ძებნის რეზულტატი:

პოდოლიაკმა განმარტა, რა იგულისხმა უკრაინის მიერ კონტრიერიშის დაწყებაში

მტრის ლოგისტიკის ინტენსიური განადგურება, ესეც კონტრშეტევაა, - უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განმარტა, თუ რას გულისხმობდა, როდესაც ერთ-ერთ იტალიურ გამოცემასთან უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა რამდენიმე დღეა, დაიწყო - პოდოლიაკი „ეს არის ათობით სხვადასხვა ქმედება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების სხვადასხვა მიმართულებით განადგურების მიზნით, რომელიც გუშინ უკვე მოხდა, მიმდინარეობს დღეს და ხვალაც გაგრძელდება. მტრის ლოგისტიკის ინტენსიური განადგურება - ესეც კონტრშეტევაა", - განაცხადა პოდოლიაკმა. ბახმუტი და მარინკა კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება - უკრაინა უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

რუსეთმა ბახმუტის გარეუბნებში „ვაგნერელები“ ჯარისკაცებით ჩაანაცვლა, მაგრამ ისინი ქალაქში რჩებიან - მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ რუსეთმა ბახმუტის გარეუბნებში კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ქვედანაყოფები რეგულარული არმიის ჯარისკაცებით ჩაანაცვლა, მაგრამ ჯგუფის მებრძოლები განადგურებულ ქალაქში ჯერ კიდევ რჩებიან. უფრო ადრე „ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან „ვაგნერის“ მებრძოლების გაყვანა დაიწყო. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბახმუტის მიმართულებით მტერი ცდილობს, შეაჩეროს უკრაინელების წინსვლა ფლანგების გასწვრივ საარტილერიო დაბომბვით.  

საშაურმეში ტრიქინელოზი დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა. "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს საშაურმეში „ბალუ“ (შპს „მწვადის შაურმა 2018“, ს/კ438730928, მის: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი „ა“ მ/რ, კორპ.58-ის მიმდებარედ). არაგეგმური ინსპექტირებისას, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, სურსათის ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა და სხვა. შპს „მწვადის შაურმა 2018-ს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობა - ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე; ასევე, საშაურმეს მიეცა მითითება, აღკვეთოს არასათანადოდ ეტიკეტირებული სურსათის ბაზარზე განთავსება და რეალიზაცია, სანამ არ მოახდენს სურსათის ეტიკეტირებას კანონმდებლობის შესაბამისად. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს საშაურმეში გამოყენებული ნედლეულის - ბასტურმის პარტიისა და გაყინული ღორის ხორცის იდენტიფიცირებას. ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით, ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) უმი ან არასაკმარისი თერმული დამუშავების ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

კობახიძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: შანსები 50/50-ზეა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციები ივნისის ბოლოსთვის იქნება შესრულებული. „ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული, აქედან გამომდინარე, თუ იქნება სამართლიანი შეფასება ამჯერად, რა თქმა უნდა, ეს შეფასება ჩვენი ქვეყნის მიმართ იქნება დადებითი. ასეთ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დეკემბერშიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, თუ, რა თქმა უნდა, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, განსხვავებით შარშანდელი ივნისის გადაწყვეტილებისგან. ჩვენი მოლოდინი ამ კუთხით არის ოპტიმისტური, თუმცა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შანსები არის 50/50-ზე. ივნისში დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება 12 პუნქტის შესაბამისად. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, დეპოლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები. პირველ რიგში, რადიკალურმა ოპოზიციამ. პოლარიზაციის ქვეშ სინამდვილეში რადიკალიზმი იფუთება. პოლარიზაციაში გულისხმობენ რას, ვიღაცამ უნდა გირტყას ფეხებში და შენ არ უნდა გქონდეს ამაზე რეაქცია. დეპოლარიზაცია არის ის, როცა რადიკალები წყვეტენ რადიკალურ ქმედებებს და ასეთ დროს, ბუნებრივია, ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ აქვს თვითონ იმოქმედოს რადიკალურად“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

თამაზ გაიაშვილის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით შექმნილი მოლოდინი არ გამართლდა. მისი თქმით, ნახევარი ბორტიც კი არ ივსება მგზავრებით. რადიო თავისუფლების ცნობით, მათთან ინტერვიუში ავიაკომპანიის ხელმძღვანელი აკონკრეტებს, რომ მას გათვალა ამ რეისზე არ ჰქონია. "რაც პირდაპირი რეისები დაფრინავს 50%-იანი დატვირთვაც არ არის... მოლოდინი იყო, რომ ბევრი იქნებოდა - როგორც ქუხს ისე არ წვიმს... ერთი-ორი თვე უნდა გავიდეს, შევხედოთ. [ფრენების სიხშირეზე] წინასწარ ლაპარაკი არაფრის მომცემია. ვერავინ ფლობს ინფორმაციას... ორი-სამი რეისია შესრულებულია - 40%-იანი დატვირთვაა დაახლოებით... ჯერ არც კონკურენციაა, არც არაფერი, დგას ყველაფერი... არ ხდება ისე, როგორც ელოდებოდნენ, მე მაგალითად გათვლები არ მქონდა..." - ამბობს გაიაშვილი. 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

მედია: პირველი 20 უკრაინელი მფრინავი F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე წვრთნებს დიდ ბრიტანეთში გაივლის

Foreign Policy-ს ცნობით, პირველი 20 უკრაინელი მფრინავი F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე წვრთნებს დიდ ბრიტანეთში დაიწყებს. გამოცემასთან საუბარში, ოფიციალური პირი ამბობს, რომ ეს იქნება უკრაინელი მფრინავების ძირითადი სახმელეთო სწავლება, რის შემდეგაც ისინი მზად იქნებიან, უფრო სპეციალიზებული წვრთნებისთვის, მათ შორის F-16-ებზე.  

ბიძინა ივანიშვილს ორ რამეს ვერ პატიობენ - კალაძე

ბიძინა ივანიშვილს ორ რამეს ვერ პატიობენ, ეს არის: პატრიოტიზმი და ხალხის სიყვარული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განცხადა. „ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. ამ ადამიანის უშუალო ჩართულობით განხორციელებული ძალიან ბევრი პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო: იგივე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, სკოლების, ბაღების მშენებლობა. არ ვიცი, რომელ ერთზე ვისაუბრო, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2011 წელს, მან პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯი გადადგა. ისეთ ადამიანს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, თავისუფლად შეეძლო ამ ყველაფერზე უარი ეთქვა, წასულიყო ნებისმიერ ქვეყანაში და მშვიდად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ეცხოვრა, მაგრამ ის შეყვარებულია თავის ქვეყანაზე, ხალხზე. ის შემოტევები და უსამართლობა, რაც დღეს ამ ადამიანის მიმართ ხდება, გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - ვერ პატიობენ ორ რამეს: ეს არის პატრიოტიზმი და ხალხის სიყვარული“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

რატომ არ მონაწილეობს ОДКБ-ს შეხვედრაში სომხეთის თავდაცვის მინისტრი

სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი არ მონაწილეობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაში, რომელიც მინსკში, ბელორუსში მიმდინარეობს. ამის შესახებ სომხური მედია უწყების სპიკერზე დაყრდნობით წერს. მან არ გაამჟღავნა პაპიკიანის არმონაწილეობის მიზეზი. „იმავდროულად, პარლამენტის წევრმა, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მმართველი უმრავლესობის ფრაქციის მდივანმა, არტურ ხოჰანისიანმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ არ მონაწილეობს პაპიკიანი სხდომაში, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, აქ პოლიტიკური ქვეტექსტი არ არსებობს. მისი თქმით, ამ საკითხის პოლიტიზირება არ არის საჭირო. „სურენ პაპიკიანის ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-CSTO-ს ურთიერთობებთან. დეტალები არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ არსებობს“, - განაცხადა დეპუტატმა და დაამატა, რომ მიზეზი შესაძლოა, ტექნიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს. CSTO-დან შესაძლო გასვლის საკითხი კვლავ სომხეთის დღის წესრიგშია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამი დღის წინ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ CSTO-ში წევრობამ დაბლოკა სომხეთის შესაძლებლობები, შეეძინა იარაღი სხვა ქვეყნებიდან. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სომხეთი არ ტოვებს ОДКБ-ს, თავად ორგანიზაცია ტოვებს სომხეთს - ფაშინიანი  

უკრაინამ ტყვეობიდან 106 დამცველი დაიბრუნა

უკრაინაში რუსული ტყვეობიდან რვა ოფიცერი, 98 ჯარისკაცი და სერჟანტი დაბრუნდა. ისინი ბახმუტის მიმართულებაზე იბრძოდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა. პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის თქმით, რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შორის ბევრი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. საერთო ჯამში, ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინაში უკვე დაბრუნდა 2430 ადამიანი. მათ შორის - 139 მშვიდობიანი მოქალაქე.  

ირანი აცხადებს, რომ ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა

ირანმა მეოთხე თაობის რაკეტა „ხაიბარი“ გამოსცადა. ბალისტიკური რაკეტა აღჭურვილია 1500-კილომეტრიანი საბრძოლო ქობინით. ის თავდაცვის სამინისტროს აეროკოსმოსური მრეწველობის ორგანიზაციის ბოლო პროდუქტია. Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ უახლესი ბალისტიკური რაკეტა წარმოადგინეს ცერემონიაზე, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა. თეირანის მტკიცებით, პროგრამა თავდაცვითი ხასიათისაა და შეკავებას ისახავს მიზნად.  

თავდაცვის მინისტრმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრმა თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2021 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. უკვე რიგით მე-12 შეხვედრას დისტანციურ ფორმატში უმასპინძლა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.  

მოგიწოდებთ, დააბრუნოთ ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის ფასადზე - ოპოზიციონერი დეპუტატები

მოგიწოდებთ, ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე დააბრუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები მიერ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისადმი მიწერილ ერთობლივ წერილშია ნათქვამი. მთავრობა განმარტავს, 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა რატომ ვერ მოხვდა როგორც წერილშია აღნიშნული, რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ფონზე, 26 მაისის აღსაღნიშნად გამოფენილი სიმბოლიკიდან ევროკავშირის დროშის ამოღება, „ქართული ოცნების“ მიერ ევროპისთვის ზურგის შექცევის კიდევ ერთი ჩვენებაა. „ბატონო შალვა, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში წევრობისკენ არის ხალხის მიერ არჩეული და საქართველოს კონსტიტუციით დადასტურებული განცხადებული ეროვნული ინტერესი. წელს, როცა საქართველო ევროკავშირისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პასუხს ელოდება, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშის ამოღება გამოფენილი სიმბოლიკიდან საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და კონსტიტუციურ დავალებას ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით, რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ფონზე, ეს კიდევ ერთი ჩვენებაა „ქართული ოცნების“ მიერ ევროპისთვის ზურგის შექცევის. ხელისუფლება ვალდებულია, კონსტიტუციით გარანტირებული ხალხის ნება აღასრულოს და ამის გამოხატულება უზრუნველყოს, მათ შორის და არამხოლოდ, დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი სიმბოლიკით. დროშა არ არის მხოლოდ თემატური დეკორაცია, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და შესაბამისი შინაარსი, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანია ევროპა და არავის აქვს უფლება მოქალაქეთა ნებაზე მაღლა დააყენოს საკუთარი ინტერესები. მოგიწოდებთ, დააბრუნოთ ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე, საქართველოს დროშასთან ერთად, როგორც ეს იყო გასულ წელს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია ხოლო ევროკავშირის სიმბოლიკის ადგილი, საქართველოს დროშის გვერდით!,“ - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა ბუჩუკური, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე, რომან გოცირიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, ბექა ლილუაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, თამარ ჩარკვიანი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა, ქეთევან თურაზაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკატერინე ხერხეულიძე, დავით ხაჯიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანა წითლიძე, ცეზარ ჩოჩელი, სულხან სიბაშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, დავით კირკიტაძე, მანუჩარ კვირკელია, აბდულა ისმაილოვი, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია", - ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივ განცხადებას პარტია „ლელო“ ავრცელებს.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5876 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.5876 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5876 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5879 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7752 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7825 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0073 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

კიევის საკრებულომ ბრეჟნევისთვის მინიჭებული საპატიო მოქალაქის სტატუსი გააუქმა

კიევის საკრებულომ ლეონიდ ბრეჟნევისთვის ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება გააუქმა. ეს წოდება ასევე ჩამოერთვა 5 სხვა პირს, რომლებიც საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ კომუნისტურ პარტიაში ან ასოცირებული იყვნენ კგბ-სთან. როგორც კიევის საბჭოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ბრეჟნევის სახელს უკავშირდებოდა "სოციალისტური ბანაკის" ქვეყნებში საპროტესტო აქციების ჩახშობა, ავღანეთის ომი, საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლი. ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმების დაგმობის შესახებ კანონის შესაბამისად, ასევე, საზოგადოების სურვილის გათვალისწინებით ბრეჟნევი კიევის პირველი საპატიო მოქალაქე 1982 წელს გახდა. ის უკრაინის ამჟამინდელ დნეპროპეტროვსკის ოლქში დაიბადა. ლეონიდ ბრეჟნევი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1964-იდან), ხოლო 1966 წლიდან გენერალური მდივანი და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1960–1964 წლებში და 1977–1982 წლებში.    

ოპოზიცია არასერიოზულია - შალვა პაპუაშვილი დეპუტატების მიმართვაზე

ვიფქრობ, საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასერიოზულია ჩვენი ოპოზიცია. დაკავებული არიან ისეთი საკითხებითა და ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რასაც საერთოდ კავშირი არ აქვს ევროპასთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხდა, რომელსაც კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვაზე. მოგიწოდებთ, დააბრუნოთ ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის ფასადზე - ოპოზიციონერი დეპუტატები „რაც შეეხება ამ საკითხს, მედიიდან გავიგე, რომ ოპოზიციის ნაწილისგან ყოფილა მომართვა, როგორც ჩანს, ალბათ წერილით მომმართეს. თავად ის ფაქტი, რომ მედიაში ეს ტექსტი უფრო მალე აღმოჩნდა, ვიდრე ჩემთან წერილობით, აჩვენებს, რა იყო ამ მომართვის მიზანი. ეს არის საერთოდ იმედგამაცრუებელი და საზოგადოება მგონი, კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასერიოზულია ჩვენი ოპოზიცია. დაკავებული არიან ისეთი საკითხებით და ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რასაც საერთოდ კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს ადამიანები, როგორც ვხვდები, „ლელო“ არის ინიციატორი ამ წერილის, რომელიც მე არ მიმიღია და შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან პარლამენტის ტრიბუნაზე, პათეტიკური ტონით საუბრობენ დეპოლარიზაციაზე, ერთად საქმიანობაზე და ასე შემდეგ, ამავე დროს, გეგმავენ, განსაკუთრებით „ლელოს“ შეეხება ეს, ხვალ 26 მაისი ჩააშხამონ საქართველოს მოქალაქეებს. მაშინ, როდესაც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დგანან და არარსებულ პრობლემებს იგონებენ, ამაზე შემდგე თვითონვე იწყებენ კამათს, თვითონვე ნერვები ეშლებათ და სხვასაც უშლიან ნერვებს. არასერიოზულია საერთოდ ეს დამოკიდებულება. მიკვირს, რომ ამასაც კი არ უფიქრდებიან და იოტისოდენა პატივისცემაც კი არ აქვთ 26 მაისის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მთავრობა განმარტავს, 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა რატომ ვერ მოხვდა  

შს სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ბათუმში აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ბათუმში უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროი ავრცელებს. უწყების ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან დაიწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები. ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. „ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფცია, ქალაქში მოძრაობის წესებთან დაკავშირებით. დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა სახალისო აქტივობის შესრულებაში დაეხმარებიან. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“ მოზარდებს სპეციალურად მათთვის შექმნილ თამაშებში მონაწილეობას შესთავაზებს, საიდანაც შეიტყობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში, ასევე ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შესულ რეალურ ზარებს მოუსმინონ. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ მოწყობილი იქნება იმიტირებული შემთხვევის ოთახი, სადაც ბავშვებმა უნდა აღმოაჩინონ ნივთმტკიცებები და მენტორებთან ერთად მოახდინონ მისი ამოღება და სწორად დალუქვა. მომსახურების სააგენტო პატარა დამთვალიერებლებს იმიტირებულ ქალაქში უმასპინძლებს და მათ ველოსიპედის მართვის მოწმობის ასაღებად სახალისო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას შესთავაზებს. მოეწყობა საინფორმაციო კუთხე, სადაც სააგენტოს თანამშრომლები სტუმრებს ონლაინ სერვისების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წარმოადგენს საინფორმაციო-შემეცნებით შოუს მეხანძრე-მაშველების მონაწილეობით, ასევე ბავშვებისთვის მოეწყობა „დაბრკოლებათა ზოლი“, საცოცი კედელი და სხვადასხვა გასართობი აქტივობა; სასაზღვრო პოლიცია წარმოდგენილი იქნება, როგორც სანაპირო, ასევე სახმელეთო სპეცტექნიკითა და აღჭურვილობით; დაცვის პოლიცია პატარა სტუმრებისთვის მოაწყობს იმიტირებულ დაცულ სახლს და მათ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას შესთავაზებს, რომელიც მოიცავს ხატვისა და ძერწვის სახალისო გაკვეთილებს. მენტორების დახმარებით ბავშვები მოირგებენ დაცვის პოლიციის აღჭურვილობას და პოლიციელის ფუნქციას შეასრულებენ; შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს იმიტირებულ თეორიულ გამოცდას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუმრები ვირტუალური ტირისთვის განკუთვნილ სივრცეში გადაინაცვლებენ; 17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 26-27 მაისს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გვირაბში, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ მათი ინფორმაციით, 26 მაისის 09:00-დან 18:00 საათამდე აღნიშნულ გვირაბში მოძრაობა გადაიკეტება ცალმხრივად, ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით. „ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ თაბუკაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩისკენ, ხოლო 18:00-დან 22:00 საათამდე, ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. კერძოდ, ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები მერაბ კოსტავას ქუჩისკენ გადაადგილდებიან მარჯვნივ მოხვევით, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, „სამაიას“ ბაღთან მოხვევით. რაც შეეხება 22:00 საათიდან 27 მაისის 00:30 საათამდე პერიოდს, ჯავახიშვილის ქუჩის აღნიშნულ ნაწილზე მოძრაობა კვლავ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი. შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება N528 მიკროავტობუსის მოძრაობის მარშრუტი. კერძოდ, სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მიკროავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან სვლას გააგრძელებს თაბუკაშვილის ქუჩაზე, გია ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძის ქუჩების გავლით, დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გალაკტიონის ხიდს, შემდეგ კი, მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს. უკუმიმართულებისას, N528 მიკროავტობუსი გალაკტიონის ხიდიდან მხოლოდ „სამაიას“ ბაღამდე იმოძრავებს, შემდეგ კი მობრუნდება, მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას და ჩვეული მარშრუტით გადაადგილდება“, -აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აშშ მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების შესაძლო მშენებლობაზე: მივესალმებით ჩართულობას ქვეყნებთან, რომლებიც ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან

ახალი ბირთვული ტექნოლოგიების შესაძლო განლაგების შესახებ, აშშ აცხადებს, რომ მიესალმება ჩართულობის  შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ენერგოდამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. ამის შესახებ Europetime-თან საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა იმ ფონზე, როდესაც შტატები რიგ ქვეყნებში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს.  ვაშინგტონის შეფასებით, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავა და გააუარესა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო გარემო და თვალსაჩინო გახადა დაუცველობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. „პრეზიდენტმა ბაიდენმა თანამდებობის დაკავების დღიდან მკაფიოდ აჩვენა, რომ კლიმატის კრიზისის მოგვარება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრშია და რომ ხსენებული საკითხის გადაჭრის თვალსაზრისით, ბირთვული ენერგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.  გარდა ამისა, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაამწვავა და გააუარესა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით არასაიმედო გარემო და თვალსაჩინო გახადა დაუცველობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რაც გამოწვეული იყო წიაღისეულ საწვავსა და რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებით. შეერთებული შტატები მიესალმება ჩართულობის შესაძლებლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ცდილობენ, სუფთა ენერგიის დარგში გადაწყვეტილებების მოძიებას და მოწოდებულნი არიან, მხარი დაუჭირონ აშშ-ის ახალი ბირთვული ტექნოლოგიების განლაგების შესახებ განხილვებს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, მათი ენერგოდამოუკიდებლობისა და კლიმატის მიზნების მხარდასაჭერად“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  აშშ სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში, მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს - მედია ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის აშშ-ის დახმარების კოორდინატორმა, მარია ლონგიმ განაცხადა. მან ამ თემაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სესიაზე ისაუბრა. ლონგის თქმით, პატარა მოდულური ბირთვული რეაქტორების ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებით აშენებამ, შესაძლოა, უფრო დიდი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გამოიწვიოს როგორც რუსეთისგან, ასევე - ჩინეთისგან. სხვა დეტალებზე ოფიციალურ პირს არ უსაუბრია.

ვაკეში, ერთ-ერთ კაფეში სროლა იყო

თბილისში, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, სროლა ერთ-ერთ კაფეში ვერანდაზე მოხდა. ახალგაზრდა ბიჭმა 7-ჯერ გაისროლა. სროლის შედეგად სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი თვით მხილველის თქმით, პირი რომელმაც  შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. „სროლა იყო „სტრადას“ ვერანდაზე. ვიღაცამ 7-ჯერ გაისროლა და გაიქცა. გასროლამდე ჩხუბი ან კამათი არ ყოფილა. ხალხი მაგიდის ქვეშ დაწვა. შენიღბული არ იყო, გრძელი თმა ჰქონდა. პატარა ბიჭი იყო, 20 წლის ბიჭს ჰგავდა, შავგვრემანი ბიჭი იყო. შავი შარვალი და შავი მაისური ეცვა”, - განაცხადა თვითმხილველმა IPN-ის ცნობით.  

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო მიტროპოლიტ ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რომ ეს არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტი. საპატრიარქო განცხადებაში უთითებს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში არ გავრცელდა შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა. „მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღის მისალოცად საქართველოს საპატრიარქომ გაგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ: საქართველოს საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამ დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში არ გავრცელდა შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა. გარდა ამისა, გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი. უკანასკნელ პერიოდში იგი არაერთხელ სწვევია მოსკოვს კერძო და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან მას რუსეთის დედაქალაქში ჰყავს ოჯახის წევრები და სხვა ახლობლები”, - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ მოსკოვში წირვაზე დასწრების გადაწყვეტილების საქართველოს პატრიარქთან შეთანხმება ვერ მოასწრო. მისი თქმით, მოსკოვში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ქართულ ეკლესიაში წირვის ჩატარება და ადოლფ ოვჩინიკოვის მიერ აღდგენილი ქართული ფრესკების გამოფენაზე დასწრება იყო.