ძებნის რეზულტატი:
ბიტკოინის ფასი იზრდება
ბიტკოინის ფასი დღეს ერთბაშად 4,7%-ით გაიზარდა, 18,2 ათასი დოლარის ნიშნულს ოდნავ გადააჭარბა. ბიტკოინის ღირებულება $16 ათასამდე დაეცა ამას Binance-ის ბირჟის სავაჭრო მონაცემები მოწმობს. CoinMarketCap პორტალის მიხედვით, რომელიც საშუალო ფასს 20-ზე მეტ ბირჟაზე ითვლის , ბიტკოინის ღირებულება 4,62%-ით -ასევე საშუალოდ $18,22 ათასამდე გაიზარდა. ბიტკოინის ფასი ამ ნიშნულამდე 14 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიზარდა. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა. ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2022 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 14 წლის გახდა.
რესტორნების ქსელი Subway, ბიზნესის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს
ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი Subway ბიზნესის 10 მილიარდ დოლარად გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. გაყიდვის გზით იგეგმება კერძო საინვესტიციო კომპანიების ან პოტენციური კორპორატიული მყიდველების მოზიდვა. Subway მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სწრაფი კვების რესტორნების ქსელია. 2021 წლის მონაცემებით, კომპანიას ჰქონდა დაახლოებით 37 000 ლოკაცია მთელს მსოფლიოში და იყო ყველაზე დიდი რესტორნების ქსელი აშშ-ში (21,000 ლოკაცია).
იმერეთის გუბერნატორი: ძლიერი ქარის გამო 69 შენობა და ათამდე ავტომანქანა დაზიანდა
იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წუხელ ძლიერი ქარის გამო 69 შენობა და ათამდე ავტომანქანა დაზიანდა. „იმერეთის რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იყო ძლიერი ქარი. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები. არის რიგი მუნიციპალიტეტები, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია, ქუთაისში 3 000-მდე აბონენტს წყალი არ მიეწოდება. ჩართულია ყველა სამსახური, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ აღნიშნული პრობლემები. პარალელურად ხდება ზარალის დათვლა, წინასწარ ციფრებზე ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა შალამბერიძემ. ცნობისთვის, იმერეთში მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან.
ბულგარეთი ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს იწყებს
ბულგარეთი აზერბაიჯანთან, ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს. ბულგარეთი ანკარასთან, მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა ქვეყნის პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის - ანგარიში მან აღნიშნა, რომ ბულგარეთი ასევე ემზადება რუმინეთთან მოლაპარაკებებისთვის გაზის მიწოდებაზე. მისივე თქმით, ეს პროცესი 2026 წლის შემდეგ დაიწყება. ბულგარეთში ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება დაახლოებით 3,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: 50-ზე მეტი საქმის შესწავლა გვაქვს დაწყებული, რომელთაგან 80% ონლაინვაჭრობას ეხება
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის აღსრულება დაიწყო, სააგენტოში 90-მდე განაცხადი შევიდა. მისივე თქმით, შესწავლა დაწყებულია 50-ზე მეტ საქმეზე. „2022 წლის პირველი ნოემბრიდან კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის აღსრულება დაიწყო. ამ ორ თვე-ნახევრიან პერიოდში კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მომხმარებელთა მხრიდან 90-მდე განაცხადი აქვს მიღებული. შესწავლა დაწყებულია 50-ზე მეტ საქმეზე, მათ შორის ყველაზე ცნობილი საქმე არის კომპანია „იუესჯი ჯორჯიას“ წინააღმდეგ დაწყებული საქმე. 15-მდე განაცხადი შემოვიდა მხოლოდ ამ კომპანის წინააღმდეგ. ჩვენ დასახელებულ კომპანიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იანვარში მივიღებთ. შიძლება, დადგეს სამი გადაწყვეტლება. პირველი – კომპანიას დაუდგინდეს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დროული არაინფორმირებულობის კუთხით. ასეთ შემთხვევაში, კომპანიას მიეცემა გონივრული ვადა, გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი, აღადგინოს მოხმარებლების დარღვეული უფლებები. ეს გონივრულ ვადაში თუ არ მოხერხდა, ასეთ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საჯარიმო საქნცია", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ევროპარლამენტის წევრებს, შესაძლოა, თანამდებობის დატოვების შემდეგ ორი წლის განმავლობაში ლობირება აეკრძალოთ
ორგანიზაციის ლობირებისა და გამჭვირვალობის წესების განახლებით, რომელიც ინსტიტუტის პრეზიდენტის მიერ არის წარმოდგენილი, ევროპარლამენტის წევრებს შესაძლოა, თანამდებობის დატოვების შემდეგ ლობირება ორი წლით აეკრძალოთ. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. წყაროების თქმით, მეცოლა სულ 14 წინადადებას წარდგენს. წინადადებები, რომლებიც Politiсo-სთვის გახდა ხელმისაწვდომი, აუკრძალავს ევროპარლამენტარებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან არაოფიციალური მეგობართა ჯგუფების შექმნას, და ავალდებულებს დეპუტატებს, მიაწოდონ ინფორმაცია მათი შემოსავლის წყაროების შესახებ. „პარლამენტისადმი სანდოობა დაირღვა დეკემბერში, როდესაც ბელგიის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება მოქმედი და ყოფილ ევროპარლამენტარების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ქრთამის აღებაში კატარისა და მაროკოს კეთილგანწყობის სანაცვლოდ“, - წერს Politiсo.
ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ერევნის “ზვართნოცის” საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე დახვდნენ. ღარიბაშვილი ერევანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სია საზოგადოებისთვის ხვალ, ან ზეგ გახდება ცნობილი - ხაჭაპურიძე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული სია საზოგადოებისთვის ხვალ, ან ზეგ გახდება ცნობილი. „განვიხილეთ ეს მტკიცებულებები, გავიარეთ გარკვეული გვარებიც და საკითხი გადმოდის ადვოკატების ხელში. მადლობა მინდა, გადავუხადო ხატია დეკანოიძეს და იურიდიულ ჯგუფს, რომლებმაც ამ საკითხში საერთაშორისო მიმართულებით განახორციელეს საკმაოდ საინტერესო, სერიოზული და შრომატევადი სამუშაო. ეს სიები ხვალ-ზეგ გახდება უკვე ცნობილი საზოგადოებისათვის, თუმცა ეს არ იქნება ბოლო, ეს იქნება ცოცხალი სია. რაც შეეხება პოლიტიკურ ფიგურებს, იქნებიან ეს დეპუტატები თუ სხვა თანამდებობის პირები, ამ სიაში არ იქნებიან მოხვედრილი, რადგან ამ სიას და ამ ქეისს აქვს თავისი სტანდარტი. ასევე არ მოხვდება არც ერთი ისეთი ადამიანი, რომელზეც არ იქნება უტყუარი მტკიცებულება“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 36 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
რუსეთმა დიდი ბრიტანეთის 36 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონალური სანქციები შემოიღო ბრიტანეთის მთავრობის წევრების, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. „ეს ნაბიჯი უკავშირდება „ბრიტანეთის მთავრობის ანტირუსულ კურსს, რომელიც აგრძელებს პერსონალური სანქციების მექანიზმის აქტიურ გამოყენებას და ინტენსიურ პროპაგანდისტულ კამპანიას ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციისა და საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციისთვის“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს მთავრობა UNICEF-ის მხარდაჭერით, უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს
საქართველოს მთავრობა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გასცემს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მოწყვლადი უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის. შესაბამის ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი ავრცელებს. „470 ლარს თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის პირველი თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ. ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის პირველ მარტამდე და თან იქონიოს საკუთარი და ბავშვის პასპორტი/დაბადების მოწმობა. კითხვების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505“, - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ცნობაში. ინფორმაციისთვის, გასული წლის პირველი აგვისტოდან უკრაინიდან დევნილი ოჯახები საქართველოს მთავრობისგან ყოველთვიურად 300-ლარიან დახმარებას იღებენ, რასაც ოჯახის თითოეულ წევრზე 45-ლარიანი დახმარება ემატება. თბილისში მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება უფასოა.
