ძებნის რეზულტატი:
რუსეთის პატრიარქმა კირილმა, რუსეთ-უკრაინას საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით მიმართა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, რუსეთსა და უკრაინას, საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით მიმართავს. შესაბამისი ინფორმაცია, რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „მე, კირილი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, მივმართავ შიდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და საშობაო ზავის გამოცხადების თხოვნით 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ წირვაზე დასწრება შობის ღამეს და ქრისტეშობის დღეს“, - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის განცხადებაში.
შსს-მ "უცნობის" სიძე, გიორგი შარაშიძე გამოკითხვაზე დაიბარა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შარაშიძე გამოკითხვაზე დაიბარა. სავარაუდოდ, დაიბარებენ ვანო მერაბიშვილსაც. შსს-მ გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. მერაბიშვილს ფიზიკურად გიორგი შარაშიძე გაუსწორდა. ინციდენტი ვაკეში, აფთიაქში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით კი, დაპირისპირების დროს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გაიქცა. ამასთან, ვანო მერაბიშვილი მომხდარზე ამ დრომდე დუმს.
ძლიერი ნისლის გამო, ბოსფორი ნავიგაციისთვის დაიკეტა
ბოსფორის სრუტეში, რომელიც სტამბულს ევროპულ და აზიურ ნაწილებად ყოფს, ძლიერი ნისლის გამო ნავიგაცია დროებით შეჩერდა. ამის შესახებ თურქეთის სანაპირო დაცვა იტყობინება, იუწყება Trend თურქულ მედიაზე დაყრდნობით. „სრუტეში გემების მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეჩერდა ადგილობრივი დროით 06:20 საათზე ძლიერი ნისლის გამო. იგი აღდგება ამინდის პირობების გაუმჯობესების შემდეგ“, - ნათქვამია შეტყობინებაში. მეტეოროლოგებმა მანამდე განაცხადეს, რომ მარმარილოს ზღვასა და ბოსფორსა და დარდანელებში ძლიერი ნისლი 1-დან 6 იანვრამდე იყო მოსალოდნელი. ამ მიზეზით, ამ დღეებში ნავიგაცია რამდენჯერმე შეჩერდა.
ევროკავშირი წევრ ქვეყნებს ურჩევს, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს კოვიდტესტირების საბუთი მოსთხოვონ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ჩინეთში კოროვირუსული ინფექციების ბოლოდროინდელი გააქტიურების წინააღმდეგ, „კოორდინირებულ პრევენციულ მიდგომაზე“ შეთანხმდნენ. ისინი რეკომენდაციით გამოდიან, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს უარყოფითი COVID ტესტები მოსთხოვონ. „წევრი ქვეყნები მტკიცედ მოწოდებულნი არიან, შემოიღონ ჩინეთიდან წევრ ქვეყნებში მიმავალი ყველა მგზავრისთვის, COVID-19-ზე ტესტირების საბუთი, რომელიც ჩინეთიდან გამგზავრებამდე არაუმეტეს 48 საათით ადრეა გაცემული“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც კრიზისზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. ჯანმო: კორონავირუსის შტამმა, Omicron XBB.1.5-მა შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს ამასთნნ, მგზავრებმა სამედიცინო ნიღბები ან რესპირატორები უნდა ატარონ. წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდეს, ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებზე შემთხვევითი ტესტირება ჩაატარონ. ჯანმოში აცხადებენ, რომ ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და ნაკლებად გამოხატავს ჰოსპიტალიზაციისა და დაავადებით დაღუპულთა რაოდენობაზე რეალურ მდგომარეობას.
