ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს

ექსკლუზივი Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი და საქართველო მალე შეძლებენ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას. გარდა ამისა, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას „რუსეთის ფედერაციაში მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათ ძალიან გაურთულა პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 19 იანვარს.  ცნობისთვის, უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა არ გამორიცხა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ. კიევის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევჰენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა. აღსანიშნავია, რომ 24 იანვარს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „შავი ზღვის პორტი სოჭში აწარმოებს მოლაპარაკებებს აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო გადაზიდვების გახსნაზე“. კრემლის მიერ კონტროლირებადი Tass-ი პორტის ოპერატორის აღმასრულებელი დირექტორის, იური ვლადიმეროვის ინფორმაციას ეყრდნობოდა, თუმცა ქართულმა მხარემ ეს ცნობა იმავე დღეს უარყო. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა 20 იანვარს მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

საქართველოს და უკრაინის საგარეო უწყებები კიევსა და თბილისში განხილული საკითხების ჩამონათვალს ავრცელებენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი პერებიინისმა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის გამო შეშფოთება გამოუცხადა. Ukrinform-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. პერებიინისმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ქალაქ კიევის, ლვოვის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და გოსტომელისთვის გენერატორების მიწოდების გამო, ასევე საქართველოში უკრაინელი ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროგრამებისთვის, რომლის გაგრძელება 2023 წელსაც იგეგმება. ასევე მადლიერება გამოხატა უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ უკრაინა რუსული აგრესიის გამო. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადახედავს თავის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორების წრეს, რომლებიც უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით ეხმარებიან და თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას. „ამ კონტექსტში მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამო. თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა მინისტრის მოადგილე დაარწმუნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთში ფრენების აღდგენას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. პერებიინისმა ასევე დააყენა საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხი და მოუწოდა, განიხილონ მისი სამკურნალოდ უკრაინაში, ან მესამე ქვეყნებში გადაყვანის შესაძლებლობა. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები, კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული სამშვიდობო ფორმულის განხორციელებაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა და ასევე დადებითად აღნიშნეს უკრაინულ-ქართული საპარლამენტთაშორისი დიალოგის გააქტიურება. საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა ამ შეხვედრის შესახებ უფრო ადრე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ამ შემთხვევაში, განხილული თემების ჩამონათვალი არ მოიცავს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობას, ზელენსკის მიერ ინიცირებული სამშვიდობო ფორმულის განხორციელებაში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობას და რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენას. „უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალქეების ყოფნასთან დაკავშირებით. უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე, ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანირ საფრთხეს ვერ ხედავს“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მანამდე, ანდრი კასიანოვი საგარეო უწყებაში დაიბარეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრი კასიანოვს, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციაზე ესაუბრა და განმარტებები მოისმინა. „მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას... როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. შეზღუდვები შეეხება საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტს, რაც რუსეთის სამხედრო სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას უწყობდა ხელს. სანქციები სამიზნეა ასევე დაახლოებით 200 ფიზიკური პირი და სუბიექტი. სანქციები მოიცავს რუსეთში საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას, მათ შორის თვითმფრინავების ძრავებისა და მათი ნაწილების ექსპორტს. ეს ნიშნავს, რომ აკრძალულია დრონების ძრავების პირდაპირი ექსპორტი რუსეთში და ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, რომელსაც რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება შეუძლია. ასევე აიკრძალება ახალი ინვესტიციები რუსეთის სამთო სექტორში.  

უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, საჰაერო განგაში გამოცხადდა

გამთენიისას უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. მათ შორისაა დედაქალაქი კიევიც. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები ისმოდა. უკრაინული მედია იუწყება, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს, დნიპროპეტროვსკის და მიკოლაივის ოლქებში Shahed-ის დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩამოაგდეს. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. "ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 123 860; ტანკი - 3 175; ჯავშანტექნიკა - 6 334; საარტილერიო სისტემა - 2 169; სარაკეტო სისტემა - 452; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 220; თვითმფრინავები - 292", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს  

ხერსონის პორტში თურქულ გემს რუსული რაკეტა მოხვდა - Reuters

უკრაინის სამხრეთით, ქალაქ ხერსონის პორტში რუსული რაკეტა მოხვდა თურქეთის საკუთრებაში არსებულ გენერალურ სატვირთო გემს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟის წევრები გემზე არ იმყოფებოდნენ. მსხვერპლი არ არის. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გემი „ტუზლა“ ხერსონის პორტში 2022 წლის თებერვლიდან არის ჩარჩენილი. გემი კომპანია Cayeli Shipping-ი დაქვემდებარებაშია.  ეს კომპანია კომენტარისთვის ხელმისაწვდომი არ არის. სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პორტებში, მათ შორის ხერსონში ჩარჩენილია 12 თურქული გემი, რომლებზეც ხორბლის და სხვა პროდუქტების ექსპორტის შესახებ, გაეროს და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება არ ვრცელდება. ხსენებული შეთანხმებით, გემებს, რომლებსაც უკრაინიდან პროდუქცია გააქვთ, სტამბულში მოქმედი სპეციალური ცენტრი უწევს კოორდინაციას.    

უკრაინა: 24 ირანული "შაჰიდის" დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ ღამის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა 24 ირანული "შაჰიდის" დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, საჰაერო განგაში გამოცხადდა „24-ვე გაანადგურეს საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა, გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა და საჰაერო ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვის ნაწილებთან თანამშრომლობით“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობაში. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს  

ავღანეთში ძლიერ ყინვას, ბოლო ორ კვირაში, სულ მცირე 158 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ძლიერ ყინვას, ბოლო ორ კვირაში, სულ მცირე 158 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცობილია,  ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ეს ყველაზე ცივი ზამთარია, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, გათბობასა და თბილ ტანსაცმელზე წვდომა არ აქვს. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ძლიერ ყინვას ქვეყანაში 70 000-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვიც ემსხვერპლა.  ჰაერის ტემპერატურამ ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში მინუს 30 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა.  

კიევისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმის - მედია

უკრაინული მედიის ცნობით, კიევისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, საჰაერო განგაში გამოცხადდა „ისმის აფეთქებების ხმები დნეპროპეტროვსკისა და კიევის რაიონებში. მუშაობა საჰაერო თავდაცვის სისტემა", - წერს UNIAN. დნეპროპეტროვსკის ოლქში ასევე მუშაობს საჰაერო თავდაცვა, აღნიშნავს გამოცემა. უკრაინა: 24 ირანული "შაჰიდის" დრონი ჩამოვაგდეთ მოგვიანებით კიევის რეგიონულმა ადმინისტრაციამ დაადასტურა საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის ფაქტი. ოდესაში, კრივი რიჰსა და რიგ სხვა ქალაქებში ელექტროტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. დილით, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა. მანამდე ღამით ე.წ „კამიკაძე დრონებით“ რუსეთის ძალებმა რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს.  უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 24 უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. „შაჰედი“ ჩამოაგდეს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო რამდენიმე უბანში შუქი გამორთული იყო. ახალ თავდასხმებზე რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს.  

უცხოური მედია: 24 თებერვლიდან დღემდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 574 რუსი დიპლომატი გააძევეს

24 თებერვლიდან დღემდე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 574 რუსი დიპლომატი გააძევეს. უცხოური გამოცემა TASS-ი წერს, რომ ბულგარეთმა ყველაზე მეტი -83 რუსი დიპლომატი გააძევა, 45 დიპლომატი გააძევეს პოლონეთიდან, 40 - გერმანიიდან, 35 - სლოვაკეთიდან, 35 - საფრანგეთიდან, 33 - სლოვენიიდან, 30 - იტალიიდან, 28 - შეერთებული შტატებიდან. „მთლიანობაში, რუსი დიპლომატების წინააღმდეგ არამეგობრული ნაბიჯები ევროპის 29 ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ გადადგეს“, - წერს TASS-ი. გამოცემის ცნობით, რუსი დიპლომატების ყველაზე მასშტაბური გაძევება 2022 წლის ივნისში განხორციელდა, როდესაც ბულგარეთიდან 70 დიპლომატი გააძევეს.  

სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო - ხუციშვილი

სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს. „აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 14 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან  მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება,  აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები.  ამასთან, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენო-სკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.  სანქციების დაწესების პირველ დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მან ამ მიმართულებით ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისათვის პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და დაკავშირებული  სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დახმარებით, ორგანიზებულ იქნა რამდენიმე დისტანციური და ფიზიკური შეხვედრა, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების, საბანკო სექტორისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ჩართულობით.  

CS Victims: ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საქმე, რომელიც შვიდ წელზე მეტია ჩართულია Credit Suisse-ისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში, ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ, მათ შორის შვეიცარიაშიც, სადაც კლიენტებთან ურთიერთობების მსჯავრდებული მენეჯერის მიერ ჩადენილი იქნა თაღლითობა და არასწორი მენეჯმენტი, - ამის შესახებ ვებგვერდზე CS Victims გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.  „ბ-ნი ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში თავს არიდებდნენ საქმის შესახებ კომენტარის გაკეთებას იმ მიზეზით, რომ მოლაპარაკების ინიციატორი Credit Suisse იყო. თუმცა ახლა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბ-ნი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ბანკი ქმნიდა მოლაპარაკების ილუზიას და ბანკის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ განაგრძობდა პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ. ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც მოცემულია შემდეგი: „მათ, ვინც თვალყურს ადევნებდა მოცემულ შემთხვევას, ახსოვთ, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ Credit Suisse-თან გახანგრძლივებული დავა მალევე გასცდა სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური სახე მიიღო. რამდენიმე კვირაში ბ-ნ ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც თანხებზე წვდომასთან, ასევე ხელოვნების ნიმუშების და თვითმფრინავის მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი მოგვარდა იურიდიული გზით დიდი ძალისხმევის გამოყენებით, მთავარი პრობლემა, როგორიცაა თანხებზე წვდომა კვლავაც ძალაში რჩება და ამას განვიხილავთ როგორც არაფორმალურ სანქციებს. ეს თანხები არ არის დაკავშირებული შვეიცარიაში, ბერმუდისა და სინგაპურში მიმდინარე სამართლებრივ დავებთან, მაგრამ ეხება იმ თანხებს, რომლებიც გადაურჩა Credit Suisse-ის არასწორ მენეჯმენტს და თაღლითობას. ამ თანხების უმეტესი ნაწილი გადაირიცხა სხვა შვეიცარიულ ბანკში, მაგრამ დაახლოებით 5% ფორმალური მოთხოვნის საფუძველზე დარჩა Credit Suisse-ში მიმდინარე დავების ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის. აღნიშნული აქტივები იმართებოდა და იმართებოდა ორი ტრასტის, ფინანსური სტრუქტურის მეშვეობით, რომლებსაც რეკომენდაცია ბ-ნი ივანიშვილისთვის Credit Suisse-მა გაუწია. ერთი ტრასტი მდებარეობს სინგაპურში, ხოლო მეორე ტრასტი გერნსის კუნძულების იურისდიქციაში იმყოფება (ექვემდებარება ბრიტანეთს) და ეს უკანასკნელი მართავს დარჩენილ თანხებს Credit Suisse-ში. გასათვალისწინებელია ნიუანსი, რომ ბანკის თანხმობის გარეშე ტრასტის დახურვას დასჭირდება რთული იურიდიულ პროცედურა და მიუხედავად იმისა, რომ აქტივების უმეტესი ნაწილი გადაეცა სხვა ბანკს, ტრასტს მაინც მართავს Credit Suisse-ის მიერ დანიშნული რწმუნებულები და თანხის გადახდა ბენეფიციარების სურვილის შესაბამისად მიმდინარეობდა. თუმცა, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების დღიდან ბენეფიციარებს შეექმნათ სერიოზული დაბრკოლებები, მათ შორის გადახდების შეფერხება და თანხებზე წვდომის სრული დაბლოკვა. ბ-ნი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ეს ქმედებები წარმოადგენს არაფორმალურ სანქციებს“. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურსა და ბერმუდში სასამართლოები გრძელდება, დავა ორივე იურისდიქციაში გახანგრძლივებული ხასიათისაა: სარჩელი ბერმუდის კუნძულებზე 2016 წელს იქნა წარდგენილი, ხოლო იურისდიქციის საბოლოო განსაზღვრა სინგაპურში 2020 წლის მარტში დადასტურდა. ამგვარად, წარდგენის საბოლოო ეტაპი, სადაც მხარეები განიხილავდნენ ახალ ფაქტებს, მტკიცებულებებსა და პრეტენზიებს, წარდგენილი იყო 2021 წლის ნოემბერში. შესაბამისად, ბ-ნ ივანიშვილს აცნობეს, რომ თანხებზე წვდომის საკითხი მიმდინარე დავების ფარგლებში სასამართლოს აღარ წარედგინება. მიუხედავად ამისა, სინგაპურის სასამართლო სხდომაზე 2022 წლის სექტემბერში ბ-ნი ივანიშვილი გამოცხადდა მოწმის სახით და განაცხადა, რომ Credit Suisse არა მხოლოდ აიძულებდა მას წლების განმავლობაში წარედგინა მოთხოვნები სხვადასხვა იურისდიქციაში თანხების თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის შესახებ, არამედ Credit Suisse-მა არ შეიტანა გადასახადი ჟენევის სასამართლოს ბრძანების დარღვევის გამო, რომელიც ეხებოდა კლიენტებთან ურთიერთობების მენეჯერის სისხლის სამართლის 2018 წლის საქმეს. უფრო მეტიც, Credit Suisse-მა შეზღუდა წვდომა დარჩენილ თანხებზე, რომლებიც ბანკიდან იყო გამოტანილი და რომელიც რჩება Credit Suisse-ის მიერ დანიშნული რწმუნებულების მენეჯმენტის ქვეშ. აქედან გამომდინარე, სასამართლომ Credit Suisse-ს დაუსვა კითხვა, თუ რატომ არ გადაეგზავნა კლიენტს არასადავო თანხები. ამ გასაუბრების შემდეგ Credit Suisse-მა წამოიწყო მოლაპარაკებები ბ-ნ ივანიშვილთან და ამ პროცესის განმავლობაში მათ უკან დაუბრუნეს შვეიცარიის სასამართლოს მიერ სამი წლის წინ დაკისრებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი. 2022 წლის დეკემბერში ბ-ნ ივანიშვილს გადაუხადეს დარიცხული პროცენტი ზემოთ აღნიშნული თანხის დაგვიანებით გადახდის გამო და ბანკმა ასევე გადაიხადა ის თანხა, რასაც Credit Suisse-ის სინგაპურის trust არ ედავებოდა. მას შემდეგ ბ-ნი ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს გადახდები იყო Credit Suisse-ის მხრიდან ილუზიური მცდელობა, ემოქმედა კეთილსინდისიერად სასამართლოს წინაშე დადებითი იმიჯის შესაქმნელად და მიიჩნევს, რომ ყველა ილუზია დასრულდა. 2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ბ-ნი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მაგრამ არ იქნა მიღებული ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიერ. აქედან გამომდინარე, Credit Suisse-მა განახორციელა კლიენტისთვის ბოლო გადარიცხვები და ახლა აცხადებს, რომ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ხელი შეუშალა Guernsey-ის ტრასტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ამ მოთხოვნას აძლიერებს ის ფაქტი, რომ აქტივები გადარიცხული იყო Credit Suisse-დან და ბანკი და მის დანიშნული რწმუნებულები