ძებნის რეზულტატი:
მეუფე შიო: ჩვენში სასუფეველი რომ დამკვიდრდეს, უნდა დავუჯეროთ ჩვენს ეკლესიას, როგორც ჩვენს მშობელ დედას
„რომ დამკვიდრდეს სასუფეველი ჩვენში, ამისთვის უნდა შევისმინოთ, დავუჯეროთ ჩვენს ეკლესიას“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდი მარხვის მეორე კვირის ქადაგებისას აღნიშნა. მისი თქმით, ადამიანი შექმნილია იმისთვის, რომ მიიღოს ეს ენერგია, ეს მადლი ღვთისა, ფერი იცვალოს ამით, როგორც იცვალა ფერი უფალმა იესო ქრისტემ თაბორის მთაზე და განიღმრთოს. „აი, ეს არის განღმრთობა. აი, ეს საოცარი სწავლებაა. თუ გახსოვთ, პეტრე მოციქული როგორ ამბობს ამ საკითხის შესახებ, რომ: „უფალი იესო ქრისტეს საღვთო ძალამ ყველაფერი მოგვცა იმისთვის, რათა ღმერთის ბუნების თანაზიარნი გავხდეთ“, პალამას მოწინააღმდეგენი კი როცა ამბობდნენ, რომ ეს არის შექმნილი რეალობა, ქმნილება, ამით ამბობდნენ, რომ ჩვენსა და ღმერთს შორის არის რაღაც გადაულახავი უფსკრული, ან შუალედური რგოლი, რომლითაც უფალი ურთიერთობს ჩვენთან. ე.ი. არა უშუალოდ ურთიერთობს ჩვენთან და გვეხება, არამედ რაღაც შექმნილი საგნის თუ რეალობის მეშვეობით. წმინდა გრიგოლმა კი გამოთქვა, რომ უფალი თავად გვეხება ჩვენ, თავად შემოდის ჩვენს სულში მისი ენერგიის, მისი მოქმედების მეშვეობით. და აი, დიდი მარხვის დროს, როცა ჩვენ უმეტესად ვფიქრობთ ჩვენს ცოდვებზე, ჩვენს დაცემულობაზე, რამაც შეიძლება ძალიან დაგვამწუხროს, წმინდა ეკლესია გვახსენებს, რამდენად დიადია ჩვენი მოწოდება და დანიშნულება და როგორ არის ჩაფიქრებული ადამიანი ღვთის მიერ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სიხარული. რა არის ეს უდიდესი სიხარული? - ის, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს ღმერთშემოსილი, არა სიმბოლურად, არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ ჭეშმარიტად და ნამდვილად გახდეს ღმერთშემოსილი, იმიტომ, რომ გახდეს თანაზიარი საღვთო ბუნებისა. გილოცავთ ამ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ამ საოცრებას, რაც მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რასაც გვმოძღვრავს ჩვენ წმინდა ეკლესია, და ინებოს უფალმა, ჩვენი ცხოვრება წარვმართოთ ისე, რომ განხორციელდეს ჩვენში ეს დიდი მოწოდება, ეს თანაზიარება ღვთისადმი. როგორ უნდა განხორციელდეს ეს ადამიანში? - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შევისმენთ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, იმიტომ რომ არცერთ სხვა სარწმუნოებასა და ეკლესიაში მსგავსი სწავლება არ არის ღმერთისა და ადამიანის, ღვთის მადლის შესახებ. და ეს თანაზიარება ღვთისა არის სწორედ ის, რაზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე, რომ „სასუფეველი ღვთისა თქვენშია“. რომ დამკვიდრდეს სასუფეველი ჩვენში, ამისთვის უნდა შევისმინოთ, დავუჯეროთ ჩვენს ეკლესიას, როგორც ჩვენს მშობელ დედას, რომელიც აუცილებლად წარგვიძღვება ჩვენ და მიგვიყვანს ამ დიდ სიხარულამდე და ბედნიერებამდე, რაც გამოთქვა წმინდა გრიგოლ პალამამ, რომ „ჩვენ ვართ თანაზიარნი საღვთო ბუნებისა“, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნისამდე, ამინ!", - აღნიშნა მეუფე შიომ.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკრაინას $100 მილიონის ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დახმარება გამიზნულია ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონების მცხოვრებლებისთვის: ისინი მიიღებენ თბილ ტანსაცმელს და ჰიგიენურ საშუალებებს. როგორც ცნობილია, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკრაინას 5 მილიონი ენერგოეფექტური ნათურის მიწოდება შესთავაზა. პირველი პარტია სავარაუდოდ მალე მიიღებს.
