ძებნის რეზულტატი:
რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომში
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 5 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა 31,290 ჯარისკაცი დაკარგა უკრაინაში 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, მათ შორის დაახლოებით 700 ჯარისკაცი - მხოლოდ ბოლო დღის განმავლობაში. რუსეთმა ასევე დაკარგა 3,220 ტანკი, 6,405 ჯავშანტექნიკა, 5,091 მანქანა და საწვავის ავზი, 2,226 საარტილერიო სისტემა, 460 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 227 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 294 თვითმფრინავი, 284 ვერტმფრენი, 1,958 თვითმფრინავი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
უკრაინის არმიას ასობით ათასი დრონი სჭირდება - რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის ძალებს ასობით ათასი უპილოტო საფრენი აპარატი სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ არხზე დაყრდნობით. თავდაცვის მინისტრი უპილოტო საფრენი აპარატების ასზე მეტ უკრაინელ დეველოპერს და მწარმოებელს შეხვდა. რეზნიკოვის მოწვევით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა პავლო რიაბიკინმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა. რეზნიკოვმა უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზრის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ამჟამად, უკრაინის თავდაცვის ძალების მოთხოვნილებები იზომება სხვადასხვა მოდიფიკაციის ასობით ათასი უპილოტო საფრენი აპარატით. ამ საჭიროებების დაკმაყფილებაზე მუშაობა მიმდინარეობს. კერძოდ, სრულმასშტაბიანი ომის პირველ რვა თვეში უფრო მეტი უპილოტო საფრენი აპარატი შევიდა ექსპლუატაციაში, ვიდრე ბოლო ხუთ წელიწადში. ვიმეორებ, სამხედრო მრეწველობის დამოუკიდებლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ერთ-ერთი ფაქტორია. ამჟამად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი სფეროა უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზრის განვითარება და მხარდაჭერა“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ჩინეთი „სადაზვერვო ბუშტის“ ჩამოგდებას აპროტესტებს
ჩინეთი „სადაზვერვო ბუშტის“ ჩამოგდებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ „იტოვებს უფლებას, გამოიყენოს საჭირო საშუალებები მსგავს სიტუაციებში“. შესაბამისი განცხადება CNN-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინეთის ბუშტი ჩამოაგდეს. ბუშტის ნაშთები FBI-ის ლაბორატორიაში, ვირჯინიის შტატში, FBI-ის ექსპერტებისა და სადაზვერვო სააგენტოების ანალიზისთვის გადაიტანეს, აცხადებენ ოფიციალური პირები. ტაივანმაც გამოთქვა აზრი ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ინციდენტი „არ უნდა დარჩეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ აეროსტატი კლიმატის კვლევას აწარმოებდა. ამის გამო, მეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
თურქეთში, ავტობუსის ავარიის შემდეგ, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა - მედია
თურქეთში, ავტობუსის ავარიისას სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ტრანსპორტი დიარბაქირიდან ბოდრუმისკენ მოძრაობდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა გაგზავნილი. წინასწარი მონაცემებით, 35 ადამიანი დაშავდა. გამოძიება დაწყებულია.
თურქმენეთის ავიახაზები აშხაბადსა და რუსეთის ყაზანს შორის რეგულარულ ფრენებს აღადგენს
Turkmenistan Airlines-მა ქალაქ აშხაბადსა (თურქმენეთი) და ყაზანს (რუსეთი) შორის რეგულარული ფრენები განაახლა, იუწყება Trend თურქმენულ მედიაზე დაყრდნობით. აშხაბადსა და ყაზანს შორის ფრენები Boeing 737 თვითმფრინავით კვირაში ორჯერ განხორციელდება. თურქმენეთიდან რუსეთში ფრენები 2020 წლის მარტში COVID19-ის პანდემიის გამო შეჩერდა.
