ძებნის რეზულტატი:
ირანს და რუსეთს ისეთი მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, როგორც არასდროს - Foreign Policy
ირანს და რუსეთს ისეთი მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, როგორც არასდროს, - ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy სტატიას აქვეყნებს და მკითხველს ექსპერტების შეფასებებს სთავაზობს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი და ირანი ათწლეულების განმავლობაში აყალიბებდნენ ხელსაყრელ პარტნიორობას დასავლური ძალების წინააღმდეგ, მაგრამ ურთიერთობა ისტორიულად, უნდობლობითა და სიფრთხილით იყო შეფერილი. იენს სტოლტენბერგი უკრაინის ომისგან მიღებულ სამ გაკვეთილზე საუბრობს უკრაინაში ომმა შესაძლოა, ეს ყველაფერი შეცვალოს, რაც მოსკოვს უბიძგებს, მიიღოს ირანი ერთ-ერთი მთავარ უცხოელ პარტნიორად, რათა უზრუნველყოს საჭირო სამხედრო მარაგი თეირანიდან და გამოიყენოს სანქციებით განადგურებული ეკონომიკისთვის - თუნდაც ეს პარტნიორობა მომავალში დაბალ დონეზე შენარჩუნდეს. „უკრაინასთან ომმა, რუსეთისა და ირანის ურთიერთობები შეცვალა, - ამბობს Foreign Policy-სთან საუბარში ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ დირექტორი ახლო აღმოსავლეთის კვლევების მიმართულებით, ემილ ავდალიანი. იენს სტოლტენბერგი: ავტორიტარულმა რეჟიმებმა თანამშრომლობის დონე გაზარდეს „2022 წლამდე, რუსეთისა და ირანის ორმხრივ ურთიერთობებს ორმაგი სახე ჰქონდა: მაღალი დონის საუბრები, რომლებიც შინაარსისგან იყო დაცლილი, თუმცა ომის ფონზე, რუსეთი აზიისკენ სრულად შემობრუნდა და ახლა ირანის მხარდაჭერას კრემლი კრიტიკულად მნიშვნელოვანს უწოდებს“, - აღნიშნავს ავდალიანი. აშშ-ის ოფიციალური პირებისა და რეგიონული ექსპერტების შეფასებით, მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობის გაღრმავებამ, შესაძლოა, უკრაინაში სისხლისმღვრელი ომის გაგრძელება გამოიწვიოს, რადგან ირანი რუსეთს სამხედრო მხარდაჭერას უწევს და რესურსებს აწვდის. ამასთან, ამ ფაქტორმა შესაძლოა, საფრთხის წინაშე დააყენოს აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში რომლებიც ეწინააღმდეგებიან ირანს, თუ რუსეთის მთავრობა ახალი ტიპის სამხედრო ტექნოლოგიებს და მაღალტექნოლოგიურ შეიარაღების სისტემებს მიაწოდებს ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოს, რომელიც მძიმე სანქციების ქვეშ იმყოფება. ირანთან პარტნიორობამ, რუსეთს ირანული წარმოების უპილოტო დრონები მოუტანა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა 2022 წლის შემოდგომის ბოლოს, ირანთან უპილოტო თვითმფრინავების შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმეს. ამასთან, ირანმა ყირიმში გაგზავნა ინსტრუქტორები, რომელთაც რუს სამხედროებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენება შეასწავლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო თვეებში, ირანში იმყოფებოდა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც თეირანში ირანულ დრონებთან დაკავშირებით, გარიგების დასასრულებლად ჩავიდა. „რთულია ისეთი ქვეყნის დასახელება, რომელიც რუსეთს ასეთ ენთუზიაზმით ეხმარება, როგორც ირანი“, - ამბობს ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის თანამშრომელი, ანა ბორშევსკაია. ახალი ტალღის მხარდაჭერის სანაცვლოდ, აშშ-ის ახლანდელი და ყოფილი ოფიციალური პირების განცხადებით, ირანმა შესაძლოა, რუსეთისგან მაღალტექნოლოგიური სამხედრო და შეიარაღების სისტემები მიიღოს, მათ შორის სუ-25-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები, ან რუსული С-400-ბი და საჰაერო თავდაცვის სისტემები. „უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების შემდეგ, ირანს შეუძლია, რუსეთისგან დაჟინებით მოითხოვოს მოიერიშე თვითმფრინავების გადმოცემაზე ხელშეკრულება და მომგებიანი ეკონომიკური და სავაჭრო გარიგებები რუსულ კომპანიებთან, რომლებიც ჯერჯერობით თავს იკავებდნენ [ირანში] ინვესტირებისგან აშშ-ის სანქციების გამო“, - განაცხადა ავდალიანმა. ცნობისთვის, NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი მჭიდრო კავშირებს ამყარებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. „ეს სხვადასხვა რეჟიმია, მაგრამ აქვთ საერთო - ისინი ხელს უწყობენ ალტერნატიულ მსოფლიო წესრიგს. ისინი მხარს უჭერენ ღირებულებებს, რომლებიც არღვევს ჩვენს რწმენას თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ. NATO წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკური ძალის 50 პროცენტს და მსოფლიო სამხედრო ძალის 50 პროცენტს. გარკვეულწილად, ეს არის ნახევარი მსოფლიო, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთმანეთისთვის მშვიდობა და გავაგრძელოთ ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნება. ასე რომ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებთ NATO-ზე, NATO ყველაზე იზრუნებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა 5 იანვარს, ნორვეგიაში გამართულ კონფერენციაზე.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა ისევ ვერ შეძლო
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა კვლავ ვერ შეძლო. კევი მაკარტის კანდიდატურას კანონმდებლებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში 11-ჯერ უყარეს კენჭი, თუმცა მან საკმარისი ხმების მოპოვება ვერ შეძლო. მაკარტის სპიკერად არჩევისთვის 218 ხმა სჭირდება. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი ისევ ვერ აირჩია „სიენენის“ ინფორმაციით, კევინ მაკარტი საჭირო 218 ხმის მოსაპოვებლად დათმობებისთვის მზადაა. მათ შორის არის წესების ცვლილების შეთავაზებაზე დათანხმება, რომელიც საშუალებას მისცემს მხოლოდ ერთ წევრს, მოითხოვოს კენჭისყრა მოქმედი სპიკერის გადაყენების თაობაზე.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: მივმართავ მოსამართლე გიორგი არევაძეს, სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში ჩანიშნოს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი არევაძეს სხდომების ყოველდღიურად ჩანიშვნისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, სააკაშვილს უკვე გონების კარგვის მე-6 ეპიზოდი ჰქონდა. „კატეგორიულად მოვითხოვ, რომ სასამართლო პროცესები დაჩქარდეს და გუშინაც გვქონდა საუბარი, დღესაც შევიკრიბებით ადვოკატები. დრო უკვე აღარ ითმენს. ახლა მე ვნახავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. გუშინ, მოგეხსენებათ, გონება დაკარგა. გამოვითხოვ ავადმყოფობის ისტორიას, ჩანაწერებს, გადავუგზავნით ამერიკელ და ქართველს ექსპერტებს და გავერკვევით საქმე რა მოვლენასთან გვქონდა. უკვე მე-6 ეპიზოდი იყო გონების კარგვის. მივმართავთ მოსამართლეს, გადაავადოს თავისი საქმეები ან გადააწეროს სასამართლოს თავმჯდომარეებს, სხვა მოსამართლეებს მის წარმოებაში არსებული საქმეები და მხოლოდ ამ საქმეზე გადმოერთოს. ეს არის აქაური მექანიზმი, რაც შეეხება საზღვარგარეთ, არსებობს სტრასბურგის სასამართლო“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ბერბოკი „საშობაო ზავზე“: პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, თავის სამხედროებს სახლში წაიყვანდა და ომი დასრულდებოდა
პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, საკუთარ სამხედროებს გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა, - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, „საშობაო ზავზე“ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს Twitter-ზე გამოეხმაურა. შარლ მიშელი: ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის ინიციატივა სიყალბე და ფარისევლობაა „პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, ის თავის სამხედროებს სახლში წაიყვანდა და ომი დასრულდებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მას, უბრალოდ, მცირე შესვენების შემდეგ ომის გაგრძელება სურს. ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოიტანს თავისუფლებას და ვერც უსაფრთხოებას ადამიანებისთვის, რომელიც რუსული ოკუპაციის ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას",- წერს ის Twitter-ზე. პუტინს სურს შობა გამოიყენენოს საფარველად, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაჩერებლად - ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.
