ძებნის რეზულტატი:
საქართველოს უნივერსიტეტი პრემიერს პასუხობს: ცრუ კამპანიასთან დაკავშირებით ვაპირებთ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ლახავს უნივერსიტეტის ღირსებასა და პრესტიჟს და არ შეესაბამება სინამდვილეს. „მიმდინარე ცრუ კამპანიასთან დაკავშირებით“ უნივერსიტეტი სამართლებრივი პროცედურების დაწყებას გეგმს. “საქართველოს უნივერსიტეტი შეშფოთებულია გუშინ, 12 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ქვეყნის პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომლებიც, სამწუხაროდ, ლახავს უნივერსიტეტის ღირსებასა და პრესტიჟს და არ შეესაბამება სინამდვილეს. საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის შეძენასთან დაკავშირებით წლებია ვრცელდება ცრუ ინფორმაცია. გუშინაც, ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა განაცხადა, რომ თითქოს უნივერსიტეტი გიული ალასანიას გადაეცა ერთ ლარად. გვსურს იმედი დავიტოვოთ, რომ პრემიერის განცხადება განპირობებულია არა ცილისწამების მიზნით, არამედ ინფორმაციის უქონლობით. იმისათვის, რომ მომავალში თავიდან აცილებულ იქნას ყალბი ინფორმაციის გავრცელება, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ უნივერსიტეტი დააარსეს და მათთვის ის არავის „გადაუცია“. რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, ყველაფერი შეძენილია ღია აუქციონზე და გადახდილია 4 მილიონ აშშ დოლარამდე. ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებს მიმართა ეს თანხა უნივერსიტეტმა საბანკო კრედიტის საშუალებით დაფარა. ცხადია, ამის დამადასტურებელი ყველა საბუთი საჯაროდაა ხელმისაწვდომი. აღნიშნულ ცრუ კამპანიასთან დაკავშირებით ვაპირებთ სამართლებრივი პროცედურების დაწყებასაც და მზად ვართ, ამ თემაზე დეტალურად ვისაუბროთ ნებისმიერ სატელევიზიო სივრცეში, ნებისმიერ პირთან, მათ შორის, ბატონ პრემიერთანაც. აქვე ვიტყვით, რომ უნივერსიტეტის დაარსებას ჰქონდა ერთი მთავარი მიზანი - ახალგაზრდა თაობისთვის მაღალი დონის განათლებისა და შესაძლებლობების მიცემა, მათი კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მათთვის სამომავლო პერსპექტივების გაჩენა. წლებია, უნივერსიტეტი პირნათლად ასრულებს ამ მოვალეობას და დღეს საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო რეპუტაციული მარეიტინგებელი ორგანიზაციების მიერ აღიარებულია ამიერკავკასიაში საუკეთესო კერძო უნივერსიტეტად, რომელსაც ჰყავს ათასობით კურსდამთავრებული და სტუდენტი. გარდა ამისა, ის ასაქმებს ათასზე მეტ ადამიანს პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის სახით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის იცავს ქვეყნის ინტერესებს და საკუთარი წვლილი შეაქვს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში, ის აპოლიტიკური დაწესებულებაა, სადაც ადამიანი იღებს ობიექტურ განათლებას. აღსანიშნავია, რომ აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი არაერთი თვალსაჩინო პირიც. გარდა ზემოთქმულისა, ჩვენთვის უფრო შემაშფოთებელი იყო გუშინ პრემიერის მიერ ჩვენს სტუდენტებზე გავრცელებული ინფორმაცია, რასაც მოვიაზრებთ მათ შეურაცხყოფად: ბატონმა ღარიბაშვილმა ისინი წარმოაჩინა, როგორც უნივერსიტეტის მიერ მართული ჯგუფი. ასევე შემაშფოთებელი და გულდასაწყვეტია მისი მხრიდან უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასება, როგორც „ძირგამომთხრელის და არასახელმწიფოებრივის“. საქართველოს უნივერსიტეტი ამაყობს იმით, რომ ზრდის თავისუფლად მოაზროვნე თაობას, რომელიც თავად წყვეტს, რომელ აქციაზე დადგეს, რა მოითხოვოს და როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები, იქნება ეს უნივერსიტეტის კედლებს შიგნით თუ მის გარეთ. ქვეყნის უახლეს ისტორიაში ქართველმა სტუდენტებმა არაერთხელ ითამაშეს გადამწყვეტი როლი და მიგვაჩნია, რომ ამ როლის დაკნინება სტუდენტებისთვის სილის გაწვნის ტოლფასია. საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის იდგება ნათელ მხარეს - სამშობლოსა და ახალგაზრდების ინტერესების სადარაჯოზე”, - ნათქვამია განცხადებაში.
პიტერ სტანო: მოლდოვა რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე აღმოჩნდა
ევროკავშირი მოლდოვაში რუსეთის მხრიდან მაღალ რისკებს ხედავს. ამავდროულად, „დარწმუნებულია კიშინიოვის უნარში, დაუპირისპირდეს ამ საფრთხეებსა და გამოწვევებს“. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა. სტანოს თქმით, მოლდოვა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსკოვის ქმედებებმა უკრაინის ტერიტორიაზე. როგორც ცნობილია, მოლდოვაში საპროტესტო აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მთავრობას, დაფაროს ზამთრის თვეებში მოსახლეობის მიერ დაგროვილი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადი. აქციები პარტია „შორის“ მიერ არის ორგანიზებული. „ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის მხარდაჭერას მედეგობის განმტკიცების მიმართულებით. გავაძლიერეთ მოლდოვის მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროში - ენერგოუსაფრთხოებაში, მაკროფინანსურ დახმარებაში, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რათა მოლდოვა უკეთ იყოს აღჭურვილი, უკეთ ებრძოლოს ჰიბრიდულ თავდასხმებს და საინფორმაციო მანიპულაციებს. ჩვენი ექსპერტები უკვე მუშაობენ ერთად კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის განმტკიცებაზე“, - განაცხადა ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ. ცნობისთვის, ილან შორი თაღლითობისთვის, ერთი მილიარდი დოლარის საბანკო სკანდალთან დაკავშირებით არის გასამართლებული. ამავე საქმეზე, მთავარი ეჭვმიტანილი, ბიზნესმენი, ვლად პლახოტნიუკია, რომელმაც მოლდოვა 2019 წლის ზაფხულში დატოვა. პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა 2019 წლის ივნისში მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიტიკური კრიზისის შედეგად, პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა. 2020 წლის იანვარში, აშშ-მ ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა. რაც შეეხება შორის, მას 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა.
ავსტრიის სასამართლომ ბიზნესმენ ბახმატიუკის უკრაინაში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა
ავსტრიულმა სასამართლომ უკრაინის მოთხოვნაზე, მოეხდინათ ბიზნესმენ ოლეგ ბახმატიუკის ექსტრადიცია, უარი განაცხადა. ბახმატიუკი უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 7 მარტს დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი, ფედერალური საგადასახადო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის რომან ნასიროვისა და მისი მრჩეველისთვის სავარაუდო ქრთამის მიცემის ბრალდებით. ცნობისთვის, უკრაინული მედიის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, კვიპროსის სასამართლომ მაგნატ ოლეგ ბახმატიუკს 79,4 მილიონი დოლარის ქონება გაუყინა. კვერცხის უმსხვილესი მწარმოებლის, UkrLandFarming-ის აქციონერს, მისი კომპანიის მთავარი კრედიტორისგან - ამერიკული საინვესტიციო ფონდი Gramercy-ისგან აქტივების დამალვა ედება ბრალად. ბახმატიუკი რაიმე სახის დანაშაულს უარყოფს. Bloomberg-ის ინფორმაცით, 26 სექტემბერს მან აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ცალკე საქმეში უკრაინაში ბახმატიუკს ბრალი ედება 49 მილიონი დოლარის სტაბილიზაციის სესხის გაფლანგვაში, რომელიც მთავრობამ მის ბანკს VAB-ს, 2014 წელს მისცა. ბიზნესმენი ამ ბრალდებასაც უარყოფს.
ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანების მიმართულებით პროგრესს მაისში შეაფასებს
ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანების მიმართულებით პროგრესს მაისში შეაფასებს. სტეფანიშინას თქმით, შუალედური ზეპირი შეფასება სავარაუდოდ, ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე მოხდება. სტეფანიშინას შეფასებით, უკრაინის პარლამენტი ასევე მიიღებს კანონს უკრაინის სარეკლამო ბაზრის სტრუქტურირების შესახებ, რომელიც „კიევს საშუალებას მისცემს, განაცხადოს მედიის რეფორმის კრიტერიუმების შესრულების შესახებ“. მისივე თქმით, შუალედურ შეფასებამდე უკრაინა დაასრულებს თითქმის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებას. „რამდენიმე ბლოკი უკვე დასრულებულია პოლიტიკურად, რჩება ტექნიკური საკითხები... ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ამოცანები დარჩება (დასასრულებელი)". ვიცე-პრემიერის თქმით, უკრაინის მთავრობა მიზნად ისახავს ოლიგარქების გავლენის შემცირებას ანტიმონოპოლიური და ანტიკორუფციული ღონისძიებებით.
