ძებნის რეზულტატი:
რუსული რუბლი ბოლო შვიდთვიან მინიმუმამდე დაეცა
რუსული რუბლი ორშაბათს, ბოლო შვიდი თვის მინიმუმამდე დაეცა, იმის შიშის ფონზე, რომ რუსულ ნავთობზე შემოღებულმა სანქციებმა შესაძლოა, ქვეყნის საექსპორტო შემოსავალს ზიანი მიაყენოს. GMT 15:15 საათისთვის რუბლი დოლართან მიმართებაში 4.3%-ით დაეცა და 68.4800-ს ნიშნულს მიაღწია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 11 მაისის შემდეგ. ვალუტა ასევე დაეცა 3.8%-ით ევროსთან მიმართებაში და 71.71 ნიშნულს მიაღწია, რაც ასევე შვიდი თვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „დეკემბერში რუბლი თითქმის 10%-ით დაეცა, რაც გამოწვეულია იმის შიშით, რომ ნავთობის ემბარგო და ფასების ლიმიტი შეამცირებს რუსეთის ნავთობის ექსპორტის შემოსავალს, გაზრდის ბიუჯეტის დეფიციტს, რადგან იმპორტი თანდათან აღდგება“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე, შავ სიაში კიდევ 200-მდე ადამიანის შეყვანისა და სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის სამთო ინდუსტრიაში ინვესტიციები აიკრძალა.
Huawei-მ რუსეთში 2 ათასკაციანი განყოფილება დახურა - მედია
ჩინური ელექტრონიკის მწარმოებელი Huawei, რუსეთში მონაცემთა შენახვის სისტემებისა და სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის კორპორატიული გაყიდვების განყოფილებას ხურავს, სადაც დაახლოებით 2 ათასი ადამიანი მუშაობდა, რომელთაც დსთ-ს ქვეყნებში გადასვლა შესთავაზეს. ამის შესახებ კომერსანტი ბაზარზე არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ამავდროულად, მიმწოდებელი ინარჩუნებს ცენტრებს რუსეთში პერსპექტიული ტექნოლოგიების განვითარებისთვის. გაზეთის წყაროს ცნობით, პირველი იანვრიდან Huawei დახურავს Enterprise Business Group-ს, რომელიც პასუხისმგებელი იყო კორპორატიული მომხმარებლებისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (IKT, მონაცემთა შენახვის სისტემები, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა და ა.შ.) გადაწყვეტილებების მიწოდებაზე. „კომპანია მზადაა დაბრუნდეს, თუ უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებები შეწყდება“, - აცხადებენ კომპანიაში. ზოგადად, რუსეთის ფედერაციაში IKT გადაწყვეტილებების გაყიდვით დაახლოებით 2 ათასი ადამიანი იყო დაკავებული, აცხადებს „კომერსანტის“ წყარო.
ნიუ-იორკში რობერტ დე ნიროს სახლის გაძარცვა სცადეს
პოლიციამ 30 წლის გოგო დააკავა, რომელიც ნიუ-იორკში ცნობილი მსახიობის რობერტ დე ნიროს სახლის გაძარცვას ცდილობდა. ამის შესახებ TMZ-ს სამართალდამცავ ორგანოებთან დაახლოებული წყარომ აცნობა. მედიის ცნობით, თავდამსხმელი დე ნიროს სახლისკენ 19 დეკემბერს დილის 3:30 საათზე გაემართა. მან ნაძვის ხის ქვეშ მყოფი საშობაო საჩუქრების მოპარვა სცადა, მაგრამ მსახიობი ამ დროს სახლში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, რის გამოც სიტუაციის შესამოწმებლად ჩამოვიდა. კრიმინალის აღმოჩენის შემდეგ, დე ნირომ პოლიცია გამოიძახა, რომელმაც გოგო დააკავა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას მიმართა
უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა საქართველოს ექსპრეზიდენტ და უკრაინაში რეფორმების საბჭოს ყოფილ ლიდერ მიხელ სააკაშვილზე, რომელიც ახლა კლინიკა ვივამედში იმყოფება, ოქტომბერში დაკავებისა და განვითარებული მოვლენების შემდეგ. „მინდა მივმართო კეთილსინდისიერ ადამიანებს საქართველოში. ალბათ, ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა. ამიტომ მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულმოწყალება, განსაკუთრებით, შობის წინა დღეს. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა. ეს საქართველოს არ შეშვენის. ეს უნდა შეჩერდეს. გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს. გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან ამერიკაში. დროა, გადაიდგას ეს კარგი ნაბიჯი“, - ამბობს ზელენსკი ტრადიციული მიმართვის ბოლოს.
