ძებნის რეზულტატი:

ფაშინიანმა და ალიევმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

აზერბაიჯანმა, თურქეთმა და სომხეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტისადმი მილოცვის ტექსტში ხაზ უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას. „ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობარ ხალხს, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დღევანდელი დონე, რომელიც სათავეს იღებს საუკუნეების განმავლობაში მეგობრობის, მეგობრული მეზობლობისა და ჰარმონიის პირობებში მცხოვრები ჩვენი ხალხების ნებიდან, კმაყოფილებას იწვევს. ურთიერთდახმარება და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა, ფართომასშტაბიანი რეგიონული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვახორციელებთ, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორები. დღეს კარგი შესაძლებლობებია ჩვენი ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისა და გამდიდრებისთვის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობას და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობას და ჩვენი პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე ამაღლებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე, მივაღწევთ აზერბაიჯან-საქართველოს ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას და ჩვენი ეფექტიანი ურთიერთქმედების შემდგომ გაფართოებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საფუძველზე. ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია ილჰამ ალიევის მილოცვაში. ნიკოლ ფაშინია კი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ვიმედოვნებ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაგრძელდება და განვითარდება ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია პრეზიდენტისადმი მისალოც გზავნილში. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი წერილში ფაშინიანი აღნიშნავს: გზა სახელმწიფოებრიობისაკენ ყოველთვის არ იყო გლუვი, მაგრამ სომეხმა და ქართველმა ხალხებმა, თანმიმდევრული ბრძოლის წყალობით, დაადასტურეს თავიანთი უფლება დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და დღეს, თავიანთი მისწრაფებების ერთგული რჩებიან, აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფო მშენებლობის საკითხში. დარწმუნებული ვარ, არსებული თანამშრომლობის პოტენციალი და ორი მეგობარი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების მონდომება გააგრძელებს ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას და ახალ ბიძგს მისცემს სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას. ძალიან ვაფასებ მეგობარი საქართველოს მიღწევებს. გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია და ასე დარჩება. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ შრომას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია მისალოც წერილში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. „ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში“. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

სინგაპურმა Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის $926 მილიონის გადახდა დააკისრა

სინგაპურის სასამართლოს კომერციულმა პალატამ დაასრულა ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა. Reuters-ის ინფორმაციით, შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს ექს-პრემიერისთვის მიყენებული ზარალის გამო, 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს $210 მილიონის კომპენსაცია გადაუხადა - Bloomberg როგორც ცნობილია, საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომლებშიც Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული. აღნიშნული ტრანზაქციები მილიარდერის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა ივანიშვილის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რითაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა. ივანიშვილისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია მოიცავს, როგორც პირადი ბანკირის თაღლითობით დაკარგულ თანხებს, ასევე იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც ივანიშვილი ამ აქტივების პირნათლად მართვის შემთხვევაში მიიღებდა. სინგაპური არაა ერთადერთი იურისდიქცია, სადაც თაღლითობის საქმესთან მიმართებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის ბერმუდულ შვილობილს ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. 248-გვერდიან ვერდიქტში მოსამართლე მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი პასუხისმგებელია პირადი ბანკირის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ქმედებებზე და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. 2020 წლის ზაფხულში ლესკადრონმა თავი მოიკლა. თავად Credit Suisse-ი 2023 წლის 19 მარტიდან დამოუკიდებელი სახით აღარ არსებობს, რადგანაც მან ფაქტობრივი კოლაფსი განიცადა. ამჟამად ბანკის აქტივები და ვალდებულებები UBS-ის შემადგენლობაში შედის, რომელმაც ეს უკანასკნელი 3 მილიარდ შვეიცარულ ფრანკად შეიძინა. შესაბამისად, ივანიშვილის კომპენსაციის მომსახურებაც საბოლოოდ UBS-ს მოუწევს. Credit Suisse-ის მენეჯმენტზე სტატიის გამოქვეყნებაზე საერთაშორისო მედიიდან განმეორებითი უარი მივიღეთ - MKD  

ისრაელის ელჩი: ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირი უნიკალურია, ორივეს გვესმის, რაოდენ ძვირფასია დამოუკიდებლობა

საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ჩემთვის დიდი პატივია ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 1918 წელი საქართველოს ისტორიაში იყო გადამწყვეტი, როდესაც ერი გაერთიანდა დემოკრატიული ღირებულებების, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პრინციპების გარშემო. დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე თქვენ უდიდესი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ თქვენ ყოველ ჯერზე აჩვენეთ ურყევი ნება და სწრაფვა სახელმწიფოებრიობისკენ. თქვენ განუწყვეტლივ მიისწრაფვით პროგრესისკენ, რათა შექმნათ საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება ღირებული და დაცული. ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირი და მეგობრობა უნიკალურია, და ის საერთო ღირებულებებით არის განმტკიცებული. ჩვენ ორივეს გვესმის, თუ რაოდენ ძვირფასია სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

გერმანიის საელჩო: ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად

გერმანიის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. დიპლომატიური წარმომადგენლობა ტექსტს შესაბამის ფოტოს ურთავს. „გერმანიის საელჩო გულითადად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად! შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

ლიეტუვის საგარეო უწყება: ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს

ლიეტივის საგარეო უწყება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მილოცვაში აცხადებს, რომ ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს. ლიეტუვის საგარეო უწყების ტექსტის მილოცვის ნაწილი ქართულ ენაზეა დაწერილი: კერძოდ: ლიეტუვა ულოცავს ქართველ ხალხს! „გულითადად გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს", - წერია ლიეტუვის საგარეო უწყების მილოცვაში, რომელსაც შესაბამის ფოტოს ურთავს. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

რეალური დამოუკიდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქვეყანა კონომიკურად ძლიერია - დავითაშვილი

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ამ ღირშესანიშნავ, ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს! მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო ნამდვილი თავისუფლება და წარმატებები! - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირიდან ულოცავს. როგორც ის აღნიშნავს, ეს დღე საქართველოს ისტორიაში გამორჩეულია. „26 მაისი ბევრ რამეს გვახსენებს თითოეულ ჩვენგანს - თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია დამოუკიდებლობა, რამდენად გასაფრთხილებელი და სათუთია და რამდენად პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ ამ მონაპოვარს. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვცდილობთ, რომ დავამკვიდროთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, რეალური დამოუკიდებლობა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქვეყანა არის ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურადაც. ამ შემთხვევაში ქვეყანას ექნება რეალური აღიარება. ფორმალურ, იურიდიულ დამოუკიდებლობასთან ერთად ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ქვეყანა მართლაც რეალურად დამოუკიდებელი იყოს, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერი და დამოუკიდებელი და ჩვენ რეალურად მივიღოთ ის სიკეთე, რასაც თავისუფლების სიკეთე ჰქვია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.   26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

აშშ ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება ამ ქვეყანას ნამდვილი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიის აშენებაში. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა. ენტონი ბლინკენი: ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და დემოკრატიის ფასი „ქართველ მეგობრებს გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და დამოუკიდებლობის აღდგენის 105 წლის თავს, რომელიც ასე ლამაზად აღნიშნა დღეს თავდაცვის ძალების მონაწილეობით. ისინი ძალიან შთამბეჭდავები არიან და ნამდვილად თავგანწირვით იბრძვიან, რომ საქართველომ დაიცვას თავისი საზღვრები, ამ საშინელი აგრესიის ფონზე, რომელიც რეგიონში ხდება. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქართველი ხალხი ერთგულია იმ მიზნის რომელიც დაისახა იმ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რომელიც არა წლებს, არამედ, საუკუნეებს ითვლის. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება ამ ქვეყანას ნამდვილი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიის აშენებაში", - განუცხადა ელჩმა მედიას „მთავარი არხის“ ცნობით. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

გაუგებარია, რას გულისხმობდა პრეზიდენტი, როდესაც საუბრობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ - დარჩიაშვილი

გაუგებარია რას გულისხმობდა პრეზიდენტი, როდესაც საუბრობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ - ამის შესახებ დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისამი მიძღვნილ სიტყვაში, მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“ - ზურაბიშვილი "ჩემთვის გაუგებარია, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც ის საუბრობდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ერთი შემიძლია გითხრათ თქვენც და ყველას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პროცესი წავიდეს წინ, მოჰქონდეს თავისი კონკრეტული შედეგები. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველა ერთად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მედიასთან. ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს - ზურაბიშვილი "ჩვენმა წინაპრებმა, დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგადი ცოდნენ, თუმცა ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასოდეს ყოფილა. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით, ცოტამ თუ იცის და ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება (რაც ადვილია იმქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს) ან ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.   შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლაზე: ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, გვართმევს ამ დღეს

