ძებნის რეზულტატი:

ნორვეგიამ უკრაინას 10 000 საარტილერიო ჭურვი გადასცა

ნორვეგიამ უკრაინას 10 000 საარტილერიო ჭურვი მიაწოდა. ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ 4 განაცხადა, რომ საარტილერიო ჭურვები შეიძლება გამოიყენონ M109 ჰაუბიცებში, რომლებიც ნორვეგიამ უკრაინას ადრე აჩუქა. „ევროპისა და ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს, წინ აღუდგეს რუსეთის თავდასხმას. ნორვეგიამ დიდი წვლილი შეიტანა 2022 წლის განმავლობაში და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას 2023 წელს“, - ნათქვამია განცხადებაში.  

ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინისთვის ბრედლის ტიპის საბრძოლო მანქანების მიწოდებას განიხილავს

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტებს კითხვას, განიხილებდა თუ არა „ბრედლის“ ტიპის საბრძოლო მანქანების უკრაინაში გაგზავნის საკითხი. მანამდე, 4 იანვარს, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მალე გამოაცხადებს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს. კირბის თქმით, ახალი დახმარება შეიძლება, დამატებით HIMARS-ს (მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა) მოიცავდეს, რომლის მიწოდებამ ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ შეცვალა სურათი. აშშ-ის არმია Bradley-ს ჯავშანმანქანებს ჯარისკაცების გადასაყვანად 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან იყენებს. აშშ-ის არმიას Bradley-ს ათასობით ჯავშანმანქანა ჰყავს, რომელსაც შეუძლია, უკრაინელებს ბრძოლის ველზე დაეხმაროს.  

უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს დაარტყეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტსა და საბრძოლო მასალის რამდენიმე საცავს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. “თავდაცვის ძალების სარაკეტო-საარტილერიო ჯარებისა სამხედროებმა 3 სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 4 ტერიტორია და მტრის საბრძოლო მასალის 2 საცავი გაანადგურეს”, - აცხადებენ გენერალურ შტაბში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ესტონეთი აპირებს, ევროპაში პირველი იყოს, რომელიც გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემს - მინისტრი

ტალინი გეგმავს, შეიმუშაოს საკუთარი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, დაყადაღებულ რუსულ ფინანსურ აქტივებს კიევს გადასცემს, რათა ის რუსეთის შეჭრისგან დაზარალებული ქვეყნის აღდგენას მოხმარდეს, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ გამოცემა Postimees-თან ინტერვიუში. ურმას რეინსალუს განცხადებით, ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შექმნას სამართლებრივი სტრუქტურა ესტონეთში გაყინული რუსული აქტივების გამოსაყენებლად. მისივე თქმით, ესტონეთი აპირებს, ევროპაში პირველი იყოს, რომელმაც გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადასცა. მინისტრის თქმით, გაყინული რუსული აქტივების საერთო ღირებულება 17 მილიარდ ევროს შეადგენს, თუმცა კიევის სასარგებლოდ მათი გამოყენების პროცესი არ ხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წევრმა ქვეყნებმა ევროკომისიას შესაბამისი სამართლებრივი სქემის შემუშავება დაავალეს.  

ჯანმო: Omicron XBB.1.5-მა შეიძლება, ახალი ტალღა გამოიწვიოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის შტამმა, Omicron XBB.1.5-მა, რომელიც შეერთებულ შტატებში დომინანტური გახდა, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი მზარდი გავრცელებით, განსაკუთრებით ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც XBB.1.5-მა სწრაფად ჩაანაცვლა სხვა ქვევარიანტები“, - აღნიშნა მარია ვან კერხოვემ. როგორც მან დასძინა, შტამი 29 ქვეყანაში გამოავლინეს, მაგრამ ის, შესაძლოა, ბევრ სხვა ქვეყანაშიც გავრცელდეს.  

