ძებნის რეზულტატი:
IPRM-ის მრავალსაათიანი შეხვედრა ერგნეთში - რამ გამოიწვია დაძაბული და ვრცელი დისკუსია
ერგნეთში თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში. რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც წინ უძღოდა 27 აპრილს გამართულ შეხვედრას, იყო 21 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტი, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სცადეს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება. მათ თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ჭვრინისის ინციდენტის თემამ დაძაბული და ვრცელი დისკუსია გამოიწვია. „ამ აღმაშფოთებელ ფაქტს მიეცა უაღრესად მკაცრი შეფასება", - აღნიშნა ანთაძემ. როგორც ის ამბობს, აუცილებელია, მონაწილეები დეტალურად გაერკვნენ საქმის ვითარებაში და დამნაშავეებმა აგონ პასუხი, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეს მიაყენეს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება და მისი სიცოცხლე იყო რეალური საფრთხის ქვეშ. ანთაძემ დაამატა, რომ საქმის არსში გარკვევა და სავარაუდო დამნაშავეების დასჯის მოთხოვნა პირდაპირ გულისხმობს, რომ საჭიროა მათი იდენტიფიცირება. „რა თქმა უნდა, მიჭირს საუბარი, ეს რა შედეგს გამოიღებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ეს გავაჟღერეთ და, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივდევთ ამ საქმეს ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ და აღნიშნა, რომ დასჯის მოთხოვნის დაყენების საპასუხოდ, „რეაქცია არ ყოფილა, კომენტარისგან თავი შეიკავეს". მისივე ინფორმაციით, ერგნეთში შეხვედრა დაიწყო ტექნიკური საკითხით, რომელზეც განიხილეს მომავალი საირიგაციო სეზონისთვის მზადება. ამ მიმართულებით, როგორც ანთაძე ამბობს, ყველაფერი იქნება ისე, როგორსაც წინა წლების პოზიტიური გამოცდილება გვკარნახობს. რაც შეეხება თავად IPRM-ის შეხვედრას, როგორც ანთაძე აცხადებს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მთავარი საკითხია უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის საკუთარ სახლებში დაბრუნება. „დავინტერესდით მათი პერსპექტივით, რა პერსპექტივას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში. გაჟღერდა გარკვეული სიგნალები, რაც შესაძლებელია განვითარდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. მე ოჯახებს გავუზიარებ ამ ინფორმაციას. თუმცა, რა თქმა უნდა, ვიდრე ყველაფერი არ იქნება გაზიარებული ურთიერთობის არსებული ოფიციალური არხების მეშვეობით, მანამდე მე ვერ გავამხელ ვერცერთ დეტალს. ეს არის მხოლოდ სიგნალი და პერსპექტივა“, - ამბობს ირაკლი ანთაძე. 9 მაისისთვის ოკუპირებულ ცხინვალის ციხეში მყოფი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მამუკა ჩხიკვაძის შესაძლო „შეწყალებაზე“, ირაკლი ანთაძე ამბობს: „ძალიან ბევრი ხმა მუსირებს ორივე მხარეს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ვიდრე ყველაფერი არ დადასტურდება კომუნიკაციების ოფიციალური არხებით, მანამდე ამაზე შეფასების გაკეთება არ მიმაჩნია სწორად“. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ტრადიციულად აყენებენ ჩორჩანის საგუშაგოს გაუქმებისა და ე.წ. საზღვართან დაკავშირებულ საკითხებს. „ცხინვალელმა მონაწილეებმა კვლავ წამოაყენეს ჩორჩანის საკითხი - მათ გააჟღერეს ჩვეული პოზიცია. დარტყმის მთავარი ობიექტი არის ჩვენი პოლიციის სტანდარტული საგუშაგო, რომელმაც შეუძლებელია, რაიმე საფრთხე შეუქმნას ვინმეს, საკუთარი ბუნებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე. ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცადეთ ჩვენი გზავნილების მათთან მიტანას. სამწუხაროდ, დივერგენციები ამ მიმართულებაზე არის ძალიან დიდი ჩვენს შორის. ეს არის ჩვენთვის დამატებითი სტიმული, რომ შეხვედრიდან შეხვედრამდე გზავნილები მათდამი მივიტანოთ. დარწმუნებული ვართ, რომ რაღაც პერიოდში ჩვენი პოზიციების დაახლოება მოხერხდება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა სუს-ის წარმომადგენელმა. რაც შეეხება ე.