ძებნის რეზულტატი:

პროკურატურა: პირი პროკურორის ყალბი სტატუსით სარგებლობდა, შემდეგ კი, დიდი ოდენობით თანხას თაღლითურად დაეუფლა

საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც თავს პროკურატურის თანამშრომლად და საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებულ პირად აცხადებდა. მისივე განმარტებით, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ ფულად თანხებს - ჯამში 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარის ოდენობით. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, გამოგონილ და ყალბ ინფორმაციას აწვდიდა, რომ თითქოსდა, მისი ოჯახის წევრები იყვნენ სამშენებლო კომპანიის მფლობელები, დაზარალებულებს ჰპირდებოდა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად სხვადასხვა სახის უძრავ ქონებას, კერძოდ მშენებარე საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებს თბილისსა და ბათუმში. შედეგად, იგი თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ ფულად თანხებს - ჯამში 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, მოქალაქეთა ნდობის მოპოვების მიზნით, ბრალდებული ყალბად სარგებლობდა პროკურორის სტატუსით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირებს ეცნობოდა როგორც საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებული პირი. დანაშაულის ჩამდენი პირი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და მას ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ექვს ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. მივმართავთ საზოგადოებას, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურის ან/და მისი რომელიმე თანამშრომლის სახელის გამოყენებით მსგავსი ან სხვა სახის დანაშაულებრივ ქმედებებს თქვენს მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართეთ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რაზეც მოხდება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა ცირეკიძემ.  

აშშ-სთვის მიუღებელია ისეთი „სამშვიდობო წინადადება", რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთს, მოამზადოს ახალი თავდასხმა

აშშ-ს მთავრობა არ ეთანხმება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ ისეთ „სამშვიდობო წინადადებას“, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს, მოამზადოს ახალი თავდასხმა უკრაინაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა. პატელმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში დანაშაულების გამოსაძიებლად, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გაეროს კომისიის და საექსპერტო მისიების გამოძიებას. „ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია, კონსტრუქციული როლი შეასრულოს, როდესაც საქმე ეხება რუსეთის უსამართლო და ბარბაროსულ თავდასხმას უკრაინაზე, ეს ხდება ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად და მჭიდრო კოორდინაციით. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როდესაც საქმე ეხება ჩინეთის „სამშვიდობო წინადადებას“, ეს საბოლოოდ უკრაინის გადასაწყვეტია. წინადადება, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთს, განაახლოს თავისი ძალები ან ის, რაც შემდგომ თავდასხმამდე მიგვიყვანს, რა თქმა უნდა, განწირულია წარუმატებლობისთვის“, - აღნიშნა პატელმა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავზე, ჩინეთმა თავისი 12-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა წინადადებები რუსეთის ხელმძღვანელობასთან 20-23 მარტს მოსკოვში ვიზიტის დროს განიხილა. ჩინეთის პოზიციას ბევრი ქვეყანა, მათ შორის თავად უკრაინა სკეპტიკურად შეხვდა. ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ბირთვული იარაღი არ უნდა იყოს გამოყენებული" და ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, ეს გეგმა მოიცავს ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას. გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, როგორც ომის დასრულების გზა. ჩინეთს ხშირად მოუწოდებენ, რომ საჯაროდ დაგმოს რუსეთის შეჭრა უკრაინაში, თუმცა პეკინი აცხადებს, რომ „მშვიდობას, დილოგს უჭერს მხარს და ისტორიის სწორ მხარეს დგას“.  

საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში დღეს გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში დღეს გამოვა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა, 31 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება. პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. ამის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.  