საფრანგეთმა უკრაინის მხარდაჭერა ახალ დონეზე აიყვანა, რაც ხელს შეუწყობს უკრაინელებისთვის უსაფრთხოებისა და ევროპელებისთვის მშვიდობის აღდგენას - ზელენსკი

საფრანგეთმა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა ახალ დონეზე აიყვანა, რაც ხელს შეუწყობს უკრაინელების უსაფრთხოებისა და ევროპელებისთვის მშვიდობის აღდგენას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მაკრონს ამ ლიდერობისთვის. ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ ჯავშანმანქანას, კერძოდ, ფრანგული წარმოების ბორბლიან ტანკებს. ეს არის ის, რაც მკაფიო სიგნალს უგზავნის ჩვენს ყველა სხვა პარტნიორს: არ არსებობს რაციონალური მიზეზი იმისა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ მიეწოდება დასავლური ტიპის ტანკები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის უსაფრთხოებისთვის და ყველა ევროპელისთვის მშვიდობის აღსადგენად“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ასეთი სიგნალი უკიდურესად აქტუალურია „რამშტეინის“ მორიგი შეხვედრის წინ. აუცილებელია, ამ წელს ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიას და არ გადაიდოს თავდაცვითი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია, დააჩქაროს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება. თანამედროვე დასავლური ჯავშანტექნიკა, დასავლური სტილის ტანკები – ეს არის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი ისევ ვერ აირჩია

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი ისევ ვერ აირჩია. კევი მაკარტის კანდიდატურას კანონმდებლებმა კიდევ სამჯერ უყარეს კენჭი, მაგრამ რესპუბლიკელების კანდიდატმა საჭირო ხმების მოგროვება ვერ შეძლო. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი ისევ ვერ აირჩია „სიენენის“ ინფორმაციით, კევინ მაკარტი საჭირო 218 ხმის მოსაპოვებლად დათმობებისთვის მზადაა. მათ შორის არის წესების ცვლილების შეთავაზებაზე დათანხმება, რომელიც საშუალებას მისცემს მხოლოდ ერთ წევრს, მოითხოვოს კენჭისყრა მოქმედი სპიკერის გადაყენების თაობაზე. ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დღეს ისევ შეიკრიბება.  

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მიწობში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

ნეთანიაჰუს ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც პარლამენტს უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას მისცემს

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც პარლამენტს საშუალებას მისცემს, გააუქმოს უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილება და ასევე, მთავრობას მეტი უფლება მისცეს. იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს ზომები შეცვლის მოსამართლეთა დანიშვნის ფორმას, რომლითაც ქნესეთს კონტროლი, მთავრობას კი - მეტი უფლებამოსილება მიენიჭება იმ კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ირჩევს. „ეს რეფორმები გააძლიერებს სასამართლო სისტემას და აღადგენს ხალხის ნდობას მის მიმართ. ხალხი, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია, ჩვენ ნაცვლად წყვეტს. ეს დემოკრატია არ არის“, - იარივ ლევინმა.  

ჯანმო: ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს COVID19-თან დაკავშირებით

ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს COVID19-თან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ჯანმო: კორონავირუსის შტამმა, Omicron XBB.1.5-მა შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს გაერო-ს ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და ნაკლებად გამოხატავს ჰოსპიტალიზაციისა და დაავადებით დაღუპულთა რაოდენობაზე რეალურ მდგომარეობას. „ჩვენ კვლავ ვთხოვთ ჩინეთს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შესახებ უფრო სწრაფ, რეგულარულ და სანდო მონაცემებს. ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია ჩინეთში სიცოცხლის საფრთხის გამო და კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაქცინაციის მნიშვნელობას, გამაძლიერებელი დოზების ჩათვლით, ჰოსპიტალიზაციის, მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან დასაცავად“, -აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.  

აშშ-ის საელჩო სოლიდარობას უცხადებს რუსეთის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც უფრო მშვიდობიანი მომავლის შექმნისკენ ისწრაფვის

აშშ-ის საელჩო რუსეთში, რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და სოლიდარობას უცხადებს თითოეულს, ვინც უფრო მშვიდობიანი მომავლის შექმნისკენ ისწრაფვის. ვიდეომიმართვას თან ახლავს რუსული სუბტიტრები. ვიდეოში სხვადასხვა კადრთან ერთად გამოყენებულია ისტორიული მოვლენების ამსახველი კადრები, რუსი მწერლების, ტოლსტოის და დოსტოევსკის პორტრეტები, ასეევ, სცენა ჩაიკოვსკის ბალეტ „მაკნატუნადან“. „ისტორიის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს კულტურა და ჩვენი მიღწევები აერთიანებდა. გვჯერა, რომ რაც ხდება, არ იმსახურებთ და ჩვენ სოლიდარულები ვართ თითოეული თქვენგანის მიმართ, ვინც იბრძვის უფრო მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად“, - აღნიშნულია ვიდეოს აღწერაში.

ფილიპ რიკერმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ფილიპ რიკერი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე უფროსი მრჩევლის თანამდებობიდან გადადგა. სპიკერ ნედ პრაისის თქმით, გადაწყვეტილება ძალაშია 5 იანვრიდან. მისი თქმით, ელჩი რიკერის მუშაობა დაეხმარა სტრუქტურირებული პროცესის მშენებლობას, რათა პრობლემურ რეგიონში მშვიდობა მოეტანა. „მისი წვლილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს ორმხრივი მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებაში, ისევე როგორც ჩვენს მიზანს - მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობით. გასული წლის აგვისტოში ელჩი რიკერის დანიშვნის დაწყებიდან, მოსალოდნელი იყო, რომ ის ამ თანამდებობაზე მოკლე ვადით, გასული წლის ბოლომდე იმუშავებდა. ელჩი რიკერის წასვლა არანაირად არ არღვევს შეერთებული შტატების ერთგულებას, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ, მშვიდობიან მომავალს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. შეერთებული შტატები აგრძელებს ორმხრივ ურთიერთობას თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ეუთო, ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირ დიალოგს და მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებულ ან მის შედეგად წარმოშობილ ყველა გადაუჭრელ საკითხზე გადაწყვეტის გზების ძიებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენმა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი გასული წლის აგვისტოში დანიშნა. Europetime-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ფილიპ რიკერთან, როდესაც ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. „ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ს. რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europe Time დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია, რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, საქართველო საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდეს“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ.

დეპუტატი, ბოლნისის საკრებულოს წევრი, ეკატერინე კობალავა გარდაიცვალა

დეპუტატი, ბოლნისის საკრებულოს წევრი, ეკატერინე კობალავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. "ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ღრმა მწუხარებას გამოხატავს საკრებულოს წევრის, ეკატერინე კობალავას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვა შაბათს, 7 იანვარს, 14 საათზე", -აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომელსაც ბოლნისის საკრებულო ავრცელებს.  

ვატიკანში, რომის პაპ ბენედიქტე XVI-ს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

ვატიკანში, რომის პაპ ბენედიქტე XVI-ს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ყოფილი პონტიფექსის სასახლეს, რომელიც წმინდა პეტრეს მოედანზე გამოიტანეს, შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მალევე დაწყება მესა, რომელსაც კათოლიკური ეკლესიის მოქმედი წინამძღვარი, პაპი ფრანცისკე გაუძღვება. ბოლო 3 დღის განმავლობაში ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ბენედიქტეს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ვატიკანის ცნობით, პაპის ხსოვნას პატივი დაახლოებით 200-მა ათასმა ადამიანმა მიაგო. პატრიარქის აღსაყდრებისა და იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება შეგახსენებთ, ბენედიქტ XVI შაბათს, 31 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბენედიქტ XVI კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 2005 წლიდან იყო. 2013 წელს ის პირველი რომის პაპი გახდა ბოლო 600 წლის განმავლობაში, რომელიც პეტრეს საყდრიდან გადადგა.  

ნედ პრაისი: ფილიპ რიკერის წვლილი ადასტურებს ჩვენს მიზანს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ფილიპ რიკერის წვლილი ადასტურებს აშშ-ის მიზანს, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისი განცხადება პრაისმა ფილიპ რიკერის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გააკეთა. „მისი წვლილი კიდევ ერთხელ ადასტურებს მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს ორმხრივი მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებაში, ისევე როგორც ჩვენს მიზანს - მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობით. ელჩი რიკერის წასვლა არანაირად არ არღვევს შეერთებული შტატების ერთგულებას, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ, მშვიდობიან მომავალს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. შეერთებული შტატები აგრძელებს ორმხრივ ურთიერთობას თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ეუთო, ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირ დიალოგს და მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებულ ან მის შედეგად წარმოშობილ ყველა გადაუჭრელ საკითხზე გადაწყვეტის გზების ძიებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.  