წ. საზღვარს, ანთაძე აცხადებს: „ყველა შეხვედრაზე არის მცდელობა, რომ წინ წამოიწიოს აღნიშნული საკითხი, მაგრამ ამაზე არსებობს მხოლოდ ერთადერთი პასუხი - IPRM-ი არის დეპოლიტიზებული მექანიზმი და არ შეესაბამება მის მანდატს მის შეხვედრაზე პოლიტიკური დატვირთვის საკითხების განხილვა. შესაბამისად, ე.წ. საზღვრის ე.წ. დემარკაციასა და ე.წ. დელიმიტაციის დისკუსიაში ვერავისთან ვერ შევალთ. მით უმეტეს, ჩვენ არ ვაღიარებთ არანაირ საზღვარს“. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. გადასასვლელებზე შეზღუდვის მოხსნის საკითხს აყენებს. „ვადის გახანგრძლივების საკითხი ჩვენ დავაყენეთ. ზოგადად, ჩვენ დავაყენეთ საკითხი და ამას ყოველ შეხვედრაზე ვაყენებთ, რომ მოიხსნას ყოველი ხელოვნური შეზღუდვა თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით ან, როგორც მინიმუმ, გახანგრძლივდეს იმ დღეების რაოდენობა, რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს ათ დღეს. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი მათ ჩვენთვის არ გაუციათ, მაგრამ საკითხი ღიაა და ეს აუცილებლად დადგება ყველა შეხვედრაზე“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. 2008 წლის ომის შემდეგ ისინი დღეს 112-ედ შეიკრიბნენ. 21 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი გაათავისუფლეს.
ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების საკითხების სამმართველოზე დაყრდნობით იტყობინება. საუბრისას ერდოღანმა თურქულ ქალაქ მერსინში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში რუსეთის წვლილისთვის პუტინს მადლობა გადაუხადა. განიხილეს თურქულ-რუსული ურთიერთობები და რეგიონული საკითხები. „ერდოღანმა საუბრისას ასევე განიხილა რუსეთ-უკრაინის ომი და მარცვლეულის შეთანხმება. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული სამუშაო ჯგუფის მეშვეობით შესაძლოა, ახალი ინიციატივები რეალიზდეს. პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ერდოღანს მალე გამოჯანმრთელების სურვილები გადასცა სატელეფონო საუბრის დროს, რომელშიც ასევე სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილებოდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Anatolian Eagle - 2023 - თურქეთის ქალაქ კონიაში მდებარე ავიაბაზაზე, საერთაშორისო წვრთნების გახსნის ცერემონია გაიმართა
27 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ კონიაში მდებარე ავიაბაზაზე Anatolian Eagle - 2023 საერთაშორისო საფრენოსნო-ტაქტიკური წვრთნების გახსნის ცერემონია გაიმართა. წვრთნები სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით მიმდინარეობს. პირველ რიგში, მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია წვრთნების მიზნებისა და ჩატარების ადგილის შესახებ. შემდეგ რუკაზე მონაწილეები გაეცნენ სწავლების დროს განსახორციელებელ სცენარს, ამოცანებს და აქტივობებს. სწავლებაში მონაწილეობს აზერბაიჯანი, რომელიც საერთაშორისო წვრთნებში წარმოდგენილია მისი საჰაერო ძალების სამხედრო პერსონალითა და თვითმფრინავებით.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ ბავშვების ერთი ჯგუფიდან მეორეში ძალადობრივი გადაადგილება იმ მიზნით, რომ განადგურდეს, მთლიანად ან ნაწილობრივ, ნაციონალური, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი, გენოციდის შესახებ 1948 წლის კონვენციის მე-2 მუხლის (e) პუნქტის თანახმად გენოციდის დანაშაულად ითვლება, რაც უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში ან დროებით რუსულ ოკუპაციაში მყოფ ტერიტორიებზე დეპორტაციისა და ძალადობრივად გადაადგილების დოკუმენტირებულ მტკიცებულებებს ემთხვევა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელების რუსეთში უკანონოდ დეპორტაციის პრაქტიკა ჯერ კიდევ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე მიმდინარეობდა. რეზოლუციის სრული სახელწოდებაა - “უკრაინელი ბავშვებისა და სხვა სამოქალაქო პირების რუსეთის ფედერაციაში ან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეპორტაცია და ძალადობრივი გადაადგილება: მათი უსაფრთხო დაბრუნებისთვის პირობების შექმნა, ამ დანაშაულების შეწყვეტა და დამნაშავეების დასჯა“.
