ძებნის რეზულტატი:

სააკაშვილის "ქეისი", მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ მეგობრების ხელით - კალაძე

სააკაშვილის ქეისი, მისი შემოგორება საქართველოში, შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთვის, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ მეგობრების ხელით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ეს დაგეგმილი იყო იმიტომ, რომ მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია სისხლისღვრა და ა.შ. მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ იმიტომ, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე. პირველივე დღიდან, როგორც კი მოხდა სააკაშვილის დაპატიმრება, მაშინვე ჩაირთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ცილისმწამებლური კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას არ აქვს შესაბამისი, რაც უნდა ჰქონდეს პატიმარს, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ერთადერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში მას ხელს უწყობენ, პირველ რიგში, მისი ოჯახის წევრები და მისი პოლიტიკური პარტია“,- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა და საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) გამოყენებული იყო მოცემულ საქმეზე ოკუპირებულ ცხინვალში ქართულ სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში" ჩადენილი დანაშაულების - მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, სახლების გადაწვის, გაძარცვის, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის - მიმართ. სასამართლომ შენიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ შეწყვიტა ევროპის საბჭოს წევრობა 2022 წლის 16 მარტს, ასევე აღარაა კონვენციის მომხრე. სტრასბურგი ამბობს, რომ ეს არ ათავისუფლებს რუსეთს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისგან ნებისმიერი ქმედების მიმართ, რომელიც შესრულდა იმ თარიღამდე, როდესაც იგი შეწყვეტდა კონვენციის მხარედ ყოფნას. ამასთან, დანაშაულები მოიცავს სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, მათი სახლების დაწვასა და გაძარცვას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობას. ხაზგასმულია, რომ რუსეთი არ ასრულებდა პროცედურულ ვალდებულებას, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება იმ დანაშაულებზე, რომლებიც აქტიური კონფლიქტის დროს, ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ხდებოდა. სასამართლო ამბობს, რომ წინამდებარე საქმეში, ფაქტები, რომლებიც წარმოშობს ძირითად გადაწყვეტილებაში აღმოჩენილ დარღვევებს, მოხდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.  

2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 102%-ით გაიზარდა

2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 102%-ით გაიზარდა, - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის შემოსავლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. „2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ით გაიზარდა თურქეთიდან, 73.2% ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ. 2023 წლის 1 კვარტალში, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებით აღსანიშნია რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი, თურქეთი, ისრაელი, სომხეთი და სხვა, ამავე პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონით, ასევე, გამოირჩევა ევროკავშირი, ისრაელი, საუდის არაბეთი და სხვა სახელმწიფოები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

უკრაინისთვის ზაფხულში „ლეოპარდ 1“-ის 80 ტანკის მიწოდება იგეგმება - გერმანიის თავდაცვის მინისტრი

ზაფხულში იგეგმება 80 ერთეული „ლეოპარდ 1“-ის ტიპის ტანკის მიწოდება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. „ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადეს ნიდერლანდებმა და დანიამ. „ლეოპარდ 1“-ის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდება ახლა იწყება. ეს არის გერმანიასთან ერთად ქვეყნების ინიციატივის შედეგი. 80-მდე „ლეოპარდ 1“-ის მთავარი საბრძოლო ტანკის მიწოდება წლის შუა რიცხვებში დაიწყება“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

2008 წლის ომის საქმეზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - იუსტიციის სამინისტრო

2008 წლის ომის საქმეზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. „2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დარღვევების მტკიცებულებების საფუძვლიანი ანალიზის შემდგომ, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 20 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები დაზარალებულ პირთა კომპენსაციასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება და რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის შემდეგ თანხა დაზარალებულებზე განაწილდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს. საქართველოს მთავრობა კვლავაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფოს ინტერესების დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში, რის თაობაზეც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.  