თურქმენეთი უზბეკეთს თხევადი გაზის პარტიას უფასოდ გაუგზავნის
თურქმენეთი თხევადი გაზის პარტიას უზბეკეთში უფასოდ გაუგზავნის, იუწყება Trend-ი თურქმენულ მედიაზე დაყრდნობით. შესაბამის ბრძანებას თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა მეზობელი ქვეყნის მხარდაჭერისა და თურქმენეთსა და უზბეკეთს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით მოაწერა ხელი. დოკუმენტის მიხედვით, თურქმენგაზის სახელმწიფო კონცერნმა თხევადი გაზის პარტია უზბეკეთს უსასყიდლოდ უნდა გადასცეს. მანამდე უზბეკეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ცივი ამინდის ფონზე ენერგორესურსების დეფიციტის გამო, გაზის, ქვანახშირის, საწვავის და ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდა გადაწყვიტა. იმავდროულად, უზბეკეთს ზამთარში თურქმენეთიდან დაახლოებით 1,5 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეაქვს შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
ჰულუსი აკარი: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდობა და სტაბილურობა, გვინდა, რომ სომხეთმა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
„აზერბაიჯანთან ჩვენი ძმობა გაგრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ აზერბაიჯანის არმიის მოდერნიზაციაზე, წვრთნასა და აღჭურვაზე", - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა. მისივე თქმით, ზანგეზურის დერეფანი და მასში გამავალი რკინიგზა და გზები, რეგიონის ეკონომიკისთვის, სოციალური ცხოვრებისა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით ფასეულია. „აუცილებელია, სომხეთმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ მეგობრობის ხელის გაწვდენას სათანადოდ უპასუხოს. სხვისი გავლენის ქვეშ ოცნებას აზრი არ აქვს. მოდით, გადავხედოთ ფაქტებს, გავაფორმოთ შეთანხმება გონივრული პირობებით. უზრუნველვყოთ მშვიდობა და სტაბილურობა, ვიცხოვროთ კომფორტულად და მშვიდად. ჩვენ გვინდა, რომ სომხეთმა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, - აღნიშნა ჰულუსი აკარმა.
აიათოლა ალი ხამენეიმ ათიათასობით პატიმარი შეიწყალა
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ათიათასობით პატიმარი შეიწყალა, მათ შორის ბოლო ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაკავებულებიც არიან. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება. სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხსენებული გადაწყვეტილება არ გავრცელდება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე. შეწყალება ასევე არ შეეხებათ მათ, ვისაც „უცხოური სააგენტოების ჯაშუშობაში“ ან „ისლამური რესპუბლიკისადმი მტრულ ჯგუფებთან კავშირში“ ედებათ ბრალი.
უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობისკენ ერთადერთი გზაა - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს ქლევერლიმ განაცხადა, რომ ევროპაში მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე სწრაფი და ერთადერთი გზა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაა, რაც მას რუსეთის დასამარცხებლად სჭირდება. ამის შესახებ ქლევერლიმ Times of Malta-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა. „როგორც ყველა ავტორიტარულს მმართველს, პუტინი მხოლოდ ოპონენტების სიძლიერეზე რეაგირებს. მან უარყო ვოლოდიმირ ზელენსკის 10-პუნქტიანი გეგმა მშვიდობის შესახებ. სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთი და უკრაინის მეგობრები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უკრაინამ წარმატებას ბრძოლის ველზე მიაღწიოს. ამიტომ მიხარია, რომ გერმანია და აშშ დიდ ბრიტანეთს უკრაინელებისთვის ტანკების გაგზავნაში უერთდებიან. უკრაინელებისთვის საჭირო ინსტრუმენტების მიცემა საქმის ბოლომდე მისაყვნად, არის უსწრაფესი - მართლაც ერთადერთი გზა მშვიდობისაკენ“, - წერს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სტოლტენბერგი: სამშვიდობო გადაწყვეტამდე ყველაზე სწრაფი გზა უკრაინის მხარდაჭერაა. ფაქტობრივად, იარაღი არის გზა მშვიდობისკენ მან აღნიშნა, რომ რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრა უკრაინაში, ყველაზე დიდი საფრთხეა ევროპის უსაფრთხოებისთვის 1945 წლის შემდეგ. ქლევერლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის ამბიციები არ მთავრდება მხოლოდ უკრაინის დაპყრობითა და ანექსიით. „შიმშილის ცუნამი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებს. ენერგორესურსებზე ფასების ზრდა მილიონობით ადამიანს სიღარიბისკენ უბიძგებს მთელ მსოფლიოში... მას [პუტინს] სურს, მსოფლიო პოლიტიკის შეტრიალება და თუ ის წარმატებას მიაღწევს, ყველას დაგვაბრუნებს ძალადობისა და დაპყრობის ეპოქაში. თუმცა არ დავუშვებთ პუტინის მოგებას“, - წერს ჯეიმს ქლევერლი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
შაბათ-კვირას ზვავს ავსტრიასა და შვეიცარიაში 10 ადამიანი ემსხვერპლა
ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებში გასულ კვირას რამდენიმე ზვავს ათი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სხვადასხვა სათხილამურო კურორტზე, ახალი ზელანდიიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან არიან ტურისტები. ავსტრიის პოლიციამ კვირას გამოაცხადა ხუთი დაღუპვის შესახებ, მათ შორის 59 წლის კაცის, რომელიც ტიროლის დასავლეთ რეგიონში თოვლის საწმენდს იყენებდა. მათ ასევე იპოვეს სათხილამურო გიდის ცხედრები სანქტ ანტონ ამ არლბერგში და 62 წლის კაცი, რომელიც თხილამურებით სრიალებდა ჰოჰე აიფნერის მწვერვალზე. შაბათს, 17 წლის ახალი ზელანდიელი, 32 წლის ჩინეთის მოქალაქე და 50 წლამდე გერმანელი ზვავის შედეგად დაიღუპნენ. შვეიცარიაში 56 წლის ქალი და 52 წლის კაცი ასევე დაიღუპა შაბათს დილით სამხრეთ-აღმოსავლეთ კანტონ გრაუბუენდენში. შვეიცარიის პოლიციამ განაცხადა, რომ მათი ჯგუფის მესამე წევრმა უვნებლად გაქცევა მოახერხა. ორივე ქვეყანაში ზვავები ხშირია. ავსტრიის საინფორმაციო სააგენტო APA-ს ცნობით, მხოლოდ შაბათს ტიროლის რეგიონში 30 ზვავი დაფიქსირდა.
ოლექსი რეზნიკოვი: არცერთი ოფიციალური პირი სამუდამოდ არ რჩება თანამდებობაზე - გავაკეთებ იმას, რასაც სახელმწიფოს მეთაური შემომთავაზებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ გადადგება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსგავს გადაწყვეტილებას დაამტკიცებს. ამის შესახებ მინისტრმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გამარჯვებისთვის. „არცერთი თანამდებობის პირი სამუდამოდ არ რჩება თანამდებობაზე. გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა თავდაცვის მინისტრი, კონსტიტუციის მიხედვით იღებს ერთი ადამიანი - უზენაესი მთავარსარდალი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. ის წარადგენს წინადადებას. ამიტომ, მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მივიღებ გარკვეულ გადაწყვეტილებებს და შემდეგ გავაკეთებ იმას, რასაც სახელმწიფოს მეთაური შემომთავაზებს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება, პოლიტსაბჭოს კი, ლევან ბეჟაშვილი უხელმძღვანელებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ხელმძღვანელად კი, ლევან ბეჟაშვილი უხელმძღვანელბს. შესაბამისი გადაწყვეტილება დღვანდელ ყრილობაზე გამოცხადდა. ამასთან, პოლიტიკური საბჭოს წევრები საზოგადოებას პარტიის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ გააცნო. კერძოდ, პოლიტიკური საბჭოს წევრები იქნებიან: ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, გიორგი ბოტკოველი, დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანი წითლიძე, სულხან სიბაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, აბდულა ისმაილოვი, რომან გოცირიძე, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია, ეკატერინე ხერხეულიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ლევან ანთაძე, გია აბულაძე, მამული სურმანიძე, გიორგი კირთაძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ჩალაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ლილე ლიპარტელიანი, ბადრი ბასიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, ირაკლი ქავთარაძე, გია ხარჩილავა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა დღევანდელ სხდომაზე ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარის თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცეს.