გიული ალასანია: ჩემი შვილის გადასარჩენად 40 ქალაქში გამოვიდნენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ - მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი. "სპირიდონ კედიას ქალიშვილი მირეკავდა და მეუბნებოდა, ხან ვფიქრობ, რომ იქნებ, ჩვენი ხალხი, არც იმსახურებდა დამოუკიდებლობასო. ასეთი ადამიანების მცირე ნაწილია, რომელმაც ასეთი აზრი გაუჩინა. ავსტრიაში ვნახეთ, დროშა, რომელიც მოუვლელი იყო, გაუბედურებული, გაურეცხავი. ეს ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი საღი და საბრძოლო განწყობით არის“, - აღნიშნა ალასანიამ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
Finews: შვეიცარიული ბანკის ერთ-ერთმა ნდობით აღჭურვილმა კომპანიამ, რომელსაც ქართველმა მილიარდერმა უჩივლა, აღიარა, რომ კლიენტს არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ ვერ შეატყობინა
Credit Suisse-ს 2023 წლის „შიშის“ დღის წესრიგი - ამ სათაურით სტატიას შვეიცარიული საინფორმაციო ვებ გვერდი Finews-ი აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ შვეიცარიული ბანკის ერთ-ერთმა ნდობით აღჭურვილმა კომპანიამ, რომელსაც ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა, აღიარა, რომ კლიენტს არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ ვერ შეატყობინა. ამასთან, Credit Suisse-ს შვილობილ კომპანიას არ სურდა, რომ ეს აღქმულიყო, როგორც დანაშაულის აღიარება. ივანიშვილის მიერ სინგაპურში წარდგენილი ზარალი $1,27 მილიარდს შეადგენს. სტატიაში ნათქვამია, რომ სინგაპურში განაჩენის გამოტანა პირველი კვარტლის ბოლომდეა მოსალოდნელი. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ბანკის შვილობილმა კოპანიამ უნდა გადაიხადოს თუ არა კომპენსაცია $600 მილიონის ოდენობით. „სისხლის სამართლის საქმე Credit Suisse-ს წინააღმდეგ შვეიცარიაში 2021 წლის ბოლოს აღიძრა. მას შემდეგ ჟენევის პროკურატურამ სხვადასხვა ბანკირები გამოკითხა. ამის შემდეგ საქმის მსვლელობა შენელდა, თუმცა 2023 წელს შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს“, - წერს გამოცემა.
ილია II-ს წერილი მიხეილ სააკაშვილს: გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია II საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის და მას ჯანმრთელობას უსურვებს. წერილში, რომელსაც ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს, პატრიარქი სააკაშვილს შობა-ახალ წელთან ერთად, დაბადების დღესაც ულოცავს. „ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და შეჭმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, - აღნიშნულია წერილში.
ერდოღანი პუტინს: მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტით
მშვიდობის მოწოდებები, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები მხარდაჭერილი უნდა იყოს ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტით და სამართლიანი გადაწყვეტის ხედვით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. თურქული მედიის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ მარცვლეულის დერეფანთან, ტყვეების გაცვლასა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დადებითი შედეგები აქვს. ამასთან, როგორც ცნობილია, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სირიის საკითხზეც ისაუბრეს.
საქართველოში ვირუსის 12 ტიპი ცირკულირებს
საქართველოში ვირუსის 12 ტიპი ცირკულირებს. როგორც ცნობილია, ყველაზე გავრცელებული „ა“ ტიპის ვირუსია. ექიმები შემთხვევათა რაოდენობის გაორმაგებას ელოდებიან. რისკ ჯგუფში ორ წლამდე ბავშვები, ორსულები და 50 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები შედიან.
ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა გონება დაკარგა. მისივე თქმით, ხვალ დილით ყოფილ პრეზიდენტს ჩაუტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ განაპირობა გონების დაკარგვა. „გონების დაკარგვა არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას“, - აღნიშნა ხერხეულიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ნორვეგია და გერმანია, განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდაზე შეთანხმდნენ
ნორვეგია და გერმანია, განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდისა და „მწვანე“ ინდუსტრიის განვითარების მიზნით წარმოებას აფართოებენ. ამის შესახებ დღეს ნორვეგიის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა. ნორვეგიის მთავრობის წევრებისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერის, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის რობერტ ჰაბეკის შეხვედრის შედეგად, ხელი მოეწერა დეკლარაციას ნორვეგიულ კომპანია Equinor-სა და გერმანულ RWE-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დეკარბონიზაციის სფეროში. „ენერგეტიკულმა კრიზისმა ხაზი გაუსვა ნორვეგიის, როგორც ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებლის მნიშვნელობას, მაგრამ ასევე ხაზი გაუსვა განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლის დაჩქარების აუცილებლობას. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა დაგვეხმარება საერთო მიზნების მიღწევაში. მწვანე ინდუსტრიალიზაციას და ემისიების შემცირებას“, - განაცხადა იონას გაჰრ სტერემ. „მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააფართოვონ თანამშრომლობა წყალბადის წარმოების, ბატარეის ტექნოლოგიების, ნახშირბადის დაგროვებისა და შენახვისა და ქარის ენერგიის სფეროში“, - განაცხადა ნორვეგიის მთავრობამ. ნორვეგია ევროპისთვის ენერგიის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ამჟამად ქვეყანამ გაზარდა ნახშირწყალბადების წარმოება რუსეთის მიერ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში საწვავის მიწოდების შეჩერების გამო. Equinor-ი გახდა ევროკავშირისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი „გაზპრომის“ მიერ მიწოდების მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ.
