ძებნის რეზულტატი:

ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა დააჩქაროს - თამარ გაბუნია

ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, სამინისტრო მზად არის, ასევე ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა. „პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებების შესაბამისად, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს აქონდროპლაზიის პროტოკოლში შემავალი სხვადასხვა ღონისძიების პროაქტიურ დაგეგმვისა და მოლაპარაკებების მიმართულებით. ამასთან, უწყება განაგრძობს კომუნიკაციას მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ მწარმოებელ კომპანისთან, რათა პროტოკოლისა და მართვის მექანიზმების შემუშავებისთანავე, მოხდეს ბავშვებისათვის ყველა საჭირო პროცედურის უზრუნველყოფა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამასტან, როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ძალაშია ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება, დააფინანსოს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ. თამარ გაბუნიას განცხადებით, "აუცილებელია, პროცესები კონსტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდეს, რათა არ შეფერხდეს აქონდროპლაზიის მართვის სისტემის დანერგვის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები, ვინაიდან ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება და ესკალაცია საფრთხეს უქმნის აქონდროპლაზიის მკურნალობის პროტოკოლის დანერგვის პროცესს".  

ცესკო-ს მონაცემებით, 10 მუნიციპალიტეტში მიმდინარე არჩევნებზე 15:00 საათისთვის აქტივობამ 20,25 % შეადგინა

საქართველოს რეგიონებში მიმდინარე შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე, ყველა ოლქის მასშტაბით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20,25 % შეადგინა. საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი რეგისტრირებული 185 056 ამომრჩევლიდან 37 695-მა უკვე დააფიქსირა. რაც შეეხება კონკრეტულ ოლქებს, 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში იყო, სადაც ხმა 3 904-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 37,2 %-ია, 25%-იანი აქტივობა (930 ამომრჩეველი) დაფიქსირდა გურჯაანში, თიანეთში 26,1 % (231 ამომრჩეველი), ახალციხეში 33,5 (328 ამომრჩეველი), თერჯოლაში 24,6 % (7 946 ამომრჩეველი), ტყიბულში 19,3 % (1 093 ამომრჩეველი), ქუთაისში 13,3 (3 432 ამომრჩეველი), სენაკში 17,9 % (6 858 ამომრჩეველი), ხობში 23,7 (6 294) ამომრჩეველი. ფოთში 15:00 საათისთვის ხმა 6 679-მა ამომრჩეველმა მისცა, შესაბამისად აქტივობამ 16,5 % შეადგინა.  

ზელენსკი: უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას საბრძოლო თვითმფრინავების მიღებამდე

უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. აგრესიის შეჩერება მხოლოდ შეიარაღებით არის შესაძლებელი - ზელენსკი "დასავლეთის სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას ომში დაეხმარებოდა, თუმცა ქვეყანა კონტრშეტევას მანამდე დაიწყებს, ვიდრე „ეფ 16“-ის ტიპის ან სხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს მიიღებს", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

საოლქო კომისიაში ერთი საჩივარია შესული - ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას ინფორმაციით, საოლქო კომისიაში ერთი საჩივარია შესული. საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება „ამ დროისთვის ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია ერთი საჩივარი და ეს არის „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი, რომელშიც კონკრეტულად მითითებული არის, რომ ამომრჩეველმა ბიულეტენი ვერ მოათავსა ხმის დამთვლელ აპარატში და მას დაეხმარა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი. საოლქო კომისია განიხილავს ამ საჩივარს შესაბამის ვადებში. რაც შეეხება უბნებზე ვითარებას, 06:45 საათზე ყველა უბანი იყო გახსნილი, ყველა პროცედურა, რაც დაკავშირებული იყო წილისყრის პროცედურებთან, ჩატარდა კანონის დაცვით, ხოლო რაც შეეხება ელექტრონულ ტექნოლოგიებს, იყო მცირედი ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია შედეგებზე ამ დროისთვის და ჩვეულებრივად, ყველა საარჩევნო უბანზე პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში”, – განაცხადა სალომე როდონაიამ.  