რეზნიკოვის თქმით, პარტნიორები უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწვდიან
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ პარტნიორები უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწვდიან. ამის შესახებ მან კვირას, 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს იარაღის მიღების კუთხით, ყველაფერი მივიღეთ, მხოლოდ თვითმფრინავებია დარჩენილი. შემიძლია ცოტა ოპტიმიზმი გამოვთქვა - იქნება თვითმფრინავებიც, უბრალოდ, საკითხავია რომელი", - განაცხადა რეზნიკოვმა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორები მუდმივად ისმენენ თვითმფრინავების საჭიროების შესახებ მოწოდებას, რადგან ეს ასევე საჰაერო თავდაცვის ნაწილია. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია, მიიღოს როგორც F-16-ები, ასევე სხვა თვითმფრინავები. რეზნიკოვმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინა საბრძოლო თვითმფრინავების და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემაზე, თავის მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრან სლემზე საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა
პარიზში ძიუდოს გრან სლემზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ლუკა მაისურაძემ (90კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუშინ კი, ლაშა შავდათუაშვილმა 2022 წლის შედეგი გაიმეორა და პარიზის გრან სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრან სლემზე საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.
რეზნიკოვი: ისრაელმა პირობა დადო, რომ უკრაინას სარაკეტო სისტემას მიაწვდის
თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 5 თებერვალს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინას სარაკეტო მიწოდებას დაჰპირდა. ოფიციალურმა პირმა დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ფრანგულ ტელეარხ LCI-ს განუცხადა, რომ ისრაელი განიხილავს უკრაინისთვის რკინის გუმბათის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის მიწოდების შესაძლებლობას. თუმცა აღნიშნა, რომ ისრაელის გადაწყვეტილებები უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს" და უკრაინის დასახმარებლად წვლილი „ალბათ, სხვა სფეროებში იქნება შეტანილი". მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ისრაელმა უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და უარი თქვა იარაღის მიწოდებაზე.
ნიკა მელია: ფარდის მიღმა მყოფი ადამიანების გადაწყვეტილებით, „ნაციონალურ მოძრაობაში" ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს არჩევითობა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც პარტიის დღევანდელ ყრილობას არ დასწრებია, აცხადებს, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში" ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკონონმდებლო ორგანოს არჩევითობა. ნიკა მელიას განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა, გადაწყვეტილება კი, „ფარდის მიღმა მყოფმა ადამიანებმა“ მიიღეს. „ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ წუხილი შემიძლია, გამოვხატო ჩემი მოლოდინის გამართელბასა და დღეს ჩატარებულ ყრილობასთან დაკავშირებით. იმ ყრილობასთან დაკავშირებით, რომელზეც თავადვე გააუქმეს არჩევნების შედეგები, რომლითაც მართვაში მოვიდნენ და უარი უთხრეს ამომრჩევლის 40%-ზე მეტს პარტიის მართვაში მონაწილეობაზე, პოლიტსაბჭოში წარმომადგენლის ყოლასა და მათი აზრის გათვალისწინებაზე. „ტექნიკური ყრილობის" დასაწყისში ამომრჩეველს მაქსიმალურ ჩართულობას ჰპირდებოდნენ პარტიულ გადაწყვეტილებებში და ზუსტად ერთ საათში მავანისგან ზედმიწევნით ნასწავლ "გასაოცარ დემოკრატიასთან", მივიდნენ....