ძებნის რეზულტატი:
კრემლს ჰქონდა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას - სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მას კრემლის გეგმა გადასცა, რომლის თანახმად, რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მომზადების მქონე პირთა მიერ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას და მძევლების აყვანას“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა ბრიფინგზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ რუსეთის გეგმა მოიპოვა, რომლის თანახმად, კრემლი მოლდოვაში დესტაბილიზაციას გეგმავდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
2023 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.09 მილიარდი ლარია - საპენსიო სააგენტო
2023 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.09 მილიარდი ლარია. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა ამონაგები, კი 479.5 მილიონ ლარს შეადგენს. „საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 372 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,086 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 7,985,980.66 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
NATO გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას - სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. "უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე, პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის. ის ახალ შეტევებს იწყებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინას მივაწოდოთ ის, რაც მას სჭირდება გასამარჯვებლად და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად", - თქვა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6619 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6619 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6619 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6670 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8429 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8550 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0121 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის მცირედი დაზიანება - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის მცირედი დაზიანება, ჩვენთან თუ სასახლეში უკვე დაზიანებული მოვიდა, ვადებთან დაკავშირებით დარღვევა არ ყოფილა, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის მრჩეველი ნახატების წაღებაზე: პოლიტიკური თავდასხმაა „ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ ერთობის საფუძველი შეიქმნას ქართულ ემიგრაციულ კულტურასა და დღევანდელ საქართველოს შორის, ამიტომ ჩვენ ყოველ მსგავს ფაქტს, როგორც ძველ ემიგრაციას უკავშირდება, ასევე თანამედროვე უცხოეთში მყოფ ქართველ ხელოვანებს, ყოველთვის ვეკიდებით გულისხმიერებით და ვცდილობთ, ამ ნამუშევრების ან გამოფენა, ან დროებითი ექსპონირება საქართველოში მოხდეს. რაც შეეხება ამ ნამუშევრების დაზიანებას. ნამუშევრებმა საქართველომდე დიდი გზა გამოიარა. ისინი თავის დროზე დასაწყობებული იყო ამერიკაში, აშშ-იდან ჩავიდა პარიზში, პარიზიდან ჩამოვიდა საქართველოში. იყო ორ სხვადასხვა სივრცეში ექსპონირებული. აი, ამ ათეულობით ნამუშევრიდან მხოლოდ ხუთი ნამუშევარი შეირჩა ხელოვნების სასახლის მიერ ჩვენთან გამოსაფენად. შესაბამისად, ის დაზიანებები, ის მცირედი დაზიანება, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან თუ, ზოგადად, დაზიანებული მოვიდა ჩვენს სასახლეში. საერთოდ, მსგავსს ბრალდებებს, რომელსაც ვადევნებდით თვალს და დღეს გაჟღერდა სამინისტროს მხრიდან, მიჩვეულები ვართ. ამიტომ ჩვენთვის ეს ახალი არ გახლავთ. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ პოლიტიკის, რომ აუცილებლად უნდა შეივსოს საქართველოს მუზეუმები ახალი ხელოვნების ნიმუშებით, მით უფრო საქართველოს ემიგრაციიდან“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა. მისივე თქმით, ეს ნამუშევრები პრეზიდენტისთვის არ იყო საჩუქრად გადმოცემული. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ითამაშა დიდი როლი, რომ ნამუშევრები საჩუქრად გადმოსცემოდა საქართველოს და, ამ შემთხვევაში, მიმღები მხარე ყოფილიყო ხელოვნების მუზეუმი. „ნდობა მათი მხრიდან ქართული კულტურული ინსტიტუციებისა არ იყო, შესაბამისად, პრეზიდენტის წონას, მის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მით უფრო, რომ ეს ოჯახი, რომლებიც არიან მემკვიდრეები სვიმონ დადიანის ნამუშევრებისა, ძალიან დიდ პატივს სცემენ პრეზიდენტს, ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებთ“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, ვადებთან დაკავშირებით დარღვევა არ ყოფილა. „ჩვენ გვაქვს მემორანდუმი ხელოვნების სასახლესთან. ვადებს რაც შეეხება, ვადები, ვფიქრობ, რომ ყველანაირად დაცული იყო და არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივი მემორანდუმი მუზეუმთან. ჩვენი მემორანდუმი იყო პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე. ეს სასახლე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობა, რომელსაც იცავს სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაწყებული, სპეციალური სამსახურები. შესაბამისად, ვერ ვხედავ საფრთხეს და რაიმე პრობლემას, თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები საქართველოს ორბელიანების სასახლეში გამოფენილი. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს ან თავდასხმას, ან პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმის მცდელობას, ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური. ვფიქრობ, რომ თავდასხმაა, იმიტომ არის ამ საკითხთან დაკავშირებით ფართოდ გამოხატული ინტერესი“, – განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა. სვიმონ დადიანის ხუთი ნამუშევარი, რომელიც პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში ინახებოდა, ხელოვნების სასახლეს დაუბრუნდა. მიზეზი ერთ-ერთი ტილოს დაზიანებაა. პროცესში ჩართულია კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოშ საფრანგეთის საელჩო Facebook გვერდზე ავრცელებს. „დღეს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი, შეხვდა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა იგი ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ეს ჯილდო ნინო ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტიციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას“, - იუწყება საფრანგეთის საელჩო. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლომჯარიასა და მის გუნდს ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა.
თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს
თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის 1 პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პირი ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. ამ დროისთვის მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
გერმანია Leopard 2-ის ტიპის ტანკებზე უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას იწყებს
გერმანიამ Leopard 2-ის ტიპის ტანკებზე უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა დაიწყო. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სპიკერმა განუცხადა. სპიკერის თქმით, სწავლება დასავლეთ გერმანიის ქალაქ მანსტერში მიმდინარეობს და მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს, როდესაც გერმანია უკრაინას ტანკებს მიაწვდის. შეგახსენებთ, გერმანიისა და აშშ-ის ლიდერებმა გასულ თვეში განაცხადეს, რომ უკრაინაში ტანკებს გაგზავნიან. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო. დასავლეთი შიშობს, რომ ომის წლისთავზე რუსეთი ძლიერ შეტევას გეგმავს. პარტნიორები კიევის სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფას განაგრძობენ.
NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ - სტოლტენბერგი
NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ გაძლიერდეს პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ. როგორც Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს, შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის წინ გააკეთა. მისივე თქმით, ოთხშაბათს მოკავშირეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. „მინისტრები ასევე განიხილავენ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ - NATO-ს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე დგანან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 14-15 თებერვალს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. 14 თებერვალს, ალიანსის შტაბ-ბინაში ცალკე გაიმართება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც აშშ მასპინძლობს. ბოლო ამგვარ შეხვედრას უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის და „აბრამსის“ ტიპის ტანკების გაგზავნა მოჰყვა.
სტოლტენბერგი: რუსეთმა უკვე დაიწყო ახალი შეტევა უკრაინაში
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა ათასობით ჯარისკაცის გაგზავნით უკვე დაიწყო ახალი შეტევა უკრაინაში. შესაბამის ციტატას Financial Times-ი ავრცელებს. მისი თქმით, საბრძოლო იარაღმა უნდა მიაღწიოს უკრაინას, ვიდრე რუსეთი შეძლებს ინიციატივის ხელში ჩაგდებას ბრძოლის ველზე. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრამდე, სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალიანსს სჭირდება საბრძოლო მასალის წარმოების ზრდა, რაც, სავარაუდოდ, 14 თებერვლის შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იქნება. მისივე თქმით, რაც უფრო სწრაფად მიეწოდება უკრაინასიარაღი, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა, მით უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეცხრე შეხვედრა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რამშტაინის სამიტი, 14 თებერვალს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის რეზნიკოვის განცხადებით, შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება უკრაინის ცის დაცვა, „სატანკო კოალიციის“ განვითარება, საბრძოლო მასალის უსაფრთხოების ზღვრის ფორმირება, უკრაინის ჯარების სასწავლო პროგრამები და სამხედრო მხარდაჭერის სტაბილურობა.
მიწისძვრიდან 182 საათის შემდეგ, თურქეთში მაშველებმა 12 წლის მოზარდი გადაარჩინეს
თურქეთის სამხრეთ ჰათაის პროვინციაში, ანტაკიის რაიონში, მიწისძვრებიდან 182 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 12 წლის ბავშვი ამოიყვანეს. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.
თურქეთში, მიწისძვრიდან 181 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ძმები გამოიყვანეს
თურქეთის სამხრეთ ჰათაის პროვინციაში, ანტაკიის რაიონში ორი ძმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. წარმატებული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დამანგრეველი მიწისძვრიდან 181 საათის შემდეგ ჩატარდა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. სააგენტო სხვა დეტალებს არ ავრცელებს. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.
აფეთქება ბათუმში - შსს-მ გამოძიება დაიწყო
ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქემთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო. შსს აცხადებს, რომ ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები და „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რომის პაპი: საქართველო ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი, როცა გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ
რომის პაპმა ფრანცისკემ, საქართველოზე საუბრისას, ვატიკანში ვიზიტით მყოფ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას განუცხადა, რომ „საქართველოს ისტორია აღსავსეა სიბნელიდან ნათელში გადასვლის ფაქტებით. პონტიფიკოსის მიმართვის სრული ტექსტი წმინდა საყდრის ნუნციომ საქართველოში, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკურმა გაავრცელა. „საქართველოს ისტორია აღსავსეა სიბნელიდან ნათელში გადასვლის ფაქტებით, რამეთუ თქვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი როცა საუკუნეების მანძილზე გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ. არ მავიწყდება ის მიწები, რომლებიც ჯერ კიდევ წართმეული გაქვთ. მუდამ ხალისიანი და მამაცი, სტუმრისა და სიცოცხლის მოყვარე ერი, ყველაზე შავბნელ პერიოდებშიც კი, სწორედ რწმენისა და კულტურის წყალობით ინარჩუნებდა ოპტიმისტურ განწყობას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია როლი კათოლიკური ეკლესიისა, რომელმაც ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ქართველი ერის კულტურასა და ისტორიას”, - აღნიშნა პაპმა. შეხვედრისას, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ „ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს“. რომის პაპის თქმით, „ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად”. მან განათლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „ხშირად სწორედ დავიწყება და გულგრილობა აბნელებს და განურჩეველს ხდის ყოველივეს ირგვლივ; ხოლო კულტურა და განათლება წარსულის ხსოვნას გვიბრუნებს და შუქს ჰფენს აწმყოს. ეს აუცილებელია ახალგაზრდის და, საერთოდ, მთელი საზოგადოების ზრდისთვის”. „როგორც შევიტყვე, კეთილშობილ ქართულ ენაში ტერმინი „educazione“ (“აღზრდა”) ჟღერს როგორც „განათლება“. ეს ძალზე საინტერესოა, რადგან მომდინარეობს სიტყვიდან „ნათელი“ და გულისხმობს უვიცობის წყვდიადიდან ცოდნის სინათლისკენ სვლას. აღზრდა თქვენებურად ნათლისკენ მობრუნებაა, განათლების სინონიმია. ეს ძალზე ნიშანდობლივია - ბნელ ოთახში სანთლის ანთებას ჰგავს; არაფერი იქ არსებული არ იცვლება, მაგრამ ყოველი საგანი სხვაგვარად წარმოჩნდება. სწორედ ასეთია თქვენს უნივერსიტეტში მიღებული განათლება, რომელიც ყველაფრის შუაგულში ადამიანის პიროვნულ ღირსებას მოიაზრებს”, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ. პონტიფიკოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაც ახსენა და აღნიშნა, რომ როცა სევდა შემოაწვება, მის მუსიკას უსმენს. „მახსენდება პატრიარქი ილია - დიდი ადამიანი! როცა სევდა შემომაწვება, მის მუსიკას ვუსმენ, მის სიმღერებს და თავს უკეთ ვგრძნობ! ბრავო! - ღვთისკაცი, რომლის სახესაც ჩემს ლოცვებში ვატარებ და რომლის ძვირფას მუსიკალურ ქმნილებებსაც შთაგონებით ვუსმენ. გულში ვინახავ მასთან შეხვედრებს, განსაკუთრებით, საპატრიარქო ტაძარში, როცა ერთმანეთის გვერდით ვიდექით, ნიშნად ქრისტეს კვართისა, რომელიც სახარებაში აღწერილია, როგორც „არა ნაკერი, არამედ თავიდან ბოლომდე ნაქსოვი“ (იო 19, 23) და რომელიც გადმოცემისამებრ, ეკლესიის ერთიანობას, ქრისტეს სხეულს განასახიერებს. თქვენი უნივერსიტეტი ნათელი მაგალითია კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების ნაყოფიერი თანამშრომლობისა კულტურისა და განათლების სფეროებში. არ მავიწყდება ჩინებული ღვინო, პატრიარქმა ილიამ რომ გამასინჯა - მაგარი, მაგრამ ძალიან კარგი!“, - განაცხადა რომის პაპმა.
ზურაბიშვილი ნიკოს ქრისტოდულიდისს კვიპროსის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი ნიკოს ქრისტოდულიდისს კვიპროსის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი ერებს შორის კავშირებისა და თანამშრომლობის უფრო გაღრმავებას იმედოვნებს. „ჩვენს ქვეყნებს, ევროპული ოჯახისაკენ (მიმავალი) საერთო წარსული და საერთო ღირებულება აქვთ. ველი თქვენთან ერთად მუშაობას, რათა ჩვენს ერებს შორის თანამშრომლობა და კავშირები უფრო ძლიერი და ღრმა გახდეს. მადლობას ვუხდი ნიკოს ანასტასიადესს საქართველო-კვიპროსს შორის პარტნიორობის გაღრმავებისთვის გაწეული ძალისხმევისა და ჩვენს ევროპულ გზაზე საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის Twitter პოსტში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ეწვევა
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი რუსეთს ევროპული დიპლომატიური ტურის ფარგლებში ეწვევა, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ორშაბათს. ვან ის ცხრადღიანი მოგზაურობა, რომელიც სამშაბათს იწყება, ასევე მოიცავს ვიზიტებს საფრანგეთში, იტალიაში, უნგრეთსა და გერმანიაში, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც ისაუბრებს. „საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი რუსეთში ფოკუსირებული იქნება აზრთა სიღრმისეულად გაცვლაზე ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარების მომდევნო ეტაპთან დაკავშირებით, ასევე, საერთაშორისო და რეგიონულ მწვავე საკითხებზე, რომლებიც საერთო შეშფოთებას იწვევს", - განაცხადა სპიკერმა CNN-ის ცნობით.
როგორია ნამდვილი, გაცნობიერებული, უპირობო სიყვარული?
ბლოგის ავტორი: ემოციური ინტელექტის ქოუჩი, თამუნა ჩიჩუა როგორია ნამდვილი, გაცნობიერებული, უპირობო სიყვარული? ვისაც ნამდვილად უყვარხარ - ის არავის არ გადარებს. მოსწონხარ ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ - მოწესრიგებულიც, გაწეწილიც, ჯანმრთელიც, ვირუსიანიც, მხიარულიც, მოწყენილიც, ჭკვიანიც, აღიარებულიც, წარუმატებელიც და შეცდომებიანიც. ვისაც ნამდვილად უყვარხარ - მისი პრიორიტეტი ხარ. შენი ადგილი მის თავში, გულში და ცხოვრებაში ხელშეუხებელია. იმიტომ კი არა რომ სხვაზე უკეთესი ხარ, უბრალოდ შენ ამოგირჩია 7 მილიარდ ადამიანს შორის. ვისაც ნამდვილად უყვარხარ - ის მოთხოვნის კი არა, გაცემის რეჟიმშია. ფიქრობს შენს საჭიროებებზეც. გიწილადებს საკუთარ დროს და გითმობს რესურსებს. არა იძულებით, არამედ სიხარულით. იმიტომ, რომ შენი ბედნიერება მისი ბედნიერებაა. ვისაც ნამდვილად უყვარხარ - ის შეგნებულად და გაცნობიერებულად თმობს სიამოვნებას, რომელიც შეეძლო მიეღო შენს გარეშე. ერთგულია ყველაზე რთულ მომენტებშიც და თუ დაგჭირდა, მშვიდად იტანს დისკომფორტს შენს გამო. და ამ ყველაფერს აკეთებს არა გამრავლების ინსტიქტის, შიშის, გადარჩენის, ანგარების ან ვალდებულების გამო.. არამედ სიყვარულით - თავის ნებით და გადაწყვეტილებით, ლაღად და ხალისიანად. და ამისთვის არაფერს ელის სანაცვლოდ. ვისაც ნამდვილად უყვარხარ - ის გაძლევს განვითარების უფლებას. გაძლევს არჩევანის თავისუფლებას. არ ახდენს ძალადობით ან მანიპულირებით შენს შეჩერებას ნებისმიერ ურთიერთობაში.. ესმის რომ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ და თვითონ ირჩევ ცხოვრების გზას. იდეალურია არა? მხოლოდ ასეთ გაცნობიერებულ, უპირობო - ორმხრივ - სიყვარულზე დაფუძნებულ ურთიერთობაშია სიმშვიდე და ბედნიერება.. სხვა ყველაფერი - გამოგონილი, სხვებისთვის საჩვენებელი, დროებითი, გულდასაწყვეტი, არაფრის მომცემი სიცარიელეა.. უნდა გაიზარდო საკმარისად, რომ არ ეძებო სიცარიელე. წყარო
ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტს სუპერიახტა და სახლები ჩამოართვეს
სამხრეთ აფრიკის ოფიციალურმა პირებმა დააკავეს სუპერიახტა და ორი სასახლე, რომლებიც ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტს, თეოდორო ნგემა ობიანგს ეკუთვნის. სასამართლომ ხსენებული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადგილობრივმა ბიზნესმენმა, დანიელ იანსე ვან რენსბურგმა ობიანგის წინააღმდეგ პროცესი მოიგო. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბიზნესმენმა უკანონო დაკავებისა და წამებისთვის კომპენსაციის სახით, დაახლოებით 2.2 მილიონი დოლარი (1.8 მილიონი ფუნტი სტერლინგი) მოითხოვა. ვიცე-პრეზიდენტს, მსოფლიოს ყველაზე დიდი ხნის მმართველის შვილს, ამ საქმეზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მას და პრეზიდენტს, თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგოს დიდი ხანია, ადანაშაულებენ იმაში, რომ ნავთობით მდიდარ ეკვატორული გვინეის რესურსებს ბოროტად იყენებენ.
ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა წარადგინა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი წარადგინა. ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რობინ დანიგენი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს. 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა. ის 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგანი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. რობინ დანიგანი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე. საქართველოში ამჟამად კელი დეგნანი მუშაობს აშშ-ის ელჩად. კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაითუპა, ხუთი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს. ამასთან, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ამ ეტაპზე ბრალდებული დაკავებული არ არის და მომხდარის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.