ძებნის რეზულტატი:
კანადა უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის
კანადა უკრაინას ათიათასობით მცირე ზომის იარაღს და რამდენიმე მილიონ ვაზნას გაუგზავნის. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სამშაბათს, 11 აპრილს, ტორონტოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კანადის შეიარაღებული ძალების საწყობებიდან უკრაინაში გაიგზავნება 21 000 თავდასხმის თოფი, 38 ტყვიამფრქვევი და 2,4 მილიონზე მეტი ტყვია. გარდა ამისა, კანადამ გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ, სანქციების სიაშია 14 ფიზიკური და 34 იურიდიული პირი. კანადა ასევე აწესებს სანქციებს ბელორუსის ფინანსურ სექტორთან დაკავშირებული ცხრა სუბიექტის მიმართ. უკრაინის პრემიერი დენის შმგალი 11 აპრილს კანადაში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა მოლაპარაკებები ტრუდოსთან, ეროვნული თავდაცვის მინისტრ ანიტა ანანდთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მელანი ჯოლისთან და ფინანსთა მინისტრ კრისტია ფრილენდთან.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი მომავალ შეხვედრას 21 აპრილს გამართავს
რამშტაინის ფორმატის მე-11 შეხვედრა 21 აპრილს გაიმართება. ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გეგმავს, პირადად უხელმძღვანელოს გერმანიაში “რამშტაინის” სამხედრო-საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრები და თავდაცვითი სფეროს სხვა ოფიციალური პირები განიხილავენ კრიზისს, რომელიც უკრაინაში გრძელდება, და უსაფრთხოების სხვადასხვა პრობლემას, რომელთა წინაშეც დგანან აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები. ჯგუფის წინა შეხვედრა ვირტუალურად 2023 წლის 15 მარტს გაიმართა.
პიტერ სტანო: ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების ძალისხმევას
ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით ძალისხმევას, ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ Europetime-ს განუცხადა. პიტერ სტანო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ნაწილია იმ 12 პრიორიტეტისა, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრა. „ჩვენთვის ცნობილია აშშ-ის გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ოთხი ქართველი პირის შესახებ. საკუთარი პოლიტიკის შესახებ კომენტარის გაკეთება, აშშ-ის გადასაწყვეტია და მართლაც, სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ეს უკვე გააკეთეს. მართლმსაჯულების რეფორმა ნაწილია იმ 12 პრიორიტეტისა, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრა. ველით, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს სასამართლო სისტემას, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთლიან სასამართლო სისტემის ინსტიტუციურ ჯაჭვში, და საფუძვლიან რეფორმას გაატარებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს კანონის უზენაესობის, სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობის, მთლიანობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების ძალისხმევას“, - განუცხადა პიტერ სტანომ Europetime-ს. ევროკავშირის სპიკერის თქმით, ამჟამად არ არსებობს ევროკავშირის სანქციების რეჟიმი საქართველოს მიმართ. აშშ-ის სანქციებში მოხსენიებულ ადამიანებთან დაკავშირებით, არც სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. მისივე განმარტებით, ევროკავშირს აქვს საკუთარი საკანონმდებლო ჩარჩო სანქციების მიღებისთვის, რომლებიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, ყოველთვის კონსენსუსის საფუძველზე განიხილება და თანხმდება“. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც 10 აპრილს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებზე, მოსამართლეებისგან შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე პირველი ოფიციალური განმარტება 6 აპრილს გააკეთა. ისაუბრეს, თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა უწყება სანქცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, აშშ გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ასეთი პირებისთვის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას. „ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს საიმისოდ, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში”, - განაცხადეს უწყებაში. როგორც ცნობილია, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ შემდგომი დემოკრატიული მმართველობა. Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 7031 (c) წესის მოქმედებები, რომლის საფუძველზეც 4 ქართველ მოსამართლეს სავიზო აკრძალვა დაუწესდა, ამის ძლიერი სიგნალია. „ზოგადად, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს მიმდინარე სამართალწარმოებაზე. 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031 (c) წესის მოქმედებები ძლიერი სიგნალია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა, კორუფციასთან ბრძოლა და შემდგომი დემოკრატიული მმართველობა“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს. მისივე თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში ხელი შეუწყოს. „ჩვენ მზად ვართ, ენდემური (სისტემური, რედ.)