PACE პუტინის დაკავების ორდერის გაცემას მიესალმა და ლუკაშენკოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ითხოვს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას მიესალმა. ასამბლეამ ხაზი გაუსვა ყველა სხვა რუსი დამნაშავის სისხლისსამართლებრივი დევნის აუცილებლობას, ასევე, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამ ფონზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს, „მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, აღასრულონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ უკვე გაცემული დაპატიმრების ორდერი და მხარი დაუჭირონ პასუხისმგებელი პირებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრებას. „კერძოდ, დასახელებული პირების სია, რომლებსაც პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მოიცავს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებს, ადამიანის უფლებათა კომისარს და რუსეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველ მოადგილეს. რეგიონულ დონეზე, კრასნოდარის მხარის, მაგადანის, კამჩატკის მხარის გუბერნატორებს, თათარტანის პრეზიდენტსა და ადიღეს რესპუბლიკის მეთაურს“, - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელშიც მითითებულია უკრაინაში დანაშაულებზე პასუხისმგებელი სხვა პირების სია.
კულება მოლდოვაში ჩავიდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოლდოვაში ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ნიკოლა პოპესკუმ Twitter-ზე დაწერა. „მოხარული ვარ, მივესალმო ჩემს უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას მოლდოვაში. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოლდოვა დგას უკრაინის გვერდით!" დაწერა პოპესკუმ.
პოლონეთი უკრაინაში დრონების ექსპორტის წესებს ამარტივებს
28 აპრილიდან დრონების ექსპორტი პოლონეთიდან უკრაინაში შეიძლება, პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მიერ გაცემული ზოგადი ნებართვით განხორციელდეს, იუწყება Interfax-Ukraine. გადაწყვეტილება პოლონეთის მთავრობამ უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო. პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტის ზოგადი ნებართვა შეუძლია, პოლონეთში მდებარე ნებისმიერ სუბიექტს (კომერციული ან არაკომერციული ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი) გამოიყენოს. ზოგადი ნებართვის შემოღება გამორიცხავს დრონების თითოეული პარტიის ექსპორტზე ინდივიდუალური ნებართვის მოპოვების აუცილებლობას. ნებართვა ეხება მხოლოდ დოკუმენტში განსაზღვრულ დრონების გარკვეულ კატეგორიას.