პაკისტანში ენერგორესურსების დაზოგვის მიზნით, სავაჭრო ცენტრები და ბაზრები 08:30 საათისთვის დაიხურება
პაკისტანის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, სავაჭრო ცენტრები და ბაზრები საღამოს 8:30 საათისთვის დაიხურება. ეს ენერგორესურსების დაზოგვის ახალი გეგმის ნაწილია, რომელიც პაკისტანის ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. Associated Press წერს, რომ პაკისტანმა ხსენებული ნაბიჯი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების ფონზე გადადგა. ხელისუფლებამ საქორწილო დარბაზებისა და რესტორნების საღამოს 10 საათზე დახურვის ბრძანებაც გასცა. მთავრობის შეფასებით, ზომები ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვას და იმპორტირებულ ნავთობზე დანახარჯების შემცირებას, რაზეც პაკისტანი ყოველწლიურად 3 მილიარდ დოლარს ხარჯავს. პაკისტანი ელექტროენერგიის უმეტეს ნაწილს იმპორტირებული ნავთობით გამოიმუშავებს. გადაწყვეტილებას ჯერჯერობით, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სავაჭრო ცენტრების, რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელებს სურთ, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება გააუქმოს.
7 იანვარს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, კიევ-პეჩორის ლავრაში პირველ წირვას ჩაატარებს
7 იანვარს საშობაო ღვთისმსახურებას, უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე კიევ-პეჩორის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღასრულებს. ინფორმაციას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავრცელებს. „შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ ვაცნობებთ მორწმუნეებს და საზოგადოებას, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი და კიევ-პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ლავრის არქიმანდრიტი, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას 2023 წლის 7 იანვარს აღასრულებს. წერილი შესაბამისი თხოვნით უკრაინის კულტურისა და ინფორმაციული პოლიტიკის სამინისტროს გადაეგზავნა. ღვთისმსახურება დილის 09:00 საათზე დაიწყება. მოვუწოდებთ უკრაინელ მორწმუნეებს საერთო ლოცვისკენ. გთხოვთ, თვალი ადევნეთ დამატებით ინფორმაციას". ეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის პირველი მსახურება იქნება კიევ-პეჩორის ლავრაში. მიძინების ტაძარი ისტორიულად ლავრის მთავარ ეკლესიად ითვლება. ახალი წლის წინ კიევ-პეჩერსკის ლავრამ მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიას აცნობა, რომ პირველი იანვრიდან აღარ განახლდება ხელშეკრულება მიძინების ტაძრისა და ზემო კარვის ტაძრის სარგებლობის შესახებ. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობის ოფისის უფროსის მოადგილემ, მთავარეპისკოპოსმა ევსტრატიმ (ზორია) 2 დეკემბერს ფეისბუქზე დაწერა, რომ კიევ-პეჩორსკის მიძინების ლავრა ოფიციალურად უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მონასტერად დარეგისტრირდა.
