ძებნის რეზულტატი:
„ცხოვრება ირანში - თავისუფლება ქალებისთვის“ - ფლეშმობი ირანის ქალაქებში
„ცხოვრება ირანში - თავისუფლება ქალებისთვის“, - ირანის ქალაქებში ფლეშმობი იმართება. ქალები ქუჩაში ჰიჯაბის გარეშე იღებენ ფოტოებს და სოციალურ ქსელებში აზიარებენ.რამდენიმე დღის წინ, ირანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ცოტა წესების დამრღვევი ქალების გამოვლენისა და დასჯის მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში კამერები დაამონტაჟოს. ასევე წაიკითხეთ: ირანი „წესების დამრღვევი“ ქალების გამოვლენისა და დასჯის მიზნით, საზოგადოებრივ ადგილებში კამერებს აყენებს
ყაზახეთი და ჩინეთი ორმხრივი უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავენ
ყაზახეთისა და ჩინეთის მთავრობები უვიზო რეჟიმის დანერგვას აპირებენ. რუსული მედიის ცნობით, ამასთან დაკავშირებით, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა. თუ ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები აპირებენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგენილ ვადაზე მეტ ხანს დარჩენას, მაშინ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე მათ შესაბამისი ვიზის მიღება უნდა მოითხოვონ. დოკუმენტს ხელი მოეწერება პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის სახელმწიფო ვიზიტის დროს ჩინეთში, მიმდინარე წლის 18-19 მაისს.
სერბეთს არ მიუყიდია და არ მიჰყიდის იარაღს არც უკრაინას და არც რუსეთს - თავდაცვის მინისტრი
სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთს არ მიუყიდია და არ მიჰყიდის იარაღს არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეს. „ვიღაცის მიზანი აშკარად არის ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და კონფლიქტში ჩათრევა", - განაცხადა სერბმა მინისტრმა. მისი თქმით, ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ კონფლიქტის ტერიტორიაზე რაღაც ჯადოქრობით აღმოჩნდება რაიმე იარაღი, მაგრამ სერბეთთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს. „ეს შეკითხვა ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც არ იცავენ საერთაშორისო ნორმებს, შეთანხმებების დებულებებსა და საქმიან პრაქტიკას“, - განაცხადა ვუჩევიჩმა. Reuters: სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტი ადასტურებს, რომ სერბეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა სერბეთი დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ან უკვე მიაწოდა კიევს ეს დახმარება. იტყობინებოდა Reuters-ი 12 აპრილს სავარაუდოდ გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით. სერბეთმა დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, მაგრამ უარი თქვა, მიერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5261 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5261 ლარი ეღირება, ევრო – 2.7605 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1374 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5274 ლარი ღირდა, ევრო – 2.7594 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1461 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 აპრილს ამოქმედდება.
გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს - კეზერაშვილი BBC-ზე
ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ე.წ ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით, BBC-ის გამოძიებაზე აცხადებს, რომ გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს და აღნიშნულ ფაქტს უყურადღებოდ არ დატოვებს. რას წერს BBC მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, რომელშიც დავით კეზერაშვილია მოხსენიებული "მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ განვაცხადო, რომ არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმაჩნია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიასაშუალებად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემასთან მაქვს ბევრი შეკითხვა. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ჩემი მონაწილეობით შექმნილ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში. გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო და ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ასევე ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება", - აცხადებს კეზერაშვილი.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს, პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტის განხილვისას განაცხადა, ამ თვალსაზრისით ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გათვალისწინებულია და პროექტიდან ამკრძალავი ნორმები ამოღებულია. კანონპროექტში ერთადერთი აკრძალვა, რაც ოლიგარქად ცნობილი პირებისთვის იმოქმედებს, მათი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა იქნება. „შესაბამისად, აღნიშნული საკითხი პროექტიდან საერთოდ ამოვიღეთ – ანუ თუ პირი ოლიგარქად იქნება ცნობილი, შესაბამისი დაფინანსების განხორციელება შეეძლება და ამ მიმართულებით შეზღუდვა არ იქნება“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, მოკვლევა ჩაატაროს და გაარკვიოს, პირი არის თუ არა ოლიგარქი - ოხანაშვილი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება მოკვლევა ჩაატაროს და გაარკვიოს, პირი არის თუ არა ოლიგარქი. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის პროექტის კორექტირებული ვარიანტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს, პირი არის თუ არა ოლიგარქი. "ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არ ცნობის შესახებ სასამართლოს კონტროლს დაექვემდებარება ანუ გასაჩივრდება და გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით. პირის მიმართ გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ ძალაში არ შევა, ვიდრე სამართალწარმოება არ დასრულდება", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
უზბეკეთის პრეზიდენტს თურქული ელექტრომობილი საჩუქრად გადაეცა
უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა თურქული ელექტრომობილი Togg გამოსცადა, იუწყება Trend უზბეკეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით. 12 აპრილს მირზიოევს ელექტრომობილი Togg აჩუქეს. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელით უზბეკეთის პრეზიდენტს ახალი ელექტრომობილის გასაღები თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა გადასცა. 4 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს პირველი თურქული ელექტრომობილი Togg გადაეცა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოეს დღეებში, თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის შეკვეთის საფუძველზე, თურქეთი ქვეყანას Togg ელექტრომობილს მიაწვდის.