არ უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი ბენეფიციარების ინსტრუქციების არ შესრულებაში. შედეგად, ბ-ნი ივანიშვილი აღიქვამს ამ ხელისშემშლელ ქმედებას, როგორც „პოლიტიკურ ზეწოლას“, ისევე, როგორც ეს იყო მარტში, როდესაც Credit Suisse-მა განაცხადა, რომ თანხების გაცემის შეფერხება გამოწვეული იყო „აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური სიტუაციით“. ბ-ნი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ Credit Suisse-ს აქვს გამოცდილება, გამოიყენოს ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტები Guernsey Trust-ისგან თანხების გაცემის შეფერხების გასამართლებლად. პირველი მათგანის შემდეგ, 2022 წლის 9 ივნისს, Credit Suisse-მა განაცხადა, რომ Trust-ს არ შეეძლო თანხის გაცემა; თუმცა ევროსაბჭოს ივლისის სხდომაზე რეზოლუცია არ იყო მიღებული და არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი იმისა, თუ რატომ ვერ მოხერხდებოდა ამის გაკეთება. აქედან გამომდინარე, გერნსის სასამართლოში შეტანილი იქნა განცხადება ტრასტის აქტივების დაბრუნების თაობაზე, მაგრამ ერთდღიანი მოსმენა არაერთხელ გადაიდო და მიუხედავად იმისა, რომ მოსმენა დაგეგმილია მარტისთვის, ბ-ნი ივანიშვილს მიაჩნია, რომ თარიღი კვლავ გადაიდება. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების დროს ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენლებმა შესთავაზეს გერნსის ტრასტის მიერ გაყინული თანხის საკითხის მოგვარება მოკლე დროში სასამართლოს ჩარევის გარეშე, მაგრამ ეს შეთავაზება არ იქნა მიღებული. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ტრასტების მენეჯმენტის არათანმიმდევრულობა. როგორც მტკიცდება, ერთ-ერთი ტრასტი არ ახორციელებს დისტრიბუციას და აიძულებს ბენეფიციარებს, მოითხოვონ გადახდის მიღება სამართლებრივი გზით, ამავე დროს რწმუნებულები მიუთითებენ ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციაზე, ხოლო მეორე ტრასტს შეუძლია თანხების გაცემა ბენეფიციარებისთვის საჭიროებისამებრ, შემდგომი დეკემბრის რეზოლუციის მიუხედავად და ეს აშკარად არ წარმოადგენდა პრობლემას Credit Suisse-ის მენეჯმენტისთვის. ეს ამტკიცებს, თუ რა არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და „კრედიტ სუისმა“ იცის ეს „ფასი“. ბანკის მხრიდან მართებული იქნებოდა, პირველ შემთხვევაში ისევე მოქცეულიყო როგორც მეორე შემთხვევაში. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ სინგაპურის სასამართლოზე უარყოფითი შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით შეიძლებოდა ორივე დადგენილების იგნორირება. ბ-ნი ივანიშვილის მტკიცებით ეს ადასტურებს, რომ Credit Suisse-ის პოლიტიკური ზეწოლის კამპანია გრძელდება და აქედან გამომდინარე ბ-ნი ივანიშვილი და მისი მრჩევლები ახლა განიხილავენ კამპანიის წარმართვის შესაძლებლობას სიტუაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროების მიზნით და ასევე განიხილავენ მტკიცებულებების გამოქვეყნებას იმის შესახებ, თუ როგორ დააზარალა, მისი აზრით, ბანკის რეპუტაცია და თავად შვეიცარიის იმიჯი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობამ“, - აღნიშნულია სტატიაში. CS Victims Credit Suisse-ის გარკვეული კლიენტების წარმომადგენლების მიერ შეიქმნა. ისინი 7 წლის განმავლობაში ბანკის პერსონალის მიერ ჩადენილი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითობის მსხვერპლნი არიან. Credit Suisse-ის მინიმუმ ერთი თანამშრომელი ნასამართლევია თაღლითობისთვის და FINMA-მ გამოავლინა Credit Suisse-ის სისტემებისა და კონტროლის საშუალებების გაუმართაობა, რამაც პირდაპირ გამოიწვია ჩადენილი დანაშაული.  

