ძებნის რეზულტატი:
ჰააგის სასამართლომ შესაძლოა, პუტინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს - გერმანიის იუსტიციის მინისტრი
რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურების გამო, შესაძლოა, ჰააგის სასამართლომ შესაძლოა, პუტინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. „უკრენერგომ“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა. „თუ ადამიანები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურების შედეგად, დარჩებიან გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე, ეს შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად“, - თქვა ბუშმანმა. მისი თქმით, პუტინის უშუალო პასუხისმგებლობის ნიშანი შეიძლება იყოს რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლები ტელევიზიით, რომელშიც კრემლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ასეთი დარტყმები მიზანმიმართული ტაქტიკაა. ამასთან, გერმანიის უზენაესი სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა ვერ დაიწყო გამოძიება რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ, დასძინა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა. „პუტინი არის სახელმწიფოს მეთაური და ამიტომ აქვს იმუნიტეტი“,- განმარტა ბუშმანმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა ომის დანაშაული და ბარბაროსობაა და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა, ირანული დრონების ახალი პარტია მიიღო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ ირანული „შაჰედ-136“-ის თვითმფრინავების ახალი პარტია მიიღო. კლიჩკო: კიევზე თავდასხმა დრონებით განხორციელდა მისივე თქმით, პარასკევს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მასიური დარტყმების დროს, რუსეთის ძალებმა ირანული თვითმფრინავები არ გამოიყენეს, მაგრამ ეს შეიარაღება ირანისაგან მიიღეს. Washington Post: რუსეთმა ირანთან დრონების წარმოებაზე, ფარული შეთანხმება დადო „ეს არის ახალი პარტია, რაოდენობაზე ახლა კომენტარს არ ვაკეთებთ, მაგრამ ვხედავთ, რომ, მაგალითად, გუშინდელი მასიური სარაკეტო დარტყმის დროს „შაჰედ-136“-ი არ იყო გამოყენებული“, - განაცხადა იუსოვმა მედიასთან. ირანმა 5 ნოემბერს აღიარა პირელად, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა.
ლუკაშენკოს თქმით, რუსეთთან გაზის ერთობლივი ბაზრის ჩამოყალიბება ფერხდება
ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთთან ერთობლივი გაზის ბაზრის ჩამოყალიბება ფერხდება. მისი თქმით, საკავშირო პროგრამა „კონკრეტულ ღონისძიებებს ითვალისწინებს“, რომელიც არ განხორციელებულა. „ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე და როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია? - სვავს კითხვას ბელორუსის პრეზიდენტი. რუსეთი და ბელორუსი, საკავშირო სახელმწიფოში გაზის ერთიანი ბაზრის შექმნაზე 2021 წლის სექტემბერში შეთანხმდნენ. შესაბამისი დოკუმენტი 2023 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. „გარდა ამისა, გათვალისწინებულია ხელშეკრულების გაფორმება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრების გაერთიანების შესახებ, ასევე შეთანხმება ელექტროენერგიის ერთიან ბაზარზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ირანში აქციის მონაწილეების მხარდაჭერისთვის, ცნობილი მსახიობი დააკავეს
ირანში აქციის მონაწილეების მხარდაჭერისთვის, ცნობილი მსახიობი ტარანა ალიდუსტი დააკავეს. ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, სიკვდილით, მეორე ადამიანი დასაჯეს ინფორმაციას სააგენტო Tasnim ავრცელებს. მას ბრალად ედება ცრუ და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება, არეულობის გაღვივება და ანტიირანული ჯგუფების მხარდაჭერა. გაერო: ირანში 400-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, 85 ბავშვი კი სიკვდილმისჯილია აღსანიშნავია, რომ ტარანა ალიდუსტიმ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა ფილმში „გამყიდველი“ შესრულებული როლის წყალობით, რომელმაც 2016 წელს საუკეთესო უცხოური ეკრანული ნამუშევრის ნომინაციაში ოსკარი მიიღო. მაჰსა ამინი, რომელიც 13 სექტემბერს ირანის ვიცე-პოლიციამ „ჰიჯაბის არასწორი ტარების“ ბრალდებით დააკავა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად, ირანის მოსახლეობა ქალაქების ქუჩებში გამოვიდა.
