ძებნის რეზულტატი:

სნაიპერებმა სასწავლო შეკრება გამართეს

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სასროლეთზე სნაიპერთა სასწავლო შეკრება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სნაიპერთა პირადმა შემადგენლობამ მთიან და დასახლებულ რაიონში სტრესული სროლები განახორციელა. სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღისა და ღამის განმავლობაში, რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უნარ-ჩვევების დახვეწას ისახავდა მიზნად.  

შიდა ქართლში, სავარაუდოდ, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუა ხნის კაცი დააკავეს

შიდა ქართლში, სავარაუდოდ, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუა ხნის კაცი დააკავეს.  მომხდარზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფირმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.  

საქართველოში პირველად, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მეშვეობით, ამერიკულმა გიგანტმა CHEVRON-მა ყაზახეთიდან მომავალი საკუთარი მშრალი ტვირთი გაატარა

საქართველოში პირველად, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მეშვეობით, ამერიკულმა გიგანტმა კომპანია CHEVRON-მა ყაზახეთიდან მომავალი საკუთარი მშრალი ტვირთი გადაზიდა. Wondernet Express Investment Group-ი, რომელიც ტვირთების გადაზიდვას ცენტრალური აზიიდან უზრუნველყოფს, პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ამერიკული კომპანია CHEVRON-ის კუთვნილი ტვირთი შუა დერეფნის გავლით გაატარა. Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის, მამუკა მურჯიკნელის განცხადებით, ეს დიდი მიღწევაა რეგიონისთვისაც. „ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც გაატარა ამერიკული კომპანია CHEVRON-ის კუთვნილი ტვირთი შუა დერეფანში, რაც ჩვენს პარტნიორ Tramo-სთან ერთად დიდი მიღწევა იყო არამარტო ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთვის. პირველად მოხდა, რომ CHEVRON-მა თავისი ტვირთი, რომელიც ყაზახეთიდან მოდის, გამოატარა ჩვენს დერეფანში. მოგეხსენებათ, ჩვენ ძირითადად სასუქებზე ვმუშაობთ. უნდა აღინიშნოს, რომ CHEVRON და Tramo დიდი ხნის პარტნიორები არიან და კიდევ უფრო გვახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი მსხვილი ამერიკული კომპანიები ჩვენს რეგიონში გადმოერთნენ“, - განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა BMGtv-ს ეთერში. შუა დერეფნის მიმზიდველობაზე საუბრისას, მამუკა მურჯიკნელმა მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „კიდევ უფრო უნდა გავფართოვდეთ, უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ. აუცილებელია, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მეტ ტვირთს მოემსახუროს. ამ მიმართულებით ვმუშაობათ პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა მამუკა მურჯიკნელმა. ცნობისთვის, საქართველოს ამ დღეებში სტუმრობდა Tramo-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ედვარდ ვაინერი. მისი შეფასებით, მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, შუა დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა. „როდესაც პირველად ჩავერთეთ ამ პროექტში, ჩვენს პარტნიორ Wondernet Express Investment Group-თან ერთად, იდეა იყო ის, რომ გაგვეხსნა აბრეშუმის გზა და გამოგვეყენებინა შესაძლებლობა მაქსიმალურად, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შემოგვეტანა პროდუქტი, რომელიც აწყდება დიდ დაბრკოლებას. ეს არის ნედლეული, რომელიც ბაზრამდე უნდა მივიდეს ეფექტური გზებით. იდეა იყო ის, რომ ტვირთი კასპიის ზღვაში შეგვეტენა აზერბაიჯანის გავლით, მანქანების გადაზიდვით, შემდეგ საქართველოს გავლით, ჩვენი ახალი ტერმინალის გავლით ბათუმში. ეს ტვირთი, CHEVRON-ის პროდუქტი, რომელიც გავგზავნეთ, ჩინეთში ჩადის, ეს არის ყველაზე მსხვილი ტვირთი, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა - 46 000 ტონა“, - განაცხადა ვაინერმა.   

„ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას დიდი ფასი არ აქვს - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობას“ შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს. პარლამენტის რესურსი არ აქვთ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული. არ აქვთ ელემენტარული უნარი, რომ ჩაერთონ კანონპროექტების განხილვაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, რაიმე დიდი ფასი მათ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში ბუნებრივია არ აქვს. ხაბეიშვილის ინტელექტი იცით, გუბაზ სანიკიძის ინტელექტი იცით, სხვების ინტელექტი იცით, ხომ? ანუ, ინტელექტით ვერ ახერხებენ რეალურად მიყოლას იმ პროცესებზე, რაც კანონპროექტების მიღებასთანაა დაკავშირებული“, – გნაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა.  

მეწყერის გამო, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზის 1 კმ-ზე განვითარებული მეწყერული პროცესების გამო, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.  

ერდოღანი: თურქეთი „აკუიუს“ ობიექტს ატომური ელექტროსადგურის სტატუსს ოფიციალურად მიანიჭებს

თურქეთი 27 აპრილს ოფიციალურად მისცემს აკუიუს ატომურ ელექტროსადგურს ატომური ობიექტის სტატუსს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანმა ასევე პირობა დადო, რომ „სასიხარულო ამბებს“ გამოაცხადებს 20 აპრილს, „შავი ზღვაში გაზის ტრანსპორტირების ცერემონიაზე“. „მომავალ თვეში ჩვენს მოსახლეობას გავუზიარებთ ჩვენი მრავალი შესანიშნავი თავდაცვის ინდუსტრიის პროექტების შესახებ სასიხარულო ცნობებს“, - აღნიშნა ერდოღანმა.  

ირანის საგარეო საქმეთა მინსიტრი: სამხრეთ კავკასიაში საკითხები „3+3“ პლატფორმით უნდა მოგვარდეს

სამხრეთ კავკასიაში საკითხები 3+3 პლატფორმის საშუალებით უნდა გადაწყდეს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, იუწყება Report-ის რუსული ბიურო. მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს თეირანში „3+3“ პლატფორმის ახალი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა. „ყველა მხარემ უნდა გამოიყენოს პოლიტიკური ინსტრუმენტები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გრძელვადიანი მშვიდობისკენ, რათა რეგიონში ეკონომიკური შესაძლებლობები განვითარდეს“, - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა. ცნობისთვის, საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყება პერიდულად ააქტიურებს თემას და აცხადებს, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება. შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრა რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს.  

ზურაბიშვილი დემოკრატიის სამიტზე: ჩვენს გზას დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვლმა აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევით დემოკრატიის სამიტში მიიღო მონაწილეობა. „საქართველოს სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს გასულ წელს გამოთქმული ინიციატივისათვის და კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწვევისთვის, წელს, როდესაც დემოკრატიის დაცვა და კონსოლიდაცია საჭიროა ისე, როგორც არასდროს. ჩვენ შარშან უკვე აღვნიშნეთ მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც იდგნენ როგორც დიდი ხნის წინ დამკვიდრებული დემოკრატიები, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში მყოფი ქვეყნები. ყველას წინაშეა დესტრუქციული გამოწვევები პოლარიზაციის, დეზინფორმაციის სხვადასხვა ფორმის, პანდემიის, სოციალური დაძაბულობისა და დისკრიმინაციის, კონფლიქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების სახით. ეს გამოწვევები, რომლებიც ჩვენს საზღვრებს შიგნით თუ მის გარეთ ღვივდება, საბოლოოდ ანადგურებს ხალხის ნდობას მათი მთავრობების, ინსტიტუტებისა და თავად დემოკრატიის მიმართ. თუმცა, არცერთ ჩვენგანს არ ესმოდა, რომ მსოფლიო დადგებოდა უფრო პირდაპირი, სასტიკი და ყოვლისმომცველი გამოწვევის წინაშე უკრაინაში რუსეთის სამხედროს შეჭრის სახით, რომელიც წარმოუდგენელ ნგრევას, ტანჯვას, ადამიანთა დანაკარგს და ადამიანის უფლებების ჩამორთმევას იწვევს. უკრაინის წინააღმდეგ ომი, ნამდვილად არის ომი, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ. შეხსენება იმისა, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერები, ანუ მხარდაჭერილნი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ და გაერთიანებულნი საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დასაცავად. როდესაც ვიკრიბებით დღეს, ამ კიდევ უფრო რთულ დროს, ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა ჩვენი საერთო ღირებულებებისა და სოლიდარობის მიმართ და შევასრულოთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები. საქართველომ, რთული გეოპოლიტიკური გარემოს და შიდადაძაბულობის მიუხედავად, მიაღწია წინსვლას ორ ძირითად პრიორიტეტთან დაკავშირებით: დასრულდა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა, მიღებულია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნული სამოქალაქო გეგმა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ზომები. მიუხედავად ამისა, ინკლუზიური პროცესით სასამართლო რეფორმის განხორციელება, რაც ჩვენი დასახული პრიორიტეტია, ჩვენგან კვლავ სათანადო ძალისხმევას მოითხოვს. მაშინ, როცა ეს ცვლილებები საქართველოს დეკლარირებული ვალდებულებების ნაწილი იყო და მოგვარდა ახალი კანონებისა, ან სამოქმედო გეგმების მიღებით მოგვარდა, ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი კუთხით შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით, რაც შთააგონებდა და შთააგონებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ამ პროტესტმა წარმატებას მიაღწია როგორც ,,უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ გაუქმებაში, რაც დემოკრატიის გამარჯვება იყო, ასევე, პოლარიზაციის დაძლევის უნარის დემონსტრირებაში, როდესაც ის საერთო მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული. ამ თვალსაზრისით, დაიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი. ჩვენს გზას დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ჩვენი სტაბილურობის საფუძველი. მინდა გავიმეორო საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის მტკიცე დაპირება და გამოვთქვა მზადყოფნა, ვითანამშრომლოთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან უფრო დემოკრატიული, მშვიდობიანი და მდგრადი მსოფლიოს მშენებლობაში, რომელშიც საქართველო მოიპოვებს ადგილს, როგორც სანდო პარტნიორი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

