ძებნის რეზულტატი:
აშშ და სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს მართავენ
სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო ძალები, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. წვრთნები სეულსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო ალიანსის დამყარებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად დაიგეგმა. წლევანდელ წვრთნებში ჩაერთვებიან მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავები, საბრძოლო ვერტმფრენები, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღი სამხრეთ კორეიდან და შეერთებული შტატებიდან. დაზუსტებული არ არის, რამდენი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას წვრთნებში. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რპმ საკუთარ ზღურბლთან ასეთ მტრულ ქმედებას არ დაუშვებს.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლებას აღნიშნავს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე, რომელიც მოწაფეებს ხშირად ეცხადებოდა და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა, მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა. უფალმა მოწაფეები ზეთისხილის მთაზე აიყვანა, უთხრა, იერუსალიმიდან არსად წასულიყვნენ, სანამ მათზე სულიწმინდის მადლი არ გადავიდოდა, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ, მაცხოვარმა მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა.
ისლანდია უკრაინისთვის ნავთობის გადამზიდავ სატვირთო მანქანებს შეიძენს
ისლანდია უკრაინის არმიისთვის ნავთობის გადამზიდავ 10 სატვირთოს შეიძენს. ამის შესახებ Euractiv-ი წერს. „რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით უკრაინის მთავრობის მხარდაჭერაზე მათი სურვილისა და საჭიროებების და ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად“, - აცხადებენ ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ისლანდიის მთავრობის განცხადებით, ნავთობის ტრანსპორტირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინის არმიის თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მობილურობისთვის მაშინ. როცა უკრაინის მთავრობას სურს, რომ მეგობარი ქვეყნები უზრუნველყოფდნენ ასეთი მანქანებით. „ჩვენ არ ვაწვდით უკრაინის არმიას იარაღს ან სხვა სამხედრო აღჭურვილობას, მაგრამ შეგვიძლია, შევიტანოთ წვლილი ნავთობის ტანკერების მიწოდებით“, - განმარტეს სამინისტროში. ისლანდიის ამ დახმარების ჯამური ღირებულება 400 000 ევროს შეადგენს. ისლანდიას აქვს დიდი ხნის პოლიტიკა, რომლის მიზანია, არ მიჰყიდოს იარაღი სხვა ქვეყნებს. ის ინარჩუნებს მცირე სანაპირო დაცვას თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულია მისი ტერიტორიული წყლების დაცვასა და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩატარებაზე.
ხავიერ კოლომინა: NATO საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართული შეხვედრები შეაფასა და განაცხადა, რომ რეფორმების ძალისხმევის გაორმაგებაა საჭირო. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელება. ხავიერ კოლომინა ვილნიუსის სამიტზე, რეფორმებზე, უკრაინასა და რუსეთთან ფრენებზე არსებობს ძლიერი შეშფოთება რეფორმების შესრულების დონესთან დაკავშირებით - ხავიერ კოლომინა „NATO საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, - აცხადებს ხავიერ კოლომინა. საქართველოში ვიზიტისას, კოლომინას მხრიდან განსახილველ საკითხებშია NATO-საქართველოს ურთიერთობები და ვილნიუსის სამიტი. „ძალიან კარგი მოლაპარაკებები მქონდა საქართველოში სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან, ილია დარჩიაშვილთან, თავდაცვის სამინისტროსა და ოპოზიციასთან. განვიხილეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობა, ვილნიუსის სამიტი, რეფორმების კუთხით ძალისხმევის გაორმაგების საჭიროება, დემოკრატიული სტანდარტები და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელება. NATO საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, – წერს ის Twitter-ზე.
პოლონეთის სეიმი რუსული აქტივების კონფისკაციის მიზნით, საკოსტიტუციო ცვლილებას განიხილავს
პოლონეთის სეიმი ხუთშაბათს, 25 მაისს, ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებები მას საშუალებას მისცემს, გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია მოახდინოს. პოლონეთის მთავრობას სურს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, კონსტიტუცია შეცვალოს - ზომებს შორის, რომლებსაც ის დანერგავს, ასევე შედის გადასახადის დაწესება იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ბიზნესს რუსეთში აწარმოებენ. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარტიამ - კანონი და სამართლიანობა (PiS) წარადგინა. ცვლილებების პროექტი ასევე ეხება პოლონეთის არმიის დაფინანსებას. პოლონეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ დისკუსია მარტიდან მიმდინარეობს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავეცკიმ ოპოზიციას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ოპოზიციის აზრით, რუსული ქონების ჩამორთმევისთვის საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებელი არ არის. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსული აქტივების წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება შესაძლებელია. პარტიამ „კანონმა და სამართლიანობამ“ კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი ოფიციალურად 7 აპრილს წარადგინა. მთავრობა აპირებს, რომ ჩამორთმეული ქონების გამოყენება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად გამოიყენოს.
