ძებნის რეზულტატი:

ზელენსკი მშვიდობის ფორმულის გლობალური სამიტის მოწვევის ინიციატივით გამოდის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მიერ შემოთავაზებული გლობალური მშვიდობის ფორმულის სამიტის მოწვევის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ, ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ამ მსოფლიო ჩემპიონატმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ სხვადასხვა ქვეყანასა და ერს შეუძლია, გადაწყვიტოს, ვინ არის ყველაზე ძლიერი სამართლიან თამაშში, მაგრამ არა ცეცხლთან თამაშში. მწვანე სათამაშო მოედანზე და არა წითელ ბრძოლის ველზე. ეს არის ამდენი ადამიანის ოცნება!.. როცა მოთამაშეები იბრძვიან, რათა ყველა მშვიდობით დატკბეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა თავის მიმართვაში. მისივე თქმით, ომში ჩემპიონები არ არიან. „ასე რომ, ვაცხადებ ინიციატივას მშვიდობის ფორმულის გლობალური სამიტის ზამთარში ჩატარების შესახებ. სამიტი, რომელიც მსოფლიოს ყველა ერს გლობალური მშვიდობის ირგვლივ გააერთიანებს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, ომები უნდა დასრულდეს და მშვიდობა გახდეს ჩემპიონი.  

რომის პაპი უკრაინაში ომს გლობალურს უწოდებს და უახლოეს მომავალში მის დასასრულს ვერ ხედავს

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს გლობალურს უწოდებს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მის დასასრულს ვერ ხედავს. ამის შესახებ პონტიფმა ესპანურ გაზეთ ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „მე ვერ ვხედავ დასასრულს უახლოეს პერიოდში, რადგან ეს არის გლობალური ომი. ეს არ დაგვავიწყდეს“, - განაცხადა რომის პაპმა.  რომის პაპმა ფრანცისკემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვატიკანი მზად არის საომარი მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, შუამავლის როლი იტვირთოს.

ზელენსკი საერთაშორისო ტრიბუნალს ითხოვს ყველასთვის, ვინც კრემლს ომის წარმოებაში დაეხმარა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა მოითხოვა ყველას წინააღმდეგ, ვინც რუსეთის სასტიკი ომის ძალისხმევის ნაწილი იყო უკრაინაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს მხოლოდ კრემლის ხელმძღვანელობას არ შეეხება“. მისი თქმით, კრემლი და ისინი, ვინც ხელმძღვანელობას ეხმარებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში, პასუხი უნდა აგონ, მათ შორის არიან პროპაგანდისტები და სტრატეგები, რომლებმაც საზოგადოებაში შესაბამისი იდეოლოგია აწარმოეს. „ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ტრიბუნალი და ძალიან გვინდა, რომ მსოფლიოს უმეტესმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს ამ რეზოლუციას“. ზელენსკიმ გასულ კვირას მოუწოდა ევროპარლამენტს, სასწრაფოდ აამოქმედოს სპეციალური ტრიბუნალი რუსეთის წინააღმდეგ.    

უკრაინული მედია: FIFA უარს ამბობს ზელენსკის მიმართვის ჩვენებაზე

FIFA-მ უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვის ჩვენებაზე, რომელზეც მშვიდობის ფორმულის შესახებ წინადადებით უნდა წარმდგარიყო. შესაბამისს ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ კატარმა მხარი დაუჭირა ამ იდეას, მაგრამ FIFA-მ დაბლოკა მიმართვა. მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, ცივილური გზით დაამტკიცოს თავისი სიძლიერე და სიმდიდრე. ფეხბურთი ერთ-ერთი მათგანია. „აჩვენეთ თქვენი ძალა მოედანზე და არა ბრძოლის ველზე. ვიმედოვნებთ, რომ ფიფას ესმის მისი მისია, ისევე როგორც ფეხბურთის და სპორტის მისია. ჯერ კიდევ არის დრო, რომ გამოასწოროს თავისი შეცდომა და აჩვენოს მიმართვა მშვიდობის მოწოდებით. მით უმეტეს, რომ ის მაინც გაკეთდება. ან საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარ არენაზე, ან მსოფლიოს მილიონობით ადამიანის სმარტფონებში“, - ამბობს დავით არახამია.  