პრემიერი: ემოციური დღეეები გადავიტანეთ, მაგრამ გამოჩნდა სახელმწიფოს სიმტკიცე, სიძლიერე და ხელისუფლების გონიერება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კანონპროექტის გაწევვა იყო სახელმწიფოებრივად სწორი და გონივრული გადაწყვეტილება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დაცვა იყო მთავარი მიზანი, როდესაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე დაიწყო საუბარი. „ემოციური დღეეები გადავიტანეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა სახელმწიფოს სიმტკიცე და სიძლიერე, ხელისუფლების გონიერება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „როდესაც ეს ინიციატივა თავდაპირველად იყო გუნდში განხილული, მაშინ ჩვენ დავიწყეთ სხვა ანალოგიებს შესწავლა. პირველი ასეთი ანალოგია იყო ჩვენთვის სამაგალითო სახელმძღვანელო - აშშ, სადაც უკვე 1938 წლიდან მოქმედებს ეს კანონი. მას შემდეგ რამდენჯერმე მოხდა მისი მოდიფიცირება, დახვეწა, თუმცა ეს კანონი მოქმედებს და მუშაობს. ვიცით სხვა მაგალითებიც, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, ბრიტანეთი მუშაობს, კანადამ დაიწყო და სულ რამდენიმე კვირის წინ დაემთხვა, როდესაც ვიწყებდით ამ კანონპროექტის განხილვებს, ევროპარლამენტში მოხდა ანალოგიური შინაარსის კანონპროექტის ინიცირება. ყველაზე დიდი პარტია, EPP, იყო ამ კანონპროექტის ინიციატორი“. ირაკლი ღარიბაშვილმა კანონპროექტის მიზანი განმარტა. პრემიერისი თქმით, ბევრი არასამთავრობოს საქმიანობა ბურუსით მოცული და გაუმჭვირვალეა. „რამდენიმე ათეული წელია, საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. ძალიან ბევრი NGO იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბურუსით მოცული. მათი ფინანსები და აქტივობა არის გაუმჭვირვალე. მეორე მხრივ, ჩვენ ყოველდღიურად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ, რაც, თავისთავად, კარგია. ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალედ ითვლება მთელ მსოფლიოში, მოწინავე დემოკრატიებს შორის. ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ჩვენი მთავარი ინტერესი იყო შემდეგი: ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა. ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე - ასობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა. ჩვენ ვითხოვდით გამჭვირვალობის მინიმალურ დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არა დესტრუქციული არამედ, ექსტრემისტული ორგანიზაციაა“. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებს მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ კანონისთვის რუსულის დარქმევამ საზოგადოების ნაწილი დააბნია, რასაც დაემატა უცხოელი პარტნიორების განცხადებები და ეს შეფასებები შესაძლოა, წამახალისებელ ფაქტორადაც განიხილებოდეს. „60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? ყველა ეს ადამიანი იქნება უმკაცრესად დასჯილი“. „იყო კანონპროექტის ქართული ვერსია, რომელსაც თავიდანვე კარგად გააზრებული იყო ეს ყველაფერი, დაარქვეს რუსული კანონი. იცით, თუ როგორი მგრძნობიარეები ვართ ჩვენ ყველანი, ქართველები, მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე ასეთი საკითხების მიმართ. და თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ. ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ამას დაემატა ის განცხადებები, რომელიც შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი განცხადებები, ჩვენი უცხოელი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი. აქ ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა გამოჩნდა“, - განაცხადა პრემიერმა. ღარიბაშვილის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ, ყველა დაკავშირებული იყო „ნაცმოძრაობასთან“, ან მათ სატელიტურ ორგანიზაციებთან“. პრემიერის განცხადებით, “გამოიკვეთა ასევე [აქციაში] მონაწილეობა ე.წ. ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდების, რომლებსაც წამლავენ და ისინი განსაკუთრებულად პროვოკაციულად იქცეოდნენ“. „ეს არის პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი ძირგამომთხრელი საქმიანობა. ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის მოსწავლეებს ურეცხავენ ტვინს. ეს კლუბი არის შექმნილი სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში, (ახალგაზრდებს მინდა შევახსენო აქვე, რომ ეს უნივერსიტეტი სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს ერთ ლარად გადასცა თავის დედას) ამ უნივერსიტეტში არის შექმნილი ერთგვარი ანკლავი, ბევრი უცხოელი ფიქსირდება ამ დაჯგუფების გარშემო და მიდის ახალგაზრდების მოწამვლა და მათი ტვინის გამორეცხვა. დადასტურებული ინფორმაცია უნდა გავუზიარო ჩვენს საზოგადოებას - განსაკუთრებით ეს ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩის“ მოძრაობის წევრები იქცეოდნენ ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად/მათ ჰქონდა მიცემული დავალება, რომ შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან, პოლიციასთან, მოეხდინათ მათი პროვოცირება. საიდან გაჩნდა მოლოტოვის კოქტეილები „მშვიდობიან აქციაზე“? მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას, - როგორი საზოგადოების, როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა? ვამბობთ, რომ გვინდა ნამდვილად ევროპული საზოგადოება ავაშენოთ, გვინდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, გვინდა ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ, გავაერთიანოთ, ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ. ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებ ფარად, წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს. 60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? ყველა ეს ადამიანი იქნება უმკაცრესად დასჯილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშილმა სტუდენტებს მიმართა და განცხადა, რომ მათ იყენებენ. „ნუ გახდებით მანიპულირების ობიექტი და ვიღაც პოლიტიკური პარტიების ხელში ბრძოლის ინსტრუმენტი, თქვენ გიყენებენ, მივმართავ ჩვენს სტუდენტებს. გიყენებენ ეს პოლიტიკური, ხელმოცარული, გაკოტრებული ადამიანები, გატყუებენ, რომ ოცნებას არ უნდა ევროპული გზა. „ცდილობენ, ჩვენს დალაგებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი. ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არც ერთი ასეთი ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი“. მე ფაქტები მოგიყვანეთ, ფაქტები მოიყვანონ „ნაცმოძრაობის„, ამ ფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რა გააკეთეს მათ ევროპულ გზაზე. არაფერი გაუკეთებიათ. ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა არ დაიწყეს, 3 წელი გადადეს, ჩვენ დავიწყეთ. ასოცირება ჩააგდეს. შესაბამისად, ეს მითი, რომელიც შეიქმნა, ეს სიყალბე. მათ შორის ძალიან ბევრი ნაცნობის ოჯახის წევრები აღმოვაჩინე აქციაზე, ძალიან ბევრმა დამირეკა, ბოდიში მომიხადა, მართლა მეგონა რაღაც ხდებოდაო. ადამიანი იმიტომ არის გონიერი და იმიტომ განვსხვავდებით ცხოველებისგან, რომ ჩვენ გვაქვს გონება. უნდა შეგვეძლოს ანალიზის გაკეთება, თეთრის და შავის გარჩევა. თუ ეს არ შეგვიძლია, პრეტენზია აღარ უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, ამაზე ვიფიქროთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრს მადლობა გადაუხადა
პრემიერ-მინისტრმა პარლამენტთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით საუბრისას შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „ღონისძიება იდეალურად იყო დაგეგმილი და შესრულებული“. "პირველ რიგში, მინდა საჯაროდ, თქვენი ეთერის საშუალებით, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, ჩვენს მეგობარს, მის გუნდს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, მის ხელმძღვანელობას, აბსოლუტურად ყველას, ყველა პოლიციელს, რომელმაც, შეიძლება ითქვას, იდეალურად დაგეგმა და შეასრულა ეს ღონისძიება. ამ პროცესს ვაკვირდებოდი თავიდან ბოლომდე და