ძებნის რეზულტატი:
უკრაინის არმიას არ დუტოვებია სოლედარი, ბრძოლები ქალაქის შიგნით მიმდინარეობს - უკრაინის შეიარაღებული ძალები
უკრაინული მხარე, რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობებს სოლედარის აღების შესახებ უარყოფს. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის სერჰი ჩერევატის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ ქალაქში იმყოფებიან. „ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ძალებმა სოლედარი დატოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. დეტალებზე არ ვსაუბრობთ, რომ არ გამოვავლინოთ ჩვენი მებრძოლების ტაქტიკური პოზიცია. მტერმა ამ მიმართულებით მაქსიმალური ძალა გამოიყენა, მაგრამ ჩვენი ძალები მაინც იბრძვიან ქალაქში“, - ამბობს ჩერევატი. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქს რუსული ძალები აკონტროლებენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. 12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.
იტალია უკრაინის აღდგენის შესახებ მასშტაბურ კონფერენციას უმასპინძლებს
მარტში იტალია უკრაინის აღდგენის შესახებ მასშტაბური კონფერენციის გამართვას გეგმავს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიები. ამის შესახებ იტალიური მხარე იუწყება. მრეწველობის მინისტრმა, კიევში ვიზიტისას მომავალი კონფერენციის დღის წესრიგის საკითხები უკვე განიხილა. ადოლფო ურსო იტალიის ახალი მთავრობის პირველი მინისტრია, რომელიც უკრაინას ეწვია.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ბაზრიდან Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატები ამოიღო
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპ ჯუნიორი - NOLGRIPP Junior, (125მგ + 5მგ + 1მგ)/5მლ ბაზრიდან გამოითხოვა. გადაწყვეტილების მიზეზი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, იგივე მწარმოებლის, სამკურნალო პრეპარატები – DOK-1 Max და AMBRONOL - მინარევის სახით, დიეთილენ გლიკოლს და/ან ეთილენგლიკოლს შეიცავდა. აღნიშნული ნივთიერებები ტოქსიკურია ადამიანისთვის და მისი მოხმარება შესაძლოა ფატალურიც გახდეს. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნული წამლების რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე არ ხდება. თუმცა, რეგულირების სააგენტომ, შეაჩერა და ბაზრიდან გამოითხოვა, იგივე მწარმოებლის, სხვა პრეპარატი. ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს დაევალათ, შეაჩერონ წამლის რეალიზაცია, გამოითხოვონ ბაზრიდან და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.
ზელენსკი ლიეტუვის სეიმს: იმპერიაზე საბოლოო გამარჯვებისკენ მივდივართ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა ლიეტუვის სეიმის საზეიმო სხდომაზე, რომელიც თავისუფლების დამცველთა დღესთან და თავისუფლების პრემიის მინიჭების ცერემონიალთან დაკავშირებით გაიმართა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ლიეტუვა არის და კვლავაც იქნება თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი დამცველი. თქვენი ხალხი არ იცავდა მხოლოდ ტელეცენტრის, პარლამენტის და სხვა დაწესებულების შენობებს. „თქვენ დაიცვათ თქვენი ისტორიული არჩევანი. ახლა ჩვენც გამარჯვებისკენ მივდივართ, იმპერიაზე საბოლოო გამარჯვებისკენ. რუსეთი ვეღარაფერს უკარნახებს ევროპის ხალხებს, როცა ამ ომს აგრესორის ცალსახა დამარცხებით დავასრულებთ. ჩვენი ქალაქების ხელყოფის გარდა, ისინი ევროპის სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოების ქალაქების განადგურებასაც ისახავდნენ მიზნად. კიევზე თავდასხმისას ისინი ვილნიუსზე რიგაზე, ვარშავაზე, პრაღასა და კიშინიოვზე შეტევაზე ოცნებობდნენ. მათ სურდათ ჩვენი თავისუფლების დაცემა, თუმცა ისინი დაეცემიან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვერცერთი აგრესორი ვეღარ იოცნებებს ჩვენი თავისუფლების შელახვაზე