კორუფციის დაძლევისა და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობის გზით, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სრული ეკონომიკური და დემოკრატიული პოტენციალის რეალიზებაში“, - აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყება. სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031 (c) წესის საფუძველზე დაუწესდათ შესაბამისი ზომები. კერძოდ, 7031(c) წესი ითვალისწინებს, რომ უცხოური მთავრობების თანამდებობის პირებს, რომელთა მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაში მონაწილეობის შესახებ სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატებში შესვლის უფლება არ ექნებათ. ეს წესი გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. ასევე წაიკითხეთ: უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობას თეა თავართქილაძე შეასრულებს, რომელსაც ამ დრომდე, კლინიკური მენეჯერის პოზიცია ეკავა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაზა ავალიანმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. ასევე წაიკითხეთ: ჩვენი კომენტარები და შეფასებები რესპუბლიკური საავადმყოფოს მყისიერად რეაბილიტაციას, ან დემონტაჟს არ ითვალისწინებდა - აზარაშვილი
ევროპარლამენტი და უკრაინის უმაღლესი რადა 12 აპრილს ისტორიულ ერთობლივ სესიას ჩაატარებენ
ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ 12 აპრილს გამართავს ერთობლივ ჰიბრიდულ სესიას უკრაინის პარლამენტთან, უკრაინის უმაღლეს რადასთან, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და გამოწვევები განიხილონ. ღონისძიებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი გახსნიან. დღის წესრიგში მოსალოდნელია რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის განხილვა, როგორიცაა ეკონომიკური პოლიტიკა, ანტიკორუფციული ღონისძიებები, ბიუჯეტის კონტროლი და უკრაინის კანონმდებლობის სინქრონიზაცია ევროკავშირთან. „მონაწილეებმა ასევე უნდა განიხილონ, თუ როგორ შეიძლება, გააღრმაონ ორმხრივი ურთიერთობები მათი შესაბამისი ინსტიტუტების კომიტეტებს შორის", - ნათქვამია პრესრელიზში. ევროკავშირმა უკრაინას კანდიდატის სტატუსი 2022 წლის 23 ივნისს მიანიჭა.
პოლონეთში NATO-ს იარაღის საწყობები აშენდება
ვარშავა ვაშინგტონთან თანამშრომლობით გააგრძელებს NATO-ს იარაღის საწყობების მშენებლობას პოლონეთში, სადაც ათასობით ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სხვა სამხედრო ტექნიკა იქნება შენახული. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან ვარშავაში, აშშ-ში სამდღიანი ვიზიტით გამგზავრებამდე გააკეთა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტის დროს პოლონეთში NATO-ს იარაღის საწყობების მშენებლობას განიხილავს. „ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შევქმნით ლოგისტიკურ ბაზას, შეიარაღების ბაზას. რამდენიმე ათასი სამხედრო ტექნიკა განთავსდება ფოვიძეში (მდებარეობს პოლონეთის ცენტრალურ ნაწილში - რედ.) და პოლონეთის სხვა ლოკაციებზე“, აღნიშნა მორავეცკიმ. მისივე თქმით, საწყობებში შენახული აღჭურვილობა მოიცავს ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და სხვა აღჭურვილობას, რომლებიც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის სწრაფ გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
ინდოეთში სამხედრო ბაზაზე სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა ინდოეთში, ბათინდაში (პენჯაბის შტატი) სამხედრო ბაზაზე სროლის შედეგად, იუწყება The Times of India. გამოცემის ცნობით, საგამოძიებო სამუშაო მიმდინარეობს. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით არ სახელდება.
რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომში
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 180 050 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 730 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 646 ტანკს, 7 043 ჯავშანტექნიკას, 2 770 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 630 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 334 უპილოტო საფრენ აპარატს, 319 ერთეულ სპეცტექნიკას და 911 ფრთოსან რაკეტას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
უკრაინამ კონტრშეტევა, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს - შმიგალი
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კონტრშეტევა, შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს. "ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ვითხოვთ მეტ სამხედრო პოტენციალს, როგორიცაა ტანკები, საბრძოლო მასალები, თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა", - თქვა უკრაინის პრემიერმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინა ატომური ელექტროსადგურებისთვის საწვავს კანადიდან შეიძენს
Energoatom კანადის Cameco-სთან ბირთვული საწვავის შესყიდვაზე შეთანხმდა. საწვავი გამოყენებული იქნება უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებში. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს ოფისში განაცხადეს. პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის კანადაში ვიზიტის დროს, კომპანია Cameco-მ და უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა Energoatom-მა გააფორმეს ძირითადი მიწოდების შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, Cameco 2035 წლამდე უკრაინის ბირთვული საწვავის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ურანს მიაწვდის.
იტალიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
იტალიამ არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა დაახლოებით 6 თვე გაგრძელდება და სამხრეთ რეგიონებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულად ითვლებიან, 5 მილიონი ევროს დახმარება გამოიყოფა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები აჩვენებს, რომ იტალიაში წელს 31 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, გასული წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი დაახლოებით 7 900 იყო.
ოსტინის თქმით, აშშ ინფორმაციის გაჟონვის წყაროს დასადგენად ყველაფერს გააკეთებს
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო გაჟონვის შესახებ გამოძიება გაგრძელდება, ვიდრე შტატების ხელისუფლება არ გაარკვევს, ვის მიერ გასაჯაროვდა დოკუმენტები. ოსტინის თქმით, აშშ ინფორმაციის გაჟონვის წყაროს დასადგენად ყველაფერს გააკეთებს. პენტაგონისთვის ცნობილია, რომ დოკუმენტების გამოქვეყნება მოხდა 28 თებერვალსა და პირველ მარტს, თუმცა ოსტინის თქმით, არაფრის თქმა არ შეუძლია იმასთან დაკავშირებით, სხვა დოკუმენტები გამოქვეყნდა თუ არა უფრო ადრე. პენტაგონის ხელმძღვანელი პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირია, რომელმაც დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 23 მარტს დათარიღებული სავარაუდოდ დოკუმენტის თანახმად, დიდ ბრიტანეთს უკრაინაში სპეცრაზმის ყველაზე დიდი, 50-კაციანი კონტინგენტი ჰყავს, შემდეგ მოდის ლატვია (17), საფრანგეთი (15), აშშ (14) და ნიდერლანდები (1). დოკუმენტში არ არის მითითებული სად არიან განლაგებულნი ეს ძალები. გასულ კვირაში, ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში გაჟონა, სავარაუდოდ, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ფოტოასლებმა, რომლებიც უკრაინას და მის მომავალ კონტრშეტევას, ასევე, სხვა ქვეყნებსაც ეხება, მათ შორის არამხოლოდ ჩინეთსა და ირანს, არამედ, მოკავშირე სამხრეთ კორეას და ისრაელსაც. არაერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით, სხვადასხვა მედიასაშუალებას დაუდასტურა, რომ გავრცელებული დოკუმენტების ნაწილი ნამდვილია. ინფორმაციის გაჟონვას შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო იძიებს. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ოლექსი რეზნიკოვს და დმიტრო კულებას ესაუბრნენ და მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურეს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ გაჟონილი ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინაში დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი მოქმედებდა, უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება. უწყების თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების სავარაუდოდ გაჟონილი ინფორმაცია შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 50 დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი უკრაინაში სხვა დასავლურ ძალებთან ერთად არის განლაგებული. ამის შესახებ Sky news-ი წერს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობას, იმის შესაფასებლად, რა გავლენა შეიძლება, რომ იქონიოს ამან აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე. სავარაუდო საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების ათობით გვერდის ფოტოები პლატფორმა Discord-ზე 28 თებერვალსა და 2 მარტს გამოქვეყნდა, მათი ნაწილი კი აპრილის დასაწყისში გავრცელდა ინტერნეტში.
CIA-ს დირექტორი: რუსეთი თავს ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევის რისკის ქვეშ აყენებს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბარნსმა განაცხადა, რომ რუსეთს ჩინეთის „ეკონომიკურ კოლონიად“ გადაქცევა ემუქრება, რადგან მისი დასავლეთისგან იზოლაცია უკრაინაში შეჭრის შემდეგ ღრმავდება, მისი შეფასებით, რუსეთი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და, გარკვეული თვალსაზრისით, თავს დროთა განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიად გადაქცევისა და ენერგორესურსების და ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულების რისკის ქვეშ აყენებს. ბარნსის თქმით, რუსეთი, შესაძლოა, ჩინეთში ენერგორესურსების და ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებული გახდეს.
