ძებნის რეზულტატი:

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ - მედია

სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე. „ჩვენ საკმაოდ კარგ პროგრესს ვაღწევთ ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ამ კონტექსტში, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, მალე დაიწყება ნორმალური და კონსტრუქციული დიალოგი ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს. ამის შესახებ ალიევმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს გაფართოებულ ფორმატში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილხამ ალიევმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიწვევისთვის ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა. სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს „არსებობს სერიოზული წინაპირობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. დღეს რუსული მხარის ინიციატივით შედგება სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს შორის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.  

რას აცხადებს „ჯორჯიან ეარვეისი“ სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით

საქართველოს ცულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ასე რომ, ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ! - სანქციები მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება, ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე“, - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც კომპანია საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით ავრცელებს.  „ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, რომ სატრანზიტო ფრენების საკითხის მედიასივრცეში აქტიურად განხილვა მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ „რაღაცაზე იხმაურონ“. მისივე თანახმად, იდეის მომხიბვლელობის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ვერ პასუხობს საერთაშორისო ჰაბისთვის აუცილებელ სტანდარტებს და საერთაშორისო ჰაბის თემაზე საუბარიც კი ზედმეტია. ​რაც შეეხება უშუალოდ სატრანზიტო ფრენების საკითხს. კომპანიის განცხადებით, დღეს მსოფლიო საავიაციო სფერო ციფრულ და ონლაინ რეჟიმზეა გადასული. მგზავრებს უფლება და შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერი ლოკაციიდან შეიძინონ ბილეთები და გაფრინდენენ სასურველი მიმართულებით. ეს უბრალო ფაქტია, რომელიც არავისთვის დამალული არ არის, შესაბამისად, „ჯორჯიან ეარვეისის“ შეფასებით, „ჩნდება შეკითხვა, რა მიზანს ემსახურება მედიასივრცეში დღეს აქტიურად განხილული სატრანზიტო ფრენების საკითხი? „არაფერს, გარდა იმისა, რომ რაღაცაზე იხმაურონ“, პასუხობს კომპანია.  „შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის მოქალაქეების გარდა უამრავი სხვა ქვეყნის მოქალაქეც ცხოვრობს ან აწარმოებს საქმიანობას, მრავალ ადამიანს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ან ბინადრობის უფლება გააჩნია. ცხოვრობენ დიპლომატები. დასავლეთის სახელმწიფოებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მცირეოდენ შეზღუდვებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის არ შეუწყვეტიათ ვიზების გაცემა. რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან, აგრეთვე, გადადგილდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის მოქალაქეებიც. შესაბამისად, საუბარი, რომ რუსეთიდან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები გამოიყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ლოკაციას, არ არის სწორი. ​აქამდე რუსეთიდან გამოფრენილი მგზავრებისთვის საქართველო სატრანზიტო ფანჯარა არ იყო, თუმცა ამ როლს დიდი ხანია უწყვეტად ასრულებდნენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, შუა აზიის სახელმწიფოები და ა.შ. ნამდვილი სატრანზიტო ჰაბი რეგიონში არის თურქეთი, NATO-ს წევრი ქვეყანა, საიდანაც რუსეთის მიმართულებაზე ყოველდღიურად ორმოცი რეისი სრულდება და, რომელზეც სატრანზიტო გადაზიდვების 70 პროცენტი მოდის. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე დაფრინავს სტამბოლის გავლით ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებში. თბილისიდან სტამბოლში ყოველდღიურად ექვსი რეისი სრულდება. ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო გადაზიდვებში დიდ როლს ვერ ითამაშებს. ჩვენი წილი 0, 00... რაღაცა პროცენტი თუ იქნება. საქართველოს ცულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ისიც იმ შემთხვევაში თუ მოგვეცემა ამისი საშუალება. ასე, რომ ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ! რაც შეხება სანქციებს, იგი მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება. ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე. ​ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ, როგორც აქამდე, ვიქნებით საქართველოს ინტერესების დამცველი კომპანია და შევასრულებთ ფრენებს საქართველოსა და საერთაშორისო რეგულაციების სრული დაცვით“,- აღნიშნულია განცხადებაში.  

ევროკავშირმა დღემდე რუსეთის ცენტრალური ბანკის €200 მილიარდის აქტივები გაყინა - Bloomberg

ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის €200 მილიარდის აქტივები გაყინა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, იტყობინება Bloomberg 25 მაისს ევროკომისიის სპიკერზე დაყრდნობით. ევროკავშირმა (25,8 მილიონი აშშ დოლარი) სანქცირებული რუსული სუბიექტებისა და ფიზიკური პირების კუთვნილი 24,1 მილიარდი ევრო გაყინა. ევროკავშირი რუსული აქტივების გამოყენებას განიხილავს. როგორც ცნობილია, ევროკავშირს სურს, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის რეკონსტრუქციას მოხმარდეს.  

ლუკაშენკოს თქმით, რუსული ბირთვული იარაღის ბელორუსში გადატანა დაწყებულია

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში უკვე დაწყებულია რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანა. ლუკაშენკომ ხუთშაბათს მოსკოვში უმაღლესი ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის მსვლელობისას გააკეთა კომენტარი. რუსეთის და ბელორუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ „უკვე მღებულია გადაწყვეტილება იმის განსავითარებლად, რაზეც ზეპირი შეთანხმება უკვე მღებულია. ჩვენ გვჭირდებოდა ადგილების მომზადება, საცავის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გავაკეთეთ, ასე რომ... დაიწყო ბირთვული იარაღის გადაადგილება", - განაცხადა ლუკაშენკომ. კითხვაზე, არის თუ არა რუსეთის ფედერაციის ბირთვული იარაღი ბელორუსში, ლუკაშენკომ უპასუხა: „შესაძლებელია, ჩავალ და ვნახავ".  

ფინეთი უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

ფინეთის მთავრობამ უკრაინისთვის 116,8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. პაკეტში, სხვა აღჭურვილობასთან ერთად, საზენიტო სისტემები და საბრძოლო მასალა შედის. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ფინეთმა უკრაინას 1,1 მილიარდი ევროს (1,2 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარება გაუწია.  

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ როგორ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის ჯამში, $65 მილიარდი გამოყო - ოსტინი

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა დაახლოებით 65 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინას უსაფრთხოებისთვის დახმარების სახით, რათა გააძლიეროს და გააუმჯობესოს უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობები რეალურ დროსა და გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-12 შეხვედრაზე განაცხადა. „საერთო ჯამში, საკონტაქტო ჯგუფმა თითქმის 65 მილიარდი დოლარი გამოყო უსაფრთხოებისთვის. ახლა პუტინი იმედოვნებდა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გაქარწყლდებოდა. და ის ფსონს დებდა, რომ ჩვენი ერთიანობა დაირღვეოდა. ამის ნაცვლად, ჩვენ ვრჩებით ისე ერთიანები, როგორც არასდროს", - განაცხადა ოსტინმა. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2021 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.  

აშშ-ის შეფასებით, ბელორუსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმება რუსეთის უპასუხისმგებლო ქცევის მაგალითია

აშშ მკაცრად გმობს ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოსკოვსა და მინსკს შორის მიღწეულ შეთანხმებას. სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ეს არის უპასუხისმგებლო ქმედების მაგალითი რუსეთის მხრიდან. სპიკერ მეთიუ მილერის თქმით, ასეთი იარაღის გამოყენება მძიმე შედეგებს გამოიწვევს, თუმცა არ არსებობს ამ დროისთვის რაიმე მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება. რუსეთის და ბელორუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ ლუკაშენკოს თქმით, რუსული ბირთვული იარაღის ბელორუსში გადატანა დაწყებულია  

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ჰოლოდომორი უკრაინული ხალხის გენოციდად აღიარა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, იუწყება პარლამენტის წევრი. რეზოლუცია დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ერთხმად მიიღო. კონსერვატიული პარტიის დეპუტატის, პოლინ ლეტჰემის განცხადებით, 1930-იანი წლების დასაწყისში უკრაინაში არსებული შიმშილი ხელოვნური იყო, მისი წარმოშობა კი, უკრაინელი გლეხებისგან მოსავლის იძულებით კონფისკაციამ გამოიწვია.  

ლიეტუვა უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

ლიეტუვის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა 25 მაისს, მონაწილეობა მიიღო რამშტეინის ფორმატში გამართულ ონლაინ შეხვედრაში, სადაც აღნიშნა უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივის მნიშვნელობა და ლიტუვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. „უკრაინის გამარჯვება არის ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენა ევროატლანტიკურ ზონაში“, - განაცხადა მინისტრმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა კვლავაც უკრაინის თანმიმდევრული მეგობარია. ანუშაუსკასის თქმით, ლიეტუვიდან უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დრონის საწინააღმდეგო აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას, საკვებ რაციონს და სხვა სახის დახმარებას. აღნიშნა, რომ ლიეტუვის სამხედრო დახმარება უკრაინას მალე 465 მილიონ ევროს მიაღწევს. მთავრობის წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინელი სამხედროების მომზადების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ლიეტუვამ მნიშვნელოვნად გაზარდა წვრთნების მოცულობა და მასზე მომუშავე ინსტრუქტორთა რაოდენობა. წვრთნების გარდა, წელს ლიეტუვის სამხედრო დახმარება მოიცავს სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის გადაცემას, სამედიცინო მკურნალობას და რეაბილიტაციას, ასევე, საერთაშორისო ფონდებში უკრაინის მხარდასაჭერად შენატანებს.  

ესპანეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის კიდევ 4 ტანკს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას Leopard 2 ტიპის კიდევ 4 ტანკს გადასცემს. ამასთან, ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის განცხადებით, ესპანეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების კუთხით კარგი პროგრესი არსებობს და დღეის მდგომარეობით სწავლება 1500 ადამიანს ჩაუტარდა“. შესაბამისი ინფორმაცია რობლესმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა. „რობლესმა ესპანეთის მარაგების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინას კიდევ ოთხი Leopard 2A4 საბრძოლო ტანკი და M-113 TOA ტიპის ქვეითთა მანქანების ახალი პარტია მიეწოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების კუთხით კარგი პროგრესი არსებობს და დღეის მდგომარეობით სწავლება 1500 ადამიანს ჩაუტარდა“, - აღნიშნულია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კიევის თავზე გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოგდებულია - საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ, დედაქალაქ კიევის თავზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, დედაქალაქის მიმართულებით Kh-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტები სტრატეგიული Tu-95MS ტიპის ბომბდამშენებიდან გაუშვეს. „წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! ამ დროისთვის კიევში მსხვერპლი და ნგრევა არ დაფიქსირებულა", - განაცხადეს კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში. ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის ძალებმა, მაისის დასაწყისიდან, კიევის წინააღმდეგ მეცამეტე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. საჰაერო განგაში ღამის სამ საათზე, კიევიდან დაიწყო და შემდეგ, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. განგაში დილის ექვსი საათისთვის შეწყდა.  

კანადა უკრაინას საზენიტო რაკეტებს უგზავნის

მალე უკრაინა კანადიდან მოკლე რადიუსის რაკეტების პარტიას მიიღებს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის სამინისტრომ რამშტეინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კანადის შეიარაღებული ძალების ცნობით, კანადა უკრაინას უსასყიდლოდ გადასცემს 43 AIM-9 ტიპის რაკეტას თავისი არმიის მარაგიდან. გარდა ამისა, კანადა გააფართოვებს უკრაინელი სამხედრო მედიკოსების მომზადებას პოლონეთში, ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში. ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში, კანადელი სამხედროები უკრაინელ ჯარისკაცებს 2015 წლიდან ამზადებენ თანამედროვე საბრძოლო უნარებში. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კანადელმა ინსტრუქტორებმა დატოვეს უკრაინა, რამდენიმე თვეში განაახლეს უკრაინელი რეკრუტების მომზადება დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში. ჯამში კურსი 36000-ზე მეტმა უკრაინელმა გაიარა.  

პეკინი „უკრაინის კრიზისის მიზეზზე“ მიუთითებს

პეკინის განცხადებით, ჩინეთი კონფლიქტთან დაკავშირებით პოზიციას აყალიბებს საკუთარი დასკვნების საფუძველზე, „პრობლემის არსიდან გამომდინარე“ და მტკიცედ დგას მშვიდობისა და დიალოგის მხარეს. ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ჰუი მისიის ფარგლებში უკვე ეწვია ბერლინს, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან განიხილა „უკრაინის კრიზისის" პოლიტიკური დარეგულირების პერსპექტივები. ლი ჰუი ასევე იმყოფებოდა უკრაინაში, ხოლო მოსკოვში დღეს, 26 მაისს ჩადის. პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში "არსებითად, „უკრაინის კრიზისი", ევროპაში უსაფრთხოების მენეჯმენტში დაგროვილი პრობლემების აფეთქებაა. ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, მაგრამ ის განვითარდა იქამდე, სადაც არის დღეს. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის ერთგული. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა გავაგრძელოთ კონსტრუქციული როლის თამაში „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების ძიებაში", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.  

რუსული მედიის ცნობით, უკრაინაში ათობით Patriot-ის სისტემა უკვე განადგურებულია, მაგრამ სიცრუე რეალობას არ ცვლის - კარპენტერი

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, უკრაინაში ათობით ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემა PATRIOT-ი უკვე „განადგურდა“, მაგრამ ეს ტყუილი ადგილზე არ შეცვლის რეალობას – უკრაინა დღითიდღე ძლიერდება. ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. კრემლმა უნდა იგრძნოს, რომ ტალღა იცვლება, რადგან ის კიდევ უფრო უაზრო ტყუილებს ავრცელებს საკუთარ მოსახლეობაში. რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებად მედიას რომ დაუჯეროთ, მაშინ იფიქრებთ, რომ რუსულმა რაკეტებმა გაანადგურეს რამდენიმე ათეული PATRIOT-ის სისტემა უკრაინაში. მაგრამ ტყუილი არ ცვლის რეალობას ადგილზე, და რეალობა ის არის, რომ უკრაინა დღითიდღე ძლიერდება“, - განაცხადა კარპენტერმა. მისივე თქმით, აშშ მზადაა, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში.  

რუსეთის ქალაქ კრასნოდარის ცენტრში აფეთქება მოხდა - მედია

აფეთქებების ხმა რუსეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ კრასნოდარის ცენტრში, 26 მაისს, გამთენიისას ისმოდა. იტყობინება ადგილობრივი ტელეგრამ არხი "ბაზა". მისივე თანახმად, კრასნოდარში საჰაერო თავდაცვის სისტემა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შემდეგ ამოქმედდა. კრასნოდარის მერის, ევგენი ნაუმოვის ინფორმაციით, დაზიანებულია საოფისე შენობა და საცხოვრებელი სახლი. ქალაქი კრასნოდარი რუსეთის კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. რეგიონი ანექსირებულ ყირიმს ესაზღვრება. გახშირდა ცნობები რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების შესახებ, მათ შორის, განსაკუთრებით, რუსეთის ბელგოროდის ოლქში.  

ვაშინგტონის მერიის ინიციატივით, 26 მაისი ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

ვაშინგტონის მერიის ინიციატივით, 26 მაისი ვაშინგტონში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, დავით ზალკალიანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. ამ დღესთან დაკავშირებით, ფრედერიკ დუგლასის სახელობის მემორიალური ხიდი საქართველოს დროშის ფერბში განათდა. ზალკალიანის შეფასებით, ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რაც ქვეყნებს შორის მეგობრულ და პარტნიორი ურთიერთობის გამოვლინებაა. „მიუხედავად დღევანდელი გამოწვევებისა, მჯერა ჩვენი ქვეყნის და რეგიონის ნათელი მომავლის“, - აღნიშნა ზალკალიანმა.  

აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი, მტკიცე გადაწყვეტილება, მიეღო თავისი ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის, რუსეთის საქართველოში შეჭრას 2008 წელს და მიმდინარე ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი 31-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში. დღეს, ქართველებისთვის აღსანიშნავ დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას, რათა დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, უკეთესი, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და ასე უხვად იმსახურებენ“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. 26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ როგორ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე  

ენტონი ბლინკენი: ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და დემოკრატიის ფასი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და დემოკრატიის ფასი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მილოცვაშია ნათქვამი. ბლინკენის შეფასებით, მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა უკრაინაში, და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მუდმივი ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი და მტკიცე მისწრაფება ევროატლანტიკური მომავლის განსახორციელებლად. „ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოში და შემდგომ და მიმდინარე ოკუპაციას. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი 31-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოს, რეგიონსა და მსოფლიოში. დღეს, ქართველებისთვის აღსანიშნავ დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას, რათა დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, უკეთესი, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და ასე უხვად იმსახურებენ“, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.  

შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას - აშშ-ის საელჩო

თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - ბლინკენი აშშ-ის საელჩო განცხადებასთან ერთად აზიარებს ფოტოს, ილია ჭავჭავაძის ფრაზით: „ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენსს საიმედო ყმაწვილ-კაცობას“. „ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”- ნათქვამია განცხადებაში. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.