ძებნის რეზულტატი:
რა საკითხების განსახილველად გამართეს შეხვედრა გერმანიისა და საქართველოს შს მინისტრებმა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს - ნენსი ფეზერს შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა გერმანიის სამართალდამცავ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და გერმანულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში მუდმივი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, ამ კუთხით პოლიციის ატაშეების როლზე. ვახტანგ გომელაურმა ქართველი პოლიციის ოფიცრების გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში წარგზავნისთვის მზაობა გამოთქვა და განმარტა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, მეორე მხრივ - უკანონო მიგრაციული ნაკადების კონტროლს. გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციას. აგრეთვე აღინიშნა, რომ გერმანიისა და საქართველოს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფექტიანად ხორციელდება. ამასთანავე, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა. „გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რათა სხვადასხვა პროფესიის მქონე საქართველოს მოქალაქეებს დამატებით მიეცეთ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა“, - იუწყება შსს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ლევან იზორია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე და საქართველოს პოლიციის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - სერგო თურმანიძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გერმანული მხარის წარმომადგენლები: გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებული მიგრაციის საკითხებში - იოახიმ შტამპი, გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი - ბერნდ კრიოსერი, მართვის, დაგეგმვისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი - ბასტიან ფლაიგი, მიგრაციის, ინტეგრაციის, ლტოლვილებისა და ევროპული ჰარმონიზაციის დეპარტამენტის უფროსი - ულრიხ ვაინბრენერი და საერთაშორისო და ევროკავშირის საკითხების შტაბის უფროსი - მიხაელ ნიმაიერი. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
ზელენსკი სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: შეუძლებელია მშვიდობის მიღწევა ტერიტორიული დათმობების ხარჯზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რა საკითხები განიხილა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს. მისი თქმით, ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი, უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებს დაეთმო. „უკრაინელ ერზე მეტად მშვიდობა არავის არ სურს. ჩვენ მიწაზე ვართ და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით, თავდაცვის განუყოფელ უფლებას ვიყენებთ. მშვიდობა სამართლიანი და მყარი უნდა იყოს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს ქარტიას უნდა ეყრდნობოდეს. არანაირი მშვიდობა არ შეიძლება, იყოს ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში უნდა აღდგეს”, - წერია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულ-ჩინური პარტნიორობის გამყარების გზებიც განიხილეს, ვინაიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ჩინეთი უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო.
რას გულისხმობს „უკრაინის გამარჯვების შესახებ“ რეზოლუციის პროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესში დაარეგისტრირეს
უკრაინის გამარჯვების პირობების შესახებ ორპარტიული რეზოლუციის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მომზადდა. აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას განცხადებით, რეზოლუციის პროექტი 25 აპრილს ვაშინგტონში, კონგრესის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა, ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა წარადგინეს. ბრიფინგს ასევე ესწრებოდა უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის გამარჯვებად კიევის კონტროლის ქვეშ უკრაინის ტერიტორიების სრულად, 1991 წელს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დაბრუნება უნდა ჩაითვალოს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, მშვიდობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქვეყნის NATO-სა და სხვა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციით, რაც შეესაბამება აშშ-ის გრძელვადიან პოლიტიკას. ამასთანავე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად უნდა იმუშაოს, რათა გარანტირებული იყოს რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, უკრაინის აღსადგენად მსოფლიო თანამეგობრობის დახმარება, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისგებაში მიცემა და სამართლიანობის აღდგენა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთათვის. „ომის დამნაშავე პუტინმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. რაიმე მოლაპარაკების არსებობის შემთხვევაში კი, საკითხი უნდა მოიცავდეს ჯარების გაყვანის გრაფიკს“, - აღნიშნა კონგრესმენმა უილსონმა. წარდგენის შემდეგ რეზოლუცია უნდა დაამტკიცოს შესაბამისმა კომიტეტებმა და შემდეგ კენჭისყრაზე გაიტანონ კონგრესში, როგორც წარმომადგენელთა პალატის, ასევე სენატის დონეზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის გაზაფხულის მიწურულს, უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის მზადების ფონზე, დასავლეთი კიევს ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას კვლავ უწევს. NATO-ს გენმდივანი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ, კიევში პირველად 2023 წლის 20 აპრილს ჩავიდა, ზელენსკისთან შეხვედრისას აფიქსირებს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია, მოკავშირეების მთავარ ფოკუსში კი, ახლა უკრაინის გამარჯვების უზუნველყოფაა. დასავლეთის პოზიციაა, რომ კიევს დაეხმარება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია
პოლონეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს ვიზიტი და პოლონეთის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „შეხვედრების დროს განხილული იქნება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც არის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაცია. პოლონელ კოლეგას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხრივ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან. ზბიგნევ რაუ შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ზბიგნევ რაუ ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს. პოლონური მხარის ცნობით, თბილისში გამართული მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესი და გამოწვევები, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვევა.
ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა
ჩეხეთმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, პატრიარქ კირილს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პატრიარქი კირილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მოკავშირეა, ქადაგებებსა და საჯარო გამოსვლებში კი, ცდილობს, გაამართლოს რუსული აგრესია. სანქციები ჩეხეთის რესპუბლიკაში შესვლისა და იურიდიული პირების მეშვეობით რაიმე ფინანსური ტრანზაქციის აკრძალვას ან ქვეყანაში არსებული ნებისმიერი აქტივის გაყინვას გულისხმობს.
Washington Post: ევროპის ქვეყნები და ბაქო შეთანხმდნენ, გააძლიერონ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან
ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის გაზის სისტემის ეროვნული ოპერატორები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან, მათი ქვეყნების არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, რომლებიც ბოლო დრომდე დიდად იყვნენ დამოკიდებულნი რუსულ ენერგეტიკაზე, იუწყება The Washington Post-ი. მისივე თანახმად, ბულგარეთი დაკავშირებულია სამხრეთ გაზის დერეფანთან, მრავალსეგმენტიანი მილსადენის პროექტთან, რომელიც საბერძნეთთან დამაკავშირებელი ხაზის მეშვეობით, აზერბაიჯანიდან იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებს. კონექტორი ბულგარეთში ერთი მილიარდი კუბური მეტრი კასპიის გაზის მიწოდების საშუალებას იძლევა, რომელიც ქვეყნის მოთხოვნილების თითქმის მესამედს ფარავს და ყოველწლიურად, მოცულობის 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის შესაძლებლობა აქვს. აზერბაიჯანი უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 25 აპრილს ბულგარეთში განაცხადა. „2021 წელს ჩვენ ევროპას მივაწოდეთ 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. წელს კი ჩვენი სამიზნე 12 კუბური მეტრია. დღეს აზერბაიჯანული გაზი ექსპორტზე გადის საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიაში და ამ წლიდან უკვე რუმინეთში. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ყველა საჭირო ინტერკონექტორის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ჩვენ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდების დაწყებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ალიევმა. „მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი ევროპული ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობს. ივლისში ევროკავშირმა აზერბაიჯანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, 2027 წლისთვის აზერბაიჯანული გაზის იმპორტის მოცულობა გაორმაგდება და წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს“, - წერს The Washington Post.
ამერიკის საელჩო: ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, იყოს ძლიერი და წარმატებული ქვეყანა
მზარდ ეკონომიკას სჭირდება კვალიფიციური მუშახელი, კვალიფიციური სამუშაო ძალა კი ნიშნავს უკეთეს სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას, რაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას. ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამის შესახებ ამერიკის საელჩო ყოველწლიური Skills Week Georgia-ს გახსნისადმი მიძღვნილ აღწერაში წერს. ამ ღონისძიებაზე ყოფნისას ელჩმა კელი დეგანმა ხაზი გაუსვა ტექნიკური და პროფესიული უნარების მნიშვნელობას როგორც პიროვნული, ასევე, პროფესიული ზრდისთვის და საყოველთაო პროგრესისთვის. „ღონისძიება USAID-ისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ისეთი სამუშაო ძალის მომზადებას, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ საჭიროებებს შეესაბამება. ამერიკის შეერთებული შტატები, კერძო სექტორთან, მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით, ხელს უწყობს პროფესიულ განათლებასა და ქმნის კონკურენტუნარიან სამუშაო ძალას, რაც საქართველოს კიდევ უფრო აახლოებს მის ევროპულ მისწრაფებებთან. მსგავსი პროგრამებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, იყოს ძლიერი და წარმატებული ქვეყანა“, - აცხადებს ამერიკის საელჩო.
უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა სამი მიმართულებით, ოკუპანტების 54 შეტევა მოიგერიეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 54 შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების დილის ანგარიშშია აღნიშნული. „ბახმუტის მიმართულება ყველაზე რთულ მონაკვეთად რჩება. ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ასევე, მტერი წარუმატებლად ცდილობს წინსვლას ორეხოვო-ვასილოვკასა და ივანოვსკოეს დასახლებების მიმართულებებით“, - აცხადებენ გენშტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
პოლონეთის პროკურატურამ რუსეთის საელჩოს ანგარიშებიდან თანხების კონფისკაცია მოახდინა
პოლონეთის პროკურატურამ რუსეთის საელჩოსა და სავაჭრო წარმომადგენლობის ანგარიშებზე არსებული თანხების კონფისკაცია მოახდინა. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა პოლონეთში, სერგეი ანდრეევმა განაცხადა. საელჩოსა და სავაჭრო წარმომადგენლობის ანგარიშებზე ბანკ Santander-ში არსებული ანგარიშებიდან ამოღებული თანხები პოლონეთის პროკურატურის ანგარიშებზე გადაირიცხა. საუბარია დიდ თანხაზე, როგორც პოლონურ ზლოტებში, ისე ამერიკულ დოლარებში. შესაბამისი შეტყობინება რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უკვე გადაეცა. ელჩის თქმით, ბანკმა Santander-მა განაცხადა, რომ შეწყვიტა თანამშრომლობა საელჩოსთან და დახურა ანგარიშები. ელჩმა მომხდარი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის უხეშ დარღვევად შეაფასა. პოლონეთში რუსეთის საელჩოს ანგარიშები 2022 წლის მარტში გაყინეს, მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პოლონეთმა ასევე მოახდინა დიპლომატიური წარმომადგენლობის უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტის, დიპლომატების საცხოვრებლების და ვარშავასთან მდებარე დასასვენებელი ცენტრის კონფისკაცია.
ჩერნობილის ზონის აღსადგენად უკრაინა დონორებისგან 23 მილიონ ევროს იღებს
ჩერნობილის ზონის აღდგენისთვის საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურმა დახმარებამ უკვე 23 მილიონ ევროს მიაღწია. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ევგენ კრამარენკომ განაცხადა. „პარტნიორების მიერ ადრე გამოყოფილი 15 მილიონი ევროდან უკვე გამოყენებულია 2 მილიონი ევრო. ასევე, ანგარიში უკვე შევსებულია 8 მილიონი ევროთ. ამრიგად, დღეს უკვე გვაქვს 23 მილიონი ევრო დონორებისგან", - განაცხადა კრამარენკომ. ამასთან, აღნიშნა, რომ თანხის მოცულობა გაიზრდება, რადგან ფინანსური დახმარება უკრაინაში კვლავ შედის. როგორც ცნობილია, ჩერნობილის ზონის აღდგენისთვის უკვე შემუშავებულია და დარეგისტრირებულია 40 პროექტი, რომელიც 2023 წელს დაახლოებით 15 მილიონი ევროს დაფინანსებას მოიცავს.
შავი ზღვის რეგიონი ვერ იქნება უსაფრთხო მომდევნო 20 წლის განმავლობაში - უკრაინის საზღვაო ძალების მეთაური
უკრაინის საზღვაო ძალების მეთაური, ვიცე-ადმირალი ოლექსი ნეიჟპაპა დარწმუნებულია, რომ რუსეთის იმპერიული ამბიციები ვრცელდება არამხოლოდ შავ ზღვასა და აზოვის ზღვაზე, არამედ, ბალტიის ზღვაზე, ჩრდილოეთ ზღვაზე და წყნარ ოკეანეში. ამის შესახებ მან ისაუბრა შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე, რომელიც ბულგარეთში, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებისა და სხვა ქვეყნების საზღვაო მეთაურების მონაწილეობით გაიმართა. ფორუმის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების ვითარება და რეგიონში არსებული საფრთხეები, ასევე, ქვეყნებს შორის სტაბილურობისა და უსაფრთხოების აღდგენის მიზნით შემდგომი თანამშრომლობის განვითარების გზები. სიტყვით გამოსვლისას ვიცე-ადმირალმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებების გამო, შავი ზღვა ვერ ჩაითვლება უსაფრთხოდ მომდევნო 20 წლის განმავლობაში. მაგალითებად მან მოიყვანა 2003 წელს კუნძულ ტუზლის აღების მცდელობა, 2008 წლის ომი საქართველოში, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია, 2022 წელს აზოვის ზღვის ოკუპაცია და მიმდინარე ომი, რომელიც ასევე მოიცავს შავი ზღვის ტერიტორიას. ნეიჟპაპა დაამატა, რომ უსაფრთხოების აღდგენა აზოვი-შავი ზღვის რეგიონში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უკრაინა 1991 წლის მდგომარეობით არსებულ თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს. უკრაინული მედიის ცნობით, 26 აპრილს რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანი გადაკეტა.
„ვოზორიდიტის“ ერთადერთი ცნობილი ეფექტია სიგრძეში ძვლის ზრდის დაჩქარება - გაბუნია
„ვოზორიდიტი“ დღეს არის ერთადერთი ცნობილი მედიკამენტი, რომელსაც აქვს ერთადერთი ცნობილი ეფექტი და ეს არის სიგრძეში ძვლის ზრდის დაჩქარება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება - გაბუნია მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ცნობილია, რომ სიმაღლეში ზრდა შეუძლია - ჩხაიძე „ეს არის ერთადერთი ცნობილი ეფექტი. სიცოცხლის ხარისხის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, თანმხლები დაავადებების, გართულებების, გაუმჯობესების და გადაწყვეტის კუთხით სხვა ეფექტი ამ მედიკამენტს ან არ გააჩნია, ან ჯერ მეცნიერებამ ამის შესახებ არ იცის. ამდენად, „ვოზორიდიტი“ არ განიხილება, რომ ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი. ვფიქრობ, გარკვეულწილად, ის უკმაყოფილება და დაძაბულობა, რაც დღეს ამ მედიკამენტის გარშემო არსებობს, შესაძლებელია, უკავშირდებოდეს გადაჭარბებულ მოლოდინს მედიკამენტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მედიკამენტს აქვს ერთი კონკრეტული ეფექტი და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ჩვენთვის საინტერესოა ეს ეფექტი, ამიტომ დავიწყეთ საუბარი მწარმოებელთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან და ჯანმო-სთან. თუ ბავშვი სხვა ქვეყანაში იღებს იმ დადებით შედეგს, რაც „ვოზორიდიტმა“ შეიძლება, თეორიულად მოიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ კითხვის ნიშნები არსებობს, გვერდით ეფექტებზე ვსაუბრობთ და არ ვიცით გრძელვადიანი გართულებები, ჩვენც გავხსენით დიალოგი ამასთან დაკავშირებით და დღემდე მიდის აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ, ხარისხის გარანტირებულად უზრუნველყოფის გზით, მედიკამენტი გარკვეულ გონივრულ ვადაში გახდეს ხელმისაწვდომი იმ ბავშვებისთვის, ვისაც ის რეალურად სჭირდება“, – განაცხადა გაბუნიამ "პირველ არხთან".
უკრაინა: ოკუპანტებმა მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაღუპულია ერთი და დაშავებულია, სულ მცირე, 23 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის არმიის ოპერატიული სარდლობის პრესატაშე ნატალია გუმენიუკი იუწყება. უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა სამი მიმართულებით, ოკუპანტების 54 შეტევა მოიგერიეს "მიკოლაევში საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ეს-300“-დან გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ოთხი რაკეტა ადგილობრივი დროით ღამის პირველი საათისთვის ჩამოვარდა", - აცხადებს გუმენიუკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნობილის კატასტროფის წლისთავზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს რაფაელ გროსის რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხელოვნურად შექმნილ კატასტროფის საფრთხეზე ესაუბრა. ზელენსკის შეფასებით, რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „ჩერნობილის კატასტროფის წლისთავი ზუსტად ის დღეა, როდესაც ღირს მსოფლიოში ყველას შევახსენოთ, თუ რამდენად მყიფეა ჩვენი უსაფრთხოება. მითუმეტეს, როცა წელიწადზე მეტია, ყოველდღე და ყოველ წუთს არსებობს რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილი რადიაციული კატასტროფის საფრთხე ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მხოლოდ უკრაინის სრულ კონტროლს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეუძლია აღადგინოს სრული უსაფრთხოება არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ ევროპაში, მთელ მსოფლიოში. რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს ისე, როგორც რუსეთის ფედერაცია და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აშშ და სამხრეთ კორეა ფხენიანიდან მომავალი ბირთვული საფრთხეების დასაძლევად ერთობლივ ზომებზე შეთანხმდნენ
ვაშინგტონი სამხრეთ კორეის სიახლოვეს პერიოდულად ბირთვულ წყალქვეშა ხომალდებს განალაგებს და სეულს ბირთვული დაგეგმვის ოპერაციებში ჩართავს. საპასუხოდ, სეული უარს იტყვის საკუთარი ბირთვული იარაღის შემუშავებაზე. BBC-ის ცნობით, აშშ და სამხრეთ კორეა ფხენიანიდან მომავალი ბირთვული საფრთხეების დასაძლევად ერთობლივ ზომებზე შეთანხმდნენ. ოთხშაბათს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა და აშშ-ის ლიდერმა თეთრ სახლში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის დეკლარაცია, რომელსაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის თეთრ სახლში ვიზიტისას მოეწერა ხელი, გააძლიერებს მოკავშირეების თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეისგან თავდასხმის შეკავების პროცესში.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
27 აპრილს ქუთაისში +26 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. გამოიდარებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც მზიანი დღეა. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში მოსალოდნელია ნალექი, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი. ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს. წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +23, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. გორში იწვიმებს. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. გუდაურში ნალექიანი დღე და +12 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ომალოშიც, სადაც დღისით +15, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავშიც წვიმიანი დღე და +22 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +22 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში +23 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში წვიმაა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, უფრო მეტად უნდა მოხდეს ჩვენი მეგობრების მობილიზაცია - დარჩიაშვილი
აქცენტები გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რა საკითხიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - უფრო მეტად უნდა მოხდეს, ამ მიმართულებით, ჩვენი მეგობრების მობილიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია "საუბრისას ჩვენ აქცენტები გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რა საკითხიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ვისაუბრეთ, თუ როგორ მოვახდინოთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა და მობილიზება ამ მიმართულებით", - აღნიშნა დარჩიაშვილმა. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრეს. "ჩვენ შევეხეთ რა თქმა უნდა უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მე გავუზიარე ბატონ რაუს ის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა უკრაინის მხარდასაჭერად", - განაცხადა დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
უნგრეთის ელჩი: იმედი მაქვს, წელს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს დაკავშირებაზე ევროპასთან და პირიქით, ევროპის კავშირზე საქართველოსთან, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ანა მარია შიკომ ქუთაისში განაცხადა, სადაც „ვიზეარის“ მეხუთე ბაზირებული ხომალდის დამატების ცერემონია გაიმართა. ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო წელს კანდიდატის სტატუსს მიიღებს. „ეს პატარა ნაბიჯია, მაგრამ არის ამავდროულად ნახტომიც კანდიდატის სტატუსისკენ, რომელსაც იმედი მაქვს, წელს მიიღებთ. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი ეხება ხალხს. ახლა ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ საქართველოდან მეტი ადამიანი იმოგზაურებს ევროპაში და უფრო მეტი ევროპელი ჩამოვა ულამაზესი საქართველოს სანახავად. იმედი მაქვს, აქ ვიქნებით „ვიზეარის“ მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ბაზების გახსნაზეც, რადგან ეს მართლაც წარუდგენს მსოფლიოს საქართველოს და ეს ყველას ძალიან გვახარებს“, – განაცხადა ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
WP: რუსეთი კიდევ ერთი წლით შეძლებს ომის დაფინანსებას
პენტაგონის საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით, ამერიკული მედია წერს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული უპრეცედენტოდ მძიმე საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთს აქვს საკმარისი საშუალებები ომის სულ მცირე, კიდევ ერთი წლით დასაფინანსებლად. Washington Post-ი წერს. რომ ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი სანქციებით გამოწვეულ ეკონომიკურ ზეწოლასთან გასამკლავებლად სულ უფრო მეტად ეყრდნობა კორპორაციული გადასახადების მატებას, სტაბილიზაციის ფონდს, იმპორტის გაზრდას და ახალ პირობებთან ბიზნესის ადაპტირებას. დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბიზნესელიტაში ყველა არ იზიარებს უკრაინის მიმართ კრემლის კურსს და საერთაშორისო სანქციების გამო ზარალს განიცდიან, პუტინის მხარდაჭერაზე უარს ვერ იტყვიან. Washington Post-ი ექსპერტთა შეფასებებს ეყრდნობა და წერს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ეფექტიანობა განისაზღვრება ფაქტორების გაცილებით რთული ერთობლიობით, ვიდრე დაზვერვის ანგარიშშია მოყვანილი. მათ შორის, დოკუმენტი არ მოიცავს სანქციების ბოლო პაკეტების ეფექტიანობის და რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების პოტენციური შედეგების შეფასებას. შეგახსენებთ, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ 13 აპრილს ეროვნული გვარდიის 21 წლის თანამშრომელი ჯეკ ტეიშეირი დააკავა.
დარჩიაშვილი ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ: პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად. „საქართველო და პოლონეთი ღირებული პარტნიორები და თანამოაზრე ქვეყნები არიან. ჩვენ გვაერთიანებს არამხოლოდ ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, ასევე საერთო ინტერესები. ქართველ ხალხს მუდამ ემახსოვრება პოლონეთის უანგარო თანადგომა ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. დაუვიწყარია საქართველოს დიდი მეგობრის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ პოლონეთის ურყევი მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. დღესაც გამორჩეულ როლს ასრულებს პოლონეთი ჩვენი საგარეო პრიორიტეტების განხორციელების საქმეში. მინისტრის საქართველოში ვიზიტი ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვახარებს, რომ პოლონეთი ასეთი ძლიერი მეგობარია. საუბრისას აქცენტი გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვისაუბრეთ, თანამშრომლობის ფარგლებში როგორ მოვახდინოთ ჩვენი მეგობრების უფრო მეტად მობილიზება ამ მიმართულებით. ასევე, მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის მიმართულებით, რა რეფორმები გატარდა. ვიცით, რომ ძირითადი ნაწილი შესრულებულია. აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ, რომ ეს პრიორიტეტები შევასრულოთ, საქართველომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ასევე ხაზი გავუსვი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კონკრეტული პირობების შესრულებასთან ერთად ვაგრძელებთ ევროკავშირთან ფართო პოლიტიკური ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის პროცესს, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.