მთავრობა განმარტავს, 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა რატომ ვერ მოხვდა
საქართველოს პარლამენტის შენობაზე 26 მაისის ღონისძიების გასაფორმებლად ევროკავშირის დროშა აღარ გამოიყენეს. 26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ "წელს 26 მაისის გზავნილია - "თავისუფლების სიყვარულით". დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო "ევროპისკენ" , მაგალითისთვის 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და შესაბამისად ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ "რადიო თავისუფლებისთვის" მიწოდებულ განმარტებაში. ევროკავშირის დროშა - ევროკავშირის წევრობა, ყველა ბოლო კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია. 26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ. მთავრობის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, საბავშვო. მოეწყობა ლიტერატურული კაფეები, სადაც მწერლები და პოეტები იქნებიან წარმოდგენილები. მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე ასევე მოეწყობა სტარტაპერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა -კონცერტით დასრულდება. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
შსს აცხადებს, რომ ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე „ჰეროინი“ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გენერალური პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე - 1961 წელს დაბადებული ბ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში ფოთის პორტში გამოავლინეს რისკის შემცველი სატვირთო ავტომობილი რომელსაც ბრალდებული მართავდა. ავტომობილის ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან - 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა, აღნიშნულის განხორციელებას ის საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის ნათელი მაგალითია გასულ თვეში ჩატარებული ერთობლივი საპოლიციო ღონისძიება ბელგიელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბელგიის სამეფოში, კერძოდ ანტვერპენის პორტში ორ ეტაპად ამოღებული იქნა უპრეცედენტო რაოდენობის 1 ტონა და 660 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 205 260-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 500 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ბახმუტი და მარინკა კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება - უკრაინა "საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 795 ტანკს, 7 432 ჯავშანტექნიკას, 3 359 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 309 საბრძოლო თვითმფრინავს და 296 ვერტმფრენს, 6 148 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 907 უპილოტო საფრენ აპარატს, 444 ერთეულ სპეცტექნიკას და 1015 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
რუსეთის და ბელორუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ
რუსეთის და ბელორუსის თავდაცვის მინისტრებმა შოიგუმ ხელი მოაწერეს დოკუმენტს ბელორუსში რუსული არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დოკუმენტი მხარეებმა მინსკში გააფორმეს. შოიგუს თქმით, ამ იარაღზე კონტროლი რუსეთზე რჩება, ისევე როგორც გადაწყვეტილება მათი გამოყენების შესახებ. მანამდე, პუტინმა განაცხადა, რომ პირველ ივლისამდე ბელორუსში აშენდებოდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის საწყობი.
უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა რამდენიმე დღეა, დაიწყო - პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა რამდენიმე დღეა, დაიწყო. ბახმუტი და მარინკა კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება - უკრაინა „კონტრშეტევა რამდენიმე დღეა გრძელდება, საზღვრიდან 1 500 კილომეტრის მანძილზე ინტენსიური ომია, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც მოგვცეს, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში“,- განაცხადა პოდოლიაკმა. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერმა“ ბახმუტიდან გასვლა დაიწყო
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტიდან საბრძოლო ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყეს. პრიგოჟინის განცხადება მისმა პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი ქმით, პირველ ივნისამდე ქვედანაყოფების ძირითადი ნაწილი ბანაკებში გადაინაცვლებს, პოზიციებს სამხედროებს გადასცემენ. პრიგოჟინის თქმით, თუ საჭირო იქნება, ქალაქში დარჩებიან ისინი, ვინც ბახმუტის დაპყრობაში ძირითადი როლი შეასრულა. „ვაგნერსა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბულობა იანვრიდან გაძლიერდა. 5 მაისს პრიგოჟინი დაიმუქრა ბახმუტიდან „ვაგნერის“ ძალების 10 მაისამდე გაყვანით, რადგან „საკმარისი საბრძოლო მასალის არარსებობის შემთხვევაში“ მისი ჯარები „დაისჯებოდნენ უაზრო სიკვდილით". 9 მაისს პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მას აცნობეს, რომ ვაგნერის ძალები ჩაითვლებოდნენ „სამშობლოს მოღალატეებად", თუ ისინი პოზიციებს მიატოვებდნენ. პრიგოჟინმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ „ვაგნერმა“ ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლი დაამყარა. 21 მაისს, პრეზიდენტმა პუტინმა „ვაგნერელებს“ და რუსეთის არმიის სამხედროებს „მიულოცა არტიომოვსკის გათავისუფლების ოპერაციის დასრულება". რუსეთი ბახმუტს არტიომოვსკად მოიხსენიებს.
- თბილისში, წელს, ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით, წელს, თბილისში ცოფის 2 შემთხვევა გამოვლინდა. „წელს, თბილისში ორი გამოვლენილი შემთხვევა გვაქვს. მაგალითად, 2022 წელს ჩვენს დედაქალაქში ცოფის არცერთი შემთხვევა არ იყო. მინიმუმამდე არის თბილისში, ცხოველებში ცოფის შემთხვევები გამოვლენილი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მეპატრონეებმა, რომლებსაც დაჰყავთ საკუთარი ცხოველი, მაგალითად სანადიროდ, სასურველია, ერთზე მეტჯერ აცრან ცოფის ვაქცინით. კობიაშვილმა განმარტა, თუ რა სიმპტომები ახასიათებს ცოფის დროს ძაღლს. „შეიძლება ამ ძაღლს ყლაპვა გაუჭირდეს იმიტომ, რომ როდესაც ნერვულ სისტემაში გადადის ცოფის ვირუსი, ამის შემდეგ უკვე ხდება კუნთოვანი სისტემის დაზიანება. ასევე ჰალუცინაციებსაც იწვევს ცხოველებში და ყლაპვა ურთულდებათ, როგორც საკვების, ასევ წყლის. როდესაც შევნიშნავთ ცხოველს ისეთ ქცევას, რაც მისთვის არადამახასიათებელია, სასურველია, მაშინვე მივმართოთ ვეტერინარს“, - განაცხადა გიორგი კობიაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“.
უკრაინის რეკონსტრუქციის მიზნით, კიევმა სამხრეთ კორეასთან 5-წლიანი მემორანდუმი გააფორმა
უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ და სამხრეთ კორეის მიწის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს უკრაინის რეკონსტრუქციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე Facebook-ზე ავრცელებს. ხუთწლიანი მემორანდუმი მიზნად ისახავს კორეის რესპუბლიკის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერებას ტერიტორიის ყოვლისმომცველი დაგეგმარების, ურბანული დაგეგმარების, ტრანსპორტის (რკინიგზის, ავტომაგისტრალების და აეროპორტების) და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
ჩვენ ვიცავთ სანქციებს და ვფიქრობთ, მეორე მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში - წულუკიანი
ჩვენ ვიცავთ სანქციებს, ვატარებთ რეფორმებს და ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ნება იქნება მეორე მხრიდან, რომ საქართველო, მისი ერი და სახელმწიფო მზად არის, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. ხავიერ კოლომინა: NATO საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია „რასაკვირველია, იმ დათქმით, რომ ეს რეფორმები ამ მომენტშიც გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ძალიან შორიდან მოვდივართ, ტოტალიტარიზმის საბჭოური ხანიდან, გარდაქმნებისა და რეფორმების პროცესი უნდა იყოს განგრძობადი, რასაც ხელისუფლება უკვე მერამდენე წელია, აკეთებს“, - განაცხადა წულუკიანმა
ბელგიაში, 16 წლის ახალგაზრდებმა ევროპარლამენტის წევრების არჩევის უფლება მიიღეს
ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ხმის მიცემის მინიმალური ასაკი 16 წლამდე შეამცირა. „ასაკობრივი ლიმიტის შემცირებით, ჩვენ მკაფიო სიგნალს ვგზავნით. გვსურს, მოვისმინოთ თქვენი ხმები და მოსაზრებები, რათა გავითვალისწინოთ ისინი“, - მიმართა ახალგაზრდებს ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანელის ვერლინდენმა. დაახლოებით, 280 000 ბელგიელ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა, მომავალ წელს ევროპულ დონეზე გამოხატოს თავისი აზრი. თუმცა ზრდასრული მოქალაქეებისგან განსხვავებით, რომლებიც ავტომატურად შედიან ამომრჩეველთა სიაში, ხმის მიცემის მსურველი არასრულწლოვნები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ. ბელგია გახდა ევროკავშირის მეოთხე ქვეყანა მალტის, გერმანიისა და ავსტრიის შემდეგ, რომელმაც ხმის მიცემა 16 წლიდან დაუშვა.