თურქული Baykar-ი ახალი საბრძოლო თვითმფრინავის წარმოებას გეგმავს

თურქული თავდაცვითი ფირმა Baykar-ი მომავალ წელს თავისი ახალი უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავის (UCAV) წარმოებას დაიწყებს. Kizilelma-მ პირველი ფრენა დეკემბერში უკვე შეასრულა. ხომალდი მზადაა პილოტირებულ თვითმფრინავებთან ერთად სატესტო ფრენების დასაწყებად. ახალ დრონზე უკვე არის მოთხოვნა უცხოეთიდან. ცნობისთვის, Baykar-ი საერთაშორისო მასშტაბით ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც კომპანიის მსუბუქი თვითმფრინავი TB-2 უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ აფრიკაში გამოიყენებოდა. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბაღის მეორე ომში გარდამტეხი უპირატესობა სწორედ  თურქული და უცხოეთიდან მოწოდებული სხვა საფრენი აპარატების დახმარებით მოიპოვა.  ინფორმაციისთვის, თურქულ საბრძოლო დრონს Bayraktar TB2-ს კომპანია Baykar-ი აწარმოებს.  

ალიევი: აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში Bayraktar-ის ცენტრი შეიქმნება

თურქული უპილოტო საფრენი აპარატის Bayraktar-ის ცენტრი აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში შეიქმნება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სტამბოლში TEKNOFEST აეროკოსმოსური და ტექნოლოგიების ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელი აზერბაიჯანში ამ თვის დასაწყისში, 3 აპრილს იმყოფებოდა. „ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე და შევთანხმდით აზერბაიჯანში ბაირაქტარის ცენტრის დაარსებაზე. უახლოეს მომავალში აზერბაიჯანში „ბაირაქტარის“ ცენტრი დაარსდება“, - განაცხადა ალიევმა. სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, აზერბაიჯანულმა მხარემ ყარაბაღის მეორე ომში გარდამტეხი უპირატესობა სწორედ  თურქული და უცხოეთიდან მოწოდებული სხვა საფრენი აპარატების დახმარებით მოიპოვა.  ინფორმაციისთვის, თურქულ საბრძოლო დრონს Bayraktar TB2-ს კომპანია Baykar-ი აწარმოებს.  

რადევი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვაზე: ბულგარეთი რეგიონის ენერგეტიკულ სტრატეგიას აყალიბებს

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა აყალიბებს რეგიონის ენერგეტიკულ სტრატეგიას და წარმოადგენს ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრს ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, იუწყება ადგილობრივი მედია.  „ამჟამად ბულგარეთი გაზს აზერბაიჯანიდან იღებს. ჩვენ გვაქვს უფასო წვდომა ხმელთაშუა ზღვაში ექვს ტერმინალსა და საბერძნეთისა და თურქეთის გაზის გადაცემის სისტემებზე. ბულგარეთი ძალიან კარგად სარგებლობს გეოგრაფიული მდებარეობით და ევროკავშირის წევრობით, ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე, მაგრამ ასევე ხელს უწყობს ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ინტერესებს“, - განაცხადა რადევმა.  მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი დროებითი მთავრობის ქმედებებს, რომელმაც, მისი შეფასებით, მიუხედავად კრიზისისა, მოახერხა ინფლაციასთან გამკლავება, სამრეწველო წარმოებისა და ექსპორტის გაზრდის პირობების შექმნა. „საბერძნეთთან დავასრულეთ ინტერკონექტორის პროექტი, დავიწყეთ სერბეთთან ხაზის მშენებლობა, რომელსაც მიმდინარე წლის ოქტომბერში დავასრულებთ. ამჟამად, ევროპაში საწვავის ყველაზე დაბალი ფასები გვაქვს. ჩვენ ვაგრძელებთ საბერძნეთთან თანამშრომლობას, თებერვალში ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ალექსანდროპოლისი-ბურგასის ნავთობსადენის მშენებლობაზე“, - აღნიშნა რადევმა.   

