ძებნის რეზულტატი:

ლევან დავითაშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, მილიარდ დოლარს გადაცდა

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შარშანდელი წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა, 70%-იანი ზრდა გვაქვს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სომხეთში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის და გადაზიდვების მიმართულებით. „მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შარშანდელი წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა, 70%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის, გადაზიდვების მიმართულებით, სადაც 30%-ზე მეტია ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის. ასევე გაზრდილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე აღდგენის დინამიკა შეინიშნება ტურისტული ნაკადების კუთხით. 700 000-მდე ვიზიტორი გვყავდა ჩვენ სომხეთის რესპუბლიკიდან 2022 წელს საქართველოში. ზოგადად, მზარდია ტურისტული ნაკადი და საქართველოს ტურისტულ ბაზრებს შორის სომხეთი მესამე ადგილს იკავებს. ასე, რომ თანამშრომლობის ბევრი მიმართულება აკავშირებს საქართველოს და სომხეთს ერთმანეთთან. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. იმ პოტენციალზე და შესაძლებლობებზე, რომ ორივე ქვეყანამ შეიძლება აწარმოოს ელექტროენერგია, ხელი შევუწყოთ ერთმანეთის ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას და ასევე გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს უჩნდება ევროპასთან დაკავშირების კუთხით ელექტროენერგიის ტრანზიტის და ვაჭრობის კუთხით. ასე, რომ ეს დატვირთული დღის წესრიგი მომავალში თანამშრომლობის კარგ პერსპექტივებს ქმნის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.   

ილია დარჩიაშვილი: სომხეთსა და საქართველოს შორის მარტივად საზღვრის გადაკვეთა ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას

„სომხეთსა და საქართველოს შორის მარტივად საზღვრის გადაკვეთა, ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სომხეთის რესპუბლიკაში განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ  „საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ ერთი მხრივ, შეფასდეს ის ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც გასული წლის განმავლობაში არსებობდა ორ ქვეყანას შორის და მეორე მხრივ, დაიგეგმოს, იდენტიფიცირება მოხდეს იმ მნიშვნელოვანი საკითხების, რომელიც არის დღის წესრიგში. კომისიის მუშაობის შედეგად უკვე მომავალ წელს იმ იდენტიფიცირებული საკითხების გარშემო მოხდეს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს. ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, უკვე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული ID ბარათებით გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ეკონომიკური კომისიები ორ ქვეყანას შორის. ამ კომისიებს უკვე ტრადიციული სახე მიეცა, რაც ძალიან ეხმარება შესაბამის სამინსიტროებს, რომ მათი მუშაობა იყოს კიდევ უფრო შედეგიანი, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი ორი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.  

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: სოლედარის რაიონში მძიმე ბრძოლები გრძელდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ სოლედარის რაიონში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსული ჯარები ამაოდ ცდილობენ უკრაინელი სამხედროების თავდაცვის გარღვევას. ზელენსკი: სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ოკუპანტები სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობენ „დღეს გრძელდება სასტიკი და მძიმე ბრძოლები სოლედარის რაიონში ბახმუტის მიმართულებით. მძიმე ვითარების მიუხედავად, უკრაინელი ჯარისკაცები შეუპოვრად იბრძვიან. მტერი წარუმატებლად ცდილობს ჩვენი თავდაცვითი ძალების გარღვევას და სოლედარის ხელში ჩაგდებას და მძიმე დანაკარგებს განიცდის“, - აღნიშნა მან. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ოკუპანტები სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობენ შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსული მედია: დაჭრილ რუს ჯარისკაცებს ექიმების ნებართვის გარეშე ფრონტზე აბრუნებენ