ისრაელის საგარაეო საქმეთა მინისტრი: აზერბაიჯანი და ისრაელი ირანისგან მომდინარე საფრთხეს იზიარებენ

აზერბაიჯანი და ისრაელი ირანისგან მომდინარე საფრთხეს იზიარებენ. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ირანი ემუქრება ჩვენს რეგიონს და ქმნის არასტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ირანის წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა მივცეთ ირანს საშუალება, გააფართოოს თავისი ბირთვული პოტენციალი", - აღნიშნა კოენმა. მისივე თქმით, ორ ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებით შეუძლია მოქმედება.  28 მარტს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით ისრაელსა და პალესტინაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 29 მარტიდან 30 მარტამდე გაგრძელდება, ბაირამოვი შეხვდება ორივე ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, დაგეგმილია მისი მონაწილეობა ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნის ცერემონიაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5655 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5655 ლარი ეღირება, ევრო – 2.7851 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1666 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5712 ლარი ღირდა, ევრო – 2.7828 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1654 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 მარტს ამოქმედდება.  

გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისიასთან კონსულტაციები დაიწყო

საქართველოს უწყებათაშორისმა დელეგაციამ ბრიუსელში, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისიასთან კონსულტაციები დაიწყო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას ხელმძღვანელობით, ბრიუსელში საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტი შედგა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კონსულტაციები გაიმართა ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატისა (DG NEAR) და სხვადასხვა სექტორული სამსახურის (DG) წარმომადგენლებთან. ასევე, ამ ვიზიტით დაიწყო გაფართოების პაკეტის ფარგლებში ევროკომისიასთან უწყებათაშორისი კონსულტაციები, რომელთა მიზანია კონკრეტული ნაბიჯებისა და ღონისძიებების შეთანხმება მეტი სექტორული და ინსტიტუციური დაახლოებისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. „შეხვედრებისას განხილული იყო ამ პროცესში ევროკომისიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობა. კონსულტაციებზე მხარეებმა განიხილეს გაფართოების პროცესში ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საქართველოს მონაწილეობის თანდათანობით გაღრმავება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ევროკავშირთან ვაჭრობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სოციალური საკითხების, დასაქმების, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური მომსახურების, რეგიონული განვითარების, გარემოს დაცვის, კონკურენციისა სხვა მიმართულებებით. ეს პროცესი ეფუძნება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებს და მომავალში წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილს. გაფართოების პაკეტის ფარგლებში, გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაციები. მათ შორის, უახლოეს თვეებში დაიგეგმა ევროკავშირის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა თემატური ვიზიტი საქართველოში“, - იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამ გადაწყვეტილებით საქართველომ ასოცირებული ქვეყნებიდან გადაინაცვლა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის (პაკეტის) ქვეყანათა რიგებში და, შესაბამისად, ქვეყანა, ასოცირების შეთანხმების მიღმა, ეტაპობრივად განახორციელებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან (EU acquis) სრულ დაახლოებას. უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა.