ესტონეთი, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟისთვის თითქმის მილიონ ევროს დახარჯავს
ესტონეთის მთავრობამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბჭოთა სამხედრო ძეგლების დემონტაჟისთვის, დაახლოებით ერთი მილიონი ევრო გამოყო. ესტონეთის მთავრობა, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის კანონს მხარს უჭერს ესტონეთში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო ორი კვირის წინ მთავრობამ ძეგლების დემონტაჟის სამუშაო ჯგუფის ხარჯების დასაფარად 60 000 ევრო გამოყო. ლატვიის ქალაქ რეზეკნეში, საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლი აიღეს დაფინანსება მოიცავდა ნეიტრალური საფლავის ქვის შექმნას, ქვესამუშაო ჯგუფის წევრების ანაზღაურებას, სამუშაო ჯგუფისა და ქვესამუშაო ჯგუფების საქმიანობის შენარჩუნებას და ნარვაში ძეგლების დემონტაჟის შემდეგ ტერიტორიის განახლებას. პოლონეთში, წითელი არმიისადმი მიძღვნილი ოთხი ძეგლი ერთდროულად აიღეს
გია გაჩეჩილაძის სიძის ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი არ არის წინააღმდეგი, ჩვენება მისცეს
გია გაჩეჩილაძის (უცნობის) სიძის, გიორგი შარაშიძის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ შს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი არ არის წინააღმდეგი, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ჩვენება მისცეს. „არცერთი ხასიათის დაზიანება არ არსებობს, მაშინ იწყება გამოძიება ძალადობის მუხლით, რადგან ძალადობის ფაქტია აღწერილი და დადასტურებულიც შარაშიძის მიერ, თუმცა ამ ძალადობის შედეგად კონკრეტულად დაზარალებულს უნდა განეცადა ფიზიკური ტკივილი. განიცადა თუ არა ტკივილი, ეს უნდა თქვას თავად დაზარალებულმა. თუ მან თქვა, რომ ინციდენტი მოხდა, მაგრამ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, საგამოძიებო ორგანოებს უბრალოდ ვერ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ პიროვნებას ბრალი წაუყენონ, მიუხედავად იმისა, რომ მომეჩვენა, ისინი დეტალურად კითხულობდნენ და დაინტერესებულები იყვნენ ბრალის წარდგენაზე. შარაშიძემ გულწრფელად უპასუხა ყველა კითხვას. ჯერი დაზარალებულზეა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი არ განეცადა და თქვას, რომ დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ პირიქით თქვას“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა. ცნობისთვის, გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი შარაშიძე ადასტურებს, რომ მასსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაწყებულია გამოძიება.