ირაკლი კობახიძე არჩევნებზე: მმართველმა ძალამ შედეგები გააუმჯობესა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, მმართველმა ძალამ შუალედურ არჩევნებზე ყველა ოლქში გააუმჯობესა 2021 წლის არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგები. ირაკლი კობახიძემ არჩევნებში გამარჯვებულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.  ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ეს იყო არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ელექტრონული წესით და ეს იყო პირველი მასშტაბური ტესტი, რომელიც გაიარა ახალმა სისტემამ, რომელიც დაინერგა ახალი საარჩევნო კოდექსის საარჩევნო რეფორმის ფარგლებში და ეს ტესტი მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სათანადო ხარისხით“, - განაცხადა კობახიძემ. „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ" გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები. კერძოდ, ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 ათასზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 23 ათასი ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 9000 ხმა. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4500 ხმა, როდესაც 2021 წლის არჩევნების შედეგი იყო 3200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5 300-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 3600 ხმა. ტყიბულში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღებთ 1300-ზე ნაკლები ხმა. გურჯაანში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1350 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1000 ხმა, ახალციხეში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 450-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 300 ხმა და ბოლოს, თიანეთში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 350 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 150 ხმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეგიონებში მიმდინარე შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებზე, 17:00 საათის მდგომარეობით, 45 285-მა ამომრჩეველმა (24.47%) უკვე დააფიქსირა არჩევანი. ამასთან, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ ცაგერში დაფიქსირდა, რაც შეადგენს 41,4 %-ს. საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 165 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათისთვის შეწყდა. რჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებული იყო შუალედური არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა - 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი. არჩევნებს ასევე აკვირდებოდა საარჩევნო სუბიექტების 258 წარმომადგენელი, 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 457 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებდა 19 მედიაორგანიზაციის 353 წარმომადგენელი.  

პრიგოჟინი ბახმუტიდან თავისი მეომრების გაყვანით იმუქრება

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელმა, ევგენი პარიგოჟინმა განაცხადა, რომ თავის მებრძოლებს გაიყვანს უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან, თუ ამუნიციის მიწოდების პრობლემა არ მოგვარდა. „თუ ამუნიციის ნაკლებობა არ აღმოიფხვრა, ჩვენ მოგვიწევს ორგანიზებულად - რათა მერე მხდალი ვირთხებივით არ გავიქცეთ - ან უკან დავიხიოთ, ან დავრჩეთ და დავიხოცოთ. უფრო მგონია, იძულებული ვიქნებით, ქვედანაყოფების ნაწილი ამ ტერიტორიიდან გავიყვანოთ“, - განაცხადა პრიგოჟინმა 29 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. „ვაგნერმა“ ბახმუტში, სადაც შარშანდელი ზაფხულის მერე ცდილობენ ქალაქის აღებას, ათასობით მეომარი დაკარგა ამ ეტაპზე რუსეთის არმია და „ვაგნერი“ აკონტროლებენ ბახმუტის დიდ ნაწილს, მაგრამ რუსეთის იერიში სუსტდება. უკრაინა კონტრშეტევისთვის და ტერიტორიების დაბრუნებისთვის ემზადება.  

კატრინ კოლონა: საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ევროპისკენ მიმავალ გზაზე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება. წადით კიდევ უფრო წინ, ჩვენ გვსურს თქვენი გამარჯვება - კატრინ კოლონას გზავნილები თბილისში „მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო გულთბილი მიღებისთვის და თქვენი მობილიზაციისთვის საქართველოს ევროპული და გეოსტრატეგიული ამბიციის სასარგებლოდ. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ევროპისკენ მიმავალ გზაზე", - წერს კატრინ კოლონა.

არჩილ მესტვირშვილის თქმით, ეროვნული ბანკი შეისწავლის, სანქცირებულია თუ არა რუსული ბანკი - Точка

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ სებ-ი შეისწავლის, სანქცირებულია თუ არა რუსული ბანკი - Точка, ან მათი მფლობელები არიან თუ არა სანქციების ქვეშ და დადასტურების შემთხვევაში, ქართულ ბანკებს Точка-სთან ურთიერთობა არ ექნებათ. „თუ ეს ბანკი სანქცირებულია, მაშინ მასთან საკორესპონდენციო ურთიერთობას არც ერთი ბანკი არ დაიჭერს, შესაბამისად, გადარიცხვები არ იქნება არც რუბლით, არც ლარით და არც სხვა ვალუტით. თუ ბანკი სანქცირებული არ არის, მაშინ რისკი არ არის, არ აქვს მნიშვნელობა ეს გადარიცხვები რომელ ვალუტაში ხდება. ამას ჩვენ შევისწავლით, ასევე კომერციულ ბანკებს დავუკავშირდებით, მაგრამ ჩვენს გარეშეც თუ ეს ბანკი ან მათი მფლობელები არიან სანქცირებულები, ქართული ბანკები მათთან ურთიერთობას არ დაიჭერენ“, - განაცხადა მესტვირიშვილმა მედიასთან. რუსული ბანკი მეწარმეებისთვის სავალუტო ოპერაციებს ქართულ ლარში იწყებს  

ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებში იუანმა დოლარს პირველად გაუსწრო და ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვალუტა გახდა

მარტში, იუანი ჩინეთში ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ვალუტა გახდა. იუანმა პირველად გადაუსწრო დოლარს. Reuters-ის ცნობით, ეს ოფიციალურმა მონაცემებმა დაადასტურა, რაც ასახავს პეკინის ძალისხმევას, იუანის გამოყენების ინტერნაციონალიზაციისკენ. იუანში ტრანსსასაზღვრო გადახდები და შემოსავალი მარტში, რეკორდულ 549,9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. იუანი გამოიყენებოდა ყველა ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციის 48,4%-ში, ხოლო დოლარის წილი 48,6%-დან 46,7%-მდე შემცირდა. ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციები მოიცავს როგორც მიმდინარე, ასევე, კაპიტალის ანგარიშებს.  

არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

საქართველოს პარლამენტის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია. მონაცემები ცესკოს თავმჯდომარემ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მისივე ინფორმაციით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. „ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა. ახლა კი გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია: № 21 - ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა, 4.67 % №41 გიორგი ხახუბია ( „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 24 646 ხმა, 95.33 % რაც შეეხება საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად წინასწარ მონაცემებს, შემდეგია: გურჯაანი -№ 41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 347 ხმა თიანეთი №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 345 ხმა ახალციხე № 41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 463 ხმა ტყიბული №41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)-1 321 ხმა 86.62 % №51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი ) 204 ხმა, 13.38 % ქუთაისი № 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 5 331 ხმა.   მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები შემდეგია: ცაგერი №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 2 158 ხმა თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 9 559 ხმა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იყო წინასწარი მონაცემები იმ 117 საარჩევნო უბნიდან, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.  

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარს საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

საფრანგეთის ელჩი: საქართველოს მომავალი ევროპაშია, გასაღები - 12 პრიორიტეტში

საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი ტვიტერზე წერს: მადლობა საქართველოს ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის კატრინ კოლონას მიღებისთვის. მოხარულები ვართ, რომ მალე ვუმასპინძლებთ ბატონ ილია დარჩიაშვილს საფრანგეთში. საქართველოს მომავალი ევროპაშია. გასაღები - 12 პრიორიტეტში.    

ევროკავშირმა მიიღო სანქციების ახალი ჩარჩო მათ წინააღმდეგ, ვინც მოლდოვის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ემუქრება

ევროპის საბჭომ მიიღო მოლდოვის მხარდასაჭერად მიზანმიმართული შემზღუდავი ჩარჩო მიიღო. ის უზრუნველყოფს ევროკავშირს სანქციების დაწესების შესაძლებლობას იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმედებების მხარდაჭერაზე ან განხორციელებაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ქვეყნის დემოკრატიას, ასევე, კანონის უზენაესობას, სტაბილურობას ან უსაფრთხოებას. მიზანმიმართული შემზღუდავი ზომების ეს ჩარჩო მოლდოვის რესპუბლიკის მოთხოვნით მიიღეს. „როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად, ჩვენ მოლდოვას დესტაბილიზაციის გაზრდილი და მუდმივი მცდელობების მოწმენი ვართ. ახალი სანქციების რეჟიმი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს, მოგვცემს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ მოლდოვის მდგრადობის გაძლიერება. ევროკავშირის მიერ მოლდოვის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი  დღევანდელ რთულ კონტექსტში",- განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა. ამ ახალი ჩარჩოს საშჯალებით, ევროკავშირს შეეძლება, დაასანქციროს, მაგალითად, ფიზიკური პირები, ვინც ხელს უშლის ან ძირს უთხრის დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის არჩევნების ჩატარებას, ან ცდილობს კონსტიტუციური წესრიგის დამხობას, მათ შორის ძალადობის აქტებით. სამომავლო შემაკავებელი ზომები, ასევე, შეიძლება, იყოს მიმართული იმ პირების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ სერიოზულ ფინანსურ გადაცდომებს სახელმწიფო სახსრებთან და კაპიტალის არასანქცირებულ ექსპორტთან დაკავშირებით, რამდენადაც მათ შეუძლიათ გააკონტროლონ ან სერიოზული გავლენა იქონიონ სახელმწიფო ხელისუფლების საქმიანობაზე. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისთვის სახსრების ხელმისაწვდომობის აკრძალვას და ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას ფიზიკური პირებისთვის. ევროკავშირის შეფასებით, მოლდოვის რესპუბლიკის დესტაბილიზაციის მცდელობები შესამჩნევად გაიზარდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების შემდეგ და წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ევროკავშირის გარე საზღვრების სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით.