დამოუკიდებლობის დღე არ არის ის დღე, როდესაც უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. ასე უპასუხა მედიის შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, როდესაც ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა პრეზიდენტის კრიტიკულ სიტყვას. „მე შემიძლია, ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით გესაუბროთ. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებას ვერ გავაკეთებ. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, ეს არის ის, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ეს არის ის ხედვა, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი ხალხი. ეს დადასტურდა სულ ახლახან შუალედურ არჩევნებზეც და არაერთ არჩევნებშიც. ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის დღე არ არის ის დღე, როდესაც უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. ასე რომ, ამ სულისკვეთებაში დავრჩები. მთლიანად საქართველოს ვუსურვებ, რომ ეს დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია და ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში და ა.შ., გვართმევს ამ დღეს. ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ, რომ ეს დღე მიიღოს, როგორც თავისი დღე და ბოლომდე იზეიმოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისამი მიძღვნილ სიტყვაში, მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე დაუსვეს შეკითხვა, თუ ვინ მიმართა სალომე ზურაბიშვილს სიტყვა „მოღალატით“ და ვინ შეაწყვეტინა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა. „დღეს დამოუკიდებლობის დღეა და ერთადერთი განწყობა, რაც უნდა იყოს, არის პოზიტიური განწყობა. უნდა იყოს გააზრება ჩვენი დიდი ისტორიისა, ჩვენი ახლო წარსულისა და ჩვენი სამომავლო გეგმების. არ მგონია, დღეს ის დღე იყოს, როდესაც ნეგატივზე უნდა ფიქრობდეს ჩვენი ერი თუ პოლიტიკოსები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები რუსთაველის ძეგლთან გაშალეს

პარტია „ლელოს“ წევრებმა და აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები რუსთაველის ძეგლთან გაშალეს. მანამდე, აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსიდან რუსთაველის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა გამართეს. „მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის. ჩვენი მსვლელობა შოთა რუსთაველის ძეგლთან შეგნებულად დამთავრდა, იმიტომ, რომ იმ სახალხო მოძრაობაში დისონანსი არ შეგვეტანა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. მინდა ანა ნაცვლიშვილს ვთხოვო, ეს ორი უმშვენიერესი დროშა წაიღოს და ჩვენი ქართველი ხალხის სახელით პარლამენტის შენობიდან გადმოფინოს”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ოპონენტები ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა არ გამოფინეს. მთავრობა განმარტავს, 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა რატომ ვერ მოხვდა შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

26 მაისი მსოფლიოში

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა ან გაფორმდა. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც შესაბამისი ღონისძიებები უკვე მოეწყო.   ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქის სკოპიეს მთავარი - მაკედონიის მოედანი   ლიეტუვაში, კაუნასში ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევანი და ქ. კლაიპედის მერიის ძველი შენობა (რატუშა) საქართველოს დროშის ფერებით განათ სან-ფრანცისკოს მერიის შენობა, საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ისრაელი, იერუსალიმის ცენტრი, YMCA კომპლექსი ესტონეთი, ტალინი, თავისუფლების მოედანი. იტალიაში, ბარის მერიის შენობაზე საქართველოს დროშა გამოიფინა.  ბაქოში, 26 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებით განათდა „ჰეიდარ ალიევის ცენტრი".   ირლანდიაში, ქ. დუბლინში ქალაქის მთავარ მოედანზე საქართველოს დროშა აღიმართა. ბერნის მერიის შენობაზე საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.