რუსეთში დამკვიდრდა პრაქტიკა, როცა მძიმე დაზიანებებით სამხედროებს, შესაბამისი სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების გარეშე, ბრძოლის ზონაში აბრუნებენ. ამის შესახებ რუსული მედია „ჯარისკაცების დედების კომიტეტების კავშირის“ აღმასრულებელ მდივან ვალენტინა მელნიკოვაზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ, ქვედანაყოფის მეთაურები ხშირად გზავნიან სამხედროებს ფრონტზე საავადმყოფოს შემდეგ, კომისიის გვერდის ავლით  რომელიც სამხედროს შესაბამის კატეგორიას ანიჭებს, მათ შორის პირის დროებით უვარგისად გამოცხადებას ან სამხედრო რეგისტრაციიდან ამოღებას. მელნიკოვამ თქვა, რომ ასეთი შემთხვევები „მიუღებლად ბევრია". „ჯარისკაცების დედების კომიტეტების კავშირის“ ცნობით, ორ ჯარისკაცს, რომლებიც ფილტვების მძიმე დაზიანების შემდეგ ორი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ, მეთაურებმა უთხრეს, რომ მათ სამედიცინო კომისიაში კი არ გაგზავნიდნენ, არამედ ბრძოლის ზონაში. ორგანიზაციის მდივნის თქმით, იგივე გააკეთეს რამდენიმე ჯარისკაცთან, რომლებმაც კიდურებზე ჭრილობები მიიღეს და ეს ფრაგმენტები არ ამოიღეს. გარდა ამისა, წყლულით დაავადებული პაციენტები და ისინი, ვისაც ომამდე ჰქონდა გულის შეტევა ან ინსულტი, მკურნალობის შემდეგ უკრაინაში დააბრუნეს. რუსი ჯარისკაცების დედები ამტკიცებენ, რომ 2022 წელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა მითითებები მობილიზაციის დროს სამედიცინო შემოწმებისთვის. მელნიკოვამ თქვა, რომ ეს იყო არასაჯარო დოკუმენტი; მისი არსებობის დადასტურება რუსულმა მედიამ სხვა წყაროებიდან ვერ შეძლო. ამ კვირის დასაწყისში, საპრეზიდენტო ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა და ორგანიზაცია Doctor Lisa's Fair Aid-ის ხელმძღვანელმა ოლგა დემიჩევამ განუცხადა „რია ნოვოსტის“, რომ საავადმყოფოს პერსონალი მოსკოვიდან და ანექსირებული დონეცკიდან დაჭრილი ჯარისკაცების ფრონტზე გაგზავნის შესახებ ჩიოდნენ. „ჩვენ შევიტყვეთ სიტუაციის შესახებ, როდესაც ჯარისკაცები, რომლებმაც მიიღეს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება რეაბილიტაციისა და შემდგომი მოვლის რეკომენდაციებით, სასწრაფოდ გაგზავნეს ფრონტზე რეაბილიტაციის ნაცვლად“, - თქვა დემიჩევამ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის მარტში გამოაცხადა, რომ დაჭრილ რუს სამხედროებს გადაუხდიან ერთჯერად 2 968 000 რუბლს, თუ ისინი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ჩაითვლებიან.  

საფრანგეთში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიოგაზის ქარხანა ამუშავდა

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით (160 გვტ.სთ-მდე სიმძლავრის) ბიოგაზის უდიდესი ქარხანა ამუშავდა. ამის შესახებ კომპანია TotalEnergies-მა დღეს განაცხადა. ქარხანა, BioBéarn-ი ქალაქ პაუს მახლობლად მდებარეობს, რომლის კვების წყაროც ორგანული ნარჩენებია, ძირითადად სიმინდი.  ეს არის მე-18 ბიოგაზის ქარხანა, რომელსაც TotalEnergies-ი ფლობს. „2023 წელს ქარხანა 69 გიგავატ/სთ ენერგიას გამოიმუსავებს და წარმოების ზრდას განაგრძობს. რის შედეგადაც 220 ათასი ტონა ბიომასა გადამუშავდება 200 ათას ტონა ორგანულ ნარჩენად, რომელიც ბუნებრივი სასუქია და 160 გიგავატ/სთ ბიომეთანი იწარმოება. რაც 32 ათასი ადამიანის საშუალო წლიურ მოხმარებას უდრის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ქარხნის ამოქმედება საფრანგეთის სტრატეგიის ნაწილია, რათა გაზარდოს განახლებადი ენერგიის წყაროების წილი ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე, ასევე შეცვალოს რუსეთიდან ბუნებრივი აირის შედაგად შემცირებული მიწოდება. TotalEnergies-ის ბიოგაზის პროექტების დირექტორის, ოლივიე გუერინის თქმით, ახალმა ქარხანამ კომპანიას საშუალება მისცა გაზარდოს ბიოგაზის წარმოება 700 გვტ.სთ-მდე. 2030 წლისთვის კომპანია გეგმავს 20 ტვტ/სთ წარმოებას.  

