ძებნის რეზულტატი:
ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრა 13 და 14 იანვარს ტარდება. პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები ჩეხეთში მესამედ იმართება. არჩევნებზე მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვის შეუძლია შეცვალოს მილოშ ზემანი, რომელიც ახლა ჩეხეთის სახელმწიფო მეთაურია. პროფკავშირის ლიდერის იოზეფ სტრედულას წასვლის შემდეგ, არჩევნებში პრეზიდენტობის რვა კანდიდატი მონაწილეობს. (წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთით ნაკლები). ფავორიტები არიან მოძრაობა ANO-ს ხელმძღვანელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, ჩეხეთის არმიისა და NATO-ს ყოფილი წარმომადგენელი პეტრ პაველი და მენდელის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი დანუშე ნერუდოვა. თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა უმრავლესობას, ის მეორე ტურში გადის მომდევნო ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე კანდიდატთან ერთად. ეს კენჭისყრა ორ კვირაში გაიმართება.
ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის ტრანზიტს, რუსული Transneft-ის ნავთობსადენით იწყებს
ყაზახური ოპერატორი KazTransOil 2023 წლის პირველ კვარტალში გერმანიას 300 000 ტონა ნავთობს Transneft-ის ნავთობსადენების სისტემებით მიაწვდის. შესაბამისი ნებართვა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გასცა. ინფორმაციას „ყაზტრანსოილის“ პრესსამსახური ავრცელებს. კომპანიამ აღნიშმა, რომ 300 ათასი ტონა ნავთობის მიწოდება დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან რუსეთის ტერიტორიით ნავთობის ტრანზიტის განრიგშია. მნამდე გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2023 წელს ნედლეულს ყაზახეთიდან „დრუჟბის“ ნავთობსადენით შემოიტანს. თავის მხრივ, ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი აპირებს 2023 წელს გერმანიას 1,5 მილიონი ტონა მიაწოდოს, მომავალში კი მიწოდების მოცულობა შეიძლება 7 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. მედიის ცნობით, ყაზახეთს ჯამში შეუძლია გერმანიას არაუმეტეს 3-7 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდოს, ნაცვლად 19-20 მილიონისა, რომელსაც რუსეთი გერმანიას ყოველწლიურად აწვდიდა.
თურქეთში არჩევნების წინა დღეს, ერდოღანის მუზეუმს გახსნიან
არჩევნების წინა დღეს თურქეთში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი მიძღვნილი მუზეუმი გაიხსნება. ამის შესახებ თურქმა ჟურნალისტმა მურატ საბუნჯუმ განაცხადა, წერს European Truth. მისი თქმით, მუზეუმი სტამბულში, ქასიმფაშას რაიონში გაიხსნება, სადაც თურქი ლიდერის ცხოვრების პირველი წლები გავიდა. გეგმის მიხედვით, მუზეუმის შენობას ექნება სელჩუკ-ოსმალეთის არქიტექტურის თავისებურებები, ექნება დიდი ბაღი და წყალთან ახლოს იქნება განთავსებული. მუზეუმის ექსპოზიცია შედგება ფოტოებისა და ვიდეო ინსტალაციებისგან თურქეთის სახელმწიფოს მეთაურის ბიოგრაფიის კადრებით. ასევე ვიზიტორებს აჩვენებენ ერდოღანის ოჯახის გენეალოგიურ ხეს და მოუყვებიან, რომ უნივერსიტეტში სწავლის დროს ერდოღანი თამაშობდა ფეხბურთს სტამბულის სხვადასხვა ახალგაზრდულ კლუბებში და რამდენიმე თვე ციხეშიც კი გაატარა. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 18 ივნისს გაიმართება.
უკრაინა გახდა NATO-ს წევრი დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე - რეზნიკოვი
უკრაინა, როგორც ქვეყანა და უკრაინის შეიარაღებული ძალები NATO-ს წევრები გახდნენ - დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს იარაღი და გვესმის, როგორ გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ გავხდებით NATO-ს დე იურე წევრები. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა BBC-ს განუცხადა. რეზნიკოვმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა დასავლეთისგან მიიღებს ტანკებს, მოიერიშე თვითმფრინავებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე შეცვლა დამოკიდებულება კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან მიმართებით.