სერბეთის პრეზიდენტმა არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და ჯარს უბრძანა, კოსოვოს საზღვარს მიუახლოვდეს

სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის მთავარსარდალმა ალექსანდრე ვუჩიჩმა არმია უმაღლეს მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვუჩიჩმა ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც ჩრდილოეთ კოსოვოს მუნიციპალიტეტში, კოსოვოს პოლიციასთან შეტაკება მოხდა. პოლიცია ცდილობდა ახლად არჩეულ, ეთნიკურად ალბანელ მერს მის კაბინეტში შესვლაში დახმარებოდა. ადგილობრივ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს სერბებმა, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ რეგიონში. ადგილობრივი მედიის ცნობით, კოსოვოს პოლიციამ მუნიციპალიტეტის შენობის წინ შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. იფორმაციისთვის, 2008 წელს კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ბელგრადი რეგიონს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მასზე კონტროლის აღდგენას ძალის გამოყენებით არ აპირებენ.  

ყველა პატიმარს ვუსურვებ თავისუფლებას, მათ შორის ნიკა გვარამიას - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ყველა პატიმარს თავისუფლებას უსურვებს, მათ შორის ნიკა გვარამიას. „ყველა პატიმარს ვუსურვებ თავისუფლებას, მე დავდივარ პატიმრებთან, ვნახულობ მათ... ჩვენი მანდატის ნაწილია, რომ ამ ადამიანებს შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, დავიცვათ მათი უფლებები და ყველას ვუსურვებ თავისუფლებას, მათ შორის ნიკა გვარამიას", - განაცხადა ლევან იოსელიანმა „მთავარ არხთან“.  

არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს - ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტზე

საქართველო პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ბრიუსელში მისი მთავარი სათქმელი იქნება - „ჩვენი ევროპული მომავალი". საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისამი მიძღვნილ სიტყვაში, მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“ - ზურაბიშვილი კითხვაზე, რა იქნება თქვენი მთავარი მესიჯი ბრიუსელში ვიზიტისას, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს - "ჩვენი ევროპული მომავალი". „არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს,"- ასე უპასუხა ზურაბიშვილმა  გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მას - მოღალატე უწოდა. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.  

ქობულეთში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.  „20 წლის ბიჭი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, დედოფლისწყაროდან იყო. იგი ბათუმში დროებით ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ ქობულეთში სტუმრად იმყოფებოდა, მას ახლდა მეგობარი, რომელიც ამ დრომდე სავარაუდოდ, მიმალულია. როგორც გავიგეთ, ახალგაზრდები სოფლიდან უკან რომ ბრუნდებოდნენ, ოჯახმა ტაქსი გამოიძახა და ბიჭები გააცილა. ცხედარს ძაღლებმა მიაგნეს“, - განაცხადეს ადგილობრივებმა. მომხდარზე დამატებით დეტალები უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.  

ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი უ.ბ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის იანვარში, ნაცნობი 1997 წელს დაბადებული გ.მ. ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გ.ს.-ს სახლში წაიყვანეს. ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას გ.მ. მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს. სამართალდამცველებისთვის გ.მ.- ს გაუჩინარების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის 22 მაისს გახდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,პოლიციამ გ.ს. და უ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ქობულეთში მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს

პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობის ფაქტთან, დაკავშირებით 3 პირი დააკავა. კერძოდ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, ხოლო შეუტყობინებლობისთვის - 2. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 20 წლის ბიჭის გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 22 მაისს შემოვიდა შეტყობინება, 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, გ.ა. მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა გ.ა.-ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ა.-ს მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ. , თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა. სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ პირს, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.  

პუტინის მტკიცებით, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენით, „ადამიანების მხარდაჭერა სურდა“

ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისისთვის შემხვედრი ნაბიჯი გადადგას, მაგრამ ამას საქართველოს რეაქციის მიხედვით გააკეთებს. პუტინი აცხადებს, რომ გაკვირვებულია იმ რეაქციით, რომელიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მოჰყვა. ამის შესახებ პუტინმა რუსული საზოგადობრივი ორგანიზაციის, „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. „ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, ყველა იტყოდა „აი, მადლობა, კარგია“. არა, იქ სრულიად გაუგებარი აურზაური ატყდა ამ საკითხზე. ძალიან გასაკვირია. უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელად. გვერდიდან როდესაც ვუყურებ, ვფიქრობ: ნუთუ სულ გაგიჟდნენ? რა ხდება იქ, მათთან, გაუგებარია”, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მან ამასთან დაკავშირებით, „საქმიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს ქართული წარმოშობის წევრის, რომან ბოკერიას მიმართვის შემდეგ ისაუბრა, როდესაც მას ამ გადაწყეტილების გამო რომან ბოკერიამ მადლობა გადაუხადა. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება და წინადადება იყო, რომელიც „უამრავ გარემოებასთან“ არის დაკავშირებლი, მათ შორის შვებულებების სეზონთანაც. „მსურდა, მხარი დამეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ, დაამყარონ ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან თავად საქართველოში და ჩვენს ბიზნესს, უბრალოდ, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველო უყვართ, სურთ იქ წასვლა, დასვენება, შეხება ქართულ ბუნებასთან, კულტურასთან, სამზარეულოსთან“, - განაცხადა პუტინმა. „არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ბიზნესს სარგებელს მოუტანდა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინის განცხადებით, საქართველოში ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა გზით უნდა წავიდეს საქართველო, როგორ განვითარდეს. „მეგონა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დასვა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ და ჩვენ ეს შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა პუტინმა. 19 მაისს, რუსეთიდან საქართველოში პირველი თვითმფრინავი, აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.  პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.  2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

ზელენსკი: საქართველოს ვუსურვებ, რომ ჩვენთან და სხვა ყველა ევროპულ ერთან ერთად იყოს მშვიდობიან ევროპულ ოჯახში 

საქართველოს ჩვენთან და ევროპის ყველა სხვა ერებთან ერთად, მშვიდობიან ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. "მივესალმები ქართველ ხალხს და ვუსურვებ მათ, რომ ჩვენთან და სხვა ყველა ევროპულ ერთან ერთად იყვნენ თავისუფალ, მშვიდობიან და ერთიან ევროპულ ოჯახში. მთელ საქართველოს ვუსურვებ ამას - და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც ჯერჯერობით რუსული ოკუპაციის ქვეშ არიან. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთი უძველესი და პატივსაცემი ისტორიული ძალაა და ეს ძალა დაუმარცხებელია, ამაში დარწმუნებული ვარ. ოკუპანტი დამარცხდება,” - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: გიორგი ანწუხელიძის, შმაგი სოფრომაძის, შინდისის გმირებისაა ეს დღე, სიცოცხლე რომ უყვარდათ, მაგრამ სიკვდილს თვალისდაუხამხამებლად ჩახედეს თვალებში

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს. „ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი დღეა - დამოუკიდებლობის დღე. საერო ცხოვრებაში, თუ რაიმე სიტყვას უხდება დღე-სასწაული, ეს დღეა. თუ რაიმე გვკრავს, გვაერთიანებს, ემოციურად გვმუხტავს, ეს დღეა და ეს დღე მართლაც ჩვენია, ჩვენი საერთო დღესასწაულია. არ არსებობს, უფრო აღმატებული, უფრო ამაღლებული, ვიდრე ფასეულობებია და ამ ფასეულობებისთვის ბრძოლაა. თავისუფლება სწორედ ასეთი ფასეულობაა. სიმბოლურია, რომ დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა. ის ამბობდა, რომ თავისუფლებას შენარჩუნება უნდა, არასდროს უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის. ასეა, მოპოვებულსაც დაფასება და მუდმივი მოფრთხილება სჭირდება. ჩვენი ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის შრომა გვჭირდება, განათლება, ბევრი პროფესიონალი, რადგან პროფესიონალიზმი პატრიოტიზმიცაა, ხოლო თავისუფლება პასუხისმგებლობაა პირველ რიგში. რამდენი მამულიშვილის ოცნება იყო ამ დღეს მოსწრებოდა, რამდენს მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს დღე გარდაუვალად დადგებოდა და სიცოცხლეს სწირავდა, რადგან სწამდა, სჯეროდა, ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობის. ეს დღე მათი გამარჯვების დღეა, გულაგებში, გადასახლებებში, ომებში დაღუპული, დახვრეტილი, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას თავშეწირული თანამემამულეების დღეა, გიორგი ანწუხელიძისაა ეს დღე, შმაგი სოფრომაძის, შინდისის გმირების, სიცოცხლე რომ უყვარდათ, მაგრამ სიკვდილს თვალისდაუხამხამებლად ჩახედეს თვალებში, იმ ბიჭების და გოგოების გამარჯვების დღეა. გაუმარჯოს ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გაუმარჯოს! დიდება გმირებს! წინ ევროპისკენ! წინ განვითარებისკენ!