ძებნის რეზულტატი:
აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი: ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიამიმოსვლაც განვითარდება
ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიამიმოსვლაც განვითარდება - ქუთაისის აეროპორტის განახლება დასრულდა 2021 წელს. ჯამში, 110 მლნ იყო ინვესტიცია. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ინვესტიციის, რომელიც დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. „დავასრულეთ ტენდერი და ზაფხულის მეორე ნახევარში უკვე მზად იქნება. ასევე უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოეწყობა ასაფრენ- დასაფრენი ზოლი და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განვითარდება სატვირთო ავიამიმოსვლაც. კერძო სექტორის ჩართულობა ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მისი ვიზიტის მიზნებზე საუბრობს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც 26 აპრილს ეწვია თბილისს, ოფიციალური შევხედრები 27 აპრილს მის ქართველ კოლეგასთან აუდიენციით დაიწყო. ზბიგნევ რაუმ საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. ამასთან, აღნიშნა, რომ ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით სურს, განიხილოს პრობლემური საკითხები და მისი გადაჭრის გზები. „ცოტა ხნის წინ საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში. ყველა ამ საკითხში, პოლონეთი ცდილობს, იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება. ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს. პატივცემულო ილია, კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისთვის", - აღნიშნა პოლონელმა მინისტრმა. ზბიგნევ რაუ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. პოლონური მხარის განმარტებით, რომელიც რაუს ორდღიანი ვიზიტის დაანონსებას მოჰყვა, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესი და გამოწვევები, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლონელმა მინისტრმა განაცხადა, რომ „პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ“. „მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში, არის არამხოლოდ საქართველოს, არამედ, ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინტერესშიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე. იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და საქართველომ შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის - როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევა. გვიახლოვდება ვილნიუსის, NATO-ს სამიტი და წლის ბოლომდე ევროკავშირმა შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. აქედან გამომდინარე, აქტიურდება დაინტერესებულ მხარეთა დიპლომატიური ქმედებები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვაიმარის სამკუთხედიდან~, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთ მინისტრმა. ამავე ბრიფინგზე ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ. „განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიტუაცია. ყველა ამ საკითხში პოლონეთი ცდილობს, იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება, ვინაიდან ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს", - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვევა.
ზბიგნევ რაუ: პოლონეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა
პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა, ასევე სუვერენული უფლება განვითარების მოდელის, ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა. ზბიგნევ რაუმ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლონეთსა და საქართველოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მინდა, დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს სამუშაო ვიზიტით მოწვევისთვის საქართველოში და მსოფლიოში ცნობილი ქართული მასპინძლობის გაწევისთვის. საქართველო და ქართული საზოგადოება ტრადიციულად დიდი სიმპათიით სარგებლობს პოლონეთში. სიმპათია, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში და ასევე რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევისას, რომლის მსხვერპლი არის დღეს უკრაინა, 2008 წელს კი იყო საქართველო. პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა და ასევე სუვერენული უფლება განვითარების მოდელის, ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის არჩევის“, – განაცხადა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანის თანახმად. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადება პოლონურ ენაზე გააკეთა. საგარეო უწყებას განცხადების თარგმანი ჯერ არ გაუვრცელებია.
„ვიზეარი“ მეოთხე ბაზირებულ ხომალდს ამატებს, რომელიც ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის იფრენს
2023 წლის პირველი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ავიაკომპანია „ვიზეარი“ საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე და ფასი 109 ლარიდან იწყება. მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება. ამ დრომდე საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს. ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში სამი და ოთხი სიხშირით შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი წლის განმავლობაში ერდროულად „ვიზეარის“ ორი ბაზირებული ხომალდი დაიწყებს ოპერირებას. „ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას მივაღწიეთ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ბოლოსთვის ერთდროულად „ვიზეარის“ ოთხი ბაზირებული ხომალდი იქნება, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმებას და შექმნის 40-მდე ახალ სამუშაო ადგილს. ასევე, კიდევ ერთი ბაზირებული ხომალდი იქნება იმის გარანტი, რომ არსებულ მიმართულებებზე ავიაკომპანიას შესაძლებლობა ექნება, რეისებისა და სიხშირეების რაოდენობის ოპტიმიზაცია მოახდინოს. მეოთხე ბაზირებული ხომალდი ასევე საშუალებას იძლევა, ქუთაისის აეროპორტი „ვიზეარის“ მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად გარდაიქმნას, რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. „ვიზეარის“ ქსელის მთავარი ოფიცრის, ეველინ ჯექელის განცხადებით, მეოთხე ბაზირებული თვითმფრინავის დამატება არის კარგი მტკიცებულება „ვიზეარს“, საქართველოს მთავრობასა და აეროპორტების გაერთიანებას შორის. „ძალიან მოხარული ვარ თბილისში ყოფნით და გაცნობებთ, რომ ქუთაისში მეოთხე ბაზირებული თვითმფრინავი დაემატება. ამ თვითმფრინავის საშუალებით დაემატება 1,2 მილიონი ადგილი ბაზარზე. ახალი მარშრუტი იქნება კოპენჰაგენში, კვირაში ორჯერ, ფასები დაიწყება 109 ლარიდან. ასევე, გავზრდით ფრენების სიხშირეს არსებულ ცხრა მიმართულებაზე. ეს არის კარგი თანამშრომლობის მტკიცებულება „ვიზეარს“, საქართველოს მთავრობასა და აეროპორტების გაერთიანებას შორის. თუ შეხედავთ ზრდის მოცულობას საქართველოში, მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ექვსი თვის წინ გამოვაცხადე მესამე ბაზირებული თვითმფრინავის შესახებ და ახლა უკვე მეოთხე გამოვყავით. მომავალში ველოდებით ახალ შესაძლებლობებს და ასევე ვითვალისწინებთ იმას, რომელ მიმართულებებზეა მოთხოვნა მგზავრების მხრიდან “, – განაცხადა ეველინ ჯექელმა. საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება. 2023 წლის პირველი ივნისიდან ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 2023 წლის ბოლომდე კი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.
რომის პაპმა ფრანცისკემ ქალებს სინოდის კრებაზე ხმის მიცემის ისტორიული უფლება მისცა
რომის პაპი ხმის უფლებას ქალებს პირველად მისცემს ოქტომბერში ეპისკოპოსთა გავლენიან გლობალურ შეხვედრაზე. ამის შესახებ BBC წერს. აქამდე ქალებს მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით შეეძლოთ შეკრებებზე დასწრება. ახლა საუბარია ხუთ ქალ სასულიერო პირზე, რომელთაც მონაწილეობის უფლება ექნებათ. 70-მდე გაიზრდება იმ არასასულიერო წევრების რიცხვიც, რომელთაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ.
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არქიმანდრიტ საბა ჟღენტის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს. ,,მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი) დიდად ვწუხვართ სქემ-არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო და არის ეს პიროვნება. მან სასულიერო ცხოვრების წესი გასული საუკუნის 90-იან წლებში აირჩია და დაუღალავად იღვაწა; არაერთი ეკლესია ააშენა და მრავალი კეთილი საქმე აღასრულა. ღმერთმა აცხონოს სქემ-არქიმანდრიტ საბას უკვდავი სული და სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ამინ!", - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის ტექსტში, რომელსაც საპატრიარქო აქვეყნებს.
იმიგრანტების რიცხოვნობის ზრდის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია. „2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.8 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6 პროცენტს. 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 793.8 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 942.5 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. წინა წელთან შედარებით, 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელი. 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს. 2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ”, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 2022 წელს საქართველოში რუსეთის 62 304 მოქალაქე იმიგრირდა - ჯამში იმიგრანტთა რიცხვი 142.9%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს, იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9%-ით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. იმიგრანტების 84.3% და ემიგრანტების 86.7%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. „იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ”, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შედეგად, სხვაობამ ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის 54,509 შეადგინა. ინფორმაციისთვის, იმიგრანტად ითვლება პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას და აქვე ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით კავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკევიჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მალგოჟატა კოსიურა-კაზიმერსკა, მინისტრის აპარატის უფროსი ელჟბეტა ბოხენსკა, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი ესწრებოდნენ.