ზელენსკი პარტნიორებს: გადმოგვეცით საიმედო საჰაერო თავდაცვითი ფარი. თქვენ შეგიძლიათ, უზრუნველყოთ ჩვენი ხალხის დაცვა
„იპოვეთ გზები, რათა უზრუნველვყოთ საიმედოდ ცის დაცვა, გადმოგვეცით საიმედო საჰაერო თავდაცვითი ფარი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზედენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. „თქვენ შეგიძლიათ, უზრუნველყოთ ჩვენი ხალხის დაცვა - ასი პროცენტით დაცვა რუსული რაკეტებისგან. როცა ამას მივიღებთ, მაშინ რუსული ტერორის მთავარი ფორმა, კერძოდ, სარაკეტო ტერორი, უბრალოდ შეუძლებელი გახდება. ეს ნიშნავს მილიონობით ადამიანის უსაფრთხოებას და მთელი სამხედრო სიტუაციის სტრატეგიულ რესტრუქტურიზაციას. რაც ნაკლები შესაძლებლობა ექნება რუსეთს ტერორისთვის, მით მეტი შესაძლებლობა გვექნება, დავიბრუნოთ ტერიტორიები და უზრუნველვყოთ მშვიდობის გარანტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტი: ომი უკრაინაში საქართველოსთვის გამოწვევაა, რადგან ის ხსნის ჩვენს იარებსა და ჭრილობებს
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს წინასაახალწლო მიღებაზე ორბელიანების სასახლეში დიპლომატებს უმასპინძლა და 2022 წელი შეაჯამა. სიტყვით გამოსვლა ზურაბიშვილმა უკრაინაში ომზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ეს წელი სწორედ უკრაინისაა. მისივე თქმით, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, დიდი გამოწვევების წინაშე დადგა საქართველოც და მთლიანად ევროპა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სრულად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს: „ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე გამოწვევებით სავსე, მაგრამ ამავდროულად იმედიანი წელი იყო. ეს იყო უკრაინის წელი. უკრაინა, რომელმაც ამ არაპროვოცირებულ და სრულიად უსამართლო აგრესიის ქარცეცხლში გაიარა, უკვე 10 თვეა უძლებს ამ ყველაფერს. ეს გახლავთ ამაყი ხალხი, რომელმაც აჩვენა, რას ნიშნავს იყო გამძლე, რას ნიშნავს გაუძლო ამ ყველაფერს და იყო გაერთიანებული ამ პროცესში. ამ პროცესში უკრაინელმა ხალმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, ან სულ მცირე, უკვე დაამარცხეს რუსული პროპაგანდა, რუსეთის სტრატეგია, რომელიც რუსეთმა არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე შეცვალა. დაამარცხა რუსეთი, რადგან მსოფლიომ დაინახა ის, რისი დანახვაც მანამდე არ სურდა - წინა აგრესიები: 1992, 2008, 2014. მსოფლიომ აღმოაჩინა და დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე. წლევანდელი წელი ასევე ევროპის წელი გახლავთ. ევროპაში ასევე არის გამოწვევები და არის იმედიც. გამოწვევაა, რადგან, ევროპის შექმნის ბაზისი - სამუდამოდ გავთავისუფლებულიყავით ომებისგან, ისევ დაბრუნდა ევროპის შუაგულში, ეს გამოწვევები, გარკვეულწილად, ამარცხებს ევროპის ამ მიზანს, თუმცა, ეს ასე არ არის და ამ გამოწვევების წყალობით, ევროპა რეალურად გაიხსნა, გაფართოების პერსპექტივების მიმართ უფრო გახსნილი გახდა და ეს ევროპული პოლიტიკის წარმატების შედეგია. ვხედავთ, რომ აქ ჩვენ გვაქვს სრული, ერთიანი ძალა, რომელიც არ ყოყმანობს მისი პარტნიორების მხარდასაჭერად და აჩვენებს თუ რას ნიშნავს იყო ახალი ძალა. ეს არ არის მარტივი პროცესი - გაერთიანდე, იყო დამოუკიდებელი და გქონდეს ენერგოდამოუკიდებლობა. ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად რთული და მძიმეა ეს მოსახლეობისთვის; მაგრამ ამის შედეგად ევროპა ახლა ხდება ძალა, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული ყველას მიერ, პატივცემული ყველა მხარის მიერ და ხდება მისი ერთიანობის, მისი მყარი ერთიანი გადაწყვეტილების დემონსტრირება და ჩვენება და სწორედ ამ ევროპასთან გვინდა ჩვენ ახლოს ყოფნა და ინტეგრირება. ეს წელი ასევე გახლდათ ქალების წელი, ისევ და ისევ უკრაინელი ქალების წელი, ირანელი ქალების წელი და მინდა, მათ მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო. როგორი წელი იყო საქართველოსთვის? აქაც არის გარკვეულწილად, ნარევი გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობებისა. რა თქმა უნდა, თავისთავად, ომი უკრაინაში საქართველოსთვის გამოწვევაა, რადგან ის ხსნის ჩვენს იარებსა და ჭრილობებს და იმ შიშს, რომელიც რუსეთის ყველა მეზობელს, განსაკუთრებით, შედარებით მცირე სახელმწიფოს აქვს. და მიუხედავად ამისა, თითოეულ ეტაპზე, მინდა ხაზი გავუსვა ქართველი ხალხის სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხისა და მათი ამ მდგომარეობის მიმართ, იქნება ეს ერთეული ინდივიდების, მებრძოლების მხარდაჭერა, რომლებიც უკრაინელ ძმებთან ერთად იბრძვიან, სხვადასხვა ტიპის დემონსტრაციები ქუჩებში, უკრაინელი ლტოლვილების მიღება და ა.