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არცერთ აგრესორს არ ექნება საშუალება, იოცნებოს, შელახოს ჩვენი თავისუფლება“, - ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის სემისადმი მიმართვისას განაცხადა. „ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ამიტომ ჩვენი გამარჯვება ახლა ცალსახა უნდა იყოს. აგრესორი უნდა დავამარცხოთ უკრაინის მიწაზე, იქ სადაც ის მოვიდა. ისე, რომ შემდგომში სხვა ევროპული ქვეყნების მიწებზე ბრძოლა არ გახდეს საჭირო. ახლა კი, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს დრო ადაპტაციისთვის, შესვენებისთვის, რომ საკუთარი ძალები აღიდგინოს. ეს წელი გადამწყვეტია.ახლა ჩვენ კიდევ უფრო დიდი მობილიზაცია გვჭირდება - მთელ თავისუფალ სამყაროში. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ბოლო მოეღოს სრულმასშტაბიან აგრესიასა და ტოტალურ ტერორს. მებრძოლი სამყაროს ენერგია არ უნდა შემცირდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან ახალი გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვჭირდება ახალი თავდაცვითი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინელ მეომრებს შესაძლებლობას მისცემს, განდევნონ რუსული არმია ჩვენი მიწიდან. ეს ეხება, პირველ რიგში, თანამედროვე ტანკებს და ეფექტიან არტილერიას. ჩვენ გვჭირდება სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები, რომლებიც შეინარჩუნებენ მუდმივ და დაუძლეველ ზეწოლას აგრესორ სახელმწიფოსა და ყველა ეკონომიკურ აქტორზე, რომელიც აგრესიის გაგრძელებას უზრუნველყოფს. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ! ვიცი რომ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენმტა.
უკრაინის რადამ, კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკსა და კიდევ სამ დეპუტატს, უფლებამოსილება ნაადრევად შეუწყვიტა
უკრაინის უმაღლესმა რადამ კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკსა და რადას სამ სახალხო დეპუტატს ანდრეი დერკაჩს, ტარას კოზაკსა და რენატ კუზმინს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. მედია: კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკის იახტა, უკრაინის სასარგებლოდ გაიყიდება ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა Telegram-ზე განაცხადა. ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა კრემლის მომხრე ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკსა და კიდევ სამ პოლიტიკოსს ჩამოართვა მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმა ყოფილი ოპოზიციური პლატფორმა „სიცოცხლისთვის“ პარტიის დეპუტატებს ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს და რენატ კუზმინს, ასევე არაფრაქციულ დეპუტატს ანდრეი დერკაჩს. შეგახსენებთ, რომ უკრაინელი პოლიტიკოსი და პუტინის მარჯვენა ხელი ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. მედია: კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკის იახტა, უკრაინის სასარგებლოდ გაიყიდება ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. კრემლის მომხრე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტია უკრაინაში საბოლოოდ აკრძალეს პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.
NATO რუმინეთში AWACS-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს განათავსებს
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გამო, NATO-ს გერმანიაში ბაზირებული AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავების რუმინეთში გადაყვანა სურს. გეგმის მიხედვით, AWACS-ის თვითმფრინავები მომავალ სამშაბათს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის მახლობლად მდებარე ოტოპენის საავიაციო ბაზაზე განთავსდება. აეროდრომი მხოლოდ 200 კილომეტრში მდებარეობს ევროკავშირის, NATO-ს წევრი ქვეყნისა და აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრიდან. AWACS-ი დაფუძნებულია Boeing 707-ის თვითმფრინავებზე და სოკოს ფორმის რადარის სტრუქტურის წყალობით 400 კილომეტრზე მეტ მანძილზე სხვა თვითმფრინავების პოვნა და იდენტიფიცირება შეუძლია.