ვაზისუბანში მანქანა ხევში გადავარდა, არის მსხვერპლი

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.  

პოლიტოლოგების წერილი აშშ-ის ოფიციალურ პირებს და კონგრესს: მოსკოვს კიდევ აქვს საქართველოში პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის შესაძლებლობები

აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, იუსტიციის დეპარტამენტების და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ასევე აშშ-ის კონგრესს წერილი გაუგზავნეს მკვლევრებმა, სვანტე ე. კორნელმა და სტივენ ფრედრიკ სტარმა, რომლებიც, საქართველოს, როგორც თავს უწოდებენ, დიდი ხნის მეგობრები არიან. წერილის ავტორები წერენ, რომ დაკავშირებულნი არიან ამ ქვეყანასთან 1990-იანი წლებიდან, თანამშრომლობა ჰქონდათ საქართველოს სამ- ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ მთავრობასთან. ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ მათ საქართველოს პოლიტიკაში არასოდეს არავის მხარე არ დაუკავებიათ არც ახლა უკავიათ. „ჩვენ თანმიმდევრულად ვუჭერდით მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, ევროპისკენ სწრაფვას და ევროატლანტიკურ სამყაროში ინტეგრაციას“. წერილის ავტორები საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებენ იმ ზომების შესახებ, რომლებიც აშშ-მა უნდა განახორციელოს პოლიტიკის განვითარებისთვის იმ მიზნით, რომ შეჩერდეს საქართველოს შემობრუნება დასავლური კურსიდან და გამოსწორდეს ვითარება ქვეყანაში. „მთავარი პრობლემა, რაც აშშ-ის მოქმედებას მოითხოვს, არის ის, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, ოლიგარქმა, რომელმაც თავისი ქონება დააგროვა რუსეთში, სადაც დიდხანს ცხოვრობდა, სახელმწიფოში ძალაუფლება მიიტაცა და საქართველოს აბრუნებს ანტიდასავლური მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხალხმა გამოხატა დასავლური ინტეგრაციის ნება. ამას შეიძლება მოჰყვეს შეუქცევადი შედეგები“ - წერენ კორნელი და სტარი. მათი აზრით, საქართველოს განვითარების ახლანდელი ტრაექტორია არამყარია და არის საფრთხე, რომ საქართველო ქაოსში აღმოჩნდეს, „რადგან უფსკრული ივანიშვილის ამბიციებსა და საქართველოს საზოგადოების ნებას შორის იზრდება“. ამით, კორნელის და სტარის თანახმად, საფრთხე ექმნება ყველა წარმატებას, რომლებსაც საქართველომ მიაღწია ბოლო ორ ათწლეულში და ასევე აშშ-ის უმნიშვნელოვანეს ინტერესებს სტრატეგიულ რეგიონში, რომელიც ნატოს ტერიტორიას შუა აზიასთან აკავშირებს. „მიმდინარე ომი უკრაინაში ძალიან მოიკოჭლებს, მაგრამ მოსკოვს კიდევ აქვს საქართველოში პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის შესაძლებლობები თუნდაც იმისთვის, რომ უკრაინაში ყველა წარუმატებლობისგან ყურადღება სხვაგან იქნეს გადატანილი. ეს მნიშვნელოვნად შეასუსტებს დასავლეთის მცდელობას, დააკავშიროს ევროპა აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან რუსეთის გვერდის ავლით,“ - უზიარებენ წერილის ავტორები თავიანთ მოსაზრებას აშშ-ის ოფიციალურ პირებს და კონგრესს. რა უნდა გააკეთოს აშშ-მ? - წერილის ასე დასათაურებულ ქვეთავში შვედი და ამერიკელი პოლიტოლოგები საკვანძო საკითხებს გამოყოფენ: 2024 წლის არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს; ყოფილი პრეზიდენტის, საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ბედი; ივანიშვილის ბატონობა ქართულ პოლიტიკაში; და საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. აშშ-მა უნდა მოითხოვოს სამართლიანი საარჩევნო პროცესი ახლა ისევე, როგორც ამას ადრე აკეთებდა. რაც შეეხება სააკაშვილს, კორნელი და სტარის ურჩევენ აშშ-ის ხელისუფლებას, უფრო აქტიურად მოითხოვოს ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანა ევროპის რომელიმე ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში და ეს მოთხოვნა აშშ-სა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობის პირობად წამოაყენოს. აშშ-მ, როცა საქართველოს მთავრობის მიმართ ამ ზომებს მიმართავს, ამავე დროს მკაფიოდ უნდა დაანახოს საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას, რომ ის ურყევი მომხრეა საქართველოს სუვერენიტეტისა, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული მომავლისა. როგორ უნდა გაატაროს აშშ-მა ეს პოლიტიკა? წერილის ავტორები ასე უპასუხებენ ამ შეკითხვას: „2003 წელს, საქართველოში საარჩევნო კრიზისის დროს, პრეზიდენტმა ბუშმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯეიმს ბეიკერი საქართველოში „პრეზიდენტის წარგზავნილად“ დანიშნა და მიავლინა თბილისში გამოუვალი სიტუაციის მოსაგვარებლად, რომელიც არჩევნების შემდეგ წარმოიქმნა. პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა დანიშნოს მაღალი რანგის ამერიკელი მოხელე და საქართველოში მიავლინოს ანალოგიური მისიით, თვლიან კორნელი და სტარი. აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, იუსტიციის დეპარტამენტების და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ასევე აშშ-ის კონგრესისთვის საქართველოს შესახებ წერილის ავტორების შესახებ: სვანტე ე. კორელი ავტორია ნაშრომებისა საქართველოს შესახებ, სეპარატიზმის გარშემო, ასევე ეთნოპოლიტიკური კონფლიქტებზე და 2009 წელს სტივენ ფრედრიკ სტართან ერთად დაწერა წიგნი: „2008 წლის აგვისტოს თოფები: რუსეთის ომი საქართველოში.“ სტივენ ფრედრიკ სტარი, რუსეთის და საბჭოთა კავშირის საკითხებში აშშ-ის სამი პრეზიდენტის მრჩეველი იყო. მან დააარსა და ხელმძღვანელობს შუა აზიის და კავკასიის ინსტიტუტს. სტარი რუსეთის და ევრაზიის თემატიკაზე გამოცემული 200-მდე სტატიისა და 20 წიგნის ავტორი რედაქტორია.