იენს სტოლტენბერგი: ავტორიტარულმა რეჟიმებმა თანამშრომლობის დონე გაზარდეს
ავტორიტარულმა რეჟიმებმა გაზარდეს თანამშრომლობის დონე. არამხოლოდ მყარდება თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთს შორის, არამედ რუსეთი მჭიდრო კავშირებს ამყარებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა. „უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში შეხვდნენ. მათ გამოაცხადეს „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელსაც საზღვრები არ აქვს“. მათ აქვთ მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთს არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში. პირიქით, ისინი ხელს უწყობენ რუსულ ნარატივს, რომელიც NATO-ს ადანაშაულებს. ჩინეთმა პირველად დაუჭირა მხარი რუსეთის მოთხოვნას, რომ NATO-მ კარი დაკეტოს ახალი წევრი ქვეყნებისთვის. არამხოლოდ მყარდება თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთს შორის, არამედ რუსეთი მჭიდრო კავშირებს ამყარებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. სხვადასხვა რეჟიმზე ვსაუბრობთ, მაგრამ მათ საერთო აქვთ - ისინი ხელს უწყობენ ალტერნატიულ მსოფლიო წესრიგს. ისინი მხარს უჭერენ ღირებულებებს, რომლებიც არღვევს ჩვენს რწმენას თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ. NATO წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკური ძალის 50 პროცენტს და მსოფლიო სამხედრო ძალის 50 პროცენტს. გარკვეულწილად, ეს არის ნახევარი მსოფლიო, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთმანეთისთვის მშვიდობა და გავაგრძელოთ ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნება. ასე რომ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებთ NATO-ზე, NATO ყველაზე იზრუნებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ავტორიტარი მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პასუხს და გაკვეთილებს სწავლობენ. ამაზე არაერთი ექსპერტი მიუთითებს. იწერება ანგარიშებიც და გაიცემა რეკომენდაციებიც. Europetime დაინტერესდა გავლენიანი აქტორების მოსაზრებით იმის შესახებ, თუ როგორ აისახა უკრაინაში მიმდინარე ომი სხვა ავტორიტარი მმართველების მიზნებზე, არის თუ არა ეს მათთვის უკუსვლა თუ საკუთარი ზრახვების წახალისება. ამ თემაზე NATO-ში აშშ-ის ყოფილ ელჩს კურტ ვოლკერს ვესაბრეთ. არავინ ეტყვის რუსეთს, თუ როგორი შიდა მმართველობითი სისტემა უნდა ჰქონდეს; უკეთესი იქნება, თუ ეს იქნება დემოკრატია. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი ცხოვრობდეს საკუთარ საზღვრებში. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. თუ შევხედავთ ქვეყნებს მსოფლიოს გარშემო, ყველა სახის ქვეყანას ვნახავთ. ინდოეთი - დემოკრატია, ჩინეთი - ავტორიტარული მთავრობა. უამრავი სახეობაა - არავინ იცის, რომელი გაიმარჯვებს (უკრაინა თუ რუსეთი. რედ). თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მოუწევთ რუსეთთან საქმის დაჭერა. მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთი აგებს და ვფიქრობ, რომ სხებიც დაინახავან ამას, მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა იქნება მათ მიდგომებში. რა თქმა უნდა, ჩინეთს სურს ტაივანის ახლიდან შთანთქმა. ისინი თვლიან, რომ ის არის ჩინეთის ნაწილი. ყველა სხვა, მსოფლიოში აღიარებს ერთ ჩინეთს, მიუხედავად იმისა, რომ ის დაყოფილია მმართველობის სხვადასხვა სტილად. მე ვფიქრობ, რომ ისინი (ჩინელები) რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას გარკვეულწილად, ზიანად აღიქვამენ, არ სურთ, რომ ისინიც ასე აღიქმებოდნენ, როგორც რუსეთი, რომელიც თავს დაესხა დამოუკიდებელ სახელმწიფოს და დაარღვია მისი ერთიანობა. ჩვენ არ გვინდა, დავანგრიოთ ტაივანი, როგორც რუსეთი ანგრევს უკრაინას. ჩინეთს სულაც არ აქვს დასავლეთის გაძლიერების ინტერესი, დასავლური ინსტიტუტების, მაგრამ მას არ სურს რუსეთთან ასოცირება. ასე რომ, დისტანცირებას არჩევენ. ვფიქრობ, რომ ისინი მოვლენებს ძალიან ახლოდან აკვირდებიან და თუ ისე მოხდა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რისიც მჯერა და როგორც უნდა მოხდეს, ეს ძალიან ფრთხილი სიგნალია ჩინეთისთვის, რომ ტაივანის დაკავება არც ისე მარტივი საქმეა, როგორც შეიძლება, მათ ეგონოთ“, - განუცხადა Europetime-ს კურტ ვოლკერმა. ცნობისათვის, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, არის როგორც საფრთხე, ასევე, გადაუდებელი შესაძლებლობა „გარდამავალი ქვეყნების“ დემოკრატიებისთვის. შესაბამისი ჩანაწერი გვხდება Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ: თუ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას სურს, შეაჩეროს ავტორიტარიზმის გავრცელება და დაიცვას და გააძლიეროს ფუნდამენტური თავისუფლებები, თანამოაზრე ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს გადამწყვეტი მომენტი, რათა მიიღონ მრავალმხრივი და მდგრადი გადაწყვეტილებები განსაკუთრებული გამოწვევების დროს. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი. იმ სიტუაციებში, როდესაც ავტორიტარები იყენებენ ძალადობას ან აგრესიას, ზეწოლა უნდა განხორციელდეს დეესკალაციის შესაძლებლობების შენარჩუნებით. რეგიონში დემოკრატიისთვის ბრძოლას გლობალური გავლენები აქვს. აქვე, რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნულია, რომ სხვა ავტორიტარული მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში შეჭრაზე პასუხს და სწავლობენ გაკვეთილებს საერთაშორისო დემოკრატიული კოალიციის გადაწყვეტილების შესახებ. და, თუ დემოკრატიის დამცველებს სურთ, გააფართოონ დემოკრატიის ღირებულებისა და დაპირების აღიარება, პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძალისხმევას: მხარი დაუჭირონ პროდემოკრატიულ აქტორებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და უფლებადამცველებს; დამოუკიდებელ მედიას და სანდო ინფორმაციაზე წვდომას. გააძლიერონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოაგვარონ დემოკრატიის ხარვეზები ქვეყნის შიგნით. მოახდინონ ევროკავშირში ინტეგრაციისა დემოკრატიის პრიორიტეტიზაცია და პროცესის წინსვლა რეგიონში, გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოებისთვის.
აშშ: პრიგოჟინს სავარაუდოდ, ბახმუტის რაიონში მდებარე საბადოები აინტერესებს
აშშ მიიჩნევს, რომ ევგენი პრიგოჟინი, ბიზნესმენი და Wagner PMC-ის დამფუძნებელი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაა დაახლოებული, ბახმუტის რეგიონში მარილისა და თაბაშირის საბადოებზე კონტროლის მოპოვებითაა დაინტერესებული, რისთვისაც ბოლო 6 თვეა, რუსული ძალები სასტიკ ბრძოლას აწარმოებენ. ბახმუტის რაიონში არის ევროპაში ყველაზე დიდი მარილის საბადო (არტემოვსკოე), რომლის ფართობია 179 კვ. კმ. შეერთებული შტატები ადრე, რუს დაქირავებულ მებრძოლებს აფრიკაში ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციაში და უკრაინაში ომის დაფინანასებაში ადანაშაულებდა. რუსეთის ხელისუფლებამ უარყო ეს ბრალდებები. ვაშინგტონის მონაცემებით, თითქმის 50 000 PMC მებრძოლიდან, რომლებიც ომში მონაწილეობენ, 4000-ზე მეტი დაიღუპა და 10 000 დაიჭრა. „ათასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა მხოლოდ ბახმუტისთვის გასული წლის ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისში გამართულ ბრძოლებში“,- განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. „დეკემბრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ „ვაგნერის ჯგუფმა“ მიიღო იარაღი ჩრდილოეთ კორეიდან რუსული ძალების მხარდასაჭერად უკრაინაში, რაც მიუთითებს კონფლიქტში დაქირავებულთა როლის გაფართოებაზე“, - წერს მედია.
გიული ალასანია: უკრაინა იმარჯვებს, პუტინი მარცხდება და სააკაშვილი ციხეში ყოფნას შეეგუოს?