მზად ვართ, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ყველა თანამშრომელს გავესაუბროთ - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მისი გუნდი მზადაა, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ყველა თანამშრომელს გაუსაუბროს. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პროტესტს კვლავ აგრძელებენ „რესპუბლიკური საავადმყოფო" არის მთავარი საავადმყოფო და ყველაზე მძლავრი რესურსი, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება და ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი როლი და მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივაც. მან სამომავლოდ უნდა აიღოს მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური საავადმყოფოს ფუნქცია როგორც თბილისისთვის, ასევე მთლიანი ქვეყნისთვის. ამ ფუნქციების დაბინავება დღევანდელი ინფრასტრუქტურის პირობებში ტექნიკურად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ახალი შენობის მშენებლობის თაობაზე და გარდამავალი პერიოდი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და არის კომპლექსური უნდა გავიაროთ თანამშრომლობის რეჟიმში. მზად ვართ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ყველა თანამშრომელს სათითაოდ გავესაუბროთ, გავცეთ პასუხი შეკითხვებზე, რაც მათ აქვთ საკუთარ დასაქმებასთან, საავადმყოფოს სამომავლო ბედთან დაკავშირებით, მაგრამ "რესპუბლიკურმა საავადმყოფომ" უნდა შეიქმნას მომავალი და ეს მომავალი არის სწორედ მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში,"- განაცხადა გაბუნიამ. რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება - ღარიბაშვილი  

შვეიცარიამ გაასამართლა ოთხი ბანკირი, რომლებიც პუტინის მეგობარს ანგარიშების მართვაში დაეხმარნენ

შვეიცარიაში გაასამართლეს ოთხი ბანკირი, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარს, სერგეი როლდუგინს მილიონობით ფრანკის შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე გადატანაში დაეხმარნენ. კერძოდ, მედია წერს, რომ სამი რუსი და ერთი შვეიცარიელი ბანკირი დაეხმარა როლდუგინს 2014-2016 წლებში მილიონობით ფრანკის შეტანაში. Le Monde-ის ციურიხის სასამართლომ ბრალდებულებს პირობითი სასჯელი მიუსაჯა, რომლის დარღვევამაც შეიძლება, ასობით ათასი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ჯარიმა გამოიწვიოს. მედია წერს, რომ სერგეი როლდუგინმა 2014-2016 წლებში შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე 50 მილიონი აშშ დოლარი ისე განათავსა, რომ თანხის წარმომავლობა სათანადოდ არ განმარტა. შვეიცარიის კანონმდებლობით, ბანკებს მოეთხოვებათ, რომ უარი თქვან ანგარიშების გახსნაზე, ან დახურონ ანგარიშები, თუ მათ ანგარიშის მფლობელთან ან ფულის წყაროსთან დაკავშირებით რაიმე ეჭვები აქვთ. Reuters-ი წერს, რომ სერგეი როლდუგინს შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენლები „პუტინის საფულედაც“ მოიხსენიებენ. ოთხივე ბრალდებულმა უარყო ბრალდება, რომელიც ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონის დარღვევას მოიცავს.  

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 75 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა. სემეკის ცნობით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევა. "მიმდინარე წლის 20 მარტს, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სემეკს მომართა წერილით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ოსიაურის ქუჩაზე, 2022 წლის 8 აპრილს წყალსადენის ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია გზის დამჭერი საყრდენი კედლის ჩამოშლა, რის შედეგადაც დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, ელექტროგადამცემი ხაზები და მწვანე ნარგავები. ჩუღურეთის გამგეობის წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ დაუყოვნებლივი კომუნიკაციისა, პრობლემა არ აღმოიფხვრა. წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, ოსიაურის ქუჩაზე სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2022 წელს ჩატარდა 8 ტენდერი, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა ტენდერში მონაწილეთა მიერ ნორმირებულზე მაღალი ფასების დასახელება. სემეკის შეფასებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები, რამაც გამოიწვია ოსიაურის ქუჩაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა, უზრუნველყოს ოსიაურის ქუჩაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

იაპონია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 400 მილიონ დოლარს გამოყოფს