როგორ აფასებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა სავარაუდოდ, პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების შესახებ ცნობებს
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ გაჟონილი ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინაში დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი მოქმედებდა, უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება. უწყების თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების სავარაუდოდ გაჟონილი ინფორმაცია შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 50 დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი უკრაინაში სხვა დასავლურ ძალებთან ერთად არის განლაგებული. ამის შესახებ Sky news-ი წერს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობას, იმის შესაფასებლად, რა გავლენა შეიძლება, რომ იქონიოს ამან აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე. გამოძიებას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ ინფორმაციის გაჟონვის წყაროს დასადგენად ყველაფერს გააკეთებს. სავარაუდო საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების ათობით გვერდის ფოტოები პლატფორმა Discord-ზე 28 თებერვალს და 2 მარტს გამოქვეყნდა, მათი ნაწილი კი ინტერნეტში აპრილის დასაწყისში გავრცელდა.
ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების სტანდარტები დაამტკიცა
ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების (კორონარული სტენტი, ბროლი, ორთოპედიული ენდოპროთეზი) მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სიახლე პირველი მაისიდან ჩატარებულ ქირურგიულ მომსახურებებზე გავრცელდება. სახარჯი მასალებისთვის ევროპული და ამერიკული სტანდარტების განსაზღვრით, სამინისტრო, მოქალაქეებისთვის, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს. სახარჯი მასალების გარდა, 2023 წელს განისაზღვრება სამედიცინო აღჭურვილობის საერთაშორისო სტანდარტები და რეგულირების საკითხები. 2025 წლიდან კი, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.
რუსეთი აცხადებს, რომ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებით, მოსკოვმა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა. ხსენებული ჯარების არსენალში ბირთვული იარაღია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „წარმატებული გამოცდა“ 11 აპრილს ასტრახანის ოლქში, კაპუსტინ იარის პოლიგონზე ჩატარდა.
Reuters: სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტი ადასტურებს, რომ სერბეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა
სერბეთი დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ან უკვე მიაწოდა კიევს ეს დახმარება. იტყობინება Reuters-ი 12 აპრილს სავარაუდოდ გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით. დოკუმენტში, სახელწოდებით „ევროპა|პასუხი რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტზე", სავარაუდოდ ჩამოთვლილია 38 ევროპული სახელმწიფოს პოზიციები უკრაინის სამხედრო დახმარების თხოვნაზე. ამ მიმართვაზე პასუხები აჩვენებს, რომ სერბეთმა უარი თქვა უკრაინელი სამხედროების წვრთნაზე, მაგრამ, სავარაუდოდ, აიღო ვალდებულება, იარაღის მიწოდებაზე ან უკვე მიაწოდა კიევს ეს დახმარება. ამავე დოკუმენტების თანახმად, სერბეთს ასევე აქვს პოლიტიკური ნება და სამხედრო შესაძლებლობა, რომ მომავალში უკრაინას იარაღი გაუგზავნოს. დოკუმენტს ეწოდა Secret და NOFORN, რომელიც კრძალავს მის გავრცელებას უცხოურ სპეცსამსახურებსა და სამხედროებს შორის, იტყობინება გამოცემა. დოკუმენტი დათარიღებულია 2 მარტით და დალუქულია გაერთიანებული შტაბის უფროსების მიერ, წერს Reuters. სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის ოფისი და უკრაინის საელჩო კომენტარს არ აკეთებენ. სერბეთი ტრადიციულად რუსეთის მოკავშირე იყო. თუმცა, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. სერბეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. Reuters-ის მიერ მოპოვებული სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტი აშშ-ის სამხედრო და დაზვერვის საიდუმლო ფაილების ნაწილია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში სოციალურ მედია ქსელში (Discord) გამოჩნდა. მას შემდეგ პენტაგონმა გამოძიება დაიწყო, რათა დადგინდეს მათი წყარო. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ზოგიერთი გაჟონილი დოკუმენტი შეცვლილი იყო. როგორც ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის CNN და New York Times-ი იტყობინებიან, ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ბევრი დოკუმენტი ნამდვილია. უკრაინამ, თავის მხრივ, უარყო გაჟონილი ფაილების ნამდვილობა და მას რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უწოდა.
