ძებნის რეზულტატი:
NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით
„მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების ხელშეწყობას მოემსახურება“, - ამის შესახებ Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა. NATO კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზადაა, პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს. „NATO-ს საქართველოსთან მყარი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ნოემბრის ბოლოს, ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ესწრებოდნენ. ეს სამი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის წინაშეა და NATO მზადაა, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს ამ ქვეყნების მედეგობისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, რათა ამ ქვეყნებმა საკუთარი თავდაცვა უზრუნველყონ. ჩვენ მზად ვართ, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მდგრადობისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე, საქართველოს საკუთარი კიბერ შესაძლებლობების განვითარებითა და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პერსონალის გაზრდით დავეხმარებით“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს. NATO-ს ოფიციალური პირის თქმით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ევროპელები დამოკიდებულნი იყვნენ რუსულ ნავთობსა და გაზზე. „რუსეთმა ენერგია იარაღად გამოიყენა და ცდილობდა, გამოეყენებინა ის ჩვენი შანტაჟის მიზნით, რათა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერისთვის ხელი შეეშალა, მაგრამ პრეზიდენტ პუტინს ეს არ გამოუვიდა. მოკავშირეები ენერგიის მოხმარების შესამცირებლად და ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციის მიზნით, უპრეცედენტო ნაბიჯებს დგამენ. ევროპაში გაზსაცავები გადავსებულია. მოკავშირეები აფორმებენ ხელშეკრულებებს თხევადი გაზის მიწოდებაზე. ასევე გადაწიეს ატომური რეაქტორების ექსპლუატაციის დრო და განაახლეს ნახშირის ელექტროსადგურები. ახლა რუსეთი გაზზე ევროპის მოთხოვნის 10% უზრუნველყოფს, უკრაინაში შეჭრამდე, ეს მაჩვენებელი 45% იყო. ეს არის ერთგვარი დამცავი ბუფერი იმისთვის, რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის შემთხევაში რყევები არ მოხდეს. „დიდი შვიდეული“ (G7) ასევე დათანხმდა, შეამციროს რუსული ნავთობის ფასი, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს იმ შემოსავლებს, რომლებიც კრემლის ომს აფინანსებს. მოკავშირეები გააგრძელებენ ინვესტიციებს სტაბილურ და საიმედო ენერგომომარაგებაში, მომწოდებლებსა და წყაროებში. ამრიგად, პრეზიდენტ პუტინის ენერგეტიკული ბერკეტი სუსტდება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ განაცხადა, რომ რუმინეთი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც სატრანზიტო ქვეყანა და როგორც რეგიონული ენერგოჰაბი, რომელიც ალტერნატივებს შესთავაზებს პარტნიორებს და მეგობრებს ევროკავშირში, მაგრამ ასევე მოლდოვას და უკრაინასაც. მისივე თქმით, შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში. „ხსენებული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში, ამ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ საეტაპო მოვლენას ვქმნით იმისათვის, რომ გაიზარდოს მწვანე ენერგიის მიწოდება და მოხდეს გლობალური დათბობის შეჩერება ენერგეტიკულ სექტორში. ეს შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, რომ არსებული გამოწვევების დაძლევა მოხდეს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც, ეს და სხვა ენერგოკრიზისები, რომლებიც გამოწვულია რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში, ასევე, კოვიდპანდემიით და ინფლაციური წნეხით, იქნება დაძლეული. ენერგოსექტორი არის მაღალი და ცვალებადი ფასების გამოწვევის წინაშე, ჩვენ რეგიონული შეთანხმება გვქონდა ენერგეტიკის მინისტრებს შორის ბუქარესტში, სექტემბერში და შევთანხმდით, რომ გამოსავალს ვიპოვიდით მიწოდების კუთხით, ჩვენი ეკონომიკები და ჩვენი დასავლეთის პარტნიორები და მეგობრები მხარს უჭერენ და ეხმარებიან ჩვენს რეგიონს, რადგან ძალიან არიან დაკავშირებულნი ჩვენთან. ამ შეთანხმებით ხდება არსებული პოტენციალის კაპიტალიზაცია ენერგორესურსების წარმოების და მიწოდების კუთხით, მოხდება ელექტოენერგიის მიწოდება და ვაჭრობა აზერბაიჯანს, ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, ევროპას შორის“, - განაცხადა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ.
ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ
ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ. „ჟურნალისტებთან კომენტარს ვწერდი, ამ დროს ეთერში უცნობმა პირმა ზურგიდან კვერცხების სროლა დაიწყო. მე არ ვიცნობ, ამ ადამიანს. მითხრა აქაური ვარო, მაგრამ ჩვეულებრივად სუს-ის გამოგზავნილი „ტიტუშკაა“, რომელიც ლაჩრულად იქცევა”, - განაცხადა გიორგი კირთაძემ. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია.
ზელენსკი FIFA-ს მიერ მისი მიმართვის დაბლოკვას გამოეხმაურა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს და მსოფლიო მედიას, რომლებმაც გააზიარეს მისი მიმართვა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე უნდა ეჩვენებინათ, მაგრამ Fifa-მ დაბლოკა. „კატარში FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ყველას აქვს გამარჯვების შანსი, ყველას შეუძლია, აჩვენოს, რომ ის ყველაზე ძლიერია. მაგრამ კონკურენცია სათამაშო მოედანზეა და არა ბრძოლის ველზე. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, არის წითელი ბარათი და არა წითელი ღილაკი. როცა ადამიანებს ფეხბურთი აერთიანებს, მათ მშვიდობა აერთიანებს. სწორედ ამიტომ მოვამზადე სპეციალური მიმართვა უკრაინიდან მთელ მსოფლიოში. დღეს ყველას, ვინც აფასებს მშვიდობას და სიცოცხლეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინული მედია: FIFA უარს ამბობს ზელენსკის მიმართვის ჩვენებაზე მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფიფამ დაბლოკა მისი მიმართვის ჩვენება ფინალური თამაშის წინ, მსოფლიომ მაინც გაიგო მისი მოწოდება.
უზბეკეთმა რუსეთის გვერდის ავლით, ევროპაში სპილენძის მიწოდება დაიწყო
უზბეკეთმა რუსეთის გვერდის ავლით, სპილენძით დატვირთული მატარებელი ევროპაში, ახალი მარშრუტით, პირველად გაგზავნა. მედიის ცნობით, ეს არის ცენტრალური აზიის ქვეყნის გეგმის ნაწილი, შეინარჩუნოს სავაჭრო კავშირები ევროკავშირთან. მარშრუტი, რომელიც ცნობილია როგორც შუა დერეფანი, კვეთს თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს, ასევე კასპიის ზღვას და შავ ზღვას მატარებლის ბორნების დახმარებით. ჯოზეფ ბილბო: შუა დერეფნის განვითარებაზე ბევრს საუბრობენ, აშშ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, აბსოლუტურად მხარს უჭერს ამ იდეას ბრიუსელმა ხელი შეუწყო შუა დერეფანს, როგორც ჩრდილოეთის ტრადიციული მარშრუტის ალტერნატივას ევროპა-აზიის სარკინიგზო გადაზიდვებისთვის, რომელიც რუსეთს კვეთს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გასულ თვეში განაცხადა, რომ მზადაა, მილიარდობით ევროს ინვესტიცია განახორციელოს ევროპასა და აზიას შორის სატვირთო მარშრუტების განვითარებაში.
ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
19 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6682 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6674 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.08 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8320 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8341 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.21 თეთრი შეადგინა. უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.1430 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2571 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 20 დეკემბრიდან შევა ძალაში.
მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მონაწილეობით ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება 2023 წელს იგეგმება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ 2023 წელს ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება იგეგმება. მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ხუდონჰესი სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდება. ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობამ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა და მასზე აუქციონი მომავალ წელს გამოცხადდება. „მთავრობამ მოიწონა შეთანხმება ხუდონის ჰიდრო ელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმება შედგა და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება უკვე 2023 წელს დავიწყოთ. ასეთი მნიშვნელოვანი მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში. შეგახსენებთ, ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტრო სისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის, მათ შორის, იგივე არსებული ენგურჰესის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, საბოლოოდ პოზიტიურად გადაწყდა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შეთანხმება შედგა. აქედან გამომდინარე, ამ პროექტს უახლოეს ხანებში, 2023 წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოვაცხადებთ და ხელახლა დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, რაც ჩვენი თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, რომ საქართველოში ერთის მხრივ, გენერაცია და ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა გავზარდოთ. 13.250 მილიონი აშშ დოლარი იყო ის თანხა, რაზეც ინვესტორ კომპანიასთან მორიგება მოხდა. ჩვენ გვყავდა საერთაშორისო იურიდიული კომპანია ჩართული, რომელიც ამ მორიგების პროექტს ამზადებდა. ასევე მათი მონაწილეობით ხდებოდა მხარეებს შორის კომუნიკაცია და ვფიქრობ, რომ ეს არის საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობები, რომ ჩვენ ერთის მხრივ, დავიბრუნეთ ის ტერიტორიები, რომელიც კომპანიას ჰქონდა გადაცემული, დავიბრუნეთ უფლებები და შესაბამისად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეგვიძლია პროექტის განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილი: წლის ბოლომდე გავგზავნით გენერატორებს უკრაინაში
წლის ბოლომდე გავგზავნით გენერატორებს უკრაინაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ანდრი კასიანოვი: საქართველოს ერთი თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია "ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან ჩვენ მივიღეთ თხოვნა, რომ დავხმარებოდით გენერატორებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების კუთხით. სამწუხაროდ, ჩვენ ექსტრა გენერატორები არ გვქონდა. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, ჩვენ მივიღეთ დავალება გამოგვეყო რესურსები, დაწყებულია შესყიდვის პროცესი და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დავეხმარებით გენერატორებით. ისინი მიიღებენ ადეკვატურად საჭირო მაღალი ტექნოლოგიის მოწყობილობებს. წლის ბოლომდე საქართველოდან გაიგზავნება, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. უკრაინისთვის გენერატორების მიწოდება აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე დაიწყო იერიშების მიტანა. 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე თქვა, რომ თვეზე მეტია სთხოვენ საქართველოს მთავრობას გენერატორებით დახმარებას, მაგრამ პასუხი ამ საკითხზე არ მიუღიათ.
ქრთამის აღების ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, ბ.კ. ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მოქალაქის მიერ თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო, რათა შემდგომ მომსახურების სააგენტოში აღნიშნული ავტომობილის რეგისტრაცია უპრობლემოდ მომხდარიყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი. მომხდარი ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”,- აღნიშნავს სუს-ი განცხადებაში.
„შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე შეთანხმების შემდეგ, საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტიციების მოლოდინი გაჩნდა
საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის სექტორი ახალი ინვესტორების მოლოდინშია. საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტიციების მოლოდინი, „შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე შეთანხმების შემდეგ გაჩნდა. Europetime-თან ინტერვიუში ენერგეტიკის ექსმინისტრმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით მირცხულავამ განაცხადა, რომ „შავი ზღვის ელექტროკაბელის“ პროექტი უდიდესი მიღწევაა, როლის განხორციელებაზეც წლებია, ყველა ქართველი ენერგეტიკოსი ოცნებობდა. „შავი ზღვის კაბელის პროექტი, თავისი მასშტაბებითა და მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებლით, იმ პროექტების რიგშია, რომლებიც საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში განხორციელდა. მათ შორისაა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და „შაჰ-დენიზის“ პროექტი. საქართველო უდავოდ გახდება ელექტროენერგეტიკული ჰაბი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს მირცხულავა. შავი ზღვის კაბელი პროექტი - ეკონომიკა, ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება და ინვესტიციები დავით მირცხულავა ამბობს, რომ „შავი ზღვის კაბელის პროექტი“ საქართველოს, აზერბაიჯანის და რუმინეთის ეკონომიკებისთვის უმნიშვნელოვანესია. „აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმოწერა, ბუქარესტში გაფორმებულ მემორანდუმზე ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის (აღარ იქნება საუბარი მხოლოდ ნავთობსა და გაზის ტრანზიტზე საქართველოს გავლით), დიდი პოტენციალი ათვისებული იქნება და მისი ტრანზიტი საქართველოს გავლით განხორციელდება, რაც ქვეყანას დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“, - ამბობს მირცხულავა. მისივე თქმით, „შავი ზღვის კაბელის“ პროექტში უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანის როლი, რადგან შესაძლოა, ეს პროექტი ამ ქვეყნის ძალისხმევით კიდევ გაფართოვდეს. „ალიევი იყო საქართველოში და მისი ვიზიტის 90% ეხებოდა ელექტროენერგიის ტრანზიტსა და ენერგეტიკული დერეფნის განვითარებას. მათ შორის შავი ზღვის კაბელის პროექტს და მასში აზერბაიჯანის მნიშვნელოვან მონაწილეობას. ასევე იყო საუბარი სამომავლოდ, კასპიის ზღვაში კაბელის ჩადებაზე თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ამ პროექტს გაფართოების საშუალებას მისცემს და თურქმენული ენერგია ევროპის ბაზარზე გავა“, - ამბობს მირცხულავა. მისივე თქმით, ამ პროექტით, შესაძლოა, აღმოსავლეთის ქვეყნებიც დაინტერესდნენ. ამასთან, დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. „საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power აზერბაიჯანში 240 მეგავატიან ენერგეტიკულ პროექტს ახორციელებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვსურს, განვახორციელოთ უფრო დიდი ენერგეტიკული პროექტები და შევუერთდეთ აზერბაიჯანის მიერ რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილ შეთანხმებას ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესახებ", - განაცხადა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა. „შავი ზღვის ელექტროკაბელის“ პროექტს, საქართველოშიც შემოჰყვებიან ახალი ინვესტორები“, - ამბობს მირცხულავა. „2017 წელს მორატორიუმი იყო გამოცხადებული გენერაციის ობიექტებისთვის სტიმულირების მოდელის შერჩევაზე. ეს მორატორიუმი ახლა მოხსნილია და ბუნებრივია, ეს სექტორი დააინტერესებთ ინვესტორებს. საქართველო დაიწყებს იგივე ქარის, მზისა და ჰესების პროექტების განვითარებას. „შავი ზღვის კაბელის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 10 თვეში დასრულდება. ბუნებრივია, ჩვენი პოტენციალიც უნდა გავზარდოთ, რათა გვქონდეს საფუძველი, რომ საქართველომ გაიტანოს საკუთარი ენერგია და არამხოლოდ ტრანზიტზე იყოს დამოკიდებული“. მისივე თქმით, საქართველო ხდება ევროპის ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილე და ქვეყანას ექნება თავისი ნიშა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შემდეგ აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. ამასთან, ამ პროექტში მნიშვნელოვანია რუმინეთის როლი, რადგან შავ ზღვაში ჩადებული კაბელით, საქართველო რუმინეთს დაუკავშირდება და კონსტანცის პორტიდან მოხდება მიღებული ელექტროენერგიის ევროპის ბაზარზე განაწილება. პირველ ეტაპზე ელექტროენერგიას მოლდოვა და უნგრეთი მიიღებენ. უკრაინული მედიის ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი ხაზი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ოფიციალურად არ გაჟღერებულა საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება. 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.
ვლადიმერ პუტინი ბელორუსში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელორუსში, მინსკში ჩავიდა, სადაც მას პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დახვდა. კრემლის ლიდერთან ერთად, ბელარუსში ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც, რომელმაც ბელარუს კოლეგასთან, სერგეი ალეინიკთან შეხვედრა გამართა. როგორც მედია წერს, ორი ქვეყნის დიპლომატებმა აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის „დასავლეთის უკანონო სანქციების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა“. დღესვე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო წვრთნებია ასახული.
