები. ბრალდებულმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500.000 ლარი და 500.000 აშშ დოლარის მისთვის გადაცემა და შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალების მიცემა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით დაიმუქრა. თავდამსხმელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე გაამართლა და დამნაშავედ ცნო მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე, რისთვისაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.