ძებნის რეზულტატი:
ამერიკელი სენატორები აშშ-ს და გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინაში ტანკები გაგზავნონ
ამერიკელი სენატორები - ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაიტჰაუსი, როგორც აშშ-ს, ასევე გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინაში ტანკები გაგზავნონ. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard-ის ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს „ჩვენ სამივეს, ერთ რესპუბლიკელსა და ორ დემოკრატს ერთი და იგივე მიზანი გვაქვს - უკრაინამ უკრაინიდან რუსები განდევნოს. ამ მიზნის მისაღწევად უკრაინელ სამხედროებს ტანკები სჭირდებათ. დავიღალე შოუებით იმასთან დაკავშირებით, ვინ აპირებს ტანკების გაგზავნას და როდის აპირებს მათ გაგზავნას. პუტინი ცდილობს, იარაღის ძალით გადაწეროს ევროპის რუკა. მსოფლიო წესრიგი საფრთხის ქვეშ დგას”,- აღნიშნულია სენატორი გრეჰემის განცხადებაში. მატეუშ მორავეცკი: არ გამორიცხავ, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო ცნობისთვის, 20 იანვარს რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ.
რუსეთთან ფრენების აღდგენა, საქართველოს მოსახლეობას მეტ კომფორტს შეუქმნის - სარჯველაძე
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა, მეტი კომფორტის შექმნაა საქართველოს მოსახლეობისთვის. რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის თქმით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა სრულად უნდა აღდგეს ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები „ვისთვისაც ყველაზე მეტად საყურადღებოა რუსეთის თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მათ შეუძლიათ, საკუთარი დასკვნები დაამყარონ ასეთ მოსაზრებებზე. ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როგორ ხედავს საკითხს. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის რა იქნება ღირებული და აქედან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს და მგონია, რომ არავის აქვს საფუძველი რაიმე სპეკულაციებისთვის, ასეთი ინტერპრეტაციების კეთებისთვის. მათ შორის იმაზე საუბრისთვის, თითქოს რუსული მხარისა და ქართული მხარის რიტორიკა ერთმანეთს შეიძლება, ემთხვეოდეს. საქართველოს მკაფიოდ აქვს გამოხატული ინტერესები, რისი დაცვისკენ არის მოწოდებული მთელი ხელისუფლების და ქართული საზოგადოების აქტივობები. შესაბამისად, ყველას მოუწევს მხედველობაში იმის მიღება, რომ საქართველოში დღეს არის ხელისუფლება, რომლისთვისაც ნომერ პირველი ღირებულება გახლავთ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, დეოკუპაციას, ყოველმხრივ კომფორტის შექმნას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის", - განაცხადა სარჯველაძემ. პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას კიევის შეფასებით, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანა გააუქმებს საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს, როგორც კი „აუცილებელი წინაპირობები“ იქნება. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
უკრაინაში შეჭრის წლისთავზე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს ამზადებს - მედია
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე ორშაბათის შეხვედრაზე ისაუბრებენ, - წერს Reuters. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა „შემდეგი პაკეტი მზად იქნება უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი ტრაგიკული წლისთავთან დაკავშირებით", - განუცხადა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ. ახალი სანქციების შესაძლო ვარიანტებს შორისაა რუსეთის აგრესიაში მონაწილე პირთა სანქციების სიის გაფართოება. უფრო მკვეთრი ზომები, როგორიცაა ბირთვული ენერგიის შეწყვეტა და ბრილიანტის ემბარგო, დიდი ხანია განიხილება, მაგრამ უმრავლესობის მხარდაჭერას ამ საკითხებზე ჯერ ვერ მოხერხდა. თუმცა ევროკავშირი ამტკიცებს, რომ უკრაინას ბოლომდე დაუჭერს მხარს და ჯერჯერობით უნგრეთის დარწმუნებასაც კი ახერხებს, რომელიც ევროპის ეკონომიკის აღდგენის მიზნით სანქციების მოხსნას ღიად ითხოვს. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 9 პაკეტი დაამტკიცა.