შუა დერეფანს სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა უერთდებიან
ამ წლის მეორე ნახევრიდან, კიდევ სამი ქვეყანა - სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა შეუერთდებიან ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც შუა დერეფანი. ამის შესახებ TITR ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა აზიის კონფერენციაზე, ალმათიში განაცხადა. „მომდევნო ხუთ წელიწადში დაახლოებით, ხუთი მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურასა და შუა დერეფანში ეფექტიანობის გაუმჯობესებაში. TITR მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ბაზრებთან ცენტრალური აზიის მწარმოებლების ინტეგრაციაში“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ TITR-ის ინიციატორები აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო იყვნენ. „ამ მარშრუტის მიზანი საქონლის ტრანზიტის უზრუნველყოფაა ისეთი ქვეყნების მეშვეობით, როგორიცაა, ჩინეთი, ყაზახეთი, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი და რუმინეთი. ეს რვა ქვეყანა პროექტზე 2017 წლიდან მუშაობს. მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, მათ შეუერთდებიან სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა. გარდა ამისა, ჩვენ ველით, რომ შემოგვიერთდებიან ავსტრია, უნგრეთი და გერმანია. ასევე ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებულნი ფრანგი ექსპედიტორები“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. შუა დერეფნის მეშვეობით, წელს 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი - ყაზახეთის პრემიერი აბდიკერიმოვმა ისიც აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი მიმართულება TITR-ის ფარგლებში არის თურქეთი, კერძოდ, მერსინის პორტი, სადაც დიდი მარცვლეულის ბირჟაა განთავსებული. 2022 წელს, TITR-ის მიერ ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1,48 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2,5-ჯერ, - 898 000 ტონით მეტია 2021 წელთან შედარებით. ცნობისათვის, 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო. შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა. ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
ატომურ ელექტროსადგურ „აკუიუს“ გახსნის ცერემონიაში პუტინმა და ერდოღანმა ონლაინ ფორმატში მიიღეს მონაწილეობა
თურქეთმა „აკუიუს“ ობიექტს ატომური ელექტროსადგურის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პუტინმა მერსინში, „აკაუს“ ატომური ელექტროსადგურისთვის პირველი ბირთვული საწვავის მიწოდების ცერემონიაში მონაწილეობა ვიდეო ბმულით მიიღეს. დღეს ერდოღანს პირადად უნდა მიეღო მონაწილეობა ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგურ „აკაუს“ გახსნის ცერემონიაში, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ ის ღონისძიებას ონლაინ ფორმატში ჩაერთვებოდა. უფრო ადრე, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა „შიდა და გარე მტრები" ტყუილში დაადანაშაულა. მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ერდღოანს გულის შეტევა ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყებაშიი ასევე განმარტეს, რომ პრეზიდენტი ატომური ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაში მიიღებდა მონაწილეობას. თავის მხრივ, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი „მსუბუქი სურდო" აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „ძალიან კარგია“. 26 აპრილის საღამოს ერდოღანი პირდაპირ ეთერში გახდა ცუდად. ინფორმაციისთვის, „აკუიუს“ სადგური ყოველწლიურად 35 მილიარდ კილოვატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც თურქეთის ენერგომოხმარების დაახლოებით 10 პროცენტი იქნება.
კადიროვის მიერ ომში გაგზავნილმა სპეცრაზმმა 26 მებრძოლი დაკარგა
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მისი გადაწყვეტილებით გაიგზავნა „როსგვარდიის“ რესპუბლიკურ სამმართველოში შემავალი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატ 1“. ქვედანაყოფის მცირე აღლუმისა და გამგზავრების კადრების ამსახველი ვიდეო ჩეჩნეთის ლიდერის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა. დანაყოფის რაოდენობა არ არის ცნობილი, ვიდეოზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი 250-ზე მეტი ადამიანი არ იმყოფება. კადიროვის თქმით, „ომონი“ ომში იგზავნება იმისათვის, რათა ბრძოლის ველზე ჩაანაცვლოს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მონაწილე სხვა ქვედანაყოფი. ამასთან სპეცრაზმ „ახმატ-1-ის" ზოგიერთი მებრძოლი უკვე მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში. სპეცდანიშნულების დანაყოფი ჩეჩნეთში შეიქმნა 2022 წლის სექტემბერში, „როსგვარდიის“ დირექტორატის ნავთობისა და გაზის ობიექტების დაცვის პოლიციის პოლკის რეორგანიზაციის შემდეგ. სახელმწიფო სააგენტო "გროზნო-ინფორმის" ინფორმაციით, ქვედანაყოფი 2 000 ადამიანზეა გათვლილი. „ახმატ-1-ის" მეთაურად რამზან კადიროვთან დაახლოებული ზაურბეკ რაშაევი დაინიშნა. საიტ „კავკაზ.რეალიის“ რედაქციისთვის უკვე ცნობილია უკრაინაში სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატ-1-ის" 26 მებრძოლის დაღუპვის შესახებ. ერთ-ერთი დაღუპულის, ელი ზავრაევის, მემორიალური დაფა რესპუბლიკის ნადტერეჩნის რაიონის სკოლაშია აღმართული. უკრაინაში ომში კადიროველი „თავისი ხალხის რელიგიურ, კულტურულ და ტრადიციულ ფასეულობებს იცავდა“, - ამტკიცებენ ზავრაევისადმი მიძღვნილ ადგილობრივ რეპორტაჟებში. ამ „დამსახურებებისადმი“ ელი ზავრაევი, სიკვდილის შემდგომ, მამაცობის ორდენით დაჯილდოვდა.