როგორ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება. მთავრობა განმარტავს, 26 მაისის ღონისძიებაზე, პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა რატომ ვერ მოხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. „აღსანიშნავია, რომ კანადაში უკვე მესამედ, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნიაგარას ჩანჩქერზე გამოჩნდება საქართველოს დროშის გამოსახულება. ასევე, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვას ცენტრალური ხიდები, კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი; ავსტრალიაში კი ავსტრალიის ეროვნული კარილიონის შენობა. 26 მაისის აღსანიშნავად, არგენტინაში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობა განათდება საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით. ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC”-ის შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებით, საუდის არაბეთში ცნობილი შენობა - “Kingdom Tower”, თურქეთში კი, იზმირის მთავარი სიმბოლო - საათის კოშკი. აზერბაიჯანში, 26 მაისის აღსანიშნავად, განათდება „ჰეიდარ ალიევის ცენტრი", კვიპროსში კი, ნიქოზიის ცენტრალური მოედანი. ასევე, განათდება კორეის რესპუბლიკაში სეულის მერიის შენობა, სომხეთში კი, საქართველოს დროშა გამოიხატება დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე. ირლანდიაში, ქალაქის მთავარ მოედანზე გამოიფინება საქართველოს დროშები და დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett -ის ხიდი განათდება საქართველოს დროშის ფერებით. 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთში კულტურის ეროვნული სასახლე საქართველოს დროშის ფერებში განათდება, საბერძნეთში - ათენის ცენტრალური შადრევანი. სლოვაკეთში განათდება კოშიცეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი შენობა და საქართველოს საელჩოს ისტორიული ფასადი, ინდონეზიაში კი - ეროვნული მონუმენტი და შადრევანი. ბარსელონაში ქალაქის მთავარი შადრევანი განათდება საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით, თესალონიკში კი - მერიის შენობა. ამასთან, ნიუ-იორკში გაიმართება საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია, სან ფრანცისკოში ქართული დროშა აღიმართება მერიის შენობაზე, ხოლო იტალიაში, ბარიში ქართული დროშა გამოიფინება მერიის შენობაზე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ტრადიციულად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების - Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება. ასევე, ნიდერლანდებში, ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება ქართული მელოდიები. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც. აშშ-ში, 26 მაისთან დაკავშირებით, კონგრესის ბიბლიოთეკაში იგეგმება ქართველი მხატვრის ქეთევან პაიჭაძის გამოფენის მოწყობა, ასევე ვაშინგტონის ლუთერანულ ეკლესიაში გაიმართება საჯარო ლექცია საქართველოს შესახებ. აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ლანდშაფტების, ქართული კულტურული მემკვიდრეობის და ახალი არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი ფოტოსურათები, ასევე საქართველო-აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის ფარგლებში გამოცემული საფოსტო მარკა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება იაპონიაშიც, სადაც მოეწყობა საქართველოს კულტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული გამოფენა, ასევე მოეწყობა ქართული ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ცეკვები, ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა, ქართული ენისა და ანბანის ამსახველი ფოტოები, რუმინეთში კი მოეწყობა ფიროსმანის სურათების ფოტოგამოფენა. შვეიცარიაში, ბერნში 26 მაისის აღსანიშნავად, გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი ქართველი და შვეიცარიელი მუსიკოსების მონაწილეობით, ამასთან მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. ავსტრიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვენის დიპლომატიურ აკადემიაში გაიმართება საქართველოს ელჩის საჯარო ლექცია, ხოლო უნგრეთში გაიმართება საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია. ეროვნული დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოხდება საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით საფოსტო მარკის პრეზენტაცია. კუბაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოეწყობა ფოტო-გამოფენა, დოკუმენტური ფილმის - „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება, ასევე ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ცეკვის, მუსიკალური ფოლკლორის, ბუნების ამსახველი კლიპები. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ღონისძიებები ასევე მოეწყობა გერმანიაში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ვატიკანში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ესტონეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში, პოლონეთში, ლატვიაში,სლოვენიაში, მოლდოვაში, სერბეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, ეგვიპტეში, კატარში, ისრაელში, იორდანიაში, ირანში, არგენტინაში, მექსიკაში, მალაიზიაში, ჩინეთში, ინდოეთში, ეთიოპიაში, თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ჟენევაში. ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უცხოურ გამოცემებში დაიბეჭდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კორეის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში, თურქეთში, სლოვაკეთში, იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების ინტერვიუები. 26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ
კანადა და საუდის არაბეთი 2018 წლის დავის შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ
კანადა და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, აღადგინონ სრული დიპლომატიური კავშირები და დანიშნონ ახალი ელჩები. ამის შესახებ ორი ქვეყნის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა. გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც, მუჰამედ ბინ სალმანსა და ქვეყნის პრემიერ, ჯასტინ ტრუდოს შორის მოლაპარაკებებს მოჰყვა. 2018 წლის დაპირისპირება თარიღდება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობამდე, რაც კანადამ და დასავლეთის ყველა ქვეყანამ დაგმეს. ქვეყებს შორის დავა დაიწყო მას შემდეგ, რაც კანადის საელჩომ რიადში გამოაქვეყნა „ტვიტი“ არაბულ ენაზე, რომლითაც ქალთა უფლებების დამცველების გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.
ფაშინიანმა მარია ზახაროვას მოუწოდა, თავი შეიკავოს მისი სიტყვების კომენტირებისგან
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მის სიტყვებზე კომენტარი არ უნდა გააკეთოს, არამედ მხოლოდ უნდა გაითვალისწინოს. ასე გამოეხმაურა ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებებს, რომელმაც კომენტარი გააკეთა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებებზე ქვეყნის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) შესახებ. ზახაროვამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა კომენტარი ფაშინიანის ბოლო განცხადებაზე სომხეთის შესაძლო გასვლის შესახებ, რომლის თანახმად, სომხეთმა, შესაძლოა, დატოვოს CSTO, თუ ეს ორგანიზაცია, სადაც რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თავის არაეფექტიანობას წარმოაჩენს. ფაშინიანმა პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რომელთაგან ერთ-ერთი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას ეხებოდა. პრემიერმა უპასუხა, რომ არ იცის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელმა წარმომადგენელმა გააკეთა ასეთი განცხადება და აღნიშნა: „რუსეთის ფედერაციაში თანამოსაუბრეები არიან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და მთავრობის თავმჯდომარე. ისეთი პატივცემული და მეგობრული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც კი, როგორიც რუსეთია, ჩემს ნათქვამზე კომენტარს ვერ უნდა აკეთებდეს“. „თუ ეს ფიგურალური თქმაა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან სომხეთის გასვლის შესახებ პოზიციის ლობირებისთვის, მაშინ, ჩემი აზრით, საჭიროა სიტყვებით მანიპულირების მთელი საფრთხე მაინც გვესმოდეს“, - განაცხადა უფრო ადრე ფაშინიანის სიტყვების კომენტირებისას მარია ზახაროვამ.
2022 წელს, საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა 17.3%-ით, ხარჯები კი, 20.3%-ით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 596.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.3 პროცენტით მეტია. ამასთან, 2022 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 19.0 პროცენტით გაიზარდა და 1 453.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 18.6 პროცენტით გაიზარდა და 432.7 ლარს გაუტოლდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლები ქალაქის ტიპის დასახლებებში 14.9 პროცენტით გაიზარდა და 967.9 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 21.4 პროცენტით გაიზარდა და 628.1 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 46.1 პროცენტი შეადგინა. ასევე გაზრდილია თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 2.2 პროცენტული პუნქტით და 12.4 პროცენტს უტოლდება. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.6 პროცენტი შეადგინა. 2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 551.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.3 პროცენტით მეტია. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 22.0 პროცენტით გაიზარდა და 1 413.6 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 21.7 პროცენტით გაიზარდა და 420.7 ლარს გაუტოლდა. უწყების მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში გაიზარდა 1.4 პროცენტული პუნქტით და 71.5 პროცენტი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯები ქალაქის ტიპის დასახლებებში 19.2 პროცენტით გაიზარდა და 951.5 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 22.2 პროცენტით გაიზარდა და 600.4 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 41.8 პროცენტს შეადგენს, რაც 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
როგორი ამინიდია საქართველოში მოსალოდნელი ამ დღეებში ცნობილია. 25 მაისს ქუთაისში +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში იწვიმებს. დღისით +24 გრადუსია, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე. უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ახალციხეში წვიმს, სადაც დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +27, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსია იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. გორში +29 გრადუსია და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში +18 გრადუსი და ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +18, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა თელავშიც, სადაც დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანში ნალექიან დღეს ვარაუდობენ. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +31 გრადუსი და მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. რუსთავში +33 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.