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნას ვერ შეეგუება. „დღეს ცოტა ვილაპარაკეთ კიდეც, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით ვიყავი შესული. 9 იანვარს ისევ სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზეც, რა თქმა უნდა, ვერ წავა იმიტომ, რომ ძალიან დასუსტებულია. გუშინდელმა გულის წასვლამ კიდევ უფრო დაასუსტა. ამ ამბის მერე რაღაც კვლევები ჩაუტარდა, მაგრამ შედეგები ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა გიული ალასანიამ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
უკრაინამ მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგში შედეგი გააუმჯობესა - Global Firepower
უკრაინა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგში მე-15 ადგილზეა. ერთი წლის წინ უკრაინის არმია 22-ე ადგილზე იყო. ამას მოწმობს საერთაშორისო კომპანია Global Firepower-ის რეიტინგი, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო არმიებს ასახელებს. 2023 წელს უკრაინის სიმძლავრის ინდექსი იყო 0,2516. „იდეალური“ ქულაა 0.0000. „რადგან უკრაინა განაგრძობს თავის დაცვას რუსეთისგან, მან გაზარდა თავისი ინდექსი მიმდინარე წლისთვის [აგრესიაზე, - რედ.], დასავლეთის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერისა და ახალი საკვანძო კატეგორიების დანერგვის გამო, რაც ხელს უწყობს სიაში საერთო პოზიციას“, - განმარტავენ ორგანიზაციაში. Global Firepower-ის თანახმად, 2023 წელი შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს რუსეთ-უკრაინის ომში. „გახანგრძლივებული ომის სტრესი და მოთხოვნები, მსხვილ მეზობელ სახელმწიფოზე საბოლოოდ აისახება“, - ნათქვამია Global Firepower-ის ანგარიშში. მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგში, უკრაინის მეზობლები არიან ეგვიპტე (14 ადგილი) და ავსტრალია (16). Global Firepower-ის თანახმად, მსოფლიოს უძლიერესი არმიების ათეულშია აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, პაკისტანი, იაპონია, საფრანგეთი და იტალია.
პუტინის განცხადება, დიდი ალბათობით, წარმოადგენს საინფორმაციო ოპერაციას - ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებაში, ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება შობისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დიდი ალბათობით, წარმოადგენს საინფორმაციო ოპერაციას, რომლის მიზანი უკრაინის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებაა. პუტინს სურს, შობა გამოიყენოს საფარველად, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაჩერებლად - ზელენსკი "გონივრულად პუტინი არ შეიძლება ელოდოს, რომ უკრაინა მის მერ მოულოდნელად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის პირობებს დაიცავს და შესაძლოა, ზავისკენ მოწოდება ემსახურებოდეს იმას, რომ უკრაინა წარმოაჩინოს, როგორც არადამთმობი ქვეყანა, რომელსაც მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა არ სურს. „ეს არის მიზანმიმართული საინფორმაციო ტაქტიკა, რომელიც რუსეთს წარსულშიც გამოუყენებია“, – აღნიშნავენ ომის შესწავლის ინსტიტუტის მკვლევრები.
რას მოიცავს აშშ-ის და გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო დახმარება
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას Bradley-ს ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, გერმანია კი, Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს მიაწვდის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში წერია. ამასთან, Politico ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ უკრაინას Sea Sparrow-ს ტიპის საზენიტო რაკეტებს პირველად გადასცემს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა გამოთქვეს მზადყოფნა, გამოყონ საჭირო ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა, სანამ ეს საჭირო იქნება. ამ მიზნით აშშ აპირებს, უკრაინას Bradley-ს ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები გადასცეს, გერმანია კი მზადაა, კიევს Marder-ის ტიპის საბრძოლო მანქანები მიწოდოს“, - აღნიშნულია ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აშშ უკრაინისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების გადასაცემად ემზადება - AP უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესაბამისი სისტემების გამოყენებაზე წვრთნების ჩატარებას ორივე ქვეყანა გეგმავს. ამასთან, ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საზენიტო სარაკეტო კომპლექსის, Patriot-ის ერთ ბატარეას გადასცემს. გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადასცა „უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ფონზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა გაიმეორეს თავიანთი განზრახვა, განაგრძონ მხარდაჭერა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გადაუდებელ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით. დეკემბრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ბატარეას გადასცემს. გერმანია უერთდება შეერთებულ შტატებს Patriot-ის კიდევ ერთი ბატარეის მიწოდებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ნედ პრაისმა „ზავზე“ პუტინის განცხადება ერთი სიტყვით აღწერა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ცინიკური უწოდა. ნედ პრაისს სახელწმიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ჰკითხეს, სკეპტიკურად უყურებს თუ არა აშშ რუსეთის ამ განზრახვას. „არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც საუკეთესოდ აღწერს ამ ქმედებას და ეს არის სიტყვა „ცინიკური“, რადგან ეს ხდება რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მოსკოვმა საახალწლოდ განახორციელა თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ცენტრებზე. ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ რუსები შეეცდებიან, ბრძოლაში ნებისმიერი დროებითი პაუზა დასვენებისთვის, გადაწყობისთვის, გადაჯგუფებისთვის და საბოლოოდ, ხელახალი შეტევისთვის გამოიყენონ“, - განაცხადა ნედ პრაისმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.