თუქეთში 2022 წელს ყველაზე მეტი კომპანია რუსეთიდან გაქცეული კაპიტალით შეიქმნა
2022 წელს თურქეთში, უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანიების რაოდენობა 20 135-მდე გაიზარდა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მონაცემებს Anadolu თურქეთის პალატებისა და სასაქონლო ბირჟების კავშირის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 2010 წლიდან 2022 წლამდე თურქეთის მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესი სტაბილურად იზრდება. პანდემიური კრიზისისა და რეცესიის ფონზე, 2021 წელს თურქეთში უცხოური კაპიტალის მქონე ახლადდაარსებული კომპანიების რაოდენობა 29,7 პროცენტით 13 445-მდე გაიზარდა, ხოლო 2022 წელს ამ კატეგორიის კომპანიების 50 პროცენტით ზრდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეკორდულია. 2022 წელს თურქეთში უცხოური კაპიტალის მქონე კომპანიების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობით გაიხსნა. გასულ წელს თურქეთში რუსული კაპიტალის მონაწილეობით 1 363 კომპანია გაიხსნა (140 სააქციო საზოგადოება და 1223 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). მეორე ადგილზეა ირანი. ამ ქვეყნის მოქალაქეების კაპიტალით თურქეთში - 1 300 კომპანია შეიქმნა (55 სააქციო საზოგადოება და 1245 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). მესამე ადგილს იკავებს გერმანიის მოქალაქეების კაპიტალით შექმნილი კომპანიები - 484 (111 სააქციო საზოგადოება და 373 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად ინვესტიციებს თურქეთში, საბითუმო ვაჭრობის სექტორში ახორციელებენ. ამ სფეროში 3 070-მა კომპანიამ დაიწყო ოპერირება. მეორეა უძრავი ქონების სექტორი, სადაც ოპერირება - 1 043-მა ახალმა კომპანიამ დაიწყო, მესამეა კომერციული და სხვა მომსახურება - სადაც 938 ახალი კომპანია ოპერირებს. 2022 წელს თურქეთში დაარსებული უცხოური კომპანიების 62 % სტამბულში საქმიანობს. ამ პროვინციაში სულ 12 462 ასეთი კომპანიაა შექმნილი. მეორეა ანტალია სადაც - 1 648 კომპანია გაიხსნა, ხოლო მესამეა ანკარა (821 კომპანია) .
სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე: აბსურდული მოვლენა, რომელიც ამავე დროს ამდენი ადამიანის ტრაგედიაა
მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში ტარგედიისას გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აბსურდული მოვლენაა, რომელიც ამავე დროს არის ტრაგედია და ამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ეს არის აბსურდული მოვლენა, რომელიც არის ამავე დროს ტრაგედია ამდენი ადამიანის და ვიცით, რომ ამ ტიპის ტრაგედიები დღეს მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია. მე იმედი მქონდა, რომ საქრთველოში ასეთი რამ არ მოხდებოდა. სამწუხაროდ, ამისი მოწმეც გავხდით. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს და პირველ რიგში იმ პოლიციელის ოჯახს, რომელმაც გამოიჩინა მამაცობა, რათა ადამიანი გადაერჩინა და ეს ნამდვილად არის იმედისმომცემი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.
ბიტკოინი კიდევ 10% -ით გაძვირდა
ბიტკოინი შაბათს, 21 იანვარს, სავაჭრო სესიაზე 23,056 დოლარად ივაჭრებოდა. ანალიტიკოსები 2023 წელს ბიტკოინის კურსის რყევას პროგნოზირებენ კრიპტოვალუტის ფასი კიდევ 10%-ზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ პორტალ Coindesk-ზე იტყობინება. ბოლოს ბიტკოინის ფასმა 23000 დოლარს გასული წლის 19 აგვისტოს გადააჭარბა. დღეს 14:11 საათისთვის ბიტკოინის ფასმა $23 199 შეადგინა (+10,82%). ამის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი შენელდა და $22,892 (+9,43%) მიაღწია. მანამდე ბიტკოინის კურსმა 2022 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან პირველად გადააჭარბა 18000 დოლარს. 2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა. ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2022 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 14 წლის გახდა.
ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში ბრძოლები ჩიხში შევიდა
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ უკრაინაში ბრძოლები ჩიხში შევიდა. აგარიშის თანახმად, უკანასკნელ დღეებში ბრძოლები მიმდინარეობდა სამ სექტორში: „ჩრდილო-აღმოსავლეთში, კრემენნაიას მახლობლად, უკრაინის მხარემ, მცირე უპირატესობას მიაღწია და წარმატებით შეძლო რუსეთის ჯარების კონტრიერიშებისგან თავის დაცვა. ბახმუტის მიმართულებით რუსეთის ჯარები და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალები, სავარაუდოდ, კვლავ იბრუნებენ ბრძოლისუნარიანობას ქალაქ სოლედარში. სამხრეთში, ზაპოროჟიეს ოლქში, ორივე მხარეს კონცენტრირებული ჰყავს მნიშვნელოვანი ძალები, რომლებიც საარტილერიო ცეცხლს უშენენ ერთმანეთს. ისინი ერიდებიან მასშტაბურ საიერიშო მოქმედებებს და უმნიშვნელო შეტაკებებს ახორციელებენ. მთლიანობაში სამხედრო მოქმედებები ჩიხში შევიდა. მაგრამ არსებობს ბახმუტის რაიონში რუსეთის ჯარებს ლოკალური წინსვლის რეალური შესაძლებლობა“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანია ყაზახეთის „მწვანე“ ენერგიის ბაზარზე შესვლას გეგმავს
გერმანია ყაზახეთთან, მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავს. ამის შესახებ Trend-ს გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სპიკერმა რობერტ სევერინმა განუცხადა. „ექსპერტები აცხადებენ, რომ ყაზახეთში მწვანე წყალბადის, ასევე ქარის ენერგიის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობებია. მზის რადიაციული ენერგიის დონე და სხვა ფაქტორები ასევე უზრუნველყოფს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების წარმატებულად განვითარებას ", - თქვა სევერინმა. მისი თქმით, 2022 წლის 7 ნოემბერს ყაზახეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებებს კრიტიკული ნედლეულისა და წყალბადის სფეროში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გააქტიურების შესახებ. ამასთან, ქვეყნებს შორის პირველი პროექტები უკვე დაწყებულია. „მაგალითად, SVEWIND, განახლებადი ენერგიის კომპანიების კერძო ჯგუფი გერმანიიდან, გეგმავს პირველ ფართომასშტაბიან პროექტს დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში, მანგისტაუში. საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2022 წლის ოქტომბერში“, - განაცხადა სპიკერმა. მან დასძინა, რომ გერმანია-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობები მზარდია. გერმანული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა ყაზახეთის ეკონომიკაში 25 პროცენტით გაიზარდა და 2021 წელს $320 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გერმანიიდან ყაზახეთში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანმა ღირებულებამ კი, წინა 17 წლის განმავლობაში 5 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
დასავლეთის ქვეყნები რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ფასების ორ ზედა ზღვარს შემოიღებენ
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, G7-ის ქვეყნები, ევროკავშირი და ავსტრალია შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ფასების ორ ზედა ზღვარს შემოიღებენ. სააგენტოს ცნობით, ფასის ერთი ზღვარი ნედლ ნავთობზე, ხოლო მეორე - პროდუქტებზე (საწვავი). გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის მარტში გადახედონ თავად რუსული ნავთობის ფასის ზღვარს, რომელიც ზღვით გადაიზიდება. რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ფასების ზღვრების შესახებ გადაწყვეტილება, კოალიციაში მონაწილე ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მოადგილეების ვირტუალურ შეხვედრაზე (ფასების შეზღუდვის მიზნით) შეთანხმდა. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეხვედრის წევრებმა დაადასტურეს, რომ ფასების ზღვრის შემოღებით, მთავარი მიზანი მიღწეული იქნება და ნავთობის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავლები შეიზღუდება. 2022 წლის 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის, ავსტრალიისა და G7-ის ქვეყნების შეთანხმება, რომლის თანახმადაც საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდული რუსული ნავთობის ფასზე ზღვარი დაწესდა. ლიმიტი ბარელზე 60 დოლარით განისაზღვრა. მოსალოდნელია, რომ რუსული ნავთობპროდუქტებზე ფასის ზღვარი 2023 წლის 5 თებერვლიდან ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის შემოღების მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია. დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ ამ გადაწყვეტილებით, რუსეთის საექსპორტო შემოსავლები შეამცირონ და უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის წარმოებაში ხელი შეუშალონ.