ელექტროგადამცემი კაბელი შავი ზღვის ფსკერზე, შესაძლოა, ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმოს
უკრაინული მედიის ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ოფიციალურად არ გაჟღერებულა, თუ საქართველოს რომელი რეგიონიდან დაიწყებოდა ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება. „შავი ზღვის კაბელის“ პროექტზე შეთანხმების შემდეგ, საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტიციების მოლოდინი გაჩნდა NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყანა ახლახან შეთანხმდა კიდევ ერთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტის განხორციელების განზრახვაზე. იგეგმება ჩრდილოეთ-ბალტიისპირეთის წყალბადის დერეფნის მშენებლობა გერმანიიდან - ფინეთში. 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა.
თურქეთში, გაბარის მთასთან ნავთობის მოპოვება 5 000 ბარელს აღწევს
სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, გაბარის მთის მახლობლად, ნავთობის საბადოზე დღეში 5000 ბარელამდე შავი ოქრო მოიპოვება. 12 დეკემბერს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა გაბარის მთის რეგიონში დიდი ნავთობის საბადოს აღმოჩენის შესახებ, რომლის მარაგი 150 მილიონ ბარელად არის შეფასებული, რაც $12 მილიარდის ექვივალენტია. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, დღეს თურქეთში სახელმწიფო საწარმოების მიერ ნავთობის მოპოვების დღიური მოცულობა 65 000 ბარელს აღწევს, ხუთი წლის წინ კი ეს მაჩვენებელი 40 000 ბარელს არ აღემატებოდა. კერძო კომპანიების წარმოების მაჩვენებლების გათვალისწინებით, ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დღეში 80 ათას ბარელს აღწევს. თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილემდე, რომელიც ფართოდ აღინიშნება 2023 წელს, იგეგმება ნავთობის მოპოვების გაზრდა 100 000 ბარელამდე დღეში. ენერგეტიკის სამინისტრომ 2023 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ დაგეგმილია 150 ჭაბურღილის გაბურღვა, საიდანაც 95 საძიებოა, 55 კი წარმოების გაფართოების მიზნით დამუშავდება.
ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები დღეს, რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ. 15 თებერვლიდან, მეგავატსათ რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვარი 180 ევროს მიაღწევს. ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა და ზღვრული ფასი ძალაში შევიდა ამას წინ უძღოდა რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებები. ევროკავშირის ლიდერები ენერგეტიკის მინისტრებს უბიძგებენ, რათა გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიეღოთ, თუმცა ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ევროპა ენერგეტიკულ კრიზისს. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ ევროპელი მაღალჩინოსნების თქმით, გერმანია, რომლის რუსული გაზის ბაზარიც ევროპაში ყველაზე დიდია, სკეპტიკურად უყურებდა ახალ შეზღუდვას, თუმცა, ალიანსში საბოლოოდ კონსესუსს მიაღწიეს. „გერმანიაში გაზის დაბალი ფასის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, რათა არ დავზარალდეთ, თუნდაც საუკეთესო მოტივებით“, - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეკანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა. 2 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის $60 შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ.
