ძებნის რეზულტატი:
დუდა: გამარჯვების შემდეგ, უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას პერეიასლავში უნდა მოაწეროს ხელი
პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას განცხადებით, რუსეთზე გამარჯვების შემდეგ, უკრაინამ მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი პერეიასლავში (ქალაქი კიევის ოლქში, რედ.) უნდა მოაწეროს, სადაც ჰეტმან ბოჰდან ხმელნიცკიმ სამშვიდობო ხელშეკრულება მოსკოვის სამეფოსთან ჯერ კიდევ 1654 წელს დადო. შესაბამისი განცხადება უკრაინული მედიის ცნობით, დუდამ ლატვიაში, პოლონურ დიასპორასთან შეხვედრაზე გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ პოლონელები, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინელებს მხარს დაუჭერენ და მათთან ერთად საერთო ევროპულ მომავალს აშენებენ. „ერთხელ, არც ისე დიდი ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ვუთხარი: ვოლოდიმირ, გადახედე ჩვენს ისტორიას, როგორ განსხვავდებოდა ეს გზები ოდესღაც, მე ძალიან გთხოვ - როცა დაამარცხებ რუსეთს, როცა რუსები აქ მუხლებზე დაეცემიან, ხელი მოაწერე სამშვიდობო ხელშეკრულებას, წაიყვანე პერეიასლავში. დაე, მოაწერონ ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას და ამით წაშალონ საბჭოთა და რუსული გავლენის მთელი ის წლები", - განაცხადა ანდჯეი დუდამ.
ავსტრიის პრეზიდენტი ბუჩაში: კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს
ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა კიევის რეგიონში, ბუჩაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ვან დერ ბელენმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „აქ, ბუჩაში, მე ვგლოვობ ამ საშინელი აგრესიული ომის შედეგად განადგურებულის თითოეულ სიცოცხლეს. ეს დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, არ უნდა დავივიწყოთ და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს", - ნათქვამია ავსტრიის პრეზიდენტის პოსტში. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კოლონიალურ ომს აწარმოებს - ავსტრიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომიდან გააძევეს
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი სხდომიდან გააძევეს, რადგან ჯიშკარიანმა სასამართლო პროცესზე მოწმეს შეტყობინება მისწერა. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო მოსამართლემ მარიამ ჯიშკრიანს რამდენჯერმე მიმართა, რომ მობილური ტელეფონი შეენახა. „ქალბატონო მარიამ, გაძევებული ხართ სხდომის დარბაზიდან წესრიგის დარღვევის გამო“, – მიმართა მოსამართლემ მარიამ ჯიშკარიანს. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
აირჩევა ახალი პოლიტსაბჭო - "ნაციონალური მოძრაობა"
ჩამოყალიბდება ახალი პარტიული სტრუქტურა, აირჩევა ახალი პოლიტიკური საბჭო, ხოლო სხვადასხვა საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობას პარტიაში ახლად მისული ადამიანები შეუდგებიან, - „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები დასრულებულია! არჩევნები ინოვაციურად, მაღალტექნოლოგიური მეთოდით – ბლოკჩეინ სისტემის გამოყენებით ჩატარდა. ამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერების უპრეცედენტო რაოდენობამ მიიღო. პარტიის მართვის უმაღლესი აღმასრულებელი რგოლის მსგავსი, მაღალი დონის ლეგიტიმაცია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით, პარტიის რეალურად გაძლიერების შანსს იძლევა. ამ ყოველივეს მიზანია, უმოკლეს დროში, ერთიანი ძალისხმევით, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაჭრა, რუსული ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟი და სახელმწიფო ევროატლანტიკური საგარეო კურსის შეუქცევადობის უზრუნველყოფა. პრაგმატული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და რეალიზება გარკვეულ დროს მოითხოვს. შედეგად ჩამოყალიბდება ახალი, მოდერნიზირებული და პროდუქტიული პარტიული სტრუქტურა, გაძლიერდება რეგიონული პოლიტიკა და ორგანიზაციები, აირჩევა ახალი პოლიტიკური საბჭო და სხვადასხვა საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობას პარტიაში ახლად მოსული, შედეგზე ორიენტირებული ადამიანები შეუდგებიან. რაც შეეხება არაპოლიტიკურ, წმინდა საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ მართვას, მათ შორის სხვადასხვა სოციალურ ქსელში პარტიის კუთვნილებაში არსებული სხვადასხვა რესურსის კოორდინირებულ მუშაობას, ენმ-ის გენერალური მდივნის მითითებით, პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა შუალედური ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო გადაწყვეტილებები უკვე აღსრულების პროცესშია“, – ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
ბორის ჯონსონი: დასავლეთმა უკრაინას საჭირო იარაღი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაწოდოს
Fox News-თან ინტერვიუში ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთს, სწრაფად მიაწოდონ უკრაინას იარაღი, რომელიც მას რუსეთის წინააღმდეგ სჭირდება. ჯონსონი თვლის, რომ დასავლეთის მიერ პუტინის დაუსჯელობამ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში შეიჭრა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გამოწვია 2022 წელს. „იქნება ეს ტანკები თუ შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, მიეცით მათ, რაც სჭირდებათ”, - განაცხადა ჯონსონმა და აღნიშნა რომ უკრაინამ მთელი თავისი ტერიტორიდან უნდა გააძევოს პუტინი. ბორის ჯონსონის თქმით, რაც უფრო სწრაფად დაბრუნდება სტაბილურობა მსოფლიოში, მით უფრო ძლიერი გზავნილი გაეგზავნება ჩინეთის მსგავს ქვეყნებს, რომ დასავლეთი არ მოითმენს საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის აგრესიულ მცდელობებს“.
რუსული რაკეტა სლოვიანსკში კერძო საწარმოს მოხვდა - მედია
რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში, სლოვიანსკის რაიონი კვლავ დაბომბეს. უკრაინული მედია წერს, რომ „მტრის რაკეტა კერძო საწარმოს მოხვდა“. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. დაზიანებულია ავერჯის მწარმოებელი დაწესებულების მიმდებარე მაღაზიები და დაცვის თანამშრომლის მანქანა. სლოვიანსკის სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ლიახმა განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო S-300 ტიპის რაკეტა.
ოლექსი დანილოვი: მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის
„ჩვენ გავიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, მაგრამ მე ვიცი, რომ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის და ეს მოხდება წელს, ორ-სამ თვეში. ეს იქნება ომის განმსაზღვრელი თვეები", - ეს განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა Sky News-სთან გააკეთა. მისი თრქმით, სწორედ ამიტომ სთხოვს უკრაინა თავის დასავლელ პარტნიორებს მეტი ლეტალური იარაღის გაგზავნას და უფრო სწრაფად. დანილოვის თქმით, ომის წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთი უკრაინაში მაქსიმალური ესკალაციისთვის ემზადება მან არ გამორიცხა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სცადოს მორიგი თავდასხმა ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, როგორც ეს მოხდა 2022 წლის 24 თებერვალს.
ბათუმის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დავიწყეთ - საგამოძიებო სამსახური
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „2023 წლის 31 იანვარს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში მოქალაქე მ.ნ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებისთანავე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ იქნა ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული მ. ნ., რომელმაც განმარტა, რომ ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში მისი გადაყვანის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გადაუდებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს. „კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა, რა მიზნითაც ექსპერტის მიერ დაკავებული პირის შემოწმება მოხდა. სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების მოწოდების მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის ამოღება და მ.ნ.-ს დაკავების ადგილზე არსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ასევე, მ.ნ.-სთან შემხებლობაში მყოფი პოლიციის ყველა თანამშრომელი მოწმის სახით გამოიკითხება“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. უწყებაში აცხადებენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს.
სტოლტენბერგმა იაპონიაში, კვლევით ინსტიტუტში გამოსვლისას, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა გაიხსენა
იაპონიაში, კერძო კვლევით უნივერსიტეტში (კეიოს უნივერსიტეტი) გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის დროს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოში 2008 წელს რუსეთის შეჭრის ფაქტი გაიხსენა. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს. „პირველი კითხვა ეხებოდა იმას, დავკარგე თუ არა ნდობა NATO-ს შეკავების პოლიტიკის მიმართ. და, პასუხი არის არა, მე არასოდეს დამიკარგავს ეს ნდობა. ასეევ იყო შეკითხვა, რა იყო ყველაზე რთული მომენტი? მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული და სტრესული მომენტია, როცა ვხედავთ ომის შედეგად ტანჯვას, ძალადობას, სისასტიკეს, და რაც მთავარია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა ამ ომის დროს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის რეალურად მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სახლებზე, საავადმყოფოებზე და, რა თქმა უნდა, ელექტრო ქსელზე, გაზის მიწოდებაზე თავდასხმა, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როდესაც ჩვენ ზამთარი გვიახლოვდებოდა. ამას ერთი მიზანი ჰქონდა და ეს იყო უკრაინელი ხალხისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მაქსიმალური ტანჯვის მიყენება, წყლის, გათბობის, სინათლის მოსპობა. რა თქმა უნდა, ეს სტრესია ყველასთვის. ჩვენ შეიძლება, შოკირებული ვიყოთ სისასტიკით, მაგრამ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს იმიტომ, რომ მოსკოვი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სამხედრო ძალას იყენებს. ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, შეჭრა საქართველოში, ალეპოს დაბომბვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ომი უკრაინაში გასული წლის თებერვალში არ დაწყებულა. ეს დაიწყო 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, შეიჭრა აღმოსავლეთ დონბასში და მას შემდეგ უკრაინაში ომი დაიწყო. ის, რაც თებერვალში მოხდა, დიდი ესკალაცია იყო, მაგრამ ომი დე ფაქტო ადგილზე უკვე მრავალი წელია, მიმდინარეობს. ამდენად, ეს არის NATO-ს მზადყოფნის მიზეზიც“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
FBI დელავერში, პრეზიდენტ ბაიდენის სახლში ჩხრეკას ატარებს
FBI პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლს დელავერში საიდუმლო დოკუმენტების გამოძიების ფარგლებში ჩხრეკს. ინფორმციას BBC ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. ადვოკატმა განმარტა, რომ ჩხრეკა დაგეგმილი იყო და მას პრეზიდენტიც ემხრობა. „დღეს, პრეზიდენტის სრული თანხმობითა და თანამშრომლობით, იუსტიციის დეპარტამენტი ატარებს ჩხრეკას მის სახლში დელავერის შტატში“, - თქვა ბობ ბაუერმა, პრეზიდენტ ბაიდენის ადვოკატმა. სახლთან რამდენიმე შავი მანქანა შენიშნეს. ეს მესამე ადგილია, სადაც FBI ამ საქმეზე საგამოძიებო საქმიანობას აწარმოებს. მანამდე სააგენტოს წარმომადგენლებმა გაჩხრიკეს ბაიდენის რეზიდენცია ვილმინგტონში, ასევე დიპლომატიის და გლობალური ჩართულობის ცენტრი, რომელიც მის სახელს ატარებს. 10 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, მისი სახელობის დიპლომატიის და გლობალური ჩართულობის ცენტრში, ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდის რამდენიმე საიდუმლო დოკუმენტის აღმოჩენის შესახებ. ინსტიტუტი 2018 წელს გაიხსნა, საპრეზიდენტო ნომინაციამდე ამ შენობაში თავად ბაიდენი მუშაობდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, მოკლას სააკაშვილი
ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, მოკლას სააკაშვილი. ჩემ მიმართ ხორციელდება წამება და ვარ მოწამლული - ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ზელენსკის განცხადებით, მას კიევში პრესკონფერენციამდე მიხეილ სააკაშვილის ახლანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო გადასცეს. „ოდესღაც ის იყო საქართველოს პრეზიდენტი. მისი ფოტო დავით არახამიამ გადმომცა. მე მინდა შეხედოთ თუ როგორ გამოიყურება ის. მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება მას კლავს. თქვენ იცით, რომ ის მოწამლეს და ახლა, მაპატიეთ, მაგრამ თანდათან კლავენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო ამასთან ზელენსკიმ დასვა კითხვა: „საქართველო და მისი ხელისუფლება ვისკენ არიან დღეს? ისინი ნეიტრალურნი არიან თუ იკავებენ რუსეთის მხარეს? იმიტომ რომ რუსეთი თავის პოლიტიკოსებს ისე ექცევა, როგორც დღეს ექცევა საქართველოს ხელისუფლება უკვე არა თავის პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ - არიან კი ისინი ნეიტრალურები? თუ არიან რუსეთის მხარეს? ან უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგ და ასე შემდეგ?- თქვა ზელენსკიმ. ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინა დიდი პატივისცემით ეპყრობა ამ თუ იმ სახელმწიფოს ნეიტრალურ პოზიციას, თუმცა ახლა გაუგებარია სააკაშვილთან მიმართებით საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება. „მინდა პრესამ იცოდეს თუ რა ხდება. მიმდინარეობს უკრაინის მოქალაქის საჯაროდ წამება. მე არ განვხილავ საკითხს - რატომ დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგებს მოუტანს ეს საქართველოს პოლიტიკასა და დემოკრატიას, ეს მათი შიდა საკითხია. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ. ვფიქრობ, მათი მიზანია მისი მოკვლა“,- აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
თურქულმა ავიაკომპანია Havaş-მა, „აეროფლოტთან“ თანამშრომლობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ განაცხადა
თურქულმა კომპანია Havaş-მა, რომელიც თვითმფრინავების სარემონტო და ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებს, Aeroflot-თან თანამშრომლობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ განაცხადა, იუწყება RBC TV. თურქეთმა თავის საჰაერო სივრცეში, ორმაგი რეგისტრაციის მქონე რუსული თვითმფრინავების ფრენა აკრძალა Havaş-ი თვითმფრინავებს 29 ქვეყნის 90 აეროპორტში და კონკრეტულად თურქეთში - სტამბულში, ანკარასა და ანტალიაში, ასევე რამდენიმე სხვა საჰაერო ნავსადგურში ემსახურება. WSJ: ვაშინგტონი ანკარას სთხოვს, რუსულ ავიაკომპანიებს თურქეთში ამერიკული წარმოების თვითმფრინავებით ფრენა აუკრძალოს კომპანიის ხელმძღვანელის, მეტე ერნას წერილში აღნიშნულია, რომ რუსული ავიახაზების 170-ზე მეტ თვითმფრინავს, ასევე ნელორუსის 7 და ოთხ ირანულ თვითმფრინავს შესაძლოა, მომსახურებაზე უარი უთხრას. გარდა ამისა, Havaş-ის წერილში ნახსენებია Boeing 787 Dreamliner-ი და Gulfstream G650-ის ტიპის საქმიანი თვითმფრინავები, რომლებიც ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩს ეკუთვნის. მაგრამ მეწარმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აბრამოვიჩს არ აქვს თვითმფრინავები თურქეთში. მანამდე ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ნერადკომ თქვა, რომ ანტირუსული სანქციების მიუხედავად, რომლებიც კრძალავს ქვეყანაში დასავლური თვითმფრინავების მიწოდებას, ზოგიერთ რუსულ ავიაკომპანიას აქვს „წინაპირობები“ რათა ავიალაინერები მეორად ბაზარზე შეიძინოს.
რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს
იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსხური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი პატიმრის თვითდაზიანებაზე,მათ შორის მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, მოკლას სააკაშვილი მისივე თქმით, 500 დღიანი პოლიტიკური კამპანიის, პატიმრის მიერ სამედიცინო პერსონალის მიმართ ქცევისა და მისი მხრიდან რეგულარული თვითდაზიანების გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ურთულეს პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობის შესრულება. „კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს. მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ. პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. შესაბამისად, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო და ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა. ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. პატიმრის აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაზეც პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ყველა ის ადამიანი, ვინც სხვადასხვა ფორმით თვითდაზიანების წახალისებითა და მხარდაჭერით აქტიურად არის დაკავებული.“, - განაცხადა ბრეგაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამ, შესაძლოა, რუსეთი წაახალისოს
უკრაინაში კრემლის ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაც უნდა დატოვოს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში გააკეთა. „რუსეთმა უნდა ისწავლოს სად არის მისი საზღვრები. საქართველოს პრობლემები მაგიდაზე უნდა იყოს, რადგან არავინ იფიქროს, თითქოს ეს ომი რუსეთის მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების გარეშე შესაძლოა გადაწყდეს”, - თქვა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, მიუხედავად ევროინტეგრაციის კონტექსტში ევროკავშირის ზოგიერთი მოთხოვნის შეუსრულებლობისა, დადგა დრო „სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც ევროპამ უნდა მიიღოს“, რადგან „თბილისი თავს უფლება ვერ მისცემს მორიგი წარუმატებლობა განიცადოს ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით, რადგან ამას შეუძლია რუსეთი წაახალისოს“. ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა, საქართველო მისი ამბიციებისთვის „რუხ ზონად“ წარმოიდგინოს. მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოს უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი. „ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, ვიცი, რომ არის რაღაცები, რაც არ გაგვიკეთებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, წინ უნდა ვიაროთ", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
თბილისის მერია მეტროს ვაგონებს რუსული „მეტროვაგონმაშისგან“ შეიძენს
დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერია მეტროსადგურებისთვის ვაგონებს რუსული კომპანია „მეტროვაგონმაშისგან“ შეიძენს, რომელთანაც ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია. მისივე თქმით, მას არ ახსოვს მსგავსი „მკვეთრი განცხადება“, რომ EBRD-მა „მეტროვაგონმაშთან“ ფინანსური ანგარიშსწორება შეაჩერა. „მე პირადად ასეთი მკვეთრი განცხადება არ მახსენდება. ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობდით და დიდხანს ვეძებდით გამოსავალს. ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და ჩვენი ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ ფასად ჩვენ სხვა ალტერნატიული მომწოდებლისგან ვერ შევძლებდით ვაგონების შესყიდვას და პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით 30-35% აუცილებლად სხვა მომწოდებლის შემთხვევაში ძვირდებოდა, თუნდაც ტენდერში გათვალისწინებულ შემდეგ წინადადებაზე, რომ გადავსულიყავით. ვეცადეთ, რომ არსებულ მომწოდებელთან დაგვესრულებინა მოლაპარაკებები ისე, რომ ქართული მხარის, ანუ ჩვენი დაკვეთის ფინანსური ინტერესები მაქსიმალურად დაზღვეული ყოფილიყო. ამ პირობებს მივაღწიეთ. ყოველი ეტაპი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან შეთანხმდა, ამ ცვლილების თითოეული პუნქტი, რომელიც ხელშეკრულებაში შევიდა, ამის შემდეგ ამ ცვლილებებს ხელი მოეწერა და ამოქმედდა. ვიმედოვნებ, ამ ვაგონების მუნიციპალიტეტისთვის კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში მოწოდება მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ გადაცდომას ადგილი ექნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა მაქსიმალურად დაზღვეულია იმ შემთხვევისთვის, თუ კომპანია წარმოებას ვერ შეძლებს და ჩვენ გადახდილი თანხის და მიუღებელი საქონლის პირისპირ არ აღმოვჩნდეთ. ეს ყველაფერი შეიცვალა ისე, რომ ჯერ საქონელს მივიღებთ, ექსპლუატაციაში შევა და მხოლოდ იმ ნაწილს ავანაზღაურებთ, რომელიც ჩამოვა და თბილისის მეტროსადგურებში ჩაეშვება“, - აღნიშნა ხმალაძემ. შეგახსენებთ, 2021 წლის დეკემბერში EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროსადგურებისთვის ახალი ვაგონების შესყიდვას შეეხებოდა რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“გაიმარჯვა. 2022 წლის 11 მარტს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო რომ EBRD-მ „მეტროვაგონმაშთან“ ფინანსური ანგარიშსწორება შეაჩერა.
ზურაბ აბაშიძემ კარასინთან საუბრის ჩანაწერზე განმარტება გააკეთა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან სტელეფონო საუბრის ჩანაწერზე, რომელიც დღეს მედიაში გავრცელდა, განმარტება გააკეთა. მან „რუსთავი2“-თან კარასინთან სატელეფონო საუბრი დაადასტურა. „ეს საუბრები გვქონდა ივნისის თვეში, 21-სა თუ 22 რიცხვში. მაშინ ძალიან რთული ვითარება იყო საზღვარზე. ორივე მხარეს იყო ათასობით მანქანა გაჩერებული იმის გამო, რომ ვერ ხდებოდა მათი ნორმალურად გატარება. ჩვენ მაქსიმალურად ვიყავით ჩართული, ჩვენი მეზობელი სომხეთი იყო შეწუხებული, მათი წარმომადგენელი იყო ჩამოსული, მათთან ერთად იყო საუბარი თუ რა უნდა გაკეთდეს, ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა მაშინ სიტუაციის განმუხტვა. საზღვარია ორი მხარე - ჩვენი და იმათი, ასე რომ ვიღაცამ ამაზე უნდა ისაუბროს, ამისთვის არსებობს პრაღის ფორმატის საკომუნიკაციო არხი",- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მედიაში დღეს გავრცელდა, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ახალი სატრანსპორტო დერეფნის შესაძლო მშენებლობაზეა საუბარი.