პუტინის მტკიცებით, რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმაში
რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მინსკში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვლადიმერ პუტინი ბელორუსში ჩავიდა „რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმაში. უბრალოდ, ამაში მიზანშეწონილობა არ არის“, – განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საპოლიციო ღონისძიება ნარკოდანაშაულს უკავშირდება და რამდენიმე ნარკორეალიზატორია დაკავებული. სავარაუდოდ, სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე რეგიონში ტარდება. წყარო -IPN
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ნონა ქურდოვანიძე აირჩიეს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ნონა ქურდოვანიძე აირჩიეს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია თამარ ონიანმა დაიკავა. ნონა ქურდოვანიძე 2019 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამას და იყო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2016 წლიდან არის საიას გამგეობის წევრი. 2018-2020 წლებში გამგეობის მიერ არჩეული იყო თავმჯდომარის მოადგილედ. შეგახსენებთ, რომ დღემდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიცია, ნიკოლოზ სიმონიშვილს ეკავა.
ალექსანდრე ვინიკოვი: ახლა მნიშვნელოვანია, საქართველო NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნაზე კონცეტრირდეს
Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ, ალექსანდრე ვინიკოვთან. NATO საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ უფრო გააძლიერებს, ახლა მნიშვნელოვანია, საქართველო NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნაზე კონცეტრირდეს - ამბობს Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი. ასახელებს სფეროებს, სადაც მოკავშირეებს საქართველოს მხრიდან პროგრესის ხილვა სურთ. ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციისა და NATO-ს რეკომენდაციების თანხვედრაზე და ამბობს, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ვრცელი ინტერვიუდან ასევე შეიტყობთ მოსალოდნელ ვიზიტზე, გაიგებთ, რა მისიით ეწვია საქართველოს NATO-ს შემფასებელთა ჯგუფი და რა დოკუმენტს წარუდგენს ალიანსი საქართველოს მთავრობას მომავალ წელს. ET: NATO-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის გათვალისწინებით, როგორ აფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ალიანსის მხარდაჭერის გამოყენების კუთხით მიაღწია? ალექსანდრე ვინიკოვი: საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. დროთა განმავლობაში, NATO-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრი განვითარდა. ეს თანამშრომლობა მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაატაროს საჭირო რეფორმები და მის მიზანს, რაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციას გულისხმობს. საქართველომ გაატარა შთამბეჭდავი რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს. თუმცა მეტის გაკეთებაა საჭირო. განსაკუთრებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ბევრი რამ გაკეთდა. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს. ET: უფრო კონკრეტულად, თქვენი შეფასებით, რა მიმართულებით არის საჭირო ყურადღების გამახვილება? ალექსანდრე ვინიკოვი: როგორც უსაფრთხოების, ისე თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით გამოვყოფდი უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის საკითხს. როდესაც საქმე ეხება თავდაცვის ძალებს და უფრო ფართო ჭრილში, უსაფრთხოების სექტორს, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოს სისტემა NATO-ს წევრი ქვეყნების პრინციპებთან იყოს შესაბამისობაში. სხვა ძირითადი სფეროები, სადაც მოკავშირეებს სურთ პროგრესის ნახვა, სასამართლო სისტემის რეფორმას, საარჩევნო რეფორმას და მედიის თავისუფლებას მოიცავს. პროგრესს ყველა ამ სფეროში დიდად შეუწყობდა ხელს ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს რეფორმების იმპულსი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირდა. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ევროკავშირის 12 რეკომენდაციასა და NATO-ს რეკომენდაციებს შორის, რომლებიც წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესაბამისად არის შედგენილი, მნიშვნელოვანი დამთხვევებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, ერთობლივად გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და გამოიყენონ ეს ფანჯარა საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის. მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გადალახონ პოლიტიკური განხეთქილება, რათა ქვეყანა (კონსტიტუციით დადგენილ) ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწიონ. ET: NATO-მ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე გააძლიერა პარტნიორების მხარდაჭერა. მადრიდის სამიტზე მიღებული პაკეტის შემდეგ, რაც საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას გულისხმობს, ალიანსი პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე ხშირად საუბრობს. ერთ-ერთი ბოლო მაგალითია ბუქარესტის შეხვედრა. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი უფრო დაჩქარდა, ვიდრე ეს ადრე, თუნდაც ომამდე იყო გათვალისწინებული. ალექსანდრე ვინიკოვი: მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილებები იმ პარტნიორების მედეგობის გასაძლიერებლად, რომლებსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვთვლით, რომ რუსეთის შემდგომი საფრთხეებისა და ჩარევის რისკის ქვეშ არიან. საქართველო ერთ-ერთი ასეთი პარტნიორია. მოკავშირეთა ლიდერებმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის და ეს გადაწყვეტილებები უკვე ხორციელდება. გარდა ამისა, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში, ბოლო შეხვედრაზე (29-30 ნოემბერი) გაიმეორეს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ხაზს უსვამს ალიანსის მტკიცე ერთგულებას ღია კარის პოლიტიკისადმი, კიდევ ერთხელ ადასტურებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოკავშირეებმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღეს და ადასტურებს ერთგულებას ყველა შემდგომი გადაწყვეტილებისადმი საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ასევე აისახა ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში (NATO-ს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ვაშინგტონის ხელშეკრულების შემდეგ), რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს. ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეთა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო მომავალში NATO-ს წევრი გახდება. ახლა მნიშვნელოვანია, საქართველო NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნაზე კონცეტრირდეს, რადგან NATO-ში მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვითი ძალები არ შედიან, ალიანსში მთელი ქვეყანა წევრიანდება. ამიტომ არის აუცილებელი დემოკრატიული რეფორმების ფართო სპექტრის განხორციელება. განსაკუთრებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეფორმები კანონის უზენაესობის, საარჩევნო რეფორმებისა და მედიის თავისუფლების სფეროში, ასევე, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის შემდგომი ტრანსფორმაცია. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, გადაჭრან ეს პრიორიტეტები. საქართველოს აქვს NATO-სთან დაახლოების მთავარი ინსტრუმენტი - ყოველწლიური ეროვნული პროგრამა. შეფასების ჯგუფი ცოტა ხნის წინ ეწვია თბილისს, ჩაატარა შეხვედრების ფართო სპექტრი ქართველ კოლეგებთან და ჩვენ ველით, რომ საქართველოს მთავრობას შეფასებას მომავალი წლის დასაწყისში გავუზიარებთ. დოკუმენტი ქვეყნის ამბიციური ევროატლანტიკური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით, კონსოლიდირებულ შეფასებასა და რჩევებს მოიცავს. NATO აგრძელებს ძალიან მჭიდრო პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა მადრიდის სამიტზე კიდევ უფრო გაძლიერდა. ახლა ამ გადაწყვეტილებების განხორციელების პროცესში ვართ. არსებული გარემოს გათვალისწინებით, NATO საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ უფრო აძლიერებს. რუსეთის სრულმასშტაბიანი, არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრის შემდეგ უკრაინაში, მხარდაჭერა გავაძლიერეთ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის შემდგომი ზეწოლის რისკის ქვეშ არიან და საქართველო ამ პარტნიორთა შორისაა. ბუქარესტის შეხვედრას რომ დავუბრუნდე, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მასში საქართველოს საგარეო მინისტრიც მონაწილეობდა. შეხვედრაზე NATO-ს საგარეო საქმეთ მინისტრებმა NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ალიანსის მტკიცე ერთგულება კვლავ დაადასტურეს - ეს მოიცავს ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას, რომლებიც საქართველოს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს შეეხება. ET: თქვენ ხაზი გაუსვით რეფორმების მნიშვნელობას საქართველოსთვის. რა არის ის ფუნდამენტური საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მომავალში შეიძლება, საფუძველი გახდეს NATO-ში ინტეგრაციისთვის. ალექსანდრე ვინიკოვი: ყველა ქვეყანას, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან და წევრობისთვის ემზადებიან, რეფორმების ფართო სპექტრის განხორციელება სჭირდება. ეს მხოლოდ თავდაცვის სფეროს არ ეხება. NATO ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსია და ჩვენ ველით, რომ ამ ღირებულებებს გაიზიარებენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ალიანსში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამენ. ეს თავისთავად გულისხმობს სრულად ფუნქციონირებად დემოკრატიულ ინსტიტუტებს. რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობებს, საქართველოს შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ავღანეთში, NATO-ს მისიაში მონაწილეობით, რომელსაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი საფუძველია NATO-ში საქართველოს შემდგომი გაწევრიანების გზაზე. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, ყველა ინსტიტუტი ალიანსის პრინციპებთან მოდიოდეს შესაბამისობაში. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ ამ პროცესებს. ET: 10-11 ნოემბერს, NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC) ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. უფრო მეტი რომ გვითხრათ ამ ვიზიტზე და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებებიც ხომ არ იყო მიღებული? ალექსანდრე ვინიკოვი: NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC-ის) დელეგაციის წევრები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ საქართველოში ვიზიტით. ეს NATO-ს მთავარი კომიტეტია, რომელიც პარტნიორებთან ურთიერთობებს ზედამხედველობს. სხვადასხვა საკვანძო ინსტიტუციასთან შეხვედრების ფართო სპექტრის შემდეგ, (თავდაცვის სამინისტრო, შსს, უშიშროების საბჭო, სსსგ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტი, სახალხო დამცველის აპარატი), (ასევე, საპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება), დელეგაციას საშუალება მიეცა, არსებული ვითარების შესახებ სრული წარმოდგენა შექმნოდა. დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს ოძისის ე.წ. ადმინისტრაციული ხაზი. NATO-საქართველოს თანამშრომლობა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყველა დისკუსიის განუყოფელი ნაწილი იყო. ასევე ფართოდ განიხილებოდა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში და შავი ზღვის უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებები შეიძლება, ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს საბოლოო გაწევრიანების მნიშვნელობაზე, ყველა თანამოსაუბრე ერთხმად შეთანხმდა. ეს ვიზიტი გახლდათ იმ პოლიტიკური მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც მადრიდის სამიტზე, საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის დამტკიცებით გამოიხატა. ველით, რომ მჭიდრო და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი მომავალ წელსაც ძალიან აქტიურად გაგრძელდება... ET: უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა კოორდინირებული, ერთიანი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ და ხომ არ განიხილავენ ხსენებულ საკითხს აშშ და NATO. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და მიუღებელი ანექსიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვაში წარმომადგენლობა გაზარდა, მათ შორის მეტი გემის, თვითმფრინავის ყოფნით. მეტი ინფორმაციის გაზიარებით, ასევე, მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის განთავსებით რუმინეთში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩვენ გავაძლიერეთ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი, 40 000 ჯარისკაცით, რომლებიც NATO-ს მეთაურობის ქვეშ იმყოფებიან; ასევე, ასობით გემითა და თვითმფრინავით და 8 მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფით ბალტიიდან შავ ზღვამდე. 