შ. ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ [მხარდაჭერას] და უკვე თქვეს თავიანთი სიტყვა და მათი სათქმელი არის ის, რომ არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარეშე. ახალი გამოწვევები გამოჩნდა ასევე, ევროინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებითაც, ჩვენ მადლიერნი ვართ ამ პერსპექტივის, რომელიც ჩვენ მოგვცეს უკრაინის ტანჯვის შედეგად და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ის ხურავს იმ დებატებსა და კამათს, რომელიც მუდმივად გრძელდებოდა გეოგრაფიულ საკითხთან დაკავშირებით, რომ გეოგრაფიამ უნდა გვიკარნახოს ევროკავშირის საზღვრები - ახლა ეს დისკუსია დაიხურა. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომ გადავდგათ ნაბიჯი ამ ახალ პროექტებთან დაკავშირებით. დღეს ხელი მოეწერა მწვანე ენერგიის გადაცემის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც აჩვენებს ევროპასთან კავშირის მნიშვნელობას. კანდიდატის სტატუსის არმიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობაში, რა თქმა უნდა, იყო იმედგაცრუება. მოსახლეობაში, რომელიც არასოდეს ყოყმანობდა და რომელსაც არასოდეს გადაუხვევია ევროპისაკენ მიმავალი გზიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ამ 12 რეკომენდაციის შესრულება განსაზღვრავს მომდევნო გადაწყვეტილებას და ძალიან ცხადია, რა სურს საქართველოს მოსახლეობას მისი სახელმწიფო უწყებებისა და მისი პოლიტიკური ლიდერებისგან, რას ელოდება ელიტისგან. ცხადია, ჩვენ მათ უნდა მოვუსმინოთ და მოვისმინოთ მათი მოლოდინები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებთან და პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობის მიღმა, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ხედავენ და აღიარებენ საქართველოს პოლიტიკურ ნებას. თქვენ [პარტნიორებო] არ უნდა დაივიწყოთ და გთხოვთ, რომ მუდმივად გახსოვდეთ ქართველების ნება და სურვილი. უკრაინაში მიმდინარე ომის გარდა, კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დგას და რომელიც გვაჩვენებს, რომ რუსეთი მუდმივად ცდილობს თავისი ნება-სურვილი თავის მეზობლებს მოახვიოს თავს, გამოწვევა რომელიც პირდაპირ კავშირშია რუსეთთან არის შემდეგი: ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ამას დამატებითი ანალიზი სჭირდება, ზოგიერთი ჯგუფი შეიძლება ფიქორბდეს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების გაკრიტიკება უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ოკუპანტის. ეს მთავარ გამოწვევად რჩება და დარჩება, სანამ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ძალების მიერაა ოკუპირებული. ჩვენი მოქალაქეები ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ენასთან და იდენტობასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან უწევთ ცხოვრება, ისინი არიან მობილიზაციის მსხვერპლნი, მათ უწევთ ასევე, მუქარის ატანა, მათ აწვდიან ინფორმაციას, რომ საქართველომ შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს ეს სიტუაცია და რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ეს არ ხდება ასე, ტერიტორიების უკან მიტაცებით. ეს სხვა ადამიანების მიდგომაა. ასევე, კიდევ ერთი გამოწვევა რუსეთიდან მასიური მიგრაციაა. ეს გამოწვევა, გარკვეულწილად, შესაძლებლობაა, რადგან კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ სრულად გავაკონტროლოთ ის, რაც ხდება. კი ბატონო, გვქონდეს გახსნილი საზღვრები, განსაკუთრებით წარმოშობით