რუსეთი დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისთვის „ყველაზე მწვავე საფრთხედ“ რჩება - ანგარიში
რუსეთი კვლავ რჩება „ყველაზე მწვავე საფრთხედ“ გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა და თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაფართოებაზე მიუითა. საუბარია დაახლოებით $6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში. „რაც შეიცვალა არის ის, რომ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება ახლა არსებითად არის დაკავშირებული უკრაინის კონფლიქტის შედეგთან”, - ნათქვამია მიმოხილვაში. დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ხარჯებს 6 მილიარდი დოლარით გაზრდის რუსეთისა და ჩინეთის საფრთხეების გათვალისწინებით. კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა პირობა დადო, რომ გამოიყენებს დამატებით ხარჯებს, რომლებიც ორ წელზეა გათვლილი.
რეზნიკოვის თქმით, ლოიდ ოსტინთან საუბრისას „გამარჯვებისკენ მიმავალი გზა“ განიხილეს
სატელეფონო საუბრისას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განიხილეს „გამარჯვებისაკენ გზა" განიხილეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გააკეთა. „რამშტაინის ფორმატის მოახლოებულ შეხვედრამდე მე მქონდა საუბარი ჩემს დიდ მეგობართან, აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ჩვენი თანამშრომლობისა და გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე“, - წერს რეზნიკოვი. რეზნიკოვის თქმით, მოკავშირეების ეს ჭეშმარიტი მხარდაჭერა მას მომავლის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად აქცევს. „სოლიდარობა ბრძოლის ველზე ეფექტიანი ხდება“, - განაცხადა რეზნიკოვმა. თავდაცვის ორ ლიდერს შორის საუბარი პენტაგონის პრესმდივანმაც დაადასტურა. გენერალი პეტ რაიდერის თქმით, „მდივანმა ოსტინმა რეზნიკოვს აშშ-ის უსაფრთხოების მხარდაჭერის მცდელობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ მინისტრმა რეზნიკოვმა ოსტინს დეტალურად გააცნო უკრაინაში ბოლოდროინდელი მოვლენები“. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 2023 წლის 15 მარტს გაიმართება.
უკრაინელმა სამხედროებმა ესპანეთში Leopard-ის ტიპის ტანკებზე წვრთნა დაასრულეს
უკრაინელმა სამხედროებმა ესპანეთში Leopard-ის ტიპის ტანკებზე ოთხკვირიანი წვრთნები დაასრულეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. ექვს ასეთ ტანკს მადრიდი უკრაინას ამ გაზაფხულზე გადასცემს. ესპანური მხარის თქმით, უკრაინელი სამხედროები სახლში მნიშვნელოვანი გამოცდილებით ბრუნდებიან. სულ 40 სატანკო ეკიპაჟის წევრმა და 15 მექანიკოსმა გაიარა წვრთნა ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ სარაგოსის სამხედრო ბაზაზე. გასულ თვეში ესპანეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard-ის ტიპის ტანკების მიწოდებას აპირებდა და ეს რიცხვი შესაძლოა, 10-მდე გაიზარდოს. NATO-ს სხვა ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, პოლონეთმა და პორტუგალიამ ასევე განაცხადეს, რომ უკრაინას სულ 48 ასეთ ტანკს მიაწვდიან.
ზელენსკი: ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, შესაძლებელს და შეუძლებელს ჩვენი მეომრების გასაძლიერებლად
მთავრობამ დაამტკიცა და შესთავაზა უმაღლეს რადას, შეიტანოს ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც თავდაცვისთვის დამატებით ნახევარ ტრილიონ გრივნაზე მეტის გამოყოფას ითვალისწინებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას გააკეთა. მისივე თქმით, ყველა თანხა გამოყენებული იქნება სამხედროებისთვის ფინანსური მხარდაჭერისთვის, თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად და თავდაცვითი აღჭურვილობის შესაძენად, მათ შორის უპილოტო თვითმფრინავების შესაძენად. „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს შესაძლებელს და შეუძლებელს ჩვენი მეომრების გასაძლიერებლად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის გენშტაბი: უკრაინელებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინსკასა და შახტიორსკის მიმართულებებით. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა ამ მიმართულებით მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიპლომატების პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ დიპლომატებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. "თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება. რეგიონულ ამბასადორიალში მონაწილეობენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მაღალი რანგის პირები; მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე, თურქეთსა და ავსტრიაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები. ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გარკვეული პერიოდულობით იმართება და კონკრეტული რეგიონის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის განხილვის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს. როგორც ოფიციალურ ვახშამზე აღინიშნა, ამბასადორიალის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში; მათ შორის, საქართველოს როგორც ძლიერი მოკავშირის როლს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და ევროკავშირის საკითხებში შვედეთის სახელმწიფო მდივანმა
შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა. მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების კუთხით. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს და მზად არის, იმუშაოს ქართულ მხარესთან იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც საჭიროა ამ გზაზე შემდგომი წარმატების მისაღწევად. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედ დიპლომატს საქართველოს პირადი მხარდაჭერისა და ჩვენი ქვეყნის აქტიური გულშემატკივრობისთვის. მისი თქმით, საქართველო არა მხოლოდ ზედმიწევნით ასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, არამედ დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს ევროპულ, მათ შორის, საკანონმდებლო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისითაც. მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე და აღნიშნეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროკავშირთან პრაქტიკული დაახლოების თვალსაზრისით პრიორიტეტულ მიმართულებებს და ამ პროცესში შვედეთის დახმარებას, აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გამოწვევები.
გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინაში 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან - 2022 წლის 24 თებერვლიდან, ამ წლის 12 მარტის ჩათვლით, უკრაინაში 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 13 734 კი დაშავდა. "6 372 ადამიანი დაიღუპა, 11 247 კი დაშავდა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე: დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში: დაიღუპა 3 762; დაშავდა - 5289 სხვა რეგიონებში: დაიღუპა 2 610 და დაშავდა 5 958", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, აჭარის რეგიონში სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 286 241 მ3 ინერტული მასალა, რომლის რეალიზაციის შედეგად, ჯამში მიიღო 431 916 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი. გარდა აღნიშნულისა ბრალდებული, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 316 653 ლარის გადახდას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
გერმანიის საელჩო: შუა დერეფანში საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა უცხოურ კომპანიებს მრავალ საქმიან შესაძლებლობას სთავაზობს
გერმანული კომპანია საქართველოში ბიზნესის გაფართოებით ინტერესდება. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შუა დერეფანში საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა უცხოურ კომპანიებს მრავალ საქმიან შესაძლებლობას სთავაზობს. "გერმანული საკონსულტაციო კომპანია „Schneider Group“, რომელიც ფირმებს ახალი ბაზრების ათვისებაში ეხმარება, აცხადებს, რომ მუდმივად იზრდება სამხრეთ კავკასიის რეგიონით დაინტერესებული კომპანიების რიცხვი. ამიტომ ახლა მანაც გადაწყვიტა ოფისის გახსნა საქართველოში. მოხარული ვართ, რომ გერმანული ბიზნესის თემი თბილისში ფართოვდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიის ელჩთან
გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად, თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება, გეტყვით - კობახიძე
გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად, თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გეტყვით - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოებას ეცნობება. „უმრავლესობაში, გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად. თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაგიზიარებთ. რაც შეეხება მთავრობას, ამასთან დაკავშირებით მე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ დაგიდასტურებთ. ეს არის პრემიერის ექსკლუზიური პრეროგატივა. თუ გუნდში რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება ეს პარლამენტი, მთავრობა თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავუზიარებთ საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას, როცა ეს იქნება საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.
განათლების სამინისტრო: აქციის მონაწილე სტუდენტების სამინისტროში დაბარების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილე სტუდენტები სამინისტროში დაიბარეს. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აქციის მონაწილე სტუდენტთა სამინისტროში დაბარების თაობაზე. პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის თანასწორი, თავისუფალი და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა, შესაბამისად, უწყებისთვის მიუღებელია ყოველგვარი ქმედება, რომელიც ახალგაზრდების შევიწროებისკენ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იქნება მიმართული. სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მოხდა სტუდენტთა დაბარება სამინისტროში – სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტუდენტებმა თავად გამოთქვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩთან შეხვედრის სურვილი. მხოლოდ ამის შემდეგ, სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის მოადგილემ გამოთქვა ახალგაზრდებთან შეხვედრის მზაობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განათლების სისტემის და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინა: ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის 160 000-ზე მეტი ჯარისკაცია ლიკვიდირებული
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 160 540 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის, 740 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 3 484 ტანკს, 6 789 ჯავშანმანქანას, 2 519 საარტილერიო სისტემას,256 ერთეულ სპეცტექნიკას, 907 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის დანაშაულებისთვის, რადგან კრიმინალია - წულუკიანი
მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტპატიმარი, სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელს იხდის ძალიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, რადგან კრიმინალია. სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ სხვაგვარად თვლის, ალბათ, იმას უნდა დავაბრალოთ, რომ არ იცის, ვისთან აქვს საქმე, ანდა, იცის და მაინც იმას ამბობს, რაც უსაფუძვლოა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „მორიგჯერ ისე შევაფასებ, როგორც აქამდე ვაფასებდი, რომ სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტპატიმარი, ის სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელებს იხდის ძალიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, რადგან არის კრიმინალი და ჩემი აზრით, უნდა მოიხადოს ბოლომდე. სხვა ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ თვლის სხვაგვარად, ეს, ალბათ, იმას უნდა დავბრალოთ, რომ მან არ იცის, ვისთან აქვს საქმე, ანდა იცის და მაინც იმას ამბობს, რაც უსაფუძვლოა. ჩვენ ვიცნობთ საკუთარ ხალხს, ჩვენ გვიცნობს ჩვენი ხალხი, ჩვენმა ხალხმა იცის, თუ რა ბუნების ხელისუფლება ჰყავს დღეს ქვეყნის სათავეში, ხელისუფლებები მიდიან და მოდიან ამ ქვეყანაში, ქართველი ხალხი რჩება და ქართველი ხალხი რომ იყოს იქ, სადაც არის და ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ ხანდახან ამისთვის გვჭირდება არცთუ ისე პოპულარული და რთულად მისაღები კანონები. დასანანია, რომ ამ შემთხვევაში ასეთი კანონი არ მიგვაღებინეს, მაინც უნდა შევეცადოთ, რომ ვიბრძოლოთ, რათა დავრჩეთ სუვერენული, დამოუკიდებელი და რაც მთავარია, თავაწეული, წელგამართული, ღირსეულად შევიდეთ იმ ევროკავშირში, სადაც არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი და არა ცალ ფეხზე, როგორც ამისკენ მოგვიწოდა ზოგიერთმა უღირსმა ადამიანმა. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ჯო ბაიდენი სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მალე გამართავს მოლაპარაკებას თავის ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან. მანამდე, ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ კონკრეტული თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა ასეთი საუბრისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ორი ლიდერი ბოლოს ბალიში, ინდონეზიაში, 2022 წლის ნოემბერში შეხვდა. ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ თვეში აშშ-ის F-22 ტიპის გამანადგურებელმა „ჩინური სადაზვერვო“ ბუშტი ჩამოაგდო გარდა ამისა, ცნობებმა იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს, უფრო დაძაბულობა გაზარდა. Reuters-ის ცნობით, სი ძინპინი მოსკოვს შესაძლოა, მომავალ კვირას ეწვიოს Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ ფორმატში შეხვედრას გეგმავს. შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტად მესამე ვადით 10 მარტს აირჩიეს სი ძინპინი, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო.
ბრძოლის დროს ფსიქოლოგიური გამძლეობისთვის უკრაინელ სამხედროებს წვრთნები ჩაუტარეს
უკრაინელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ ოპერატიულ ზონაში ყოვლისმომცველი წვრთნა გაიარეს, რათა ბრძოლაში მათთვის ფსიქოლოგიური მდგრადობა იყოს უზრუნველყოფილი. ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობამ განაცხადა. უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობის ინიციატივით, ჩრდილოეთ ოპერატიული ზონის დანაყოფებისთვის ყოვლისმომცველი ტაქტიკური და ფსიქოლოგიური წვრთნები გაიმართა. უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერჰი ნაიევმა განაცხადა, რომ წვრთნები მოიცავს აფეთქებებს, ციმციმებს, ხმაურს, შეძახილს და ა.შ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.