იაპონიამ გადაწყვიტა, უკრაინას აღდგენისთვის 470 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების ორი პაკეტი გადასცეს. იაპონიის ელჩმა უკრაინაში, მაცუდა კუნინორიმ და უკრაინის ვიცე-პრემიერმა აღდგენის საკითხებში, ალექსანდრე კუბრაკოვმა შესაბამის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.  თანხები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის საჭირო აღჭურვილობისა და მომსახურების შეძენას მოხმარდება. მარტის დასაწყისში უკრაინამ და იაპონიამ ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც გადაუდებელი აღდგენის პროექტებისთვის დაახლოებით 170 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. მანამდე კურბაკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის საჭიროებამ 411 მილიარდი დოლარი შეადგინა. პრიორიტეტია კრიტიკული ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი და მნიშვნელოვანი სოციალური და სატრანსპორტო ობიექტების რეკონსტრუქცია.    

გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. მან განცხადება უკვე დაწერა. „არ ჩამოვთვლი უამრავ ფაქტორს, რატომაც მე ამ ეტაპზე აპარატში საქმიანობას ვერ გავაგრძელებდი. ამ კვირაში დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება და 31 მარტის 12 საათიდან ოფიციალურად აღარ ვიქნები საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. ლევანს არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო მხოლოდ დარჩენა აპარატში, რადგან დასასრულებელი იყო საპარლამენტო ანგარიში და სხვა მიმდინარე საქმეები. დავწერეთ მე და ჩემმა კოლეგებმა დიდი და მსუყე ანგარიში და შემდეგ კვირას იხილავთ ყველა“, - წერს სახალხო დამცველის მოადგილე Facebook-ზე განთავსებულ განცხადებაში. „62 თვის განმავლობაში ნინო ლომჯარიასთან და სახალხო დამცველის აპარატის უამრავ გადასარევ კოლეგასთან ერთად ვიყავი საჯარო სამსახურში და მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა და გამუდმებული თავდასმხებისა, გვქონდა ერთი ამოცანა - ყველა გაჭირვებული და უფლებდარღვეული ადამიანის პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის რეკომენდაციით მიმართვა რომ ეს გამოესწორებინათ“, - ამბობს გიორგი ბურჯაბაძე. გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის აპარატში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. „ყოველთვის ვიამაყებ, რადგან რაც კი სახალხო დამცველს აქვს ან თეორიულად შეიძლება, ჰქონდეს, ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ ამ ხუთ წელიწადში. ვიყავით მუდამ იქ, სადაც პრობლემა იყო და არასდროს შეგვშინებია ვინმესი ან რამესი, - წერს გიორგი ბურჯანაძე. შეგახსენებთ, ახალი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 7 მარტს გახდა.

სახალხო დამცველი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან თავი შეიკავონ