2022 წლის მადრიდის სამიტზე დამტკიცებული NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია აღიარებს, რომ შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაა არამხოლოდ NATO-ს სანაპირო ქვეყნებისთვის (თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი), არამედ მთლიანად ალიანსისთვის. ეს NATO-ს ისტორიაში პირველად მოხდა. NATO-ს აქვს პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის ორ სხვა ქვეყანასთან, ორ ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან და უკრაინასთან. ჩვენ ეს გავაკეთეთ მანამდე, ვიდრე რუსეთი დაიწყებდა სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში და ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი, ეს გულისხმობს ევროატლანტიკური მისწრაფებების განგძრობად მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა წინ აღუდგნენ გამოწვევებსა და საფრთხეებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მესამე მხარის მავნე ჩარევის წინააღმდეგ მედეგობა გაზარდონ. ET: NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს. თქვენ ცოტა ხნის წინ, ვიზიტით იმყოფებოდით ხსენებულ ქვეყნებში, რას გვეტყოდით მის მთავარ მიზნებსა და შედეგებზე? ალექსანდრე ვინიკოვი: NATO აფასებს პარტნიორობას ამ ქვეყნებთან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდნენ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. წელს, ერევანსა და ბაქოში, რამდენიმე ვიზიტი მქონდა, რათა ორივე პარტნიორთან, პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა წინ წაგვეწია. სულ ახლახან, ოქტომბერში ვიმყოფებოდი სომხეთში და მქონდა შეხვედრები სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველთან, (ომბუდსმენი). შეხვედრებზე განვიხილეთ NATO-სომხეთის ურთიერთობები და თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ნოემბერში, NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერთან და პოლიტიკურ ოფიცერთან ერთად, ბაქოს ვესტუმრეთ. შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც განვიხილეთ NATO-აზერბაიჯანის დიალოგისა და თანამშრომლობის საკითხები, გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ბაქოში, ADA-ს უნივერსიტეტში მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებსაც („ქალები მდგრადი ხვალინდელი დღისთვის“) მივმართე. შევხვდი NATO-ს რეზიდენტ ელჩებს და ბაქოში აკრედიტებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების ხელმძღვანელებს. რაც შეეხება სამხედრო სფეროს, NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი აბიდინოღლუ მონაწილეობდა სამხედრო მიმართულებით NATO-ს ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაში - „NATO-ს დღეები“, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტთან, სახმელეთო და საზღვაო ძალების (OCC) ქვედანაყოფებთან თანამშრომლობას მოიცავდა. ჩემი მანდატის ფარგლებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რეგულარულ სამუშაო ვიზიტებს გავაგრძელებ. ასევე გავაგრძელებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას მაღალი დონის ჩართულობის მხარდაჭერას, რომელიც ორჯერ იმყოფებოდა უკვე საქართველოში და ველით, რომ რეგიონს უახლოეს მომავალში ისევ ეწვევა. ახლა ვმუშაობთ ვიზიტზე და ვიმედოვნებთ, რომ ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ჩასვლას მომავალი წლის დასაწყისში შეძლებს. ახლოდან ვაკვირდებით რეგიონში, მათ შორის მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციას. NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით. საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ.
თეთრი სახლი: აშშ აკვირდება რუსეთის ძალების განლაგებას ბელორუსში
შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მოსკოვისა და მინსკის ურთიერთქმედებას, უკრაინის წინააღმდეგ ომში, მათ შორის ბელორუსის ტერიტორიაზე რუსული ძალების განლაგებას. „ჩვენ დიდი ხანია შეშფოთებული ვართ ბელორუსის როლით რუსეთის აგრესიაში“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა 19 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე. ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსმა ხელი შეუწყო რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, უზრუნველყო რუსეთის მხარდაჭერა და დაუშვა ბელორუსის ტერიტორიის გამოყენება რუსული ძალების განსათავსებლად. „ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის ძალების პოზიციების მჭიდროდ მონიტორინგს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და გავაგრძელებთ, მათ შორის ბელორუსში და ვინარჩუნებთ მჭიდრო კონტაქტს უკრაინასთან, რადგან ისინი გაბედულად იცავენ თავს რუსეთის აგრესიისგან“.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: ქრთამის მიცემის და აღების ფაქტზე ორი პირია დაკავებული