თურქეთის სავალუტო რეზერვები ერთ კვირაში $2 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა

თურქეთის ცენტრალური ბანკის მთლიანი რეზერვები 2023 წლის პირველ კვირაში, წინა კვირასთან შედარებით 2,345 მილიარდი დოლარით შემცირდა და 126,41 მილიარდ დოლარს მიაღწია. 6 იანვრის მდგომარეობით, ცენტრალური ბანკის მთლიანი სავალუტო რეზერვები 3,244 მილიარდი დოლარით შემცირდა და 79,66 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთლიანი სავალუტო რეზერვები 30 დეკემბრის მდგომარეობით 82,904 მილიარდი დოლარი იყო. ამ პერიოდში ქვეყნის ოქროს მარაგი 899 მილიონი დოლარით გაიზარდა - 45,851 მილიარდი დოლარიდან 46,75 მილიარდ დოლარამდე.  ამრიგად, ცენტრალური ბანკის მთლიანი რეზერვები 6 იანვრის კვირაში 128,755 მილიარდი აშშ დოლარიდან 126,41 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა.  

თავდაცვის ახალი კოდექსით, სამხედრო ვალდებულება ყველა რელიგიის წარმომადგენელს ექნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ სასულიერო პირებს თავდაცვის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები წარუდგინა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გრიგოლ გიორგაძემ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ხარვეზზე, რომელიც ცალკეულ პირებს შესაძლებლობას აძლევდა, ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ დახმარებით სამხედრო სამსახურისათვის თავი აერიდებინათ. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია. პროექტის შესაბამისად, მღვდელმსახურება აღარ წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველს. სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. „რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს, რომელიც კიდევ უფრო მეტად დახვეწს იმ მექანიზმებს, რომელიც გამოყენებული იქნება კანონმდებლობაში. თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის ბოლოს მოახდინა თავდაცვის კოდექსის პროექტის ინიცირება, რომლის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. 12 დეკემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და დაიხურება „რელიგიური ორგანიზაციები“, რომლითაც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებდნენ. ღარიბაშვილმა პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებულ „ბიბლიური თავისუფლების“ დახურვაზე ისაუბრა. 2017 წელს პარტია „გირჩმა“ დააარსა რელიგიური ორგანიზაცია, „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება". ამ გზით პარტია იმ ახალგაზრდებს უწყობდა ხელს, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა არ სურდათ.

სტამბოლის დასავლეთ ნაწილში აფეთქება მოხდა

საინფორმაციო სააგენტო DHA იტყობინება, რომ სტამბოლის დასავლეთში ტექსტილის სახელოსნოში აფეთქება მოხდა.  არიან დაშავებულები.  სააგენტოს ცნობით, აფეთქება ბაგჯილარის რაიონში მოხდა. ძლიერი აფეთქების შედეგად ნამსხვრევები ქუჩაში მიმოიფანტა.დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სამართალდამცველები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.  

