ძებნის რეზულტატი:

Apple-მა რუსეთის მობილურ ოპერატორებს ახალი iPhone-ების მათ ქსელებთან ადაპტირება აუკრძალა

რუსულმა მობილურმა ოპერატორებმა, რუსეთის ბაზრიდან წასვლის შემდეგ Apple-თან მოლაპარაკება ვერ შეძლეს.  RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის რუსული მედიის ცნობით, შესაბამისად Apple-ს ახალი სმარტფონების ადაპტირებას რუსეთში მომხმარებლებისთვის ვერ შეძლებენ. Apple-მა აკრძალა iPhone 14 სმარტფონების ადაპტაცია რუსეთში ტელეკომის ოპერატორების ქსელებთან. საუბარია VoLTE და VoWiFi ფუნქციების მხარდაჭერაზე მათ ქსელებში, რომლებზე წვდომაც Apple-მა შეზღუდა. შეგახსენებთ, რომ Apple-მა 2 მარტს განაცხადა, რომ რუსეთში ყველა პროდუქტის გაყიდვას შეწყვეტს.    

რუსეთი უკრაინაზე ყოველდღიურად 10-მდე კიბერშეტევას ახორციელებს - უსაფრთხოების სამსახური

რუსეთი ყოველდღიურად ახორციელებს 10-ზე მეტ კიბერშეტევას უკრაინაზე, ხოლო წლის დასაწყისიდან SBU-მ გაანეიტრალა 4,5 ათასზე მეტი კიბერშეტევა. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ილია ვიტიუკმა განაცხადა.  „ჩვენ ვაკვირდებით რისკებსა და საფრთხეებს რეალურ დროში 24/7. ჩვენ სახელებით ვიცნობთ რუსული სპეცსამსახურების ჰაკერების უმეტესობას, რომლებიც თავდასხმებს ახორციელებენ. უკრაინის გამარჯვების შემდეგ, მათ დაელოდებათ საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის სხდომების ცალკეული ბლოკი და სამართლიანი სასჯელი“, - განაცახდა ილია ვიტიუკმა. ვიტიუკის თქმით, რუსი ჰაკერების მხრიდან უკრაინასთან მმართებით 2020 წელს თითქმის 800 კიბერშეტევა დაფიქსირდა, 2021 წელს - 1400, 2022 წელს კიბერშეტევების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა.  

ამიაკის გაჟონვის გამო აღმოსავლეთ სერბეთში, სკოლები დახურეს და გზები გადაკეტეს

ორშაბათს, 26 დეკემბერს, აღმოსავლეთ სერბეთში, სარკინიგზო ხაზზე ქალაქ პიროტთან ახლოს ამიაკის გაჟონვის გამო სკოლები, საბავშვო ბაღები, სამთავრობო ოფისები, ძირითადი საერთაშორისო გზატკეცილები დაიკეტა.  სერბეთში, ამიაკის გადამზიდავი სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აღმოსავლეთით ქალაქ პიროტში, ბულგარეთის საზღვართან, მას შემდეგ, რაც კვირას საღამოს ამიაკის გადამზიდავი სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ატმოსფეროში აალებადი და ტოქსიკური აირები გაიფრქვა. უწყების ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს ავარიის მიზეზი. თუმცა, სერბეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა გორან ვეშიჩმა განაცხადა, რომ მთავარი პრიორიტეტი იყო შემთხვევის ადგილზე სიტუაციის მართვა და შემდგომი დანაკარგების თავიდან აცილება. „ავარია სავარაუდოდ ცუდი ინფრასტრუქტურის გამო მოხდა", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ხელისუფლება ასევე შეამოწმებს, დაირღვა თუ არა ტოქსიკური მასალების ტრანსპორტირების მკაცრი პროცედურები. 26 დეკემბერს პიროტის რამდენიმე ადგილას ჩატარებულმა გაზომვების შედეგად, ჰაერში და წყალში ამიაკის არსებობა არ დადასტურდა, აცხადებენ ოფიციალური პირები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისა და სახლში დარჩენა მოუწოდა. გარდა ამისა, რეგიონის მოსახლეობას ასევე ურჩია, რომ ჯერ არ დალიონ ონკანის წყალი და არ გამოიყენონ საჭმლის მოსამზადებლად. 50-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა სამედიცინო დახმარებას ადგილობრივ საავადმყოფოში, ხოლო კიდევ 15 გადაიყვანეს სამხრეთ ქალაქ ნისში. მათ შორის არიან უცხოელები და ბავშვები. ორშაბათს საღამოს ავარიის ადგილი დაკეტილი დარჩა, ხოლო ბულგარეთისკენ მიმავალ გზატკეცილზე მოძრაობა შეჩერებულია. ეს მაგისტრალი, რომელიც აკავშირებს სერბეთს ბულგარეთთან, ჩვეულებრივ ძალიან დატვირთულია საშობაო არდადეგების დროს, რადგან დასავლეთ ევროპაში მომუშავე ხალხი თავის ქვეყნებში მიემგზავრება.   

