ძებნის რეზულტატი:

ბათუმში, ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ღამის კლუბში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ ახალგაზრდას შორის მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 25 წლის კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.  

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში - კობახიძე

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში, მათ შორის საზოგადოების აღქმებსაც, - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ "იმედთან" რუსული კანონის ჩაგდებაზე. "ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ეს არის ჰუმანური. განსხვავებით, იგივე წინა ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში, მათ შორის საზოგადოების აღქმებსაც. შესაძლოა, ეს აღქმა არ იყო შესაბამისობაში რეალობასთან, სინამდვილესთან, მაგრამ როდესაც გარკვეული აღქმა ყალიბდება, მას უკვე შეიძლება გაუწიო ანგარიში", - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.  

მივესალმებით მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონპროექტის უპირობო გაწვევას - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი

მივესალმებით მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონპროექტის უპირობო გაწვევას. NATO მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვიმ ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა. „NATO-მ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიგვაჩნია, რომ უკან გადადგმული ნაბიჯი იყო და მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. საქართველოსთვის, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ მივესალმებით მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონპროექტის უპირობო გაწვევას. ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად”, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვიმ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.  

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ, პარტია „გირჩის“ აქცია, სახელწოდებით - „არა მონობას“ იმართება, სადაც „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ. ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღეს 5 საათზე აქციაა პარლამენტთან ისევაა დაგეგმილი „ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯარი იყოს ნებაყოფლობითი, რომ არავინ არ გაიწვიონ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ მთავრობა ამბობს, რომ პატრიოტია, ფიქრობს მოსახლეობაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ჯარზე, ერთ-ერთი რამ რაც მისი მოვალეობაა - შექმნას სათანადო პირობები ჯარში, გადაუხადოს ღირსეული ხელფასი [ჯარისკაცებს] და მაშინ ხალხი ნებაყოფლობით წავა ჯარში”, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.  

გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი: ბერლინში საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შემდეგ ძალიან წარმატებული ისტორია დაიწერა

ITB ბერლინის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტს, ნორბერტ ფეიბიგს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავცელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ITB 2023-ზე საქართველოს წარდგენა და განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს, ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული. შეხვედრის შემდეგ გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტმა ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა შეაფასა და იმ შედეგებზე ისაუბრა რაც საქართველოს გამოფენაში მონაწილეობამ მოუტანა. „საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა იყო შთამბეჭდავი და ბრწყინვალე გადაწყვეტილება. გამოფენა ძალიან წარმატებული გამოდგა საქართველოსთვის. პანდემიის შემდეგ ტურიზმის ინდუსტრიას და ხალხს ოპტიმისტური განწყობა გაუჩნდა. საქართველომ გამოფენაზე საოცარი გახსნა მოაწყო, ასეთი ბრწყინვალე წარმოდგენა არასდროს მინახავს“, – აღნიშნა გერმანიის ტურიზმის ასოციაციის (DVR)პრეზიდენტმა. ნორბერტ ფეიბიგის განცხადებით, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველომ მიზანს მიაღწია და როგორც ტურისტულმა მიმართულებამ, დიდი ყურადღება დაიმსახურა. „საქართველოს უამრავი რამ შეუძლია, შესთავაზოს მსოფლიოს. თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. ბერლინში საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შემდეგ ძალიან წარმატებული ისტორია დაიწერა. ვფიქრობ, ძალიან ბევრს გაუჩნდება სურვილი, საქართველოს ეწვიოს. გახსნის შემდეგ დავაგემოვნე ქართული სამზარეულო, გავეცანი უმაღლესი ხარისხის ქართულ კერძებს“, – აღნიშნა ნორბერტ ფეიბიგმა.  

NATO მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს

NATO მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა. „NATO-მ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიგვაჩნია, რომ უკან გადადგმული ნაბიჯი იყო და მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ მივესალმებით მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონპროექტის უპირობო გაწვევას. NATO მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად”, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვიმ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.

აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად გამოიყენებენ ჯანდარის ტბის წყალსაცავს - მედია

ზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვარზე მდებარე ჯანდარის ტბის წყალსაცავის ერთობლივი გამოყენების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო Report-ი.   თანამშრომლობის ხელშეკრულება შპს „საქართველოს მელიორაციასა“ და „აზერბაიჯანის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის ღია სააქციო საზოგადოებას“ შორის გაფორმდა.   დოკუმენტს ხელი „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და „აზერბაიჯანის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის ღია სააქციო საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ზაქირ გულიევმა მოაწერეს.   „თანამშრომლობის ფარგლებში, გათვალისწინებულია ტრანსსასაზღვრო მდინარე მტკვარზე აშენებული გარდაბნის სარწყავი სისტემის და ჯანდარის (ჯანდარ-გიოლის) წყალსაცავის ექსპლუატაციისა და სარგებლობის საკითხები.   საქართველოს მელიორაციაში გამართულ შეხვედრაზე კოლეგებმა არსებულ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. თენგიზ ნასარიძემ სტუმრებს კომპანიის სერვისების, სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მიღწეული შედეგების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.   ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საირიგაციო კომპანიის წარმომადგენლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს“, - ნათქვამია თავის მხრივ, საქართველოს მელიორაციის Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.   ჯანდარის ტბა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. ჯანდარის ტბა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია აღმოსავლეთ საქართველოში. იგი მდებარეობს მტკვრის აუზში. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა. მისი გარკვეული ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ის საქართველოს წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის.  