შაჰინის თქმით, საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ
დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიისკენ „მზარდად მიდის“. „ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არის საქართველო, სადაც აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს დასავლეთისკენ, ევროპისკენ გაიხედოს. მათ სურთ დემოკრატია. მე და სენატორი რიში იქ ვიმყოფებოდით 2012 წელს, რათა დავკვირვებოდით არჩევნებს, როდესაც ქვეყანაში „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა. [ახლა] რაც ჩვენ ვიხილეთ, ის არის, რომ საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“, - ამბობს სენატორი შაჰინი დემოკრატიული პარტიიდან. ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ჯინ შაჰინმა დასვა შეკითხვა იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლებელი საქართველოში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა. სხდომაზე ამერიკელი კანონმდებლები USAID-ის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს უსმენდნენ. „ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებს და გავგზავნით დამკვირვებლებს არჩევნებზე. შეგიძლიათ, ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს, თუ არა USAID გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად?“- იკითხა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმის ცნობით. მისივე თანახმად, ამერიკელი სენატორის სულისკვეთება გაიზიარა სხდომაზე მყოფმა USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“. „მე ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს უკიდურესად შემაშფოთებელია. მეორე მხრივ, ეს უკანდახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი, ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გააგონონ მათი ხმა. და მე ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, - განაცხადა USAID-ის ხელმძღვანელმა, რასაც სენატორი შაჰინი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ამ ინიციატივის მხარდამჭერი იქნება. სხდომაზე, სადაც საქართველოს შესახებ ერთადერთი კითხვა დაისვა, ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ამერიკის მთავრობის ბიუჯეტის საკითხები და 2024 წლის გეგმები. მოსმენაზე საუბარი შეეხო ყარაბაღში არსებული ვითარებას და სუდანში მიმდინარე პროცესებს. განსახილველ მთავარ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ქმედებებიც.
USAID-ის ხელმძღვანელი საქართველოზე: ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ
ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სენატორმა ჯინ შაჰინმა დასვა კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა შესაძლებელი საქართველოში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა. სხდომაზე ამერიკელი კანონმდებლები USAID-ის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს უსმენდნენ. „ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებს და გავგზავნით დამკვირვებლებს არჩევნებზე. შეგიძლიათ, ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს, თუ არა USAID გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად?“- იკითხა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმის ცნობით. მისივე ცნობით, ამერიკელი სენატორის სულისკვეთება გაიზიარა სხდომაზე მყოფმა USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“. „მე ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს, უკიდურესად შემაშფოთებელია. მეორე მხრივ, ეს უკანდახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი, ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გააგონონ მათი ხმა. და მე ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე, გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, - განაცხადა USAID-ის ხელმძღვანელმა, რასაც სენატორი შაჰინი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ამ ინიციატივის მხარდამჭერი იქნება. სხდომაზე, სადაც საქართველოს შესახებ ერთადერთი კითხვა დაისვა, ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ამერიკის მთავრობის ბიუჯეტის საკითხები და 2024 წლის გეგმები. მოსმენაზე საუბარი შეეხო ყარაბაღში არსებული ვითარებას და სუდანში მიმდინარე პროცესებს. განსახილველ მთავარ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ქმედებებიც.