ლიეტუვის პარლამენტმა ზელენსკი თავისუფლების პრემიით დააჯილდოვა
ლიეტუვის პარლამენტმა თავისუფლების დამცველთა დღეს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავისუფლების პრემიით დააჯილდოვა. ზელენსკი დაჯილდოების ცერემონიას დისტანციურად ესწრებოდა. მან სიტყვით მიმართა პარლამენტარებს, ხოლო ჯილდო მისი სახელით ლიეტუვაში უკრაინის ელჩმა პეტრ ბეშტამ მიიღო. დაჯილდოების ცერემონიაზე ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ზელენსკის ლიდრობამ შთააგონა უკრაინელებს, ისე როგორც დასავლეთის ლიდერებს, რომ მეტი გაეკეთონ ომის დასასრულებლად.
უკრაინამ პარტნიორებისგან მძიმე ტექნიკის მიღება დაიწყო - ანდრი ერმაკი
საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას, რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად მძიმე ტექნიკას უკვე აწვდიან. ამის შესახებ RBC-უკრაინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრი ერმაკზე დაყრდნობით იტყობინება. „ამ ომის მოსაგებად ჩვენ გვჭირდება მეტი სამხედრო და მძიმე ტექნიკა. თანამშრომლობა ჩვენს მოკავშირეებთან გრძელდება და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ დავიწყეთ მძიმე ტექნიკის მიღება", - ამბობს ერმაკი, რომელიც დარწმუნებულია, რომ იარაღის მიწოდება მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, პარტნიორები უკრაინის მხარდაჭერას განაგრობენ. უკრაინის ძალები სოლედარში თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ - ჰანა მალიარი შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
პოლონეთის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. რეზოლუციის პროექტი სეიმის პრეზიდიუმმა წარადგინა და სხდომაზე სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, მალგოჟატა გოშევსკამ წაიკითხა. რეზოლუციას ხმა მისცა 438-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 8 დეპუტატი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. „პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელონ ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით, რომელთა თანახმადაც, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება უმაღლესი ღირებულებაა და მოუწოდებს, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ მიხეილ სააკაშვილს აუცილებელი სპეციალიზებული მკურნალობა, რომელიც შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მეგობართა საერთაშორისო თანამეგობრობას სოლიდარობისკენ და მტკიცე ქმედებებისკენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად“, – ნათქვამია რეზოლუციაში. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ნედ პრაისის თქმით, სოლედარში რუსეთის მცირე წინსვლა მოსკოვის სტრატეგიულ მარცხს ვერ შეცვლის
რუსეთის ნებისმიერი მცირე მიღწევა სოლედარში, ომში ვითარებას ვერ შეცვლის, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრაისის თქმით, ვერცერთი ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის „სტრატეგიული მარცხს“, რომელიც რუსეთის არმიამ ომის პირველივე დღეებიდან განიცადა. მანამდე უკრაინამ უარყო რუსეთის მტკიცება, რომ სოლედარი რუსულმა ჯარმა მთლიანად დაიკავა. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის სერჰი ჩერევატის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ ქალაქში იმყოფებიან. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის ძალები სოლედარში თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. 12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.
იტალიამ უკრაინას, პროდუქციის ექსპორტისთვის, ვენეციისა და ტრიესტის პორტების გამოყენება შესთავაზა
მრეწველობის მინისტრმა ადოლფო ურსომ განაცხადა, რომ იტალიამ შესთავაზა უკრაინას, გამოიყენოს ვენეციისა და ტრიესტის პორტები ადრიატიკის ზღვაზე პროდუქციის ექსპორტისთვის, იტყობინება იტალიური ANSA. მისი თქმით, უკრაინას ასევე შეეძლება, ისარგებლოს ევროპის უდიდესი ლოგისტიკური პლატფორმით ვერონაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ იტალიის სენატის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ შემოთავაზებულ ბრძანებულებას, რომელიც უკრაინისთვის 2023 წლისთვის იარაღის მიწოდებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დოკუმენტს მხარი 125-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, მხოლოდ 28 იყო.