სახალხო დამცველი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან თავი შეიკავონ. ლევან იოსელიანის თქმით, სავარაუდო სექსუალური ძალადობის და შევიწროების საქმეებზე ომბუდსმენის აპარატში შესაბამისი დეპარტამენტი მუშაობს. „რაც შეეხება სავარაუდო სექსუალური ძალადობის და შევიწროების საქმეებს, ამაზე ინტენსიურად მუშაობს სახალხო დამცველის შესაბამისი დეპარტამენტი. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ამაზე განცხადება და შესაბამის პერიოდში მოგაწვდით ინფორმაციას, რა გამოიკვეთება, რა დადგინდება და რა მტკიცებულებებს მოგვაწვდიან. ყველა შემთხვევაზე, რაც სახალხო დამცველის ოფისში შემოვიდა, მიმდინარეობს მოკვლევა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. ჩვენ ბრალეულობის საკითხს არ ვიხილავთ, ჩვენ ვიხილავთ შესაძლო შევიწროების საკითხს, ბრალეულობის საკითხი სხვა უწყებების კომპეტენციაა. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, მათ მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან, წინასწარ ნუ მოახდენენ საზოგადოებაში ინფორმაციის გაჟღერებას, რომ მათი ჩვენებები და განცხადებები რაღაც ტიპის უნდობლობას იწვევს, ასეთი განცხადებები ქმნის იმის რისკს და შესაძლებლობას, რომ სხვა სავარაუდო მსხვერპლებმა თავი შეიკავონ ასეთი განცხადებების გამოქვეყნებისგან“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა მედიასთან.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5604 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5604 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5604 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5655 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7862 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7851 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0011 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა, საკვები მიიღოს, იქნება ეს თხევადი თუ სხვა ფორმით, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს - ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მსჯავრდებულ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიზანმიმართულად არ სურს, რომ გამოჯანმრთელდეს. „ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები არ არის საჭირო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უნდა მოვუსმინოთ, ვისაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია და პაციენტზე ზრუნვის ინტერესი. ამ კლინიკის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სრული შესაძლებლობა აქვს, მიიღოს საკვები და შესაბამისი რაციონი, მაგრამ ამაზე მიზანმიმართულად უარს ამბობს. სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც არიან პოლიტიკურად მიკერძოებული და დაკავშირებული სააკაშვილთან, ისინი არათუ ხელს უწყობენ, რომ ამ ადამიანმა საკვები მიიღოს, არამედ ამის საწინააღმდეგოდ ყველაფერს აკეთებენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ჯანსაღი აზრი, კონკრეტული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის კომპეტენტური აზრი, რომელიც ამბობს, რომ ამ ადამიანს აქვს შესაძლებლობა საკვები მიიღოს, იქნება ეს თხევადი თუ სხვა ფორმით, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს. ამას ჰქვია თვითდაზიანება განზრახ და მიზანმიმართულად. ერთადერთი, რაც მან უნდა გააკეთოს, საკუთარ თავს უნდა უთხრას, რომ საკვები მიიღოს. ხელისუფლება ვალდებულია, რომ პატიმრის უფლება დაიცვას და მას შესაბამისი სერვისი შესთავაზოს, სახელმწიფოს მხრიდან ეს შესაძლებლობა არსებობს და ახლა უკვე დარჩენილია მისი ნაბიჯი, რომ საკუთარი თავი მიზანმიმართულად არ დააზიანოს,"- განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

საფრანგეთის სასამართლო უკრაინელი მილიარდერის, კონსტანტინ ჟევაგოს ექსტრადირებაზე უარს ამბობს

საფრანგეთის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინელი მილიარდერი კოსტიანტინ ჟევაგო არ უნდა გადაეცეს უკრაინას, განაცხადა ხუთშაბათს ჟევაგოს სპიკერმა. გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ Poltava Mining-ის ყველა საბანკო ანგარიში გაყინა. Poltava Mining-ი ოლიგარქ კოსტიანტინ ჟევაგოს Ferrexpo-ს ნაწილია. ანგარიშები კომპანიას გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გაუყინეს. Ferrexpo ამტკიცებს, რომ ანგარიშების დაბლოკვა არის „კომპანიაზე გადაჭარბებული ზეწოლის გამოვლინება“. Ferrexpo-ს განცხადებით, კომპანიის ყველა ანგარიშის დაყადაღება საფრთხეს უქმნის 7500-ზე მეტ თანამშრომელს. 10 იანვარს, უკრაინული მედია წერდა, რომ საფრანგეთში დაკავების შემდეგ, უკრაინელი მილიარდერი კოსტიანტინ ჟევაგო ერთი მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. წყაროს თანახმად, ოლიგარქმა ჟევაგომ გირაო უკვე გადაიხადა და იმჟამად იმყოფებოდა სათხილამურო კურორტ კურშეველში, სადაც 27 დეკემბერს უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს მოთხოვნით დააკავეს. Ukrainska Pravda წერდა, რომ ჟევაგოს საფრანგეთის დატოვება არ შეეძლო. უკრაინელი მილიარდერი ჟევაგო საფრანგეთში დაპატიმრების შემდეგ, რკინის მადნის კომპანიის დირექტორთა საბჭოს ტოვებს Forbes Ukraine-ის ბოლო სიის მიხედვით, ჟევაგო 1,4 მილიარდი დოლარის ქონებით მეხუთე ყველაზე მდიდარი უკრაინელია. 