უკრაინა დასავლეთ აფრიკაში მარცვლეულის ჰაბების შექმნას გეგმავს

უკრაინის ხელისუფლება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ლოგისტიკის განვითარების მიზნით, დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში მარცვლეულის ჰაბების შექმნას გეგმავს. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სენეგალი და ნიგერია. ნიგერიული გაზეთი The Will-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა მიკოლა სოლსკიმ ნიგერიელ კოლეგასთან აბუჯაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. უკრაინელი მინისტრის თქმით, კიევმა უკვე მიაღწია შეთანხმებას სენეგალში მარცვლეულის ჰაბის შექმნაზე. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ნიგერიისთვის მაღალი ხარისხის მარცვლეულის მიწოდებას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ფასებზე, - დარწმუნებულია უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი. „უკრაინის პრეზიდენტი მხარს უჭერს ამ იდეას და უკრაინა მოელის, რომ შექმნას ასეთი ჰაბები დასავლეთ აფრიკის ორ ან სამ პორტში", - დასძინა მინისტრმა. მომავალ თვეში ნიგერია 25000 ტონა მარცვლეულს მიიღებს, - თქვა სოლსკიმ.  

უკრაინამ ოლენივკაში დაღუპული 54 ჯარისკაცის ცხედრები დაიბრუნა

უკრაინამ ოლენივკაში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები დაიბრუნა. ამის შესახებ 12 იანვარს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროდან იტყობინება. „რთული მოლაპარაკებების შემდეგ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით, ოლენივკიდან 54 ცხედარის დაბრუნება გახდა შესაძლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა 30 ივლისს განაცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ საზარელი სისასტიკე ჩაიდინეს, ეს არაადამიანური, ბარბაროსული ქმედებაა. რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ციხეზე HIMARS-ით, მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემით თავდასხმაში. ოლენივკა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.  

ღარიბაშვილი ფაშინიანთან შეხვედრაზე: რეგიონული მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ღარიბაშვილის თქმით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონალური მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.       „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონალური მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და სხვა ორმხრივი პროგრამები ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობებთან ერთად”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომის შემდეგ აცხადებს, რომ ბახმუტსა და სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხედროები სწრაფად და უწყვეტად მიიღებენ საბრძოლო მასალას და ყველაფერს, რაც საჭიროა მათ დასაცავად. შტაბის წევრებმა განიხილეს პარტნიორებისგან შესული ტექნიკითა და იარაღით თავდაცვის ძალების გაძლიერების საკითხი. „მქონდა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა. განვიხილეთ ფრონტის მთავარ მიმართულებებზე არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება ბახმუტისა და სოლედარის ბრძოლებს დაეთმო. ხაზს ვუსვამ, რომ ქვედანაყოფები, რომლებიც ამ ქალაქებს იცავენ, სწრაფად და უწყვეტად მიიღებენ საბრძოლო მასალას და ყველაფერს, რაც საჭიროა. საბოლოოდ, განვიხილეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება აღჭურვილობითა და იარაღით, რომლებსაც პარტნიორებისგან ვიღებთ”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.  

NASA ააშენებს ახალ ტელესკოპს, რომელსაც სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოსაჩენად გამოიყენებენ

NASA-მ წარმოადგინა მრავალმილიარდ დოლარიანი ტელესკოპის საწყისი გეგმა, რათა უცხო სამყაროში სიცოცხლე აღმოაჩინოს.  NASA 2040 წლისთვის გეგმავს ახალი ტელესკოპის აშენებას, რომელიც ჯეიმს უებს ჩაანაცვლებს. მას სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოსაჩენად გამოიყენებენ. ახალი ტელესკოპის გაშვება სულ მცირე 11 მილიარდი დოლარი დაჯდება. ტელესკოპის შესახებ ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი.  გარდა ზოგადი ასტროფიზიკური ამოცანებისა, სავარაუდოდ, ტელესკოპს ასევე უნდა შეეძლოს, სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინოს დედამიწის მსგავს 25 ახლომდებარე ეგზოპლანეტაზე.  