მოსკოვის მახლობლად, საჰაერო თავდაცვის წვრთნები ჩატარდა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის მახლობლად საჰაერო თავდაცვის წვრთნები გაიმართა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, C-300-ის საზენიტო სისტემები, მტრის რაკეტების ჩამოგდებაზე იყო მიმართული. მანამდე კი რამდენიმე დღით ადრე მოსკოვის ცენტრში, სამინისტროს სახურავზე საზენიტო სისტემები Pantsir-S1 გამოჩნდა, თუმცა ვისგან იცავს რუსეთი მნიშვნელოვან ობიექტებს, ამაზე დეპარტამენტს პასუხი არ აქვს. ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტს (ISW) ამ საკითხზე საკუთარი ვერსია აქვს. „კერძოდ, სამინისტროს სახურავზე რაკეტების განთავსება, ნიშნავს კრემლის ინფორმაციულ თავდასხმას საკუთარ მოსახლეობაზე, რათა აჩვენოს მათ, რომ საფრთხე კართან არის და მოსახლეობა გაჭიანურებული ომისთვისა და შემდგომი მსხვერპლისთვის მოამზადოს“, - აცხადებენ ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტში.
Bloomberg: ბრიტანელი მილიონერები ქვეყანას ტოვებენ
2022 წელს ბრიტანეთიდან 1 000-ზე მეტი მდიდარი ადამიანი წავიდა, ხოლო 2019 წლიდან ქვეყანა 10 000-ზე მეტმა მილიონერმა დატოვა. „დიდი ბრიტანეთიდან მდიდარი ადამიანების გადინება Brexit-ის შემდეგ არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს ფონზე მიმდინარეობს, წერს Bloomberg საკონსულტაციო ფირმა Henley & Partners-ის კვლევაზე დაყრდნობით. მთლიანობაში, 2022 წელს ქვეყანა 1 400-მა ადამიანმა დატოვა, რომელთა ქონებაც 1 მილიონი დოლარია. შედარებისთვის, 2019 წელს დიდი ბრიტანეთი დატოვა 2 200 მილიონერმა, 2018 წელს 2 800-მა, ხოლო 2017 წელს 4 200-მა ადამიანმა. გამოცემის ცნობით, პანდემიის დროს მონაცემები არ გამოქვეყნებულა, რადგან მიგრანტების რაოდენობა მცირე იყო.
საფრანგეთში რუსული პროპაგანდული RT France-ის საბანკო ანგარიშები დაბლოკეს
საფრანგეთმა რუსული პროპაგანდისტული არხის RT France-ის საბანკო ანგარიშები (რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის ფარგლებში) დაბლოკა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საპასუხო ზომების“ მიღება დაიწყო. რუსული მედიის ცნობით, ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა ქსენია ფედოროვამ ანგარიშებზე წვდომის დახურვაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბლოკირება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს RT France-ის შემდგომ მუშაობას. „RT France, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ხელფასების გადახდას”. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიამ საქმიანობა შეაჩერა. არხის თანამშრომლები შიშობენ, რომ RT France-ის პროპაგანდისტული სტატუსის გამო ახალ სამუშაოს ვერ იპოვიან. საფრანგეთის გადაწყვეტილებას რუსეთმა მუქარით უპასუხა. რუსი დიპლომატების თქმით, ფედერაციის ტერიტორიაზე ფრანგული მედიის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გატარდება, რასაც ისინი „დაიმახსოვრებენ“.
ცხრა რუსულმა ავიაკომპანიამ სანქციების გამო ფრენები შეაჩერა
2022 წელს ცხრა რუსულმა ავიაკომპანიამ ფრენები შეწყვიტა. ოთხ მათგანს „როსავიაციამ“ ავიაოპერატორის სერთიფიკატი შეუჩერა, კიდევ ერთი კი მთლიანად გააუქმა. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს. საუბარია ავიაკომპანიებზე SkyGates, Kamchatka, Bystrolet, Skol, Rostvertol Avia, ჩარტერულ სამეფო ფრენაზე, რომელიც დაკავშირებულია Coral Travel ტუროპერატორთან, Sirius Aero ბიზნეს ოპერატორთან და ორ სატვირთო გადამზიდავთან, რომლებიც Volga-Dnepr-ის კომპანიების ჯგუფში შედის. ასევე ფრენები შეაჩერა „ატრანმა“ და AirBridgeCargo-მ. „უმეტეს შემთხვევაში, ფრენების შეჩერება უკრაინაში რუსეთის შემოჭრის გამო დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. 2022 წელს სამი სერტიფიკატი უშუალოდ სანქციების გამო - თავად გადამზიდავების მოთხოვნით შეჩერდა“, - წერს მედია. „კომერსანტის“ ცნობით, ახლა „როსავიაციის“ რეესტრში 114 გადამზიდავია, მაგრამ მხოლოდ ხუთი უმსხვილესი ავიაკომპანია უზრუნველყოფს მგზავრთა ორი მესამედის გადაყვანას. ექსპერტების აზრით, სამომავლოდ, მცირე რეგიონული გადამზიდავები დატოვებენ ბაზარს, რომლებსაც „ლიკვიდაცია ან უფრო დიდი კონკურენტების ფრთის ქვეშ გადასვლა მოუწევთ“.