რუსეთში საარტილერიო და სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

შაბათს, 2023 წლის 29 აპრილს, რუსეთში, ქალაქ პერმში, საარტილერიო და სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სატრანსფორმატორო ქვესადგურს გაუჩნდა ცეცხლი. აღსანიშნავია, რომ ხანძრის ლიკვიდაციაში 37 ადამიანი და 10 ტექნიკა იყო ჩართული.  უწყების ცნობით, ცეცხლი მალევე ჩააქრეს. ზარალის შესახებ ინფორმაცია უცნობია. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთში ეს ერთადერთი საწარმოა, რომელიც მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს აწარმოებს. ქარხანა ევროკავშირის სანქციების ქვეშაა.  

ზელენსკი: მარიუპოლის 90%-ზე მეტი განადგურებულია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ოკუპირებული და განადგურებული მარიუპოლის ვიდეოკადრები გაავრცელა. ზელენსკის თქმით, დროებით ოკუპირებული უკრაინის ქალაქ მარიუპოლის 90%-ზე მეტი განადგურებულია.   „მარიუპოლი - ოდესღაც იქ თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ახლა კი დაუზიანებელი სახლები თითქმის აღარ დარჩა. ტერორისტულმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა ამ ქალაქის მოსაკლავად. მარიუპოლის 90%-ზე მეტი განადგურებულია" , - წერს ზელენსკი Facebook-ზე.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.