ძებნის რეზულტატი:

ენერგოდამაკავშირებელი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის, საქართველოს როლს რეგიონში შეცვლის - დავითაშვილი

ეს პროექტი შეცვლის საქართველოს როლს რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე, ენერგეტიკის სექტორს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტზე ხელმოწერის შეფასებისას განაცხადა. საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკის თანმიმდევრული გაგრძელება, რაც მისი თქმით, საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო ინტეგრირდეს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე. „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტის ინიციატორი და ავტორი იყო საქართველო. საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა პროექტი ევროკავშირში. ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ სწორედ კავშირგაბმულობა, დაკავშირებადობა, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა წამოვაყენეთ პირველ ადგილზე. პირდაპირი დაკავშირება ელექტროენერგიის გაცვლის კუთხით, ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის თანმიმდევრული გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით ვაკეთებთ, მათ შორის ეკონომიკურ ნაწილში. ეს არის იგივე ჩვენი წევრობა ენერგოგაერთიანებაში და ეს ყველა ნაბიჯი საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო ინტეგრირდეს ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე. პროექტის ამ ეტაპზე შესწავლაც საქართველოს მიერ ხორციელდება. ესეც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რადგან საქართველო ხარჯავს თანხებს პროექტირების ეტაპზე, მიდის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რომელსაც იტალიური კომპანია აწარმოებს. მომავალ წელს ჩვენ უნდა გვქონდეს დასრულებული პროექტი, რათა იმპლემენტაციის ეტაპზე გადავიდეთ. საქართველომ უკვე რამდენიმე მილიონი დახარჯა ამ შესწავლაში და საბოლოოდ იკვეთება, რომ პროექტი იქნება რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის საჭიროების, რადგან ეს არის ყველაზე გრძელი დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი ზღვის ქვეშ, რომელიც მსოფლიოში არსებობს დღეს და აშენდება. ვფიქრობთ, წინასწარი შეფასებით, პროექტის ღირებულება შეიძლება, დაახლოებით სამი მილიარდი დოლარი იყოს. ამიტომ ჩვენ ოთხ მხარესთან თანამშრომლობას განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ, რადგან ამ ოთხი ქვეყნის ჩართულობა პროექტის მნიშვნელობასაც ზრდის, პროექტის წარმატებასაც ალბათობასაც ზრდის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იყოს წარმატებული პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა დავითაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.  

ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება, სიკვდილი მომისაჯოს - სააკაშვილი

ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება, სიკვდილი მომისაჯოს, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილკი ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი დაირღვა „ჰააგის გამოძიება ქართველების მისამართით ხელოვნურად იქნა ინიცირებული 2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. მათ ხელახლა გახსნეს ეს საკითხი მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველა პროცედურა გვქონდა მორჩენილი 2012 წელს. 2015 წელს ეს რომ გავიგე თავზარი დამეცა. ამის შემდეგ ხდებოდა დამუშავება ქართველი სამხედროების, რათა როგორმე გამოსულიყვნენ ჩემზე. ამის საპასუხოდ მე შევკრიბე მსოფლიოს წამყვანი იურისტების ჯგუფი და 2020 წელს ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ ალტერნატიული მოხსენება, რომლის არგუმენტები, საბოლოო ჯამში, პროკურორმა გაიზიარა. ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ნამდვილად არ ასრულებდა რუსეთის დავალებას. ძალიან პატრიოტულად და თავდადებით იმუშავა „ოცნების“ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც თვითონ დევნილია აფხაზეთიდან. მოკლედ, ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს. რაც შეეხება ჰააგას, დიდი მადლობა გენერალ ყურაშვილს და გოგავას და ყველა იმ სამხედროს, რომელიც არ გაიყიდა და არ მისცა საქართველოს, სამხედრო ხელმძღვანელების და ჩემს წინააღმდეგ ჩვენება, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. თქვენი ვაჟკაცობა შერჩება ისტორიას“, - წერია Facebook-ზე სააკაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.  

ევროკომისიის პრეზიდენტი: მოხარული ვარ, რომ საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე

შავი ზღვის ორი სანაპირო არასდროს ყოფილა უფრო ახლოს - მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს „შავი ზღვის ორი სანაპირო, დასავლეთი და აღმოსავლეთი, ასე ახლოს არასდროს ყოფილა! მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგო შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიაზე. ახლა ჩვენ ვამყარებთ უფრო მტკიცე ენერგეტიკულ ურთიერთკავშირებს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი უსრულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე. ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.  

უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად, საჭიროა ვლადიმერ პუტინთან საუბარი - შოლცი

უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად, საჭიროა ვლადიმერ პუტინთან საუბარი,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ჩვენი მიზანია, რომ რუსეთმა შეაჩეროს აგრესიული ომი და უკრაინამ დაიცვას თავისი მთლიანობა. ამისთვის „აუცილებელი იქნება იმის თქმა, იქნება ეს ტელეფონით, ვიდეო ჩართვით, თუ გრძელ მაგიდასთან, ჯერ კიდევ უნდა გავარკვიოთ “, - განაცხადა შოლცმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირაკლი ღარიბაშვილი: აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს

საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად გვაქცევს, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რომელიც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც მონაწილეობს პლენარულ სესიაში - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გამართულ პლენარულ სესიაზე - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ - სიტყვით გამოვიდა და სესიის დამსწრე სხვა ლიდერებთან ერთად სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით გაფორმებულ ახალ შეთანხმებაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროება ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. მთავრობის მეთაურმა ისტორიული ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის რუმინეთის მხარეს, პროექტის მხარდაჭერისთვის კი, ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა. „მიხარია, რომ მივმართავ დღევანდელი მნიშვნელოვანი შეკრების მონაწილე გამორჩეულ საზოგადოებას. მადლობას ვუხდი რუმინეთის მხარეს ამ ისტორიული ღონისძიების მასპინძლობისა და ორგანიზებისთვის. მადლობა მინდა ასევე გადავუხადო ევროკავშირის პრეზიდენტს ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგო უსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რომელიც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში. ამიტომ, უმთავრეს პრიორიტეტად ვაქციეთ დაკავშირებადობა და განსაკუთრებული ხედვა შევიმუშავეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად. აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციებს ენერგიის, ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით. ეს სექტორები შესაბამისობაში მოგვყავს ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან, ისევე როგორც იმ ვალდებულებებთან, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, საერთო საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებითა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ფარგლებში ვიკისრეთ. ევროპის ძირითადი სატრანსპორტო ქსელის გაფართოება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს გვთავაზობს ისეთი სტრატეგიული პროექტების მხარდასაჭერად, რომლებსაც ეროვნული და ფართო რეგიონალური მნიშვნელობაც აქვთ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, საქართველო მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრორესურსების მიწოდების ჯაჭვში კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ ენერგოტრანზიტის მთავარ რეგიონალურ მარშრუტში. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამ პროექტის განხორციელებას სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ახალ განზომილებაში გადაჰყავს. „ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. დღეს, მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ვადასტურებთ მზადყოფნას მწვანე ენერგიის მიწოდების კონტექსტში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს. ევროპის გარდა, ყველა მეზობლისადმი გვაქვს ენერგიის მისაწოდებლად საჭირო ინფრასტრუქტურა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ამ მხრივ მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ზემოხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად - საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს. 2020 წლის ივნისში მსოფლიო ბანკმა ანგარიში გამოაქვეყნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის წინასწარი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, რითაც ხსენებული პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 26 აპრილს კონკურსი გამოაცხადა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელისა და ციფრული კავშირის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად. შერჩევა მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურებით განხორციელდა და გამარჯვებული გამოცხადდა. კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და 18 თვეში დასრულდება. ამ მიმართულებით, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რეგიონში ურთიერთჩართვისა და ენერგოტრანზიტის შესაძლებლობათა განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია ჩემი მთავრობისთვის. სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, საქართველო მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრორესურსების მიწოდების ჯაჭვში, კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ ენერგოტრანზიტის მთავარ რეგიონალურ მარშრუტში. ამ პროექტის განხორციელებას ახალ განზომილებაში გადაჰყავს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის. კვლავ მინდა დავადასტურო, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პლენარულ სესიამდე, რუმინეთის პრეზიდენტის მიერ კოტროჩენის სასახლეში შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნების ლიდერების დახვედრის ცერემონია გაიმართა და ხელი მოეწერა შეთანხმებას - „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“. მთავრობის მეთაური რუმინეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე. ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.  