ფილიპინების საბაჟო სამსახურმა $310,000-ის ღირებულების კონტრაბანდული თეთრი ხახვი ამოიღო

CNN: ფილიპინებზე ხახვი ისე გაძვირდა, რომ ქვეყანაში კონტრაბანდულად შეაქვთ ხახვი თითქმის ყველა ფილიპინური კერძის მთავარი ინგრედიენტია. მაგრამ ახლა ის თითქმის სამჯერ მეტი ღირს, ვიდრე ქათამი, იტყობინება CNN. ქვეყნის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, წითელი და თეთრი ხახვი 600 ფილიპინურ პესოდ იყიდება ($11) მაშინ, როდესაც 220 პესო თითო კილოგრამი ქათამი ღირს. ერთი კილო ხახვის ფასი დღიურ მინიმალურ ხელფასს აჭარბებს. ფასები მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ წელს, ფილიპინებს ტაიფუნების ტალღამ გადაუარა, რამაც ათობით მილიარდი პესოს ღირებულების მოსავალი დააზიანა. ფილიპინების სტატისტიკური სამსახურის ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანამ ინფლაციის ზრდა განიცადა, სამომხმარებლო ფასები დეკემბერში 8.1 პროცენტით გაიზარდა და 14 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ფი ლიპინების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საბაჟო სამსახურმა 23 დეკემბერს, ტანსაცმლის ტვირთში დამალული $310,000 ღირებულების თეთრი ხახვი ამოიღეს. ორი დღით ადრე, ასევე ამოიღეს ჩინეთიდან შესული $364,000 ღირებულების წითელი ხახვი, რომელიც ყუთებში იყო ჩაფლული.  

ბაიდენის საიდუმლო დოკუმენტების საქმეს სპეციალური პროკურორი გამოიძიებს

გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ სპეციალური პროკურორი დანიშნა, რათა ბაიდენის ოფისსა და სახლში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის საქმე გამოიძიოს. კერძოდ, გამოძიებას უხელმძღვანელებს პროკურორი რობერტ ჰარი, რომელიც ადრე აშშ-ის ოლქის პროკურორადაც მსახურობდა. მანამდე, თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ დელავერში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლში გასაიდუმლოებული საბუთები აღმოჩინეს. გასაიდუმლოებული საბუთების მეორე კომპლექტი პრეზიდენტ ბაიდენის იურისტებმა დელავერის შტატ ქალაქ ვილმინგტონში, ავტოფარეხში იპოვეს. მსგავსი ფაილები აღმოაჩინეს ვაშინგტონის ოფისის თანაშემწეებმა, რომელსაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის შემდეგ იყენებდა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის ყოფილ ოფისში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენით გაკვირვებულია. ბაიდენი ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს. საუბარია ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის დროინდელ მასალებზე, რომლებიც პოტენციურად კონფიდენციალური ან საიდუმლო შეიძლება, იყოს. CNN იუწყება, რომ 10 საიდუმლო ფაილში შედის აშშ-ის დაზვერვის მემორანდუმი და მოხსენებები, რომლებიც მოიცავს უკრაინას, ირანს და გაერთიანებულ სამეფოს.  

რადამ ეროვნულ გვარდიასა და სამხედრო ფორმირებებში უცხოელთა სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო დაბრკოლებები მოხსნა

რადამ უცხოელებს, რომლებიც ეროვნულ გვარდიაში მსახურობენ, უკრაინაში ლეგალურად დარჩენის უფლება მისცა უმაღლესმა რადამ უცხოელთა სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტი მიიღო. სხვა ქვეყნების მოქალაქეებს უკრაინაში სამხედრო სამსახურის გავლა ხელშეკრულების საფუძველზე შეეძლებათ. უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით და მთლიანად მიიღო კანონპროექტი, რომელიც აღმოფხვრის უზუსტობებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების, აგრეთვე სხვა ქვეყნებში მომსახურე (მომსახურების მსურველი) უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას მხარი 321-მა დეპუტატმა დაუჭირა.  როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ბევრმა უცხოელმა მოქალაქემ გამოთქვა სურვილი, ნებაყოფლობით დაეცვა უკრაინა. ამ მიზნით მიღებულია არაერთი კანონი, რომლის მიხედვითაც დადგინდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და უკრაინის მოქალაქეობის არმქონე პირების მომსახურების საფუძვლები და პროცედურა, ასევე ამ პირებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ლეგალური საფუძვლების უზრუნველყოფა. კერძოდ, აქამდე მითითებული იყო მხოლოდ ქვედანაყოფები, რომლებიც ექვემდებარებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, თუმცა მასში არ შედიოდნენ უკრაინის ეროვნულ გვარდიასთან ჩამოყალიბებული ნაწილები. მაგალითად, ასეთია „აზოვის პოლკი“. უცხოეთის მოქალაქე-სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობენ „აზოვის პოლკში“, არ შეეძლოთ, ლეგალურად დარჩენილიყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე და მომავალში ვერ მიიღებდნენ უკრაინის მოქალაქეობას.

Tesla თურქეთის ბაზარზე შესვლის საკითხს განიხილავს

ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ Tesla-ს სურს, თურქეთის ბაზარზე შევიდეს, ხოლო თურქეთის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა ელექტრომობილების გიგანტისგან, განაცხადა  ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა თურქული მედიის ცნობით. მისი თქმით, კომპანია ამჟამად თავისი გავლენის გაფართოებას მთელ მსოფლიოში ცდილობს. „თურქეთს აქვს ძალიან სერიოზული სტიმულირების სისტემა, განსაკუთრებით ინვესტიციების და კვლევისა და განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვამბობთ, მობრძანდით, ისარგებლეთ ამით და ჩადეთ ინვესტიცია“, - განაცხადა მინისტრმა.  ვარანკი, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ში იმყოფებოდა მსოფლიოში ყველაზე დიდ სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე - CES 2023, ასევე ეწვია Tesla's Fremont Factory-ს, კალიფორნიის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოო ქარხანას და კომპანიის მიერ შემუშავებული მანქანებისა და წარმოების მოდელის შესახებ მიიღო ინფორმაცია. ქარხანაში ვიზიტის დროს მან კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.    

გამოკითხვის თანახმად, ევროპელთა 74% უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ემხრობა

ევრობარომეტრის უახლესი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ევროკავშირის მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მომხრეა. 73%-მა განაცხადა, რომ ისინი ეთანხმებიან ევროკავშირის ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას, ისევე, როგორც სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა უფრო პოპულარულია სკანდინავიურ ქვეყნებში, ნიდერლანდებში, ირლანდიასა და პორტუგალიაში, სადაც მას მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს. საბერძნეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთსა და კვიპროსში გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლებმა განაცხადა, რომ ისინი ეთანხმებიან ევროკავშირის ქმედებებს უკრაინის მიმართ. გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც 12 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა, ყველა წევრი ქვეყნიდან 26000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.

მედია: ბორის ჯონსონი კიევში ჩასვლას გეგმავს

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში კვლავ აპირებს ჩასვლას. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთები The Guardian-ი და Times-ი წერსენ. Guardian-ის ცნობით, ჯონსონმა მეგობრებს აცნობა, რომ უახლოეს თვეებში უკრაინის დედაქალაქში გამგზავრება სურს. ინფორმაცია გაზეთს უკრაინულმა წყაროებმაც დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მოგზაურობის თარიღების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ ჰქონდათ. Times-ის ცნობით, ვიზიტის დროს ჯონსონი აპირებს, მოუწოდოს უკრაინის დასავლელ პარტნიორებს, უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა გააძლიერონ. ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა ბორის ჯონსონი უკრაინის განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩეოდა. ის არაერთხელ ეწვია კიევს და სოლიდარობა პირადად გამოხატა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ. კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფაც არის გახსნილი. ბორის ჯონსონი ფონდს აფუძნებს და უკრაინის აღდგენისთვის თანხების მოძიებას გეგმავს - Telegraph  

ISW: რუსეთის ძალები სავარაუდოდ, სოლედარს აკონტროლებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის რეგულარულ მოხსენებაში ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ პირველად აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუსულმა ჯარებმა უკრაინის თავდაცვის ძალებს სავარაუდოდ, სოლედარის დასავლეთ გარეუბნიდან უკან დაახევინეს.  ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“.