სუს-მა ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე ნ.გ, ბ.ბ, ზ.ს და ლ.ბ დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულმა პირებმა 2023 წლის მარტსა და აპრილში 3 050 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს 6 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები, რის შემდეგაც, ისინი სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. „გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ გასაღებული ყალბი აშშ დოლარის კუპიურები არის მაღალი ხარისხის, მასზე ასახული პორტრეტები და ღირებულების აღმნიშვნელი ციფრობრივი ჩანაწერები შესრულებულია ღრმა მეტალოგრაფიული ბეჭდვის წესით და დამზადებულია სტამბურად. გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 10 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამერიკის საელჩო: აშშ მხარს უჭერს კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, მიიღონ ზეწოლისა და გარე გავლენისგან თავისუფალი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები
შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. ამის შესახებ ამერიკის საელჩო აცხადებს და იუწება, რომ 10 ქართველი მოსამართლე საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოსამართლეებს და სამართლის სფეროს სხვა პროფესიონალებს, მიიღონ დასაბუთებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და გარე გავლენისგან. „აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში. ეს ყველაფერი კი უფრო დემოკრატიული და თანასწორი საზოგადოების განვითარების წინაპირობაა. USAID-თან პარტნიორობით, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის 10 ქართველი მოსამართლე საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა გამოხატვის თავისუფლების ირგვლივ გამოცდილების გაზიარებას. მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს და შეხვდნენ აშშ-ის სასამართლო ექსპერტებს. ასევე ესტუმრნენ სიტყვის თავისუფლების ინსტიტუტს და ჟურნალისტთა კომიტეტს პრესის თავისუფლებისთვის, რათა მიეღოთ ინფორმაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და იმ გამოწვევების შესახებ, რასაც ჟურნალისტები აწყდებიან. მედიასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვის მიზნით მოსამართლეები ასევე შეხვდნენ „New York Times"-ის წარმომადგენლებს. მათ, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ დავის განხილვას აშშ-ის ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში და მიეღოთ ღირებული ინფორმაცია სააპელაციო პროცესების შესახებ. სასწავლო ვიზიტისთვის მოსამართლეების შერჩევა საკმაოდ კონკურენტული იყო. ღია კონკურსში მონაწილეობა სამოცმა კანდიდატმა მიიღო. შერჩეული მოსამართლეები საქართველოს შვიდ სხვადასხვა სასამართლოს წარმოადგენენ. გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიის საყრდენს ყველგან. ის ხელს უწყობს ინოვაციას, განათლებას, საზოგადოების ინფორმირებულობას და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების დაცვაში. გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ხშირად, სწორედ სასამართლოს საშუალებით ხორციელდება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოსამართლეებს და სამართლის სფეროს სხვა პროფესიონალებს, მიიღონ დასაბუთებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და გარე გავლენისგან.
აშშ პოლონეთში რამდენიმე ათას სამხედროს განათავსებს
ვაშინგტონი პოლონეთში მუდმივ სამხედრო ყოფნას გააძლიერებს. კერძოდ, აშშ აპირებს, დამატებით რამდენიმე ათასი ჯარის განთავსებას, ასევე სამხედრო ბაზისა და იარაღის საწყობების შექმნას. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება შესაძლებელია, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკაა. „ამას მოწმობს რუსული აგრესია, რომელსაც ჩვენი აღმოსავლელი მეზობლები აწყდებიან. და პოლონეთში უფრო და უფრო მეტი რაოდენობით იქნება ეს ტექნიკა", - განაცხადა მორავეცკიმ. პრესკონფერენციაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლონეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სთავაზობს სტრატეგიულ პარტნიორობას ყველა შესაძლო დონეზე. მისივე თქმით, გასული წლის განმავლობაში ვარშავასა და ვაშინგტონს შორის კონტაქტები მნიშვნელოვნად გააქტიურდა. საუბარია არამხოლოდ სამხედრო, არამედ, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ამერიკელი ინვესტორების პოლონეთში ყოფნაზე. ვარშავა ვაშინგტონთან თანამშრომლობით გააგრძელებს NATO-ს იარაღის საწყობების მშენებლობას პოლონეთში, სადაც ათასობით ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სხვა სამხედრო ტექნიკა იქნება შენახული. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან ვარშავაში, აშშ-ში სამდღიანი ვიზიტით გამგზავრებამდე გააკეთა.