ძებნის რეზულტატი:

პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. "სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 მაისს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კანაფი ამოიღეს. დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით) და 265-ე მუხლის 3-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა, მოყვანა და კულტივირება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე

უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ, ამას ველით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან ძლიერი შეშფოთება არსებობს რეფორმების განხორციელების დონესთან, რიტმთან და ხანდახან, შინაარსთან მიმართებითაც ველით, რომ საქართველო ვილნიუსის სამიტში მიიღებს მონაწილეობას და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები სამიტის კომუნიკეში აისახება ველოდებით, რომ NATO-ს სამიტზე საქართველო სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, თბილისში განაცხადა. მისი თქმით, სამიტზე დამტკიცდება ძლიერი კომუნიკე, რაც იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია ომის შემდეგ. კოლომინას თქმით, საქართველო ამ კომუნიკეს ნაწილი იქნება.  „ჯერ ისევ გადაწყვეტის პროცესში ვართ, როგორ წარიმართება ვილნიუსის სამიტი. ველოდებით, რომ საქართველო სამიტში მონაწილეობას, დიდი ალბათობით, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიიღებს. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მადრიდის სამიტში მონაწილეობდა და ბევრი პარტნიორი მაშინ წარმოდგენილი იყო უმაღლეს დონეზე ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. საბოლოო ჯამში, საკითხი არ ეხება, ვინ ესწრება სამიტს. ჩვენ საქართველოს ერთგულნი ვართ და მოწოდებული ვართ, რომ ასე გაგრძელდეს, იმის მიუხედავად, ვინ წარმოადგენს ქვეყანას. ვისურვებდი, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი, ვინაიდან, ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ მადრიდში და გვსურს შეფასება, როგორ ხდება ამ გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია. ველოდებით, რომ სამიტის დასასრულს დამტკიცდება იქნება ძლიერი კომუნიკე, ეს იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია და ასევე ველოდები, რომ საქართველო იქნება ამ პოლიტიკური კომუნიკეს ნაწილი და მასში თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები აისახება”, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. ხავიერ კოლომინას განცხადებით, NATO ღია კარის პოლიტიკის ერთგულია, თუმცა არის რეფორმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს და არსებობს ძლიერი შეშფოთებები რეფორმების შესრულების დონესთან დაკავშირებით. ის მიესალმა უცხოური აგენტების შესახებ კანონის გაწვევას და აღნიშნა, რომ ხსებული კანონპროექტი დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. "მე გადავეცი შეშფოთება რეფორმების ტემპის და არამხოლოდ ტემპის, არამედ, ზოგიერთი რეფორმის შინაარსთან მიმართებითაც. ასევე, ძალიან ნათლად დავაფიქსირე შეშფოთება "უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის" გამო. ჩვენი აზრით, ეს კანონი დემოკრატიულ სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა, რაც ჩვენს პარტნიორებს, როგორიც საქართველოა, უნდა გააჩნდეთ. მე გამოვთქვი შეშფოთება რეფორმების განხორციელების დონის გამო. ეს, განსაკუთრებით, მართლმსაჯულებისა და ცესკოსთან დაკავშირებით, საარჩევნო რეფორმებს ეხება. ასევე, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით რეფორმები შეშფოთების საგანს წარმოადგენს ჩვენთვის". „საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, იყო და იქნება. სამუშაო, რომელსაც ვასრულებთ, შესანიშნავია. ვფიქრობ, ჩვენ ეფექტიანად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს", - აღნინშნა ალიანსის გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა. ხავიერ კოლომინამ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია: "უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია და ასე უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისთვისაც", - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. მისივე თქმით, ეს ქმნის გარკვეულ სივრცეს რუსეთის მხრიდან პოტენციურად გვერდის ავლისთვის. მან საქართველოს მხრიდან კარგი სამუშაოს შესრულებას გაუსვა ხაზი, თუმცა რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდების პოტენციურ საფრთხეზე მიუთითა. ამასთან, მოუწოდა მთავრობას, რომ ეს საფრთხე თავიდან აირიდოს. „ჩვენი პოზიციაა - შეშფოთება. ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. შეშფოთება უფრო ეხება იმ რეაგირებას, რომელიც მოვისმინეთ პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და მთავრობის წევრის მხრიდან. ეს არის კრიტიკული მომენტი, რომ გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება. ეს არის პრიორიტეტი ყველა ჩვენგანისთვის და ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ჩვენი პარტნიორებისთვის. ეს ასევე შემაშფოთებელია, რადგან ქმნის გარკვეულ სივრცეს, რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის პოტენციურად თავის არიდებისთვის“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.  მისივე თქმით, საკმაოდ „მკაფიონი არიან ხელისუფლებასთან“, რომ ეს არ უნდა მოხდეს და მოუწოდეს მთავრობას,  შესაბამისი ზომები მიიღოს, რომ ეს არ დაუშვას. კოლომინას თქმით, პარტნიორებისგან და მათ შორის ძალიან ღირებული პარტნიორებისგან, როგორცაა საქართველო, ელიან, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად. მისივე განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის საკითხი იქნება პრიორიტეტული ვილნიუსში, 11-12 ივლისს, NATO-ს სამიტზე. ხავიერ კოლომინა საქართველოში 23 მაისს ჩამოვიდა რეგიონული ტურნეს ფარგლებში. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრებს თბილისში, ხვალ განაგრძობს. ის უკვე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს. დღის ბოლოს, ხავიერ კოლომინა NATO-ს სამეკავშირეო ოფისში შეხვდა ოპოზიციური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობის”, პარტია „საქართველოსთვის“, „ლელო - საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს. ამავე ოფისში მან მოლაპარაკებები გამართა დიპლომატებთან, მათ შორის ამერიკის ელჩ, კელი დეგნანთან.  

ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების კუთხით საუდის არაბეთთან თანამშრომლობა - დავითაშვილი

თანამშრომლობის ძალიან კომპლექსური დღის წესრიგი დგება საუდის არაბეთთან. საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში წამყვანი ეკონომიკაა, ეს ყველაზე დიდი ქვეყანაა 40 მილიონიანი მოსახლეობით, შესაბამისად, ჩვენთვის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა „საუდის არაბეთი ცალკე, დამოუკიდებლად სავაჭრო ურთიერთობებს, სავაჭრო შეთანხმებას არ განიხილავს, მაგრამ განხილული იქნება ეს აუცილებლად სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების კუთხით და ამაზე საუბარი საუდის არაბეთის ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე დავიწყეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების კუთხით საუდის არაბეთთან თანამშრომლობა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეკონომიკა, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით საქართველოს ბოლო დღეების და ბოლოდროინდელი პროგრესი არის შთამბეჭდავი, საუდის არაბეთის მთავრობისთვის და შესაბამისად ჩვენ სხვადასხვა დარგობრივი კუთხით თანამშრომლობის მიმართულებებზე ვიმსჯელეთ. ~დაიგეგმა, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფები და კომისიები, რომლებიც იდენტიფიცირებას მოახდენენ საინვესტიციო პროექტების, ეს იქნება როგორც ენერგეტიკის მიმართულებით, ისე ეს იქნება უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. აქ ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საუდის არაბეთის სხვადასხვა სამინისტროსთან, ეს იქნება ეკონომიკის დაგეგმარების სამინისტრო, ინვესტიციების სამინისტრო, ტურიზმის სამინისტრო, თუ ტრანსპორტის სამინისტრო და ამ მიმართულებებით ჩვენ ნამდვილად ველოდებით ძალიან დიდ პროგრესს საუდის არაბეთთან თანამშრომლობის კუთხით,"- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.  

რეგულარული მონაწილეობა კატარის ეკონომიკურ ფორუმში ძალიან მნიშვნელოვანია - დავითაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცა, რომ პანელურ დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა იმ აქტუალურ თემატიკაზე, რაც დღეს რეგიონში არსებობს. პრემიერი შეეხო გეოპოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის საქართველოს გამოწვევებს და ასევე იმ შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყანას აქვს განვითარებისა და უსაფრთხოების კუთხით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კატარში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა მისი თქმით, რეგულარული მონაწილეობა კატარის ეკონომიკურ ფორუმში ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით და იმ პერსპექტივების კუთხით, რომლებიც რეგიონის ქვეყნებს გააჩნიათ, როგორც ინვესტორებს, როგორც კარგ სავაჭრო პარტნიორებს. „ბლუმბერგის“ ორგანიზებით კატარში მესამედ ჩატარდა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც საქართველო უმაღლეს დონეზე იღებს მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცა, რომ პანელურ დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა იმ აქტუალურ თემატიკაზე, რაც დღეს რეგიონში არსებობს. პრემიერი შეეხო გეოპოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის საქართველოს გამოწვევებს და ასევე იმ შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყანას აქვს განვითარებისა და უსაფრთხოების კუთხით. ვფიქრობ, რომ ჩვენი რეგულარული მონაწილეობა კატარის ეკონომიკურ ფორუმში ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით და იმ პერსპექტივების კუთხით, რომლებიც რეგიონის ქვეყნებს გააჩნიათ, როგორც ინვესტორებს, როგორც კარგ სავაჭრო პარტნიორებს. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის და ვაჭრობის მინისტრებთან იმის შესახებ, რომ შესაძლოა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. იცით, რომ საქართველომ უკვე დაასრულა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს მნიშვნელოვანი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი და ურთიერთობები ისეთ დიდ ქვეყნებთან, როგორიც არის საუდის არაბეთი, კატარი და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ჩვენი მუდმივი კომუნიკაცია ამ თემაზე იქნება, რაც ახალ პერსპექტივებს გააჩენს საქართველოს ეკონომიკისთვის, ქართული ბიზნესებისთვის, სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით. ასევე ჩვენ შევეხეთ კონკრეტულ დარგებს და დარგებში თანამშრომლობას. ეს ეხება ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობას, თანამშრომლობას ენერგეტიკული მიმართულებით, სატელეკომუნიკაციო და ციფრული განვითარების კუთხით, ვაჭრობის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ის საინტერესო მიმართულებებია, სადაც საქართველოსა და სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყანას აქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა, განსაკუთრებით კატარს, ასევე მზარდ ტურიზმს და ტურისტულ ნაკადებს მთლიანად ახლო აღმოსავლეთიდან. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ალტერნატიული ბაზარია, ტრადიციულ ბაზრებთან შედარებით. ასე რომ, ვფიქრობთ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და სტიმულს აძლევს სხვადასხვა დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.  

მნიშვნელოვანია, ინვესტიციების განხორციელება ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში - გაბუნია

საყოველთაო ჯანდაცვა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების განხორციელებას ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, ასევე მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო 76-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდნენ „უნივერსალური ჯანდაცვა 2023-ის“ გარშემო გაერთიანებული ქვეყნების წარმომადგენლები და პლატფორმის მთავარ მიზანზე - ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს. „საქართველო, ასამბლეის ფარგლებში გამართული ამ შეხვედრის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა იყო. თამარ გაბუნიამ, სიტყვით გამოსვლისას, საყოველთაო პროგრამის წარმატებაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დოკუმენტის საბოლოო მიზანია, ჯანდაცვის მაქსიმალურად ეფექტური სისტემის შექმნა. ასევე - ქვეყანაში, შესაბამისი სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. როგორც თამარ გაბუნიამ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ადამიანის ფუნდამენტური - ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფის გარეშე, ქვეყნისთვის, მდგრადი განვითარების სხვა მიზნების მიღწევა შეუძლებელია, შესაბამისად, საქართველო, ამ მიმართულებით, რეფორმებს აქტიურად ახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

არსებობს ძლიერი შეშფოთება რეფორმების შესრულების დონესთან დაკავშირებით - ხავიერ კოლომინა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, თბილისში განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე დამტკიცდება ძლიერი კომუნიკე, რაც იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია ომის შემდეგ. კოლომინას თქმით, საქართველო ამ კომუნიკეს ნაწილი იქნება.  ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე ხავიერ კოლომინას განცხადებით, NATO ღია კარის პოლიტიკის ერთგულია, თუმცა არის რეფორმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს და არსებობს ძლიერი შეშფოთებები რეფორმების შესრულების დონესთან დაკავშირებით. "საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, იყო და იქნება. სამუშაო, რომელსაც ვასრულებთ, შესანიშნავია. ვფიქრობ, ჩვენ ეფექტიანად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს", - აღნინშნა ალიანსის გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა.  ის მიესალმა უცხოური აგენტების შესახებ კანონის გაწვევას და აღნიშნა, რომ ხსებული კანონპროექტი დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.  

ხავიერ კოლომინა: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია და ასე უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისთვისაც

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე. შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, კოლომინამ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია: "უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია და ასე უნდა იყოს ჩვენი პარტნიორებისთვისაც", - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე მისივე თქმით, ეს ქმნის რუსეთისთვის გარკვეულ სივრცეს სანქციების პოტენციურად გვერდის ასავლელად.   მან საქართველოს მხრიდან კარგი სამუშაოს შესრულებას გაუსვა ხაზი, თუმცა რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდების პოტენციურ საფრთხეზე მიუთითა. ამასთან, მოუწოდა მთავრობას, რომ ეს საფრთხე თავიდან აირიდოს.   

უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება - სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება. „ჩვენ ახლა მოკავშირეებთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, უსაფრთხოების რა გრძელვადიანი, მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმებები შეგვიძლია, გავაფორმოთ უკრაინასთან“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის - სტოლტენბერგი

ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის - ომის მიმდინარეობისას უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა. „ყველა აცნობიერებს, რომ შუა ომის დროს გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. კითხვა მდგომარეობს უფრო იმაში, რა მოხდება, როდესაც ომი დასრულდება. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ნატო-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და რომ ნატო-ს მოკავშირეების და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის შეუერთდებიან ისინი და არა მოსკოვის. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. ასევე ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველაზე სასწრაფო და მნიშვნელოვანი ამოცანა ახლა არის იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ. რადგან, თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, წევრობის საკითხი განსახილველი არ იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება - სუნაკი  

ბურჭულაძე კოლომინასთან შეხვედრაზე: განვიხილეთ 2022 წელს ჩატარებული და მიმდინარე სწავლებები

კიდევ ერთხელ ვუმასპინძლეთ NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას, რომელთანაც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის პროგრესზე ვიმსჯელეთ,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. ხავიერ კოლომინა თბილისშია „ჩვენ ასევე განვიხილეთ ის ჩატარებული სწავლებები, რაც 2022 წელს საქართველოში ჩატარდა, რომელთაც ვმასპინძლობთ და ვმონაწილეობთ მიმდინარე წლის განმავლობაში. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს, რომ მათთან ერთად, მათი დახმარებით გავაძლიეროთ ჩვენი კიბერუსაფრთხოების საშუალებები. ასევე განვიხილეთ ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ სხვადასხვა ვალდებულებებში, რაც გვაქვს აღებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. „უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობის, კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების, NATO-სთან თავსებადობის გაზრდაზე გაამახვილა და ამ პროცესში ალიანსის პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ალიანსის წარმომადგენელს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების ფარგლებში მიღწეული წარმატებები და განხორციელებული აქტივობები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მინიჭებულ „საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტს“, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, არსებითი პაკეტის გაძლიერებასა და მოკავშირეთა მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს“, - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კიევი რუსეთის მიერ ბავშვების გატაცებაში ბელორუსის როლს იძიებს

Reuters-ის ცნობით, კიევი რუსეთის მიერ ბავშვების გატაცებაში ბელორუსის როლს იძიებს. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს. Reuters-ს მოჰყავს დევნილი ბელორუსიელი ოპოზიციის წევრების მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ 2150 უკრაინელი ბავშვი, მათ შორის 6-დან 15 წლამდე ობლები, იძულებით გადაიყვანეს ბელორუსის ტერიტორიაზე დასასვენებელ ბანაკებსა და სანატორიუმებში. ანგარიშში, ლუკაშენკოს ბრალად ედება უკრაინელი ობლების იძულებით გადაყვანა ბელორუსის ტერიტორიაზე, რაც დამტკიცების შემთხვევაში, მისი მხრიდან ომის დანაშაულებში ჩართვაზე მიუთითებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 27 აპრილს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც, ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში პოტენციურ თანამონაწილედ აღიარა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. უკრაინის ეროვნული მონაცემთა ბაზის თანახმად, 19 000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს რუსეთში, ხოლო ათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მათ შორის ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმებს - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეამ შუამდგომლობა მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება - სუნაკი "ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მათ შორის ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. გაეროს უწყების ყოველწლიურ სხდომაზე წარდგენილი შუამდგომლობა ასევე მოითხოვს ჯანდაცვის სექტორზე რუსეთის აგრესიის გავლენის შეფასებას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთი განმარტება გააკეთა, რატომ არიან შეშფოთებულნი საქართველოსა და რუსეთ შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით

რატომ არის შეერთებული შტატები ასე შეშფოთებული საქართველოსა და რუსეთ შორის პირდაპირი ფრენებით და არ გამოხატავს შეშფოთებას მაგალითად, რუსეთსა და სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირ ფრენებზე. ჟურნალისტის ამ შეკითხვას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა უწყებაში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე უპასუხა. მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას და ეს არის პირდაპირი პასუხი რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში. „ვფიქრობთ, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს მის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმედებებისთვის, ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განაცხადა მეთიუ მილერმა. ბოლო განცხადება დეპარტამენტში ამ თემაზე 23 მაისს გაკეთდა. უფრო ადრე კი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, ველით, რომ NATO-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლისაც ალიანსში სჯერათ. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ველით, რომ NATO-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას არ გაუმარტივებენ”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები 2014 წელს არ დაწყებულა და სულ მცირე, 2008 წელს, საქართველოში შეჭრით დაიწყო და ცივი ომის შემდეგ, რუსეთთან უკეთესი, უფრო მეგობრული ურთიერთობების იმედი გაქარწყლდა. „რუსეთს გავლენის სფეროების ხელახლა აღდგენა სურდა, რომ მეზობლები გაეკონტროლებინა. რა თქმა უნდა, ეს ის სამყარო არ არის, სადაც ჩვენ გვსურს ცხოვრება, ვინაიდან NATO-ს მეზობლებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ვარშავის პაქტის წევრებს არ ექნებოდათ დამოუკიდებლობა, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე  

თინა თერნერი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი, თინა თერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. თინა თერნერს ბოლო წლებში ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა ჰქონდა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, შვეიცარიაში, ციურიხის მახლობლა, თავის სახლში გარდაიცვალა. თერნერმა კარიერა 1950-იან წლებში, როკ-ენ-როლის ადრეულ წლებში დაიწყო აიკ ტერნერთან, მის მეუღლესთან ერთად. წარმატება დუეტს მოუტანა სინგლმა „Proud Mary“. ჰიტებმა - The Best და What's Love Got To Do With It, თერნერი სუპერვარსკვლავად აქცია. თერნერი არის რვა გრემის მფლობელი. მეუღლესთან განშორების შემდეგ, თინა თერნერმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი  - „მე, ტინა“ (1977). მუსიკალურ კარიერასთან ერთად ტინამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფილმშიც. აღსანიშნავია მისი მონაწილეობა როკ-ოპერაში „ტომი“ და მიუზიკლში „სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების კლუბის ბენდი“. თუმცა მის ყველაზე წარმატებულ კინოროლად ითვლება პერსონაჟი ფილმიდან - შეშლილი მაქსი. ამ ფილმისათვის მის მიერ დაწერილი სიმღერა - "We Don't Need Another Hero" ასევე დიდი წარმატებით სარგებლობდა.  როგორც მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, თინა თერნერი ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად. მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს. სტატისტიკით, მან გაყიდა ბევრად მეტი საკონცერტო ბილეთი, ვიდრე სხვა სოლო-შემსრულებელმა მუსიკის ისტორიაში. 2008-2009 წლებში თერნერმა მოაწყო საიუბილეო ტურნე, რომელიც მის 50-წლიან მუსიკალურ კარიერას აღნიშნავდა. 2021 წელს ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, როგორც სოლო არტისტი შეიყვანეს. პირველად კი ამ სიაში აიკ ტერნერთან ერთად, 1991 წელს მოხვდა.  