ამერიკული გამანადგურებლები პოლონეთის საჰაერო ბაზაზე დაეშვნენ
შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მეხუთე თაობის გამანადგურებლები (F-22 Raptors) NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე დაგეგმილი როტაციის ფარგლებში, პოლონეთის საჰაერო ბაზაზე დაეშვნენ. ინფორმაციას NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობა ავრცელებს. მისივე თანახმად, მეხუთე თაობის მებრძოლები პოლონეთის (Powidz) საჰაერო ძალებთან ერთად იმუშავებენ და მხარს დაუჭერენ მთელ რიგ მისიებს ბალტიის და შავი ზღვის რეგიონში.
ახალი კოდექსით, წვევამდელთა სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში
საქართველო თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება ცალკეული ტელევიზიების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების ეტაპზე მყოფი, თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს დეზინფორმაციას და ზოგადად, კოდექსის პროექტის დისკრედიტაციის მცდელობას. „კერძოდ, საქმე ეხება განხილვების პროცესში შეცვლილ რამდენიმე მუხლს. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებდა გარკვეული ოდენობის თანხის (10 ათასი ლარი) გადახდის სანაცვლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევის ერთჯერადად გადავადების შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის შესახებ არსებული აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით და მატერიალურად შეძლებული პირებისთვის შესაძლო პრივილეგიის მინიჭების აღქმის პრევენციის მიზნით, მოხდა მისი ამოღება. აღნიშნული საკითხის დაკავშირება სახელმწიფო უწყებებიდან გარკვეული პირთა წრის გათავისუფლებასთან არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. კერძოდ, სადაც ჩამოთვლილია ის სახელმწიფო უწყებები, რომელთა თანამშრომლებისთვის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გადავადება არის შესაძლებელი, მოხდა ცალკეული უწყებების გამოყოფა. მცდარია მოსაზრება, რომ საქმე ეხება ყველა სამინისტროსა და სსიპებს. აღნიშნული ინიციატივა სწორედ იმ უწყებებს ეხება, სადაც დღეის მდგომარეობით იხდიან წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ახალი კოდექსით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში. პირები, რომლებიც კონკრეტული ვადითა და კონტრაქტით იქნებიან დასაქმებული სხვა უწყებებში, სადაც დღეს გაწვეული წვევამდელების იდენტურ ფუნქციებს შეასრულებენ, ისარგებლებენ გადავადების უფლებით. აღსანიშნავია, რომ ისინი სრულად არ თავისუფლდებიან წვევამდელთა ეროვნული სამსახურისგან და გადავადება იქნება დროებითი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია რომ სამინისტრო ხელმძღვანელობს ქვეყნისა და მოქალაქის საუკეთესო ინტერესებითა და ურთიერთთანამშრომლობის მიდგომით. სამწუხაროა, რომ ცალკეული მედია საშუალებები, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ ამ პროცესის დაზიანებასა და კოდექსის პროექტის დისკრედიტაციას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ზურაბიშვილი: შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია 12 აპრილს გავრცელებული ვიდეოკადრებით, რომელიც სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროს სასტიკ მკვლელობას ასახავს. „შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული. კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!“ - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
სამხრეთი აფრიკა: პუტინის დაკავების ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ. France24 წერს, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი - სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს. „სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC ორდერის სახით", - განაცხადა პრეზიდენტის კირილ რამაფოსას სპიკერმა, ვინსენტ მაგვენიამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.