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი რეგიონალური ქვედანაყოფის სპეციალისტი კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ მეწარმეებთან, რომელთაგანაც, სამსახურებრივი მფარველობისა და დარღვევებზე რეაგირების განუხორცილებლობის სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდულობით, იღებდა შესაბამის თანხებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადასტურდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტი რ.ხ. მფარველობას უწევდა ხე-ტყის ბიზნესში დასაქმებულ მ.ნ.-ს, რომელმაც რ.ხ.-ს გაწეული მფარველობის სანაცვლოდ, ორჯერ, პირად ანგარიშზე ჩაურიცხა შესაბამისი თანხა. ხოლო, ერთ შემთხვევაში - ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით არ შეადგინა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის სანაცვლოდაც ერთ-ერთი მეწარმისგან მიიღო სამშენებლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რ.ხ. ინფორმაციას აწვდიდა მეწარმეებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების გადაადგილებისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირების ფაქტების დაფარვის მიზნით.შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, ორივე ბრალდებული დაკავებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 338-ე და 339-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
შსს ფრანგული წარმოების 3 შვეულმფრენს ყიდულობს
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან - Airbus Helicopters-ის წარმომადგენელმა, რომეინ ლანამ მოაწერეს. მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია H145-ის ტიპის 3 შვეულმფრენს შეიძენს. Airbus-თან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 26 500 000 ევროს შეადგენს. „ხელშეკრულების პირობის მიხედვით წლების წინ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შესყიდულ AS332 L1e S/N 2833-ის (სუპერ პუმა) შვეულმფრენს ქართული მხარე Airbus Helicopters-ს გადასცემს. აღნიშნული ბორტის პრივატიზებით ახალი შვეულმფრენების შესყიდვისთვის სახელმწიფოს გასაწევი ხარჯი 5 500 000 ევროს ოდენობით დაიზოგება. H145-ი მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება. H145-ი წარმოადგენს Airbus-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები წარმატებით იყენებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში გადმოეცემა, ხოლო სამივე საავიაციო ტექნიკა 20 თვემდე პერიოდში საქართველოში იქნება, სრულ საფრენოსნო მდგომარეობაში. კონტრაქტი ახალი შვეულმფრენების შეძენასთან ერთად, პილოტებისა და ინჟინრების გადამზადებას, მარაგი ნაწილების შეძენასა და 3-წლიან საქარხნო გარანტიას მოიცავს“, - აღნიშნულია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის შეფასებით, გაერო ირანულ დრონებზე გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით რუსეთის ზეწოლას ემორჩილება
აშშ-ის შეფასებით, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში როგორც ჩანს, დაემორჩილა რუსეთის მუქარას და არ გაგზავნა უკრაინაში ოფიციალური პირები რუსეთის მიერ გამოყენებული დრონების შესამოწმებლად, რომლებსაც, ვაშინგტონის განცხადებით, რუსეთს ირანი აწვდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოთქვა წუხილი, რომ „გაერომ არ გადადგა ნაბიჯი ამ დარღვევის გამოძიების ჩასატარებლად“. „იმედგაცრუებული ვართ, რომ სამდივნო, როგორც ჩანს, დაემორჩილა რუსეთის მუქარებს, არ განახორციელა საგამოძიებო მანდატი, რომელიც ამ საბჭომ მას მიანიჭა”, - განაცხადა ელჩის მოადგილემ. თავის მხრივ, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში პესიმისტურად არის განწყობილი, რომ კონფლიქტის დასრულება მოლაპარაკებების შედეგად უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი. „მიმაჩნია, რომ სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება. ვფიქრობ, ჯერ კიდევ მოგვიწევს მოცდა, ვიდრე სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები გახდება შესაძლებელი. მოკლევადიან პერსპექტივაში ასეთი მოლაპარაკებები შესაძლებლად არ მიმაჩნია“, - განაცხადა გუტერეშმა. გაეროს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში მშვიდობა 2023 წელს მიიღწევა.
ვაშინგტონი მინსკს დამატებითი სანქციების შესახებ აფრთხილებს
ბელორუსის მიერ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. ვლადიმერ პუტინი ბელორუსში ჩავიდა პუტინის მტკიცებით, რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმაში "აღნიშნულის პოტენციალს თუ ვიხილავთ, შესაბამისად მოვახდენთ რეაგირებას დამატებითი ზომების დასაწესებლად, რათა ლუკაშენკოს რეჟიმს პასუხი ვაგებინოთ იმისთვის, რაც არსებითად წარმოადგენს მის თანამონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომში“, – განაცხადა პრაისმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშრებით განმარტებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს: 2022 წლის 31 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, კლინიკა „ვივამედის“ მიერ ჩატარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა ლაბორატორია „მრჩეველში“. 2022 წლის 10 ივნისს მიღებული შედეგების მიხედვით, ყველა მაჩვენებელი იყო ნორმაში. 2022 წლის 19 ნოემბერს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა 2022 წლის 21 ნოემბერს აღნიშნა მითითებულ განცხადებასთან დაკავშირებით, არასდროს არც ერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ ეჭვი ჰქონდა მოწამვლაზე და ამ თემაზე სპეკულაციებს უწოდა „უადგილო“. 2022 წლის 21 ნოემბერს მსჯავრდებულის სავარაუდო მოწამვლის თაობაზე განაცხადა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, რომელსაც არ სჯეროდა, რომ აღნიშნული „პოსტი“ დაწერილი იყო მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ, რადგან მას ამის შესაძლებლობას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა. თუმცა, მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ ამ ადვოკატმა მალევე დაადასტურა განცხადების ავთენტურობა. 2022 წლის 22 ნოემბერს, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, რაზეც მიღებულ იქნა თანხმობა. ამის შემდეგ 2022 წლის 24 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფო უწყებამ, მსჯავრდებულს შესთავაზა კვლევის ჩატარება, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობას. 2022 წლის 2 დეკემბერს ტვ „პირველის“ ეთერით გავრცელდა მცირე და არასრული ამონარიდი ცენტრ „ემპათიას“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნიდან, რომელიც, მათივე მოთხოვნით, არის კონფიდენციალური, რაც მიზნად ისახავდა სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს მსჯავრდებული მ. სააკაშვილი იყო მოწამლული. მსგავსი ტიპის მიზანმიმართული, დესტრუქციული ქმედება ემსახურება მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებას და მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე კონფიდენციალური დასკვნის შესახებ, რომლის გარკვეული ნაწილები, ასევე, ორკესტრირებულად გასაჯაროებული იყო ტვ „ფორმულას“ მიერ, უნდა იმსჯელოს სასამართლომ. სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის კიდევ ერთ დამატებით მცდელობას, რაც სასამართლოზე ზეწოლის თვალსაჩინო მაგალითია. კატეგორიულად მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს საკუთარი მოთხოვნით კონფიდენციალურად ცნობილი, დასკვნის ფრაგმენტული მონაკვეთების გამჟღავნებისგან, პატივი სცეს საზოგადოებას და კონსტიტუციურ წესრიგს“, – აღნიშნულია განმარტებაში. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ქუთაისში სპეცოპერაცია ჩატარდა
ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა მეტადონის პროგრამის მომხმა რებელი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ეწეოდა. ამასთან, სპეცოპერაცია იმერეთის სამხარეო პოლიციამ ჩაატარა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს გამართავენ
ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ორი პარტნიორი აძლიერებს თანამშრომლობას წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში“. „სწავლების მთავარი მიზანია რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საზღვაო თანამშრომლობის გაძლიერება და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება“, - ნათქვამია განცხადებაში. ჩინურ მხარეს მოსკოვის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. წვრთნები ოთხშაბათს დაიწყება და მომდევნო კვირის სამშაბათს დასრულდება. ცნობისათვის, 18 დეკემბერს, იაპონიის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, სამხედრო პოტენციალის განვითარების ყველაზე მასშტაბური, 320 მილიარდი დოლარის მოცულობის გეგმა წარადგინა.
პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი, ანი წითლიძე ცუდად გახდა
პარლამენტში, მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი დეპუტატი, ანი წითლიძე სუსტადაა, რის გამოც პარლამენტში მედიკოსების მისვლას ელოდებიან. აბდულა ისმაილოვმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა „ჩვენ ვაპირებთ, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა გავაგრძელოთ. ანი წითლიძე არის ძალიან სუსტად. დღეს ველოდებით ექიმებს იმისთვის, რომ ანიმ დაიწყოს ის პროცედურები, რაც მისი ჯანმრთელობის გამოსწორებას სჭირდება. რაც შეეხება შიმშილობას და პროტესტის ამ ფორმას, იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სააკაშვილს არ გადაიყვანენ შესაბამის გარემოში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს დავით კირკიტაძე. პარლამენტში მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები 14 დეკემბერს გაავრცელა.
ბორელი: საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სომხეთში დროებით დამხმარე ჯგუფს გაგზავნის
ევროკავშირი იწყებს სამხრეთ კავკასიაში ჩართულობის ახალ ფაზას გარდამავალ გუნდთან ერთად, რომელიც მოამზადებს ნიადაგს ევროკავშირის შესაძლო გრძელვადიანი მისიისთვის სომხეთში, საბოლოო მიზანი კი, რეგიონში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობაა, ამის შესახებ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. როგორც ცნობილია, სომხეთში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ჯგუფი (EUMCAP), რომელიც ოქტომბერში შეიქმნა, დღეს ასრულებს თავის მანდატს. „40 ევროპელი ექსპერტის განლაგება ეფექტიანი აღმოჩნდა, რაც დაეხმარა ნდობის ჩამოყალიბებას არასტაბილურ ვითარებაში. დღეს ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირის ჩართულობის ახალ ფაზას სამხრეთ კავკასიაში გარდამავალ გუნდთან ერთად, რომელიც მოამზადებს ნიადაგს სომხეთში ევროკავშირის შესაძლო გრძელვადიანი მისიისთვის, რომლის საბოლოო მიზანია რეგიონში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ბრიუსელი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატს არ გაუგრძელებს ამ ფონზე, საბჭომ სომხეთის ხელისუფლებასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის არსებული სადამკვირვებლო მისია საქართველოში, დროებით დამხმარე ჯგუფს გაგზავნის სომხეთში, რათა გაზარდოს ევროკავშირის ინფორმირებულობა უსაფრთხოების ვითარების შესახებ და ხელი შეუწყოს შესაძლო სამოქალაქო მისიის დაგეგმვასა და მომზადებას ქვეყანაში“, - ნათქვამია ბორელის განცხადებაში.
ბორელი: ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ჩართულობის ახალ ფაზას იწყებს
ევროკავშირი იწყებს სამხრეთ კავკასიაში ჩართულობის ახალ ფაზას გარდამავალ გუნდთან ერთად, რომელიც მოამზადებს ნიადაგს ევროკავშირის შესაძლო გრძელვადიანი მისიისთვის სომხეთში, საბოლოო მიზანი კი, რეგიონში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობაა, ამის შესახებ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. როგორც ცნობილია, სომხეთში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ჯგუფი (EUMCAP), რომელიც ოქტომბერში შეიქმნა, დღეს ასრულებს თავის მანდატს. „40 ევროპელი ექსპერტის განლაგება ეფექტიანი აღმოჩნდა, რაც დაეხმარა ნდობის ჩამოყალიბებას არასტაბილურ ვითარებაში. დღეს ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირის ჩართულობის ახალ ფაზას სამხრეთ კავკასიაში გარდამავალ გუნდთან ერთად, რომელიც მოამზადებს ნიადაგს სომხეთში ევროკავშირის შესაძლო გრძელვადიანი მისიისთვის, რომლის საბოლოო მიზანია რეგიონში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობა. ამ ფონზე, საბჭომ სომხეთის ხელისუფლებასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის არსებული სადამკვირვებლო მისია საქართველოში, დროებით დამხმარე ჯგუფს გაგზავნის სომხეთში, რათა გაზარდოს ევროკავშირის ინფორმირებულობა უსაფრთხოების ვითარების შესახებ და ხელი შეუწყოს შესაძლო სამოქალაქო მისიის დაგეგმვასა და მომზადებას ქვეყანაში“, - აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.
ფონიჭალაში, 20-მდე ნარკორეალიზატორი დაკავეს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული. ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს „დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომელიც ახორციელებდა დიდი და განსაკუთრებით დიდი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას. დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიება დღის განმავლობაში გრძელდება და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა კუპატაძემ.