სამეგრელოში ძლიერმა ქარმა სახლები დააზიანა
სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და საკუთრების დაზიანება გამოიწვია. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. მუნიციპალური სამსახურებისა და ენერგო პრო ჯორგიას ჯგუფების მიერ მინდინარეობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობა. წუხელ გვიან ღამით აბაშაში სოფელ მარანში დოლიძეების საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახადა ქარმა სახურავი, იყო სახლის დანგრევის საფრთხე ამიტომაც აბაშის მერიის მიერ მოხდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟის გადაწყვეტილება იყო მიღებული. ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის ცენტრის მიერ მოხდა თავისუფლების მოედანზე არსებული ნაძვის ხის დემონტაჟი. „პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით და მადლობა გადავიხადო უამრავ ადამიანს რომელიც ამ ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობს იმისთვის რომ სხვების უსაფრთხოება იყოს დაცული, ვგულისხმობ მუნიციპალურ სამსახურებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს, შსს სხვადასხვა ქვედანაყოფებს, ენერგო-პროს, სოკარის ავარიულ ჯგუფებს, სამაშველო სამსახურს“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ. სახელმწიფო რწმუნებული მიმართავს მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის გარადა არ გამოვიდნენ გარეთ და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მუნიციპალოტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქარმა ხე მოგლიჯა - არის მსხვერპლი
ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, ხე გზაზე მიმავალ ავტომობილს დაეცა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია მედიასთან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დაადასტურა.
მსოფლიოში თხევადი გაზის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა
გასულ წელს, მთელ მსოფლიოში იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობამ რეკორდულ დონეს მიაღწია. ამის შესახებ Reuters იტყობინება. გასულ წელს მსოფლიოში 409 მილიონი ტონა თხევადი გაზი იყო იმპორტირებული. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 386,6 მილიონი ტონა შეადგინა. ამავდროულად, იაპონია გახდა თხევადი გაზის ყველაზე დიდი იმპორტიორი, მანამდე ამ ეს პოზიცია ჩინეთს ეკავა. Reuters აღნიშნავს, რომ განვითარებადი აზიის ქვეყნების უმეტესობამ გასულ წელს ნაკლები თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდა, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
უკრაინის ძალები სოლედარში თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ - ჰანა მალიარი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინის ძალები სოლედარში თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ. მისივე თქმით, სოლედარში მძიმე ღამე იყო. „მტერმა თითქმის ყველა ძირითადი ძალები გადაისროლა დონეცკის მიმართულებით და შეტევის მაღალ ინტენსივობას ინარჩუნებს", - წერს მალიარი „ტელეგრამზე“. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. 12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.
რუსთავის „აზოტი“ გაიყიდა
რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო გაიყიდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს, თუმცა გარიგების თანხას არ ასახელებს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რუსთავის „აზოტი“ კომპანია Indorama Corporation-მა იყიდა, რომელიც ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიაა. კომპანიის აქციათა 100% მისმა მესაკუთრე კომპანიამ – სს „ე უ ინვესთმენთსმა“ გაყიდა. სინგაპურის კომპანია მსოფლიოს 38 ქვეყანაში 160-ზე მეტ საწარმოს ფლობს და 45 000 ათასზე მეტა დამიანს ასაქმებს. კომპანია აზოტისა და ფოსფატის სასუქების; პლასტმასის; ტექსტილის; ბამბის; სპანდექსისა და პოლიესტერის წარმოება წარმოადგენს. Indorama-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ინდოელი მილიარდერი შრი პრაკაშ ლოჰიაა, რომლის ქონებაც Forbes-ის მიერ $7.8 მილიარდადაა შეფასებული. „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება საქართველოში. მისი თქმით, კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით. რუსთავის „აზოტი“ 1956 წელს გაიხსნა. კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, რუსთავის „აზოტი“ აწარმოებს მინერლურ სასუქებს, ამიაკს, ნატრიუმის ციანიდს, აზოტმჟავას, ამიაკის წყალსა და სხვა პროდუქტებს. პროდუქცია, შიდა და მსოლიო ბაზრებზეც იყიდება. 2020 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 344 მილიონი ლარი იყო.
2022 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $19 მილიარდამდე გაიზარდა - საქსტატი
2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 მილიარდ 43 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 32.8%-ით მეტია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი წლიურად 31.8%-ით გაიზარდა და 5 მილიარდ 593 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტი 13 მილიარდ 450 მილიონი დოლარი იყო, რაც 33.2%-იანი ზრდაა. შესაბამისად, გასულ წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3%, ანუ 7 მილიარდ 857 მილიონი დოლარი შეადგინა.
იაპონიამ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად $95 მილიონი გამოუყო
უკრაინის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონიამ უკრაინას $95 მილიონი გამოუყო. თანხები გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) გადაეცემა და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენას, მოქალაქეების სახლებში დაბრუნებისთვის საჭირო პირობების შექმნას და ოლქებში ეკონომიკის მხარდაჭერას მოხმარდება. 11 იანვარს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნორვეგიამ დეკემბერში უკრაინას 3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 10 დროებითი ხიდი გაუგზავნა. დროებითი ნაგებობები უკრაინის გათავისუფლებულ ნაწილებში დამონტაჟდება, რათა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები და სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაადგილდნენ.
რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და არარატ მირზოიანმა
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შორის შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის მნიშვნელობას და კმაყოფილება გამოთქვეს სხდომაზე მიღწეული შედეგებით. „განხილულ საკითხთა შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის საზღვრის კვეთის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობის საკითხს, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას “საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ”. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ორ ქვეყანას შორის საზღვარი ელექტრონული პირადობის ბარათებით გადაკვეთონ. ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი და აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს 16-19 იანვარს ეწვევიან. ინფორმაციას აზერბაუჯანული მედია ავრცელებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები ჯერ სომხეთში, შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩავლენ. ვიზიტი მოჰყვა გასული წლის სექტემბერში EBRD-ის პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს კავკასიაში ტურნეს. მოგზაურობის მიზანია, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მომავალი პროექტები. დღის წესრიგში ასევე განიხილება ფინანსური მდგრადობა, პოლიტიკის რეფორმა და მზადება ბანკის მომავალი ახალი ქვეყნის სტრატეგიებისთვის. მას შემდეგ, რაც 1992 წელს EBRD-მა კავკასიაში დაიწყო მუშაობა, 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია 650-ზე მეტ პროექტში განახორციელა.
უკრაინა მშვიდობის სამიტს ნიუ-იორკში სავარაუდოდ, 24 თებერვალს გამართავს
ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ - უკრაინის „მშვიდობის სამიტი“ სავარაუდოდ, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართება გაეროს შუამავლობით, „სამშვიდობო სამიტი“, უკრაინაში ომის დასასრულებლად, სავარაუდოდ, 24 თებერვალს, ნიუ-იორკში გაიმართება. ამის შესახებ Anadolu თურქეთში უკრაინის ელჩზე დაყრდნობით წერს. მან აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობის მიღწევის იმედი არსებობს და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის განდევნით. „მსოფლიომ ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე, შეწყვიტოს მისი სამხედრო საქმიანობა“, - აღნიშნა დიპლომატმა. ზელენსკი მშვიდობის სამიტის მოწვევის ინიციატივით 18 დეკემბერს გამოვიდა. ზელენსკიმ G20-ის სამიტზე, ნოემბერში წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
2023 წელი მსოფლიო ეკონომიკისთვის რთული იქნება - სავალუტო ფონდი
2023 წელი რთული იქნება, მაგრამ სანამ ადამიანებს სამუშაოები ექნებათ, ეკონომიკა შენარჩუნდება, - ამბობს სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტალინა გეორგიევა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წელს გლობალური ეკონომიკა 1.7%-ით გაიზრდება მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ეკონომიკაში რთული პერიოდი გრძელდება, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) არ გეგმავს 2023 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის კიდევ ერთხელ შემცირებას, რომელიც ამჟამად 2,7 პროცენტია. ამის შესახებ დღეს, ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა. მისი თქმით, 2023 წელი გლობალური ეკონომიკისთვის კიდევ ერთი რთული წელი იქნება და ინფლაციის დამარცხება ვერ მოხერხდება, თუმცა თუ გაუთვალისწინებელი მოვლენები არ მოხდება, პროგნოზების გაუარესება აღარ იქნება საჭირო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი მსოფლიო უფრო მეტადაა მიდრეკილი კრიზისისკენ და მსოფლიო საზოგადოება მზად უნდა იყოს ყველაზე მოულოდნელი რისკებისთვის, კერძოდ კლიმატის კატასტროფებისთვის, ძლიერი კიბერშეტევებისთვის ან რუსეთის ომის ესკალაციისთვის უკრაინაში, მაგალითად, არის ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების რისკიც.
ფრანგულმა TotalEnergies-მა გერმანიაში თხევადი გაზის ტერმინალი გახსნა
ფრანგულმა ნავთობისა და გაზის კომპანია TotalEnergies-მა გერმანიაში Deutsche Ostsee LNG იმპორტის ტერმინალი გახსნა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გერმანიაში, თხევადი გაზის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გახდეს. გერმანიაში თხევადი გაზის კიდევ ორი ტერმინალი გაიხსნება „მოხარულები ვართ ამ პროექტის მხარდაჭერით, რომელიც ხელს შეუწყობს გერმანიისა და ევროპის გაზის მიწოდების უზრუნველყოფას“, - თქვა შტეფან მიშელმა, TotalEnergies-ის გაზის, განახლებადი ენერგიისა და ელექტროენერგიის პრეზიდენტმა. გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი პროექტი. გასულ ზაფხულს TotalEnergies-მა და გერმანულმა Deutsche ReGas-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ლუბმინში მცურავი LNG ტერმინალის (FSRU) ინსტალაციისა და ექსპლუატაციის შესახებ. აშშ-დან გერმანიის ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში, თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა გასული წლის გაზაფხულზე გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა სასწრაფოდ აეშენებინა ოთხი LNG ტერმინალი, რათა შეემცირებინა დამოკიდებულება რუსულ მიწოდებაზე. უკვე ზაფხულში გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ მოულოდნელად განაცხადა, რომ სულ ექვსი პროექტის განხორციელება იგეგმება.