ამერიკამ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს $500 000-ის ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამაშველო ოპერაციებისთვის საჭირო ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა.   მათ შორის: სინათლის კოშკები ღამის ოპერაციებისთვის, წყლის ტუმბოები და ზურგჩანთები მაღალმთიან რეგიონებში ხანძრის ჩასაქრობად და კომპიუტერები გადაუდებელი ოპერაციების ცენტრისთვის.   „აღნიშნული დახმარება ნაწილია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმდინარე მხარდამჭერი პროექტებისა, რომლის საერთო ღრებულებაც $500 000 დოლარია. შეერთებული შტატები ერთგულად აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ განამტკიცოს ქვეყნის მზაობა საგანგებო სიტუაციებისთვის“, - აცხადებს საელჩო.  

ევროკავშირის ელჩები უკრაინასთან უბაჟო ვაჭრობის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენელთა კომიტეტმა ელჩების დონეზე (Coreper) მხარი დაუჭირა წინადადებას უკრაინასა და ევროკავშირს შორის სავაჭრო წესების ლიბერალიზაციის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ, რაც ითვალისწინებს უკრაინული საქონლის იმპორტის ნებისმიერი გადასახადის გაუქმებას.  უფრო ადრე ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა უკრაინულ საქონელზე იმპორტის გადასახადის შეჩერების ღონისძიებების ერთი წლით გახანგრძლივებას, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკონომიკას რუსული აგრესიის პირობებში. ამ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი კენჭისყრაზე სავარაუდოდ, 8-11 მაისს მომდევნო პლენარულ სესიაზე დააყენებს. უკრაინის იმპორტზე სატარიფო გადასახადის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გაგრძელება ევროკავშირის ბაზარზე ასევე ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ. მოქმედ გადაწყვეტილებას ვადა 5 ივნისს ეწურება.  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მისივე თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. ფრანგული მხარის ცნობით, კოლონა მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა.

PACE-ში საქართველოს დელეგაციის წევრმა განმარტა, რატომ არ მონაწილეობდნენ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ „სპეკულაციური“ და „მანიპულაციური“ უწოდა კითხვას, თუ რატომ არ მიიღეს ქართველმა დეპუტატებმა მონაწილეობა ასამბლეის გუშინდელ სხდომაზე, სადაც უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს. „დღეს დილით მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გვქონდა, გვაქვს კომიტეტი და ასე შემდეგ. ეს არის მანიპულაცია, რადგან ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებით ყველა საკითხს შეერთებული ვართ. შესაბამისად, ეს არის მორიგი მცდელობა, აწიოთ თემა, რომ თითქოს, უკრაინას რაღაცაში მხარს არ ვუჭერთ. მანიპულაციურ განცხადებებს მორჩით! მინისტრთან შეხვედრა ერთი თვით ადრე იყო დაგეგმილი. ამიტომ, დელეგაციამ მუშაობა დაასრულა და წამოვიდა. ეს არის სუფთა სპეკულაცია, რომელიც აწეულია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და თქვენ ამას ხელს უწყობთ. ჩვენ ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული და ამ მხრივ გამონაკლისი არ არსებობს - იმაზე საუბარი, რომ თითქოს, საქართველოს დელეგაცია რაღაცას არ უერთდება, არის სრული სპეკულაცია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ მედიასთან. შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ბავშვების დეპორტაციის შესახებ PACE-ს რეზოლუცია მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს დელეგაციის წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციაში იყვნენ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ირაკლი ჩიქოვანი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე და „ხალხის ძალის“, წევრი ეკა სეფაშვილი.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4967 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4967 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა. "რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7441 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7605 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ძაღლს, რომელმაც მარტვილში 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ადგილას 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა როზა ჯანაშიამ განაცხადა, რომ დაზარალებულ ადამიანებს, მათ პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. ცნობისთვის, მერიამ ძაღლი დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც გარდაიცვალა.  