ქართველებისათვის, მაგრამ ამავდროულად, უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა და შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ არასასურველი განზრახვები. ასევე, ძალიან დიდი გამოწვევებია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. რა თქმა უნდა, მოვა მოლაპარაკებების დრო. ეს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი ხალხის ხელშია და როდესაც ეს დრო მოვა, თუ გვსურს, რომ თავი ავარიდოთ 1992, 2008, 2014, 2022 წლების სცენარებისა და ბევრი სხვა აგრესიის გამეორებას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ჩვენი მეზობლების მიმართ ხდებოდა, ცხადი უნდა იყოს, რომ ოკუპაცია ევროპის კონტინენტზე არ არის მისაღები და ვისაც მართლა სურს რეალური მშვიდობა და მოლაპარაკებები, პირველ რიგში, უნდა აღიაროს ეს და შემდგომ ვისაუბროთ ამ საკითხებზე. დაბოლოს, საქართველოს წინაშე არსებულ ასეთ ძალიან დიდ გამოწვევებთან ერთად, რომლებმაც შესაძლოა, განსაზღვროს ჩვენი ერის მომავალი, ჩვენი შიდა გამოწვევები რაღაცნაირად აბსურდული, არარელევანტური და ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩანს, რადგან ჩვენი მოსახლეობის მისწრაფებები ცხადია: მათ სურთ დაასრულონ პოლარიზაცია, მათ სურთ დაინახონ ახალი ძალები საქართველოს მომავლისთვის, ახალი ფიგურები, ახალი პერსპექტივები და ამ ეტაპზე, ეს არ გახლავთ პოლიტიკური ძალების ნება იქნება ეს უმრავლესობა, თუ ოპოზიცია. ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს. და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ პოლარიზაციას უწყობს ხელს, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხია. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისა და მისი რეპუტაციისათვის, მისი შიდა სტაბილურობისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაცია და დაველოდოთ 22 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომელიც დარწმუნებული ვარ (და მინდა ვიყო დარწმუნებული) საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს ამ სიტუაციიდან გამოვიდეს და ყველა თავის მოვალეობაზე, ქვეყნის მართვაზე, პრობლემების გადაწყვეტასა და ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე იყოს კონცენტრირებული, იყოს კონცენტრირებული ევროპისკენ, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ და ესაა სწორედ ის, რასაც ვუსურვებ ქვეყანას 2023 წელს და მინდა, გისურვოთ ყველას, თქვენ, თქვენ ოჯახებსა და მთლიანად მსოფლიოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დიპლომატებისთვის მიმართვისას.
დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინელებმა რუსების ბაზა გაანადგურეს
უკრაინელმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის რაიონის სოფელ ტროიცკესთან რუსი ოკუპანტების ბაზა გაანადგურეს. ამის შეახებ Unian წერს. ადგილობრივი გამოცემა „რია მელიტოპოლი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინულმა არტილერიამ იერიში მიიტანა სამხედრო ბაზაზე, სადაც რუსებს ჯავშანტექნიკა და მანქანები, ასევე პირადი შემადგენლობა ჰყავდათ განლაგებული. ოკუპანტებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ზუსტდება. უკრაინის გენერალურ შტაბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის გენშტაბი ბრძოლის ველზე არსებულ სურათს აღწერს
გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მტრის რვა ჯგუფს და ორ სამეთაურ პუნქტ დაარტყეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში, რომელიც 18 დეკემბერს გამოქვეყნდა. „მტერი ცდილობს, გააუმჯობესოს ტაქტიკური პოზიცია ლიმანის მიმართულებით და ყურადღებას ამახვილებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით“, - ნათქვამია ანგარიშში. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა რუსეთის თავდასხმები 15-ზე მეტი დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს მოიგერიეს. უკრაინის მასშტაბით თავდასხმებისა და სარაკეტო თავდასხმების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა ხუთი სარაკეტო დარტყმა და 42 MLRS შეტევა განახორციელა.
უკრაინის ვიცე-პრემიერი: პოლონეთი შესაძლოა, უკრაინისთვის ეკონომიკური ჰაბი გახდეს
ვიცე პრემიერ-მინისტრი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრი ირინა ვერეშჩუკი მიიჩნევს, რომ პოლონეთი შესაძლოა, უკრაინისთვის არამხოლოდ ლოგისტიკური, არამედ ეკონომიკური ჰაბიც გახდეს. ვერეშჩუკმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად მუშავდება პოლონეთში, მიზნად ისახავს იმ მეწარმეების რისკებისგან დაზღვევას, რომლებიც მზად არიან, ინვესტიციები განახორციელონ უკრაინის რეკონსტრუქციაში. კერძოდ, საუბარია ახლად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბიზნესპროექტების განხორციელებაზე. „ყველას კარგად ესმის, რომ ევროპის ცენტრში არის უზარმაზარი ტერიტორიისა და პოტენციალის მქონე ქვეყანა. ამიტომ, ვთხოვთ უცხო ქვეყნების მთავრობებს, უზრუნველყონ სადაზღვევო გარანტიები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინაში იმუშაონ. ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების სტიმულირებას ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის ქველმოქმედება, ეს არის ბიზნესი. ეს არის ძალიან რეალური პერსპექტივა", - განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა. ვერეშჩუკი უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობების უფრო ინტენსიური განვითარების მომხრეა.
იაპონია თავდაცვის ბიუჯეტით მსოფლიოში მესამე იქნება
იაპონიის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, სამხედრო პოტენციალის განვითარების ყველაზე მასშტაბური, 320 მილიარდი დოლარის მოცულობის გეგმა წარადგინა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ყოვლისმომცველი, ხუთწლიანი გეგმით, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი იყო „პაციფისტურ იაპონიაში“, ქვეყანა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ, თავდაცვის ბიუჯეტით მესამე იქნება მსოფლიოში. პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ, რომელმაც ისტორიის გარდამტეხ მომენტზე მიუთითა, განაცხადა, რომ ეს არის პასუხი უსაფრთხოების სხვადასხვა გამოწვევაზე, რომელთა წინაშეც დგას იაპონია. „ეს ახალი რეალობის წინაშე აყენებს იაპონიას. თუ გეგმა სათანადოდ განხორციელდება, თავდაცვის ძალები იქნება რეალურად, მსოფლიო დონის ეფექტიანი ძალა", - განაცხადა თავის მხრივ, საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილმა ადმირალმა იოჯი კოდამ. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში, არის კანონის სერიოზული დარღვევა, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას და შეარყია საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები“, - ნათქვამია სტრატეგიულ დოკუმენტში. მისივე თანახმად, ჩინეთის მიერ გამოწვეული სტრატეგიული გამოწვევა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც იაპონა აწყდება. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ პეკინი არ გამორიცხავდა ძალის გამოყენებას ტაივანის კონტროლის ქვეშ მოქცევისთვის. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც ჩინეთზე, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეაზე მიუთითებდა, შეერთებულ შტატებთან და სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობაა ჩადებული, რათა არსებული საერთაშორისო წესრიგისთვის საფრთხეები თავიდან აიცილონ.
CIA-ს დირექტორი უკრაინაში ომზე, რუსეთსა და ჩინეთზე
CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, ისევე როგორც მათი საწყისი გეგმის ჩავარდნა და შემდგომი ბირთვული რიტორიკა, ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შეშფოთება გამოიწვია. უილიამ ბერნსის თქმით, „საინტერესო იყო ჩინეთის ხელმძღვანელობის რეაქცია უკრაინაში ომზე“, რადგან უკრაინაში შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შეხვდნენ, სადაც „უსაზღვრო მეგობრობის“ შესახებ გამოაცხადეს. თუმცა როგორც ბერნსმა აღნიშნა, ამ პარტნიორობის საზღვრები რამდენიმე კვირაში გამოიკვეთა - პეკინი არ აწვდის იარაღს რუსეთს. „აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ამ პარტნიორობას რეალურად აქვს გარკვეული შეზღუდვები“, - ამბობს CIA-ს დირექტორი. კითხვაზე, რა იქცევს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობის ყურადღებას ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, ბერნსმა უპასუხა, რომ ეს არის კრემლის ბირთვული რიტორიკა. „ვფიქრობ, მოხდა ძალიან საშიში „ბირთვული აფეთქება“, რომელიც პუტინმა და მის გარშემო მყოფებმა მოახდინეს”, - აღნიშნა ბერნსმა. ბერნსის თქმით, მოსკოვი ცდილობს, დააშინოს დასავლეთი, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ ამ დროისთვის ამერიკული დაზვერვის ანალიტიკოსები „ვერ ხედავენ რაიმე ნათელ მტკიცებულებას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გეგმების შესახებ“. CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი კიევს 15 ნოემბერს ეწვია. ის შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და დაზვერვის საზოგადოების ხელმძღვანელებს.
აშშ-მ უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, $19,3 მილიარდზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გამოუყო
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 19,3 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის უსაფრთხოების დახმარება გაუწია რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი თქმით, 2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 22,1 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას უსაფრთხოების მიზნით. რაიდერის თქმით, ბრძოლის ველზე უკრაინის მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, აშშ გააგრძელებს „მჭიდრო თანამშრომლობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას მიაწოდოს ძირითადი შესაძლებლობები და დახმარება, რაც ასევე მოიცავს წვრთნებსაც“. აშშ უკრაინას კიდევ $275 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს
თურქეთმა საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ტექნიკა გადასცა
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებას მარნეულში, საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. „ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ თურქული მხარისგან 2 ერთეული აეროდრომის სპეცტექნიკა და UH-1H ვერტმფრენების სათადარიგო ნაწილები უსასყიდლოდ მიიღო. მოგვიანებით ტექნიკის გადაცემის ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს. ტექნიკის გადმოცემა თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ“, - იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აფასებს, რა პრობლემების წინაშეა რუსული ჯარი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ბრძოლის ველზე დამამცირებელი დამარცხების სერიის შემდეგ, რუსეთის ჯარები დიდ დანაკარგებს განიცდიან. დაზვერვის ცნობით, რუს სამხედროებს ასევე აქვთ ცუდი ლიდერობის, ანაზღაურების პრობლემები, და განიცდიან აღჭურვილობის, ომის მიზნების სიცხადის და საბრძოლო მასალის ნაკლებობას. რის მიღწევას ცდილობს რუსული პროპაგანდა უკრაინაში შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტები გაუგზავნა
დიდი ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ უკრაინას Brimstone-ის ტიპის 2 ზუსტი მართვადი რაკეტა გაუგზავნა. „ამ დახმარებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსეთის წინსვლის შეჩერებაში“, - წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინაში უფრო შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გაგზავნის საკითხი განიხილოს, თუ რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს საცხოვრებელ ტერიტორიებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. „მე მუდმივად განვიხილავ იარაღის სისტემებს, რომლებიც შეგვიძლია მივაწოდოთ უკრაინას. ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენს ნუსხაში არსებული უფრო დიდი იარაღის სისტემები, და თუ რუსები განაგრძობენ სამოქალაქო ტერიტორიებზე დამიზნეებს და შეეცდებიან, დაარღვიონ ჟენევის კონვენციები, მე ვიქნები მზად, განვიხილო რისი გაკეთება შეგვიძლია შემდეგში“, - განაცხადა უოლესმა პარლამენტში, როდესაც შესაბამისი შეკითხვა დაუსვა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
ჯოზეფ ბილბო: აშშ მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა. დიდწილად, ეს შეკავების შესაძლებლობის განვითარების დამსახურებაა. ეს არის ის, რისთვისაც შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობს, ეს პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „საქართველო ძალიან რთულ სამეზობლოში მდებარეობს, სადაც არცთუ უჩვეულო და იშვიათია არასტაბილურობის განცდა. არ მგონია, ძალიან უკან, შორს დაბრუნება იყოს საჭირო, ფაქტობრივად, ოთხმოცდაათიან წლებში, მრავლად იყო ომი საქართველოში და ყარაბაღის ომი კი - აქედან სამხრეთით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, გარკვეულწილად, შედარებით სტაბილურობაა. ეს არის ის, რისთვისაც შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობს, ეს პარტნიორობა გულისხმობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც შემაკავებელი ფაქტორია ნებისმიერი აგრესორი სახელმწიფოსთვის. სამწუხაროდ, უკრაინაში ჩვენ ვხედავთ რუსეთის მუდმივ მზადყოფნას, გამოიყენოს საკუთარი ძალა, რომ დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები, როდესაც ცდილობს სხვა ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის ხელში ჩაგდებას. პრეტენზიას აცხადებენ უკრაინის ტერიტორიაზე ისე, როგორც თავის დროზე საქართველოში, როდესაც შეიჭრნენ მის ტერიტორიაზე, რომლის ნაწილიც დღემდე ოკუპირებული რჩება. ამრიგად, ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს თავდაცვას, შეკავებას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართველებმა კარგად იციან, რომ რუსეთი ოკუპანტია. რუსეთის ჯარები აგრძელებენ თქვენს ტერიტორიაზე ყოფნას, არა იმიტომ, რომ ისინი აქ მოიწვიეს, არამედ იმიტომ, რომ შემოიჭრნენ. ვფიქრობ, საქართველო აცნობიერებს, რომ გეოგრაფია არ შეიცვლება; საქართველო არ არის დაინტერესებული და არც აშშ უჭერს მხარს რაიმე სახის აგრესიულ აქტივობას ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. აშშ მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა შეეცადოს კონფლიქტის მოგვარებას და აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ვფიქრობ, ქართველებმა კარგად იციან რუსეთის რეალური ზრახვების შესახებ საქართველოს შიგნით“, - განუცხადა ჯოზეფ ბილბომ Europetime-ს.
აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა
პარლამენტში მოშიმშილეთა რიგებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოაკლდა აბდულა ისმაილოვი. სხვა მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. „ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ერთადერთი, ჩვენი კოლეგა გამოგვაკლდა ისმაილოვი, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა გუშინ და სახლში გავუშვით. მისი გაჩერება არ შეიძლებოდა", - აღნიშნავს „ნაციონალური მოძრაბის“ წევრი თემურ ჯანაშია. პარლამენტში მოშიმშილეებს თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა. „ნაციონალური მოძრაობის" სამი წევრი თემურ ჯანაშია, ანი წითლიძე და დავით კირკიტაძე მე-4 დღეა შიმშილობენ. პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები 14 დეკემბერს გაავრცელა.
კლიჩკოს თქმით, კიევში ცენტრალური გათბობის სისტემა სრულად აღდგა
უკრაინის დედაქალაქში გათბობის სისტემის მუშაობა აღდგენილია. ამის შესახებ კიევის მერმა განაცხადა. „დედაქალაქის ცენტრალური გათბობის სისტემა სრულად აღდგა“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ. მისივე თქმით, გათბობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები შესაძლოა, მთელი დღის განმავლობაში წარმოიშვას. კიევის ოლქის გუბერნატორის, ოლექსი კულებას თქმით, უკრაინის დედაქალაქის მიმდებარე რეგიონის 600 000-ზე მეტი მცხოვრები კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქისკენ გასროლილი დაახლოებით 40 რუსული რაკეტიდან, უკრაინის საჰაერო ძალებმა 37 ჩამოაგდეს. თავდასხმის დროს დაიჭრა კიევის ერთი მკვიდრი.
ყაზახეთი და ესპანეთი სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებენ
ესპანეთის დედაქალაქში ოფიციალურმა პირებმა ყაზახეთ-ესპანეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მეშვიდე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. პოლიტიკური კონსულტაციების მთავარი თემა, რომელსაც ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომან ვასილენკო და ესპანეთის საგარეო და გლობალური საკითხებში სახელმწიფო მდივანი ანჯელეს მორენო ბაუ თანათავმჯდომარეობდნენ, პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყაზახეთის ურთიერთობას ევროკავშირთან. „ყაზახეთი მზად არის, განავითაროს ესპანეთთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები, რომლის საფუძველია 2009 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება“, - აღნიშნავს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომან ვასილენკო. თავის მხრივ, ესპანეთის საგარეო და გლობალური საკითხებში სახელმწიფო მდივანი ანჯელეს მორენო ბაუმ ხაზი გაუსვა ყაზახეთის აქტიურ პოზიციას საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე და გამოთქვა ოფიციალური მადრიდის მზადყოფნა, სრულად დაუჭიროს მხარი ყაზახეთში მიმდინარე მასშტაბური პოლიტიკური რეფორმების წარმატებით განხორციელებას.
ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის დიდი რაოდენობით ბავშვია დეპორტირებული
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებიდან 2 მილიონი მოქალაქის, მათ შორის დიდი რაოდენობით ბავშვების დეპორტაცია განახორციელა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. მისიე თქმით, ბევრი ბავშვი მძევლად აიყვანეს. ზელენსკის თქმით, ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს, მათი შვილების რუსეთში, „რეკრეაციულ ცენტრებში“ წაყვანით აშანტაჟებდნენ.