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა

გერმანიამ დიდი ნაბიჯი გადადგა რუსეთისგან - ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ, გაიხსნა პირველი ტერმინალი ზღვით გაზის მისაღებად. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვილჰელმზაფენში გერმანიის პირველი LNG ტერმინალის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „ეს არის ძალიან დიდი წვლილი ჩვენს უსაფრთხოებაში... ეს არის კარგი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და კარგი ნიშანია მთელი მსოფლიოსთვის, რომ გერმანიის ეკონომიკას შეუძლია იყოს უფრო ძლიერი და გაუმკლავდეს გამოწვევებს", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.  მცურავი ტერმინალი ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე ქვემო საქსონიაში მდებარეობს, რომლითაც გერმანია გაზს, დეფიციტის შესავსებად მიიღებს. 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება კიდევ ოთხი ტერმინალის აშენება ბრუნსბიტელში (შლეზვიგ-ჰოლშტაინი), სტადში (ქვემო საქსონია) და ლუბმინში (მეკლენბურგი-ფორპომერანია). გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით, ამ ტერმინალებით, შესაძლებელია ბუნებრივი აირის მოცულობის მესამედის მიღება, რომელიც გერმანიას სჭირდება.  

მოლდოვამ ექვს პრორუსულ ტელეარხს ლიცენზია შეუჩერა

მოლდოვის საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომისიამ ქვეყანაში ექვს ტელეარხს მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა. ამის მიზეზია მოლდოვის მოვლენებისა და უკრაინის ომის გაშუქებისას არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ, საგანგებო სიტუაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. „უკრაინის ომის თითქმის 300 დღის განმავლობაში, მოლდოვაში პროპაგანდა არ შეწყვეტილა, არამედ გაძლიერდა. იმ ვითარებაში, როდესაც არა მხოლოდ ენერგეტიკული ომი მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ საინფორმაციო ომიც, ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა დავიცვათ მოქალაქეები და ქვეყანა“, - აღნიშნა გავრილოვამ.  მისივე თქმით, ტელეარხებმა Primul în Moldova-მ, RTR Moldova-მ, Accent TV-მ, NTV Moldova-მ, TV6-მა და Orhei TV-იმ „სერიოზულად და არაერთხელ დაარღვიეს აუდიოვიზუალური სერვისების კოდექსი, მიკერძოებულად და მანიპულაციურად ასახავდნენ მოლდოვის  მოვლენებსა და უკრაინაში ომს“.   

მედია: ომის დასაწყისში პუტინმა კადიროვს, უკრაინის პრეზიდენტ, ზელენსკის მოკვლა უბრძანა

სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, პუტინმა კადიროვი მოსკოვში სტრატეგიის შესამუშავებლად დაიბარა. კრემლის მარიონეტს ჩეჩნეთში, რამზან კადიროვს, რუსეთის დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა. ამის შესახებ ნათქვამია Wall Street Journal-ის სტატიაში.  გაზეთი, უკრაინის დაზვერვისა და SBU-ს წარმომადგენლებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა კადიროვს უბრძანა დაეკავებინა სამთავრობო უბნები კიევში და მოეკლა პრეზიდენტი. NSDC-ის მდივნის ოლექსი დანილოვის თქმით, ასეთი დავალება იყო კრემლის „ერთგვარი ბონუსი“ კადიროვისთვის. უკრაინულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე სამი კვირით ადრე პუტინმა კადიროვი მოსკოვში დაიბარა სტრატეგიის შესამუშავებლად. 25 თებერვალს კადიროვიელები უკრაინაში ჯავშანტექნიკის სამი კოლონით შევიდნენ. დაზვერვის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ვიდეო, რომელშიც მაღალი რანგის ოკუპანტი აცნობებს კადიროვს, რომ „დრო არის ზუსტად 00:00, ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას - 1500-ზე მეტი პერსონალით, საუკეთესო სპეცრაზმით, საუკეთესო მებრძოლები". სამი ჯგუფიდან პირველი თითქმის მთლიანად განადგურდა კიევის გარეუბანში, ხოლო დანარჩენი ორი იძულებული გახდა გადაჯგუფებულიყვნენ და შეტევა უკრაინის დედაქალაქამდე მისვლამდე შეეწყვიტათ, - წერს WSJ.  

სალომე ზურაბიშვილი: „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბისვილის თქმით, ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს. ამის შესახებ ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს „მივესალმები „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში გაიმართა.    