ერთობაზე ისაუბრეს და განხეთქილება დათესეს ყოველ ნაბიჯზე, რომელიც ბოლო ორ თვეში გადადგეს. მიშაზე ისაუბრეს და მიშასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, უადგილო და უდროო აქტივობებით გადაფარეს. ერთგულებაზე და ნაციონალური მოძრაობის 22 წლიან ტრადიციაზე ისაუბრეს და მიშას უახლოესი თანამებრძოლები საკუთარი "მეგობრებით" ჩაანაცვლეს. ყოველივე ეს არამხოლოდ ნათქვამი სიტყვის ფასზე, არამედ ამ გაუფასურებული სიტყვის მიღმა არსებულ მიზნებზე მეტყველებს. ჩრდილოვანი მართვა ყველგან ერთნაირია - მიუხედავად იმისა ვინ მართავს, ან რა მიზნით ხსნის მსგავსი ტიპის მართვის საჭიროებას. ჩრდილოვანი მმართველი, მოდის ემოციური დაპირებით დაცლილი რაციონალიზმისა და პრაგმატიზმისაგან და დემოკრატიით მოსული ამყარებს ავტოკრატიას. დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკონონმდებლო ორგანოს არჩევითობა - ყრილობის მიერ, რომელსაც ორგანიზატორები „მცირესა და ტექნიკურს" უწოდებდნენ. გაუქმდა რამდენიმე, ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით, ისე რომ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა. ისე რომ "ტექნიკური ყრილობის" მონაწილეებმაც კი არ იცოდნენკრების მიერ, სადაც 335 დელეგატის შერჩევა თავად მოახდინეს - დამტკიცდა პოლიტსაბჭოს შედგენის წესი, სადაც ფაქტობრივად არაფერი რჩება არჩევითი ან ასარჩევი. თუმცა, ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების განხორციელებისას სამწუხაროდ ავიწყდებათ - პარტია არის ღირებულება, იდეური ერთობა, თანაბრძოლა და თანადგომა, სვლა გამარჯვებისკენ წინ და არა უკან. ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰვება, არც ფულზე იყიდება, არც ქირავდება, არც ხურდავდება და რაც მთავარია, არასდროს მარცხდება....", - წერს მელია განცხადებაში. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება, პოლიტსაბჭოს კი, ლევან ბეჟაშვილი უხელმძღვანელებს.
ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენლების ადგილი ოლიმპიადაზე არ უნდა იყოს - ზელენსკი
რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების ადგილი არ უნდა იყოს ოლიმპიურ თამაშებსა და საერთაშორისო ტურნირებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ შესაბამისი წერილები გაუგზავნა იმ კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტად უჭერენ მხარს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. „ესენი არიან მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ნამდვილად არიან დაინტერესებულნი, რომ მათი რეპუტაცია და მხარდაჭერა არ გამოიყენონ ომის პროპაგანდისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუს და ბელორუს სპორტსმენებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე შესაძლოა, ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება მიეცეთ. განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ვადიმ ჰუტსაიტი, საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება და სხვა ოფიციალური პირები. პროტესტის ნიშნად უკრაინამ შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს.
არახამიას თქმით, უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი კირილო ბუდანოვი იქნება
საპარლამენტო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს დაზვერვის სააგენტოს უფროსი კირილო ბუდანოვი, ხოლო მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე გადავა. „ომი გვკარნახობს საკადრო პოლიტიკას. დრო და გარემოებები მოითხოვს გაძლიერებას და გადაჯგუფებას. ეს ხდება ახლა და მოხდება მომავალში. ამიტომ, ოლექსი რეზნიკოვი გადადის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე სამხედრო და სამრეწველო გაძლიერების მიზნით. თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი კირილო ბუდანოვი უხელმძღვანელებს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია ომის დროს“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა. ოლექსი რეზნიკოვი: არცერთი ოფიციალური პირი სამუდამოდ არ რჩება თანამდებობაზე - გავაკეთებ იმას, რასაც სახელმწიფოს მეთაური შემომთავაზებს
მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი
BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა. თურქი სეისმოლოგები მიწისძვრის სიმძლავრეს 7.4 მაგნიტუდად აფასებენ, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური კი 7,8 მაგნიტუდად. ამასთან, სტიქიას მოჰყვა განმეორებითი ბიძგებიც. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაზარალდა 10 ქალაქი : აზიანთეფი, ქაჰრამანმარაში, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და ქილისი.