ნორვეგია უკრაინელი მფრინავების წვრთნას მხარს დაუჭერს

ნორვეგია განიხილავს სხვადასხვა გზას, რომ წვლილი შეიტანოს უკრაინელი პერსონალის მომზადებაში F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე“, ნათქვამია ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს მიერ 24 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისივე თანახმად, ნორვეგია ხსენებულ საკითხს უკვე განიხილავს მოკავშირეებთან. ნორვეგიის მთავრობა დადებითად უყურებს „გამანადგურებელთა კოალიციის“ შექმნის ინიციატივას. ამ დროისთვის უკრაინას მიღებული აქვს 14 საბჭოთა პერიოდის MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავი პოლონეთიდან და 13 - სლოვაკეთიდან. თუმცა უკრაინამ ყველაზე დიდი ინტერესი აშშ-ის მიერ წარმოებული F-16-ის მიმართ გამოავლინა. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოკავშირეების უხალისო მიდგომამ უკრაინისთვის დასავლური გამანადგურებელი თვითმფრინავების და შორი რადიუსის რაკეტების მიწოდებაზე, შესაძლოა, რუსეთის აგრესიული ომი გაახანგრძლივოს.   უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.

ბახმუტი და მარინკა კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება - უკრაინა

რუსეთმა ღამით სარაკეტო იერიში მიიტანა კიევის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბახმუტი და მარინკა კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება. "უსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით ირანული წარმოების 36 „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, რომელთაგან უკრაინამ ყველას განადგურება შეძლო", - აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება - სუნაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

აშშ-მ უკრაინისთვის NASAMS-ის ტიპის სისტემის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 285 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და შესაბამისი აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვის დამტკიცების გადაწყვეტილება დაამტკიცა. სისტემის შესყიდვის მოთხოვნა უკრაინის მთავრობამ შეიტანა. გარდა ამისა, საუბარია აღჭურვილობის შეძენაზე, მათ შორის GPS მიმღებების, ხელსაწყოების, გენერატორების, სათადარიგო ნაწილების, ლოგისტიკასა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერასთან დაკავშირებული ელემენტების შეძენაზე. „უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება თავისი შესაძლებლობების გაზრდა რუსული სარაკეტო დარტყმებისა და ავიაციისგან თავის დასაცავად. ამ შესაძლებლობის მოპოვება და ეფექტიანი განლაგება გააძლიერებს უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი ხალხი და დაიცვას კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურა", - წერია უსაფრთხოების სააგენტოს დოკუმენტში.  

უკრაინელებმა რუსეთის ძალების მიერ გაშვებული 36-ვე დრონი გაანადგურეს - საჰაერო ძალები

საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსების მიერ წუხანდელი შეტევის დროს გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 36-ვე დრონი გაანადგურეს. მისივე თანახმად, დრონები ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან იყო გაშვებული. „ერთობლივი ძალისხმევით 36-ვე „შაჰედი“ განადგურდა!“ - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უწყებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, ქვეყნის დასავლეთ ოლქებში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ობიექტების განადგურება იყო. 25 მაისის დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.  

„სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტები გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენის მიზნით. უწყების ცნობით, მაისის დასაწყისში, თბილისის მასშტაბით გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი გამოვლინდა. „გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ ჰქონდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სს კოდექსის 192-ე მუხლით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.