სენატორი შაჰინი საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე: ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და გავგზავნით დამკვირვებლებს
საქართველოში მომავალ 2024 წლის არჩევნებზე ისაუბრა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამერიკელი კანონმდებლები USAID-ის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს უსმენდნენ. „ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებს და გავგზავნით დამკვირვებლებს არჩევნებზე. შეგიძლიათ, ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს, თუ არა USAID გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად?“- იკითხა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმის ცნობით. მისივე თანახმად, ამერიკელი სენატორის სულისკვეთება გაიზიარა სხდომაზე მყოფმა USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“. „მე ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს უკიდურესად შემაშფოთებელია. მეორე მხრივ, ეს უკანდახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი, ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გააგონონ მათი ხმა. და მე ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, - განაცხადა USAID-ის ხელმძღვანელმა, რასაც სენატორი შაჰინი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ამ ინიციატივის მხარდამჭერი იქნება. სხდომაზე, სადაც საქართველოს შესახებ ერთადერთი კითხვა დაისვა, ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ამერიკის მთავრობის ბიუჯეტის საკითხები და 2024 წლის გეგმები. მოსმენაზე საუბარი შეეხო ყარაბაღში არსებული ვითარებას და სუდანში მიმდინარე პროცესებს. განსახილველ მთავარ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ქმედებებიც.
რუსეთს არ აქვს საკმარისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად - გაჟონილი ინფორმაცია
2022 წლის აგვისტოში უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის მინიმუმ 27,5 ათასი სამხედრო მოსამსახურე იყო გადასროლილი. მას შემდეგ, ამ ჯარებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ მიიღო მრავალი დამატებითი დავალება იმისთვის, რომ ფრონტის ხაზს მიღმა დაეკავებინა რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები, რამაც პირადი შემადგენლობის დანაკარგი და დეფიციტი კიდევ უფრო გაზარდა. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა. მისივე თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების, კერძოდ, „როსგვარდიის", პერსონალის დეფიციტი ხელს შეუშლის რუსეთს სრული კონტროლის დამყარებაში უკრაინის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარები („როსგვარდია“) 2016 წელს შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ბაზაზე. 2017 წლის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის გვარდიის რიგებში 340 ათასი თანამშრომელი იყო. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, ამ სტრუქტურის სპეცდანიშნულების („ომონის“) დანაყოფებმა, რომელთა დახმარებით იგეგმებოდა წესრიგის დაცვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს კიევისა და ხარკოვის მახლობლად. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში განცდილი დანაკარგებზე საჯაროდ არ საუბრობს. რუსეთის ხელისუფლება მწირ ინფორმაციას ასაჯაროებს თავის დანაკარგებზე უკრაინაში - 2022 წლის სექტემბერში მან 5,937 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ გამოაქვეყნა ცნობა. დასავლეთის მონაცემებით რუსეთის მთლიანი დანაკარგები - ანუ დაღუპულები და დაჭრილები - დაახლოებით 200 000 ადამიანს უტოლდება.
პუტინის განკარგულებით, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას მოხდება
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, მოსკოვის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეების დეპორტაცია მოხდება. შესაბამის დოკუმენტს ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გადაწყვიტეს, შეინარჩუნონ უკრაინის მოქალაქეობა, იქ ცხოვრება 2024 წლის პირველ ივლისამდე შეეძლებათ. ამის შემდეგ, შესაძლოა, განხორციელდეს მათი რუსეთში დეპორტაცია“. ამასთან, „პირები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთში „კონსტიტუციური სისტემის საფუძვლების იძულებით შეცვლას", აფინანსებენ ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობას ან მონაწილეობენ "არასანქცირებულ" ქმედებებში, ან დეპორტაციას დაექვემდებარებიან და აეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა“. 27 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა.