რუსთავში, ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ინორმაციით, ავარიის დროს 2 სამგზავრო მიკროავტობუსი და 3 მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

ვინ შეცვლის ფილიპ რიკერს და გაუქმდება თუ არა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარი მრჩევლის თანამდებობა - ნედ პრაისის პასუხი

ვინ შეცვლის ფილიპ რიკერს კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის პოზიციაზე და ხომ არ გაუქმდება ეს თანამდებობა, ამ შეკითხვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ნედ პრაისს ჟურნალისტებმა. ნედ პრაისმა უპასუხა, რომ „ფილიპ რიკერი საბედნიეროდ, ჯერ კიდევ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელია, სულ მცირე, კიდევ 24 საათის განმავლობაში“.„მისი წასვლის შემდეგ, ეს არის საკითხი, რომელიც კვლავაც მიიქცევს ამ შენობაში უმაღლესი დონის პირების ყურადღებას. მოგეხსენებათ, ამ პროცესში პირადად არის ჩართული მდივანი ბლინკენი. მისი პირადი წვლილით შეიკრიბნენ ლიდერები - მისი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ისინი რეგულარულად მართვდნენ საუბრებს. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მას ექნება შესაძლებლობა, ხელახლა დაუკავშირდეს ტელეფონით თავის კოლეგებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენი მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი ასევე წამყვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ნედ პრაისი: ფილიპ რიკერის წვლილი ადასტურებს ჩვენს მიზანს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რაც შეეხება რიკერის პოზიციის შესაძლო გაუქმებაზე დასმულ შეკითხვას, პრაისმა უპასუხა, რომ დამატებით ვერაფერს იტყვის. „მაგრამ როცა საქმე პოლიტიკას ეხება, და ეს არის ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე... ეს არანაირად არ ამცირებს ჩვენს ვალდებულებას, ხელი შვუწყოთ უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, ფილიპ რიკერმა თანამდებობა დატოვა.  

ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გახსნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე, კომისიის წევრებმა, კენჭისყრის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე აირჩიეს. „პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის 22 დეკემბრის N289-ე ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა და საკონკურსო კომისია შეიქმნა, ხოლო 2022 წლის 30 დეკემბრის N304-ე ბრძანებით, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე; პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე; გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე; სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ალექსანდრე ქევხიშვილი. საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ანტიკორუფციულ ბიუროს უხელმძღვანელებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რომელიც კონკურსის წესით შეირჩევა სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის მიერ. კონკურსის შედეგად შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით დანიშნავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

იტალიურმა ენერგოკომპანია Edison-მა, რუსეთისგან გაზის შესყიდვა შეწყვიტა

იტალიურმა ენერგოკომპანია Edison-მა ადგილობრივი ბაზრისთვის რუსული გაზის მიწოდება, გასული წლის 31 დეკემბრიდან შეწყვიტა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლა მონტიმ მედიასთან განაცხადა. „Edison-მა რუსეთთან კონტრაქტი 31 დეკემბერს დახურა. ჩვენი პაკეტი დივერსიფიცირებული და დამოუკიდებელია, რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ეროვნული მოთხოვნის 20%, მაგრამ ყველა ოპერატორი ახლა დაკავებულია რუსული წყაროების შემცვლელების ძიებით“, - თქვა ნიკოლა მონტიმ. მისივე თქმით, რუსული მარაგების სრულად ჩანაცვლებისთვის ოპერატორებს 2-3 წელი დასჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ იტალიას არ აქვს საკმარისი სიმძლავრე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) რეგაზიფიკაციისთვის, რომლის იმპორტი შესაძლებელია შეერთებული შტატებიდან. შეგახსენებთ, რომ იტალია ყოველწლიურად რუსეთისგან 29 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდულობდა. ეს მოცულობა უზრუნველყოფდა ქვეყნის მთლიანი მოთხოვნის 40%. იტალია აპირებს რუსული გაზი 2024 წლისთვის სრულად ჩაანაცვლოს.  

ჩინური კომპანია ავღანეთში ნავთობის საბადოების ექსპლუატაციას იწყებს

ავღანეთის „თალიბანის მოძრაობის“ სამთო და ნავთობის მინისტრმა შაჰაბუდინ დელავარმა და ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნის ჩრდილოეთში ნავთობის საბადოების ექსპლუატაციის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.  „ჩინურ კომპანიას კონტრაქტით გადაცემული საბადოების ფართობი 4,5 ათასი კვადრატული კილომეტრია და ისინი ქვეყნის სამ პროვინციაში - სირპულში, ჯავზჯანსა და ფარიაბშია განლაგებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  კონტრაქტის სხვა დეტალები ამ დრომდე არ გახმაურებულა.