ძებნის რეზულტატი:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს მოსამართლის განჩინება გადაეცათ

განჩინება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ამიტომ დაცვის მხარე მას მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს, - მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარეს მოსამართლის გადაწყვეტილების განჩინება გადაეცა. "ტოქსიკოლოგის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული და საჭიროებს კვლავ კვლევების გაგრძელებას მისი მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით. ასევე აკრიტიკებს ქალბატონ ჯიშკარიანს და ამბობს, რომ სასამართლო პროცესიდან გაძევებული იქნა მისი არაეთიკური საქციელის გამო და სასამართლო პროცესზე წესრიგის დარღვევისთვის - რადგანაც ასე იქცეოდა აქედან გამომდინარე უნდობლობას ვუცხადებ მასო. ასევე საეჭვოდ მიიჩნია ბატონი თოიძისა და ქალბატონი ლალი ჯავაშვილის საექსპერტო დასკვნაში მათი ობიექტურობა. ეს გადაწყვეტილება, რაც მე წავიკითხე არის უკანონო, დაუსაბუთებელი და გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. რასაც ჩვენ ვუყურებთ პროპაგანდისტულ არხებზე ამდენი თვეების განმავლობაში, გადატანილია ფურცელზე. რაც ჩვენ მოვისმინეთ, ამ გადაწყვეტილებას სასამართლოსთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებზე, პროპაგანდისტი პირების მიერ განცხადებებზე აწყობილი განჩინება", - თქვა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

თურქი მაშველები ამბობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ხმები კვლავ ისმის - CNN

თურქეთის სამაშველო ჯგუფები აცხადებენ, რომ 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგაც ესმით ხმები ნანგრევებიდან, რაც უფრო მეტი ადამიანის გადარჩენის იმედს აჩენს. ამის შესახებ სტატია CNN-მა მოამზადა. კაჰრამანმარაშის რეგიონში მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 18 წლის ბიჭი და ასევე, კაცი - ერთი დღის შემდეგ, რაც მათ 10 წლის გოგო გადაარჩინეს. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 31600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3600-ს მიაღწია. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 9200-ზე მეტი უცხოელი პერსონალი მონაწილეობს ქვეყნის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში, ხოლო 100-მა ქვეყანამ შესთავაზა დახმარება ანკარას.

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მას თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ.    

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლის გასწვრივ განთავსდება სპეციალური ბარიერები, - შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე, ამოღებული და შესწავლილია მოქალაქეების მიერ გადაღებული, ფაქტის ამსახველი კადრები. აფეთქება ბათუმში - შსს-მ გამოძიება დაიწყო „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინა და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამოღებული და შესწავლილია მოქალაქეების მიერ გადაღებული, ფაქტის ამსახველი კადრები. პოლიციამ უკვე გამოკითხა თვითმხილველები. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწრაფმავალი კატარღებით ეტაპობრივად ახდენენ ბათუმისა და ფოთის მიმდებარე აკვატორიის, ასევე, ნავსადგურების დათვალიერებას, აგრეთვე ახორციელებენ ანაკლიიდან სარფამდე სანაპირო ზოლის მონიტორინგს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები სპეციალური დრონების საშუალებით პერიოდულად მონიტორინგს ახორციელებენ. მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ და კოორდინირებულად მუშაობენ. ნებისმიერ შეტყობინებასა თუ ინფორმაციაზე ოპერატიულ რეაგირებას მოახდენს კრიმინალური პოლიცია. სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის მეშვეობით მოახდენენ სანაპირო ზოლის დაცვის მონიტორინგს, განახორციელებენ უსაფრთხოების შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ამასთანავე, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მეთევზეებთან, სანაოსნო-სატრანსპორტო საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლის გასწვრივ განთავსდება სპეციალური ბარიერები. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გამოიცა სპეციალური ცირკულარი, ნავიგაციის უსაფრთხოების ზომების შესახებ. ნავსადგურების კაპიტნებისა და ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის, კომერციული, სატრანსპორტო და სატვირთო გემების, აგრეთვე თევზსაჭერი სეინერების წარმომადგენლების ინფორმირება. რეგიონში არსებული ვითარების გამო, ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა შავი ზღვის მიმდებარე სხვა სახელმწიფოებშიც. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტსა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, გასული წლის განმავლობაში განხორციელდა ინფორმაციის მოწოდება, კერძოდ, ბულგარეთის შავი ზღვის სასაზღვრო საკოორდინაციო და საინფორმაციო ცენტრიდან და თურქეთის ეროვნული საკოორდინაციო ცენტრიდან მიღებულ იქნა ინფორმაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების საზღვაო სივრცეში (თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და უკრაინა) აღმოჩენილი მცურავი ნაღმების შესახებ. ასევე გვეცნობა, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების (შტორმი) შედეგად, შესაძლებელია, მცურავი ნაღმები შემოტანილ იქნას საქართველოს საზღვაო სივრცეში. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ზღვაში ან სანაპირო ზოლზე საეჭვო ნივთის შემჩნევის ან აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტ „112“-ს და დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია“,-აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.  

მოლდოვამ საჰაერო სივრცე დახურა - Reuters

მოლდოვის საჰაერო სივრცე სამშაბათს დაიხურა და დაგეგმილი ფრენები გაუქმდა, განაცხადა ავიაკომპანია Air Moldova-მ. იუწყება Reuters-ი. კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტის წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო მიიღეს. „ძვირფასო მგზავრებო, ამ წუთებში მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაკეტილია. ჩვენ ველოდებით ფრენების განახლებას“, - წერს მოლდოვის მთავარი ავიაკომპანია Air Moldova Facebook-ზე. მოლდოვას მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინულმა მხარემ მოლდოვას გადასცა კრემლის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 13 თებერვალს. „ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მომზადების მქონე პირთა მიერ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმას და მძევლების აყვანას“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა ბრიფინგზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ რუსეთის გეგმა მოიპოვა, რომლის თანახმად, კრემლი მოლდოვაში დესტაბილიზაციას გეგმავდა.

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6583 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6619 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0036 ლარი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8585 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8429 ლარს შეადგენდა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1410 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტი, რომელიც 3.2410 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 15 თებერვლიდან შევა ძალაში.  

ჯანმო: თურქეთში მომხდარი მიწისძვრა საუკუნის ყველაზე საშინელი ბუნებრივი კატასტროფაა ევროპაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გასულ კვირას მომხდარი ძლიერი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი თურქეთში იყო, ბოლო 100 წლის განმავლობაში, ევროპის რეგიონში, ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურება იყო. 6 თებერვალს 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რასაც მოჰყვა დიდი ბიძგები, 35000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია თურქეთსა და სირიაში. „ჩვენ ვხედავთ ყველაზე საშინელ სტიქიას WHO-ს ევროპის რეგიონში საუკუნის განმავლობაში და ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ მის მასშტაბებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ პრესკონფერენციაზე.  

ნორვეგია უკრაინაში Leopard2-ის ტიპის 8 ტანკს გაგზავნის

ნორვეგიის ხელისუფლება უკრაინას Leopard-ის ტიპის 8 ტანკს გაუგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. მისი შეფასებით, უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზას უახლოვდება. ნორვეგია ასევე გამოყოფს სახსრებს საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილებისთვის, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. ნორვეგიას, რომელსაც არქტიკაში რუსეთი ესაზღვრება, სულ 36 Leopard 2-ის ტიპის ტანკს ფლობს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.

ლოიდ ოსტინი: არავის სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ, თავს დაესხან მშვიდობიან მეზობლებს და დაარღვიონ მათი საზღვრები

„არავის სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ, თავს დაესხან მშვიდობიან მეზობლებს, დაარღვიონ მათი საზღვრები და დაბომბონ ხალხი“, - ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. ოსტინის განცხადებით, გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები ერთობლივად მუშაობენ Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის მიწოდებაზე. „საკონტაქტო ჯგუფმა მკაფიოდ განმარტა, რომ მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. უკრაინას მივაწვდით იმ დახმარებას, რასაც დავპირდით. ამ ქვეყანას აქვს გადაუდებელი საჭიროებები. უკრაინის პრეზიდენტმა რამშტაინის ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი სამხედრო აღჭურვილობა. გვაქვს შესაძლებლობა და გვიერთდება ჩვენი კარგი მეგობარი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი. ომიდან ერთი წლის თავზე ჩვენ ისეთი ერთიანნი ვართ, როგორც არასდროს. ვიცი, რომ ჩვენი ერთიანობა მხოლოდ გაძლიერდება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავეს, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია - შსს

პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. ნივთმტკიცების სახით კი ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: "ჰეროინი", „კოკაინი“, "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", „სუბოქსინი“, „ექსტაზი“, „ლსდ“, „მეტადონი“, "კეტამინი", "მეფედრონი", "მეტამფეტამინი", "მდმა", "ამფეტამინი", ე.წ. ბიო, "მარიხუანა", „ტრამადოლი“ და სხვ. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადების, გასაღების მცდელობის, ასევე, ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1968 წელს დაბადებული ა.კ., 1989 წელს დაბადებული ზ.გ., 2004 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1967 წელს დაბადებული გ.მ., 2004 წელს დაბადებული გ.ჭ., 1987 წელს დაბადებული გ.ა., 1980 წელს დაბადებული გ.რ., 1990 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ზ.მ., 1967 წელს დაბადებული ფ.ნ., 1994 წელს დაბადებული ს.ყ., 1985 წელს დაბადებული ნ.ბ., 2002 წელს დაბადებული მ.პ., 1994 წელს დაბადებული გ.ა., 1980 წელს დაბადებული დ.თ., 1974 წელს დაბადებული გ.ა., 2004 წელს დაბადებული პ.ჯ., 2000 წელს დაბადებული ლ.მ., 2003 წელს დაბადებული ა.ლ., 2001 წელს დაბადებული მ.მ., 1979 წელს დაბადებული დ.ა., 1999 წელს დაბადებული ფ.შ., 2001 წელს დაბადებული ე.ა., 1982 წელს დაბადებული ი. ძ., 1972 წელს დაბადებული გ.ხ., 1966 წელს დაბადებული მ.შ., 1994 წელს დაბადებული ი.ჯ., 1966 წელს დაბადებული ბ.თ., 1963 წელს დაბადებული ნ.ვ. , 2001 წელს დაბადებული ბ.ბ., 1993 წელს დაბადებული თ.ხ. ასევე ნარკოდანაშაულისთვის არიან დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები : 1993 წელს დაბადებული მ.ს., 1990 წელს დაბადებული ი.კ., 1997 წელს დაბადებული ნ.ბ., 1969 წელს დაბადებული ე.ა., 1979 წელს დაბადებული დ.ქ., 1992 წელს დაბადებული ა.ა., 1996 წელს დაბადებული ნ.ზ., 2001 წელს დაბადებული ს.რ., 1984 წელს დაბადებული ე.რ., 1986 წელს დაბადებული ი.ა., 1989 წელს დაბადებული ბ.მ., 1979 წელს დაბადებული დ.ჩ., 2004 წელს დაბადებული ს.ბ., 1986 წელს წელს დაბადებული ე. გ., სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: "ჰეროინი", „კოკაინი“, "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", „სუბოქსინი“, „ექსტაზი“, „ლსდ“, „მეტადონი“, "კეტამინი", "მეფედრონი", "მეტამფეტამინი", "მდმა", "ამფეტამინი", ე.წ. ბიო, "მარიხუანა", „ტრამადოლი“ და სხვ." აცხადებს შსს. გამოძიება 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 262-ე, 273 პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მოლდოვამ საჰაერო სივრცე გახსნა

მოლდოვამ საჰაერო სივრცე ისევ გახსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო სივრცის დახურვის მიზეზად სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა. მოლდოვამ საჰაერო სივრცე დახურა - Reuters მისივე თანახმად, დამატებით დეტალებზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.  

85 მეხანძრე-მაშველი როტაციის მიზნით თურქეთში გაემგზავრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 85 მეხანძრე-მაშველი, როტაციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში გაემგზავრა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური ავრცელებს. ქართველი მეხანძრე-მაშველების ახალი ჯგუფი იმ მეხანძრე-მაშველებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ამ დრომდე ახორციელებდნენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს. მუშაობას განაგრძობენ ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები. ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს. ადგილზე მოწყობილი საველე შტაბი ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან კოორდინაციით მუშაობს. ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით. სამაშველო ჯგუფი, ასევე აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით. ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.

მეუფე იაკობი: პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე პატრიარქი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი „აბსოლუტურად არ ყოფილა“. მისივე თქმით, „სინოდის სხდომა მაშინ დაიწყო, როცა უნდა დაწყებულიყო“. „ზღაპრებს ნუ მიყვებით! პატრიარქს, როცა ირჩევენ, ჯვარი წერია... პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს!“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. დღეს სინოდის სხდომა გაიმართა. განჩინება ჯერ არ გასაჯაროებულა. „საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში. სხდომა 12:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.  

მეუფე იაკობის თქმით, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია დროებით პატრიარქის დაქვემდებარებაში გადავა

დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია დროებით პატრიარქის გამგებლობაში გადავა. შესაბამისი განცხადება მედიასთან მეუფე იაკობმა გააკეთა. ამის შესახებ სინოდის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. „ზენონი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრებოდა. პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება დიდი ბრიტანეთის ეპარქია“, - აღნიშნა თავის მხრივ, მეუფე გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებთან. „რაც ის მძიმე ომი დაიწყო უკრაინაში, სინოდი არ შეკრებილა და პირველად შევიკრიბეთ. ჩვენ თანაგრძნობა გამოვხატეთ, რადგან ძალიან დიდი ტრაგედია ხდება და გვინდა, რომ ომი სწრაფად დამთავრდეს და ომის დასრულდეს ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს. იმ ადამიანების მწუხარება გავიზიარეთ, მთელი მსოფლიოსთვის ტრაგედიაა, იქ რაც ხდება. ხომ ვიცით, იქ რაც ხდება?! ასევე, გავიზიარეთ თურქეთში მიწისძვრის შედეგები, თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიოს პატრიარქს მივუსამძიმრეთ. სირიაში უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს მივუსამძიმრეთ. იცით, რომ სირიის სახელმწიფო ჩვენდამი ისეა განწყობილი და აფხაზეთი აღიარა. ჩვენი ეკლესია იდგა იქ, სადაც საქართველოა და ქართველი ხალხია. ასევე, განვიხილეთ მაკედონიის საკითხი და ჩრდილო მაკედონიის სახელმწიფოში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირს ვამყარებთ. უკრაინის ეკლესიის თემა ცოტა სხვანაირი თემაა და ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. უკრაინის ეკლესიასთან სხვა დამოკიდებულებაა და იქ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებში თვითონ დედა ეკლესიებმა გადაწყვეტილება მიიღეს. იქ მარტო სტატუსია დამოკიდებული ჩრდილო მაკედონიაში არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე და მაგის მერე გადაწყდება, როგორც გადაწყდება და იმ სტატუს ჩვენც შევუერთდებით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა მედიასთან. წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა. საქართველოს საპატრიარქომ ეს ინფორმაცია 18 ნოემბერს გაავრცელა.  