ვიცი, რამდენად მაღალპროფესიონალურად შეასრულეს ბიჭებმა ეს ურთულესი გამოწვევა. ძალიან რთული იყო, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ იქ რაღაც უბედურება არ მომხდარიყო, ღმერთმა დაგვიფარა და მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი ძალიან, მეტ-ნაკლებად ნაკლები დანაკარგის, ნაკლები პრობლემების, გართულების გარეშე დასრულდა. ჩვენმა პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, სიმტკიცე გამოიჩინეს, მაღალი პროფესიონალიზმი და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სახე - ჰუმანურობა - კიდევ ერთხელ წარმოჩინდა“. რაც შეეხება კრიტიკას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ეს არის სიცრუე და სისულელე“. „ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო, რაც მე ჩამოგითვალეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეგრეთ წოდებულმა გირჩის მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის“ ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, მე არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ზელენსკი პეტრ პაველთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: ჩეხეთის მხარდაჭერა უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტრ პაველს ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა. უკრაინული მედიის ცნობით, მან ჩეხ კოლეგას ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებებზე მიაწოდა ინფორმაცია. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „ჩეხეთის პრეზიდენტს მივულოცე თანამდებობის ოფიციალურად დაკავება. განვიხილეთ სიტუაცია ფრონტზე და ჩვენი უსაფრთხოების საჭიროებები. განვიხილეთ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია და შევთანხმდით შემდგომ თანამშრომლობაზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ჩეხეთის მხარდაჭერა უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად. პეტრ პაველმა, რომელიც ჩეხეთის პრეზიდენტად 28 იანვარს აირჩიეს, თანამდებობა ოფიციალურად 9 მარტს დაიკავა.
ლუქსემბურგი უკრაინაში სასწრაფო დახმარების 14 ჯავშანმანქანას გზავნის
ლუქსემბურგმა უკრაინაში სასწრაფო დახმარების 14 ჯავშანტექნიკა გაგზავნა და ისინი მალე ფრონტის ხაზზე იქნებიან. ამის შესახებ ბელგიაში უკრაინის საელჩომ განაცხადა. სასწრაფო დახმარების მანქანები გაერთიანებული სამეფოს წამყვანმა მწარმოებელმა შექმნა. „ძალიან მალე მანქანები გაიგზავნება ფრონტის ხაზზე, სადაც ისინი შეასრულებენ თავის მთავარ ამოცანას - გადაარჩინოს ჩვენი მეომრების სიცოცხლე, რომლებიც იცავენ ჩვენს ქვეყანას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. მანქანები ასევე გამოყენებული იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.
აშშ-ის თავდაცვის ატაშე: ვაპირებთ, შემოვიტანოთ სითბური ხედვის მოწყობილობები, ერთ-ერთი ამოცანაა, რომ საქართველომ უკეთესად აკონტროლოს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი
აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო აცხადებს, რომ ახალი მოწყობილობებით, რომელსაც ამერიკა საქართველოს მიაწვდის, ქართველი ჯარისკაცები ურთიერთქმედებას ღამის პირობებშიც შეძლებენ. „ვაპირებთ, შემოვიტანოთ სითბური ხედვის მოწყობილობები, ძირითადად ინდივიდუალური, თუმცა გარკველი რაოდენობა დამონტაჟდება საბრძოლო ტექნიკაზეც. ერთ-ერთი ამოცანაა, რომ საქართველომ უკეთესად აკონტროლოს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და თვალყური ადევნოს რუსების მოქმედებას. ამ აღჭურვილობით ქართელი ჯარისკაცები ურთიერთქმედებას ღამის პირობებშიც შეძლებენ. NATO არ ჩერდება, როდესაც მზე ჩადის“, - განაცხადა ჯოზეფ ბილბომ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია. "დაღუპულთა რიცხვი 48 000-ია, დაშავდა 115 000-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 50 000 შენობა დაინგრა", - აღნიშნა ერდოღანმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრების სიმძლავრე 7.7 და 7.6 მაგნიტუდა იყო.