„საახალწლო სოფელი“ დღეს დაიხურება
ორბელიანის მოედანზე მდებარე „საახალწლო სოფელი“ დღეს კონცერტით დაიხურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. იქამდე კი სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, ეწვიონ ტკბილეულის ბაზრობას და სანტას სახლს, დაესწრონ ვორქშოფს, დრამერების მსვლელობას და ფლეშმობს. 13:00 საათიდან ათონელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო სცენაზე დაიწყება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფებისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი, ხოლო 20:00 საათზე ორბელიანის სცენა დაეთმობა SVANSIKH-ს. რაც შეეხება „საახალწლო სოფლის“ ფარგლებში გამართულ ბოლო კონცერტს, 21:30 საათზე ქარავნის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კატო კვარაცხელია. „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, ათონელის ქუჩასა და 9 აპრილის ბაღში ამოქმედდა. სამი კვირის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ყოველდღიურად მოესმინათ სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლებისთვის, ბენდებისა და ანსამბლებისთვის. სამი სცენიდან ერთ-ერთი ეთმობოდა საბავშვო სტუდიებს. „საახალწლო სოფლის“ ტერიტორიაზე განთავსებული იყო მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები, თოვლის ბაბუას სახლი, საშობაო ბაზრობა, კვების ობიექტები, ფოტოზონა და საბავშვო სივრცე ჯადოსნური შოუებისთვის, სადაც სხვადასხვა გასართობი აქტივობა და წარმოდგენები იმართებოდა.
დავით ბაქრაძე: საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი, ცხინვალი და იქ მცხოვრებნი კვლავ განიცდიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, დისკრიმინაციას
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გაერო-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, რომელმაც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევებზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებზე. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც გაერო-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კანონის უზენაესობის დაცვისა და გაძლიერების აუცილებლობა ყველა სახელმწიფოს თანაბრად ეხება. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, უხეშად ირღვევა, რაც მუდმივად საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას. „კანონის უზენაესობა არის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების საფუძველი. შესაბამისად, გვჯერა, უპირობოა, რომ კანონის უზენაესობის დაცვისა და გაძლიერების აუცილებლობა ყველა სახელწმიფოს თანაბრად ეხება და უნდა წარმოადგენდეს ქვეყნების სახელმძღვანელოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. სამწუხაროდ, გაერო-ს დაარსებიდან 78 წლის შემდეგ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები, მათ შორის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, საზღვრების ხელშეუხებლობა და შიდასაქმეებში ჩაურევლობა, კვლავ უხეშად ირღვევა, რაც მუდმივად საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებას, გაერო-ს წესდებას, წესებზე დაფუძნებულ წესრიგს და მულტილატერალიზმს. აქედან გამომდინარე, ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების სია გრძელია. მსურს, ჩემი ქვეყნის მაგალითი აღვნიშნო, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი, ცხინვალი და იქ მცხოვრებნი კვლავ განიცდიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, დისკრიმინაციას. საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მძიმე დარღვევები ასევე გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიით, რომელსაც საქართველო უმკაცრესად გმობს. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, რომელთა დაცვა ჩვენი, ყველას ვალდებულებაა, მუდმივად ირღვევა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის მიერ, რომლის მთავარი პასუხისმგებლობა არის და უნდა იყოს გლობალური უსაფრთხოების ხელშეკრულება. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომები, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს თავისი ძალები, სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შუა დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობებს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ერთ-ერთი პანელური დისკუსია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნება. ორგანიზაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ 19 იანვარს ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ მოერგებიან სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები უკრაინის ომის შედეგებს, გააფართოვებენ სატრანსპორტო თანამშრომლობას, ინვესტირებას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში. ამასთან, როგორ შეუძლიათ ევროპასა და აზიას დაამყარონ ეფექტური პარტნიორობა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში. წელს WEF მუშაობას 16 იანვარს დაიწყებს. დავოსის ფორუმის მთავარი თემა იქნება „თანამშრომლობა დაშლილ სამყაროში“. თავად ორგანიზატორების თქმით, ფორუმი ჩატარდება „ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რთულ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ფონზე“. ფორუმს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ასევე გერმანიის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, კოსტა-რიკის პრეზიდენტები და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან. დავოსის ეკონომიკური ფორუმი 20 იანვარს დასრულდება. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.
საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 13 იანვარს ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ცხრავე მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. „შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.