აზერბაიჯანი ირანს საპროტესტო ნოტას უგზავნის

აზერბაიჯანმა ირანს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „11 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ აბას მუსავი დაიბარეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში და მას გადაეცა შესაბამისი საპროტესტო ნოტა“, - ნათქვამია განცხადებაში. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 2023 წლის 11 მარტს, 09:44 საათიდან 10:26 საათამდე, ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო თვითმფრინავმა აზერბაიჯან-ირანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, ზანგილანის რაიონის მიმართულებით ფრენა განახორციელა ბილასუვარის რაიონამდე და უკან დაბრუნდა.  

ანგოლა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში ჯარებს გზავნის - BBC

ანგოლა აცხადებს, რომ სამხედრო დანაყოფს გაგზავნის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში. კონფლიქტის ორივე მხარე - M23-ის სახელით ცნობილი მეამბოხეები და სამთავრობო ჯარები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. ამის შესახებ BBC წერს. ანგოლის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცები განლაგდებიან ცეცხლის შეწყვეტის დაკვირვების მიზნით განთავსებული მონიტორებისა და იმ ტერიტორიების დასაცავად, რომლებიც მეამბოხე ჯგუფის მიერ არის დაკავებული.  „ამბოხებულებთან ბრძოლაში დასახმარებლად, კონგოს მთავრობა ანგოლის ჯარების ჩასვლას მიესალმება. მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ეს უფრო ფართო საერთაშორისო კონფლიქტად იქცეს. 20 წელზე მეტი ხნის წინ, სულ მცირე,  აფრიკის რვა ქვეყნის არმია იბრძოდა ომში აღმოსავლეთ კონგოში, რომელიც ცნობილია როგორც - "აფრიკის მსოფლიო ომი", კონლფიქტმა უზარმაზარი ტანჯვა მოუტანა მშვიდობიან მოსახლეობას“, - წერს BBC. აჯანყებულებმა, რომლებსაც გავრცელებული ინფორმაციით, რუანდა უჭერს მხარს, განაცხადეს, რომ რამდენიმე დატყვევებული სოფლიდან უკან დაიხევდნენ. გაეროს ცნობით, კონფლიქტმა გასულ თვეში 300 000 ადამიანი აიძულა, რომ საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ორგანიზაციისთვის ცალკე შეშფოთებას იწვევს ამ ფონზე გამწვავებული ჰუმანიტარული კრიზისი. ევროკავშირმა რეგიონის დედაქალაქ გომაში დასახმარებლად მისია ახლახან დაიწყო და განაცხადა, რომ ჰუმანიტარული სააგენტოები გადატვირთულია.

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა და საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი გახდა

UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი და საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი გახდა. დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება ლას ვეგასში გამართული UFC Fight Night-ის მთავარი ბრძოლა იყო. დვალიშვილი ამ ბრძოლამდე UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილზე იყო. ხოლო მისი მეტოქე - მეორეზე. ქართველმა მებრძოლმა ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. „ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან პრინციპული იყო - რუსი მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა დამემარცხებინა. უდიდესი მოტივაცია მქონდა და მიხარია, რომ ეს გავაკეთე. ძალიან ამაყი ვარ. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს. ქართველებს, რომლებიც დარბაზში იყვნენ და აბსოლუტურად ყველას, ვინც მხარს მიჭერდა. ვიცი, რომ დღეს ბევრი უკრაინელი გულშემატკივარიც მყავდა. დიდება უკრაინას, დიდებას საქართველოს, დიდება მშვიდობას. პიოტრ იანი ამბობდა, რომ მე ნული ვარ. ვინ არის ახლა ნული?!“ - ამბობს მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.  

ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის აფეთქების შედეგად ზაპოროჟიეს ოლქში 2 ბავშვი დაშავდა

უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში დონეცკის რეგიონში რუსეთის ძალებმა ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და კიდევ ოთხი დაჭრეს. „რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 11 მარტს რუსებმა დონეცკის რეგიონის ორი მცხოვრები მოკლეს: კოსტიანტინივკასა და ტონენკეში. რეგიონში კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა", - წერს დონეცკის რეგიონულისამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პავლო კირილენკო. კირილენკოს თქმით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია, მაგრამ ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება. ამასთან, ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, რომ 11 მარტს ორმა ბავშმა დაზიანებები ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ნოვოივანივკაში, კერძო საცხოვრებელში ასაფეთქებელი ნივთის აფეთქების შედეგად. პოლიციის ცნობით, ბავშვებმა ქუჩაში უცნობი ცილინდრული ნივთი იპოვეს და სახლში მიიტანეს. ობიექტთან თამაშის დროს ის აფეთქდა. წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, ეს RKG-3 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარაა.  