ვოლოდიმირ ზელენსკი: მზად ვარ, თუნდაც ხვალვე, რინგზე გავიდე პუტინთან ერთად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, რინგზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ერთად გავიდეს. ზელენსკი: პუტინი თუ მოკვდება, ომი დასრულდება ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მედია: ომის დასაწყისში პუტინმა კადიროვს, უკრაინის პრეზიდენტ, ზელენსკის მოკვლა უბრძანა „ნამდვილ კაცს, თუ სურს, ვინმეს მესიჯი გადასცეს, ან უნდა მუშტი დაარტყას სახეში, ამას თავად აკეთებს და შუამავლებს არ გზავნის. მზადა ვარ რინგზე გავიდე პუტინთან, თუნდაც ხვალვე“ - განაცხადა ზელენსკიმ ფრანგული ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში.  

ერდოღანმა, TANAP-ით, ევროპის ბაზრისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაასახელა

ამ დროისთვის, ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) მეშვეობით ევროპის ბაზრებზე მიწოდებულია 18,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სილივრის მიწისქვეშა გაზის საცავის გაფართოების პროექტის მეორე ეტაპის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და ეს პროცესი გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროში. გარდა ამისა, ერდოღანის თქმით, „თურქული ნაკადის“ პროექტის წყალობით, თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის „ლურჯი საწვავით“ მომარაგებაში.   

სალომე ზურაბიშვილი: უკრაინელმა ხალხმა და მისმა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, მისი პროპაგანდა და სტრატეგია

უკრაინელმა ხალხმა და მისამა ლიდერებმა რეალურად დაამარცხეს რუსეთი, ყოველ შემთხვევაში დაამარცხეს რუსეთის პროპაგანდა, რუსეთის სტრატეგია, რომელიც რუსეთმა რამდენჯერმე შეცვალა და ასევე დაამარცხა რუსეთი რადგან მსოფლიომ დაინახა ის, რისი დანახვაც მსოფლიოს არ სურდა, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „წინა აგრესიები, 1992, 2008, 2014, მსოფლიომ აღმოაჩინა და დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, 2022 არის ევროპის წელიც, რადგან მის წინაშეა გამოწვევები. „რაც იყო ევროპის შექმნის ბაზისი, რომ გავთავისუფლებულიყავით ომისგან სამუდამოდ, ისევ დაბრუნდა ევროპის შუაგულში. ეს არის გამოწვევებით სავსე და რაღაცნაირად ამარცხებს ევროპის მიზანს. თუმცა, აქ არაფერი არ მთავრდება და ამ გამოწვევის შედეგად, ევროპა უფრო გაიხსნა გაფართოების პერსპექტივის მიმართ და ეს არის ევროპული პოლიტიკის წარმატების შედეგი. აქ ვხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი ძალა, რომელიც არ ყოყმანობს მისი პარტნიორების მხარდასაჭერად, დასაცავად და აჩვენებს თუ რას ნიშნავს იყო ახალი ძალა. ეს არ არის მარტივი, რომ გაერთიანდე, იყო დამოუკიდებელი და გქონდეს ენერგოდამოუკიდებლობა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.   

სალომე ზურაბიშვილი: ევროპა ხდება ძალა, რომელიც ყველას მიერ უნდა იყოს პატივცემული. სწორედ ამ ევროპასთან გვინდა ვიყოთ ჩვენ ინტეგრირებული

ევროპა ხდება ძალა, რომელიც ყველას მიერ უნდა იყოს პატივცემული. ხდება მისი ერთიანობის ჩვენება. სწორედ ამ ევროპასთან გვინდა ვიყოთ ჩვენ ინტეგრირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა . მისივე თქმით, 2022 წელს, ევროპაც არის გამოწვევების წინაშე. „წლევანდელი წელი ასევე გახლავთ ევროპის წელი. ასევე ევროპაშიც არის გამოწვევები და არის იმედიც. გამოწვევა იმიტომ, რომ რაც იყო ევროპის შექმნის ბაზისი - რომ გავთავისუფლებულიყავით ომისგან სამუდამოდ, ომი ისევ დაბრუნდა ევროპის შუაგულში. ეს არის გამოწვევები, რაც ამარცხებს ევროპის მიზანს. თუმცა, აქ ყველაფერი არ მთავრდება და ამ გამოწვევის შედეგად ევროპა რეალურად გაიხსნა, გაფართოების პერსპექტივა გაჩნდა და ეს არის ევროპული პოლიტიკის წარმატების შედეგი. აქ ჩვენ გვაქვს ერთიანი ძალა, რომელიც არ ყოყმანობს მისი პარტნიორების მხარდასაჭერად და დასაცავად, აჩვენებს რას ნიშნავს იყო ახალი ძალა. ეს არ არის მარტივი პროცესი - გაერთიანდე იყო დამოუკიდებელი და გქონდეს ენერგოდამოუკიდებლობა. ყველამ იცის, რამდენად რთულია და მძიმე ეს მოსახლეობისთვის. ევროპა ხდება ძალა, რომელიც ყველას მიერ უნდა იყოს პატივცემული ყველა მხარის მიერ. ხდება მისი ერთიანობის ჩვენება. სწორედ ამ ევროპასთან გვინდა ვიყოთ ჩვენ ინტეგრირებული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