საქართველოს მიერ გაგზავნილი გენერატორები უკრაინაშია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი ქ. კიევში ჩავიდა. აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, გენერატორები საჭიროების შესაბამისად უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა. „აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს ინფორმაცია ასევე მიაწოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. პრემიერ-მინისტრის დავალებით შეძენილი 25 ერთეული გენერატორი საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკრაინისთვის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები შეიძინა, რომელთა საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თურქმენეთი და ჩინეთი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ
თურქმენეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ გაზის სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კერძოდ, საბადოების განვითარებასა და გაზსადენის მშენებლობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა პეკინში მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა აღნიშნეს თურქმენეთსა და ჩინეთს შორის გაზის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადეს რომ ამ სფეროში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის სქემა ყალიბდება: წარმოება, მილსადენით ტრანსპორტირება, ვაჭრობა, დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა. დოკუმენტის თანახმად „თურქმენეთი და ჩინეთი ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორები არიან“. მხარეები შემდგომში სრულად განახორციელებენ არსებულ შეთანხმებებს, გააგრძელებენ მოლაპარაკებების პროცესს გაზის სექტორში თანამშრომლობაზე, დააჩქარებენ გალკინიშის გაზსადენის ინდუსტრიული განვითარების მეორე ეტაპის განხორციელებას, თურქმენეთ-ჩინეთის გაზსადენის D ხაზის მშენებლობასა და სხვა მსხვილ ერთობლივ პროექტებს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სერდარ ბერდიმუჰამედოვი საქმიანი ვიზიტით, ჩინეთში იმყოფება.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისსა და კახეთში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელი ვ.ფ., რომელმაც 2022 წლის 26 დეკემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეორე არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებული იარაღის გამოყენებით მის მეუღლესა და შვილს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. უწყებაში განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა, უმოკლეს დროში გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულ იქნა სსიპ დაცვის პოლიციის თანამშრომელი. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლი მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ 2023 წლის 3 იანვარს დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი გ.შ., რომელსაც 2023 წლის 2 იანვარს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად ყოფნისას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ასევე სტუმრად მყოფ რ.ტ.-თან, რის შემდეგაც მან დაზარალებულს მუცლის არეში დანის დარტყმით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა. საქართველოს პროკურატურამ გ. შ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორივე ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას.
ჰაკერებმა Twitter-ის 200 მლნ-ზე მეტი მომხმარებლის მონაცემები მოიპარეს - Reuters
ჰაკერებმა Twitter-ის 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი მოიპარეს და ჰაკერების ონლაინ ფორუმზე გამოაქვეყნეს. Reuter-ის ცნობით, ამის შესახებ უსაფრთხოების მკვლევარმა განუცხადა. ალან გალის თქმით, ამ დარღვევამ შეიძლება, მრავალი ასეთი თავდასხმა და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება გამოიწვიოს. „თავდასხმა შესაძლოა, ჯერ კიდევ 2021 წელს მომხდარიყო, ვიდრე ილონ მასკი კომპანიის მფლობელი გახდებოდა, - წერს Reuters-ი.
იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა
ჯანლუკა ვიალი დღეს, 2023 წლის 6 იანვარს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის კიბო გახდა. ყოფილი სპორტსმენი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა კიბოს, მაგრამ შობის წინა დღეს მისი მდგომარეობა გაუარესდა. ვიალიმ სიცოცხლის ბოლო დღეები ლონდონის საავადმყოფოში გაატარა. ვიალიმ იტალიის ნაკრებში 59 მატჩი ჩაატარა. „ჩელსისთან“ ერთად იგი გახდა ინგლისის თასის გამარჯვებული, ასევე მოიგო თასების მფლობელთა თასი. „იუვენტუსის“ კაპიტანმა კლუბის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ვიალი ასევე თამაშობდა სამპდორიასა და კრემონეზეში. საფეხბურთო კარიერის ბოლოს ვიალი იყო „ჩელსის“ მოთამაშე-მწვრთნელი, იტალიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი და ხელმძღვანელობდა „უოტფორდს“. 2022 წლის ზაფხულში ჯანლუკამ კიბოსთან ბრძოლაზე ისაუბრა და თქვა, რომ სიკვდილის ეშინოდა.
პატრიარქის წერილში კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი არაფერი წერია - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში სიტყვა „შეგუება“ არსად წერია და მასში მხოლოდ ჭეშმარიტი რეალობის შეცნობაზეა საუბარი. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს - სააკაშვილი „როგორც წესი, მიხეილ სააკაშვილს ორ კვირაში ერთხელ ვნახულობ. გუშინ დაუკარგავს გონება, ამის შემდეგ, გადასხმები გაუკეთეს და ახლა შედარებით უკეთ იყო, ამიტომ ჩვენი კომუნიკაციაც შედგა. ბოლო შეხვედრის შემდეგ მე ვიმოგზაურე ათონის მთაზე და ძირითადად, ჩემს მოგზაურობაზე ვუყვებოდი. შევეხეთ პატრიარქის წერილის თემასაც. კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი იქ არაფერი ეწერა. სიტყვა შეგუება საერთოდ არ არის ნახსენები. ის რაც წერია, ხალხისთვის სრულიად გაუგებარია. აქ საუბარია ჭეშმარიტი რეალობის შემეცნებაზე. ეს სიტყვებიც არ იქნებოდა ამ წერილში, რომ არა ერთი გარემოება - წელიწადზე მეტია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მიხეილ სააკაშვილი სისტემატურად ეზიარება. მის პირველ ზიარებასა და ბოლო ზიარებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა სწორედ იმიტომ, რომ ამ საიდუმლოებებით ეს ადამიანი რეალობას შეიცნობს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. ილია II-ს წერილი მიხეილ სააკაშვილს: გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად
უკრაინული მედია რუსეთის ძალების მხრიდან მორიგი დაბომბვის შესახებ იუწყება
რუსეთის ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ კრამატორსკიზე მიიტანეს იერიში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ. უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსეთის ჯარებმა კვლავ დაბომბეს სახანძრო სადგური ხერსონში, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა სერხი კრუკმა Facebook-ზე დაწერა. „რუსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მათი ნდობა შეუძლებელია. ჩვენი ქვედანაყოფის მორიგი დაბომბვა. არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - წერს კრუკი. გარდა ამისა, ოფიციალური პირის თქმით, სულ მცირე ოთხი აფეთქება დაფიქსირდა. ცეცხლი გაუჩნდა კერძო საცხოვრებელ სექტორში მდებარე სახლს, რომელიც სახანძრო სადგურთან მდებარეობდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. „უწმიდესი პატრიარქის კირილის მოწოდებიდან გამომდინარე, ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, უკრაინაში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მიმდინარე წლის 6 იანვრის 12:00 საათიდან მიმდინარე წლის 7 იანვარის 24:00 საათამდე ამოქმედდეს“, - ნათქვამია შესაბამის დოკუმენტში.