კატრინ კოლონა: ევროპასთან ინტეგრაციის გრძელ გზაზე დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და მედიის თავისუფლება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას განცხადებით, ევროპასთან ინტეგრაციის გრძელ გზაზე დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და მედიის თავისუფლება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. კატრინ კოლონამ ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „ჩემს ქვეყანაში და ევროპაში, ევროკავშირში და მის მიღმა, ყველა შეშფოთებული იყო იმით, რაც ხდებოდა საპარლამენტო სესიის დროს. ჩვენ ვნახეთ აქციები და დემონსტრაციები. ჩვენ ღიად ვუჭერდით მხარს იმ ფაქტს, რომ იცავდით თავისუფლებას, დემოკრატიას. ასე რომ, შედეგი არის კარგი. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც გამოხატა მხარდაჭერა მოძრაობის მიმართ, რომელიც იყო განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და საქართველოს მოქალაქეების სპონტანური მოძრაობა. ინტეგრაციის პროცესში, რომელიც შესაძლოა, არის გრძელი გზა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და მედიის თავისუფლება იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველა“, – განაცხადა კატრინ კოლონამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი 28 აპრილს დაიწყო. ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. ფრანგული მხარის ცნობით, კოლონა მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა.  

12 წლის გოგოს საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი შედეგები გამოვლინდა

12 წლის გოგოს საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი შედეგები გამოვლინდა. ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის. „ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია. ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ცესკოში ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს. „სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 29 აპრილის არჩევნებს. მიგვაჩნია, რომ ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვაში. სწორედ ამიტომ, უპირველესად, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს – პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, დააკვირდნენ არჩევნებს და ჩვენთან ერთად ჩაერთონ ელექტრონული არჩევნების დანერგვაში. საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება ხომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა. შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი – სენაკი – ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. სულ გაიხსნება 165 საარჩევნო უბანი“, – აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა. მისი თქმით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს. „აქვე მინდა, ამომრჩევლებს შევახსენო, რომ განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო. რაც შეეხება დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანს, (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც – პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. სწორედ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმები, რომელიც დასკანერდება პლანშეტით და გამოიგზავნება პირდაპირ ცესკოში. რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ათივე მუნიციპალიტეტში 185 056-ია“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა. ამასთან, როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა აღნიშნა, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია შუალედური არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა – 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი. „არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 258 წარმომადგენელი, 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 457 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 19 მედიაორგანიზაციის 353 წარმომადგენელი. საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მრავალეტაპიანი სწავლება გაიარეს შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრებმა და ისინი სრულად არიან მზად ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მოემსახურონ. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.  

კატრინ კოლონა: აღიარებულია, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ჩვენ გვსურს, რომ ეს მომავალი კონკრეტული გახდეს

აღიარებულია, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ჩვენ გვსურს, რომ ეს მომავალი კონკრეტული გახდეს. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო და ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული შესაძლებლობა. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კატრინ კოლონას თქმით, აუცილებელია წინსვლა.  მისი თქმით, შემდეგი ეტაპისთვის საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება და რეფორმები, რომლებიც იცავს ევროპულ ღირებულებებს. „მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია იმ წინსვლაზე, რომელიც საკანონმდებლო სფეროში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, გზა არის გასავლელი და ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესები, ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ“, - განაცხადა კოლონამ. კატრინ კოლონა: ევროპასთან ინტეგრაციის გრძელ გზაზე დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და მედიის თავისუფლება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი 28 აპრილს დაიწყო. მან შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. ფრანგული მხარის ცნობით, კოლონა მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა.

საქართველოს ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა, ამისთვის კი, უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც ქვეყანაშია - კატრინ კოლონა

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შეცვალა თუ არა საფრანგეთის სკეპტიციზმი და წლის ბოლოს, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობა შედგება, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს საფრანგეთის „კი-ს“ იმედი. თბილისში ვიზიტით მყოფ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამ შეკითხვით ქართველმა ჟურნალისტმა საგარეო უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე მიმართა. კატრინ კოლონას პასუხი იყო, რომ „რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა. „პარადოქსულად, რუსულმა აგრესიამ უკრაინაში, დადებითი გავლენა მოახდინა ევროკავშირის სურვილზე, რომ წინ წასულიყო და ამან ასევე იქონია სხვადასხვა გავლენა. საქართველო და ქართველები, რომლებიც ოცნებობდნენ ევროპაზე, წინ წავიდნენ. მინისტრმა მითხრა ევროკავშირის მიმართ საქართველოს მოსახლეობის 85%-იან მხარდაჭერაზე, რომელიც გვაძლევს სურვილს, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ევროპელები. ევროპული ოცნება რეალობა უნდა გახდეს. ამისთვის უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც გვაქვს ამ ქვეყანაში, რათა ეს ოცნება გახდეს რეალობა“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ.  წადით კიდევ უფრო წინ, ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება - კატრინ კოლონა თბილისში  

წადით კიდევ უფრო წინ, ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება - კატრინ კოლონას გზავნილები თბილისში

„წადით კიდევ უფრო წინ. ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება“, - ამ სიტყვებით მიმართა 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგას, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან საუბარი ვიზიტის პირველი საათების შეფასებითა და განმარტებით დაიწყო, თუ რატომ სურდა არასამთავრობოებთან შეხვედრა. „დემოკრატიულ საზოგადოებაში ინკლუზიური მუშაობაა საჭირო სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეს ყოველთვის პლუსია“, - ასეთი  იყო კატრინ კოლონას გზავნილი. უფრო კონკრეტულად კი, ფრანგმა დიპლომატმა განაცხადა: „საქართველოში პირველად ვარ, მინისტრს აქ პირველად გავესაუბრე, თუმცა პარიზსა თუ სხვა ადგილებში ხშირად ვხვდებით. მაგალითად, ორშაბათს, ლუქსემბურგში გავმართეთ შეხვედრა, სადაც მოწვეული იყო საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მინდოდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა, რადგან საქართველოს გაუმართლა რომ აქვს დინამიკური, სერიოზული ორგანიზაციები. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვიზიარებთ. თუ შეიძლება, რომ რეკომენდაციის სახით ვთქვა: ყველა დემოკრატიაში უნდა იმუშაოთ ერთად, მოუსმინოთ ერთმანეთს, კრიტიკაც უნდა მოვისმინოთ, რომ წინ წავიწიოთ. დემოკრატიულ საზოგადოებაში ინკლუზიური მუშაობაა საჭირო სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეს ყოველთვის პლუსია“, - განაცხადა კატრინ კოლონამ და რთულ რეგიონულ კონტექტს გაუსვა ხაზი. „მე მოვედი, რომ მხარდაჭერის გზავნილი გადმოგცეთ, და პირველ რიგში, ეს გზავნილი გადავცე საქართველოს, არსებული რთული კონტექსტის გათვალისწინებით. და ჩვენ გვსურს, ამ ვიზიტით, მაგრამ ასევე იმ ურთიერთობით, რომელიც გვაქვს საქართველოსთან, გაგიზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება ტერიტორიულ მთლიანობასთან, სუვერენიტეტთან მიმართებით. როგორც უკვე არვნიშნე, რეგიონში არსებული კონტექსტი არის რთული, კომპლექსური და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაძაბულია იმ აგრესიიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს. ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა ეს ომი, საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა დაასრულოს. საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის და ახლაც იხდის ფასს იმ პოლიტიკისა, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს არ დაწყებულა და აქ დაიწყო 2008 წელს. საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ჰქონდეს“, - განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა. მინისტრმა განმარტა, რომ დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განიხილა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხი. „ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ჩამოვედი, დავინახე, ბევრი ევროპული დროშა. როგორც ვიცი, გაზაფხულზე იყო პროევროპული მანიფესტაციები. და პროცენტული მაჩვენებელი 85%, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირს, ეს არის ციფრი, რომელიც გვაფიქრებს, გვაძლევს მომავლის ხედვას. საქართველო ერთიანია ამ საკიხთან მიმართებით. ერთიანად არის აღიარებული ივნისში, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, ჩვენ გვსურს, რომ ეს მომავალი კონკრეტული გახდეს. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო და ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და ჩვენ ვართ საქართველოსთან ერთად, რათა ამ გზაზე დაგეხმაროთ. აუცილებელია პროგრესი, წინსვლა“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა, როგორ უნდა გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. „ამისთვის საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება და რეფორმები, რომლებიც მათ შორის უზრუნველყოფს ინსტიტუციების დაცვას სხვადასხვა გავლენისგან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოახერხებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს არის ევროპული ღირებულებები. „ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი კავშირი და მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ ამ გზის გავლაში დაგეხმაროთ“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ. მისივე თქმით, დარჩიაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია საკანონმდებლო სფეროში წინსვლაზე, თუმცა კატრინ კოლონამ სხვა მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზეც მიუთითა. „ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესები, რა თქმა უნდა, გზა არის გასავლელი, მაგრამ საქართველოს გვერდით ვართ ამ გზაზე“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ორმხრივი ურთიერთობების „გამრავალფეროვნების“ მნიშნელობას გაუსვა ხაზი. „საფრანგეთის განვითარების სააგენტო, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს, ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი გავაკეთოთ სხვადასხვა სფეროში - ენერგია, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, წყალი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ცენტრალური ადგილი უჭირავს აზიასა და ევროპას შორის და მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, ეს პოტენციალი მხოლოდ განვითრებას მოითხოვს. ჩვენ ბედნიერები ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ საქართველო პროგრესისკენ მიდის, ან ავითარებს პროექტებს პარტნიორებთან ერთად და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით თუ ამ პარტნიორების რიცხვი ვიქნებით“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შეცვალა თუ არა საფრანგეთის სკეპტიციზმი და წლის ბოლოს, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობა შედგება, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს საფრანგეთის „კი-ს“ იმედი. თბილისში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ შეკითხვასაც უპასუხა. კატრინ კოლონას პასუხი იყო, რომ „რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა. „პარადოქსულად, რუსულმა აგრესიამ უკრაინაში, დადებითი გავლენა მოახდინა ევროკავშირის სურვილზე, რომ წინ წასულიყო და ამან ასევე იქონია სხვადასხვა გავლენა. საქართველო და ქართველები, რომლებიც ოცნებობდნენ ევროპაზე, წინ წავიდნენ. მინისტრმა მითხრა ევროკავშირის მიმართ საქართველოს მოსახლეობის 85%-იან მხარდაჭერაზე, რომელიც გვაძლევს სურვილს, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ევროპელები. ევროპული ოცნება რეალობა უნდა გახდეს. ამისთვის უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც გვაქვს ამ ქვეყანაში, რათა ეს ოცნება გახდეს რეალობა“, - აღნიშნა ფრანგმა დიპლომატმა. ამავე პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ საფრანგეთს აქვს ამბიცია, ააშენოს ახლი საელჩო თბილისში. „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საფრანგეთმა ააშენოს ახალი საელჩო საქართველოში, იმედი გვაქვს, რომ მალე წავალთ წინ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სიმბოლური იქნება. ჩვენ შემოდგომაზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ამილახვარის ორმხრივი დიალოგის ფარგლებში. მე რამდენიმე შემოთავაზება გაგიკეთეთ თარიღების, პანდემიის პერიოდში ძალიან შეფერხებული ვიყავით. ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ მიგიღოთ პარიზში, ბატონო მინისტრო და მივიღო სხვა მინისტრები, რომლებიც ჩართული არიან ამილახვარის გაფართოებულ დიალოგში“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ. მან სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზეც ისაუბრა. „მე მქონდა ასევე მოკლევადიანი ვიზიტი აზერბაიჯანსა და სომხეთში, რეგიონული სიტუაცია ეხება ასევე საქართველოსაც. მე მინდა, მოვუწოდო საქართველოს, რომ გააგრძელოს თავისი ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის დაბრუნებაში სამხრეთ კავკასიაში, ეს არის ყველა ქვეყნისა და ყველა ხალხის ინტერესი. ყველა ვხედავთ, რომ ხალხს სურს მშვიდობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ეს არის მათი მოწოდება და კანონიერი სურვილი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, ბატონო მინისტრო, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აგრძელებთ, გააკეთებთ მომავალში. წადით კიდევ უფრო წინ. მე გეუბნებით, რომ ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება, თქვენი წარმატება და თქვენ გვერდით ვიქნებით ამ საქმეში“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კატრინ კოლონამ 28 აპრილს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პირველი შეხვედრა არასამთავრობოებთან გამართა. ფრანგი დიპლომატი ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს აუდიენციას.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს არის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში. ფრანგული მხარის ცნობით, კოლონა მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა.

კატრინ კოლონა: ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა მიჯაჭვულობა ევროკავშირთან, თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში და სხვა პარტნიორებთან ერთად დავაჩქაროთ პროცესები

„ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი კავშირი და მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ ამ გზის გავლაში დაგეხმაროთ“, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგას, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია საკანონმდებლო სფეროში წინსვლაზე, თუმცა კატრინ კოლონამ სხვა მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზეც მიუთითა. „ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესები, რა თქმა უნდა, გზა არის გასავლელი, მაგრამ საქართველოს გვერდით ვართ ამ გზაზე“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ორმხრივი ურთიერთობების „გამრავალფეროვნების“ მნიშნელობას გაუსვა ხაზი. „საფრანგეთის განვითარების სააგენტო, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს, ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი გავაკეთოთ სხვადასხვა სფეროში - ენერგია, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, წყალი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ცენტრალური ადგილი უჭირავს აზიასა და ევროპას შორის და მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, ეს პოტენციალი მხოლოდ განვითრებას მოითხოვს. ჩვენ ბედნიერები ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ საქართველო პროგრესისკენ მიდის, ან ავითარებს პროექტებს პარტნიორებთან ერთად და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით თუ ამ პარტნიორების რიცხვი ვიქნებით“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ. მისივე თქმით, საფრანგეთს აქვს ამბიცია, რომ ააშენოს ახლი საელჩო თბილისში. „ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საფრანგეთმა ააშენოს ახალი საელჩო საქართველოში, იმედი გვაქვს, რომ მალე წავალთ წინ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სიმბოლური იქნება. შემოდგომაზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ამილახვარის დიალოგის ფარგლებში. ჩვენ შემოდგომაზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ამილახვარის ორმხრივი დიალოგის ფარგლებში. მე რამდენიმე შემოთავაზება გაგიკეთეთ თარიღების, პანდემიის პერიოდში ძალიან შეფერხებული ვიყავით. ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ მიგიღოთ პარიზში, ბატონო მინისტრო და მივიღო სხვა მინისტრები, რომლებიც ჩართული არიან ამილახვარის გაფართოებულ დიალოგში“, - აღნიშნა კოლონამ. მან სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზეც ისაუბრა. „მე მქონდა ასევე მოკლევადიანი ვიზიტი აზერბაიჯანსა და სომხეთში, რეგიონული სიტუაცია ეხება ასევე საქართველოსაც. მე მინდა, მოვუწოდო საქართველოს, რომ გააგრძელოს თავისი ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის დაბრუნებაში სამხრეთ კავკასიაში, ეს არის ყველა ქვეყნისა და ყველა ხალხის ინტერესი. ყველა ვხედავთ, რომ ხალხს სურს მშვიდობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ეს არის მათი მოწოდება და კანონიერი სურვილი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, ბატონო მინისტრო, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აგრძელებთ, გააკეთებთ მომავალში. წადით კიდევ უფრო წინ. მე გეუბნებით, რომ ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება, თქვენი წარმატება და თქვენ გვერდით ვიქნებით ამ საქმეში“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

კატრინ კოლონა: მინდა, მოვუწოდო საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დაბრუნებაში

„მინდა, მოვუწოდო საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დაბრუნებაში“, -  ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ თბილიში განაცხადა, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზეც ისაუბრა. „მე მქონდა ასევე მოკლევადიანი ვიზიტი აზერბაიჯანსა და სომხეთში, რეგიონული სიტუაცია ეხება ასევე საქართველოსაც. მე მინდა, მოვუწოდო საქართველოს, რომ გააგრძელოს თავისი ძალისხმევა, რომ მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის დაბრუნებაში სამხრეთ კავკასიაში, ეს არის ყველა ქვეყნისა და ყველა ხალხის ინტერესი. ყველა ვხედავთ, რომ ხალხს სურს მშვიდობა, მშვიდობიანი ცხოვრება, ეს არის მათი მოწოდება და კანონიერი სურვილი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, ბატონო მინისტრო, ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აგრძელებთ, გააკეთებთ მომავალში. წადით კიდევ უფრო წინ. მე გეუბნებით, რომ ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება, თქვენი წარმატება და თქვენ გვერდით ვიქნებით ამ საქმეში“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.