ოლექსი დანილოვი: რუსეთს ეწურება მომზადებული იარაღის მარაგი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი იარაღის მარაგი ეწურება. შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსიი დანილოვმა Twitter-ზე გააკეთა. „რაკეტები და სამხედრო ტექნიკა ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა. გათვლები იყო ბლიცკრიგისთვის და არა ბლიცუტილიზაციისთვის“, - წერს დანილოვი.  

ISW: ბახმუტში რუსული ძალების წინსვლა დადასტურებული არ არის

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, 11 მარტისთვის ბახმუტში რუსეთის წინსვლაზე დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. ამის შესახებ ინსტიტუტის ახალ ცნობებშია საუბარი. მისივე თანახმად, უკრაინული და რუსული წყაროები განაგრძობენ ქალაქში მძიმე ბრძოლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, მაგრამ „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად ჩერდებიან ურბანულ რაიონებში, როგორიცაა AZOM-ის ინდუსტრიული კომპლექსი. მას უჭირს მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა. აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ბახმუტი შვიდ თვეზე მეტია, რუსეთის მთავარი სამიზნეა. 11 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერმა სერხი ჩერევატიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ბოლო ერთი დღის განმავლობაში ბახმუტში მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს. ჩერევატის ცნობით, 221 ჯარისკაცი დაიღუპა და 314 დაიჭრა. უკრაინული და რუსული ძალები დიდ დანაკარგებს ხედავენ. რუსეთის თავდასხმა ბახმუტზე დიდწილად ეყრდნობა კერძო სამხედრო კომპანია Wagner Group-ს. მიუხედავად დაძაბულობისა ბახმუტში, უკრაინამ გადაწყვიტა, არ გაეყვანა ჯარები ქალაქიდან. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობით, „ვაგნერმა" დაიპყრო აღმოსავლეთ ბახმუტის უმეტესი ნაწილი. ამასთან, მდინარე, რომელიც ქალაქის ცენტრში მიედინება, ახლა ფრონტის ხაზს წარმოადგენს. დაზვერვის ვარაუდით, „ვაგნერის" ძალებისთვის უაღრესად რთული იქნება წინსვლა, რადგან უკრაინამ საკვანძო ხიდები გაანადგურა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინისთვის გაცემული დახმარება არის ინვესტიცია გლობალურ მშვიდობაში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინისთვის გაცემული დახმარება არის ინვესტიცია გლობალურ მშვიდობაში და საერთაშორისო მხარდაჭერით, უკრაინას შეუძლია, დაამარცხოს რუსეთი მიმდინარე წელს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის საწარმოთა ინსტიტუტის მსოფლიო ფორუმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას გააკეთა. „ჩვენმა მამაცმა ჯარისკაცებმა უკვე მიაღწიეს იმას, რომ რუსული არმია ჩვენ თვალწინ გლობალურ საფრთხედ იქცა. და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს სამუშაო. წელს ამის გაკეთება შესაძლებელია. კაცებისა და ქალების უფლებამ, იყვნენ ბედნიერები და იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით, უნდა გაიმარჯვოს. ამ კრიმინალურმა ომმა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე გაანადგურა. მთელი ოჯახები იღუპება რუსული საარტილერიო დარტყმებითა და სასიკვდილო ირანული დრონებით“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

თავდაცვის მინისტრი: ქვეყანას უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი

ქვეყანას უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის ტოტალური თავდაცვის პრინციპს ალტერნატივა არ აქვს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი და მომზადებული რეზერვი. ამაზე ვთანხმდებით ყველა, ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამოცანას, რომელსაც კარგად მომზადებული რეზერვი ჰქვია, საქართველო აუცილებლად მიაღწევს. ბურჭულაძის თქმით, სწორედ ეს, ასევე რეგულარული საკონტრაქტო ჯარი და სავალდებულო სამხედო სამსახური შეტანილია თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმაში და ახალ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტში. „დოკუმენტები, სამართლებრივი აქტები არეგულირებს ჩვენს მოკლევადიან და გრძელვადიან განვითარებას. ყველა დოკუმენტი შემუშავდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ასევე კოდექსიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა ეტაპზე გავიარეთ და იმ ვერსიაზე, რომ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი, ამაზე ვთანხმდებით ყველა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