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 58 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის პოლიციის, საპატრულო პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის, კახეთის პოლიციის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 58 პირი დააკავეს, მათ შორის 31 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული სხვა პირების პირადი, ავტომანქანების, სახლებისა და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“ „ალფა-პვპ“, „მეფედრონი“, „პრეგაბალინი“, ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „ფენტანილი“, „ტრამადოლი“, „პსილოცინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი. ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, ასევე, მცირე ზომის სასწორები და წებოვანი ლენტები. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის და გასაღების, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე, 261-ე, 263-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის პოლიციის, საპატრულო პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის, კახეთის პოლიციის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 58 პირი დააკავეს, მათ შორის 31 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ, ისინი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, ფოტოებს უღებდნენ, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს. „სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული სხვა პირების პირადი, ავტომანქანების, სახლებისა და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“ „ალფა-პვპ“, „მეფედრონი“, „პრეგაბალინი“, ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „ფენტანილი“, „ტრამადოლი“, „პსილოცინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი. ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, ასევე, მცირე ზომის სასწორები და წებოვანი ლენტები. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის და გასაღების, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე, 261-ე, 263-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სი ძინპინი ამბობს, რომ ჩინეთი ომისთვის ემზადება - მედია

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ის თავის ქვეყანას მომავალი ომისთვის ამზადებს და მისი სიტყვები სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Foreign Affairs-ი წერს. სი ძინპინმა სამთავრობო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი გაორმაგდა გასული ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ მალე გაიზრდება კიდევ 7.2%-ით. გამოცემის ცნობით, ბოლო თვეებში ოფიციალურმა პეკინმა მიიღო ახალი კანონები სამხედრო მზადყოფნის შესახებ, კერძოდ, საუბარი იყო ტაივანის სრუტის მიმართულებით ახალი ბომბთავშესაფრების აშენებაზე. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქმნება „ეროვნული თავდაცვის მობილიზაციის“ ოფისები. სი ძინპინმა 2022 წლის სექტემბერშიც განაცხადა, რომ აუცილებელია კონცეტრირება ომისთვის მზადებაზე.  

ფინეთის დაზვერვა აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსეთის ჯაშუშური ოპერაციები შესუსტდა

რუსეთის დაზვერვის ოფიცრების გაძევებამ და ვიზაზე უარის თქმამ არსებითად შეასუსტა მოსკოვის სადაზვერვო ოპერაციები მეზობელ ფინეთში გასულ წელს, განაცხადა ფინეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა (SUPO) ხუთშაბათს. სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ რუსული ჯაშუშური ოპერაციები შესუსტდა სკანდინავიურ ქვეყანაში იმის გამო, რომ სააგენტოს შეუძლია, მათი საქმიანობის კპმპრომეტირება მოახდინოს. დაზვერვის ოფიცრების რაოდენობის შემცირებამ და რუსეთ-ფინეთის საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვამ მოსკოვის უკრაინაში ომის ფონზე, მნიშვნელოვნად შეარყია რუსი ჯაშუშების მუშაობის პირობები ფინეთში, განაცხადა SUPO-მ. მისივე თანახმად, დიპლომატიურ საფარქვეშ ოპერაციები ტრადიციულად იყო რუსული დაზვერვის მთავარი ინსტრუმენტი საზღვარგარეთ.  