ჩრდილოეთ პოლონეთში ამოუცნობი „მფრინავი ობიექტის“ ფრაგმენტები იპოვეს
ჩრდილოეთ პოლონეთში ამოუცნობი „საჰაერო სამხედრო ობიექტის“ ფრაგმენტები იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია რაკეტაზე ან დრონზე, რომელიც ჩამოვარდა. 26 აპრილს ოთხშაბათს ცნობილი გახდა სოფელ ზამოსკთან, უცნობი ობიექტი ჩავარდა. ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ ადგილზე რაკეტა ან დრონი ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე მესაზღვრეები და პოლიცია მივიდნენ. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ ტვიტერზე დაწერა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში დაბრუნდა
სუდანის დედაქალაქ ხარტუმში 15 აპრილს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების დროს მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში ჩამოფრინდა. საქართველოს 33-ვე მოქალაქე სუდანიდან ევაკუირებულია, თუმცა ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებულთა შორის არიან მხოლოდ ავიაკომპანია GeoSky-ის თანამშრომლები. კომპანია MyWay-ის დირექტორმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მათი თანამშრომლები ქვეყანაში ხვალ, 28 აპრილს, დაბრუნდებიან. 15 აპრილს, როცა სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში მივლინებით იმყოფებოდა ავიაკომპანიების, Geo Sky-სა და MyWay-ს 33 თანამშრომელი. მოგვიანებით ისინი ხარტუმიდან სხვა, შედარებით უსაფრთხო რაიონში გადაიყვანეს. მსოფლიოს სახელმწიფოებმა სუდანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის დაწყება რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ შეძლეს, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა დროებით ზავი გამოაცხადეს. ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიარაღებული დაპირისპირებაა სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ. არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო „სწრაფი რეაგირების ძალების“ - გენერალი დაგალო. შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ემსხვერპლა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სუდანში 2019 წელს დაამხეს ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირეს სამხედროებმა. ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის შექმნაზე, თუმცა, 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა. მას დაუპირისპირდა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერი, გენერალი დაგალო, რომელიც სუდანს დემოკრატიისკენ წაყვანას ჰპირდება.
პოლონეთის სახით საქართველოს ძლიერი და საიმედო მხარდამჭერი ჰყავს - ილია დარჩიაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს არამხოლოდ ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, არამედ საერთო ინტერესები და მისწრაფებებიც აერთიანებს. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. დარჩიაშვილის განცხადებით, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას, ხაზგასმული აქცენტი გაკეთდა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რომელიც, მინისტრის თქმით, „გაამყარებს საქართველოს უპირობო კუთვნილებას ევროპისადმი და ჩვენს ქვეყანას გზა გაუხსნის ევროკავშირის წევრობისაკენ“. აღინიშნა ის მოცულობითი სამუშაო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გასწია. „გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყნის პროგრესი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით შეფასდება და საქართველოც და ევროკავშირიც კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას იზეიმებენ“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული რგოლის ფუნქციაზე და დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. აქცენტი გაკეთდა ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობასა და საქართველოს როლზე ამ პროცესში. ამ კონტექსტში, აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობა. დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ მხარეებმა ცალსახად დააფიქსირეს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მნიშვნელობა ევროპისთვის. „საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რეგიონში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ევროკავშირთან ერთად აგრძელებს მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართულ საერთო ძალისხმევაში მონაწილეობას“, - აღნიშნა მინისტრმა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსული ოკუპაციის შედეგებზე - უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პოლონეთის მნიშვნელოვანი წვლილი. „მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა და ერთიანი, მტკიცე პოზიცია, რათა შესაძლებელი გახდეს მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია და მდგრადი მშვიდობის დამყარება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების, ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში არსებული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზების გზებს. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს უახლოესი მოკავშირე ქვეყნის - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. პოლონეთი გამორჩეულ როლს ასრულებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერისა და, ამ მიმართულებით, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში.
უკრაინა საბოლოოდ, მოკავშირეებისგან მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს - რეზნიკოვი
მომავალში უკრაინა მოკავშირეებისგან მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს. მაგრამ დასაწყისისთვის, პარტნიორებმა უნდა გააკეთონ გათვლები და გადაწყვიტონ, ვინ არის მზად თვითმფრინავის გადასაცემად, რის შემდეგაც გადაწყვეტილება მიიღება. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ამ საკითხზე RBC-Ukraine-თან ინტერვიუში ისაუბრა. „რაც შეეხება მოერიშე თვითმფრინავებს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა გადაიჭრება“, - აღნიშნა რეზნიკოვმა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს ჯერ კიდევ წელს მოხდეს, მინისტრმა უპასუხა, რომ ამ მხრივ როლს პრაქტიკულობის ფაქტორი თამაშობს. „ეს არის ფაქტორი, რაზეც მე ვსაუბრობდი - პრაქტიკულობა. საბრძოლო თვითმფრინავები ყველაზე ძვირადღირებული სისტემებია. შესაბამისად, საქმე ეხება სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას, შემდეგ მათ შენარჩუნებას, პლუს რაკეტები და ბომბები მათთვის - ეს ყველაფერი ნამდვილად ძვირია. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინონ, მზად არის თუ არა ამისთვის დარეგისტრირებისთვის ყველა“, - განმარტა მინიტრმა.