რუსეთიც და უკრაინაც გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან - დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთიც და უკრაინაც გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ალექსეი დანილოვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა. „შემდეგი ორი-სამი თვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და თითქმის გადამწყვეტი ამ ბრძოლაში, რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით და ემზადება ჩვენი აგრესორი მტერიც“, – აღნიშნა დანილოვმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ
სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ. „არმენპრესის“ ინფორმაციით, მოქალაქეებს საზღვრის კვეთისას პასპორტის წარდგენა აღარ მოუწევთ. სომხეთის მედიის ცნობით, მთავრობის მორიგ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დასამტკიცებლად წარადგინა წინადადების პროექტი სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის [ორივე ქვეყნის მოქალაქეების] უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. „მეზობელ საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარება, სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ეს არის ასახული მთავრობის გეგმაში. პრაქტიკაში არის ინტენსიური კონტაქტები ყველა დეპარტამენტს შორის სხვადასხვა დონეზე. საქართველო ასევე არის ჩვენი მოქალაქეებისთვის მივლინებებისა და დასვენების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. 2019 წელს საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის 1 365 000 მოქალაქე ეწვია. რა თქმა უნდა, პანდემიის გამო გარკვეული კლება იყო. ვფიქრობთ, რომ დინამიკა უახლოეს მომავალში აღდგება“, - განაცხადა მირზოიანმა. ნიკოლ ფაშინიანი ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანად მიიჩნევს, თუმცა მისი თქმით, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ გარკვეული რისკები გამოიწვიოს, რაზეც ქართველ პარტნიორებთან ეფექტიანი მუშაობა გაგრძელდება. „მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ველოდებით ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. სომხეთისა და საქართველოს შემდეგი მთავრობათაშორისი შეხვედრა ერევანში გაიმართება. ამ შეხვედრის ფარგლებში ვიმედოვნებთ, რომ ამ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობთთ, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს. „ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. აღინიშნა, რომ ეკონომიკურ კომისიას პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ, რაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონის მაჩვენებელია. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი
12 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6837 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6867 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.003 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8882 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8871 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1429 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2674 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი, ხვალიდან, 13 იანვრიდან შევა ძალაში.
ნიკოლ ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ
დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სხდომაზე მხარეები სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას განიხილავენ, მათ შორის ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. „პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო დამსწრეებო, მოხარული ვარ, ერევანში მივიღო ჩემი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი და მისი დელეგაცია, სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს 12-ე სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს ის, რომ პრემიერები თავმჯდომარეობენ დღევანდელ სხდომას. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2019 წლიდან დღემდე უკვე სამი მთავრობათაშორისი სხდომა ჩატარდა, რაც ჩვენს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ხელს შეუწყობს. ორივე მხარემ შევასრულეთ ჩვენს მიერ დადებული ყველა პირობა. დღევანდელი დღის წესრიგი ძალიან ფართოა და მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროები. დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ. ბატონ პრემიერთან განვიხილავთ უსაფრთხოების და რეგიონულ საკითხებს. მსგავს საკითხებში არის ურთიერთგაგება, რაც განპირობებულია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობებით. ნება მიბოძეთ, წარმატება ვუსურვო ყველა შეთანხმების შესრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებს მაღალ დონეზე ავიყვანთ, გავაღრმავებთ, რისთვისაც საჭიროა ყოველდღიური მზრუნველობა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთი საქართველოსთვის მე-6 სავაჭრო პარტნიორი გახდა, რაც მისასალმებელია
ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა და ძმობა გვაქვს და ჩვენი დღევანდელი სხდომაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონალური სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობებს შორის საკმაოდ პოზიტიური დინამიკაა. ღარიბაშვილის თქმით, გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 70%-ით დაახლოებით და მილიარდ დოლარს გადააჭარბა, შესაბამისად, სომხეთი საქართველოსთვის გახდა რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი. „დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები თქვენს მთავრობას, კომისიის წევრებს. დიდი პატივია ჩემთვის, ვიმყოფებოდე ერევანში და ჩემს კოლეგასთან, მეგობართან ერთად ვუხელმძღვანელო ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომას. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა და ძმობა გვაქვს და ჩვენი დღევანდელი სხდომაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონალური სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი. ჩვენ საკმაოდ პოზიტიური დინამიკა გვაქვს მთავრობებს შორის. მინდა აღვნიშნო სიამოვნებით, რომ იანვარ-ნოემბრის პერიოდში, გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 70%-ით დაახლოებით, გასულ წელს და მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მართლაც მისასალმებელი შედეგია და სომხეთი საქართველოსთვის გახდა მე-6 სავაჭრო პარტნიორი, ტოპ ათეულში მე-6 სავაჭრო პოზიცია დაიკავა სომხეთმა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, გადაზიდვები, ტვირთბრუნვა, ყველა მიმართულებით არის გაზრდილი აღნიშნული მონაცემები,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება და ხალხი დაინტერესებულია, რომ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა. მთავრობის მეთაურმა მშვიდობიანი სამეზობლო პლატფორმის ინიციატივაზე ისაუბრა. „მე ასევე მინდა აღვნიშნო ბატონო პრემიერ-მინისტრო და ძვირფასო კომისიის წევრებო, რომ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, დაინტერესებულები ვართ, რომ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა. ამ მიზნით, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ინიციატივა მშვიდობიანი სამეზობლო პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებ და რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ფორმატი არ ჩაანაცვლებს სხვა ფორმატებს და სხვა ინიციატივებს. პირიქით, ვფიქრობ ეს დაეხმარება, კიდევ უფრო გააძლიერებს შესაძლებლობებს, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია მივაღწიოთ ძლიერ, გრძელვადიან ეკონომიკურ აღმასვლას და კეთილდღეობას ჩვენი ხალხების. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის კომისიის წევრებს, ძალიან ნაყოფიერი სამუშაო ჩატარდა ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ, კიდევ ერთხელ მინდა, მოგესალმოთ ყველას გულით, მოგილოცოთ ახალი წელი და შობა, გისურვოთ წარმატება, ჩვენს მეგობარ სომეხ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, დიდი მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს რკინიგზა: დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, იქმნება ძაბვის პრობლემები, მგზავრებს ვთავაზობთ ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მიმართვს და განმარტავს, რომ დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა, მატარებლების გადაადგილებისას შეფერხებები გამოიწვიოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რკინიგზა მგზავრებს ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას სთავაზობს. „დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საკონტაქტო ქსელზე საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს
ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს საპატიო სენატორის წოდება ჩამოართვეს. ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავეს ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ, მაულენ აშიმბაევმა განაცხადა, რომ შესაბამისი ტიტული სენატის რეგლამენტიდან ამოღებულია. „არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხვალ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ კანონი „პირველი პრეზიდენტის შესახებ“ დავიწყებას მიეცა. კითხვა ეხებოდა საპატიო სენატორის წოდებას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ამოღებულია კონსტიტუციიდან და კანონის მოქმედება მალე შეჩერდება, ჩვენ რეგლამენტიდან ამოვიღეთ „საპატიო სენატორის“ წოდება“, - ციტირებს „რადიო თავისუფლება“ აშიმბაევის სიტყვებს. ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა დეპუტატებმა პარლამენტის მუშაობის ახალი რეგლამენტი 2022 წლის 19 დეკემბერს პალატების ერთობლივ სხდომაზე მიიღეს, თუმცა საპატიო სენატორის სტატუსის გაუქმება მაშინ არ დაფიქსირებულა. 2023 წლის 10 იანვარს ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „პირველი პრეზიდენტის შესახებ“ კანონის ბათილად ცნობის შესახებ, რომლის თანახმადაც ნურსულთან ნაზარბაევი ერის (ელბას) ლიდერად გამოაცხადა და მას უვადოდ პრივილეგიები და გარანტიები მისცა. 2022 წლის იანვარში ყაზახეთში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ნურსულთან ნაზარბაევის ხელისუფლებისგან გადაყენება, რაც პირველი პრეზიდენტის შესახებ კანონით იყო გათვალისწინებული. მოგვიანებით ყაზახეთის ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რის შედეგადაც ნაზარბაევი და მისი ოჯახის წევრებს რიგი პრივილეგიები ჩამოერთვათ.
ხელი მოეწერა დოკუმენტს, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორი ქვეყნის საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა, - ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ. ნიკოლ ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს. მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ. ხელი მოეწერა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომის ოქმს. კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
უკრაინის ძალებმა, სოლედარში დაჯგუფება „ვაგნერზე“ ნაღმმტყორცნებით იერიში მიიტანეს - უკრაინის სასაზღვრო სამსახური
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, 12 იანვარს უკრაინის ძალებმა, სოლედარში დაჯგუფება „ვაგნერზე“ ნაღმმტყორცნებით იერიში მიიტანეს. ზელენსკი: სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება „იერიშის შედეგად, დაქირავებულ მებრძოლებს შორის არის მსხვერპლი მოჰყვა“, - აცხადებენ სასაზღვრო სამსახურში. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ოკუპანტები სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობენ მანამდე, უკრაინის სპეცრაზმმა განაცხადა, რომ 100-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა მას შემდეგ, რაც სოლედარში ბრძოლისას უკრაინულმა მხარემ სარაკეტო დარტყმა განახორციელა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ოკუპანტები სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობენ შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.