კონდოლიზა რაისი: შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია, აეღო თბილისი და დაემხო სააკაშვილი
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტში ჰუვერის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციას განუცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას გვერდით დგას და ეხმარება მას, თუმცა მეტი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინამ რუსეთის აგრესია მოიგერიოს. ამის მაგალითად რაისს მოჰყავს ის საჭიროება, რომლის განსაზღვრაც რამდენიმე თვის წინ რთული არ იქნებოდა, კერძოდ კი, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემების მიწოდება იმისთვის, რომ რუსეთის მიერ აღეკვეთა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა აღკვეთილიყო. ყოფილი სახელმწიფო მდივანი დასავლეთს მოუწოდებს, რომ წინმსწრებად იმოქმედოს და უკრაინას მისცეს ის, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება. რაისის თქმით, უკრაინა არ ითხოვს ამერიკული ჯარების დახმარებას. „იქ უკრაინელები იბრძვიან და იტანჯებიან საერთაშორისო სისტემის შესანარჩუნებლად, რომელიც არ ეგუება პატარა მეზობელზე სამხედრო ძალით თავდასხმას". ის ასევე აღნიშნავს, რომ „აშშ-ის ინტერესებში შედის, რუსეთს გაუგზავნოს მესიჯი, რომ ის ასეთ ფაქტს არ დაუშვებს". შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ 2008 წელს ბუქარესტის NATO-ს სამიტზე შეცდომა იყო დაშვებული, როცა საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარი ეთქვათ, რაისმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ამას ითხოვდა, მაგრამ კონსენსუსზე დაფუძნებულ ალიანსს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა. ამიტომაც ვაშინგტონმა ბუქარესტში შემდეგი საუკეთესო შედეგი უზრუნველყო, რომ ეს ქვეყნები მომავალში ალიანსის წევრები გახდებოდნენ. ახლა კი, მისი თქმით, პუტინმა მიაღწია იმას, რომ უკრაინა NATO-ს უფრო მეტად დაუახლოვდა არა როგორც წევრი, არამედ ბენეფიციარი ყველაფერ იმისა, ჯარების გამოკლებით, რისი მიწოდებაც NATO-ს შეუძლია". კონდოლიზა რაისს მიაჩნია, რომ რუსეთის წინაააღმდეგ სანქციები უნდა დაწესებულიყო ორივე შემთხვევაში, თუმცა 2008 წელს დაწყებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და სხვა ეკონომიკურმა პრობლემებმა ეს ვერ გახადა შესაძლებელი. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაზეც გააკეთა კომენტარი. „ამაზე მეტს ვერაფერს ვიზამდით საქართველოს შემთვევაში. გულწრფელად გეტყვით, მჯერა შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი. რუსეთს დანამდვილებით სურდა სააკაშვილის დამხობა. ნება მომეცით, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მივმართო საქართველოს სააკაშვილის სახელით, რომელიც ავადაა და ციხეშია. ის არის ადამიანი, რომელზეც მე იმედი მაქვს, რომ სრულად გავაცნობიერებთ მის ისტორიულ როლს და ახლა მის ჰუმანიტარულ სიტუაციას".
დენის შმიგალი: მთავრობა იმედოვნებს, რომ უკრაინა ევროკავშირში ორ წელზე ნაკლებ ვადაში გაწევრიანდება
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მთავრობა იმედოვნებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებასა და ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ორი წლის პერსპექტივაში მოელის. ცნობილია, რა ვადებში შეასრულებს უკრაინა ევროკავშირის შვიდ რეკომენდაციას დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ არსებობს მკაფიო გაგება, თუ რა სიზუსტითა და თანმიმდევრობით რა უნდა გაკეთდეს, რათა უკრაინა სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში. „ახლა ჩვენ ვასრულებთ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის იმპლემენტაციას, რაც საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ ინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯები. ასევე უნდა გავაანალიზოთ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რათა მკაფიოდ გავიგოთ შესრულებული სამუშაოს მოცულობა“, - განაცხადა შმიგალმა. ამასთან, შმიგალის თქმით პარალელურად, უკრაინა მოემზადება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის. „შემდეგ ჩვენ გველოდება მოლაპარაკებების გზა, რომელიც უნდა დასრულდეს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შეთანხმების ხელმოწერით. ჩვენ ვიმედოვნებთ ამ გზის გავლას ორ წელზე ნაკლებ დროში და მაშინ უკრაინა გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, უახლოეს კვირებში უკრაინას ეწვევა ევროკომისიის დიდი დელეგაცია, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და 10-ზე მეტი ევროკომისრის შემადგენლობით. „ეს იქნება არა მხოლოდ ომში უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალი, არამედ ასევე აჩვენებს, რომ ევროკავშირი ღიაა უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესისთვის“, – აღნიშნა დენის შმიგალმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთის დაშლის სცენარისთვის - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი
დასავლეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს რუსეთის მაქსიმალურად დასუსტებაზე უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩსმა განაცხადა. „რუსეთში მმართველი რეჟიმისთვის ომი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ, გადარჩენის საკითხია, ამიტომ დემოკრატიულ სამყაროს არ უნდა ეშინოდეს რუსეთის ფედერაციის დაშლის, არამედ შეიარაღდეს მოთმინებითა და გამძლეობით“,- განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ „დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის დაშლის სცენარებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დადგება, კერძოდ, ბირთვული იარაღის საკითხი, მიგრაციული ნაკადები და შიდა პროცესები რუსეთში. მაგრამ ზოგადად, დასავლეთის ქვეყნებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსეთის ფედერაციის მაქსიმალურ დასუსტებაზე და სამხედრო რეალობას ფრონტზე, რასაც უკრაინელი სამხედროები განსაზღვრავენ“. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას ბევრ დიდ ქვეყანას არ სჯეროდა უკრაინის უნარის, რომ წინააღმდეგობას გაუწევდა რუსეთის შემოჭრას. მისივე თქმით, თავიდან დასავლეთის ქვეყნები უკრაინას ძირითადად საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობით ეხმარებოდნენ, ახლა კი მას უფრო და უფრო თანამედროვე იარაღს აძლევენ. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს დახმარება გაგრძელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეფექტურია, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირსა და G7 ქვეყნებს, მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ჩინეთთან, აზიისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან ვაჭრობის შესაძლებლობა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი გარდამავალი პერიოდის გამო მხოლოდ ახლა იგრძნობს გასული წლის გაზაფხულზე დაწესებული ზოგიერთი სანქციების გავლენას.
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა, ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, იუნესკო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „2023 წლის 13 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, იუნესკო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
ცნობილია, რა მოცულობის გაზის ტრანზიტი განხორციელდა ევროპაში „თურქეთის ნაკადითა“ და TANAP-ით
„თურქეთის ნაკადის“ და ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გავლით თურქეთსა და ევროპაში დღემდე დაახლოებით 97 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა. Anadolu-ს ცნობით, 2020 წლის 8 იანვარს გახსნილი „თურქული ნაკადის“ გაზსადენით თურქეთმა 26,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, ევროპამ კი 30,5 მილიარდი კუბური მეტრი. 2022 წელს მილსადენით თურქეთმა, 8,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, ევროპამ კი 12,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. „თურქული ნაკადი“ შედგება ორი განშტოებისგან, რომელთა საერთო სიმძლავრეა 31,5 მილიარდი კუბური მეტრია. თითოეული ხაზის სატუმბი სიმძლავრე შეადგენს 15,75 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს წელიწადში. ერთი ფილიალი მიემართება თურქეთისენ, მეორე კი გაზზე ევროპის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაა შექმნილი. მილსადენის 142-კილომეტრიანი ნაწილი თურქეთში, კიიიქოის ტერმინალიდან ბულგარეთში, ევროპისკენ მიეართება. მილსადენი BOTAŞ-ისა და Gazprom-ის ერთობლივმა საპროექტო კომპანიამ TürkAkım Gaz Taşıma A.Ş ააშენა. გასულ წელს TANAP-მა, სამხრეთის გაზის დერეფნის „ხერხემალმა“ თურქეთს 5,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, ევროპას კი 11,3 მილიარდი კუბური მეტრი. მთლიანობაში, გაზსადენის ექსპლუატაციის დაწყებიდან თურქეთში 20,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა, ხოლო ევროპაში 19,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის. TANAP-ის მარშრუტი გადის თურქეთის 20 პროვინციაში, 67 რაიონსა და 600 სოფელში - არდაჰანის პროვინციის პოსოფის რაიონიდან ედირნეს პროვინციის იფსალას რაიონამდე, სადაც ის დაკავშირებულია ტრანსადრიატიკის მილსადენთან (TAP). TANAP-ის სიგრძე 1850 კმ-ია. ბუნებრივი აირი შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპას მომავალ წელს მიეწოდება. TANAP-ში ინვესტიციებმა თითქმის 7 მილიარდი დოლარი შეადგინა. გაზის პირველი ნაკადის მიწოდება TANAP-ით თურქეთისთვის 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო. მონაკვეთი ესქიშეჰირიდან თურქეთ-საბერძნეთის საზღვრამდე ექსპლუატაციაში 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს შევიდა. ევროპისთვის გაზის მიწოდება, TAP-ის გაზსადენით 2020 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. TANAP-ის პროექტში 51 პროცენტი ეკუთვნის „სამხრეთ გაზის დერეფანს“, 7 პროცენტი SOCAR Turkey Energy A.Ş-ს, SOCAR-ის შვილობილი კომპანიას, 30 პროცენტი BOTAŞ-ს და 12 პროცენტი BP-ს.