ოკუპირებულ სოხუმში პირველმა საკონტეინერო მატარებელმა გაიარა - მედია

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე პირველად ჩავიდა საკონტეინერო მატარებელი 62 კონტეინერითა და 2700 ტონა ტვირთით. შესაბამის ინფორმაციას sova.news-ი ავრცელებს. სავარაუდოდ, თურქეთში რუსული ან ჩინური ტვირთი იგზავნება. მედია წერს, რომ აფხაზურ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული ვიდეოდან ჩანს, რომ კონტეინერები Smartlog-ს ეკუთვნის. ეს არის რუსული კომპანია, რომელიც საკონტეინერო მატარებლების ორგანიზებას უზრუნველყოფს. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია ტვირთის გადაზიდვას შემდეგ მარშრუტებზე უზრუნველყოფს: ჩინეთი - ყაზახეთი / თურქეთი - ჩინეთი რუსეთი – ცენტრალური აზია/აზია-წყნარი ოკეანე – რუსეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ჩრდილოეთი - სამხრეთი ჩინეთი - ევროპა - ჩინეთი ჩინეთი - უზბეკეთი - ჩინეთი  

ავდიივკიდან ოჯახების სავალდებულო ევაკუაცია მომავალ კვირას განხორციელდება

ავდიივკიდან, ბავშვებთან ერთად ოჯახების სავალდებულო ევაკუაცია მომავალ კვირას განხორციელდება, განაცხადა 30 მარტს ინტერვიუში ავდიივკის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბარაბაშმა. დონეცკის ოლქის ქალაქში ჯერ კიდევ 2000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან ექვსი ბავშვია. ბარაბაშის თქმით, ბავშვებთან ერთად ოჯახების ევაკუაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. თუმცა, ზოგი უარს ამბობს წასვლაზე. რეინტეგრაციის სამინისტრომ 7 მარტს განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა აქტიური საბრძოლო ზონებიდან ბავშვების ოჯახების სავალდებულო ევაკუაცია. 3 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გაიმეორა, რომ სავალდებულო ევაკუაციის კანონები არ აძლევდნენ უფლებას სახელმწიფო ორგანოებს, ძალით წაეყვანათ ბავშვები მშობლებისგან. სავალდებულო ევაკუაციის კრიტერიუმები ძირითადად ბახმუტს ეხებოდა მისი დამტკიცების დროს. ავდიივკასა და მის გარშემო ბრძოლების სიმძიმის გათვალისწინებით, უკრაინელი ოფიციალური პირები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ავდიივკა შესაძლოა, „მეორე ბახმუტად“ იქცეს.  

300 უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში მისიას იწყებს

ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ უკრაინელ სამხედროებს ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად 300 (DJI Mavic 3T ტიპის) უპილოტო საფრენი აპარატი გადასცა. თითოეული DJI Mavic 3T აღჭურვილია თერმოგამომსახველობითა და ზუმის კამერით, რაც ოპერატორებს ღამის საათებშიც კი აძლევს  საშუალებას, სადაზვერვო მისიები განახორციელოს. ასევე, ამ დრონების საშუალებით, სამხედროებს შეუძლიათ, საარტილერიო ცეცხლის დაფიქსირება და რუსული ტექნიკის განადგურება. „ამრიგად, უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის ძალებს საშუალებას აძლევს, „იცოდეს ყველაფერი მტრის შესახებ", - აცხადებს სამინიტრო.  

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში ელჩად დამტკიცების შემთხვევაში მისი სამუშაო ოთხ პრიორიტეტზე იქნება კონცენტრირებული.   კომიტეტის წევრებო, მადლობას გიხდით დღეს თქვენ წინაშე გამოსვლის შესაძლებლობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო პრეზიდენტ ბაიდენის მიერ წარდგენილი კანდიდატურა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე და მადლობელი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც პრეზიდენტმა და მდივანმა ბლინკენმა გამომიცხადეს. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ამ კომიტეტთან, კონგრესის ყველა წევრთან და თქვენს გუნდებთან.   დამტკიცების შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ ოთხ პრიორიტეტზე. უპირველეს ყოვლისა, ჩემი უმაღლესი მოვალეობა იქნება აშშ-ის საელჩოში მომუშავე გუნდის და საქართველოში ყველა ამერიკელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბოლო 18 თვის განმავლობაში ვმუშაობდით, რათა დავხმარებოდით ჩვენი საელჩოს გუნდის დაცვას კიევში ძალიან რთულ გარემოში, ვიცი, რომ ეს პასუხისმგებლობა წმინდაა. მეორე - მე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რათა დავეხმარო მათ, რეალობად აქციონ თავიანთი სურვილი ევროკავშირთან, NATO-სთან და დასავლეთთან შემდგომი ინტეგრაციისა და მათი დემოკრატიული მომავლის გაღრმავების კუთხით. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არამხოლოდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, ღრმად მჯერა, რომ ეს არის აშშ-ის ინტერესშიც. ჩვენ გვსურს დასავლეთთან მტკიცედ ინტეგრირებული, დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი საზღვრები და გაუძლოს რუსეთის მავნე აქტივობებს, მათ შორის რუსული დეზინფორმაციის ზეწოლას. საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი შემაშფოთებელი მოვლენა ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ევროკავშირმა საქართველოს მიაწოდა რეფორმების საგზაო რუკა, რომელიც მან უნდა დაასრულოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით. მე მოუთმენლად ველი საქართველოს მხარდაჭერას ამ რეფორმების განხორციელებისას. მესამე, გავაძლიერებ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მათ შორის  ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შესაძლებლობების გაზრდისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ინვესტიციებისთვის. მე ენერგიულად შევუწყობ ხელს აშშ-ის ექსპორტს და წავახალისებ რეფორმებს სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს გასაძლიერებლად. მე ასევე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყო პოტენციური ეკონომიკური იძულების პრაქტიკისგან დაცვას, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს ქარტიის ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ქართველებმა ძალიან კარგად იციან ეს რუსული სახელმძღვანელოდანაა, რადგან 2008 წელს ნახეს, რომ ეს მოხდა მათ ქვეყანაში და ამას ყოველდღიურად განიცდიან, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული. ჩემი მეოთხე პრიორიტეტი იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მე ვიღებ ვალდებულებას, ვიმუშაო საქართველოსთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და გაეროს წესდების შესაბამისად. ჩვენმა პარტნიორობამ ბოლო 30 წლის განმავლობაში სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს, ისე შეერთებული შტატების მოსახლეობას. საქართველო იყო NATO-ს მტკიცე პარტნიორი მშვიდობისთვის და ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა. ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა 14 თებერვალს წარადგინა. რობინ დანიგენი ბოლოს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს შეუერთდა. ის 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგანი „ეროვნული ომის კოლეჯის“ წარჩინებული კურსდამთავრებულია, სადაც სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. რობინ დანიგანი ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. საუბრობს ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე. საქართველოში ამჟამად კელი დეგნანი მუშაობს აშშ-ის ელჩად.  კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი: გავაძლიერებ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას

„გავაძლიერებ ორმხრივ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მათ შორის  ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში შესაძლებლობების გაზრდისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ინვესტიციებისთვის“, - შესაბამისი განცხადება აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მის მიერ განსაზღვრულ 4 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთია ინვესტიციები და ვაჭრობა. „მე ენერგიულად შევუწყობ ხელს აშშ-ის ექსპორტს და წავახალისებ რეფორმებს სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს გასაძლიერებლად. მე ასევე ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შევუწყო პოტენციური ეკონომიკური იძულების პრაქტიკისგან დაცვას, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს ქარტიის ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპებს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ქართველებმა ძალიან კარგად იციან ეს რუსული სახელმძღვანელოდანაა, რადგან 2008 წელს ნახეს, რომ ეს მოხდა მათ ქვეყანაში და ამას ყოველდღიურად განიცდიან, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.  ასევე წაიკითხეთ: საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა 4 პრიორიტეტი განსაზღვრა