ზურაბიშვილი: ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, გახლავთ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი

სალომე ზურაბიშვილი დღეს, ორბელიანების სასახლეში დიპლომატებთან, წინასაახალწლო მიღებაზე, სქარრთველოს მესამე პრეზიდენტთან შექმნილ ვითარებას გამაურა.  მისი თქმით, ეს საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია და რომ ყველა უნდა დაელოდოს 22 დეკემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებას.  „ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, გახლავთ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისათვის და მისი რეპუტაციისათვის, მისი შიდასტაბილურობისა და მომავლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ  დაასრულოს სპეკულაციები და დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, რომელიც მინდა ვიყო დარწმუნებული, მისცემს საშუალებას საქართველოს მოსახლეობას ამ სიტუაციიდან გამოვიდეს და ყველა იყოს კონცენტრირებული თავიანთ მოვალეობაზე, მართვაზე ქვეყნის, პრობლემების გადაწყვეტაზე და ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე", - თქვა ზურაბიშვილმა.   

მიხაილო პოდოლიაკი: ომის დასრულებაზე რუსეთთან შეთანხმება „არარეალურია“

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულებაზე შეთანხმება „არარეალურია“. „არ შეგაწუხებთ არარეალურ გეგმებზე საუბრით. თქვენ ვერ დაეთანხმებით რუსეთის ფედერაციას. ომი მხოლოდ მისი დამარცხებით უნდა დასრულდეს. ასე რომ, გთავაზობთ ჰემინგუეის პერიფრაზს: საარტილერიო, ჯავშანტექნიკა, დრონები და შორი დისტანციური რაკეტები საჭირო პროპორციით“, - წერს პოდოლიაკი. უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებს ჯერ შედეგი არ მოჰყოლია. რუსეთი არ თანხმდება აშშ-ის შეთავაზებას, რომ მოლაპარაკებისას ერთ-ერთი პირობაა უკრაინის ტერიტორიიდან გასვლა. თავის მხრივ უკრაინა მოლაპარაკების პირობად საკუთარი ტერიტორიის გათავისუფლებას ასახელებს.   

„ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის“ სარკინიგზო პროექტს, ტექნიკურ-ეკონომიკური ექსპერტიზა უტარდება

ჩინელი სპეციალისტების ჯგუფი, ყირგიზეთსა და უზბეკეთს `ჩინეთ-ყირგიზეთი-უზბეკეთის~ სარკინიგზო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შედეგებს გადასცემს.  ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ჰუ ჩუნხუამ ყირგიზეთის პრეზიდენტთან სადირ ჟაპაროვთან შეხვედრაზე განაცხადა. ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად ჯაფაროვმა მოიყვანა „ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის“ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის უდიდესი სატრანსპორტო პროექტი. მისი აზრით, ეს პროექტი ფასდაუდებელ დადებით გავლენას მოახდენს მთელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე. თავის მხრივ, ჰუ ჩუნჰუამ იმედი გამოთქვა, რომ სამი მხარე აქტიურად შეუწყობს ხელს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის უწყვეტ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. შეხვედრის დასასრულს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მზადაა, გააგრძელოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და დასძინა, რომ ჩინეთის მხარე მზად არის გახსნას დიალოგის პოტენციალი ცენტრალურ აზიასთან, განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროში, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.  