ისტორიაში პირველად, უკრაინის სახელმწიფო კომპანია Centrenergo ელექტროენერგიის ექსპორტს მოლდოვით იწყებს
უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია Centrenergo-მ, რომელსაც უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდი (SPFU) მართავს, ელექტროენერგიის ექსპორტი პირველად დაიწყო. ამის შესახებ SPFU იტყობინება. 26 აპრილს, Centrenergo-მ, რომელსაც SPFU მართავს, პირველად თავის ისტორიაში დაიწყო ელექტროენერგიის ექსპორტი. „პირველი უცხოელი მყიდველი მოლდოვა გახდა“, - ნათქვამია განცხადებაში. Centrenergo-ს თანახმად, ექსპორტი საშუალებას მისცემს კომპანიას, შეამციროს დამოკიდებულება ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე და მოიპოვოს წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე. „კომპანია ავითარებს თანამშრომლობას ევროპის ენერგეტიკულ სექტორთან ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის მიზნით“, - განმარტა კომპანიამ.
ომის დასრულების დიპლომატიური გზა შესაძლებელია, თუმცა რუსეთის არსებული ხელისუფლების პირობებში ნაკლებად სავარაუდოა - რეზნიკოვი
უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ომის დასრულების დიპლომატიური გზა შესაძლებელია, მაგრამ არა რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ქვეშ. საკუთარი მოსაზრება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში გამოთქვა. რეზნიკოვის თქმით, კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიური გზა შესაძლებელია, როდესაც აგრესორის რესურსები სუსტდება. „ისინი ვაჭრობენ. მათ სურთ გარკვეული სანქციების მოხსნა. ისინი ეძებენ გარიგებების გზებს. და ეს ვაჭრობა უკვე დიპლომატიაა“, - განაცხადა მინისტრმა. „თუმცა ეს არ მოხდება მანამ, სანამ რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა იქნება ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ეს უკვე შეიძლება მოხდეს ამ რეჟიმის მემკვიდრეებთან. ისინი შეიძლება, იდეოლოგიურად იგივე დარჩნენ, მაგრამ მათი სახელები იქნება განსხვავებული და გაუადვილდებათ თქვან, რომ მათმა წინამორბედებმა ყველაფერი გააფუჭეს", - განაცხადა მინისტრმა. რეზნიკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მიზანია, დაამტკიცოს, რომ საზღვრების ძალით შეცვლა მიუღებელია.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს წევრობა ევროპისთვის შანსია და არა საფრთხე
მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე, –ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში ინტენსიური დიპლომატიური და პოლიტიკური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. "მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არამხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესშიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე. იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და საქართველომ შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის - როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევა. გვიახლოვდება ვილნიუსის, ნატო-ს სამიტი და წლის ბოლომდე ევროკავშირმა შესაძლოა, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. აქედან გამომდინარე, აქტიურდება დაინტერესებულ მხარეთა დიპლომატიური ქმედებები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვაიმარის სამკუთხედიდან. ცოტა ხნის წინ, საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში," - აღნიშნა მინისტრმა IPN-ის ცნობით. საგარეო უწყებაში რაუმ განცხადება პოლონურ ენაზე გააკეთ.
საქსტატი: ემიგრაციაში წამსვლელთა რაოდენობა 25.3 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას, 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფს წარმოადგენენ. ამასთან, 2022 წელს იმიგრანტების – 30.3 პროცენტს, ემიგრანტების 80.5 პროცენტს კი, საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. ინფორმაციისთვის, ემიგრანტი არის პირი, რომელმაც საქართველო დატოვა და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია, ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საქართველო კი, იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე)
2022 წელს საქართველოში რუსეთის 62 304 მოქალაქე იმიგრირდა - ჯამში იმიგრანტთა რიცხვი 142.9%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს, იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9%-ით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. იმიგრანტების 84.3% და ემიგრანტების 86.7%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. „იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ”, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 2022 წელს საქართველოში რუსეთის 62 304 მოქალაქე იმიგრირდა. შედეგად, სხვაობამ ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის 54,509 შეადგინა. ინფორმაციისთვის, იმიგრანტად ითვლება პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მაგნიტუდით 3 მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი სოფელი მამიშლარი იყო. მიწისძვრა დღეს, საქართველოს დროით 12:32 საათზე დაფიქსირდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განვიხილეთ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ზბიგნევ რაუმ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ცოტა ხნის წინ საქართველოში შედგა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები, პრობლემები და შანსები, ასევე, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში. ყველა ამ საკითხში, პოლონეთი ცდილობს იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება. ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს. პატივცემულო ილია, კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისთვის", - აღნიშნა მინისტრმა IPN-ის ცნობით. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა. „სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.