Reuters: აშშ-მ სანქციები დაუწესა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს, ФСБ-სა და ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის განყოფილებას
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს და ФСБ-ს, ასევე, ირანის რევოლუციური გვარდიის დაზვერვის განყოფილებას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შეერთებულმა შტატები მათ ადანაშაულებს თანამონაწილეობაში ამერიკელების უკანონო დაკავებაში საზღვარგარეთ. ჟურნალისტებთან ანონიმურობის პირობით საუბრისას, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს, აჩვენოს, რომ შედეგები მოჰყვება მათთვის, ვინც შეეცდება, გამოიყენოს აშშ-ის მოქალაქეები პოლიტიკური ბერკეტებისთვის ან დათმობების ძიებისთვის ვაშინგტონისგან. როგორც ცნობილია, რუსეთში დააკავეს Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. ასევე, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი, რომელსაც 2020 წელს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ასევე ჯაშუშობისთვის. აშშ-ის მოქალაქეები სიამაკ ნამაზი, ემად შარგი და მორად ტაჰბაზი კი ირანის ცნობილ ევინის ციხეში იმყოფებიან. ამ ციხეში წამების ფაქტების არსებობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი სანქციები ოფიციალურად გამოაცხადა და რუსეთსა და ირანს აშშ-ის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. „დღეს - და ყოველდღე - ჩვენი გზავნილი რუსეთის, ირანისა და მსოფლიოს მიმართ, რომლებსაც მძევლად აჰყავთ ან უკანონოდ აკავებენ ამერიკელებს, მიუღებელია. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ისინი“, - განაცხადა ბაიდენმა
ჩერკასის გუბერნატორი: უმანში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა
რუსული ძალების მიერ დღეს დილით ჩერკესის ოლქის ქალაქ უმანში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. ჩერკასის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტაბურეცმა განაცხადა, რომ რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. სამაშველო ოპერაციები გრძელდება. შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსული ძალების მიერ ქალაქ დნიპროს დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს და ორი დრონი ჩამოაგდეს.
ზალუჟნის ცნობით, უკრაინელებმა ოკუპანტების 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს და ორი დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო საჰაერო თავდასხმის დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს. ამასთან, რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს. განადგურებულია ორი დრონიც. „დაახლოებით დილის 04:00 საათზე რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას „ტუ-95“ ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს, განადგურებულია, ასევე, ორი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი“, - განაცხადა ზალუჟნიმ სოციალური ქსელის მეშვეობით. შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსული ძალების მიერ ქალაქ დნეპრის დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში კი, რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ასევე სამი ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. უკრაინაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, კიევსა და ქვეყნის რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. მოსახლეობას მოუწოდეს, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ.
რუსეთმა სარაკეტო იერიში კიევსა და რამდენიმე ოლქზე მიიტანა
უკრაინაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, კიევსა და ქვეყნის რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. მოსახლეობას მოუწოდეს, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო საჰაერო თავდასხმის დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს. ამასთან, რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს. განადგურებულია ორი დრონიც. „დაახლოებით დილის 04:00 საათზე რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას „ტუ-95“ ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, Х-101 და Х-101 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს, განადგურებულია, ასევე, ორი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი“, - განაცხადა ზალუჟნიმ სოციალური ქსელის მეშვეობით. შეგახსენებთ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსული ძალების მიერ ქალაქ დნეპრის დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში კი, რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ასევე სამი ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.
ზელენსკი: ბავშვების დეპორტაციის შესახებ PACE-ს რეზოლუცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგია
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გენოციდად აღიარება უკრაინის წინააღმდეგ გენოციდური პოლიტიკის გამო რუსეთისა და მისი ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას შეუწყობს ხელს. უკრიანის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია არის რუსეთის მცდელობის ერთ-ერთი აბსოლუტურად მიზანმიმართული ელემენტი, წაშალოს უკრაინელი ხალხის იდენტობა და გაანადგუროს უკრაინელების არსი. „ეს არის რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი გენოციდის მიზანმიმართული დანაშაული. ასე უნდა იყოს კვალიფიცირებული როგორც პოლიტიკურად, ასევე იურიდიულად“, - მიიჩნევს ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკი აცხადებს, რომ სტრასბურგში მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი მიიღწა: „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულია რეზოლუცია, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შეიცავს გენოციდის ნიშნებს. პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს გლობალურ ძალისხმევას, რათა რუსეთმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ტერორისტული სახელმწიფოს მეთაურმა, პასუხი აგონ სწორედ გენოციდის, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდური პოლიტიკის გამო”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა.