ძებნის რეზულტატი:

ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს

გერმანიის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ ევროპელი ლიდერები და დიპლომატები გამოეხმაურნენ.  „მადლობა კანცლერ ოლაფ შოლცს. „ლეოპარდების“ შესახებ გადაწყვეტილება უკრაინისთვის წინგადადგმული ნაბიჯია რუსეთის შესაჩერებლად. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ. „საფრანგეთი მიესალმება გერმანიის გადაწყვეტილებას, რომელიც განაგრძობს და აძლიერებს მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ AMX10 RC-ების მიწოდებით დავიწყეთ“, - ნათქვამია ელისეის სასახლის პრესსამსახურის განცხადებაში. „მნიშვნელოვანია რომ გერმანიამ მოკავშირეებს ტანკების გადაცემის უფლება მისცა“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე.  „ეს არის NATO-ს და მოკავშირეების მართებული გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ძირითადი საბრძოლო ტანკები გადასცენ. Challenger 2-ის ტიპის ტანკებთან ერთად ისინი გააძლიერებენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას“, - აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი.  სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.  

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

25 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6491 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6499 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0008 ლარი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8788 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8789 ლარს შეადგენდა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1408 ლარს შეადგენს და გაუფასურდა ფუნტი, რომელიც 3.2581 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 26 იანვრიდან შევა ძალაში.  

საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა

უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „უკრაინის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალქეების ყოფნასთან დაკავშირებით. უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა. შეხევდრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე, ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ანდრი კასიანოვი მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანირ საფრთხეს ვერ ხედავს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკები, „მწვანე შუქია“ პარტნიორებისთვის ანალოგიური იარაღის მიწოდებაზე - ზელენსკი

გულწრფელად მადლობელი ვარ ოლაფ შოლცის და გერმანიაში ყველა ჩვენი მეგობრის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. „გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკები, თავდაცვითი მხარდაჭერისა და საწვრთნელი მისიების გაფართოება, „მწვანე შუქი“ პარტნიორებისთვის ანალოგიური იარაღის მიწოდებაზე. ახლახან გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან საუბარში გავიგე ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ. გულწრფელად მადლობელი ვარ ოლაფ შოლცის და გერმანიაში ყველა ჩვენი მეგობრის“, – წერს ზელენსკი. სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.  

რამშტეინ 8-ის შეხვედრიდან 120 საათის შემდეგ, ლეოპარდების ნებართვა მივიღეთ - რეზნიკოვი

რამშტეინ 8-ის შეხვედრიდან 120 საათის შემდეგ, ლეოპარდების ნებართვა მივიღეთ. ლეოპარდები კარგად გამოიყურებიან უკრაინაში, - უკრაინის თავდაცვის მინისტრი, გერმანიის კანცლერს ლეოპარდების გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკები, „მწვანე შუქია“ პარტნიორებისთვის ანალოგიური იარაღის მიწოდებაზე - ზელენსკი "რამშტეინ 8-ის შეხვედრიდან 120 საათის შემდეგ, ლეოპარდების ნებართვა მივიღეთ! კოალიცია „ლეოპარდმა“ პარტნიორებთან ერთად იმუშავა! მართლაც, ლეოპარდები კარგად გამოიყურებიან უკრაინაში! ეს იყო გრძელი და რთული გზა, ათობით მოლაპარაკება, თუმცა შედგეს მაინც მივაღწიეთ! მადლობა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, მადლობა ყველა უკრაინელს, ვისაც გამარჯვების სურვილი აქვს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მოლაპარაკებების დროს ეს სურვილი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი იყო. დიდი მადლობა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, ჩემს კოლეგას - გერმანიის ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს , გერმანელ ხალხსა და ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა! დიდება უკრაინას!" წერს ოლექსეი რეზნიკოვი. სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.  

შოლცი: პროვოკაცია რუსეთის მიერ წარმოებული ომია უკრაინის წინააღმდეგ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უპასუხა შეკითხვას, რატომ აღარ ფიქრობს, რომ კიევისთვის ტანკების მიწოდება პროვოკაციას გამოიწვევს. მისი თქმით, მძიმე შეცდომა იქნებოდა კოორდინაციის გარეშე მოქმედება. „ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორთან და მოკავშირეებთან. მე არასდროს გამომიყენებია სიტყვა „პროვოკაცია“. პროვოკაცია არის რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის წინაშე გამოსვლისას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს

COVID19-ით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე, კლინიკის უფროს ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის, ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კლინიკის ბრალდებულ უფროს ექთანს, თეა ბეგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურამ კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება წარუდგინა დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე თეა ბეგიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 7000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი, ექთნის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა. ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.  

აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის საკითხები განიხილეს

24-25 იანვარს აშხაბადში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის შესახებ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აზერბაიჯანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სასაზღვრო და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი, ხოლო თურქმენეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა კასპიის ზღვის ინსტიტუტის დირექტორი მურად ატაკანოვი, რომელიც კასპიის ზღვის საკითხებში, თურქმენეთის სპეციალური წარმომადგენელია.  შეხვედრას აზერბაიჯანისა და თურქმენეთის შესაბამისი სამინისტროებისა და სპეციალიზებული სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის შესახებ შეთანხმების პროექტის დებულებები განიხილეს.   

ზურაბიშვილი ზელენსკის: გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღე მიულოცა.  „ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ! გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში! თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!“- წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.  დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 45 წელი შეუსრულდა.   

იუნესკომ ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა

იუნესკომ (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) უკრაინის საპორტო ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება პარიზში დაჩქარებული პროცედურის შემდეგ დამტკიცდა. ამის შესახებ კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა. ქალაქის ცენტრი იდენტიფიცირებულია, როგორც ნგრევის საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორია. ოდესის საკრებულომ მადლობა გადაუხადა იუნესკოსა და ევროპის ქვეყნების მთავრობებს მხარდაჭერისთვის. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ოდესა არის უკრაინული ქალაქი და ასევე ევროპის სული. რაც აისახება მის უნიკალურ მემკვიდრეობაზე, რომელიც ევროპელებმა შექმნეს. ახლა კი ეს მემკვიდრეობა საიმედო დაცვის ქვეშაა“, – აღნიშნეს ქალაქის საკრებულოში.  

ვენაში კონცერტი გაუუქმეს რუს პიანისტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უჭერს მხარს

ვენაში, რუსი პიანისტის დენის მაცუევის კონცერტი გაუქმდა. ცნობილი პიანისტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უჭერს მხარს.  ამის შესახებ უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ Telegram-ზე განაცხადა. „გმადლობთ, რომ გვისმენთ! ვენაში, გაუქმდა ცნობილი რუსი პიანისტის დენის მაცუევის კონცერტი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ესენი არიან არტისტები და პროპაგანდისტები ნეტრებკოვ-პინოტკოვსკის რიგიდან. ამიტომ, მათი ადგილი არ აქვს ცივილიზებულ ქვეყნებში“, - აცხადებს უკრაინის კულტურის მინისტრი. როგორც ცნობილია, გერმანიის ფედერალური შტატის ჰესესა და მისი დედაქალაქის, ქალაქ ვისბადენის ხელისუფლება 2023 წლის მაისში დაგეგმილ ფესტივალში რუსი საოპერო მომღერლის ანა ნეტრებკოს მონაწილეობას ეწინააღმდეგება.   

რუსი ჰაკერები, გერმანიის რამდენიმე სამთავრობო ვებგვერდს თავს დაესხნენ

რუსი ჰაკერები, უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების გადაცემის ფონზე, რამდენიმე გერმანულ ვებგვერდს თავს დაესხნენ. ინფორმაციული უსაფრთხოების გერმანიის ფედერალური ოფისის (BSI) თანახმად, ეს იყო ეგრეთ წოდებული განაწილებული DDoS შეტევები (მომსახურების დისტრიბუციული უარი), რომლებმაც გავლენა მოახდინა ფედერალური მთავრობისა და ჰამბურგის აეროპორტის ვებგვერდებზე. „ზოგიერთი ვებგვერდი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი“, - აცხადებენ სააგენტოში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში რუსმა ჰაკერებმა შეტევა ევროპარლამენტის ვებგვერდზე განახორციელეს.  გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.  

ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  აშშ მოწოდებულია, უკრაინას Abrams-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს - WSJ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინის სხვა ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთვის ტანკების მიწოდებაზე უარი თქვეს. თავდაპირველად ეს მოსკოვთან კონფლიქტის ესკალაციის პროვოცირებისა და NATO-ს ქვეყნებთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების საფრთხით აიხსნებოდა. მოგვიანებით, დასავლეთმა უკრაინას უფრო თანამედროვე იარაღი მიაწოდა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ჯავშანტექნიკა. მოგვიანებით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ სურდათ „აბრამსის“ ტიპის ტანკების გაგზავნა უკრაინაში - მაგრამ არა დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტის გამწვავების შიშით. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამერიკული საბრძოლო ტანკები რთულად მართვადია და დიდი რაოდენობით საწვავი სჭირდება. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს

სტოლტენბერგი ტანკების გადაცემაზე: NATO-ს მოკავშირეები უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხში ერთიანობას ინარჩუნებენ

„მხურვალედ მივესალმები“, - NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 31 ერთეული „აბრამსის“ ტიპის ტანკის გადაცემას Twitter-ზე გამოეხმაურა.  აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკს გადასცემს „მხურვალედ მივესალმები აშშ-ის ლიდერობას უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების გადაცემის საკითხში. NATO-ს მოკავშირეები უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხში ერთიანობას ინარჩუნებენ. ბრიტენეთის Challenger-ებთან და გერმანიის Leopard2-თან ერთად რუსეთის წინაარმდეგ ბრძოლა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს“, - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს    

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებზე, მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა გაიმართა - რა განიხილეს

2023 წლის 25 იანვარს თბილისში, უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.  შეხვედრაზე დადასტურებული იყო ორივე მხარის, საქართველოს და ევროკავშირის ინტერესი და მტკიცე სურვილი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. მხარეებმა ხაზი გაუსვეს  2022 წლის 23 ივნისს  ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. შეხვედრის მონაწილეებმა  განიხილეს  2008 წლის აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შედეგები, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული კონფლიქტის დინამიკის ჩათვლით. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას. მათ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში და ყურადღება გაამახვილეს სადამკვირვებლო მისიის მიერ მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობაზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. საქართველომ და ევროკავშირმა ასევე განიხილეს საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და, ფართო გაგებით, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების, მათ შორის უკრაინის წინააღდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის თემატიკა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დაკავშირებადობის გაზრდის, როგორც საერთო პრიორიტეტის,  კრიტიკულ მნიშვნელობას, მათ შორის შავ ზღვაზე. ევროკავშირის მხარემ უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის როლი ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მისიებში. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლისა და საქართველოს მედეგობისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მეშვეობით. დიალოგის შეხვედრას თანა-თავმჯდომარეობას უწევდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე/პოლიტიკური დირექტორი ენრიკე მორა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ აღნიშნა: „დღევანდელი შეხვედრა ევროპისთვის ძალზე რთულ დროს იმართება, როდესაც  უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების გარემო ევროპაში, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ევროკავშირის მხარეს გავუზიარეთ ის გამოწვევები და რისკები, რომლებიც მომდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციიდან. ჩვენ ასევე სასარგებლო საუბარი გვქონდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის გზებზე და ამავდროულად, განვიხილეთ საერთო ინტერესთა სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობები, როგორიცაა შავ ზღვაში დაკავშირებადობის გაზრდა. დღევანდელმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მოგვცა, რათა განგვესაზღვრა ასევე შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, სტრატეგიული კომპასით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.“ გენერალური მდივნის მოადგილემ ენრიკე მორამ აღნიშნა: „დღევანდელმა  შეხვედრამ  კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ერთგულება იმ საკვანძო პრინციპებისადმი, რომლებსაც ევროპის უსაფრთხოება და მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შესახებ ჩვენი საერთო ხედვა ეფუძნება“. მან დასძინა, რომ „საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ უახლოეს და ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რეგიონში. დღეს, როდესაც უსაფრთხოების გარემო რადიკალურად შეიცვალა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გამო, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საქმეში და თავისი წვლილი შეიტანოს მთლიანი რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში. ამ მიზნით, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მედეგობის გაძლიერებისადმი მზარდ მხარდაჭერას.“ უსაფრთხოების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრები ყოველწლიურად ტარდება და განიხილება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში არსებული საერთო ინტერესის საკითხები.  

თურქეთმა უკრაინას ორი უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2-ი საჩუქრად გადასცა

თურქულმა სამხედრო კომპანია Baykar-მა უკრაინას ორი უპილოტო თვითმფრინავი Bayraktar TB2 გადასცა. ინფორმაციას უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს. „Baykar-მა უპილოტო თვითმფრინავები უფასოდ გადასცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. უსაზღვროდ მადლობელი ვართ Baykar-ის ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე რთულ დროს უკომპრომისო და მდგრადი მხარდაჭერისთვის“, - აცხადებენ უკრაინის სადაზვერვო სამსახურში.   

რუსეთს უეფას სუპერთასის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა რუსეთს 2023 წლის უეფას სუპერთასის მატჩის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. 2023 წლის უეფას სუპერთასის მატჩი ყაზანში არ გაიმართება, როგორც ადრე იყო დაგეგმილი. შესაბამისი გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 25 იანვარს მიიღო. ყაზანის ნაცვლად შეხვედრა ათენში 16 აგვისტოს გაიმართება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უეფამ რუსულ კლუბებს ევროპაში მატჩების გამართვის უფლება გაურკვეველი ვადით შეუჩერა. ამის გამო RFU-მ აზიის ფეხბურთის კონფედერაციაში გადასვლის ვარიანტი განიხილა, მაგრამ საბოლოოდ უეფასთან რუსეთის გუნდების ევროტურნირებზე დაბრუნებაზე კონსულტაციების დაწყება გადაწყდა.  პირველი შეხვედრა 24 იანვარს შედგა. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს სანქტ-პეტერბურგს ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა გამართულიყო, თუმცა ომის გამო ეს მატჩიც გადაიდო. რუსეთში ჯერჯერობით უეფას სუპერთასის მატჩები არ ჩატარებულა.  

დონბასში ბრძოლების ინტენსივობა მატულობს - ანა მალიარი

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარის თქმით, ოკუპანტები ბახმუტისა და უგლედარის მიმართულებით ზწოლას აძლიერებენ, იზრდება ბრძოლების ინტენსივობა. „მტერი აძლიერებს ზეწოლას ბახმუტისა და უგლედარის მიმართულებებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. მტერი ბრძოლაში იყენებს მნიშვნელოვან პერსონალს, იარაღსა და სამხედრო ტექნიკას, ცდილობს ჩვენი თავდაცვა გაარღვიოს, განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს, მაგრამ არ ცვლის გეგმებს. ბრძოლების ინტენსივობა იზრდება“,- აცხადებს მალიარი. 25 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა სერჰი ჩერევატმა განაცხადა, რომ დამცველებმა მთლიანად დატოვეს დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი და წინასწარ დაგეგმილ პოზიციებზე გადავიდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს  

უკრაინამ რუმინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა განაახლა

პირველი მატარებელი, რომელიც უკრაინას რუმინეთთან დააკავშირებს, დაახლოებით 17-წლიანი პაუზის შემდეგ ამოქმედდა, იტყობინება უკრაინული Unian-ი. უკრაინამ 20 კმ მოცულობის ლიანდაგის შეკეთება 2022 წლის აგვისტოში, რუმინეთის რკინიგზამ კი, დარჩენილი მონაკვეთი ექვსი თვის განმავლობაში დაასრულა. უკრაინამ ასევე შეიძინა ახალი მატარებლები, რომლებიც ომის ფონზე აწარმოეს. პირველი სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა „რახივი - დელოოე - ვალეა-ვიშეულუის“ მონაკვეთზე განხორციელდა. „მატარებლის ჩამოსვლისა და გამგზავრების განრიგი „რუმინეთის რკინიგზის“ მატარებლების განრიგზეა მორგებული. ამრიგად, „ვალეა ვიშეულუის“ სადგურზე ჩამოსულ მგზავრებს შეუძლიათ, ბუქარესტისა და კლუჟის სადგურებზე მიმავალ სხვა მიმართულებებზე გადაინაცვლონ", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.  შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან სარკინიგზო კავშირის აღდგენის მიზნით, „უკრაინის რკინგზამ“ 2022 წლის განმავლობაში „რახივი-დელოვოე-ვალეა-ვიშეულუის“ მონაკვეთზე 19,2 კილომეტრიანი ლიანდაგები და 12 ხიდი შეაკეთა, ასევე გარემონტდა „რახივის რკინიგზის“ სადგური, რომელიც 2011 წლიდან არ ფუნქციონირებდა. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდა რუმინეთთან საზღვარზე კიდევ ერთი მონაკვეთის შეკეთება, რომელიც დაახლოებით, 2007 წლიდან არ ფუნქციონირებდა.   

უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაშია

რუსეთის მიერ ირანული ე.წ „კამიკაძე დრონების“ გაშვების გამო უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშია. ამის შესახებ ნიკოლაევის OVA-ს ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა Telegram-ზე განაცხადა. მისი თქმით, მტერმა უპილოტო თვითმფრინავების სამი ჯგუფი გაუშვა. თავის მხრივ, ჟურნალისტმა ანდრეი ცაპლიენკომ თქვა, რომ „შაჰიდების“ რამდენიმე ჯგუფი ზაპოროჟიეს გარშემო გადაადგილდებოდა და დნეპროპეტროვსკისკენ მიემართებოდა. „საჰაერო თავდაცვა მუშაობს დნეპროპეტროვსკის რეგიონში“, - წერს ცაპლიენკო. მისივე თქმით, ორი ირანული დრონი უკვე გაანეიტრალეს. იმავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა, არ უგულებელყოთ საჰაერო გაფრთხილება. „მტერი ახლა ცდილობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის დატვირთვას, რამდენიმე რეგიონში უკვე მიმდინარეობს საჰაერო სამიზნეების განადგურება“.