ძებნის რეზულტატი:

სემეკ-მა მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკის ცნობით, კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მილიონ ლარზე მეტი მოქალაქეებს ჩამოეწერათ. უწყების განცხადებით, სემეკ-ში 2022 წლის განმავლობაში 15 437 განცხადება/წერილი შევიდა და აქედან, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ 3549 განცხადება/საჩივარი იყო, რომელთა საფუძველზეც გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჯამურად 1 244 818 ლარი ჩამოაწერა. სემეკის განმარტებით, ელექტროენერგეტიკის სექტორში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 166 266 ლარი შეადგინა, ბუნებრივი გაზის სექტორში - 730 233 ლარი, ხოლო წყალმომარაგების სექტორში - 348 319 ლარი. „სემეკი შეახსენებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებს, თუ კომუნალური კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს უფლებების დარღვევას, მომართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მომართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც: https://bit.ly/3QiBM2O“, - აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

რუსეთიდან ჯარები შემოსვლას განაგრძობენ - ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო

ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, ბელორუსისა და რუსეთის ჯარების რეგიონალური დაჯგუფების გაძლიერების შესახებ განაცხადა. „საკავშირო სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გრძელდება ბელორუსის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ჯარების (ძალების) რეგიონული დაჯგუფების გაფართოება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელორუსში რუსეთიდან პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა განაგრძობს ჩამოსვლას. „ბელორუსის რესპუბლიკის საწვრთნელ პოლიგონზე ჩამოსულ ქვედანაყოფებთან შემდგომი საბრძოლო კოორდინაციის ღონისძიებებია დაგეგმილი“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.  

80 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი, რეჟისორი, სცენარისტი გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი

80 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი, რეჟისორი, სცენარისტი გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1971 წელს – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, 1976 წელს – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. იყო ტელევიზიის კინორეჟისორი, მუშაობდა დიდი ბრიტანეთის ტელევიზიის მე-4 არხზე. გადაღებული აქვს ფილმები: „პრემიერა“ (1979), „ექსპერიმენტი“ (1981), „მთვარის გლობუსი“ (1986), „ვეძებთ მარჯორის და ოლივერს“ (1991) და სხვ.  

ბელგიამ გრიპის ეპიდემია გამოაცხადა

ბელგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა Sciensano-მ ქვეყანაში გრიპის ეპიდემია ოფიციალურად გამოაცხადა.  „გრიპი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკვე დაბრუნდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ახლა ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, რათა ვისაუბროთ გრიპის ეპიდემიაზე“, -აცხადებენ ბელგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში.  Sciensano-მ განმარტა, რომ გრიპის შემთხვევების მკაფიო ზრდა შეინიშნება ზოგად პრაქტიკოსებში, ასევე ლაბორატორიულ ტესტებში და ჰოსპიტალიზაციაში. ბელგიაში ვრცელდება გრიპის ვირუსის გარდა, ბრონქიოლიტის ვირუსი, კორონავირუსი და სხვა რესპირატორული ვირუსები, რომლებსაც შეუძლიათ იგივე სიმპტომები გამოიწვიონ.  „ახლა ჩვენს საავადმყოფოებში იმდენივე გრიპით დაავადებულ პაციენტს ვხედავთ, რამდენიცაა COVID-19-ით ინფიცირებული. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ჰოსპიტალიზებული გრიპის მქონე პაციენტების რიცხვი პირველ ადგილზე აღმოჩნდეს“, - თქვა სტივენ ვან გუხტმა, Sciensano-ს ვირუსოლოგმა. ჯანდაცვის სექტორი უკვე ებრძვის ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პიკი მოსალოდნელია სამიდან ოთხ კვირაში.  მაგალითად გერმანიამ და სლოვაკეთმა, უკვე გამოაცხადეს ეპიდემია და მოსალოდნელია, რომ სხვა ქვეყნებიც იგივეს გააკეთებენ. 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ოფისმა გააფრთხილა, რომ ქვეყანა კოროვირუსის, გრიპის და ბრონქიოლიტის უპრეცედენტო „სამმაგი ეპიდემიის“ წინაშე დგას, რომლის მიმდინარეობის პროგნოზირება რთულია. იმავდროულად, ევროკავშირმა ოთხშაბათს რეკომენდაცია გაუწია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჩინეთიდან მგზავრებისთვის კორონავირუსის ტესტების შემოღება.  

გაზის კონტეინერების მწარმოებელი უმსხვილესი ფრანგული კომპანია რუსეთის ბაზრიდან გავიდა

ფრანგულმა საინჟინრო კომპანია Gaztransport & Technigaz-მა (GTT) რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ევროპული სანქციების №8 და 9 პაკეტების სიღრმისეული ანალიზის შემდეგ, რომელიც კრძალავს რუსული კომპანიებისთვის საინჟინრო მომსახურების მიწოდებას, ჯგუფი  რუსეთში თავისი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ აცხადებს“, - ნათქვამია ანგარიშში. „GTT-ის ჩარევა მსოფლიოში ორი ყველაზე მოწინავე LNG მატარებლის ექსპლუატაციაში შემოიფარგლება პროექტის უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური მთლიანობის უზრუნველყოფით მოქმედი საერთაშორისო სანქციების შესაბამისად“, - აცხადებენ კომპანიაში. GTT არის ოფშორული გაზის კონტეინერების წამყვანი მწარმოებელი მსოფლიოში. როგორც Financial Time-მა აღნიშნა, კომპანია მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც აწარმოებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) კონტეინერებს, რომლებიც -163°C ტემპერატურაზე საწვავის დიდი მოცულობით შენახვის საშუალებას იძლევა.   

Amazon-მა რეკორდული რაოდენობის თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ განაცხადა

Amazon-ი 18000-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ჯესიმ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას Amazon-ის ხელმძღვანელმა „ეკონომიკაში გაურკვევლობა“ და ის ფაქტი დაასახელა, რომ კომპანია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალ თანამშრომლებს აქტიურად იღებდა. თანამდებობიდან გათავისუფლება ძირითადად აისახება Amazon-ის საცალო ბიზნესზე, როგორიცაა Amazon Fresh-ი და Amazon Go-ს ოფლაინ მაღაზიები და PXT-ის განყოფილება, რომელიც პერსონალის საკითხებს ეხება. ქვეყნები არ დაუსახელებიათ, თუმცა ცნობილია, რომ Amazon-ის ახალი გადაწყვეტილება ევროპის ქვენებზე აისახება.  

პუტინმა უკრაინაში, 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა

ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის 36 საათიანი რეჟიმი ამოქმედდეს. რუსეთის პატრიარქმა კირილმა, რუსეთ-უკრაინას საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით მიმართა ამის შესახებ რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. „უწმიდესი პატრიარქის კირილის მოწოდებიდან გამომდინარე, ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, უკრაინაში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მიმდინარე წლის 6 იანვრის 12:00 საათიდან მიმდინარე წლის 7 იანვარის 24:00 საათამდე ამოქმედდეს“, - ნათქვამია დოკუმენტში. ასევე ნათქვამია, რომ კრემლი კიევს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. „იქიდან გამომდინარე, რომ საბრძოლო ზონებში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც შობის დღეს“, -  ნათქვამია დოკუმენტში.  

„მოლაპარაკებებში“ რუსეთი გულისხმობს „უცხო ტერიტორიების მიტაცების უფლების“ აღიარებას - პოდოლიაკი

რუსეთის ფედერაციას ესმის სიტყვა „მოლაპარაკებები“, როგორც უცხო ტერიტორიების მიტაცების მისი სავარაუდო „უფლების“ აღიარება, რაც მიუღებელია. ამის შესახებ Twitter-ზე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „აქსიომა: რატომ იქნება შეუძლებელი რუსეთის ფედერაციასთან გარიგების დადება? პუტინი სიტყვით - „მოლაპარაკებები" სთავაზობს უკრაინას და მსოფლიოს, აღიარონ მისი „უფლება“, დაიკავონ უცხო ქვეყნის ტერიტორიები" და „დაადგინონ სამართლებრივი შედეგების არარსებობა. მასობრივი მკვლელობები უცხო ტერიტორიაზე“. ეს სრულიად მიუღებელია“, - ხაზგასმით აღნიშნა პოდოლიაკმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინასთან პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე, რუსეთი მოლაპარაკებებს არ გამართავს.  

ომი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დასრულდება - კულება

უკრაინა ტერიტორიულ მთლიანობაზე დათმობებზე არ წავა და მოლაპარაკება მხოლოდ სხვა საკითხებზეა შესაძლებელი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ არაბულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე არანაირი დათმობა არ შეიძლება. სხვა საკითხებზე შეგვიძლია მოლაპარაკება. ეს არის ძალიან ლეგიტიმური პოზიცია, რომელიც დაცულია საერთაშორისო სამართლის მიერ“, - განაცხადა კულებამ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადასცა

გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი სარაკეტო გამშვებებს, მანქანებს და თვითმფრინავებს მოიცავს. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე 5 იანვარს გამოქვეყნებულ სიაში. ახალი პაკეტი ასევე მოიცავს რვა სადაზვერვო დრონს, 63 პიკაპს, სატანკო გადამზიდ ტრაქტორებს, საზღვრის დაცვის მანქანებსა და სხვა დახმარებას. გერმანიამ ასევე მიაწოდა უკრაინას 17 სატვირთო მანქანა და 21 გენერატორი. უკრაინას უახლოეს მომავალში ასამდე სადაზვერვო დრონი უნდა მიეწოდოს. ფედერალური მთავრობა ყოველ კვირა აახლებს უკრაინას მიწოდებული იარაღის ჩამონათვალს.   

პოდოლიაკი რუსეთს: ფარისევლობა თქვენთვის შეინახეთ

უკრაინა რუსეთის ცალმხრივ „დროებით ზავს“ ფარისევლობას უწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს და მხოლოდ მაშინ დაიწყება „დროებითი დაზავება”. „უკრაინა არ ესხმის თავს უცხო ტერიტორიებს და არ კლავს მშვიდობიანი მოსახლეობა. როგორც ამას აკეთებს რუსეთის ფედერაცია. უკრაინა ანადგურებს მხოლოდ საოკუპაციო არმიის წევრებს თავის ტერიტორიაზე", - დაწერა მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

საგარეო უწყება, ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობას არ ადასტურებს

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი მოკლეს. ტელეკომპანიის ცნობით, მას სხეულზე მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბელგიაში საქართველოს საელჩოში აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო მუდმივ კონტატქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და ვითარებას არკვევს.  

ბაიდენი: პუტინი მზად იყო, 25 დეკემბერს და ახალ წელს დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეფასებით, რუსეთს „დროებითი ზავით“ დროის მოგება და ძალების გადაჯგუფება სურს. მის კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს. „ის მზად იყო, დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელს. ვგულისხმობ იმას, რომ პუტინი, უბრალოდ, ჟანგბადის პოვნას ცდილობს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

აშშ უკრაინისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების გადასაცემად ემზადება - AP

ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში აპირებს, უკრაინის უსაფრთხოების მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადოს. დახმარება ასევე მოიცავს ბრედლის ტიპის საბრძოლო მანქანებს. „აშშ უკრაინას თითქმის 3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის, ათეულობით ბრედლის მანქანის ჩათვლით“, - წერს Associated Press-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. ოფიციალური განცხადება სავარაუდოდ, პარასკევს გაკეთდება. როგორც ადმინისტრაციაში აზუსტებენ, დაახლოებით 2,85 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი უკრაინას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგიდან გადაეცემა. ამდენად, ეს აშშ-ის მიერ გაღებული უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი პაკეტი იქნება, რომელიც უკრაინულ ძალებს მიეწოდება. შეგახსენებთ, Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტებს კითხვას, განიხილებდა თუ არა „ბრედლის“ ტიპის საბრძოლო მანქანების უკრაინაში გაგზავნის საკითხი. მანამდე, 4 იანვარს, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მალე გამოაცხადებს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს. კირბის თქმით, ახალი დახმარება შეიძლება, დამატებით HIMARS-ს (მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა) მოიცავდეს, რომლის მიწოდებამ ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ შეცვალა სურათი. აშშ-ის არმია Bradley-ს ჯავშანმანქანებს ჯარისკაცების გადასაყვანად 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან იყენებს. აშშ-ის არმიას Bradley-ს ათასობით ჯავშანმანქანა ჰყავს, რომელსაც შეუძლია, უკრაინელებს ბრძოლის ველზე დაეხმაროს.  

დანილოვი: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი? ტყუილი და თვალთმაქცობაა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პუტინის განკარგულებას ფარისევლობა და სიცრუე უწოდა. „კრემლის ეშმაკების ხროვას რა კავშირი აქვს შობის ქრისტიანულ დღესასწაულთან? ვინ დაუჯერებს ზნედაცემულებს, რომლებიც ბავშვებს კლავენ, სამშობიარო სახლებს ესვრიან, ტყვეებს აწამებენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი? ტყუილი და თვალთმაქცობაა", - წერს დანილოვი Twitter-ზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.  

უკრაინა წელს მოკავშირეებისგან მიიღებს იარაღს, რომლის მიღებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა - კულება

უკრაინა წელს მოკავშირეებისგან მიიღებს იარაღს, რომლის მიღებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. "ბორბლიანი ტანკები და ჯავშანტექნიკა საფრანგეთიდან, Bradley-სა და Marder-ის ჯავშანტრანსპორტიორები აშშ-დან და გერმანიიდან, გერმანული Patriot-ის ბატარეა, საბრძოლო მასალა და მრავალი სხვა. ასევე, დაელოდეთ აშშ-ს ახალი პაკეტის გამოცხადებას", - დაწერა კულებამ „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პუტინს სურს, შობა გამოიყენოს საფარველად, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაჩერებლად - ზელენსკი

უკრაინის ხელისუფლება სკეპტიკურად უყურებს ვლადიმერ პუტინის მიერ მართლმადიდებლური შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინაში ცალმხრივი 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას. დანილოვი: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი? ტყუილი და თვალთმაქცობაა ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა უკრაინულ მხარეს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ, რათა მორწმუნეებმა საშობაო წირვაზე დასწრება შეძლონ. „ახლა მათ სურთ, შობა გამოიყენონ, როგორც საფარველი, რომ შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში გარკვეული ხნით და ჩვენს პოზიციებთან მიახლოონ აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და მობილიზებული ხალხი. რას მოგვცემს ეს? დანაკარგების რაოდენობის ზრდას“, - განაცხადა ზელენსკიმ.  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.  

შარლ მიშელი: ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის ინიციატივა სიყალბე და ფარისევლობაა

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი, რუსეთის ინიციატივას საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ Twitter-ზე გამოეხმაურა.  პუტინს სურს შობა გამოიყენენოს საფარველად, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაჩერებლად - ზელენსკი შარლ მიშელის განცხადებით, ის ვლადიმერ პუტინის ინიციატივას არ ენდობა.  „არის აგრესორი - ესაა კრემლი. არის მსხვერპლი - უკრაინელი ხალხი. რუსეთის ჯარების გაყვანა ერთადერთი სერიოზული გადაწყვეტილებაა, რომელიც მშვიდობას და უსაფრთხოებას მოგვიტანს. ცალმხრივი წესით ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე სიყალბე და ფარისევლობაა, როგორც აბსურდული, უკანონო ანექსიების წყება და მათთან დაკავშირებული რეფერენდუმები“, - დაწერა მიშელმა Twitter-ზე.  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 - 8 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, მთაში და მაღალმთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ხილვადობის გაუარესება. სინოპტიკოსების ცნბით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.  

მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს - სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორესი მადლობელია. ილია II-ს წერილი მიხეილ სააკაშვილს: გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად "დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს. მინდა ვუპასუხო მათ ვინც "სულიერი რეალობა" რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა "სულიერი".ბოლო წლის გნამავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა.რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგია - თავისუფლება ან სიკვდილი, ასე რომ გაიმარჯვებს თავისუფლება.ყველას გილოცავთ შობას", - აცხადებს სააკაშვილი.