ჯოზეფ ბილბო: შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ, აშშ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას

უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენად მნიშვნელოვანია ახლა აშშ-ის მხრიდან კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ? ამ შეკითხვას Europetime-თან ვრცელი ინტერვიუს დროს უპასუხა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. „სტრატეგია ეფექტიანი რომ იყოს, ის არსებითად კოორდინირებული უნდა იყოს. თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, როდესაც ამბობთ, რომ შავი ზღვის მნიშვნელობა კვლავ იზრდება. შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ ბევრ ქვეყანაში. შეერთებული შტატები აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ ახლა, როცა შავ ზღვას აკვირდები და როდესაც კონფლიქტი გაქვს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს შავ ზღვასაც, სტრატეგიის კოორდინაცია ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, სატვირთო გემების უსაფრთხოდ გადასაადგილებლად და ვაჭრობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის საზღვაო ნაღმებია განთავსებული ომის გამო“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის ატაშემ Europetime-თან.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი საკუთარი სამხედროების მორალის ასამაღლებლად ფრონტის ხაზზე მომღერლებსა და მუსიკოსებს გაგზავნის

ბრიტანული მედიის ცნობით, „რუს მუსიკოსებს, ოპერის მომღერლებსა და საცირკო შემსრულებლებს კრემლი ფრონტის ხაზზე აგზავნის, რათა ომით დაღლილი ჯარისკაცები გაამხნევონ“. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, მომღერლების ჯგუფი რუსი სამხედროების მორალის ამაღლებაზე ფოკუსირდება.  მაგრამ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული „კრეატიული ბრიგადების“ რეალური მისია კრემლის პროპაგანდის გაძლიერებაა. 14 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორი „ფრონტის ხაზის შემოქმედებითი ბრიგადის" დაარსების შესახებ გამოაცხადა, რომლებსაც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციის" ფარგლებში განლაგებული ჯარის მორალის ამაღლება დაევალათ.  

აშშ-ის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ვიქტორ ბუტი რუსულ პოლიტიკაში ერთვება

აშშ-ის ციხიდან გათავისუფლებულმა და რუსეთისთვის გადაცემულმა, ვიქტორ ბუტმა, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" ფილიალის გახსნაში. ამ ინფორმაციას Meduza ავრცელებს. თავის გამოსვლაში ბუტმა რუსეთში საკუთარი დაბრუნება მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას შეადარა. ვიქტორ ბუტი ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას 12 დეკემბერს შეუერთდა, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ის რუსეთის ფედერაციაში მსჯავრდებული ამერიკელ კალათბურთელ, ბრიტნი გრინერში გაცვალეს.  

დენის შმიგალი: უკრაინას სჭირდება იარაღი უკრაინელი ხალხის გენოციდის თავიდან ასაცილებლად

უკრაინას სჭირდება იარაღი ხალხის, ინფრასტრუქტურისა და კრიტიკული ობიექტების დასაცავად და უკრაინელი ხალხის გენოციდის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, ყოველი თავდასხმისთვის უნდა დაწესდეს მკაცრი და ადეკვატური სანქციები. ეს უკრაინის გადარჩენის საკითხია. პრემიერმა უკრაინის პარტნიორებს მოუწოდა, იმოქმედონ უკრაინელი ხალხის გენოციდის აღკვეთის მიზნით. „ჩვენ გვჭირდება იარაღი ხალხის, ინფრასტრუქტურისა და კრიტიკული ობიექტების დასაცავად. ყოველი თავდასხმისთვის უნდა დაწესდეს მკაცრი და ადეკვატური სანქციები. ეს უკრაინის გადარჩენის საკითხია“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს

ევროკავშირმა უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, რადგან „უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი“, განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში. მისი შეფასებით, ეს ნიშნავს მეტ იარაღს უკრაინისთვის, მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მეტ პრაქტიკულ სოლიდარობას და მეტ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. 2023 წელს უკრაინისთვის განკუთვნილი 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტი ევროპარლამენტმა 14 დეკემბერს საბოლოოდ დააამტკიცა, მას შემდეგ რაც უნგრეთთან ვეტოს მოხსნის შესახებ შეთანხმება დადო. ბოლო ათი თვის განმავლობაში, ევროკავშირმა უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით, 4,2 მილიარდი ევრო გამოუყო.     

რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს მიმართულებით პოზიციებს ამაგრებენ

რუსეთის ჯარები კახოვკიდან და ნოვა კახოვკიდან ძალების ნაწილს ზაპოროჟიეს საზღვრებთან უფრო ახლოს აგროვებენ. ამის შესახებ უკრაინული არხის 24-ის ეთერში ხერსონის საოლქო საბჭოს წევრმა სერჰი ხლანმა განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს გადანაწილება, მტერი ტოვებს სადამკვირვებლო პუნქტებს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ძალები სრულად დატოვებენ კახოვკას და ნოვა კახოვკას.  „მათ სურთ, გააძლიერონ ზაპოროჟიეს მიმართულება. განიხილავენ ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლო შეტევას ზაპოროჟიედან, ამიტომ ოკუპანტებს იქ გადაჰყავთ თავიანთი ძირითადი ძალები, აძლიერებენ საგუშაგოებს. რუსული ჯარების რაოდენობა ნოვა კახოვკასა და კახოვკაში შემცირდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შეუძლებელია იმის თქმა, რომ მათ მთლიანად დატოვეს ქალაქი“, - განაცხადა ხლანმა.

ლატვია უკრაინული მედიისთვის გენერატორების შესაძენად 500 000 ევროზე მეტს გამოყოფს

ლატვიის მთავრობა დათანხმდა, გამოყოს თითქმის 560,000 ევრო (593,292 აშშ დოლარი) უკრაინული მედიისთვის გენერატორების შესაძენად, იტყობინება Delfi. ლატვიის მხარდაჭერა მიზნად ისახავს, დაეხმაროს მედიის მუშაობას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების ფონზე. 29 ნოემბერს კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ სთხოვა ევროკავშირის ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის კულტურისა და მედიის სექტორს მომავალი ზამთრის ფონზე. უკრაინამ უკვე მიიღო 50 გენერატორი ხორვატიიდან, 100 საფრანგეთიდან და 50 აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.  

ჯოზეფ ბილბო: გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები შავ ზღვაში ვაჭრობის მიმართულებით, საიდანაც საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია

„გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც ვფიქრობ, საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია. დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკმაოდ მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება ხშირად გვიწევს“, - ამის შესახებ Europetime-თან ვრცელი ინტერვიუს დროს აშშ-ის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ განაცხადა. „საქართველოს თავდაცვის ძალებთან NATO-ს თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ისტრუმენტია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი. ამ პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთ ძალისხმევა მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციებსა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას. მას რეალურად ჩეხეთი ხელმძღვანელობს, მაგრამ NATO-ს ბევრი მოკავშირე თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა NATO-სთან საქართველოს თავსებადობის გაზრდა გაგრძელდეს და ამის ნაწილია ჩვენი უნარიც, ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია. გვჯერა, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა, ვაჭრობა შავ ზღვაში, საიდანაც ვფიქრობ, საქართველოს ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია. დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საკმაოდ მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება ხშირად გვიწევს. მისივე თქმით, 2022 წელს ბევრი რამ გაკეთდა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. „ხშირად, პანდემიის გამო, ვირტუალურად გვიწევდა კავშირი. თუმცა ხელახლა შევძელით პირისპირი კონტაქტის აღდგენა, რამაც გააძლიერა ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა. ეს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად წვრთნების ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. საქართველოს ასევე აქვს შესაძლებლობა, უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციებს, სადაც ყურადღება მახვილდება იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა. ვფიქრობ, გაგრძელდება უფრო ძლიერი და დიდი პარტნიორობა NATO-ს მოკავშირეებთან და შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნავს ჯოზეფ ბილბო Europetime-თან.

ბათუმში, "ვოქსის" კორპუსში ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ე.წ "ვოქსის" კორპუსში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე, რესტორანს გაუჩნდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. შენობიდან მოსახლების ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინ არის. გათიშულია ელექტროენერგია, ტერიტორია კი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.  

ბათუმში, რესტორან "ვოქსში" ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორან "ვოქსში" ხანძარი ლოკალიზებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის. ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

„ცუდი მშვიდობა“ უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე პუტინის გამარჯვება იქნება - პოდოლიაკი

„ცუდი მშვიდობა“ უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე პუტინის გამარჯვება იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკიმ განაცხადა, რითაც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის განცხადებას გამოეხმაურა. მიხაილო პოდოლიაკი: ომის დასრულებაზე რუსეთთან შეთანხმება „არარეალურია“ „ბატონმა კისინჯერმა ვერაფერი გაიგო ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მსოფლიო წესრიგზე მისი გავლენის შესახებ. რეცეპტი, რომელსაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი მოგვიწოდებს, მაგრამ ხმამაღლა თქმის ეშინია, მარტივია: დააშოშმინე აგრესორი უკრაინის ნაწილის შეწირვით აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ თავდაუსხმელობის გარანტიებისთვის“, – აცხადებს პოდოლიაკი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე სამშვიდობო მოლაპარაკება სწრაფად უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კიევმა ირანული დრონებით შეტევის რამდენიმე ტალღას გაუძლო - ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა 20-ზე მეტი ირანული შაჰედით უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს. მისივე ინფორმაციით, თავდასხმისას 20-დან 15 უპილოტო თვითმფრინავის განეიტრალება შეძლეს.  „კიევმა გაუძლო ირანული შაჰედების თავდასხმების რამდენიმე ტალღას [...] სამწუხაროდ, დარტყმები განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. ზუსტდება ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ", -  სერჰი პოპკომ.   