ბულგარეთსა და სერბეთს შორის გაზსადენის მშენებლობა დაიწყო
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ბულგარეთის ტერიტორიაზე დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა (Bulgaria-Serbia Interconnector Gas Pipeline, IBS) გახსნეს. ამის შესახებ სააგენტო Tanjug იტყობინება. ნიშ-დიმიტროვგრადის გაზსადენის მშენებლობა ქალაქ კოსტინბროდში (დედაქალაქი სოფიას დასავლეთით 15 კმ) დაიწყო. ბულგარეთი - სერბეთის დამაკავშირებელი გაზსდენის მარშრუტია- სერბეთის ქალაქი ნისი - ბულგარეთის ქალაქი დიმიტროვგრადი - ქალაქი სოფია; გაზსადენის სიგრძეა - 109 კმ, ორმხრივი გაზსადენის საერთო სიგრძე ორივე ქვეყანაში - 170 კმ-ს შეადგენს, ხოლო გამტარუნარიანობა - 1,8 მლრდ მ3/წელიწადში. სერბეთის ინვესტიციები 90 მილიონ ევროდ შეფასდა, საიდანაც 49,6 მლნ ევროს ევროკავშირი უზრუნველყოფს, კიდევ 25 მილიონი ევროს კი ევროპის საინვესტიციო ბანკი. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა იმედი გამოთქვა, რომ სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა ოქტომბრისთვის დასრულდება და გაზის მიწოდება 2023 წლის ბოლომდე შესაძლებელი გახდება.
ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, ყაზახეთში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
2023 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) სატრანსპორტო გამტარუნარიანობის გაზრდა 6,5 მილიონ ტონამდე იგეგმება. ამ მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს კოლეგიის დროს ვიცე-მინისტრმა ასეტ მაგაუოვმა განაცხადა. „კასპიის მილსადენის კონსორციუმთან“, „ატირაუ-სამარასა“ და „ატასუ-ალაშანკოუს“ დერეფნებთან ერთად, TMTM მიმართულება ასევე რკინიგზისა და აქტაუს საზღვაო პორტის გასწვრივ განვითარდება“, - აღნიშნა ვიცე-მინისტრმა ასეტ მაგაუოვმა. „TMTR პროექტის შემუშავებისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. პროექტის მიზანია 2023 წელს 6,5 მილიონი ტონა სატრანსპორტო სიმძლავრის უზრუნველყოფა, 2024 წელს 7,5 მილიონ ტონამდე, ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება 15 მილიონი ტონისუზრუნველყოფა “, -განაცხადა ვიცე მინისტრმა. ტრანსკასპიური მარშრუტი (შუა დერეფანი) საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებს ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს.
კელი დეგნანი, სოფელ ველისციხეში მცხოვრებ ქალებს შეხვდა
დღეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, სოფელ ველისციხეში მცხოვრებ ქალებს შეხვდა და გაიგო თუ როგორ ცდილობენ ისინი ახალი იდეებითა და დაუღალავი შრომით საკუთარი ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებასადა საზოგადოებისთვის უკეთესი პირობების შექმნას. ინფორმაციას USAID/Georgia ავრცელებს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის შესახებ. „USAID აგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის კეთიდღეობას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში მცხოვრებ ქალებს, რათა მათ შეძლონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა და ამ გზით, ხელი შეუწყონ თავიანთი რეგიონების გაძლიერებას. დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება ძლიერია მაშინ, როცა ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი შანსი, გააჟღეროს საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღოს მნიშვნელოვან მიმდინარე პროცესებში. USAID აქტიურად მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ქალებს მიეცეთ საშუალება თავიანთი წვლილი შეიტანონ პოლიტიკური პროცესების, ბიზნესის, მათი თემებისა და ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - ნათქვამია USAID/Georgia-ს ინფორმაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლომჯარიასა და მის გუნდს ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და მის გუნდს ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა. „ქალბატონი ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველის პოსტს 2017-2022 წლებში იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით სახალხო დამცველის აპარატი ფართოდ განიხილებოდა ყველაზე დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტად საქართველოში. თანამდებობაზე მისი ყოფნის დროს ნინო და მისი გუნდი მხარს უჭერდა ადამიანების უფლებების დაცვის გაძლიერებას, ზოგჯერ ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, მათ შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა. სახალხო დამცველის აპარატი მუშაობდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, პატიმრების, ლგბტქ+ პირებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად. პოლიტიკური კუთვნილების გარეშე ცდილობდა აეშენებინა დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც შეესაბამება მისი მოქალაქეების ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.