კანადა რუსი ოლიგარქი აბრამოვიჩის აქტივების კონფისკაციას იწყებს
კანადის ხელისუფლებამ, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებული ქონების კონფისკაცია დაიწყო. ის ფლობს Granite Capital Holdings-ს კანადაში, რომლის ღირებულება $26 მილიონს შეადგენს. ეს არის პირველი პროცესი ქვეყანაში, როდესაც სანქცირებული რუსი მფლობელების ქონება დაყადაღდა. კანადის მთავრობა კონფისკაციის შედეგად მიღებულ შემოსავალს უკრაინის აღსადგენად და რუსეთში პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის გამოიყენებს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ორშაბათს განაცხადა, რომ კანადა აპირებს გააგრძელოს ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე და მათზე, ვინც სარგებლობს უკრაინის ომით. მას კანადის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი კრისტია ფრილანდი დაეთანხმნენ. „პუტინის ოლიგარქები მონაწილეობენ რუსეთის უკანონო და ბარბაროსულ შეჭრაში უკრაინაში. კანადა არ იქნება მათთვის უსაფრთხო თავშესაფარი, ”- თქვა კანადის ვიცეპრემიერმა. რომან აბრამოვიჩი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, Forbes-ის ქონება მიმდინარე წელს $6 900 მილიონად არის შეფასებული. ის კანადის სანქციების ქვეშ 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან მალევე მოექცა. აბრამოვიჩი ასევე არის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სანქციების სიაში. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, კანადამ სანქციები დაუწესა 2100-ზე მეტ ფიზიკურ პირს და კომპანიას, რომლებიც კანადის მთავრობის აზრით, ანექსიაში მონაწილეობდნენ. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, კანადის სანქციების სიას დაემატა 1500-ზე მეტი ფიზიკური პირი და კომპანია რუსეთიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან.
რუსეთი ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგება
რუსმა სენატორმა ალექსანდრე ბაშკინმა განაცხადა, რომ რუსეთი, თურქმენეთიდან აზერბაიჯანამდე არ დაუშვებს ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას არ დაუშვებს. ამის შემდეგ თურქმენეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც თურქმენეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის „საგზაო რუკას“ შეიმუშავებს. ალექსანდრე ბაშკინის თქმით, დასავლელი ექსპერტები თვლიან, რომ თურქმენული გაზი შეიძლება ბაქოდან თურქეთში, იქიდან ევროპაში მიედინებოდეს, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის გაზზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებას. მაგრამ მან აღნიშნა, რომ კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი მოაწერეს ხუთმა კასპიის სახელმწიფომ, ყველა კასპიის სახელმწიფო უნდა დათანხმდეს მგრძნობიარე პროექტების განხორციელებას გარემოსდაცვითი უსაფრთხოების თვალსაზრისით. „რუსეთი ვერ დათანხმდება გაზსადენის მშენებლობას კასპიის ზღვის ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის შესაძლო საფრთხის გამო“, - განაცხადა რუსმა სენატმა. მისი გამოსვლა დაემთხვა საკურორტო ქალაქ ავაზაში თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფოს მეთაურების სამმხრივ შეხვედრას, წერს რადიო „აზატლიკი“. 14 დეკემბერს გამართულ სამიტზე თურქმენგაზსა და აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მაგრამ ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტზე არაფერი თქმულა. იმავდროულად, სააგენტო Anadolu-ს ცნობით, სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა ითანამშრომლოს თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან ევროპისთვის თურქმენული გაზის მიწოდების საკითხში. „ამავდროულად, არ არის საჭირო თურქმენეთის ეკონომიკურ ინტერესებზე ფიქრი. ამ მეგობარ ქვეყანაში წარმოებული ნებისმიერი მოცულობა შეიძლება სრულად იყოს მიღებული ჩინეთის, ინდოეთის და რუსეთის მიერ“, - განაცხადა ბაშკინმა. რუსი სენატორის განცხადების შემდეგ, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა იმედი გამოთქვა, რომ თურქმენეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების „საგზაო რუკა“ უახლოეს მომავალში შემუშავდება. ამის შესახებ 19 დეკემბერს გამოცემა Turkmenportal თურქულ პრესაზე დაყრდნობით იტყობინება. ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და ამ მიმართულებით საქმიანობა დაჩქარდება. ასევე, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვებზე დაყრდნობით, გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქმენეთის გაზის ევროპაში მიწოდების საკითხი საბოლოოდ იანვარში, თურქმენეთის პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის დროს გადაწყდება. მანამდე თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ, რომელიც ივლისის დასაწყისში აშხაბადს ეწვია და თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა, განაცხადა, რომ თურქმენული გაზის თურქეთში მიწოდების სამი მარშრუტი მუშავდება და ამ მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენცია, რომელიც ხელმოწერილია 2018 წლის 12 აგვისტოს და რატიფიცირებულია თურქმენეთის მიერ 2018 წლის პირველ დეკემბერს, ითვალისწინებს „კასპიის ზღვის ქვეშ წყალქვეშა კაბელების და მილსადენების გაყვანის“ შესაძლებლობას და ხსნის გზას პროექტების განხორციელებისთვის. „ტრანსკასპიური მილსადენის პროექტი, თურქმენეთიდან აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდებისთვის, დიდიხნის წინ დაიგეგმა“, - წერს მედია.
განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა, დაკავებისას თავი მოიკლა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, განზრახ მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე სავარაუდო ბრალდებულის თვითმკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, 1987 წელს დაბადებულმა გ.ს.-მ თანმხლები პირის - 1989 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თანდასწრებით, 18 დეკემბერს თბილისში შელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მუცლის არეში დაჭრა 1966 წელს დაბადებული ზ.გ., რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც შსს აცხადებს, დანაშაულის ჩადენისთანავე, ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა. ფაქტზე იმავე დღეს დაიწყო გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. როგორც შსს აცხადებს, დანაშაულის ჩამდენი პირების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ღონისძიებებში ჩაერთნენ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც, მათი ადგილსამყოფელის ირგვლივ ინფორმაციის მოპოვების მიზნით სხვადასხვა მისამართებთან ერთად გამოცხადდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გ.ს.-ის ნათესავის სახლში, სადაც მათ ადგილზე დახვდათ გ.ს. შსს-ს ცნობით, პოლიციელების დანახვისთანავე გ.ს.-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ ამავე სახლში მყოფი გ.გ. და პოლიციის თანამშრომლები", - ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცველებმა 18 დეკემბერს თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის და დაჭრის ფაქტის დაფარვის ბრალდებით, სსკ-ის 375-ე მუხლით, 1989 წელს დაბადებული გ.გ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ გ.ს. თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს გამოძიების პროცესში.
გიორგი კირთაძის მიმართ დევნის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტზე, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს თავს დაესხნენ „გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს, დღეს, 19 დეკემბერს ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს, უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
უკრაინაში ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა
ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი დიმიტარ სტოიანოვი, უკრაინას თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის განსახილველად ეწვია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა. „მაქვს პატივი მივესალმო ბულგარეთის თავდაცვის მინისტრს დიმიტარ სტოიანოვს უკრაინაში. მადლობელი ვარ ბულგარეთის გადაწყვეტილების გამო, დახმარება გაუწიოს უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ მოუთმენლად ველით უკრაინასა და ბულგარეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას", - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე. 16 დეკემბერს ბულგარეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა ბულგარეთსა და უკრაინას შორის უკრაინას იარაღის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ შეთანხმებას.
ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ რიგაში, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა. უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ის მშვიდობას დაიმსახურებს, თქვა საული ნიინისტომ. „დღეს, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ლიდერებს შორის განვიხილეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი, ასევე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაუმჯობესების გზები“, - დაწერა ნიინისტომ ტვიტერზე. ჟურნალისტებმა ფინეთის პრეზიდენტს ჰკითხეს, რას ფიქრობს ემანუელ მაკრონის იდეაზე, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები. ეს იდეა უარყვეს, მათ შორის, ნიდერლანდების, ლიტვისა და ესტონეთის ლიდერებმა. მას არც ფინეთის პრეზიდენტმა დაუჭირა მხარი. „რუსეთის მეზობლები არიან ისინი, ვისაც უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. თუ რუსეთი თავის მეზობლებს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, მსგავსი მასშტაბის გარანტიები შეიძლება განიხილვის საგანი გახდეს“, - განაცხადა ნიინისტომ. JEF-ში შედის ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, შვედეთი, დანია და ესტონეთი.