სტოლტენბერგი: მოსკოვი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს, ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, შეჭრა საქართველოში, ალეპოს დაბომბვა, ომი უკრაინაში
„ავტორიტარული რეჟიმები იზრდებიან. დემოკრატია უკან იხევს. გლობალიზაციის დონე იკლებს. დღეს ეს ახალი რეალობა ყველაზე მეტად ჩანს პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებით“, - შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა. „სისასტიკემ ბევრი შოკში ჩააგდო. მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ გავქვს. მოსკოვი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სამხედრო ძალას იყენებს. ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში. შეჭრა საქართველოში. ალეპოს დაბომბვა.და ომი უკრაინაში, რომელიც გასულ თებერვალში არ დაწყებულა. ის 2014 წელს დაიწყო. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმებით.მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი მაგალითი. NATO-ში ჩვენ ასევე გვქონდა ზუსტი ცნობები საზღვრის გასწვრივ რუსული ძალების დაგროვებისა და მათი კონკრეტული გეგმების შესახებ.ჩვენ ვაქვეყნებდით ამ ინფორმაციას და ვაფრთხილებდით შესაძლო შემოჭრის შესახებ თვეების განმავლობაში. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და დიპლომატიურ ძალისხმევას ომის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა მაინც თავდასხმა აირჩია. NATO მოემზადა. 2014 წლიდან ჩვენ განვახორციელეთ ალიანსის ყველაზე დიდი რესტრუქტურიზაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ. ჩვენს წევრ ქვეყნებში NATO-ს მეტი ჯარისკაცი განლაგდა. გაიზარდა ჩვენი ძალების მზადყოფნა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ თავდაცვაში. გარდა ამისა, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების გზაზე არიან“. სტოლტენბერგის თქმით, შეჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი თავდაცვის გეგმები და მნიშვნელოვნად გავზარდეთ სამხედრო ყოფნა ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. „ჩვენ ახლა უფრო მეტი ჯარისკაცი გვყავს მაღალ მზადყოფნაში. ეს არის არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ ნაბიჯი იმისათვის, რომ უკრაინის ომი არ იქცეს სრულმასშტაბიან ომად NATO-სა და რუსეთს შორის. ძლიერი თავდაცვა უზრუნველყოფს მშვიდობას. NATO-ს და წევრ ქვეყნებს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ უკრაინაში. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება. მაგრამ ეს ჩვენთვისაც საშიშია. ეს იქნება მესიჯი მისთვის და სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის, რომ თუ ისინი გამოიყენებენ სამხედრო ძალას, მიიღებენ იმას, რაც სურთ. ეს უფრო დაუცველებად გვაქცევს. არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ ჩაგვრა და ტირანია გაიმარჯვებს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ომები არაპროგნოზირებადია. შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. მაგრამ რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით სამშვიდობო გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქ მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი - ფაქტობრივად, მშვიდობის გზაა. მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების ვითარება ევროპაში მუდმივად შეიცვალა. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ აღიქვამს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში აყენებს. ასე რომ, ეს ომი რომც დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება. უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს. მათ უკვე მობილიზებული ჰყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი მასალის შეძენა. რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციები შეიცვალა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი: სამშვიდობო გადაწყვეტამდე ყველაზე სწრაფი გზა უკრაინის მხარდაჭერაა. ფაქტობრივად, იარაღი არის გზა მშვიდობისკენ
თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით სამშვიდობო გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქამდე მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. ფაქტობრივად, იარაღი არის გზა მშვიდობისკენ. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა. „მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების ვითარება ევროპაში მუდმივად შეიცვალა. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ აღიქვამს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში აყენებს. ასე რომ, ეს ომი რომც დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება. უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს. მათ უკვე მობილიზებული ჰყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი მასალის შეძენა. რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციები შეიცვალა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები ომის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება
„რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება. უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს. მათ უკვე მობილიზებული ჰყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი მასალის შეძენა. რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციებში რაიმე შეიცვალა“, - შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა. „თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით სამშვიდობო გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქ მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი - ფაქტობრივად, მშვიდობის გზაა. მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების ვითარება ევროპაში მუდმივად შეიცვალა. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ აღიქვამს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში აყენებს. ასე რომ, ეს ომი კიდეც რომ დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება. უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს. მათ უკვე მობილიზებული ჰყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი მასალის შეძენა. რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციები შეიცვალა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი
5 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7086 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7094 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.8 თეთრი შეადგინა.გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8749 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8777 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.28 თეთრი შეადგინა.გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1444 ლარს შეადგენს, გაუფასურდა ფუნტი და 3.2568 ლარი ეღირება.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 6 იანვრიდან შევა ძალაში.