CNBC: მასკის მისვლის შემდეგ Twitter-ი თანამშრომლების 80%-მა დატოვა
კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამაარსებლისა და მფლობელის ილონ მასკის Twitter-ში მისვლის შემდეგ კომპანია თანამშრომლების 80%-მა დატოვა. კომპანიის პერსონალი დაახლოებით 1300 თანამშრომელამდე შემცირდა, რომელთაგან 550-ზე ნაკლები სრულ განაკვეთზეა. ამის შესახებ CNBC იუწყება. სანამ მასკი შეუერთდებოდა, კომპანიაში დაახლოებით 7500 ადამიანი იყო დასაქმებული. CNBC-ის მიერ მოძიებული კომპანიის შიდა დოკუმენტების მიხედვით, ახლა თანამშრომლების რიცხვი 1,3 ათასამდე შემცირდა, აქედან 75 შვებულებაშია. ინჟინრის თქმით, რომელმაც კომპანია დატოვა, თანამშრომლების დაკარგვა და პერსონალის შემცირება გაართულებს სერვისის საიმედოდ შენარჩუნებას და ახალი ფუნქციების შექმნას. მან განმარტა, რომ კომპანიის კოდების ბაზა უზარმაზარია და მოითხოვს სხვადასხვა პლატფორმებისა და პროგრამირების ენების ცოდნას Twitter-ის სხვადასხვა ნაწილის მხარდასაჭერად, როგორიცაა სარეკლამო სერვისები და ძირითადი ვადები. მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
სერბეთში ოქროს დიდი საბადო აღმოაჩინეს
სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩ-ნეგრემ ქვეყანაში, ოქროს დიდი საბადოს აღმოჩენის შესახებ განაცხადა. „სერბეთში ოქროს საბადო აღმოაჩინეს. ტექნოლოგიური ტესტების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ შესაძლებელია სუფთა ოქროს კონცენტრატის მოპოვება (93% -ზე მეტი ოქროს მთლიანი გამოყენების კოეფიციენტით), ”- ციტირებს დუბრავკა ჯედოვიჩ-ნეგრეს რუსული მედია. მინისტრის თქმით, აღმოჩენამ შესაძლოა, დიდი როლი შეასრულოს მთელი ქვეყნის, განსაკუთრებით კი მისი აღმოსავლეთი ნაწილის ეკონომიკისთვის. ჯედოვიჩ-ნეგრემ აღნიშნა, რომ პროექტი ანალიზის ეტაპზეა და დამატებით კვლევას საჭიროებს.
ბრიტანული Sea King-ის ტიპის ვერტმფრენები უკრაინაშია - ოლექსი რეზნიკოვი
ბრიტანული Sea King-ის ტიპის ვერტმფრენები უკრაინაშია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა. რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ბენ უოლასს დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ „უკრაინა და ბრიტანეთი ზღვებსა და მიწებს მთელ ევროპაში ერთად დაიცავენ“. თუმცა რეზნიკოვს არ დაუკონკრეტებია რამდენი ვერტმფრენი გადასცა ბრიტანეთმა უკრაინას.