პაკისტანი უკრაინას სამხედრო დახმარებით დატვირთულ 230 კონტეინერს უგზავნის - მედია
პაკისტანი უკრაინაში 230 კონტეინერს თავდაცვის ტექნიკას ამ თვეში გაუგზავნის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ The Economic Times იტყობინება. სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემები (MV Bokram, MV Kherson) ყარაჩის პორტიდან დაიძრებიან. გამოცემამ უფრო ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთისა და გერმანიის პორტები პაკისტანიდან იარაღის, მათ შორის ტანკებისა და რაკეტების ტრანსპორტირების მთავარი კარიბჭეები არიან. The Economic Times აღნიშნავს, რომ პაკისტანი დახმარებას უწევს უკრაინას იმ ფონზე, როდესაც საკუთარი თვითმფრინავების ძრავების მოდერნიზებისთვის, რუსეთისგან დახმარებას ითხოვს.
თურქეთიდან ბულგარეთში გაზის მიწოდება დაიწყო
თურქულმა ნავთობკომპანიამ (BOTAS) და ბულგარულმა Bulgargaz-მა ოთხშაბათს დაიწყეს გაზის პირველი გადაზიდვა თურქეთიდან ბულგარეთში 13-წლიანი შეთანხმების საფუძველზე, იუწყება Anadolu. „დღევანდელი მიწოდება იქნება დაახლოებით 55 მილიონი კუბური მეტრი (მკმ), მაგრამ ჩვენ გვექნება წლიური მიწოდება 1,5 მილიარდი კუბური მეტრი (მკმ). ეს სიმძლავრე შეიძლება, გაიზარდოს მოთხოვნის ზრდასთან ერთად. ტექნიკურად, ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა BOTAS-ის გენერალურმა მენეჯერმა, ბურჰან ოზჯანმა. ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი, როსენ ჰრისტოვი გადაწყვეტილებას მიესალმა. მისი თქმით, პარტნიორობა უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას არამხოლოდ ბულგარეთის, არამედ, მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისთვის.
ნიდერლანდები რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტის შეწყვეტას გეგმავს
ნიდერლანდები რუსეთიდან LNG-ის ყველა იმპორტის შეწყვეტაზე მუშაობს, იტყობინება Bloomberg-ი ენერგეტიკის მინისტრ რობ ჯეტენთან ინტერვიუზე დაყრდნობით. მისივე თქმით, მთავრობამ ახალ კონტრაქტებზე ხელმოწერა შეწყვიტა. „ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სისტემაში არ არის რუსული წიაღისეული ენერგია და ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ ქვანახშირის, მილსადენის გაზსა და ნავთობზე“, - განაცხადა ჯეტენმა. „ჩვენ ვაწარმოებთ საუბრებს კომპანიებთან, რომლებიც იყენებენ ობიექტებს“, რათა ეტაპობრივად გავაუქმოთ უკვე არსებული გარიგებები“, - აღნიშნა მინისტრმა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური საქართველოს სპეცსამსახურებს ჯაშუშურ საქმიანობაში ადანაშაულებს
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც მოთხრობილია „კონტრდაზვერვითი ღონისძიებების“ შესახებ. ის ამტკიცებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ცდილობენ, აფხაზეთის მცხოვრებლების ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართვას. გამოქვეყნებულ მასალაში ნაწილობრივ საუბარია ქრისტინე თაკალანძის საქმეზე, რომელსაც დე ფაქტო პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინა. გარდა ამისა, ამტკიცებენ, რომ საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომელი ჯანო ძაგანია აფხაზეთის ორი მცხოვრების - ჯესიკა შენგელიას და ირმა ხუხუას „გადაბირებას ახდენდა“. ერთ-ერთი მცხოვრები ვიდეოში ჰყვება, რომ ძაგანიამ მას სთხოვა, ფოტოები გადაეღო ოჩამჩირის სამხედრო ნაწილისთვის, ასევე, გალსა და სოფელ ილორში მდებარე ობიექტებისთვის. როგორც ის ამბობს, თავად გადაწყვიტა, აფხაზეთის „სახელმწიფო უშიშროების სამსახურისთვის“ ინფორმაციის მიწოდება. ოკუპირებულ სოხუმში ამბობენ, რომ მათ თავიდან აიცილეს „აფხაზეთის ნაციონალური ინტერესების წინააღმდეგ“, საქართველოს სპეცსამსახურების მიერ მიტანილი ზიანი. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, აუცილებელია კანონის გამკაცრება. 24 წლის ქრისტინე თაკალანძეს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობას“ ედავება. ის სოხუმში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება გალის რაიონში ე.წ. აფხაზეთის დროშის გამოსახულებიანი ბანერის დაწვის მცდელობისთვის დაკავებული ირაკლი ბებუა. წყარო - რადიო თავისუფლება
ამერიკამ ბუდაპეშტის საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის მაღალი რანგის სამ მენეჯერს სანქციები დაუწესა
შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს ბუდაპეშტში რუსეთის მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის სამ წამყვან თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის არის უნგრელი ბანკირი. ამის შესახებ Reuters-ი წერს. სანქციების ქვეშე მოექცა თავად საერთაშორისო საინვესტიციო ბანკიც. აშშ-ის სანქციების სიას დაემატა რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი კოსოვი და გიორგი პოტაპოვი, ასევე უნგრეთის მოქალაქე იმრე ლასლოცკი. „IIB–ის აღმასრულებლები კოორდინაციაში იყვნენ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან IIB–ის ბიზნესთან დაკავშირებლულ საკითხებთან დაკავშირებით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი, – ნათქვამია აშშ–ის ხაზინის დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
„ლუკოილი“ სიცილიაში გადამამუშავებელ ქარხანას ყიდის
იტალიაში გადაწყვიტეს, სიცილიაში „ლუკოილის“ ქარხნის კვიპროსის ფონდ G.O.I. Energy-ისთვის მიყიდვა დათქმით, რომ ქარხანაში ნავთობის მიმწოდებელი გაკონტროლდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, რუსული ნავთობის ოფშორულ იმპორტზე ევროპული ემბარგო ძალაში 5 დეკემბერს შევიდა. ISAB-ის ქარხანა სიდიდით მესამეა ევროპაში. კომპლექსი ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს. „ლუკოილი“ ISAB კომპლექსის ერთადერთი მფლობელი 2013 წელს გახდა.
რიკოთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს
შსს აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გატარება დაიწყეს. რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, მსუბუქი ტრანსპორტისთვის კი, 13 აპრილიდან გაიხსნება შსს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომანქანებისა და მგზავრთა გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მისივე თანახმად, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებულნი არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, გამართულ საავტომობილო მოძრაობას უზრუნველყოფენ და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საგზაო მოძრაობას არეგულირებენ. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგად ახალი რეჟიმი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში დაშვებულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს გაიხსნა, მსუბუქი ტრანსპორტისთვის კი, 13 აპრილიდან გაიხსნება.
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები აამოქმედა
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ, ჯამში 80 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ დამატებითი სანქციები აამოქმედა. დიდ ბრიტანეთთან ერთად აშშ-ს სანქციებს იღებს USM Holding-ის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოლიგარქთან ალიშერ უსმანოვთან არის დაკავშირებული. აშშ-ის ხელმძღვანელობის შეფასებით, USM Holding-ის მეშვეობით უსმანოვი საკუთარი კომპანიების უმრავლესობას აკონტროლებს და ფლობს. უსმანოვი სანქციების ქვეშაა 2022 წლის მარტიდან. „უსმანოვის განკარგულებაში არის კომპანიების ფართო ქსელი და ოჯახის წევრები, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებს ფინანსურ ოპერაციებს, რაც პოტენციურად, სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალებას აძლევს”, - აღნიშნულია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქებისა და მათი გარემოცვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა სანქციების ასევე ჰოლდინგთან დაკავშირებულ 20-ზე მეტ იურიდიულ პირზე ვრცელდება, რომლებიც რუსეთში, უზბეკეთში, შვეიცარიაში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასანქციო სიაშია ცალკე 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც რუსეთის ეკონომიკის თავდაცვის სექტორში მუშაობენ და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უჭერენ მხარს, ასევე დამატებითი კომპანიები, რომლებიც რუსულ სახელმწიფო კორპორაცია “როსატომთან” არიან დაკავშირებულები. სანქციები აღნიშნული პირებისა და სტრუქტურების აშშ-ში აქტივების გაყინვას და ამერიკელი მოქალაქეებისთვის და კომპანიებისთვის მათთან საქმის წარმოების აკრძალვას ითვალისწინებს.