უკრაინა: საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში სუმის ოლქი დაბომბეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში სუმის ოლქი დაბომბეს. "გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა დასახლებული პუნქტების მისამართით 18-ჯერ გახსნეს ცეცხლი. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი სამხედროების100-ზე მეტი თავდასხმა მოიგერია ხუთი მიმართულებით", - აცხადებს უკრაინის ხელისუფლება. ნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
წლის საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ ფილმმა „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ მოიპოვა
„ოსკარის“ 95-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ფილმმა "ყველაფერი ყველგან ერთდროულად" გაიმარჯვა. ფილმმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო „ოსკარი“ წელს ყველაზე მეტ, 7 ნომინაციაში მოიპოვა. საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შემსრულებლად ბრენდან ფრეიზერი დასახელდა ფილმისთვის "ვეშაპი", ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალის როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ მიშელ იოუს გადაეცა ფილმში"ყველაფერი ყველგან ერთდროულად" მონაწილეობისათვის. საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის როლის ნომინაციაში კე ვი ჩიუანმა გაიმარჯვა ფილმისთვის "ყველაფერი ყველგან ერთდროულად", ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის კი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ტიტული ჯეიმი ლი კერტიმ მიიღო. საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში დენიელ კვანმა და დენიელ შაინერტიმ გაიმარჯვეს ფილმისთვის "ყველაფერი ყველგან ერთდროულად". ფილმმა "ყველაფერი ყველგან ერთდროულად" ასევე გაიმარჯვა ნომინაციებში : საუკეთესო მონტაჟი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი. „ოსკარის“ დაჯილდოების 95-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა და მას ჯიმი კიმელი უძღვებოდა.
ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს 13-14 მარტს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან: საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტობიას ბილსტრომთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან, ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, კრისტიან დანიელსონთან და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, დიანა იანსესთან. „აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში. შესაბამისად ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული თანამშრომლობის საკითხების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობას და შვედეთის მხარდაჭერას ამ გზაზე“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
კანონპროექტის შემუშავება იმ ფონზე, როდესაც არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რას ისახავდა მიზნად?! – ყიფიანი
უნდა ჩამოეწერათ ამ კანონპროეატის მინუსები და პლუსები. ჩემი აზრით მინუსები გაცილებით ჭარბი იქნებოდა, ვიდრე პლუსები. ჩვენ დავხელოვნდით იმაში, რომ ჩვენ თვითონვე ვქმნით გაუგებარი მოტივით პრობლემებს და მერე უზარმაზარ ძალისხმევას ვხარჯავთ, როგორც შიდა, ასევე გარე რესურსს ამ პრობლემის მოგვარებაში. ნუთუ არ შეიძლება რომ ქართულმა პოლიტიკამ სიმწიფის უფრო მაღალ დონეს მიაღწიოს, სადაც უკეთესი შეფასება, უკეთესი ანალიზი, უკეთესი პრევენცია, რისკების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი?, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის იურიდიულმა მრჩეველმა, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა რადიო “იმედის” ეთერში განაცხადა. “სამართლებრივი კუთხით კანონი არის აბსოლუტურად უვნებელი, ის არავითარ ზიანს არ უკავშირდება. მაშინ, მით უმეტეს, მინდა დავსვა რიტორიკული კითხვა:რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიცირება?თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს, რატომ იყო აუცილებელი ამ კანონპროექტის ინიცირებით, ამ ვნებათაღელვის გამოწვევა?თუ ჩვენ ვსაუბრობთ… წინა ისტორია მოგეხსენებათ კანონპროექტის, გამჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მოტივი.თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით. ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს კანონპროექტი პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის რაც ჩვენ არ ვიცით, მაშინ ეს უკეთ ახსნას ექვემდებარებოდა. თუ ეს ვერ იქნა უკეთ ახსნილი და ისე დაემსგავსა, რომ ჩვენ კანონპროექტს განვიხილავდით მხოლოდ იმიტომ, რომ კანონპროექტი განგვეხილა…რეალურად, კიდევ ვამბობ, რაღაც საგნობრივ ცვლილებებს ეს არასამთავრობო სექტორში ეს არ გამოიწვევდა, გარდა მონიტორინგისა და დეკლარილების მოვალეობისა, მაშინ ისინი ვინც ამ კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ, როგორც მინიმუმ ჯერ დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა განესაზღვრათ.უნდა ჩამოეწერათ ამ კანონპროეატის მინუსები და პლუსები. ჩემი აზრით მინუსები გაცილებით ჭარბი იქნებოდა, ვიდრე პლუსები.ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიზანშეუწონილობა ასეთი მოქმედებებისა, რომელიც პირველად არ ხდება… ჩვენ დავხელოვნდით იმაში, რომ ჩვენ თვითონვე ვქმნით გაუგებარი მოტივით პრობლემებს და მერე უზარმაზარ ძალისხმევას ვხარჯავთ, როგორც შიდა, ასევე გარე რესურსს ამ პრობლემის მოგვარებაში. ნუთუ არ შეიძლება რომ ქართულმა პოლიტიკამ სიმწიფის უფრო მაღალ დონეს მიაღწიოს, სადაც უკეთესი შეფასება, უკეთესი ანალიზი, უკეთესი პრევენცია, რისკების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი? ნუთუ ჩვენ არ შეიძლება დასახული მიზნისაკენ ვიაროთ ნაკლები ტკივილის, ნაკლები წვალების ხარჯზე?” – აცხადებს ვიქტორ ყიფიანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საუბრისას. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც ბათუმში, ბატუტის დაზიანების გამო დაშავდა
გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც გუშინ, ბათუმში, არდაგანის ტბასთან ბატუტის დაზიანების გამო დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბატუტი გუშინ ძლიერმა ქარმა გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად 2 ბავშვი დაშავდა. ერთ-ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალი ტაძარი გაიხსნა
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის სახელობის ახალი ტაძარი გაიხსნა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის უწყებისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ტაძარი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ანდრია გვაზავამ აკურთხა, რის შემდეგაც წმინდა ჟამის წირვა აღევლინა. დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წმინდა მეფის სახელობის ტაძარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით, ასევე პირადი შემადგენლობის ჩართულობით აშენდა. მოგვიანებით მინისტრი აკადემიის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა დაათვალიერა სასადილო, სადაც კაპიტალური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
მარტვილში დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მარტვილში, დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ შუახნის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ. სასამართლო პროცესზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებდა. თავის მხრივ, დაცვის მხარის განმარტებით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს. ადვოკატი გვანცა შელია ითხოვდა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გატარებულიყო. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები შეშის ნაჭრით აქვს მიყენებული.
ვაპირებ, შევხვდე კონსილიუმის წევრებს, ასევე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს - იოსელიანი
საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, მას მოინახულებს. ა „მე ვაპირებ შევხვდე კონსილიუმის წევრებს, ვაპირებ შევხვდე მიხეილ სააკაშვილის ოჯახს და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად მოვინახულებ მასაც. ჯერ მე არავის შევხვედრივარ, სულ რამდენიმე დღეა, რაც დავიწყე საქმიანობა და აუცილებლად ამ ყველაფერს გავაკეთებ. რაც შეეხება ყველა დასკვნასა და დოკუმენტს, რაც სახალხო დამცველის მიერ იქნა მომზადებული, მე მინდა დავამშვიდო ყველა, რომ არ ვაპირებ რაღაცების გამოთხოვას ან რაღაცებზე უარის თქმას. ყველა დოკუმენტი, რომელიც მომზადებულ იქნა ჩემი წინამორბედის მიერ, იქნება ძალაში",- განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ ევროპულ გზაზე კარებში გაეჩხირებიან - ხაბეიშილი
ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ ევროპულ გზაზე კარებში გაეჩხირებიან და გააკეთებენ ყველაფერს, რომ სტატუსი არ მივიღოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. „გუშინ ბიძინა ივანიშვილის პირადმა ჩუჩელამ, პირადმა სათამაშომ გააკეთა განცხადებები, რომ თურმე ყველას აზღვევინებს: თამუნას, ლიკას, მაკას გიორგის, დათოს, ყველას სახლებში შეუვარდება და დააიდენტიფიცირებს, დააანონსა რეპრესიები. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს ჩუჩელა, გუშინ კაცად რომ ავლენდა თავს სამთავრობო მედიაზე, არის ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშო და ამ „საქმენი საგმირონის“ უკან, ცხადია, იდგა რუსი ოლიგარქი. ისიც კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ ქვეყნის ხელისუფლებას მართავს ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება. გაუჭირდება კი არა, თუ არ ვიბრძოლებთ, არავინ მოგვცემს ამ კანდიდატის სტატუსს. გუშინ ამ სათამაშო ჩუჩელამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კი არ ნანობენ ამ კანონებს და კი არ გაიაზრეს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური, რუსული, ხელს უშლიან ჩვენს ევროპულ მომავალს, უბრალოდ, ტაქტიკურად უკან დავიხიეთო, თორემ ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ევროპული გზა გვაინტერესებსო. მეტიც, მერე მოყვა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებების ლანძღვას, ევროპარლამენტარების ლანძღვას და მოუწოდა, რომ თქვენ თქვენი საქმე აკეთეთ და ჩვენ რომ რუსეთში მიგვყავს ეს ხალხი, ნუ ერევით ამ საქმეშიო", - განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები სტუდენტებს იყენებენ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს.
14 მარტის დილამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი და შემდეგ გამოიდარებს
14 მარტის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. შემდგომში გამოიდარებს და 17 მარტამდე სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. 15-16 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 16 მარტისთვის დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე 7-9 მარტს გამართულ აქციებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. მისი შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 7 მარტს, საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადების გაჟღერების დროისთვის, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და არ არსებობდა მისი შეწყვეტის და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძვლები. ლევან იოსელიანის თქმით, აქციის იმ მონაწილეების მიმართ, აქციებზე სამართალდამცველები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას და ცალკეულ შემთხვევებში, მსგავსი ღონისძიება მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას არ წარმოადგენდა. „პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი მოქმედებები საფუძვლად დაედო სამართალდამცველების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც. მას შემდეგ, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამტვრევა, პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირების განხორციელება დაიწყო, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ. შეკრების მართვის მიზნით, სამართალდამცველთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად, დაშავდნენ ადგილზე მოვალეობის გაშუქების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც. გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც, მაშინ, როდესაც აქციის მიმდინარეობისას, კანონმდებლობა მათ განსაკუთრებულ დაცვის ქვეშ აქცევს. ამავდროულად, სამართალდამცველები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეული შემთხვევებში მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას. შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა,“ - განაცხადა იოსელიანმა. მისივე თქმით, აქციაზე დაკავებულებს რიგ შემთხვევაში დაზიანებები აღენიშნებოდათ. იოსელიანმა რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა. „7-9 მარტს აქციების მიმდინარეობის პარალელურად, სახალხო დამცველმა და რწმუნებულებმა მოვინახულეთ 96 დაკავებული პირი. რწმუნებულები დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით, ინტენსიურად მუშაობენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. ამასთან, რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. დაკავებულები მიუთითებენ დაკავების უხეშ ფორმაზე და რიგ შემთხვევაში, აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილით და თანხმობით სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით. აღენიშნება დაზიანება თავისა და კისრის არეში. ასევე ხელის მტევნის არეში“, - განაცხადა ომბუდსმენმა.