ლევან დავითაშვილი: ჩვენ დავოსის ფორმატი გამოვიყენეთ, მათ შორის ანაკლიის პროექტისთვის პოტენციურ პარტნიორებთან სასაუბროდ
ჩვენ დავოსის ფორმატი გამოვიყენეთ, მათ შორის ანაკლიის პროექტისთვის პოტენციურ პარტნიორებთან სასაუბროდ. ჩვენ ფორმალურ პროცესს, კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად, უკვე მომავალი კვირიდან დავიწყებთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე, ჩვენ ფორმალურად შევარჩევთ დაინტერესებულ კომპანიებს, თუმცა არაფორმალურად ჩვენ ბევრ კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია. დარწმუნებულები ვართ, რომ შემდგომში გვეყოლება საიმედო და საინტერესო ინვესტორი პარტნიორი. იქიდან გამომდინარე, თუ ვინ იქნება ჩვენთვის ყველაზე მისაღები, ისევ და ისევ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, იმ კომპანიასთან გვექნება თანამშრომლობა“, - განაცხადა დავითაშვილმა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. 2021 წლის 6 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. 2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
ყაზახეთში დეპუტატმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერისთვის, საპარლამენტო მანდატი დაკარგა
ყაზახეთში დეპუტატმა აზამატ აბილდაევმა, საპარლამენტო მანდატი მას შემდეგ დაკარგა, რაც ერთ-ერთი რადიოს ეთერში რუსეთს მხარი დაუჭირა და უკრაინის ხელისუფლებას ნაცისტები უწოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორი დამოკიდებულება აქვს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილთან დაკავშირებით, დეპუტატმა აბილდაევმა თქვა, რომ შეიარაღებულ კონფლიქტში მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელია. ამ ფაქტის შემდეგ აზამატ აბილდაევი სასწრაფოდ გარიცხეს პარტიიდან და შემდეგ დეპუტატის მანდატიც დაატოვებინეს. ყაზახეთის დემოკრატიული პარტიის „აკ ჟოლის“ ეროვნული საბჭოს წევრებმა პრესრელიზში აღნიშნეს, რომ გარიცხული დეპუტატის სიტყვები ეწინააღმდეგება მათ პოზიციას და არღვევს პარტიისა და დეპუტატის ეთიკას. „პარტიის პრეზიდიუმმა განაცხადა, რომ „აკ ჟოლი“ ყოველთვის პატივს სცემს და მხარს უჭერს ყაზახეთის რესპუბლიკისა და სხვა მეგობარი სახელმწიფოების დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია პარტიის პრესრელიზში.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინას ეწვევა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გერმანულ გაზეთ Bild am Sonntag-თან განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს უახლოეს მომავალში გეგმავს. მანამდე, გერმანიამ რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ უკრაინას ერთი მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების პაკეტში Marder-ის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი, Patriot-ის ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისთვის საჭირო რაკეტები შევა. რამშტაინის შეხვედრა: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინი Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმებას იწყებს ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და Patriot-ის სისტემებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნა იანვრის ბოლოს დაიწყება. საერთო ჯამში, გერმანიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება 3.3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. მინისტრის თქმით, გერმანია არ გაჩერდება და უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის. გერმანიას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის დაბინძურებაზე მიუთითებს. რეკომენდაციები
ატმოსფერულ ჰაერში, 18 იანვრიდან, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი, დიდი ალბათობით, ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალურ აზია) მტვრის მასების გავრცელებითაა გამოწვეული. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ პროცესის მიზეზი ზუსტდება გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ, სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემზე დაყრდნობით, რაც საჭიროებს გარკვეული დროს. აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ უწყება აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე. ჰაერის ცუდი ხარისხის დროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებია:ძალიან ცუდი, ძალიან არაჯანსაღი ჰაერის დროს ჰაერის ხარისხი საგანგაშოა ჯანმრთელობისათვის; ყველამ შეიძლება განიცადოს სერიოზული ზეგავლენა ჯანმრთელობაზე. შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ ყველანაირ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები; ყველა დანარჩენმა თავი უნდა აარიდოს გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას.ცუდი, არაჯანსაღი ჰაერის დროს ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო, სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად. გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას თავი უნდა აარიდონ: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა; ბავშვებმა და ხანდაზმულებმა; ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.საშუალო, სენსიტიური ჯგუფებისთვის არაჯანსაღი ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის. გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა უნდა შეამცირონ: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა, ბავშვებმა და ხანდაზმულებმა.კარგი, საშუალო ჰაერის დროს ჰაერის ხარისხი მისაღებია; თუმცა, ზოგიერთ დამბინძურებელს შეიძლება გააჩნდეს ჯანმრთელობის გარკვეული ეფექტები მოსახლეობის იმ ძალზე მცირე ჯგუფისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ზემგრძნობელობა ჰაერის დაბინძურებისადმი.