2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 771 ათას სატვირთო ავტომობილზე მეტი შემოვიდა და იგივე რაოდენობა გავიდა

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის ვლადიმერ ხუნდაძის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 771 ათას სატვირთო ავტომობილზე მეტი შემოვიდა და იგივე რაოდენობა გავიდა. „მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა, ექსპორტის წახალისება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. თამამად მსურს განვაცხადო, რომ შემოსავლების სამსახური ძალისხმევას არ იშურებს აღნიშნული მიმართულებით. პანდემიის დასრულების შემდეგ გასულ წელს, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საზღვრის კვეთის რაოდენობა. 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 771 ათას სატვირთო ავტომობილზე მეტი და გავიდა, ანალოგიურად, 771 ათას ავტომობილზე მეტი, რაც 2021 წელთან შედარებით 17%-ით მეტია“, - განაცხადა ხუნდაძემ.  

კელი დეგნანი: თვალყურს ვადევნებთ, ომბუდსმენის შეფასებას სააკაშვილის საქმეზე, ჩემი მთავრობა საკითხით შეშფოთებულია

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ სახელწმიფოს პასუხისმგებლობაა მისი სამედიცინო მეთვალყურეობა და უფლებების დაცვა უზრუნველყოს. ამის შესახებ კელი დეგნანმა „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა.  დეგნანის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია აღნიშნული საკითხით. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ეს  არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან საქმე ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ეს არის მთავრობის და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს მისი სამედიცინო მეთვალყურეობა მისი უფლებების დაცვა. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ასევე, სახალხო დამცველის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და შეშფოთებული ვართ, ასევე, ჩემი მთავრობა არის შეშფოთებული აღნიშნული საკითხით. მათ შორის, როდესაც სამედიცინო ექსპერტები საუბრობენ, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა და შეიძლება ვერ იღებდეს საჭირო მკურნალობას, რაც მისთვის აუცილებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ დაიცვას სააკაშვილის უფლებები", - თქვა კელი დეგნანმა. (აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი) ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

კიევის მერი ქალაქში ძლიერი აფეთქებების შესახებ იუწყება

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქის დნიპროს რაიონში ძლიერი აფეთქებების შესახებ განაცხადა. კიევისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმის - მედია მისივე თქმით, აფეთქების ადგილზე ოპერატიული სამსახურები გავიდნენ. უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინა: 24 ირანული "შაჰიდის" დრონი ჩამოვაგდეთ დილით, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა. მანამდე ღამით ე.წ „კამიკაძე დრონებით“ რუსეთის ძალებმა რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს.  უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 24 უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. „შაჰედი“ ჩამოაგდეს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო რამდენიმე უბანში შუქი გამორთული იყო. ახალ თავდასხმებზე რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს.  

უკრაინამ და საქართველომ, ორივემ გამოსცადა რუსეთის აგრესია, მათ ერთად დგომისკენ მოვუწოდებთ - დეგნანი

უკრაინამ და საქართველომ, ორივემ გამოცადა რუსეთის აგრესია, მათ ერთად დგომისკენ მოვუწოდებთ - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. "რუსეთის საქართველოსთან კავშირის ისტორია, ეს არის ისტორია ღალატის, ოკუპაციის, ჩაგვრის, ზეწოლის. ჩვენ კარგად ვხვდებით საქართველოს ძალიან სენსიტიურ მდგომარეობას, იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი ამ ქვეყნის მეზობელია. საქართველოს კარგად ახსოვს თავისი ისტორიიდან ის შეუსრულებელი პირობები, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც არ ასრულებს რუსეთი და არ გაჰყავს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და კიდევ მრავალი სხვა. საქართველომ, ქართველმა ხალხმა თანაგრძნობით უპასუხა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფით, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო უკრაინელი ხალხისთვის და ამას ძალიან აფასებენ უკრაინელები. უკრაინამ და საქართველომ ორივემ თავის თავზე გამოცადეს რუსეთის მოქმედება და ეს უნდა იყოს ის, რაც გააერთიანებს ამ ორ ქვეყანას, იმიტომ, რომ ორივე ქვეყანა დადგა საფრთხის წინაშე, რომ რუსეთს შეეძლო წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა, იდენტობა, კულტურა და ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ და ვურჩევთ უკრაინასა და საქართველოს ერთად დგომისკენ, იმიტომ, რომ თუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ეს სარგებელს მხოლოდ რუსეთს მისცემს", - განაცხადა "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.  

კრწანისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმს გიორგი მაზნიაშვილის სახელი მიენიჭება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან გიორგი მათიაშვილთან ერთად, კრწანისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელი მიენიჭება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადო და მოისმინა დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. თავდაცვის სამინისტრომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა დაიწყო. ლიცეუმის ტერიტორიაზე აშენდება ახალი ფუნქციური შენობები, ხოლო იქ არსებულ ობიექტებს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. 42 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია 400 კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების, სასადილოსა და ლაზარეთის შენობების, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზისა და ადმინისტრაციული კორპუსის სრული რეკონსტრუქცია. ასევე, აშენდება სიმულაციის ცენტრი, დახურული სპორტული დარბაზი, ინფრასტრუქტურის სამსახურის შენობა და საკონტროლო გამშვები პუნქტი. ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი ავტოსადგომი, საწვავგასამართი სადგური, ავტოსამრეცხაო და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო უბანი. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობისთვის 40 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში წლებია წარმატებით ფუნქციონირებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ახალი ლიცეუმი დასავლეთ საქართველოს ლიცეუმის ანალოგი იქნება და აღმოსავლეთ საქართველოს დაფარავს.  

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაური მესამე ვადით აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კომისიის წევრებმა კახა ბექაური მესამედ, სამი წლის ვადით აირჩიეს. როგორც კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის სრულმა შემადგენლობამ ბექაურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს აირჩია.  

კიევის გოლოსეევსკის რაიონში რუსული რაკეტის ნაწილი ჩამოვარდა. არის მსხვერპლი

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევში, გოლოსეევსკის რაიონში არასაცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი ​​დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინული მედიის ცნობით, კიევზე, ოდესასა და სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა გრძელდება.  კიევის მერი ქალაქში ძლიერი აფეთქებების შესახებ იუწყება ამავდროულად, KGVA-ს სპიკერმა მიხაილ შამანოვმა ტელემარეთონის ეთერში აღნიშნა, რომ რაკეტის ნაწილი გოლოსეევსკის რაიონში დაეცა. კიევისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმის - მედია მისივე თქმით, დარტყმის შედეგად 55 წლის კაცი გარდაიცვალა. უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინა: 24 ირანული "შაჰიდის" დრონი ჩამოვაგდეთ დილით, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა. მანამდე ღამით ე.წ „კამიკაძე დრონებით“ რუსეთის ძალებმა რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს.  უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 24 უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. „შაჰედი“ ჩამოაგდეს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო რამდენიმე უბანში შუქი გამორთული იყო. ახალ თავდასხმებზე რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს.  

არც შეხვედრა მაინტერესებს, არც საუბარი, პუტინი ჩემთვის არავინაა - ზელენსკი

არც შეხვედრა მაინტერესებს, არც საუბარი... პუტინი ჩემთვის არავინაა, - ამის შესახვ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „არ მინდა რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლა. უბრალოდ მინდა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ ომი და რაც შეიძლება მალე დატოვონ ჩვენი ქვეყანა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიას, ომი გაჩერდება. სულ ეს არის“, - განაცხადა ზელენსკიმ. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს