ძებნის რეზულტატი:
გაერო: სირიაში დაზარალებულების დასახმარებლად, კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნება
სირიაში დაზარალებულების დასახმარებლად, კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნება - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. "ეს ბევრ რამეს შეცვლის. ჩვენ ამჟამად, მხოლოდ ერთ სასაზღვრო კორიდორს ვიყენებდით", - უთხრა BBC-ს გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ანტონიო გუტერეშმა. ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.
შსს: ხობში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ზ.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ნაცნობს - 1974 წელს დაბადებულ ხ.ლ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.უ მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება ცნობილი განსახილველი საკითხები - დეკანოზი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ჯერ უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ სინოდის სხდომაზე. „როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება საკითხები ცნობილი. დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს გამოიტანს. არ ყოფილა, მიხეილ სააკაშვილზე საკითხზე საუბარი და არ მგონია, ეს საკითხი იყოს, არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად", - აღნიშნავს ჯაღმაიძე. ცნობისთვის, საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
2022 წელს ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯები 10.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 5.4 მილიონი შემოსვლა, რაც 2.9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 4.7 მილიონი შეადგინა, რაც 2.7-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, უწყების მონაცემებით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 3.9 მილიონს მიაღწია, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 3.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 77.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 18.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. „2022 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 915.1 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 18.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.1 მილიონი), თურქეთის (925.6 ათასი) და სომხეთის (742.6 ათასი) მოქალაქეების მიერ. ვიზიტორების უმრავლესობა, 48.0 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 38.9 პროცენტს შეადგენდა“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში. 2022 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 53.6 პროცენტი განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა კი განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 2.6 მილიონი და 2.1 მილიონი ვიზიტი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 69.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 10.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 297.7 ლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, ერთი მლნ ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო. სამინისტროს ინფორმაციით, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს. ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მოხდა.
ხორბლის გარკვეული მარაგები ქვეყანაში არსებობს - „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე
„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ამჟამად პური სტაბილურად მიეწოდება მოსახლეობას და ფასებიც შედარებით სტაბილურია. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოში წისქვილების უმეტესობა არ მუშაობს. „ფქვილის მწარმოებლებს ჰქონდათ თავიანთი წინადადებები, რომ ფქვილი დაბეგვრილიყო და მერე ეს სტაბილიზაციაში გამოყენებულიყო, მაგრამ ძალიან რთული ფორმულა იყო და გარანტიას ვერავინ იძლეოდა, რას იზამდა რუსეთის მხარე. დღეს სიტუაცია როგორ დალაგდება ზუსტად ვერავინ პროგნოზირებს. დღეს, ხვალ და რამდენიმე თვე სტაბილური მდგომარეობა იქნება“, - განაცხადა დოლიძემ "მთავარის" პრესკლუბში.
ასეთი არაფერი მინახავს, მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში - მეუფე ნიკოლოზი
ასეთი არაფერი მინახავს, მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან განაცხადა, „მიხეილ სააკაშვილი ვაზიარე და წამოვედი. ასეთი არაფერი მინახავს, მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში. ისეთი გამხდარია, ხელზე ღრმული აქვს. იწვა და ვერც მელაპარაკა ან რაზე უნდა გველაპარაკა. ფიზიკურად კომუნიკაციაც ძალიან უჭირს, ძლივს ლაპარაკობს. თვითონაც მითხრა, ასე ცუდად არ ვყოფილვარო და კიდევ, მუცლის შიდა არეში ტკივილები დაწყებული აქვს. ე.ი. სიკვდილის პირას არის, ნამდვილად. ცხოვრებაში, შემიძლია ღვთის წინაშე ვთქვა, რომ ტყუილი არ მითქვამს და რაც არ უნდა მოხდეს არც ვიტყვი. ტყუილს არ ვამბობ, ძალიან ცუდად არის. თუ მკვლელობის განაჩენი გამოტანილი არ აქვს, სასწრაფოდ უცხოეთშია გასაშვები“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
NATO-ს თვითმფრინავებმა განდევნეს რუსული SU-27-ები, რომლებიც NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს დაფრინავდნენ
ნიდერლანდების თვითმფრინავები პირველად აედევნენ რუსულ თვითვმფრინავებს SU-27, რომლებიც NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს დაფრინავდნენ. ინფორმაციას NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობა ავრცელებს. გერმანიის საჰაერო ძალების მოიერიშეების მხარდაჭერით, SU-27-ები ხსენებული სივრციდან განდევნეს. ალიანსის განმარტებით, რუსული თვითმფრინავები საჰაერო უსაფრთხოების საერთაშორისო წესების უგულებელყოფით საფრთხეს წარმოადგენდნენ საჰაერო სივრცის სხვა მომხმარებლებისთვის. თავის მხრივ, სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ორმა ჰოლანდიურმა F-35-მა პოლონეთის მახლობლად დააფიქსირა სამი რუსული სამხედრო თვითმფრინავი. Reuters-ი ამ შემთხვევაში ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ეყრდნობა.
ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად, 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული - შსს
სამართალდამცველების მიერ 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული - ფონიჭალაში, გამსახურდიას ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებები, თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. „მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რომლებთანაც წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეოჩანაწერებით და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით. ღონისძიება გრძელდება დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში და დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
ჯონ კირბი: ვლადიმერ პუტინი გენერლებს წინდებივით ცვლის
თეთრი სახლის წარმომადგელის განცხადებით, რუსეთის ძალებს ბრძოლის ველზე კვლავ ვერ უმკლავდებიან პრობლემებს, რომლებიც ერთი წლის წინ ჰქონდათ. თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალები კვლავ განიცდიან იმ პრობლემებს, რაც ერთი წლის წინ ჰქონდათ, კერძოდ, ეს მიმართულებების ლოგისტიკა, თვითუზრუნველყოფა, ერთობლივი ცეცხლის ინტეგრაცია, ცოცხალი ძალა, პერსონალი, დანაყოფის ერთიანობა. „შემიძლია, კიდევ გავაგრძელო. რუს სამხედროებს ეს პრობლემები ჯერ კიდევ არ გადაულახავთ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. ჯონ კირბის თქმით, ამას ისიც მოწმობს, რომ ვლადიმერ პუტინი ხშირად ცვლის გენერლებს. „ამას ისიც ადასტურებს, რომ, მოგეხსენებათ, ის აგრძელებს გენერლების შეცვლას ისე, როგორც მე ვიცვლი წინდებს“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
იენს სტოლტებერგი: ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ
NATO-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში განიხილავენ, თუ როგორ გაძლიერდეს პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ. ამ შეხვდრის დაწყებამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტებერგმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. იენს სტოლტენბერგმა პარტნიორებისთვის ადრეულ ეტაპზე მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ გაკვეთილის ათვისების მაგალითად უკრაინა მოიყვანა. „ვფიქრობ, ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინაში მიმდინარე ომიდან მივიღეთ, არის პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დროული და არა დაგვიანებით უზრუნველყოფა. როგორც მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის შეჭრამდე, ასევე მნიშვნელოვანია სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადნი არიან რუსული ინტერვენციის მიმართ. ამიტომ, მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა მაგალითად, საქართველო, და ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა კიბერ საკითხებთან, კრიზისების მართვასთან და უსაფრთხო კომუნიკაციასთან მიმართებით. ამდენად, დიახ, მორგებული პარტნიორობა, მორგებული მხარდაჭერა არის ნაწილი იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ისეთ პარტნიორებთან მიმართებით, როგორიცაა საქართველო“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტი ალიანსმა მადრიდის სამიტზე, ივნისში დაამტკიცა.
ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა
ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს. „15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე – კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე. 16:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად. შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. გაითვალისწინეთ, საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის. ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის შემდეგ არეალებში: სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან); 25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს; მუნიციპალური ავტოსადგომი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ორივე მონაკვეთზე, რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე; დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე. გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში. არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება სასტუმრო მგზავრებიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე; ე.წ. კუთხის ნიკორადან ანდეზიტის მიმართულებით პირველ გზაჯვარედინამდე; დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე. ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე აკრძალულია საჭაპანო და საპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი ცხოველებისა და მოტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციაში. საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში გაიმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
იაპონია აშშ-სგან Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენას გეგმავს
იაპონიის მთავრობა აშშ-სგან Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენას გეგმავს. ამის შესახებ სამშაბათს ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა იასუკაზუ ჰამადამ განუცხადა. მან არ დააკონკრეტა რაკეტების ზუსტი რაოდენობა, რომლის შეძენასაც იაპონური მხარე აპირებს. იაპონური მედიის ცნობით კი, გეგმა 2023 ფისკალურ წელს (პირველი აპრილიდან) დაახლოებით 500 Tomahawk-ის ტიპის რაკეტის შეძენას ითვალისწინებს. ამ მიზნით, 211,3 მილიარდი იენის (დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარი) გამოყოფა იგეგმება. სამხედრო ხომალდებზე რაკეტების განლაგება დაგეგმილია 2026 წელს და დასრულდება 2027 წელს, იტყობინება გაზეთი Sankei Shimbun-ი. 2022 წლის 16 დეკემბერს იაპონიის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია დაამტკიცა.
ერდოღანი: თურქეთმა სოლიდარობის გზავნილები 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიიღო, არასოდეს დავივიწყებთ ამ მეგობრობას
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა სოლიდარობის გზავნილები 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიიღო. დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მსოფლიო მთავრობის სამიტზე ვიდეომიმართვისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მაშველთა ჯგუფებმა მიწისძვრის ნანგრევებიდან 8000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანი გამოიყვანეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად დაშავებული 81 000-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოდან გაწერეს. „თურქეთი ერთ-ერთი უდიდესი სტიქიური უბედურების წინაშეა არამხოლოდ თავის ისტორიაში, არამედ კაცობრიობის ისტორიაში. არასოდეს დავივიწყებთ მეგობრობას, რომელიც თქვენ აჩვენეთ ამ ბნელ დღეს", - განაცხადა ერდოღანმა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 31600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3600-ს მიაღწია.
მაშველებმა თურქეთში, მიწისძვრიდან დაახლოებით, 198 საათის შემდეგ, ახალგაზრდა კაცი ამოიყვანეს
მაშველებმა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, შენობის ნანგრევებიდან, მიწისძვრიდან დაახლოებით, 198 საათის შემდეგ, ახალგაზრდა კაცი ამოიყვანეს. მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 85 წლის ქალი გამოიყვანეს 18 წლის მუჰამედ კაფერი ნანგრევებიდან ადიამანის პროვინციაში ამოიყვანეს. მედიის ინფორმაციით, მუჰამედ კაფერი მესამე ცოცხალი ადამიანია, რომელიც მაშველებმა სამშაბათს ნანგრევებში ნახეს. მანამდე მათ ქაჰრამანმარაშის პროვინციაში ნანგრევებიდან ორი ძმა, 17 და 21 წლის ახალგაზრდები ამოიყვანეს. ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაო. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - იუწყება დეპარტამენტი.
ერდოღანის თქმით, თურქეთში მიწისძვრის შემდეგ, მაშველებმა 8000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მაშველთა ჯგუფებმა მიწისძვრის ნანგრევებიდან 8000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანი გამოიყვანეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად დაშავებული 81 000-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოდან გაწერეს. „თურქეთი ერთ-ერთი უდიდესი სტიქიური უბედურების წინაშეა არამხოლოდ თავის ისტორიაში, არამედ კაცობრიობის ისტორიაში. არასოდეს დავივიწყებთ მეგობრობას, რომელიც თქვენ აჩვენეთ ამ ბნელ დღეს", - განაცხადა ერდოღანმა. დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მსოფლიო მთავრობის სამიტზე ვიდეომიმართვისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ თურქეთმა სოლიდარობის გზავნილები 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიიღო. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 31600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3600-ს მიაღწია.
გერმანიის ელჩი: საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობა, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის
„ჩვენ გვსურს, საქართველომ რაც შეიძლება მალე მიაღწიოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და შემდეგ გვქონდეს გაწევრიანების შესახებ წარმატებული მოლაპარაკებები, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს ხელს შეუწყობს სტაბილურობას, კეთილდღეობას, თავისუფლებას და მშვიდობას“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა The Financial-თან ინტერვიუში განაცხადა. ამავე ინტერვიუში ელჩმა ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს სატრანსპორტო კავშირების, განსაკუთრებით რკინიგზისა და პორტების, ასევე ენერგეტიკის, ციფრული სერვისების, ვაჭრობისა და ბიზნეს ლოგისტიკის გაუმჯობესებაში. „სამომავლოდ მე ვხედავ დიდ შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის. თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს სატრანსპორტო კავშირების, განსაკუთრებით რკინიგზისა და პორტების, ასევე ენერგეტიკის, ციფრული სერვისების, ვაჭრობისა და ბიზნეს ლოგისტიკის განვითარებაში“, - აღნიშნა გერმანიის ელჩმა.
იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 53 %-ით გაიზარდა - აეროპორტების გაერთიანება
2023 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 53%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 85,508 მგზავრმა ისარგებლა. შედარებისთვის, 2019 წლის იანვარში, ამავე აეროპორტში 55,895 მგზავრი დაფიქსირდა. მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. იანვარში აეროპორტში რეისები 56%-ით გაიზარდა და 294 რეისს მოემსახურა. (2019 წლის იანვარი – 188 რეისი). საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. შეგახსენებთ, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.
არ არის არანაირი ნიშანი, რომ რუსეთი ომის დასრულებას აპირებდეს - ბორელი
ეს ომი არის სასტიკი, რუსეთი განაგრძობს შეტევას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დიდი მსხვერპლით. სამწუხაროდ, არ არის არანაირი ნიშანი, რომ რუსეთი ომის დასრულებას აპირებდეს, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა. „ეს ომი არის სასტიკი, რუსეთი განაგრძობს შეტევას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დიდი მსხვერპლით. სამწუხაროდ, არ არის არანაირი ნიშანი, რომ რუსეთი ომის დასრულებას აპირებდეს. ჩვენ ვიცით რამხელა ზეწოლის ქვეშაა მოლდოვა რუსეთიდან. თქვენ იცით, რომ მოლდოვა უმასპინძლებს პოლიტიკურ დისკუსიას ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შესახებ და ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ვაჩვენოთ ყველას მოლდოვას მიმართ ჩვენი მხარდაჭერა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის დროს. საქართველო და მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში - დღეს მოგვიანებით ამ თემასაც განვიხილავთ“, - განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.