Bild-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა კრისტინა ლამბრეხტმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Bild-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. კრისტინა ლამბრეხტის განცხადებით, გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს ვარაუდობენ, რომ გადადგომის გადაწყვეტილება თავად ლამბრეხტმა მიიღო და არა კანცლერმა ოლაფ შოლცმა. ახლა განიხილება ზუსტად როდის გამოაცხადებს ლამბრეხტი შესახებ და ვინ იქნება მისი შემცვლელი. როგორც ცნობილია, გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი ბუნდესვერის საწყობებში საბრძოლო მასალის, საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების ნაკლებობის გამო კრიტიკის ქვეშ მოექცა.
საფეხბურთო კლუბი „მილანი“ ირპენში სტადიონის აღსადგენად, €150 ათასს გამოყოფს
იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი“, კიევის ოლქის ქალაქ ირპენში მდებარე "ჩემპიონის" საფეხბურთო სტადიონის აღსადგენად 150 000 ევროს გამოყოფს. სტადიონი რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზიანდა. მედიის ცნობით, სტადიონის აღსადგენად თანხა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ მოიზიდა. შევჩენკო ახლახანს გახდა United24 პლატფორმის ერთ-ერთი ელჩი, სადაც უკრაინის ხელისუფლება აგროვებს ფულს უკრაინის აღდგენისა და მოქალაქეების დასახმარებლად. შევჩენკო თავდამსხმელად თამაშობდა მილანში (ასევე, კიევის დინამოში და ჩელსიში) და სწორედ ამიტომ შეძლო დაფინანსების მოზიდვა. სტადიონის აღსადგენად ჯამში 600 ათასი ევროა საჭირო.
უკრაინის ქალაქ ბერდიანსკში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ავტომანქანა აფეთქდა
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების განცახდებიით, რომ ზაპოროჟიის რაიონის ოკუპირებული ბერდიანსკის რაიონის „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის“ ალექსეი კიჩიგინის მანქანაა აფეთქეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Berdyansk Today იტყობინება. რუსი დამპყრობლების თქმით, ქალაქ ბერდიანსკში 13 იანვარს 19:30 საათზე, სავარაუდოდ, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ტერორისტული აქტი მოაწყვეს. თუმცა, როგორც ოკუპანტები აცხადებენ, თანამშრომელი არ დაშავებულა, რადგან დროულად შეამჩნია სამსახურის მანქანის ქვეშ საეჭვო ობიექტი. Berdyansk Segodnya ტელეგრამის არხის თანახმად, კიჩიგინმა სამშობლოს ჯერ კიდევ 2014 წელს უღალატა. 2022 წელს რუსი დამპყრობლების მიერ ქალაქის აღების შემდეგ, ის ბერდიანსკში მაშინვე დაბრუნდა და ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. წინა კომენდანტის არტემ ბარდინის მანქანის აფეთქების შემდეგ, ფაქტობრივად ქალაქს ის აკონტროლებდა.