ევროკავშირი მზადაა, ტაჯიკეთიდან პროდუქციის ექსპორტზე უბაჟო რეჟიმის შემოღება განიხილოს

ევროკავშირი მზადაა, ტაჯიკეთიდან პროდუქციის ექსპორტისთვის უბაჟო რეჟიმის შემოღების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაციას, ტაჯიკეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრესსამსახური, დუშანბეში დეპარტამენტის უფროსს ზავკა ზავქიზოდასა და ევროკავშირის სავაჭრო კომისიის გენერალური დირექტორის მრჩეველს ევა სინოვეცს შორის შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.  „ევა სინოვეცმა გამოთქვა მზადყოფნა განიხილოს ტაჯიკეთის რესპუბლიკის მიერ წარმოებული საქონლისა და პროდუქციის საბაჟო გადასახადებისგან ცალმხრივი გათავისუფლების საკითხი ტაჯიკეთის მხარის მოთხოვნის საპასუხოდ, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების, მხარდაჭერის მიზნით, რადგან შიდა მწარმოებლები შედიან ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე“, - აცხადებენ სამინისტროში. ტაჯიკური მხარის ინფორმაციით, 2022 წლის 10 თვის განმავლობაში ორმხრივი ვაჭრობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,1%-ით გაიზარდა. ტაჯიკეთი ევროკავშირის ბაზარს ძირითადად ალუმინითა და ტექსტილით ამარაგებს. ევროკავშირის მონაცემებით, რესპუბლიკა ევროკავშირის ყველაზე პატარა სავაჭრო პარტნიორია ცენტრალურ აზიაში. პანდემიამდე, 2019 წელს ევროკავშირმა ტაჯიკეთში, 169 მილიონი ევროს პროდუქცია გაიტანა, იმპორტმა - 44 მილიონი ევრო შეადგინა.  

ზურაბიშვილი: გამოწვევაა რუსეთიდან მიგრაცია, სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური

კიდევ ერთი გამოწვევა გახლავთ რუსეთიდან მასიური მიგრაცია, რომელიც ასევე გარკვეულწილად შესაძლებლობაა, რადგან ეს გვაჩვენებს კიდევ ერთხელ, რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ, სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში დიპლომატებთან, წინასაახალწლო მიღებაზე განაცახდა.  IRI: გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ ამ მიმარტულებით ვითარება სრულად გააკონტროლოს.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში 700 00-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა „კი ბატონო, გვქონდეს საზღვრები გახსნილი, განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც არიან წარმოშობით ქართველები, მაგრამ ამავდროულად უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა, შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მომავალში არასასურველი განზრახვები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

თურქეთმა პირველი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა

თურქული მედიის ცნობით, პირველი თურქული ზებგერითი რაკეტის (ჰაერი-მიწა) TRG-230-IHA-ის გამოცდა წარმატებით დასრულდა. „ბაირაქტარ აკინჯის“ თვითმფრინავიდან ნასროლი ზებგერითი რაკეტა 100 კმ მანძილზე სამიზნეს მოხვდა.  კომპანია Roketsan-ის ცნობით, რაკეტის დიაპაზონი 20-დან 150 კმ-მდეა.  

24 ევროპარლამენტარი ევროკომისიას მოუწოდებს, საქართველო EU-ს როუმინგის სივრცეში ჩართოს

ევროპარლამენტის 24 დეპუტატი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს მიმართავს და საქართველოს ევროკავშირის როუმინგის სივრცეში ჩართვისკენ მოუწოდებს. „საქართველოს თითოეული მოქალაქე ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. საქართველოს ჩართვა ევროპულ რეჟიმში, როგორც მათ სახლში, მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯია საქართველოს ევროპული ამბიციების რეალიზებისკენ. საქართველომ ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვა აშკარა პრიორიტეტად რამდენიმე წლის წინ დაასახელა. მას შემდეგ საქართველო აქტიურად მუშაობდა რეგიონული როუმინგის (PRA) და სპექტრის (RSA) ხელშეკრულებების გაფორმებაზე. გარდა ამისა, საქართველოს მაღალგანვითარებული სატელეკომუნიკაციო სექტორი აქვს. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, ევროკომისია მხარს დაუჭერს ერთიანი როუმინგული სივრცის შექმნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის კოორდინირებული დახმარების გზით", – ნათქვამია ევროპარლამენტარების მიმართვაში, რომელსაც „ტაბულა“ ავრცელებს.  ევროკავშირის ტერიტორიაზე როუმინგის ტარიფები 2017 წელს გაუქმდა. ცვლილების შედეგად ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები სატელეფონო ზარებში, SMS-ებსა და მობილურ ინტერნეტში იხდიან იმდენივეს, რამდენსაც საკუთარ ქვეყანაში. EU-ს როუმინგის სივრცეში ჩართვა საქართველოს მოქალაქეებს იმავე შეღავათით სარგებლობის საშუალებას მისცემს.