იენს სტოლტენბერგი უკრაინის ომისგან მიღებულ სამ გაკვეთილზე საუბრობს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის ომისგან მიღებულ გაკვეთილებზე საუბრობს. სამი ასეთი გაკვეთილი სტოლტენბერგმა ნორვეგიაში, კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა. NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რუსეთის შეუფასებლობა სახიფათოა. სამი გაკვეთილის შესახებ სტოლტენბერგის ციტატები Europetime-მა შეკრიბა. „ნება მომეცით, გაგიზიაროთ სამი გაკვეთილი, რომელიც მჯერა, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვისწავლოთ უკრაინის ომისგან. პირველ რიგში, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია გვჭირდება თავდაცვაში. ეს იყო NATO-ს გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში. ადრეც ბევრჯერ გსმენიათ ამის შესახებ. ახლა ასევე ვფიქრობ, რომ ყველა ხედავს, რომ უფრო ძლიერი დაცვა გვჭირდება. უფრო მაღალ მზადყოფნაში მყოფი ჯარებით; თანამედროვე აპარატურით; კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცებით. ეს ფული ღირს. მეორე გაკვეთილი საშიშია ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულება. არც ისე დიდი ხნის წინ, ბევრს სჯეროდა, რომ რუსეთისგან გაზის ყიდვა წმინდა კომერციული საკითხი იყო. რეალობა ის არის, რომ ეს პოლიტიკური საკითხია. საუბარია ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბიზნესიც პოლიტიკაა. ეს შეცდომა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან არ უნდა გავიმეოროთ. არანაკლებ ჩინეთთან. ჩვენ არ უნდა გავხდეთ დაუცველები კრიტიკულ ნედლეულსა და პროდუქტებზე ზედმეტად დამოკიდებულების გამო. არ უნდა გავიტანოთ ტექნოლოგია, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება, გამოყენებული იყოს საფრთხედ. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ კონტროლი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე (რაც აუცილებელია როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ასევე სამხედრო საქმიანობისთვის) როგორიცაა, პორტები, რკინიგზა, ტელეკომუნიკაციები - 5G ქსელები. ჩვენ კვლავ ვვაჭრობთ ჩინეთთან, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ჩვენი უსაფრთხოება არ შეილახოს. მესამე გაკვეთილი ავტორიტარულმა რეჟიმებმა გაზარდეს თანამშრომლობა. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში შეხვდნენ. მათ გამოაცხადეს „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელსაც საზღვრები არ აქვს“. მათ აქვთ მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთს არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში. პირიქით, ისინი ხელს უწყობენ რუსულ ნარატივს, რომელიც NATO-ს ადანაშაულებს. ჩინეთმა პირველად დაუჭირა მხარი რუსეთის მოთხოვნას, რომ NATO-მ კარი დაკეტოს ახალი წევრი ქვეყნებისთვის. არამხოლოდ მყარდება თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთს შორის, არამედ რუსეთი მჭიდრო კავშირებს ამყარებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ეს სხვადასხვა რეჟიმია, მაგრამ აქვთ საერთო - ისინი ხელს უწყობენ ალტერნატიულ მსოფლიო წესრიგს. ისინი მხარს უჭერენ ღირებულებებს, რომლებიც არღვევს ჩვენს რწმენას თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ. NATO წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკური ძალის 50 პროცენტს და მსოფლიო სამხედრო ძალის 50 პროცენტს. გარკვეულწილად, ეს არის ნახევარი მსოფლიო, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთმანეთისთვის მშვიდობა და გავაგრძელოთ ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნება. ასე რომ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებთ NATO-ზე, NATO ყველაზე იზრუნებს.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მოქმედებს, როგორც „ომის პროპაგანდისტი“ - პოდოლიაკი
რუსული მართლმადიდებლური ეკლესია არ არის გლობალური მართლმადიდებლობის ავტორიტეტი და მოქმედებს როგორც „ომის პროპაგანდისტი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის“ შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“. ცნობისთვის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა და რუსეთ-უკრაინის ომის მხარეებს, 6 იანვრის 12:00 საათიდან, 7 იანვრის 24:00 საათამდე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
გერმანიაში თხევადი გაზის კიდევ ორი ტერმინალი გაიხსნება
მომდევნო კვირას, გერმანიაში, ლუბმინში კიდევ ერთი LNG (თხევადი გაზის) ტერმინალის გახსნა იგეგმება. გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ შტორესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. . „ჩვენ უკვე გვაქვს LNG-ის (თხევადი გაზის) მიღების ტერმინალი გერმანიის პორტში, ვილჰელმშავენში. ლუბმინში მსგავსი ტერმინალი მომავალ კვირას, ხოლო ბრუნსბრუტელში უახლოეს კვირებში გაიხსნება. ამრიგად, ჩვენ შევძელით ავაშენოთ LNG ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს Nord Stream 1-ის მიწოდების მესამედი”, - თქვა ჰაბეკმა. აშშ-დან გერმანიის ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში, თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა როგორც ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, თუ გერმანია ამ ტემპს შეინარჩუნებს, მომავალ წელს შეძლებს Nord Stream 1-ის მიწოდების დანარჩენი ორი მესამედის LNG-ით ჩაანაცვლებას. „ეს მაძლევს გარკვეულ ოპტიმიზმს, რომ ჩვენ გვაქვს კრიზისის გადატანის შანსი“, - აღნიშნა მინისტრმა.