ჩვენ კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით ვგეგმავთ - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ გენშტაბი კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს.  „თქვენ ნახავთ მათ კონტრშეტევაში, ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილების თანახმად. ის უკვე იგეგმება რამდენიმე მიმართულებით. ეს დამოკიდებულია, როდის იქნება ყველაზე შესაფერისი მომენტი, როგორც ისინი გადაწყვეტენ. ასევე, ყველაფერი დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. გაზაფხულზე ჩვენ ძალიან სველი მიწა გვაქვს, შესაძლებელია მხოლოდ მუხლუხოიანი მანქანების გამოყენება. ვფიქრობ, ჩვენ მათ აპრილში ან მაისში ვიხილავთ“, – განაცხადა რეზნიკოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

სომხეთის მმართველი პარტიის წევრი: თუ პუტინი სომხეთში ჩამოვა, მისი დაკავება მოგვიწევს

სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა გაგიკ მელკონიანმა, რომელიც მმართველ ფრაქციას წარმოადგენს განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში ჩავა, სომხეთს „მისი დაკავება მოუწევს“. „ერევანში ვიზიტის შემთხვევაში შესაძლოა, რუსეთის სახელმწიფოს მეთაური დააკავონ“. „უკეთესი იქნება, სომხეთში არ ჩამოვიდეს. სომხეთში რომ ჩამოვიდეს, უნდა დააპატიმრონ. მაგრამ მას არ სურს ჩამოსვლა“, - განაცხადა ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრმა Factor.am-თან ინტერვიუში და დაამატა, რომ უკეთესი იქნება, თუ პუტინი საკუთარ ქვეყანაში დარჩება. მელკონიანი პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრია. ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა. შეგახსენებთ, სომხეთი 24 მარტს რომის სტატუტის წესდების რატიფიცირებით შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება. ერევნის ამ ნაბიჯს მოსკოვის მუქარა მოჰყვა. ცნობისთვის, რომის სტატუტი მსოფლიოს 123 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. წესდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს. ამავე თემაზე წაიკითხეთ ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება  

ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს - მესტვირიშვილი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. „როგორც მოსალოდნელი და პროგნოზირებული იყო, ინფლაციას აქვს მკვეთრად გამოხატული შემცირების ტენდენცია და მოსალოდნელია, რომ ეს გაგრძელდება შემდეგ თვეებშიც. წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივზე ქვემოთ იქნება. ინფლაციის შემცირების ტენდენციას ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და საგარეო ფაქტორები. ინფლაციის დინამიკას რომ შევხედოთ, შემცირებაში გადამწყვეტი არის საგარეო ფაქტორები, ხოლო ადგილობრივი ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალი რჩება. ჩვენ ახლა ველოდებით, რომ, საგარეო ფაქტორების მილევასთან ერთად, ადგილობრივი ინფლაციაც დაიწყებს შემცირებას, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.    

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას დიდი ფასი არ აქვს - კობახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული უკვე არის, განსაკუთრებით 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე მაშინ, როცა ინტერპელაციის საკითხი იქნა განხილული. ასევე ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფოებრივ, ეროვნულ ინტერესებს, იქნება ეს ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე, 12 პუნქტის გეგმის შესასრულებლად, ხალხის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩართულია და იქნება საპარლამენტო საქმიანობაში, რაც გულისხმობს, რომ ყველა საპარლამენტო განხილვაში, სხდომაში ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.  

ჩვენი მიზანია, ევროინტეგრაციისკენ სვლით შევქმნათ ამ ქვეყნის მომავალი - კალაძე

ჩვენი მიზანია, ყველა სფეროში განვითარების გზით, ევროინტეგრაციისკენ სვლით შევქმნათ ამ ქვეყნის მომავალი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „სახეზეა მუდმივი მცდელობა, რომ ბულინგით, შეურაცხყოფით, იარლიყების მიკერებით შექმნან სურათი, თითქოს „ქართული ოცნება“ წარმოადგენს რუსულ ძალას. „ქართული ოცნება“ იყო, არის და იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების გამტარებელი ძალა და არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც ქვეყანას დააზარალებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი – ყველა სფეროში განვითარების გზით, ევროინტეგრაციისკენ სვლით შევქმნათ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენს შვილებს დავუტოვოთ ძლიერი საქართველო. ამას უნდა მივაღწიოთ ერთიანობით, ერთმანეთის მხარდაჭერით და გავამარჯვებინოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

თელ-ავივში აზერბაიჯანის საელჩო გაიხსნა

აზერბაიჯანი ისრაელის სტრატეგიული პარტნიორია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა თელ-ავივში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნისას განაცხადა. აზერბაიჯანის საელჩოს გახსნას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი დაესწრნენ. იუწყება News.Az-ი. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნა ასახავს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. კოენმა საელჩოს გახსნას ახალი ეტაპი უწოდა ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების 30-წლიან ისტორიაში. „აზერბაიჯანი და ისრაელი რეგიონული უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში თანამშრომლობენ“, - განაცხადა კოენმა. ისრაელის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში მუსულმანურ სამყაროში ყველაზე დიდი ებრაული თემია. ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისია, განაცხადა თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. იერუსალიმში თავის ისრაელელ კოლეგა ელი კოენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბაირამოვმა აღნიშნა, რომ რეგულარული კონტაქტები ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებას. უმაღლესმა დიპლომატმა ასევე დადებითად შეაფასა აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის საპარლამენტთაშორისო კავშირების მაღალი დონე. ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ებრაული თემი აზერბაიჯანში და აზერბაიჯანული დიასპორა ისრაელში.  

აზერბაიჯანი ისრაელთან ერთად დრონების წარმოებას განაგრძობს

აზერბაიჯანი ისრაელთან ერთად დრონებს აწარმოებს. APA-ს ცნობით, ამის შესახებ თავდაცვის მრეწველობის მინისტრმა მადათ გულიევმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, თანამედროვე ომებში უპილოტო იარაღი ძალიან მნიშვნელოვანია. მადათ გულიევმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ, თავდაცვის მრეწველობის სფეროში გამოცდილების მისაღებად, აზერბაიჯანიდან აშშ-სა და თურქეთში სტუდენტების გაგზავნას გეგმავენ.    

პუტინი აღიარებს, რომ სანქციებს რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება შეუძლია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ დასავლეთის სანქციებს, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა, შეიძლება, უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკაზე, იტყობინება რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სააგენტო RIA Novost-ი 29 მარტს. პუტინმა ეს კომენტარი რუსეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა. „სანქციებს ნამდვილად შეუძლია, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე. ამ კუთხით ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ შიდა მოთხოვნის მდგრადი ზრდა“. პუტინი ადრე არაერთხელ აცხადებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ იმოქმედებდა ქვეყნის ეკონომიკაზე. 25 თებერვალს ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი მიიღო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთს დასავლეთმა არაერთი მძიმე სანქცია დაუწესა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

გერმანია უკრაინას დამატებით, 12 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას მიაწვდის

გერმანია უკრაინას დამატებით, 12 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას მიაწვდი. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გერმანიის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო გაუთვალისწინებელ საბიუჯეტო ხარჯებს, რომლებიც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მოითხოვეს. დამატებითი დაფინანსება მოიცავს 3.2 მილიარდ ევროს, რომელიც უკრაინას 2023 წელს უნდა გადაეცეს და საკრედიტო ტრანშებს 2024-დან 2032 წლამდე პერიოდისთვის, რომლებიც ჯამში დაახლოებით, 8.8 მილიარდ ევროს შეადგენს.