რომის პაპი: ქართველები იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს

„ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს ამავე დროს, ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად“, - ამის შესახებ რომის პაპმა განაცხადა. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი რომის პაპთან შეხვედრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. პაპმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა ქართველ დიპლომატზე, სულხან-საბა ორბელიანზე, რომლის სახელსაც ატარებს უნივერსიტეტი და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი, იმსახურებს ფართო გზასა და შესაძლებლობებს:  „ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს ამავე დროს, ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად. რომის პაპი: საქართველო ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი, როცა გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ მაგალითის სახით, აქაც სინათლეს მოვიშველიებ, რომელიც იმისთვის კი არ არსებობს, რომ თვითონ გამოჩნდეს, არამედ იმისთვის რომ სხვას გაუნათოს ირგვლივ და მის იქით არსებული სივრცე. ასეა კულტურაც, რომელიც ახალ ჰორიზონტებს ხსნის და საზღვრებს აფართოებს. ამიტომაც, გისურვებთ იქცეთ „საამურ შუქად“ ახალგაზრდობისთვის და მადლობას მოგახსენებთ თქვენი საქმიანობისათვის”, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ. მან სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას 13 თებერვალს, ვატიკანში უმასპინძლა.   შეხვედრას უნივერსიტეტის დამფუძნებლები, პროფესორები, საბაუნის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.  

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან МГИМО-ს კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს - მინისტრი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს განცხადებით, დეკომუნიზაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებითა და ლუსტრაციის კანონის შედეგად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს. მისი თქმით, ეს უნივერსიტეტი „იყო ინვესტიცია რუსული იმპერიალიზმის საქმიანობაში“ და „საბჭოთა რბილი ძალის ნაწილი“. „კურსდამთავრებულები უნდა ემსახურებოდნენ ამ იმპერიის საქმეს. МГИМО-ს კურსდამთავრებულების საშუალებით, საბჭოთა და შემდეგ უკვე რუსეთის ხელისუფლებას თავიანთი ინტერესების რეალიზება სურდა. კომუნიზმი არ ყოფილა ლოკალური მოვლენა და ეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სპეცსამსახურებით. ეს იყო ტოტალური სისტემა, ამიტომ, მთავრობა იყო სამი ტიპის: პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური და ყველაფერი კონტროლდება სამსახურების მიერ. ამიტომ, გაჩნდა დეკომუნიზაციის საჭიროება“, - განაცხადა ზბიგნევ რაუმ.  

ნორვეგიის დაზვერვა: ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთმა ბალტიის ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით გემების განლაგება დაიწყო

30 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთმა ბალტიის ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით შეიარაღებული გემების განლაგება დაიწყო. Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ნორვეგიის დაზვერვის სამსახურმა ყოველწლიურ ანგარიშში განაცხადა. მისივე თანახმად, ატომური პოტენციალის ძირითადი ნაწილი განლაგებულია რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ფლოტის წყალქვეშა ნავებზე და წყალზედა გემებზე. ამასთან, ჩრდილოეთ ფლოტის ხომალდები, ცივი ომის დროს, რეგულარულად გადიოდნენ ზღვაში ბირთვული იარაღით, მაგრამ თანამედროვე რუსეთის ფედერაციამ ეს პირველად გააკეთა. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ასევე აქვს წყალქვეშა ნავები, ანტისატელიტური იარაღი და კიბერ შესაძლებლობები, რომლებიც შეიძლება, დაემუქროს ნორვეგიას და NATO-ს, ტაქტიკური ბირთვული იარაღი წარმოადგენს „განსაკუთრებით მნიშვნელოვან საფრთხეს რამდენიმე ოპერაციულ სცენარში, რომლებშიც შესაძლოა, NATO-ს ქვეყნები იყვნენ ჩართულნი" , - აღნიშნულია მოხსენებაში.  

მარკ მილის თქმით, რუსეთის ძალებს კიევზე შეტევის შესაძლებლობა ამჟამად არ აქვთ

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალებს კიევზე შეტევის შესაძლებლობა ამჟამად არ აქვთ. მისივე თქმით, რუსებმა უკვე დაიწყეს ახალი შეტევა ბახმუტში, აღმოსავლეთ უკრაინაში. „რუსეთმა იქ თავისი ძალები გააერთიანა და ბრძოლა შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს“. გენერლის თქმით, ბახმუტის ირგვლივ უკრაინის თავდაცვის ძალები იგერიებენ მტრის, ძირითადად, „ვაგნერის“ ჯგუფის თავდასხმებს.  

აზერბაიჯანული მედია შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარების გზებზე წერს

„შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის დაჩქარების მიზნით, აუცილებელია, არსებული ინფრასტრუქტურული შეზღუდვები რამდენიმე მიმართულებით დაიძლიოს, ძირითადად ყაზახეთსა და საქართველოში“, ამის შესახებ Report.az-ს ტრანსპორტის საკითებში ექსპერტმა რაუფ აგამირზაევმა განუცხადა. მისი თქმით, შუა დერეფანი რუსეთში გამავალი მარშრუტების ალტერნატივაა. „თუმცა, შუა დერეფნის სხვადასხვა სეგმენტზე არის დაბალი გამტარუნარიანობის მონაკვეთები. ყაზახეთი შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური ქვეყანაა. გასულ წელს ყაზახეთის მიერ ამ მარშრუტით გადაზიდული საქონლის მოცულობა 2021 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაიზარდა და 1,5 მილიონ ტონას მიაღწია. ყაზახეთი ალმათის მიმართულებით მესამე სასაზღვრო გამშვებ პუნქტს აშენებს. მაგრამ ყაზახეთის საპორტო ინფრასტრუქტურას არ შეუძლია ტვირთის დიდი მოცულობის გადატანა, მას გაფართოება სჭირდება. ყაზახეთის მთავარი ინტერესი ნავთობის, ქვანახშირის, ურანის ტრანსპორტირებაა, მაგრამ ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ჩინური კონცეფცია მიზნად ისახავს კონტეინერების მოძრაობის გაზრდას. ამ კონტექსტში აუცილებელია აქტაუსა და კურიკის პორტების ინფრასტრუქტურის გაფართოების სამუშაოს ჩატარება“. აღამირზაევმა აღნიშნა, რომ ბაქოს პორტის მეორე ფაზის მშენებლობაზე მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყება. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო ასევე არის შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა: „ამჟამად საქართველოსთვის პრიორიტეტულია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. პორტი შეძლებს წელიწადში 100 მილიონ ტონამდე ტვირთის და ერთ მილიონამდე კონტეინერის მიღებას. პანამაქსის ტიპის გემები ამ ნავსადგურში დაიძრებიან“. ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გასწვრივ გზებისა და რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულებას 2024 წელს ელოდება. „თურქეთმა რკინიგზის გაფართოების პროექტი გამოაცხადა. ეს არის უზარმაზარი პროექტი. მოსალოდნელია, რომ 30 წლის განმავლობაში თურქეთის ინფრასტრუქტურაში 190 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ თანხის დაახლოებით 63% ყოველწლიურად განხორციელდება რკინიგზაში. ეს იმიტომ, რომ რკინიგზის პოტენციალი დიდია, მაგრამ გამტარუნარიანობა მის პოტენციალზე ბევრჯერ დაბალია“, - განაცხადა ექსპერტმა. გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა - ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს ცნობისათვის, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.  ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.

თურქეთში მიწისძვრიდან 205 საათის შემდეგ, 35 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს

თურქეთში, კაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრიდან 205 საათის შემდეგ, 35 წლის ქალი ნანგრევებიდან გამოიყვანეს, იტყობინება თურქული სააგენტო Anadolu. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ ჰათაის პროვინციაში, ანტაკიის რაიონში, დამანგრეველი მიწისძვრიდან 209 საათის შემდეგ, წყვილი ამოიყვანეს ნანგრევებიდან. სამხრეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 35 410 ადამიანი დაიღუპა. 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაშიც, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. საერთო ჯამში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.