არასამთავრობოები აქციებზე დაკავებულებთან დაკავშირებით შსს-ს, პროკურატურას და საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტთან აქციებზე დაკავებულებთან დაკავშირებით, შსს-ს, პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ. საუბარია პირებზე, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს,  „შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა. ადმინისტრაციული დაკავებიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. შესაბამისად, დაკავებიდან გათავისუფლების მიუხედავად, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს. 2023 წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა. მოვუწოდებთ: შინაგან საქმეთა სამინისტროს - აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება; პროკურატურას - გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები; სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. ხელმომწერი ორგანიზაციები: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” „ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center „ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative“ „Women's Initiatives Supporting Group“ „სამართლიანი არჩევნები (ISFED)“ „Rights Georgia / უფლებები საქართველო“ „ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation“ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR“

კულებას თქმით, მძიმე ბრძოლების მიუხედავად, უკრაინა ბახმუტის დაცვას გააგრძელებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 12 მარტს გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში მოუწოდა ბერლინს, დააჩქაროს საბრძოლო მასალის მიწოდება და დაიწყოს უკრაინელი მფრინავების მომზადება დასავლურ მოიერიშე თვითმფრინავებზე. კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტი უკრაინის "ნომერ პირველი პრობლემაა" რუსეთის ძალებთან ბრძოლის მცდელობისას. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გასულ თვეში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გერმანელმა იარაღის მწარმოებლებმა უთხრეს, რომ მზად იყვნენ მიწოდებისთვის, მაგრამ მთავრობისგან ელოდნენ კონტრაქზე ხელმოწერას. „ასე რომ, პრობლემა მთავრობაშია“, - ციტირებდა კულებას. კულებას თქმით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინელი მფრინავების მომზადების შესახებ იქნება „მისი პოლიტიკური ჩართულობის ნათელი გზავნილი“. მისივე თქმით, მძიმე ბრძოლების მიუხედავად, უკრაინა ბახმუტის დაცვას გააგრძელებს. „ბახმუტიდან რომ გავიდეთ, მას რუსეთი აიღებს და შემდეგ გააგრძელებს თავდასხმას ჩასივ იარზე, ასე რომ, ბახმუტის მიღმა ყველა ქალაქს შეიძლება იგივე ბედი ეწიოს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

თურქეთი იმედოვნებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 მარტს ეწურება, გაგრძელდება

თურქეთი იმედოვნებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 მარტს ეწურება, გაგრძელდება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. „ორივე მხარეს (რუსეთსა და უკრაინას) აქვს პოზიტიური დამოკიდებულება და ჩვენ გვჯერა, რომ ეს გაგრძელდება“, - განაცხადა ჰულუსი აკარმა. თურქეთის ძალისხმევის შედეგად, მარცვლეულის გარიგება 19 ნოემბრიდან კიდევ 120 დღით გაგრძელდა. გასული წლის ივლისში თურქეთმა, გაერომ, რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში ხელი მოაწერეს მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას, რომლებიც 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა.  

უკრაინა: ბოლო ერთი დღის განმავლობაში აღმოჩენილი და განეიტრალებულია 414 ასაფეთქებელი მოწყობილობა

გასული დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურმა აღმოაჩინა და გაანეიტრალა 414 ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამ ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სულ განეიტრალდა 331,674 ასაფეთქებელი მოწყობილობა და 2,891 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის 2,191 საჰაერო ბომბი. შემოწმდა დაახლოებით 80 318 ჰექტარი ფართობი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ომის შემდეგ უკრაინას სულ მცირე 10 წელი დასჭირდებოდა თავისი ტერიტორიების განსანაღმად. პირველ მარტს შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ უკრაინის თითქმის მესამედი, გათავისუფლებული და ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, დანაღმულია. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა ამჟამად „მსოფლიოში ყველაზე დიდი დანაღმული ველია“.  

უკრაინა: ბელორუსი შესაძლოა, რუსეთის დამატებითი ძალების მისაღებად ემზადება

12 მარტს უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდალმა სერჰი ნაევმა განაცხადა, რომ ბელორუსი შესაძლოა, ემზადება რუსეთის დამატებითი ძალების მისაღებად. „ჩრდილოეთიდან სახმელეთო შემოჭრის საფრთხე ამჟამად დაბალია. რუსული ჯარები ბელორუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან. განხორციელდა სამხედრო როტაცია და ძალების ნაწილი გაყვანილია“, - განაცხადა ნაევმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 9 მარტს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი გეგმავს „მასშტაბურ პროვოკაციას" ბელორუსის საზღვარზე. ეს შესაძლოა, პოტენციურად მოიცავდეს ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურებას. ISW-ის თანახმად, არ არსებობს ინდიკატორები, რომ ბელორუსში რუსეთის ძალებს აქვთ ზამთრისთვის საჭირო სამეთაურო და კონტროლის სტრუქტურები.