ერაყში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 9 სამართალდამცველი დაიღუპა

ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ კირკუკთან აფეთქებისა და იარაღით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ცხრა პოლიციელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდასხმა ბომბის აფეთქებით დაიწყო, რომლის სამიზნე პოლიციელების სატვირთო ავტომობილი იყო.   

ზელენსკი: ბახმუტის მიმართულება საკვანძოა. ქალაქი ჩვენი კონტროლის ქვეშაა

რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტში დონეცკის რეგიონის ფრონტის ხაზზე, ქალაქ ბახმუტის დაცვას უკრაინის არმიისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა. უკრაინის ლიდერმა რუსეთთან თითქმის 10 თვიანი სისხლიანი კონფლიქტი შეაჯამა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს შეხვდა და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილა, სადაც შეტაკებები გრძელდება. რუსეთის ინტენსიური შეტევები უკრაინაზე გრძელდება, რუსული არმია აგრძელებს სასტიკი თავდასხმებს, კერძოდ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის ასაღებად, განაცხადა პრეზიდენტმა. „ბახმუტის მიმართულება რჩება საკვანძო. ქალაქი ჩვენი კონტროლის ქვეშაა, მაგრამ დამპყრობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ არც ერთი კედელი ხელუხლებელი არ დარჩეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. უკრაინის არმია აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს რუსული ჯარების წინააღმდეგ ფრონტის სხვა სექტორებში, განაცხადა ზელენსკიმ. „ჩვენ თანდათან ვამცირებთ ოკუპანტების პოტენციალს ზაპოროჟიეს რეგიონში, ხერსონის რეგიონში, მთლიანად სამხრეთში”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა,რომ არმიის წარმომადგენლებთან განიხილა სიტუაცია უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთთან და ბელორუსის საზღვრებთან. „რუსეთთან და ბელორუსთან საზღვრის დაცვა ასევე ყოველთვის პრიორიტეტულია. ჩვენ ვემზადებით თავდაცვის ყველა შესაძლო სცენარისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, 16 დეკემბერს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ელექტროენერგიის სერიოზული გათიშვის შედეგად, მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შეგახსენებთ, რომ ბახმუტთან 7 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.   

რომის პაპი: ეს მსოფლიო ომია - ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა

ეს მსოფლიო ომია. ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა, - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა. „მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, იპოვონ მშვიდობიანი გადაწყვეტილებები ხალხის სასიკეთოდ. ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, შეეხოს მათ გულებს, ვისაც შეუძლია, შეაჩეროს ომი უკრაინაში. არ დავივიწყოთ იმ ხალხის ტანჯვა, განსაკუთრებით ბავშვების, მოხუცების და ავადმყოფების ტანჯვა. ეს მსოფლიო ომია. მოდით, ნუ დაგვავიწყდება ეს. ომში უკვე რამდენიმე ხელია ჩართული. ვფიქრობ, ომი იმართება მაშინ, როცა იმპერია იწყებს დასუსტებას და როცა არის იარაღი გამოსაყენებელი, გასაყიდად და შესამოწმებელი. მეჩვენება, რომ აქ ბევრი ინტერესია“, - აღნიშნა პაპმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლიკვიდირებულია

სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსის დავით სუხიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლიკვიდირებულია.  ბათუმში, რესტორან "ვოქსში" ხანძარი ლოკალიზებულია რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა, თუმცა ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „ადგილზე მობილიზებული იყო სახანრო და სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობას ხელს უშლიდა ძლიერი ქარი, მაგრამ მეხანძრე-მაშველების ოპერატიული ქმედების შედეგად, მოხერხდა, რომ ხანძარი არ გავრცელებულიყო კორპუსის სხვა საცხოვრებელ ბინებზე. ასევე დროულად მოხდა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია“, -განაცხადა დავით სუხიშვილმა.  ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორან "ვოქსში" ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.