აშშ უკრაინისთვის Patriot-ების გადაცემას ექვსი თვის განმავლობაში გეგმავს - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოამზადა გეგმა, რომლის მიხედვითაც ამერიკულ საჰაერო თავდაცვის დანადგარ Patriot-ებს, კიევს, ექვს თვეზე ნაკლებ დროში გაუგზავნის. ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის თავდაცვის სისტემებს გადასცემს სააგენტო აღნიშნავს, რომ Patriot-ების ოპერირების მიზნით სპეციალისტების მომზადებას, როგორც წესი, დაახლოებით ერთი წელი სჭირდება. Patriot-ის თავდაცვის კომპლექსების გადმოცემა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის თავზე საჰაერო ფარის შესაქმნელად - ზელენსკი მანამდე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ამ სისტემაზე მუშაობისთვის უკრაინელი სამხედროების მომზადებას რამდენიმე თვე დასჭირდებოდა. Patriot-ის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნის შესახებ უკრაინაში ოფიციალურად პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებული შტატების ბოლო ვიზიტის დროს გამოცხადდა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასში არსებული მდგომარეობა მწვავეა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასში არსებული მდგომარეობა მწვავეა. ზელენსკი: ჩვენ გადავიტანთ ზამთარს, რადგან ვიცით, რისთვის ვიბრძვით „ბახმუტი, კრემინა და დონბასის სხვა ტერიტორიები. მდგომარეობა იქ მძიმე და მწვავეა. ოკუპანტები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს - და ეს მნიშვნელოვანი რესურსებია - იმისათვის, რომ ცოტაოდენ წინსვლას მაინც მიაღწიონ“, - აცხადებს ზელენსკი. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სერბეთის არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა

სერბეთის არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა. შესაბამისი ბრძანება თავდაცვის მინისტრმა გასცა. მისი თქმით, მიზანი სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა. ასევე, ქვეყნის ყველა მოქალაქის დასაცავად და სერბების წინააღმდეგ ტერორის აღსაკვეთად, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. „როგორც ჩანს, სერბეთი ერთადერთია, ვინც დაინტერესებულია პოლიტიკური შეთანხმებით, მეორე მხარე კი, მუდმივად დგამს ცალმხრივ ნაბიჯებს ესკალაციისკენ“, - განაცხადა მილოშ ვუჩევიჩმა. დაძაბულობა სერბეთსა და კოსოვოს შორის კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებით არის დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო და 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მაგრამ სერბეთმა ეს ნაბიჯი არ აღიარა და თავის ყოფილ პროვინციას თავისი ტერიტორიის ნაწილად თვლის. კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა ყოფილი სერბი პოლიციელის დეიან პანტიჩის დაკავების შემდეგ გამწვავდა. პანტიჩის დაკავების საპასუხოდ, კოსოვოელი სერბები 10 დეკემბრიდან დგანან ბარიკადებთან, რომლებიც მოაწყვეს იარინიესა და ბერნიაკის სასაზღვრო პუნქტებზე. ევროკავშირმა, NATO-მ და აშშ-მ დეესკალაცია და ბარიკადების მოხსნა მოითხოვეს, ხოლო სერბეთი თავისი არმიისა და პოლიციის განთავსებას გაეროს რეზოლუციის საფუძველზე ითხოვდა.  

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ორი პირი მისცეს. „აღნიშნულის ნაცვლად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები რძის პროდუქტებს უცვლიდნენ სასაქონლო იერსახეს, რის შემდეგაც ვადაგასული, უხარისხო საქონლის რეალიზაცია მოტყუებით ხდებოდა თბილისში არსებულ საცხობებში, ნახევარფაბრიკატების დამამზადებელ საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა, შემდგომი რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით ექვსი ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მეორე ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით ორი წლამდე ვადით.  

ზელენსკი: 9 მილიონი უკრაინელი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა

26 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაახლოებით 9 მილიონი ადამიან ელექტროენერგიის გარეშე რჩება, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ღამის ვიდეომიმართვაში. მისივე განმარტებით, გათიშვის რიცხვი და ხანგრძლივობა თანდათან მცირდება. „მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც უზრუნველყო ეს შედეგი", - განაცხადა ზელენსკიმ. „დღეს მე გავმართე სპეციალური შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ენერგეტიკის სექტორში და ინფრასტრუქტურაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვემზადებით მომავალი წლისთვის - და არამხოლოდ ზამთრის თვეებისთვის. არის საფრთხეები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი: ჩვენ სწრაფად განვახორციელებთ ყველაფერს, რაზეც ვაშინგტონში შევთანხმდით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც შეთანხმებული იყო აშშ-ის ხელისუფლებასთან ვაშინგტონში ვიზიტის დროს, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდება. ამის შესახებ მან საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს [26 დეკემბერს] გავმართე გაფართოებული შეხვედრა აშშ-ში ვიზიტის შედეგებსა და შეთანხმებების შესრულებაზე. დროს არ დავკარგავთ. ჩვენ სწრაფად განვახორციელებთ ყველაფერს, რაც შეთანხმებული იყო ვაშინგტონში. რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ცნობილია, 21 დეკემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ პირველი ვიზიტი განახორციელა. ეწვია აშშ-ს, სადაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა და სიტყვით აშშ-ის კონგრესს მიმართა. აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე კიევი რუსეთის ძალებს უკრანიდან არ განდევნის - პოლ გობლი

გენშტაბი: უკრიანის ძალებმა მტრის თავდასხმა რვა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა 2 სარაკეტო დარტყმა და 44 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების (MLRS) გამოყენებით განახორციელეს. უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა რვა დასახლებულ პუნქტთან მტრის თავდასხმა მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა. „უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ნოვოსელივსკესა და სტელმახივკას დასახლებებში და დონეცკის ოლქში დილიივკას, კრასნოჰორივკას, ვოდიანეს, ვესელეს, მარინკასა და პობიედას რაიონებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

თელავში, ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი 35 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

აშშ-სა და კანდაში ყინვას 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-სა და კანდაში ზამთრის შტორმსა და ყინვას სულ მცირე, 56 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს. როგორც ცნობილია, სტიქიის გამო, ათი ათასობით ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.  მეტეოროლოგების განცხადებით, მსგავსი ამინდი აშშ-ში რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ფიქსირდება.  

პელეს მდგომარეობა გაუარესდა

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ბრაზილიელი პელეს მდგომარეობა გაუარესდა, - ამის შესახებ ბრიტანელი ბიზნესმენი და სპორტული მენეჯერი ფრენკ ხალიდი თავის Twitter-ზე წერს. „პელე საავადმყოფოს საწოლიდან ემშვიდობება ოჯახს და მეგობრებს. ფეხბურთის ლეგენდა ნელ-ნელა ნებდება კიბოსთან ბრძოლაში, ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება", - წერს ხალიდი. პელე სან პაულოში, ალბერტ აინშტაინის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, 82 წლის ბრაზილიელ ლეგენდასთან ოჯახის წევრები იმყოფებიან.   

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 13:51 საათზე, ონთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.5 (ML) მაგნიტუდა იყო.  

სტოლტენბერგის თქმით, შვედეთი და ფინეთი NATO-ს სავარაუდოდ, 2023 წელს შეუერთდებიან

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს.  

რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინციდენტი, ომის ობიექტური შედეგია - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მომხდარი სხვადასხვა ინციდენტი, ომის ობიექტური შედეგია. „ყველაფერი, რაც დღეს რუსეთში ხდება - ის, რომ ექსცესების რიცხვი, და არამხოლოდ ენგელსში, იზრდება - დაკავშირებულია თავად რუსეთში პროცესებზე კონტროლის დაკარგვასთან. მუდმივად იზრდება დივერსიების რაოდენობა, დაუდგენელი აფეთქებები, ხანძარი კრიტიკულ ობიექტებზე, მათ შორის ენგელსსა და დიაგილევში“, - განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რუსეთში, სარატოვის ოლქის აეროდრომთან ახლოს აფეთქებები მოხდა. წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, ასევე, დაზიანებულია თვითმფრინავი. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თსუ-ში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. აღნიშნულ პოზიციაზე ასარჩევად მხოლოდ ერთი, ჯაბა სამუშიას კანდიდატურაა წარდგენილი, რომელიც რექტორის მოვალეობის შემსრულებელია. თსუ-ში საბჭოს სხდომა 10:00 საათზე დაიწყო, 11:00 საათიდან კი კენჭისყრა მიმდინარეობს.  

ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა

ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო. „ტავჯორჯიას“ ცნობით, „ფლაიდუბაის“ ორი რეისიდან, ერთი ბაქოში გაფრინდა. რაც შეეხება ტაშკენტი-თბილისის რეისს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი თბილისის ნაცვლად, სოჭის აეროპორტში დაჯდება.  

საერთოდ არ მაინტერესებს, საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერას აპირებს, თუ არა - კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საერთოდ არ აინტერესებს, საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერას აპირებს, თუ არა. „2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ და არცერთ ჩვენს წამოწყებას, არცერთ ჩვენს რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას მათი მხრიდან არასდროს ჰქონია მხარდაჭერა. რამე გაფუჭდა ან შეიცვალა ამით? ქალაქი აგრძელებს განვითარებას, აღმშენებლობას და ვერცერთი „ნაცი“, ვერცერთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს არასტაბილური მდგომარეობა, არ იყოს მშვიდობა, ვერ შეძლებს იმას, რომ შეაჩეროს ის პროექტები, რომელიც თბილისის და თბილისელების კეთილდღეობისკენაა მიმართული“,- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ანგარიშის წარსადგენად საკრებულოში მისვლას აპირებს.  

კახა კალაძის თქმით, თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება ზურაბიშვილისთვის და მისი კარიერისთვის

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება მისთვის და მისი კარიერისთვის. კალაძემ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სურათს, დადგმული უწოდა. „არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, საერთოდ ყველაფერი დადგმულია, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით რასაც დღეს ვუყურებთ, ეს არის მიზანმიმართული, დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარ კამპანია“, - განაცხადა მედიასთან კალაძემ.